შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლები (1)


9-09-2016, 22:42
ნანახია 3 888

***


ალბათ, მართალია მეგობრობიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია-ო.
ისიც მართალია, სიყვარულიდან სიძულვილამდე ნახევარიც კი საკმარისიაო.
მაგრამ სიძულვილი რა შუაშია? როცა სიყვარულზეა ლაპარაკი.
ჭეშმარიტ სიყვარულთან სიძულვილი ვერ მოვა. ვერ დაჯაბნის და ვერ გაიმარჯვებს ამ გრძნობაზე.
ეს ნაღდია.. უტყუარი და ამას ვერავინ შეცვლის.

მეგობრობა? ბიჭის და გოგოსი ნამდვილად არსებობს!
მაგრამ ხომ არსებობს ისეთი, მეგობრობა ფლირტზე მეტი რომაა და ურთიერთობაზე ნაკლები?

მაგრამ მაინც რომ შენია და მორჩა. შენი-ს სახელი ჰქვია და ეს არ შეიცვლება.


**


ნიცა გიორგობიანი რომ გავიცანი პირველ კლასში ვიყავი. ჩემი კლასელის და იყო, მაგრამ ნიცასთან ისე დავმეგობრდი თეონა ვის ახსოვდა საერთოდ? ნიცა ჩემზე უფროსი იყო სამი წლით, მაგრამ თავიდანვე არ იგრძნობოდა ჩვენ შორის ასაკი. ზუსტად სკოლის პირველი დღიდან, როცა მე მოვკვდი ტირილით და დედის წვივებს შემოხვეული ვიყავი, მოვდივრათ მე და ნიცა. უსაყვარლესი გოგოა და სასწაულად ლამაზი! ნიცასთან ერთდ რომ დავდიოდი მეგონა, რომ დედოფალს დავყვებოდი გვერდზე. მაღალი, შავთვმიანი, შავთვალება, სასწაული ტანის პატრონი იყო ნიცა. მიუხედავად მისი სილამაზისა არასოდეს ამახვილებდა ყურადღებას, არასოდეს უვარდებოდა თავში წყვილი თვალები და ჩალაპარაკებული „ანგელოზია“, „უკვე მიყვარს“ და ა.შ. ეს ისეთი მეგობრობა იყო, რომელსაც ფესვები ჰქონდა ჩვენში გადგმული და ვერასოდეს ამოიძირკვებოდა.

ჩემთვის ტრაგედია იყო ნიცას გათხოვება.
18 წლის რომ გახდა, ჩააბარა მაშინ ჩატენა ანდრომ მანქანაში და წაიყვანა თავისთან მთაში.
კი ვიცნობდი ანდროს, ძალიანაც ვმეგობრობდი მაგრამ ამას როგორ ვაპატიებდი? მთელი თვეები ვუბღვერდი და ხმას არ ვცემდი. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ნიცას ჩემ გარდა სხვა საზრუნავიც ეყოლებოდა, სხვაზე იფიქრებდა.. დიახ, ეგოისტურად მიყვარდა ჩემი მეგობარი. იცით რატომ? საოცარი იმედი მქონდა.. აი, თვალდახუჭული რომ ვანდობდი ჩემ თავს და ყველაზე მეტად ვენდობოდი. იმდენად შეჩვეულები ვიყავით ერთმანეთს, რომ ნიცასაც კი გაუჭირდა გათხოვება. არა, მარტო ჩემთვის კი არ ყოფილა ტრაგედია?! მიუხედავად იმისა, რომ ანდროზე სკოლის ასაკიდანვე გიჟდებოდა ნიცა მაინც ვერ შეეგუა ამ ფაქტს, რომ გათხოვილი ქალის სტატუსი ექნებოდა. ანდრო? ანდრო უსაყვარლესი ბიჭი იყო. ნიცაზე 4 წლით უფროსი. ნიცამ სკოლა დაამთავრა, ანდრომ-უნივერსიტეტი.


ტრაგედია N2!


ნიცას გარეშე შეუტანია ანდროს ვარშავის უნივერსიტეტში საბუთები და ჩემი ნიცაც ჩაირიცხა.
ეროვნულები ხომ ჩააბარა და ვარშავის უნივერსიტეტშიც „ჩააბარა“ ანდროსთან ერთად. ნიცა ბაკალავრზე, ანდრო-მაგისტრატურაზე. გავაცილე ჩემი ნიცა და დავრჩი მარტო.
მაგარი გამოგონებაა ვაიბერი და სკაიპი. ხოდა, კი ვიყავით ლაივ რეჟიმში.

2 წლის და-ძმა მყავდა: მარიამი და თომა. მგონი, ჩემზე მეტად მათ ენატრებოდათ ნიცა. სულ ითხოვდნენ დაგვალაპარაკეთო.

ასე გავიდა სამი წელი.. და კი ვდგავარ აეროპორტში და ველოდები ჩემ საუკეთესო მეგობარს.

გამოსული არ იყო ნიცა რომ გავიქეცი მისკენ და შევახტი.

-როგორ მომენატრე, ნიცუ!-ცრემლები წამომივიდა და მაგრა ჩავეხუტე დაქალს.
-მეც მომენატრე ჩემო პატარა ციყვო!
-რაღა ციყვი სტუდენტი ვარ ქალი!-გამეცინა.
-აბა, მე თუ შემიმჩნიოს ეხლა?!-აღშფოთდა ანდრო.
-ანდრიკო, შენც როგორ მომენატრე!-გულიანად ჩავეხუტე ანდროს და მივხვდი, რომ უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, რადგან ჩემი დაქალიც ძალიან ბედნიერი იყო ასეთი ადამიანის გვერდზე.
-ნენე, დარჩი რა ჩვენთან დღეს!-მითხრა ანდრომ და კნუტის თვალებით შემომხედა.
-აბა, შენ როგორ ფიქრობ სამი წელია ჩემი და არ მინახავს და პირველ ღამეს საქართველოში მარტო გაგატარებინებთ?-გავიცინეთ და წავედი მათი სახლისკენ.


პირველი შეხვედრა.


ვიჯექი და უბრალოდ, ვუყურებდი ნიცას და ანდროს, რომლებიც საოცარი მონდომებითა და აღფრთოვანებით ჰყვებოდნენ სამწლიან ემიგრანტობას. რამდენჯერ მქონდა მოსმენილი ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ სიამოვნებით ვუსმენდი. სასწაული იყო ნიცა და ანდრო ერთად. ხოდა, ალბათ ზუსტად მაგიტო მქონდა პროტესტის გრძნობა! ჩვენ ვიყავით განუყრელები და არ მინდოდა ვინმე სხვა ყოფილიყო ჩვენსავით.
მაგრამ... ქმარს სხვა ადგილი აქვს და საუკეთესო მეგობარს თავისი.
ეს ხომ ცხადია! უცხადესი..

გაშტერებული კი ვიჯექი და ვუყურებდი ჩემ საყვარელ, იდეალ წყვილს, მაგრამ თვალი გამეპარა და გამიჩერდა კარებისკენ, სადაც საოცრად სიმპათიური ბიჭი იდგა! იცით როგორი? ჟურნალებიდან გადმომხტარი როა  ეს ისე იუმორით, მაგრამ ხო მიხვდით?

-რატი! როდის შემოიპარე?-სიხარულით წამოხტა ანდრო და ჩაეხუტა „სიმპათიურს“.
-კარი ღია რომ დატოვე აქ ევროპა ხომ არ გგონია?-„ისეთი ხმა ჰქონდა, კინაღამ გული წამივიდა“.
დაჯდა. ზუსტად ჩემ წინ დაჯდა. ერთი შემომხედა და გაჩერდა. მსუბუქად გამიღიმა და მერე მთელი საღამო არ შემოუხედავს. რა თქმა უნდა, დავრჩი ნიცასთან ანდრო სხვა ოთახში გავაგდეთ და დავიწყეთ გოგოშკური საუბრები. ის, რაც აქამდე გვენატრებოდა.
-არ მეგონა გათხოვება ასეთი მაგარი რამე თუ იქნებოდა!-მითხრა ნიცამ და სიგარეტს გაუკიდა.
-ნიცუ! ეწევი?-გამიკვირდა.
-იცის ანდრომ. პროსტა ნინოს არ უთხრა, რა.. პროსტა, მაინც არ წამოგცდეს.ხო იცი დედაა და დაიწყეს მორალს.. ვინმე დამასწრებდა მოწევას კარგი რომ იყოსო?!-გაეცინა ნიცას.
-აუ, მეც მინდა..
-გაგიჟდი, ხო?-ალმაცერად შემომხედა ნიცამ.
-მიდი, მიდი.. ორი წლის კი აღარ ვარ,-გამოვართვი და მეც გავუკიდე.-ნიცუ, ვინ არის რატი?
-მათიაშვილი?
-რავიცი მათიაშვილია გვარად? აი, ის დღეს რომ იყო..
-რავიცი, გგონია ვიცი? ყველას კი არ ვიცნობ. სულ ახსენებდა ანდრო, მაგრამ ორჯერ მყავს სულ ნანახი. დღეს და ერთხელ იყო ჩამოსული რაღაც საქმეზე,-ღრმად დარწმუნებულად მიპასუხა ნიცამ.-აუ, გოგო პროსტა შოკში ვარ! კოტე რა დღეში ყოფილა? ტიპმა შენ გამო ოჯახი გააკოტრა ხო?
-აუ, არ ეზარებოდა პროსტა! კინაღამ შენსავით ჩამტენა ბანკეტზე.
-ჩაეტენე მერე!-გაეცინა ნიცას.
-მომწონდეს მაინც რა ჩავეტენე,-დავიჯღანე, როცა წარმოვიდგინე მე და კოტე ადამიას ცოლი?! მის ადამია ვიქნებოდი.-არა, მადლობა..
-რატო? ჩახვიდოდი ზუგდიდში და დაიწყებდი. მუჭორექ წიე, მუჭორექ ძღაბი,-დიდი მონდომებით ეცადა ნიცა მეგრული კილოთი ეთქვა.
-არ გამოგდის ნიცუ!

იმ ღამეს? დილის 9-მდე ვილაპარაკეთ. აბსოლუტურად ყველერზე ვილაპარაკეთ, რაც კი შეიძლებოდა. მე მაინც მეფიქრებოდა რატიზე. რაღაცნაირად ჩამრჩა გულში. წაკითხული მქონდა გულში რაღაცნაირად რომ ჩაგრჩება დიდი სიყვარულის ნიშანია-ო.
ვითომ? რავიცი.


**


ზღვაზე წავედით ყველა ერთად. მე, ნიცა, ანდრო, ვასკა და თეონა.
კიდევ რამდენიმე სხვა უცხო ადამიანი. ვასკა თეონას შეყვარებული იყო და მეც მურმანივით გავყევი წყვილებს. არანაირი სირცხვილის გრძნობა არ მქონდა. მზე, ზღვა, რუჯზე როგორ ვიტყოდი უარს? შემომთავაზა ანდრომ და ნიცამ და მეც გავყევი. არაუშავს, ცოტა ხანს მომითმენდნენ.

-ბიჭო, გააღე კარი..-ანდრომ დარეკა. მეც ძილბურანში ვიყავი, რომ გავიგე ანდროს ხმა. მანქანა დიდ ეზოში შევიდა და ერთიანად გამომაფხიზლა სანდროს დანახვამ.
-ძლივს ჩამოაღწიეთ, რა!-შემოგვეგება რატი. ზლაზვნით გადავედი მანქანიდან და დავეჯაჯგურე ჩემ ჩანთას.
-მოგეხმარები,-გავიგე ჩემი უკვე საყვარელი ხმა და ერთიანად დამცხა,-რამხელა ჩანთაა მზითევით ხარ წამოსული?!
-რა ვქნა მე რავიცი რისი ჩაცმა მომინდება?!-წამოვენთე უაზროდ. მიუხვედრელობის პიკი ვარ!
-გეხუმრე, ნენე..-გამიღიმა რატიმ და სახლში შეიტანა ჩემი გემი-ჩემოდანი.

სახლში შესულებს ლამაზი გოგო დაგხვდა, რომელიც მაგიდას შლიდა და სიხარულით შეგვეგება.

-რა კარგია რომ ჩამოხვედით! დილიდან ვერ ისვენებს, რა..-გადაკოცნა ყველა გოგომ და მე მომიბრუნდა,- გამარჯობა, შენ ალბათ ნენე, ხო?
-კი, მე ნენე..-გავოცდი ჩემი სახელი რომ იცოდა. ცოტა მესიამოვნა 
-სასიამოვნოა, მე თაკო. რატის და..-მომესალმა თაკო და გადამკოცა. უფრო მეტად მესიამოვნა!
-სახლი კი არის დიდი, მაგრამ არც იმხელა რომ ყველა სხვადსახვა ოთახში მოვთავსდეთ და ხომ არ გექნება პრობლემა ჩემ ოთახში რომ დაწვეთ შენ და თეო?
-არა, რა პრობლემა უნდა იყოს,-გავუღიმე თაკოს და რატის შევხედე, რომელიც კიბიდან კუნტრუშით ჩამოდიოდა.
-ნენე, შენი ჩანთა ოთახშია,-გამიღიმა და გაეღიმა ჩემ გულსაც. მგონი უკვე მიყვარდა! არა, აშკარად ვბოდავ რაღაცას.

ძალიან საყვარელი სახლი იყო. პატარა ორსართულიანი, პატარა ეზოთი სადაც ბევრი დიდი ხეები და ყვავილები იყო. ხეებში ასევე ხის „საქეიფო“ იყო, საღამოს კი ეზო მზის ლამპიონებით განათებული. ჩვენი ოთახი სადაც უნდა დამეძინა საკმაოდ ნაზ ფერებში იყო გადაწყვეტილი. აივანი ჰქონდა ჩვენ ოთახს და კიდევ გვერდზე ოთახს. ლამაზი ხედი იშლებოდა მიუხედავად იმისა, რომ ზღვა ძალიან შორიდან ჩანდა. თითქოს ერთი ბეწო იყო..

-ჩამო, რა ტყუილა ვიბზრიალე ამდენი? მიშრომია მიწვალია,-გაიცინა თაკომ.
-ხო, ახლავე ჩამოვალ. გადავივლებ.
-აბაზანას გაჩვენებ,-მითხრა თაკომ. ხელი მოვხვიე ყველაფერს, რაც მჭირდებოდა და აბაზანაში შევედი. გემრიელად ვიბანავე და სულელი მე! გადასაცმელი სარაფანა დამრჩა ოთახში. თავი გამოვყავი ოთახიდან და ქურდივით დავიწყე აქეთ-იქეთ ყურება. როცა დავიგულე, რომ არავინ იყო გიჟივით გამოვვარდი აბაზანიდან. აბაზანა სახლის ერთ ბოლოში იყო და ჩვენი ოთახი მეორეში. ისე თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი და პირსახოცი ხელში მეჭირა რომ სულ არ შემიხედავს ისე შევასკდი ძლიერ სხეულს. შიშით ავიხედე ზემოთ და მინდოდა იქვე მიწა გამსკდომოდა! არც მეტი არც ნაკლები რატი მათიაშვილს ჩავეხუტე ნახევრად შიშველი..!

-იმხელა ჩემოდანში ტანსაცმელი ვერ იპოვე?-გაეცინა რატის.
-მე.. მე.. დამრჩა..-ძლივს ამოვიღე ხმა.
-მივხვდი,-მითხრა რატიმ და ამათვალიერა,-ისე, თაკოს ვეტყვი სხვა უფრო გრძელი პირსახოცი მოგცეს. კიდევ რომ მოხდეს ასეთი შემთხვევა, მეხუმრები?!

გამაცია! უკანალს ძლივს მიფარავდა პირსახოცი.. ისე შემრცხვა, ისე სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი! ჩაიცინა რატიმ და ისევე, კუნტრუშით ჩავიდა ქვემოთ. მოწყვეტით გავიქეცი ოთახში და საკუთარი თავი ვლანძღე ამის გამო.

-რა სულელი ხარ ნენე! როგორ დაგრჩა სარაფანა? შეირცხვინე თავი! ნახევრად შიშველი ედექი წინ ბიჭს, რომელიც მოგწონს! რას იფიქრებს შენზე..-ნერვები მეშლებოდა საკუთარ თავზე, როცა კარი გაიღო და ოთახში რატი შემოვიდა. ნერვები მომეშალა:
-შენ ჰობად გექცა ჩემი ნახევრად შიშვლის ნახვა?
-მშვენიერი ჰობია ვერაფერს იტყვი,-გაიცინა რატიმ,-თაკომ ტვინი წაიღო მალე ჩამოვიდესო. ისეთი მოშიებული ვარ შენი შემხედვარე, დროზე ჩამოდი თორემ ყველაფერს გადავჭამ ალბათ!-თქვა რატიმ და კარში გაუჩინარდა.
-ესეც შენი პირველი შესანიშნავი დღე , ნენე! მეტის ღირსი ხარ..-ნერვებმოშლილი ჩავედი სამზარეულოში, სადაც თავი მოეყარათ და თაკოს კერძებს მიირთმევდნენ.

დილას 9 საათზე წამოვხტი. გოგოებს ეძინათ, არ მინდოდა გამეღვიძებინა და ფრთხილად მოვემზადე. სახლშიც არავის ხმა არ ისმოდა, ამიტომ გადავწყვიტე მათ გარეშე გავსულიყავი ზღვაზე.

ზღვა? სასწაულია. ზღვა რომ არ იყოს რა იქნებოდა? ხშირად მიფიქრია. იცით რატომ?
იმიტომ რომ ზღვა ყველას მეგობარია, მაგრამ თუ გაბრაზდა მაშინვე შენს მტრად იქცევა. არ შეიძლება მასთან თამაში.. უნდა იცოდე როდის ეკონტაქტო და ნამდვილად, შენს მეგობრად იქცევა. რამდენჯერ ყოფილა დარდი გამიტანებია, სიხარული გამიზიარებია და ყოველთვის სიმშვიდე მიპოვნია.
დაუფიქრდით.. ნამდვილად ზღვა დიდი მეგობარია!
ყველა იმ ადამიანის მშურს, ვინც ზღვასთან ახლოს ცხოვრობს.

-მყუდროებას ხომ არ დაგირღვევ?-გამომაფხილზა ფიქრებიდან რატის ხმამ.
-უი, არა..-ვუპასუხე და თვალი ავარიდე. რაღაცნაირად მიჩქარებდა გულს ეს ბიჭი. რატიმაც მაისური გაიძრო და ზღვაში შევიდა. სხეული ჰქონდა? უნაკლო.. აი, განიერი მხარ-ბეჭი და წინ რამდენიმე კუბიკი იწონებდა მის სხეულზე თავს. შემრცხვა და თვალი მოვარიდე. ცოტახანში რატიც მომიწვა გვერდზე და მზეს მიეფიცხა.
-ვარჯიშობ?
-იშვიათად სამწუხაროდ..
-არ გეტყობა, რომ იშვიათად ვარჯიშობ,-მითხრა და შემათვალიერა. კიდევ ერთხელ შემრცხვა!
-ტანვარჯიშზე დავდიოდი ბავშვობაში,-ვუთხარი თვალი ავარიდე. რატიმ არაფერი მიპასუხა. ვგრძნობდი მიყურებდა, მაგრამ მეშინოდა ძალიან მეშინოდა შემეხედა. იმიტომ რომ ძალიან მერიდებოდა..
-ზღვა მაგარია..-ხმადაბლა თქვა და მძიმედ ამოისუნთქა.
-ძალიან! ჩემი დიდი მეგობარია,-ვუთხარი თავდაჯერებულად.
-ღამის ზღვა უკეთესია..
-არვიცი, არასდროს მიბანავია.
-მართლა?-გაუკვირდა,-ბევრი დაგიკარგავს.
-ხო. იმედია, ოდესმე აუცილებლად შევცურავ ღამის ზღვაში.. უბრალოდ, მეშინია.
-რისი?
-არვიცი, ძალიან მკაცრია ზღვა და სანდო ადამიანის გარეშე ვერ მივალ მასთან ღამე.
-სანდო?-გაეღიმა რატის და ჩემმა გულმაც დაიწყო ფეთქვა.
-ჰო..
-ნენე რატომ?
-ბატონო?-ვერ მივხვდი უცებ.
-რატომ გქვია ნენე? ნამდვილი სახელი რა გაქვს?-მკითხა ინტერესით.
-ბებიაჩემს ჰქვია ელენე. მოფერებით ნენეს ეძახიან. მე როცა გავჩნდი მამამ პირდაპირ ნენე დამარქვა..
-ნენე.. ნენე..-ჩაილაპარაკა რატიმ,-უცნაური სახელია. ძალიან გიხდება!

ესეც პირველი კომპლიმენტი და წამით შეჩერებული გული.


**


-ნენე, ნახე!-ქვა მომაწოდა რატიმ, რომელიც ერთ მხარეს მუქი მწვანე იყო, მეორე მხარეს კი ძალიან მუქი-ლურჯი.
-რა უცნაური ქვაა..-დავხედე გახარებულმა. (ესეც პირველი საჩუქარი და ისევ გაშეშებული გული).
-შენი თვალების ფერია.. იცი, გიყურებ და ვერ გავარკვიე რა ფერი გაქვს თვალები. როგორ შეიძლება ხან მუქი ლურჯი გქონდეს ხან მუქი მწვანე?-გაეღიმა რატის. (ნუ, იღიმის!მაგიჟებს ღიმილი!)
-ქამელეონი თვალები მაქვს,-გამეცინა.
-სახელი უცნაური, თვალები უცნაური.. წინ კიდევ რამდენი უცნაურობა მელის, რაც უფრო კარგად გაგიცნობ?-გაიცინა რატიმ და მოსულ მეგობრებს ხელის აწევით შეხვდა.

-ვასკა აპირებს ხელი თხოვოს თეონას,-ხმადაბლა მითხრა ნიცამ.
-მართლა?-სიხარულით წამოვიყვირე. მთელი სანაპირო მე მიყურებდა.
-არა, გატყუებ!
-აუ, ვერ ხარ შენ?-გავუბრაზდი ნიცას.
-კაი, გოგო გეხუმრე! მართლა გეუბნები!-აუტყდა სიცილი ნიცას.
-რას მეუბნები მართლა? მატყუებ თუ მართლა ხელი უნდა თხოვოს?
-მართლა ხელი უნდა თხოვოს,-მიპასუხა და ზღვაში ტალღებს აყოლილი წყვილისკენ გააპარა თვალები.-იმედი მაქვს, შენ არ აპირებ ჯერ გათხოვებას! თორემ, გავაფრენ ნინოს გეფიცები!
-ეგრე მეუბნებოდი შენც, მაგრამ ვინმემ გკითხა?-წავკბინე ნიცა და გამეცინა მის სახეზე. თან ბედნიერება და თან გაბრაზება რომ აღებეჭდა.
-გადმოგასხამ ჩემ წყალს! ანდრო პელე კაცია,-თქვა ნიცამ და ტუჩი მოიკვნიტა. ანდროც მისკენ გამოემართა.
-ეს ერთგვარი პაროლია?-ხმადაბლა ვკითხე ნიცას და გამეცინა.
-გაზრდილხარ ხო იცი შენ,-გამიცინა და ანდროს გაჰყვა. არ ვიცი სად

დავრჩი ისევ მარტო ზღვასთან.

-ნენე, ლეღვი არ გინდა?-მკითხა თაკომ.
-არა, არ მიყვარს. ალუბალია ჩემი ყველაფერი!-გამეცინა.
-რატომ ალუბალი?-მკითხა რატიმ. აუ, ეს ბიჭი ჩვეულებრივად ჩემი შესწავლით იყო დაკავებული დღეს!
-ალუბალი იმიტომ, რომ ყველაზე გემრიელია. თან ტკბილია და თან მჟავე.. ალუბალი ხო მიყვარს და ალუბლისფერზე ხომ საერთოდ ვგიჟდები! რაღაცნაირად მატკბობს და მათრობს ალუბალი. აუ, გინდა გაცინოთ?
-რა თქმა უნდა,-გამიღიმა თაკომ.
-წელს ხო ვაბარებდი და რომ დავიღლებოდი ზოგი ხო ყავას სვამს. მე ალუბალს ვჭამდი და ენერგიით ვივსებოდი..!
-შვილი, ჯანმრთელი ხარ შენ?-წარბაწევით მკითხა თაკომ. რატიმ მხოლოდ გაიღიმა და ზღვას გახედა.
-ჰაჰა, კი.. აუ, ძაან მინდა. ერთი სული მაქვს ხოლმე როდის მოვა ალუბლის თვე!
-ძალიან, ძალიან გინდა?-მკითხა რატიმ ისე რომ თვალი არ მოუშორებია ზღვისთვის.
-კი.. მაგრამ შეუძლებელია ეხლა არ იქნება. თან მით უმეტეს აქ..-გავიცინე და ავდექი,-ჩავალ გავგრილდები. არ ჩამოხვალთ?-თაკო წამოვიდა. რატი დარჩა.


**


საღამო იყო. ოთახში ვეყარეთ გოგოები მე, თეონა და ნიცა. თაკო ქვემოთ იყო ჩასული ჩვენთვის კოქტეილებს აკეთებდა. ანდრო მოიწამლა და შესაბამისად, სოლიდარობის ნიშნად ყველა სახლში დავრჩით. ოთახში შემოსულმა თაკომ მითხრა:

-ნენ, რატი გეძახის ჩამოვიდესო ორი წუთითო. აუ, ნახეთ რა სვეცკობა გავაკეთე?
-მშვიდობაა?-ვკითხე დაინტერესებულმა.
-რავიცი, მე. ჩამოვიდესო ეხლა მოვიდა სახლში.. ჯერ მიდი, გამისინჯე რა.-მომაწოდა ჭიქა. მოვსვი და შემაქანა. უძლიერესი და უმჟავესი იყო, მაგრამ ხომ არ ვაწყენინებდი?
-ნამდვილი ბარმენი ხარ, თაკო!-შევაქე ჩემი ახალი მეგობარი და ოთახიდან გავედი. ქვემოთ ჩასულმა რამდენჯერმე დავუძახე რატის, მაგრამ ხმა არავინ გამცა. სამზარეულოში შესულს კი პატარა კონტეინერი დამხვდა ალუბლების. „გემრიელად მიირთვი. მეტი ვერ ვიშოვე“.

გამეღიმა. მესიამოვნა. გავაფრინე!


***

გამარჯობა! :)
ვეღარ მოვითმინე და ახალი ისტორიით დავბრუნდი!

იმედი მაქვს, მოგეწონებათ :)



№1  offline წევრი An_Gel

ესეიგიი შენი მუზა აფეთქებას განიცდის ეს ბოლო პერიოდი აშკარად! :D :D :D რაღათქმაუნდა მე ეს მახარებს ძალიან ძალიან! <3 მინდა გითხრა რომ ამ ისტორიის დასაწყისი უფრო მომეწონა ვიდრე წინასი,ისე წინაზე გამახსენდა და იმისი ფინალიც ძალიან მომეწონა :D . რატი ძალიან საყვარელი ბიჭია,რეზისგან განსხვავებით არ ესწერვება და ეუხეშება საყვარელ გოგოს (იმედი მაქვს საყვარელს :D) ძალიან მომეწონა განვითარება უბრალოდ ვერ მივხვდი შესავალი რა შუაშია,ანუ მეგობრობიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო,მეგონა პირველი პირი ბიჭი იქნებოდა,მაგრამ გოგო რომ აღმოჩნდა ცოტა დავიბენი :დ მოკლედ,მომწონს ძალიან და ახალ თავს ველიიი <3 <3 <3

 


№2  offline წევრი marus

ბავშვებო,ვინც ბოლო 3-4 წლის მანძილზე ისტორიებს აქტიურად კითხულობთ,აუცილებლად მომწერეთ რაა,ძალიან გთხოვთ,საქმე მაქვს kissing_heart
kissing_heart

 


№3  offline წევრი ელენა ილდანი

გრაფინია
მსუბუქი წასაკითხი ამბავი საყვარელი შინაარსით ♥♥



მადლობა :) ჩემთვისაც განსხვავებული ისტორიაა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent