შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლები (2)


10-09-2016, 23:18
ნანახია 3 115

**

-ნენ, რაღაც მინდა გთხოვო, რა..-მითხრა თაკომ და თვალებით მანიშნა ოთახიდან გავსულიყავით. აჭარის ამბავი ხომ იცით? წვიმას რომ იწყებს აღარსდროს ჩერდება. ხოდა, ჩვენც გავედით გარეთ გადახურულში და მესამე მეგობარ წვიმასთან ერთად ჩამოვჯექით სკამებზე.
-მოკლედ, უნდა დამეხმარო, რა..-შემეცოდა ისეთი სახით მითხრა თაკომ,- მოკლედ, ერთი ბიჭია, რა.. -ღრმად ამოისუნთქა. აშკარად ნერვიულობდა.
-მითხარი, თაკო. დამშვიდდი. რამე პრობლემა გაქვს?
-პრობლემა რატია. მოკლედ! მე და თორნიკეს გვიყვარს ერთმანეთი და რატი ქმნის დიდ პრობლემას.
-რატი რა შუაშია? რომელი საუკუნეა?-გამიკვირდა. არ ეტყობოდა რომ ხისთავიანი იყო.
-თორნიკე რატის ძმაკაცი იყო.. ხომ იცი ბიჭების ამბავი? ზოგი კარგად იღებს, ზოგი-ცუდად. რატი მეორე შემთხვევისკენ გადაიხარა უცებ.
-მონეტას ორი მხარე აქვს..
-ხო და თორნიკე აქ არის. ჩამოსულია.. გუშინ ღამე მირეკავდა, რატისთან უნდოდა მოსვლა, მაგრამ შემეშინდა. ერთიც ნასვამი იყო და მეორეც. იცი, როგორ სცემეს ერთმანეთს?
-კაი, მართლა?-გამიკვირდა უკვე მეორედ რატის ხისთავიანობა.
-ხოდა, მინდა რომ დაველაპარაკო თორნიკეს.სალაპარაკო გვაქვს ბევრი და შეგიძლია დამეხმარო?!
-როგორ დაგეხმარო?
-გოგოებს ვერ ვეტყოდი. სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. ორივეში ეჭვი ეპარება რატის უკვე და ამიტომ, იქნებ შენ დამეხმარო. როგორმე უნდა შევხვდე თორნიკეს..

ტიპური ღრუზინი აღმოჩნდა რატი.
კარგი, რა! რომელი საუკუნეა ძმაკაცს დის და დას ძმაკაცის სიყვარულს რომ უკრძალავ?
ვაფშე, სიყვარული ვისთან მივა ვისი რა საქმეა.
გასაგებია , რომ არ გინდა შენი და ნარკომანს, გაუბედურებულს, პათოლოგს შეხვდეს და მაგრამ რატის ესეთი ძმაკაცი ეყოლებოდა?
ნამეტანი ხისთავიანია ეს ბიჭი, რა! და მერე როგორ უხდება მის გარეგნობას ცუდად დავფიქრდი. რა დროს შენი თავია, ნენე?!

-შეიძლება რამის მოფიქრება. სად უნდა ნახო?
-სადაც გავალთ, რა..-მითხრა თაკომ და თვალი გააპარა კარისკენ.
-თეონას სძინავს ვერ წამოვა, ნიცას წამოვიყვან და რატისაც მოვუგვარებ, რა.. წამოდი!-ვუთხარი და ხელი დავავლე თაკოს. სახლში შესულებს ბიჭები მისაღებში დაგხვდნენ.
-ბიჭებო, გავდივართ და რამეს ხომ არ დაგვაბარებდით?
-მხოლოდ, ნენე თუ გავა ამ დროს გარეთ,-გაეცინა ანდროს.
-კიდე, თაკო და ნიცაც!-დავუმატე მე.
-მეც?-შემომხედა ნიცამ.
-ხო, ნიც იმაზე, რა..-თვალი ჩავუკარი ნიცას.
-წაგიყვანთ. სად მიდიხართ?-იკითხა რატიმ და წამოდგა.
-აუ, ნიცას ხო აქვს მართვის მოწმობა და ჩვენ გავალთ, რა..-შევეხვეწე რატის.
-მე გაგიყვანთ, ნენე!-მკაცრი იყო რატი და ცოტა აუტანელი.
-რატი, წამოდი ერთ წამს..-ვუთხარი და გვერდზე გავიყვანე,-ყველაფერს ხომ არ გეტყვით? რა საჭიროა გამოყოლა? გოგოები ვართ და რა გვჭირდება იქნებ.
-გარეთ დაგელოდებით,-მშვიდად მიპასუხა რატიმ.
-აუ, არ არსებობს! ისეთი რაღაცების ყიდვა გვინდა, რომ ბიჭებს იქ რა უნდათ.. მერიდება, რა,...
-ოხ, ნენე.. კაი, წადით მაშინ.-მითხრა რატიმ და აბუზღუნებული გავიდა მისაღებისკენ. გიჟივით ჩავიცვით გოგოებმა, ნიცასაც ვაიძულეთ წამოსულიყო. მართვის მოწმობა არც ერთს არ გვქონდა და რა გვექნა? ხოდა, გავედით. ჩვენი მძღოლი იმდენ შეკითხვას სვამდა ყველაფერი მოვუყევით და იმის მერე ხმა არ ამოუღია. ერთ-ერთ კაფეში შევედით და დავსხედით. მალე თორნიკეც შემოვიდა და დავინახე თაკოს გაცისკროვნებული სახე. ნეტა, მეც შემიყვარდებოდა ოდესმე ასე?

მშვენიერი ბიჭი იყო თორნიკე. ცოტა სიმაღლესთან პრობლემები ჰქონდა. არც ცას წვდება სიმაღლით და არც ჭიანჭველებს ეთმაშება. რაც მთავარია ძალიან შეეფერებიან თაკო და თორნიკე. ორი „თ“ რა სიმბოლურია
-გეფიცები, რატი არ გვაცოცხლებს!-მითხრა ნიცამ და ყავა დალია.
-აუ, ვაფშე ვინ ეკითხება რატის? რას ერჩის თავის დას..-ვკითხედა თვალი გვერდზე მაგიდისკენ გავაპარე, სადაც გაცხარებულები ლაპარაკობდნენ თორნიკე და თაკო.
-რა პონტია ძმაკაცის დას რატო შეხედეო და ერთი-ორი ისეთი მიცხო თორნიკეს ადგილას დღეს აქ არ ვიჯდებოდი,-გაეცინა ნიცას.
-სხვა ძმაკაცი არ ჰყავს რატის რამე რომ უთხრას?-ნერვები მომეშალა.
-ო, ყველა ერთ აზრზეა არ იცი?-გაეცინა ნიცას,-ანდროს რომ ვუთხარი სწორია რა პონტში შეხედა თაკოსო.
-აუ, რა ცივილიზაციის ნაკლებობის ნიშნები აქვს ამ სამეგობროს!-ნერვები მომეშალა უკვე მეორედ.

თაკოს სახეზე ემოცია იყო ძალიან დიდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი გამხარებოდა თუ მწყენოდა. ყოველი შემთხვევისთვის გავიარეთ აფთიაქში და ვიყიდეთ რაღაცები, რომ ხელცარიელები არ მივსულიყავით სახლში.

-დიდი რიგი იყო?-იკითხა რატიმ.
-ხომ იცი რომ წვიმს ქალაქი პარალიზებულია,-ურცხვად მოვატყუე.
-როგორ გეტყობა, რომ რაღაცას მალავ,-გაეცინა რატის.
-მე? როგორ გეკადრება!
-მეკადრება. ადვილად გაგიცანი, ნენ!

ოთახში შევიკეტეთ გოგოები.
-თორნიკეს უნდა რატის ნახვა. არ მინდა იგივე განმეორდეს, მაგრამ ვერ გადავარწმუნე!
-რა ეგოისტია შენი ძმა!
-ძალიან.. შენ კიდევ არ იცი.. ნერვებს აგლეჯს იმ საწყალ გოგოს.
-ვინ საწყალ გოგოს?-თვალები შუბლზე ამივიდა.
-სოფის, რა. აწამებს რასაც ჰქვია.. დაშორებულები არიან ეხლა და იმტომ არ არის აქ. ამას ხომ ვერაფერს შეაგნებინებ?
-შეყვარებული ჰყავს რატის?-რაღაცნაირად მეწყინა. ოღონდ რაღაცნაირად. ძალიან კი, არა.
-კი. დიდიხანია უკვე..

ეგ ბიჭი ჩემი მეგობარი იყო.
ვსო!
დაერქვა მეგობარი და იქნებოდა მეგობარი.
რა ილუზიებით გეძინა და გეღვიძა ნენე? სასაცილო ხარ.
როგორი მზრუნველი ბიჭი ყოფილა, რატი.
სულ მინდოდა უფროსი ძმა და მგონი, ვიპოვე.
გაიცანით თავის დამშვიდების ოსტატი, ნენე.

რა მიხაროდა? მეც არ ვიცოდი.

მოვიდა თორნიკე. აენთო რატის თვალები წითლად, დაებერა ძარღვები და მუშტი შეკრა. რა ქაჯობაა ვერ გავიგე. ყველა თბილისელი ბიჭი ასეთია? გამეცინა. სრული კატასტროფა!

-გარეთ გავიდეთ,-ისეთი ხმით უთხრა თორნიკეს მის ადგილას ავორთქლდებოდი საერთოდ სამყაროდან. ვასკა და ანდროც დაიძაბნენ და გაეკიდნენ. ქაჯობის პიკი 2 !
გაგება-0.
აზროვნება-0.
მენტალიტეტი-კატასტროფა! გააფუჭეს და გადაგვარეს.

თაკო კანკალებდა. ფანჯარასთან მიირბენდა და ანერვიულებული გამოტრიალდებოდა.
-არ ჩანან..
-იქნებ მოახრჩო სადმე?-ხუმრობა ვცადე, მაგრამ ვაი, ჩემ თავს! ატირდა თაკო. რა მექაჩებოდა?!
-ნენე! რას ბოდავ..!-მისაყვედურა თეონამ.
-კაი, რა მოხდა ვიხუმრე. არ მინდა ასეთი დაძაბულები იყოთ. ძაან მჯერა, რომ მუშტი-კრივს არ გამართავენ,-ვთქვი თავდაჯერებულმა და ფეხი ფეხზე გადავედი. ვთქვი და სახლში კაი ნაცემ-ნაბეგვი რატი შემოვიდა, უკან პერანგშემოხვეული ანდრო მოჰყვებოდა, მათ უკან კი ხელგადახვეული არანაკლებ ნაცემი თორნიკე, რომელიც ვასკას ჩამოკონწიალებოდა კისერზე.
-ვაიმე!-შეჰკივლა თაკომ და პირზე ხელები აიფარა.
-დამშვიდდი, თამრო!-მხიარულად თქვა ანდრომ.
-გააფრინეთ თქვენ?-წამოიყვირა თეონამ და მაშინვე ვასკას მივარდა,-ისე, ყველაზე ნაკლებად შენ მოგხვდა.
-დაიკიდე, რა..-უთხრა ვასკამ და აკოცა შუბლზე.

თეონა ვასკას მივარდა, ნიცა ანდროს, თაკო თორნიკეს. მე რა უნდა მექნა? სკამზე ჩამოვჯექი და კიდევ ერთხელ გამეცინა საკუთარ თავზე. „ფორევერ ელოუნ“-ის როლში რომ ვიყავი.
-ნენ, მიდი რა იმ ავადმყოფთან,-მითხრა თაკომ და სპირტი და ბამბა მომაწოდა. გამოვართვი და ავასკდი მეორე სართულზე. დავაკაკუნე და ზმუილი რომ გავიგე პასუხად შევედი რატისთან. წამოწოლილი იყო ლოგინზე და მძიმედ სუნთქავდა.
-წარბი გაქვს გახეული,-ვუთხარი და სპირტი დავასხი ბამბას.
-ქორწილამდე მომირჩება,-გაეცინა რატის და სახე დაემანჭა. აშკარად ყბად გემრიელად ჰქონდა დაჟეჟილი.
-რატო იქცევი ასე?
-ასე როგორ?- კიდე უკვირს. გამაგიჟებს ეს ბიჭი..!
-გასაგებია, რომ შენი ძმაკაცია მაგრამ ვერ ხედავ რომ უყვართ ერთმანეთი? შენც ეგრე გიშლიდნენ?
-რა შუაშია ეგ, ნენე?! სხვა ამბავია..
-არ გადავიდა მოდიდან „ძმაკაცის დას რა პონტში შეხედე, ბიჭო?“ ?
-რა სასაცილო ხარ,-გაეცინა რატის და აუტყდა ყველა.
-თუ არ დაიხრჩობი მადლობას გეტყვი,-გამეცინა და სპირტი დავადე წარბზე.
-ა!-დაიყვირა რატიმ და გამეცინა. ხო იყო ძაან ხისთავიანი, შეხედავდი მთასავით ბიჭი იყო, მაგრამ მეგონა, რომ ჩემი ძმა მეჯდა წინ.
-კარგი, რა. რამდენი წლის ხარ?
- 26-ის,-ამაყად მიპასუხა.
-უფრო 6 წლის ხარ,-შევუწსორე და ჭრილობის დამუშავება გავაგრძელე,- არ მესმის როგორ მიხვედით ამ ზომამდე? ეგ კაცობაა? უფრო სამარცხვინო საქციელია ჩემი აზრით, ვიდრე კაცობა, რა.. გაეშვი და მიხედე შენ თავს. შეეშლება რამე? მერე შემოარტყი ერთი. რამე პრობლემაა? მე ვერ ვხედავ და შენი 6 წლის ტვინი თუ დაიძაბება მიხვდები, რომ არც შენ გექნება რამე პრობლემა.-მიყურებდა რატი და ეღიმებოდა. რა აღიმებდა პოტენციური სიძე მიბეგვა და თვითონაც მაგრად მოხვდა. არაუშავს, ტკბილი მოგონება ხომ იქნება..
-კაი, გეყოფა რამდენს მეფერები,-გაეცინა რატის.
-უმადური ხარ!
-კაი, ნუ ბრაზდები..-მითხრა და ისევ გამიღიმა. უხდება ამ ბიჭს ღიმილი და მომკალი!-გთხოვ, დაუძახე იმ ვაჟკაცს. ოღონდ ანდრო და ვასკა არ ამოვიდნენ!- ან ძაან ბევრი ვიტლიკინე, ან ძაან ბევრი ვიტლიკინე. ორივე შემთხვევაში ვიტლიკინე. უკვე შემეშინდა. ისეთი ხმით და სახით მითხრა, ვერ გავიგე მოკვლას უპირებდა ერთი-ერთზე და მე წავაქეზე, თუ...? „თუ“ მირჩევნოდა, მაგრამ ძნელად ვიჯერებდი. ამ ღრუზინისგან ყველაფერს უნდა მოელოდე.

ზლაზვნით ჩავედი ქვემოთ და თორნიკეს ვამცნე, რომ მბრძანებელი იბარებდა. თაკომ ტირილით გააცილა. ესე მეგონა საბრძოლველად რომ უშვებენ შვილებს ან ქმრებს და მიატირებენ ეგ მომენტი იყო. გავიდა 15,20,30 წუთი არ ჩანდნენ. 1 საათს რომ მიაღწია თორნიკეს აორთქლებამ ისევ მე გავიწირე.
-აუ, ნენ ახედე, რა..-კნუტის თვალებით შემომხედა თაკომ. მეც ისევ ავასკდი მეორეზე და სიცილის ხმა რომ გავიგე, იქვე მიწა გამსკდომოდა მინდოდა. კარი შევაღე და მოხარხარე „შერიგებული“ ძმაკაცები რომ დავინახე თან გამიხარდა, თან გავბრაზდი.
-გააფრინეთ, ხო? მოკვდა ის გოგო ნერვიულობით და თქვენ კიდე აქ ზიხართ და ხარხარებთ? ხორცსაკეპ მანქანაში ხართ ორივე გასატარებლები!-ისე გამოჯახუნე კარი, მიწისძვრას უფრო გავდა ვიდრე კარის გამოკეტვას.

აი, ასე!
შერიგდნენ თორნიკე და რატი. თაკოს და თორნიკეს რატიმ „კურთხევა“ მისცა ერთად ყოფნაზე, დალოცა და ყბამონგრეულები ჩაწვნენ არაყში. მე კიდე ჩემ ასაკთან შესაბამისად გავიროჟე. ან ვის ვეროჟებოდი, რა მინდოდა?! ვიჯექი გაბუტული და რატის მოტანილ ალუბლებს არაყში ვასველებდი.

***

-ნენ, არ ჩამოხვალ მთაწმინდაზე ავიდეთ, რა..
-აუ, ეხლა? -საათს შევხედე და მივხვდი, რომ უკვე მეზარებოდა გარეთ გასვლა.
-ხო, რა.. ხვალ სწავლა გეწყება და გავხალისდეთ ცოტა..-ისე მთხოვა რატიმ ვერ ვუთხარი უარი.

მთაწმინდიდან თბილისი რომ სჩანს ეგეთი ხედი მე არსად მინახავს. ესეთი თავისუფლების შეგრძნება არასდროს მქონია.. ქართლის დედას გავუარეთ, მოვიკითხეთ და წამოვედით.
-წამო, ვჭამოთ.
-რა ვჭამოთ?
-ცომგამოცლილი აჭარული.
-კიდე, აჭარული?-წარბი ავწიე და რომ გამახსენდა რამდენს ვჭამდი ცუდად გავხდი.
-რა იყო ბევრი ხომ არ მოგივიდა? ისე კი გაქვს აჭარულის ფორმა მიღებული,-გამიცინა რატიმ. მეც გავბრაზდი და მსუბუქი მუჯლუგუნი ვკარი.
-ბრჭყალებით დადიხარ?
-კატა ვარ!
-ავი კატა ხარ, ნენე..-გაეცინა რატის. წავედით და ვჭამეთ აჭარულები. კი, ვერ ვუღალატე და თავი ვიმართლე, მაინტერსებს თბილისშიც თუა ისეთივე გემრიელი, როგორიც აჭარაში-მეთქი. არა, აჭარულ აჭარულს არაფერი სჯობს. რატიც დამეთანხმა. ესეც საკმარისი იყო.

**
ნიცას ორსულობის ამბავი, რომ გავიგე იმხელა ხმაზე ვკიოდი მთელ თბილისს ესმოდა. მეზობელმა ნათელამ დარეკა შუშები დაიბზარაო. მართლა დარეკა. საოცარი იუმორის ქალი იყო ნათელა. მეც ვიდექი ან ვიჯექი და ვიცინოდი, რომ არ სწყენოდა მის უკბილო ხუმრობებზე რომ არც კი მეღიმებოდა.

გიჟივით გავვარდი მაღაზიებში და ბავშვისთვის ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. მერე რა სულ რამდენიმე კვირის რომ იყო ჩემი ნიცა, მერე რა სქესი რომ არ ვიცოდით.მაინც წავედი და ავარჩიე ბევრი ბოდეები გოგოსაც რომ მოუხდება და ბიჭსაც.

-რატ, ეს რომ ვიყიდო?-სახელზე გავიხედე და რატი იყო გოგოსთან ერთად. გადაღლილი სახე ჰქონდა.. არა, გოგო აშკარად არ ჰგავდა თაკოს. მაღალი და შხვართი იყო. სოფი იყო ნამდვილად.
თან გამიხარდა და თან არა. რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა.
იცით რამდენი თვე გავიდა ჩემი და რატის ნაცნობობიდან? მთელი 8 თვე. მეცინება, მაგრამ ალბათ საკმარისიც არის. ამ 8 თვის განმავლობაში სოფი არც ერთხელ არ გაუცნია ჩემთვის, არც ერთხელ არ უხსენებია, არ დაურეკავს ჩემი თანდასწრებით, მაგრამ მეგობრებისგან ვიგებდი რომ ერთად იყვნენ, მეგობრები ახსენებდნენ და მეგობრები რომ ურეკავდნენ სოფისთან ერთად იყო.

ერთხელ მახსოვს ამჯერად ნიცას და ანდროს სახლიდან მოვყავდი სახლში და ტელეფონმა დაურეკა. რომ დავხედე სოფი დარასელია ეწერა. გამიკვირდა. ნუთუ, ჩემ შეყვარებულსაც ასე ვეწერები ტელეფონში? „ნენე ამაშუკელი“. ვაფშე, არ იყო სასიამოვნო. არ უპასუხა, ხმა გამოურთო. ვინ იცის რამდენჯერ დაურეკა სოფიმ, ამან კიდე მუსიკას აუწია და ჩემ ჯინაზე 20-ით იარა მთელი გზა. არადა, სისწრაფე რომ უყვარდა ძალიან კარგად ვიცოდი. კარგად გავიცანი ეს ბიჭი. მარტო ის არ ვიცოდი რა უნდოდა ამ გოგოსგან.
-გასკდა ტელეფონი, რატი.-მშვიდად ვუთხარი.
-არაუშავს,-მითხრა და გამიღიმა.
-რატომ არ სცემ პატივს?-მოულოდნელად ვკითხე და 20 კინაღამ 0-ზე ჩავიდა.
-ვცემ, ოღონდ სხვანაირს..
-პატივისცემა ერთია და არ სჭირდება დაყოფა.
-ყველა ადამიანი ერთია?-მკითხა და მივხვდი, რომ მალე გამაჩუმებდა.
-არა, ინდივიდუალურია.
-ხოდა, ყველა ინდივიდუალურ პატივისცემას იმსახურებს,-მიპასუხა და ნამდვილად, გამაჩუმა. ხო, ვიგრძენი? ხოდა, გავჩუმდი. მაინც ვერ გავიგე რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, მაგრამ შეყვარებული იყო თან დიდი ხნის. მეც მისი „მეგობარი“ ვიყავი და შესაბამისად როგორიც არ უნდა ყოფილიყო პატივს ვცემდი. ოღონდ არა ინდივიდუალურს!

გამიხარდა, რომ ძლივს ვნახე სოფი.

-ნენე!-დამიძახა რატიმ. მეც ღიმილით გავემართე მისკენ.
-რატი, როგორ ხარ?-გადავკოცნე და სოფის გავხედე,-გამარჯობა, მე ნენე.
-სასიამოვნოა, ნენე. მე სოფი.
-ხო, ვიცი და ძალიან მიხარია შენი გაცნობა. ბევრი მსმენია შენზე,-ვუთხარი და გავუღიმე. არ მოელოდა აშკარად ამას რომ ვეტყოდი და შეცბუნებულმა ღიმილი უკან დამიბრუნა.
-აქ რა გინდა?-მკითხა რატიმ.
-ნიცას და ანდროს შვილისთვის ვარჩევ ტანსაცმელს,-ვუთხარი ისევ ღიმილ-აკრული სახით.-თქვენ?
-მეც ჩემი შვილისთვის,-მიპასუხა სოფიმ და ჩემ არჩეულ ბოდეებს შეხედა,-აუ, რა ლამაზებია! სად ნახე?
-აი, იქეთ..-ვუპასუხე და მივუთითე დაბნეულმა.
-კაი, ვნახავ. გამიხარდა შენი გაცნობა, ნენე.-მითხრა სოფიმ და წავიდა. დავრჩით მე და რატი.

მეწყინა, რომ არ ვიცნობდი სოფის. მშვენიერი გოგო იყო.. რატომ არ მაცნობდა?
მეწყინა, რომ რატი მამა გახდებოდა და ჯერ არავინ იცოდა. რა იყო დასამალი?
მეწყინა, რომ მიუხედავად ჩვენი „მეგობრობისა“ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.

ისე წამოვედი მაღაზიიდან რატის ხმა არ გაუცია. მსუბუქად მაკოცა საფეთქელზე და სოფის გაჰყვა. მართლა მომეწონა! არ იფიქროთ, რომ თქვეთან ვიმართლებ თავს. აი, ხომ არიან ლამაზი გოგოები, მაგრამ უზრდელები? სოფი არ იყო ეგეთი.. რაღაცნაირი დადებითი მოდიოდა სოფისგან. ერთი გამიღიმა და გამიხარდა, რომ ასეთი კარგი იყო. ალბათ, ჩემი „მეგობრისთვის“ საუკეთესო რომ მინდოდა ზუსტად მაგიტომ გამიხარდა. სხვა არაფერი..


ტყუილი ხო ძაან ცუდია და თან საკუთარ თავს რომ ატყუებ ის ვაფშე უარესი.
მეც ესე ვატყუებდი თავს და არ ვტყდებოდი, რომ რატი მეგობარზე მეტი იყო.
თავიდან ხო ვთქვი სიმპათია გამიჩნდა-მეთქი? მერე ისიც ვთქვი მეგობარია და მორჩა-მეთქი. ხოდა მართლა მორჩა! გაუმარჯოს სოფისთან ერთად.

მართლა კარგი გოგო იყო.. რაღაცნაირად ნაღვლიანი თვალები ჰქონდა. სულ ცოტათი შემეცოდა. ამ გოგოს აშკარად უყვარდა. რატის? რატის არვიცი. მის თვალებში ვერაფერი ამოვიკითხე. შუშის თვალები ჰქონდა, უმეტყველო, უემოციო. ყველამ კარგად ვიცით, რომ თვალები გაგცემენ. რატი თვალებმაც ვერ გასცა. რაღაცით შემეცოდა ეს გოგო კიდევ ერთხელ. რა ძნელია უყურო საყვარელი ადამიანის უმეტყველო თვალებს? შენ გიყვარდეს და გამოხატავდე, მის დანახვაზე გიციმციმებდეს და მისგან მხოლოდ სიბნელეს ხედავდე.

***
გიორგი დადვანი უნივერსიტეტში გავიცანი. ჩემზე უფროსი იყო უკვე ამთავრებდა უნივერსტიტეს. მოგატყუებთ და ზღაპარს მოგიყვებით თუ გეტყვით, რომ პირველივე დღეს უნივერსიტეტის კიბეებზე ავდიოდი და ხელში ბევრი წიგნები და ფურცლები მეჭირა, დამივარდა და რომ დავიხარე ასაღებად ხელი ხელს შეეხო-მეთქი. არა, ეს მხოლოდ ზღაპრულ მულტფილმებში და კომედიურ მელოდრამებში ხდება.

ჩემი სვანი პირდაპირ მოქანდა ჩემთან და ეგრევე მაჯახა:
-სახელი!
-ბატონო?
-ეს რამე ახალია?-ტუჩის კუთხე ჩატეხა. რაღაცნაირად მომეწონა
-ვერ გავიგე,-მხრები ავიჩეჩე.
-რა გქვია?
-ნენე.
-მე არ მკითხავ?
-უი, ჰო..-დავიბენი.-შენ რა გქვია?
-გიორგი.. გიორგი დადვანი,-მითხრა და ხელი გამომიწოდა. მეც შევაგებე და პირდაპირი მნიშვნელობით მეამბორა ხელზე. ეს კი ნამდვილად ჯელ“ტ“მენ“ტ“ური საქციელი იყო, მაგრამ გული არ ამჩუყებია. წარბაწევით შევხედე. გიჟი მეგონა. ნამდვილად იყო!
-შენ სახეს რომ ვუყურებ გიჟი გგონივარ, ალბათ..-გაეცინა გიორგის და სათვალე გაისწორა.
-მგონიხარ,-თამამად ვუპასუხე.
-რა სითამამეა, ნენე..-მითხრა და გამიღიმა. ჩემ აზრებს კითხულობდა.
-პირდაპირ გეტყვი,-დაიწყო დასერიოზულებულმა,-შენი ნომერი მინდა.
-ბატონო?-გავოცდი.
-აუ, ეს რა გაქვს დამუღამებული,ტო?-შეიცხადა და დავინახე როგორ აიწია მარჯვენა წარბი.
-ბოდიში, არ მცალია ლექცია მაქვს,-ვუთხარი და შევტრიალდი.
-ნენე ამაშუკელი, 18 წლის. ცხოვრობ ვაკის პარკთან. ტყუპი და-ძმა გყავს; მარიამი და თომა ,-მომაძახა უკნიდან. გავჩერდი და შეშინებული შევტრიალდი მისკენ. გიორგი იდგა და მიღიმოდა. სათვალე მაინც ეკეთა. თითქოს მისტიკურობას სძენდა..
-ბატონო?!-გაბრაზება და გაოცება ერთიანად გამოვხატე.
-უნდა გადაეჩვიო ამ სიტყვას შენ,-თითი ამიწია გიორგიმ,- ხოდა, რას ვამბობდი. ნომერი?
-თუ ამდენი იცი არც ნომრის გაგება გაგიჭირდება,-ვუთხარი და გავუღიმე.
-რომ ვერ გავიგე მაგიტომ მოვედი შენთან,-მითხრა ნამდვილად გულწრფელად. აფერისტი!
-ვერ დავიჯერებ!-გამეცინა.-ვინც ეძებს ის პოულობს!-ვუთხარი და წამოვედი. დავტოვე გიორგი ისევ ისე გაღიმებული. ან იქნებ სულ არ იყო გაღიმებული. რა მნიშვნელობა აქვს? ტელეფონი სულ არ მქონდა ერთი კვირაა და მაინც ვერ დამირეკავდა.

რამდენიმე დღეში საყვარელმა მამამ ეფლის ტელეფონი ჩამახუტა. სიხარულით ჩავრთე, რამდენიმე სელფიც გადავიღე ჩემ ტყუპებთან ერთად, რომ ტელეფონი ახმაურდა. უცხო ნომერი იყო. ერთი ჩავახველე, ხმა დავიყენე და ძაან სვეცკურად ვუპასუხე:
-დააააა!
-ვინც ეძებს ის პოულობსო, ნენე..-გიორგი იყო დადვანი. გამეღიმა.

ეს რაღაც ახლის დასაწყისი იყო!



№1  offline წევრი An_Gel

"ეს რაღაც ახლის დასაწყისი იყო" - მომეწონაა...მომეწონა მე ეს რაღაც ახალი! მე მინდა,რომ...მინდა როომ...აუ,არვიცი :D :D რატი და ნენე მინდა თუ გიორგი და ნენე ვერ ვხვდები ჯერ ალბათ დაველოდები მოვლენების განვითარებას,მაგრამ ამ გადასახედიდან ორივე წყვილი კარგი იქნება,ანუ შენზეა დამოკიდებული რას გადაწყვეტ,არა,ყველა ვარიანტში შენზეა დამოკიდებული,მაგრამ იმის თქმა მინდა,რომ რაც არ უნდა მოხდეს იმედგაცრულებული არ უნდა დარჩეს მკითხველი წესით და რიგით! ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ,უბრალოდ ამ ისტორიაში თათას,ანკას,მაშოს და ლიკუნას ნაირი პერსონაჟი მაკლია :((( მაგრამ მაინც ძალიან მომწონს,ველი ახალ თაავს! <3 <3

 


№2  offline წევრი ელენა ილდანი

papastatekulosi
"ეს რაღაც ახლის დასაწყისი იყო" - მომეწონაა...მომეწონა მე ეს რაღაც ახალი! მე მინდა,რომ...მინდა როომ...აუ,არვიცი :D :D რატი და ნენე მინდა თუ გიორგი და ნენე ვერ ვხვდები ჯერ ალბათ დაველოდები მოვლენების განვითარებას,მაგრამ ამ გადასახედიდან ორივე წყვილი კარგი იქნება,ანუ შენზეა დამოკიდებული რას გადაწყვეტ,არა,ყველა ვარიანტში შენზეა დამოკიდებული,მაგრამ იმის თქმა მინდა,რომ რაც არ უნდა მოხდეს იმედგაცრულებული არ უნდა დარჩეს მკითხველი წესით და რიგით! ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ,უბრალოდ ამ ისტორიაში თათას,ანკას,მაშოს და ლიკუნას ნაირი პერსონაჟი მაკლია :((( მაგრამ მაინც ძალიან მომწონს,ველი ახალ თაავს! <3 <3


ხო, მათნაირი პერსონაჟი არაა აქ თან პირველ პირშია ისტორია და ცოტა განსხვავებულია სხვა ისტორიებიდან. დიდი არ არის, მალე მორჩება და ვნახოთ, როგორი დასასრული ექნება :) არც ერთს არ
ვკლავ რომ იცოდეთ!:))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent