სიყვარული "ჰეროინის" " წესებით. ( ნაწილი 1)
ლოდინზე რთული რა შეიძლება იყოს? მოლოდინი ყოველთვის რთულია მაგარამ როდესაც გეუბნებიან, რომ ხუთ წელში დაბრუნდება და დაელოდო, დაელოდები კიდეც. საშინელება ისაა, როდესაც არ იცი როდის დაბრუნდება, ან საერთოდ თუ დაბრუნდება. არც ის უთქვამს დამელოდეო. შენ კი მაინც ელოდები. ... ისტორიას რომელსაც მოისმენთ ნამდვილია. არ მინდა იფიქროთ , რომ ჩემგან რომანის გმირს ან მისაბაძ პიროვნებას ვქმნი. უბრალოდ მინდა რაღაც დარჩეს, ამ ამბიდან და ჩემგან, მისგანაც. როდესაც ადამიანი კვდება რაღაც მაინც რჩება ამ ქვეყნად. შესაძლოა ეს იყოს შვილი, მიღწევა, სიყვარული და ასე შემდეგ. მე კი, რომ მოვკვდე მეორე დღეს არაფერი აღარ იქნება. მხოლოდ მსუბუქი ექო დარჩება რომელიც რამდენიმე წელიწადში გაქრება. რა მაქვს ახლა გარდა მოლოდინისა? უბრალოდ სიცარიელე მავსებს და მინდა, რომ რაღაც დამრჩეს. ცოცხალი რომ აღარ ვიქნები, იქნება ისტორია, რომელიც არ გავს სხვებს. პერსონაჟების სახელები შეცვლილია. 9ივლისი 2015წ ყველაფერი მაქვს რაზეც შეიძლება მეოცნება. უნივერსიტეტს წელს ვამთავრებ. უკვე ვმუშაობ ჩემი პროფესიით. ფსიქოლოგი ვარ, რეაბილიტაციის ცენტრში ვმუშაობ. კარგი ანაზრაურება მაქვს. ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ. სხვებს , რომ ვკითხო სრული ბედნიერებისთვის რაღაც მაკლია. ამაზე მხოლოდ მეცინება. "სიყვარული". არა, ბიჭები ჩემთვის კონკურენტები უფრო არიან. მათთან ურთიერთობა მანამდე მომწონს სანამ ჩემზე გაგიჟდებიან. მერე კი უბრალოდ ინტერეს ვკარგავ. არც ქორწინება და მითუმეტეს ბავშვები ჩემი სტილი არაა. ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიქნები ჩემს ოჯახში. ამდენი პასუხისმგებლობა არ შემიძლია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კითხვას რომელიც სულ ახლახანს შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში "არ თხოვდები?" მარტივად ვპასუხობ, "არა". მიზეზებს კი არ ვხსნი. ამაზე მხოლოდ მეცინება. რატომ უნდა მინდოდეს გათხოვება. რაკი გათხოვებისათვის ნორმალურ ასკში ვარ? თანაც არც სიყვარულის მჯერა და ასეთი ზღაპრები ბავშვობის მერე აღარ მიტაცებს. ბოლო პაციენტი რომ შემოვიდა, მინდოდა აქეთ მომეყოლა ჩემი გაჭირვება, რომ დავიღალე და სახლში მინდა წასვლა, რომ როგორც იქნე შვებულება ავიღე და ხვალ დასასვენებლად მივდივარ, რომ ძალიან მიხარია და აღარ მინდა მისი მოსმენა რადგან მალე მინდა წავიდე სახლში და ბარგი ჩავალაგო. ეს შეუძლებელია! ფსიქოლოგი ვარ , ამდენის უფლება არ მაქვს მე მხოლოდ მას ვაძლევ რჩევას. ანა 30 წლის ქალია რომელიც ქმარმა მიატოვა სამი ბავშვით და საყვარელთან წავიდა. ამ ყველაფრის მიუხედავად ამბობს , რომ ძალიან ენატრება ქმარი და უჭირს უიმისოდ. მინდა მივვარდე და ერთი კარგად შევაბანჯღალაო. რა სულელია ღმერთო ჩემო. თუმცა ბუნებრივია ამას უფრო კორექტულად ვეუბნები. ეს ხომ სიყვარულია ბოლოსდაბოლოს. მას უბრალოდ ახალი ბიჭი სჭირდება, მაგრამ ამის გამბედაობა არ აქვს. არც სამი შვილის დედა უნდა ვინმეს. მოკლედ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი რთულადაა. სახში გრძელი გზით წავედი, მიყვარს მგზავრობისას ფიქრი. ამ დროს მარტო ვარ და ყველაფერზე შემიძლია დავფიქრდე. ანა 18ის გათხოვდა სიგიჟემდე უყვარდა თავის ქმარს მოიტაცა, ახლა კი უბრალოდ მიატოვო. როგორ შეიძლება ვინმეს ვენდო? რა სისულელეა სიყვარული, ან გულმა როგორ უნდა მართოს ჩემი გონება. ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ტელეფონმა დამირეკა. ჩემი საუკეთესო მეგობარი მარი მირეკავდა. _კატო როგორ ხარ? -კარგად, შენ? -შესანიშნავად. ხვალ ბორჯომში მივდივარ და როგორ ვიქნები. აბა რა ქენი გადაწყდა შენი დასვენება? უარს არ მივიღებ. - სამწუხაროდ ვერ მოვდივარ მარი. ჩემს თანამშრომელს მშობიარობა დაეწყო ნაადრევად და ის ვეღარ მოვა . მე კი მითხოვდნენ მაგრამ... -მატყუებ ხო? _არა. მეც ძალიან მწყდება გული. _აუუ არა რა, გთხოვ. _კარგი დამშვიდდი. სახლში მივალ ბარგს ჩავალაგებ და ხვალ ერთად წავლთ . _ბოროტო, გამისკდა გული. _კარგი საჭესთან ვარ . მერე დაგირეკავ. მარი ჩემი საუკეთესო მეგობარია. მისი მეჯვარე და ბავშვის ნათლია ვარ. წარმოშობით ბორჯომიდანაა და ყოველ წელს ერთად მივდივართ იქ. ორი კვირა ვრჩებით. ძალიან მიყვარს იქ ჩასვლა. ადრე სხვანაირი გართობა უფრო მომწონდა. მაგრამ რამოდენიმე წელია სულ ბორჯომში მივდივარ. ძალიან თბილი ოჯახი ყავს. მიყვარს იქ ყოფნა და მართლა ბოლომდე ვისვენებ ხოლმე. უბრალოდ მარის გარე ბიძაშვილს ვუყვარვარ და ცოტა ის მაღიზიანებს. ზურა ცუდი ბიჭი არაა მაგრამ ნამდვილად არ მომწონს და ამას ვერ ვაგებინებ. სხვა მხრივ იქ ყოფნა ნამდვილი ნეტერბაა. მდინარეზე დავდივარ, შუადღით მძინავს, კარტს ვთამაშობ (სხვაგან ამას არსოდეს ვაკეთებ). ვსეირნობ, გემრიელ საჭმელებს მივირთმევ. ............ 10ივლისი ძალიან გვიყვარს მე და მარის ის წუთები როდესაც გზაში ვართ და მარშუტი ბორჯომია, მთავარი შეძახილებიაა: ნუთუ მივდივართ!!! თითქმის ყოველ წელს წასვლისას რაღაც ხელს გვიშლის ხოლმე, მაგრამ ბოლოს მაინც ვახერხებთ. -რა მაგრია, რომ ყოველწელს მოდიხარ. ჩემები უშენოდ აღარ მიმიღებენ მგონი. -ხო, მე მიმიღებენ უშენოდ. -მოწყენილი მეჩვენები. ზურაზე ხომ არ ნერვიულობ. ხომ იცი არ მივცემ შენი შეწუხების უფლებას. - ვიცი. მაგის სულ არ მეშინია. არა რაღაც სხვაა. მეც არ ვიცი რა. უცნაური შეგრძნება მაქვს. _მაინც , როგორი? -გული რაღაცას გრძნობს, რაღაც უნდა მოხდეს. -რაღაც? რაღაც კი არა ძალიან ბევრი რამ, ყველაზე მაგარი ზაფხული იქნება აი ნახავ. ვერ ვხვდებოდი რისი მოლოდინი მქონდა , ამაზე ფიქრიც არ მინდოდა. მეშინოდა ჩემ სტაბილურ, დალაგებულ ცხოვრებში რამე არ არეულიყო. მარის მშობლები დ მისი და გამოგვეგებნენ, სახლში მარის ბიძა სიძე და დიშვილები იყვნენ. მე მარი და ჩემი ნათლული სახლში შევედით. სამზადისი იყო. გემრიელი სუნი ტრიალებდა. ძალიან გემრიელი საჭმელები იყო ამ სახლში ყოველთვის. მე და მარი მის დას ლიკას გავყევით სამზარეულოში. -რაში მოგეხმარო? - რად მინდა შენი მოხმარება. მარი მომეხმარება. -რაიყო მეც დავისვენებ, ამოსუნთქვა მაინც მაცადე. -როგორ ხარ, რა ხდება შენსკენ კატო ახალი და კარგი? შენი სამსახურის ამბავი გამეხარდა ძალიან. -ხო მადლობა. არაფერი ვმუშაობ, ვსწავლობ და ვარ. - ზურა საითაა? გაიგებს რომ ჩამოვედით და გადმოვა ალბათ. იმედია კატოს არ გააქცევს. - არა გოგო საზღვარგარეთაა წასული სამუშაოდ. -ძალიან კარგია. ამოვისუნთქე, მართლა გამიხარდა . ზურა ჩემთვის აბეზარი ბუზივით იყო. მხოლოდ ის მაღიზიაქნებდა ახლა ეს პრობლემაც გადვჭერი. -ვითომ გაუხრდა. -ნუჩამოგტირის სახე. ეგ არიქნება და სხვა გომჩნდება. -კარგი რა მარი არც ზურა მინდა და არც არავინ. დასვენება მინდა თქვენთან ერთად. ძალიან მალე სუფრასთან შევიკრიბეთ. არაყს ვსვავდი და ცოტა მომეკიდა კიდეც. ძალიან თამამად ვიყავი. თვს სახლში ვგრძნობდი. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა სანამ სახლში უცნუბი შემოვიდოდა. ყველას ვიცნობდი მარის ნათესავებს, მეზობლებს. მაგრამ ეს ვიღაც სხვა იყო პირველად დავინახე. ყველას გაუხარდა მისი დანახვა. მარი მაშინვე წამოდგა ფეხზე. -მოდი აქ დაჯექი დათო. ნახე რა კარგი გოგოს გვერძე ქსვავ. გაიცანი ეს ჩემი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა. ეს კი ჩემი ბიძაშვილია. დათოს მამას ვიცნობდი ახლოს ცხოვრობდა,მაგრამ ცოლთან დაშორებული იყო და ბავშვები და ცოლი თბილიში ცხოვრობდენენ. ამიტომ არ მყავდა დათო ნანხი. ახლა კი დაემთხვა და შევხვდით ერთმანეთს. მართლა არ მახსოვს ვინ ან, როგორ დაიწყო, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ რატომღაც ყველა ჩვენ გვიყურებდა, დაიწყო, რაღაც ფრაზების წამოძახილი. საბოოლოდ ხუმრობაში ყველა ჩაერთო. სასმელმა თავისი ქნა და მეც ავყევი. ყველას ყურადღება ჩვენს წყვილზე იყო. -რამდენი წლის ხარ, კატო? -20, შენ? სხვა დროს არც დავინტერსდებდოდი მაგრამ ზრდილობის გამო ვკითხე. -მე 21ის. -კარგია. _რას საქმიანობ? -ვსწავლობ, ვმუშაობ. -მაგარია -ხო -შეიძლება მესიჯი გავგზავნო? ტელეფონი დამიჯდა. -რათქმაუნდა. შეიძლება მივხვდი კიდეც მიზეზს რატომ უნდოდა ჩემი ნომრიდან მესიჯის გაგზავნა, მაგრამ ეს ნაკლებად მაინტერესებდა. დამშვიდობებისას დათომ ყველას გადაკოცნა და ჩემთანაც მოვიდა. თავი გვერძე გავწიე -რა იყო? -მე მგონი ისე კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს. -კაი როგორც გინდა. რომ მეხვეწო აღარ გაკოცებ. -არასოდეს შეგეხვეწები. წავიდა თუ არა მესიჯი მომწერა. კოცნა . დამიპირდა ხვალ ამოვალ და ლუდს მოვიტანო.მე და მარი ყვოველთვის ყველაფერს ერთად ვარჩევდით. ამიტომ არც ეს ამბავი დამიმალია.ძალიან გაუხარდა. -სულ თუ არაფერი, ლუდი მაინც შეგვჩება. გამოიყენე და დატკბი სანამ გასათხოვარი ხარ ეს მომენტები. -ისე რას მეტყვი როგორი ბიჭია? -ნუ როგორ გითხრა ჩემთვის საუკეთესოა. ჩემი ბიძაშვილია და ძალიან მიყვარს. ვერ გეტყვი სერიოზული და დამჯდარი ტიპია მეთქი, არც ასეთია. მაგრამ ძალიან თბილია. შენც გაიცნობ ნელნელა. -კიდევ მომიყევი რამე. -რა იყო მოგეწონა? -არა უბრალოდ დამაინტერესა. -ესეც მიღწევაა. ნუ კატო არის კიდევ ერთი რაღაც. რამდენიმე თვის წინ ავარია მოუვიდა არაფხიზელი იჯდა საჭესათან და ჩქარა მიდიოდა. სასამრთლო ქონდა შეილება ციხეში ჩასვან. -რა საშინელებაა, საწყალი. იმედია არ ჩასვავენ. -მეც ამის იმედი მაქვს. თან მგონი ძალიან მოეწონე. -საიდან მოიტანე? თან ზურაზე, რომ გაიგებს წარმოიდგინე. ბიძაშვილები არიან. -საიდან გაიგებს? რომც გაიგოს რა მერე? შენ ზურა არასოდეს მოგწონდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.