ამომავალი მზე (სრულად)
ნელ-ნელა ნათდება მზის სხივებით ზღვა და კამკამს სხვაგვარად იწყებს.ჯერ კიდევ ადრეა ჩემი ზენიტიო, გვაფრთხილებს თითქოს და ჩვენც ვეთანხმებით, ჯერ ხომ თერთმეტი საათიც არაა. გულაღმა ვწევარ და ვეფიცხები ჩვენს ბრძანებელს, რომელსაც ვიღაცამ მზე შეარქვა. ტრადიციას ვარღვევ, ვერ ვუსმენ რუჯის მიღებისას საყვარელ მუსიკას, დღეს საღამოს ხომ თბილისში მოვდივარ და დატენილი უნდა მქონდეს ეს გასართობ-დროის გასაყვანი რამ. ჩემი ყურადღება ნებისმიერ წვრილმანზეა კონცენტრირებული. ეს არაა უჩვეულო, ნამვილად, არაა- ვეძებ რამეს, რაც შთამაგონებს ან თუ არ შთამაგონებს, გამართობს მაინც. ვიხედები გვერდით და მეღიმება, გული სითბოთი მევსება, როგორც კი ვხედავ პატარა ვარდისფერკუპალნიკიან გოგონას,ტიკტიკა გოგონას, რომელიც საათივით წიკ-წიკა და თან ძალზე სასიამოვნო ხმას გამოსცემს. -გიო,ჩამოდი რა-ზღვის ნაპირას დგას და წინ იხედება.გეგონება, მეორე ნაპირას უნდა გააგონოს ვინმეს თავისი წიკ-წიკა ხმას, არადა მისი მეგობარი გიო მის გვერდითაა. გიო მისი ტოლი ბიჭია, ქვებზე ზის და გოგონას ოდნავადაც არ აქცევს ყურადღებას.მას ნაცრისფერი ტრუსი აცვია, შავი თმა აქვს და გამხდარია. სულ ესაა, რისი თქმაც შეიძლება მისი გარეგნობის შესახებ, ერთი ზედაპირული შეხედვით. ალბათ ბევრს მოხვდება თვალში, რომ ეს გაწონასწორებული, საუბარმოძულე ბიჭი გარეგნობის ორი უკანასკნელი ნიშნით ჰგავს გოგონას. -გიო, ჩამოდი რა, აქ ვიყოთ, ნაპირზე, მერე ჩავყვინთოთ-აგრძელებს გოგონა ტიტინა ხმით, თუმცა გიო ისევ არ სცემს პასუხს. ნერვები მეშლება, ვიძაბები ისე, თითქოს რომანტიკულ დრამას ვუყურებ და ისე თითქოს ვიცი, რა უნდა მოხდეს მერე, როცა ეს ორი პატარა ბავშვი გაიზრდება და ერთმანეთში აღმოაჩენს ქალსა და კაცს. "ოჰ, საით მიდიხარ..შენ ესენი შენი ნაწარმოებების გმირები გგონია, არა?"-მეცინება საკუთარ ფიქრებზე, თუმცა ეს არ მიშლის ხელს გავააქტიურო წარმოსახვა, წარმოსახვა, რომელიც ვერასდროს, ვერასდროს იძინებს... -მოდი, გიო, ჩავყვინთოთ რა!-მსგავს სიტყვებს რამდენიმეჯერ იმეორებს გოგონა. ისევ დუმილი, უპასუხო სახე, არც კი უყურებს... -მამიდა, უთხარი რა. -ჩადი, მიდი-არც კი უყურებს ქალი გიოს და ისე ეუბნება, ბავშვს კიდევ არ აქვს რეაქცია. -ქვიშას გესვრი, ჩამოდი თორე...-ისევ გოგონას ხმა. -ამას მობეზრდებოდა ზღვა, იმდენჯერ იყო ჩასული და თანაც იმდენ ხანს,ელენე-ამბობს მამიდა და აქედან გოგონას სახელსაც ვიგებ, რაც რატომღაც მაინტერესებდა."რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს სახელს?!"-მიკვირს, თუმცა მიხარია ახალი ინფორმაციის გაგება, მგონი, რომ ეს სახელი გოგონას ძალიან უხდება. ბიჭი მირბის, როცა ხედავს დახრილს ელენეს, რომელიც ქვიშას მუწით იღებს. მინდა, გავიცინო, თუმცა არ მეცინება. სრული სერიოზულობით ვუყურებ ელენეს წუწუნსა და ბრაზს. შემდეგ თითქოს დრო იყინება, მოქმედება ჩერდება ან მე გამოვდივარ ამ ზონიდან, თითქოს ვითიშები და შემდეგ ისევ ვერთვები ვითარების მსვლელობაში. "ვაჰ, ისინი უკვე ერთად დგანან ნაპირზე და დაბალი ტალღების მოგერიებით ერთად ერთობიან"-ვფიქრობ და გაღიმებული ვადევნებ ბავშვებს თვალს. არ ვიცი, რა მოხდება მერე, არ ვიცი, რომანტიკული გრადუსისკენ გადაიხრება თუ არა მათი ურთიერთობა, მაგრამ ეს სურათი-პატარა ელენესა და გიოს სურათი-მეხსიერებაში ნათელ წერტილად მრჩევა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ცხოვრება ასეთ სინათლეთა ნაკრებია და დღითიდღე მისი გამრავლებისთვის უნდა ვიზრუნოთ. დრო გადის და ყოველთვის, როცა მგზავრობისას,ქუჩაში ან უნივერსიტეტში ბიჭი ჩემს ყურადღებას იქცევს, გიო და ელენე მახსენდება. არ ვიცი, რატომ, თუმცა ამ ბავშვებმა წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემში. -გიო და ელენე...მათ გიო და ელენე ერქვათ-ვდგავარ სარკესთან და თითქოს ვიღაცას ვესაუბრები...-ისინი სად არიან ახლა?-ვერ ვიკმაყოფილ ინტერესს და უაზროდ მეცინება...-გიო და ელენე,გიო და ელენე... ჩემს ცხოვრებაში რაღაც იცვლება, როცა მაღლივის კიბეზე ვდგავარ და საგამოცდო რიგს ველოდები. უცნაურადჩაცმული ახალგაზრდა ჩამორბის, ჩემკენ მოდის და ღიმილით მეკითხება: -რომელ წელს და ვინ მოიწვია მესამე საეკლესიო კრება? კითხვაზე მეცინება,რომელი ისტორიკოსი მე მნახა-მეთქი და ღიმილითვე ვპასუხობ: -არ ვიცი, თუმცა ეგ ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა ინფორმატიკის ოთახში არსებულ სკამინან მეცხრე ცაზე მყოფი წამოვფრინდი,ჩავაბარე ისტორია-მეთქი. -აუ, მე კიდე ისტორიკოსი მეგონე-ხუმრობას ვუხვდები და განმარტებას არ ვიძლევი. ისტორიკოსები არასდროს მომდიოდა გულზე, თუმცა რაღაც იცვლება. გიორგი სულ სხვანაირია, ის ზეისტორიკოსად მევლინება და თითქოს ცხოვრების სხვა ფაზაში გადავყავარ. -ელენე, დღეს ჩემს სემინარს უნდა დაესწრო-მეუბნება თავისებური ღიმილიც, რომელიც მის გარდა არავის გააჩნია. - არ არსებობს. -მაშინაც, რომ გითხრა, რას ვგრძნობ? -რამეს გრძნობ? -რას გრძნობ?-ვეკითხები გულუბრყვილოდ და გაძლიერებული ინტერესით ვაშტერდები მის სახეს. -ანუ გაინტერესებს, რას ვგრნობ შენს მიმართ? -ჩემ მიმართ?-მხრებს ვიჩეჩ. -ჰო,ელენე,შენ მიმართ-ეს მომართვა ისევ იმ პატარა ელენეს მახსენებს,ჩემზ სეხნია ელენეს. -ოო, იცი, რაფერ მიყვარხარ? ამ დიალოგის შემდეგ თითქოს დრო გაიყინა,თითქოს გრძნობები ერთმანეთს გადაეჯაწვა და თითქოს ახალ ფაზაში შევიდა ის მზე, რომელმაც იმ დღეს ბათუმში ზღვა ააკამკამა. -ელენე, შენ ძალიან საოცარი ხარ-ასეთი კომპლიმენტი ყველა ბიჭს როდი მოაფიქრდებოდა... -გიო, წამაკითხე შენი ახალი ნაწარმოები რა!-ჩემი თხოვნით აღსავსე თვალები შეჰყურებენ მის შავ თვალებს. -ესეთი კომპლიმენტები იცის ელენემ?! მეცინებ,ის არაორდინალურია,ისეთია,როგორიც უნდა იყოსო რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, შეიძლება ისეთიც კია, როგორიც არ უნდა იყოს, თუმცა ის არის ის, ვინც მუდამ მწირდებოდა და მუდამ დამწირდება. ერთად ყოფნის დღეები გვიმგვალდება ისე, რომ ვერც კი ვიაზრებთ. -ცივი წყალია?-ვეკითხები გიოს,რომელიც ნაპირას დგას და ფეხებს ისველებეს. -არა,რა გააციებდა-ეცინება ჩვეულად. -მზე არაა. -მერე რა. -მზე ვერ ანათებს ზღვას..მზე,მზე!-მზეზე ისევ ვარ ჩაციკლული,არ ვიცი,რატომ.... -ელენე,არ ჩამოხვალ. -ჯერ მზე ამოვიდეს-ისევ ვიკვიატებ,როგორც რამდენიმე წლის წინ,როცა პატარა ელენე და გიორგი დავინახა ნაპირას. -კარგი, მე გავცურავ-თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, შემდეგ მზერას ვტყორცნი ცის იმ მხარეს, საიდანაც მზე ამოდის. -მალე ამოვა!-ვამბობ ჩემთვის და ვიხედები იმ ადგილას, სადაც გიორგი და ელეენე იგერიებდნენ ტალღებს. „რამდენი წელი გავიდა?“-ვეკითხები საკუთარ თავს,თუმცა ერ ვიხსენებ.“ალბათ ოთხი“-ღრმად ვძაბავ გონებას.მგონი,გამახსენდა. მზე ნელ-ნელა ამოდის, როგორც მაშინ, გიორგი შორიდან მიღიმის და მანიშნებს, წყალი გათბაო. მეღიმება და მახსენდება ის საყვარელი ბათუმელი წყვილი. რომელიც ოთხი წლის წინ ნაპირას ვნახე და მივაშტერდი. მაშინ მინდოდა, ღრმად რომანტიკული შტრიხი დამენახა თუ რომანისთვის პერსონაჟს ვეძებდი, არ ვიცი, თუმცა რამდენიმე წუთის განმავლობაში მეგონა, გოგონას ცალი ფეხი მუხლამდე ამპუტირებული ჰქონდა. -ჰეი, არ ჩამოხვალ?-ისვე მესმის გიოს ხმა, თუმცა არ ვპასუხობ. მაინტერესებს, მესვრის თუ არა ქვიშას. მეცინება, როცა როლებს ცვლიან გოგო და ბიჭი, ანუ მე და გიორგი. გავრბივარ, ის კი მომდევს, მეხვეწება, ჩამოდიოდი.. და მეც მიხარია, მიხარია, რომ ოთხი წლის წინ ნაპირას შევხვდი ჩვენს სეხნია გოგოსა და ბიჭს.ეს ამბავი გიორგის უნდა მოვუყვე. -გიო!-ვეძახი და თვალებს ვძაბავ. -გისმენ! -რაღაც უნდა მოგიყვე და ყურადღებით მისმინე! -ვინტერესდები!-თავზე მხარს მადებს და მიღიმის, თავისებური ღიმილით, იმ ღიმილით, რომელიც მე მიყვარს. ___ წინა ისტორიას ვაგრძელებ, უბრალოდ დიდი ხანია, რაც ვერ ვახერხებ დადებას, ვინაიდან ბათუმში დამტენი გადამვა და ვერსად ვიპოვე, რომ მეყიდა. ახლა თბილისში ვნახავ სადმე და გავაგრძელებ აუცილებლად. ეს ისტორია ავტობუსში უსაქმურობის ჟამს შემომეწერა, თორემ ტელეფონით ვერასდროს ვწერ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.