ტკბილი წვიმა (პირველი თავი)
-კატო, კატო გაიღვიძე, თორემ დაგვაგვიანდება. ამაოდ ცდილობდა სოფო მეგობრის გაღვიძებას –ოო. სოფო... ცოტა მაცადე რა. დაიწუწუნა უკმაყოფილოდ კატომ და ბალიში თავზე დაიფარა. –გოგო ადექი, მე ვთხოვდები თუ შენ? დიზაინერი გველოდება.კაბა უკვე მზადაა. –ჰო, ჰო ... უხალისოდ წამოდგა კატო, ძლივს იპოვა ჩუსტები და აბაზანაში შევიდა. მხოლოდ იქედან გამოსვლის შემდეგ შენიშნა, რომ მთელი ღამის გადაუღებელი წვიმის მიუხედავად გარეთ ივნისის მშვენიერი დილა ბრწყინავდა.ძალიან გაუხარდა მზის სხივების დანახვა, რადგან წვიმა კატოზე ყოველთვის უარყოფითად მოქმედებდა. –კატო, მე გავალ . მისაღებ ოთახში დაგელოდები და ეცადე დროზე მოწესრიგდე. –კაიც სოოფ. კატო ოთახში მარტო დარჩა, ჩაცმაზე რა თქმა უნდა არც კი უფიქრია, რადგან მისი ფანჯრიდან ულამაზესმა ხედმა მიიპყრო მთელი მისი ყურადღება. ფანჯარა გააღო და დილის სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. უყურებდა ნაძვის ხეების წინ მდგარ გრძელ სკამს, რომელიც პირდაპირ მოჩანდა მისი ფანჯრიდან. როცა პატარა იყო, ყოველ დილით, დედასთან ერთად იქ ჯდებოდა ხოლმე და ჩიტებს საკენკს უყრიდნენ. იმ ყვავილებივით ფერად–ფერადი ჩიტები დაფრინავდნენ, რომლებიც თავისი ხელით დარგო ბაღში. საოცარი სანახავი იყო ახლა ბაღი. კატო წამით თითქოს ბავშვობაში დაბრუნდა. იგივე ყვავილების სურნელი, ხეების ცვრიან ფოთლებზე შემომსხდარი ჩიტები, რომლებიც ტკბილად გალობდნენ. ახლაც ერთი პატარა ჩიტი ჩამოჯდა ფანჯრის რაფაზე. ეზოში ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორ მის ბავშვობაში, მაგრამ მაინც გრძნობდა დიდ დანაკლისს... ხელში ფოტო აიღო, სადაც დედასთან ერთად იყო, საწოლზე ჩამოჯდა და ფოტო გულში ჩაიკრა.მარილიანმა სითხემ ოდნავ დაუსველა ლოყა. ცრემლი სწრაფად მოიწმინდა, რადგან მის მობილურზე ურეკავდნენ. –კატო, დილა მშვიდობისა. გაისმა მამაკაცის მეტად სასიამოვნო ხმა ტელეფონში. ხმა, რომელიც კატოს გულის აჩქარების მიზეზი იყო მუდამ. –ალექს. როგორ ხარ ? მხიარულად უპასუხა გოგონამ. –რა თქმა უნდა შენი ხმის გაგონების შემდეგ კარგად ვარ. –მიყვარხარ –მეც. კატო ამ საღამოს სადმე წავიდეთ? –დღეს ვერ მოვახერხებ? –რატომ? –ჰო , სულ დამავიწყდა შენთვის მეთქვა. დღეს ჩემი და ჩამოდის ნიუ–იორკიდან და პატარა წვეულებას ვაწყობთ მის დასახვედრად. თუ გინდა შენც მოდი –კი, მოვალ –კარგი იქნება. თანაც ჩემ დასაც გაიცნობ. ალექს ახლა წავედი თორემ სოფო მომკლავს, მელოდება. საათს გახედა კატომ. –კარგი საყვარელო. დროებით. –გკოცნი –მეც კარზე ხმამაღალი კაკუნის ხმა გაისმა და ამას სოფოს ბუზღუნი მოყვა –კატო დროზე, რას აკეთებ? –ჰო ჰო, ფეხსაცმელს ვიცვამ.არადა ჯერ ტანსაცმლისთვისაც ვერ მიეგნო. როგორც იქნა იპოვა კაბა, სასწრაფოდ ჩამოიცვა და ოთახიდან გავიდა. კატოს და გზაზე საცობების წყალობით მთელი ნახევარი საათი დააგვიანეს დიზაინერთან.ერთი სული ჰქონდა კატოს თავის კაბას როდის ნახავდა. –მშვენიერია, ძალიან გიხდება. გულწრფელი აღფრთოვანებით უთხრა სოფომ კატოს, როდესაც საპატარძლო კაბაში გამოწყობილი გოგონა დაინახა. –მართლა? –მიდი, სარკეში ჩაიხედე. სარკესთან მივიდა და საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა. რძისფერ ნაზ მატერიას ხელი მოკიდა და ნაკეცი გაასწორა. ვერ იჯერებდა, რომ თეთრ კაბაში გამოწყობილი საკუტარი ანარეკლი უცქერდა სარკიდან. მოგონებებში ჩაიძირა. სულ რაღაც ერთი კვირა და უკვე ალექსის ცოლი იქნებოდა. იმ ადამიანის, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.გუშინდელი დღესავით ახსოვდა მათი გაცნობის საღამო. სამი წლის წინ... კატო უნივერსიტეტიდან გამოვიდა. დაღლილი იყო, ამიტომ გადაწყვიტა, სანამ სახლში წავიდოდა მის საყვარელ კაფეში ცხელი შოკოლადი დაელია. მანქანა კაფესთან გააჩერა და თავის საყვარელ ადგილას, ფანჯარასთან დაჯდა. ალბათ ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, რომ შეჯახების საშინელი ხმა გაისმა. ყველა გარეთ გავარდა. თვალებს ა უჯერებდა კატო, როდესაც მისი მანქანა დამტვრეული დაინახა. ვიღაც მთვრალი კაცი შეეჯახა მის მანქანას. თანაც გაჩერებულ მანქანას. –ჰეი შენ, საერთოდ თავში ტვინი გაქვს? ჯანდაბა ჩემი მანქანა, როგორ დამიმტვრიე. უყვიროდა მთვრალ მძღოლს კატო. კაცი ფეხზე ძლივს იდგა. რაღაცას ლუღლუღებდა, კატოს ლანძღვა–გინებას კი ყურადღებას არ აქცევდა.ბოლოს კი გონება დაკარგა. ალბათ სამი ან ოთხი დღე იქნებოდა გასული ამ შემთხვევიდან, კატო აივანზე იჯდა და ყავას სვამდა, როდესაც მის მობილურზე ზარის ხმა გაისმა. –გისმენთ –უკაცრავად. თქვენ კატერინა წერეთელი ბრძანდებით არა? გაისმა ტელეფონში მამაკაცის ბოხი და სასიამოვნო, მეტად თბილი ხმა –დიახ. ვინ ბრძანდებით? –მე ალექსი მქვია, ალექს ყიფშიძე. იცით, მე ძალიან ვწუხვარ მაშინდელი შემთხვევის გამო. ვწუხვარ, რომ თქვენი მანქანა დავამტვრიე. –რა? თქვენ ის ლოთი მანიაკი ხართ მანქანა ვინც დამიმტვრია? გაბრაზებული ხმით უპასუხა კატომ –კი, მე ვარ... –და რატომ მირეკავთ ? რამე მთელი დარჩა ჩემს მანქანას და უნდა დაუმტვრიოთ ბოლომდე არა? სცადა ცინიკურად ეპასუხა კატომ –დაახლოებით... მომისმინეთ... მე მართლა ძალიან ვწუხვარ. თქვენთან შეხვედრა მინდა. ზარალი უნდა ავანაზღაურო –არაა საჭირო, დავივიწყოთ ეგ ამბავი. –მე ვერ დავივიწყებ. ამ საღამოს შევხვდეთ და დავილაპარაკოთ –კარგი, კარგი... ვითომ უხალისოდ დათანხმდა კატო. სინამდვილეში კი მისი ხმით იმდენად მოიხიბლა, რომ სიამოვნებით დათანხმდა. კატოს პირველივე შეხვედრაზევე მოეწონა ალექსი. ალექსსაც ჩაუვარდა გულში მხიარული და ბავშვურად საყვარელი კატო. ალექსს თავის წარსულზე საუბარი არ უყვარდა, ზოგჯერ ზედმეტადაც ჩაკეტილი იყო. კატო გრძნობდა, რომ რაღაც ცუდი გადაიტანა დამისი დავიწყება სურდა, ამიტომაც აღარ ჩაეძია მის წარსულს. მთავარი მათთვის აწმყო იყო, სწორედ ამას უმეორებდა ხშირად ალექსი კატოს. ალექსისთვის კი კატო ნამდვილი შვება იყო. ნათელი წერტილი გაჩნდა მის ცხოვრებაში კატოს სახით. . . . –კატო, გამოფხიზლდი ... უნდა წავიდეთ. ფიქრებიდან გამოარკვია კატო სოფოს ხმამ –ჰო... სოფო მომეხმარე რა კაბის გახდაში –ახლავე, სკამიდან წამოდგა სოფო –ამ საღამოს ხომ მოხვალ წვეულებაზე? ხომ იცი ჩემი და ჩამოდის –კი რა თქმა უნდა. რამდენი ხანია ანა არ მინახავს. ძალიან მომენატრა –ჰო, მეც ძალიან მომენატრა. რაც მის არანორმალურ ქმარს გაშორდა და წავიდა აქაურობის დანახვა აღარ უნდოდა. –ჰო, მისიც მესმის. კარგია რომ იმ ნაგავს მოშორდა. –მართალი ხარ. აღარ გვინდა ცუდ თემაზე საუბარი. –ჰო... შენ და ალექსმა უკვე გადაწყვიტეთ თაფლობის თვეს სად გაატარებთ? –ჯერ არა, ესპანეთში ან იტალიაში წავალთ –ორივე კარგია –ერთი სული მაქვს როდის მოვა 22 ივნისი. იცი, ხანდახან თავი სიზმარში მგონია, სულ რაღაც ერთი კვირა და მისი ცოლი გავხდები. –ძალიან გიყვარს არა? –ყველაფერზე მეტად. –მიხარია, რომ ასეთი ბედნიერი ხარ სოფო და კატო ერთმანეთს ჩაეხუტნენ. . . . მთელი დღე წვეულებისთვის ემზადებოდა კატო, საღამოს, როდესაც უკვე ყველანაირი სამზადისი დაამთავრა მისაღებ ოთახში დივანზე ჩამოჯდა და ფანჯრის რაფას დაეყრდნო.უკვე ღამდებოდა, მანქანის ხმა გაისმა და მალე ფანჯრიდან მამაკაცის მაღალ სილუეტს მოკრა თვალი. დაღლილობა წამში დაავიწყდა და შემოსასვლელშივე მიეგება ალექს. მოეხვია. ალექსმა ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. –შენი და ჯერ არ მოსულა? ჰკითხა ალექსმა და კატოს ხელი მოხვია. –არა, მამამ დამირეკა საცობში მოვყევითო. ცოტა დააგვიანდებათ. –მართლა? ეს ამბავი მაწყობს. წელზე ხელი მოხვია ალექსმა კატოს და კალთაში ჩაისვა –არ გიყურებთ. სახეზე ხელაფარებული შემოვიდა სოფო მისაღებ ოთახში. –სოფო... წამოდგა კატო და კაბა გაისწორა. ალექსი სოფოს მიესალმა. ცოტა ხანში რამდენიმე მეგობარი კიდევ მოვიდა. ანა ისევ აგვიანებდა.კატოს მოთმინებეა აღარ ყოფნიდა, როგორც იქნა გაიგეს მანქანის ხმა. კატო და ანა დიდხანს ეხვეოდნენ ერთმანეთს. კარგი დრო გაატარეს წვეულებაზე. თუმცა, ყველასგან განსხვავებით ალექსს გუნება შეეცვალა. მთელი საღამო ერთ კუთხეში იჯდა და ხმას არ იღებდა. –ამას რა ჭირს? ალექსზე მიუთითა სოფომ კატოს –არ ვიცი, მხრები აიჩეჩა კატომ. ღვინით სავსე ჭიქა მაგიდაზე დადო და ალექსისკენ წავიდა. –რა გჭირს? ჰკითხა ალექსს, სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და ხელი მხარზე დაადო –არაფერი, კარგად ვარ. გაუღიმა ალექსმა და ხელი ხელზე დაადო. –ჰო მაგრამ, კარგ ხასიათზე იყავი, მოულოდნელად კი გუნება შეგეცვალა –არაფერია, მართლა არაფერი. ცოტა თავი მტკივა. ჯობია სახლში წავიდე. –ასე მალე? ალექს თუ რამე მოხდა... –კატო... მე –გისმენ –არა, არაფერი. შუბლზე აკოცა ალექსმა, ჯიბიდან გასაღები ამოიღო და გარეთ გავიდა. . . . –კატო არ გახვიდე. ამაღამ ჩემს ოთახში დაიძინე რა. თხოვა ანამ კატოს და საწოლზე დაწვა. –კარგი. ლოყაზე მოწყვეტით აკოცა დას კატომ. შემდეგ სინათლე ჩააქრო და ანას გვერდით მიუწვა. –ორი წელი გავიდა რაც აქ არ ვყოფილვარ. მე კი საუკუნედ მეჩვენა. –მეც. ძალიან მენატრებოდი. მეგონა ჩემს ქორწილზე ჩემ გვერდით არ იქნებოდი. –ჩემი პატარა დაიკო. უკვე რამხელა გაიზარდე. თხოვდები. –ძალიან ბედნიერი ვარ –მიხარია, მინდა ბედნიერი იყო. ძალიან ბედნიერი კატო ანას ჩაეხუტა და მალე ჩაეძინა.ანას კი მთელი ღამე არ უძინია.მობილური აიღო და აივანზე გავიდა.დიდხანს ყოყმანობდა, არ იცოდა რა ექნა. ბოლოს ნომერი აკრიბა და დარეკა –ალექს, ამას ვერ შევძლებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.