შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემოციურად შეშლილი (სრულად)


11-09-2016, 22:37
ავტორი Art Soul
ნანახია 3 740

ყველა რაღაცის მოლოდინშია. არ იციან რა მოხდება, არც ის იციან რა უნდათ, რომ მოხდეს... ირგვლივ ქაოსია. უამრავი ადამიანი შეიკრიბა რაღაც საინტერესოსთვის, უჩვეულო და არაორდინალური შეგრძნებებისყვთვის. ხალხი ერთმანეთში ირევა, განსხვავებაა ასაკს შორის.
შეხვდებით თინეიჯერს,ახალგაზრდას,საშუალო ასაკის წარმომადგენელს და ერთი ორი სიცოცხლის მოყვარე და მეამბოხე მოხუციც ურევია, რომელთაც ჯიუტად სწამთ, რომ მათთვის ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. ამ ყველაფრის ცენტრში კი ერთი სიფრიფანა, პატარა, თოვლისფერი გოგოა, რომელიც ეძებს რაღაცას, რაღაც ისეთს რამაც წესით ყველაფერი უნდა შეცვალოს. მას მეტი ემოცია და მძაფრი შეგრძნებები სჭირდება. საშინლად სიამოვნებს ეს ქაოსი რაც მის ირგვლივაა, მოსწონს ხმები რომელიც ჩაესმის და უფრო და უფრო უმძაფრებს ინტერესს.
- ლილე_ მეგობრის ხმამ შეაკრთო, თითქოს კიდეც დაავიწყდა, რომ აქ მარტო არ იყო.- ლილე სწრაფად, უკვე შენი ჯერია_ გოგონა კლდეს მიუახლოვდა და იქ მყოფებს გაუსწორა მზერა.
-მზად ხარ?_კითხა უცხო მამაკაცმა, რომელმაც უკვე მოამზადა გადასახტომად.
ის იყო პასუხი უნდა გაეცა, რომ მათკენ უცნობი ახალგაზრა დაიძრა.
- თქვენს რიგს დაელოდეთ ახალგაზრდა- უთხრა კაცმა.
-ახლა ჩემი რიგია. მეც ამ გოგონასთან ერთად ვაპირებ ფრენას._ ფრენას უცნაურად გაუსვა ხაზი_ შეხედეთ როგორ ეშინია, ხმაც კი ჩაუვარდა_ თავხედურად შენიშნა ბიჭმა.
ლილე ხმას არ ღებდა. მას სურდა მძაფრი შეგრძნებები და გრძნობდა, რომ ეს ბიჭი ამი გარანტი იყო.
-თანახმა ვარ ერთად ვიფრინოთ_მანაც ზუსტად ისე წარმოთქვა ეს სიტყვა როგორც რამდენიმე წამის წინ უცნობმა.
1 2 3
უკვე ორივე ჰაერში იყო. ლილეს კივილი აღმოხდა. ეს მართლაც საოცარი იყო. უცნობს ძლიერად ჰყავდა მიკრული სხეულზე ამიტომ ხელების გაშლაც გაბედა. ლილეს შეეეძლო დაეფიცა, რომ ეს მართლაც იყო რაღაც არანორმალური, არაორდინალური და მძაფრი, ხოლო სხეული რომელსაც ეკვროდა სულ სხვა ემოციებს იწვევდა მასში. ნამდვილად უჩვეულოს, თუმცა სასიამოვნოს.
^ ^ ^
უკვე თენდებოდა. ლილე კლუბიდან სახლში ბრუნდებოდა. 3 დღის წინ მომხდარმა ემოციებით აავსო, თუმცა უკვე იცლებოდა და კიდევ სჭირდებოდა რარაც ახალი, თუმა იმ დღის მსგავსი. უკვე სადარბაზოსთან იყო, რომ მანქანა შენიშნა, დაბურულმინებში არაფერი ჩანდა მხოლოდ მის სუსტ ჩავარდნილ და უცნაურად საშიშ ანარეკლს ხედავდა.
ხო, ლილე ნამდვილად საშიში გარეგნობით გამოირჩეოდა. გრძელი შავი თმა, უკუნითი ღამის ფერი თვალები და თოვლივით თეთრიკანი, მას საშიშ და უცნაურ გარეგნობას სძენდა. ასევე მისი უემოციო არაფრისმთქმელი გამომეტყველება ყველაში დიდ ინტერესს იწვევდა. ის არ იყო ანგელოზი, ხო ლილე ნამდვილად არიყო ანგელოზი. ალბათ ის ყველაზე საშიში დემონი იყო მათ შორის ვინც ასეთი სახით მოვლენილა დედამიწაზე. დემონებს ხომ უყვართ ადამიანებთან თამაში, ამიტომ უნაკლო გარეგნობით იქცევენ ყურადღებას, როცა ბოლომდე ჩაგითრევენ სწორედ მაშინ გამოაჩენენ თავის ნამდვილ სახეს.
ყველა ცდილობდა ლილეზე ეზრუნათ, ყვარებოდათ, არც ლილე ეუბნებოდა უარს, მაგრამ ის მაინც მარტოობაში და ემოციებისგან ძალიან შორს ცხოვრობდა. შესაბრალისი იყო ლილე, მაგრამ ძალიან საშიში ამოუხსნელად საშიში.
მანქანა არ ეცნობოდა, არც მის პატრონს იცნობდა დიდად, მაგრამ იცოდა ვინც იყო, გრძნობდა. რამდენი ხანი გაატარა მასთან?! 15? 20? 30 წუთი? ნუთუ ეს დრო საკმარისი იყო, რომ მიმხვდარიყო ზუსტად ვინ იჯდა დაბურულ მინებს მიღმა. როგორც ჩანს კი. ზედმეტი არ უფიქრია საიდან გაიგო მისი მისამართი, დიდად არც აინტერესებდა.
- როგორ ხარ ლილე?_ მანქანიდან ნაცნობ-უცნობი გადმოვიდა. ოდნავ ესიმპატიურა კიდეც მაღალი, ძლიერი აღნაგობის მქონე უცნობი.
-ოჰოო, სახელიც გცოდნია.
-შენ წარმოიდგინე გვარიც კი ვიცი_ თვალი ჩაუკრა და უფრო ახლოს დადგა ლილესთან.
-მე არმაქვს ექსტრასენსური ნიჭები და იქნებ თვითონ მითხრა რა გქვია_მსუბუქი ცინიზმით უთხრა ლილემ.
- საბა, საბა დადიანი_ღიმილით უპასუხა_ მთელი ღამე აქ ვდგავარ და გელოდები_სახე გაიმკაცრა საბამ.
-მე კი კლუბში ვერთობოდი_ჯიქურ გაუსწორა მზერა და სადარბაზოსკენ დაიძრა. საბაც მას გაჰყვა...
^ ^ ^
კაფეში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. რატომღაც ზედმეტი ხმაურიც კი ისმოდა. ლილე უემოციო სახით აკვირდებოდა ყველას. ზოგს უხაროდა, ზოგი ჩუმად ყლაპავდა ცრემლებს, ზოგს დაღლილობისგან სახე მომანჭვოდა, ზოგი სრულიად უმიზეზოდ ბედნიერებას ასხივებდა.
ლილე კი ამყველაფრის ცენტრში იჯდა, უემოციო, გამოფიტული და არაფრის მთქმელი. კარი გაიღო, ყველამ ახალ შემოსულს შეხედა და რატომღაც ყველა დაიძაბა. სწორედ მას ვინც ცოტახნისწინ ბედნიერებას ასხივებდა ლილემ შიშიც კი შეატყო. აინტერესებდა ვინ შემოვიდა, მაგრამ არ შებრუნებულა კარისკენ, პრინციპში სულ ერთი იყო. მის წინ ახალ შემოსულის სილუეტი აისვეტა. უჩვეულო ხმაური უჩვეულო სიჩუმემ შეცვალა. ყველას აინტერესებდა რამოხდებოდა. საბამ სკამი გამოსწია და ლილეს წინ დაჯდა. ახლა უკვე ლილე აივსო ემოციებით.გაუღიმა, შეიძლება ითქვას ნერვიულადაც კი. გრძნობდა რაღაც იცვლებოდა. საბას გვერდით ის უემოციო, გამოფიტული გოგო სადღაც ჯანდაბაში მიდიოდა და რჩებოდა ემოციებით სავსე, რატომღაც ბედნიერი ლილე.
-მთელი 5 დღე არ გამოჩენილხარ, სადიყავი?_ ცოტახნის პაუზის შემდეგ კითხა ლილემ.
-საქმეები მქონდა_მოკლედ მოუჭრა საბამ.
-შეიძლება ადამიანი 30 წუთში შეგიყვარდეს? _უჩვეულო მღელვარებით ჰკითხა ლილემ.
-კი-აბსოლუტური დარწმუნებით უპასუხა საბამ.
-რაგინდა ლილე ცხოვრებისგან?
-მძაფი ემოცია-არცკი დაფიქრებულა ისე უპასუხა გოგონამ.
საბას ჩაეცინა. იმწამს ყველაფერი გაირკვა საბა დარწმუნდა, რომ ლილე ყველაფრისთვის მზად იყო და არ გაუჭირდებოდა მისი გაგება. არაფერი უთქვამს, უბრალოდ გაუღიმა და ხელზე აკოცა.
^ ^ ^
-ნერვები მეშლება ხალხი, რომ ასე გიყურებს.
-როგორ?_გაეცინა საბას
-თითქოს შენი ეშინიათ._საბა დაიძაბა, მაგრამ არ იმჩნევდა
-იქნებ შენი ეშინიათ-სცადა ეხუმრა.
-მოდი შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ორივე საშიში ვართ საზოგადოებისთვის. გადაიხარხარა და საბას აკოცა.
უკვე ორი თვეა ერთად არიან, მათი ურთიერთობა კი უცნაური, ზედმეტად უცნაური იყო. ორივე ხვდებოდა, რომ რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა მათთავს. იმდენად განსხვავებული ურთიერთობა ქონდათ და თვითონაც იმდენად განსხვავებულები იყვნენ არშეიძლებოდა მათი ურთიერთობა დასრულებულიყო რაიმეთი, თუნდაც უბრალოდ ქორწინებით. საბას მართლა უყვარდა ლილე, გულწრფელად ყოველგვარი ეგოისტობის გარეშე. მას არც ლილესავით ემოცია სჭირდებოდა და არც სხვა რამ. მხოლოდ ლილე უნდოდა, მხოლოდ ის.
^ ^ ^
ლილე შუა ოთახში მარტო იყო. ბიუსჰალტერი და კომბინიზონი ეცვა, შიშველი სხეული უჩანდა. ხელები, კომბინიზონი, მკერდი და ოდნავ სახეც საღებავით ჰქონდა შეღებილი. სრაფად და ნერვიულად ხატავდა. სახეზე ისევ ისეთი უემოციო და არაფრისმთქმელი გამომეტყველება ჰქონდა. ოთახი სიგარეტის სუნით იყო გაჟღენთილი. სიჩუმეში ლილეს ხშირი სუნთქვა ისმოდა. სუნთქვის ხმას საღებავების და ფუნჯისდავარდნის ხმა შეემატა, ბოლოს კი ლილეს გულისწამღები ტირილი ისმოდა მთელ ბინაში.
^ ^ ^
-ლილე კარი გააღე!
-
-ლილე იცოდე კარებს ჩამოვიღებ!
-
-ლილე კარები გამიღე!!!_ საბას ღრიალმა და კარზე ბრახუნმა, ღამის მდუმარება დაარღვია. ლილე კარებს მიუახლოვდა,უემოციო სახით გააღო და საბას თვალებში შეხედა.
-რაგჭირს ლილე?_ შეშინებული მიუახლოვდა საბა, პირველად ხედავდა მას ასეთი უემოციო, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით. ჩაეხუტა მაგრამ ლილე მაინც გაუნძრევლად იდგა.
_ლილე შემომხედე, გთხოვ, მითხარი რა გჭირს? გთხოვ ხმა ამოიღე რამოხდა? რატომ ხარ ასე- საბა თავს ვეღარ აკონტროლებდა, უკვე ყვირილში გადადიოდა. თითქოს რაღაც ჩასწყდა მისი ასეთი ნახვით, ეს არიყო ლილე რომელიც უყვარდა, ეს ის ლილეიყო რომელსაც ყველა იცნობდა მის გარდა და მის გამოჩენამდე არსებობდა_გთხოვ საბას თვალები აუცრემლიანდა, ლილე თავის ძლიერ ხელებში მოიქცია და მთელი სახე დაუკოცნა.
-ერთი თვე_მშვიდად დაიწყო ლილემ_ზუსტად ერთი თვე შენი ხმა არგამიგია, შენი სუნთქვა არ მომისმენია,შენი ტუჩები არ მიგრძვნია, შენი შეხება არ აღმაგზნებდა, მთელი ერთი თვე გესმის?_ უკვე თავის კონტროლი უჭირდა და ყვიროდა_ შენთვის ეს არაფერია? რას ელი ყოელი ასეთი გაქრობის შემდეგ მითხარი? დამღალა ერთმადა იგივე პასუხმა, რომ საქმეზე იყავი._ტირილს იწყებდა ლილე_ შენსგარეშე მე არაფერი ვარ, ხო ზუსტად არაფერი, შენსგარეშე ასეთი უემოციო, გამოფიტული არსებავარ. ერთადერთი ემოცია, რომელიც გამაჩნია საბაა_ ლილე ტიროდა, საბა ეხვეოდა და კოცნიდა.
დილით საბა ლილეს შეხებამ გააღვიძა. თავი მის მკერდზე დაედო, შიშველი სხეულით ეკვროდა და ჰორიზონტს გასცქეროდა. მზის სხივი თვალში ანათებდა, მაგრამ ეს სულაც არ აწუხებდა. საბას უკვე დიდი ხანია ეღვიძა, ფიქრობდა როგორ ეთქვა სიმართლე, იცოდა ლილე გაუგებდა რადგან არც ლილე და არც საბა არ მიეკუთვნებოდნენ ადამიანთა იმ ჯგუფს, რომლებიც თავს დებდნენ მაღალ ზნეობრიობასა და მორალზე.
- მე მკვლელი ვარ_ საბას ჩახრინწული ხმა გაისმა ოთახში. ლილე არ განძრეულა, ისევ ისე მშვიდად სუნთქავდა, საბამ ისიც იფიქრა ხომ არ სძინავსო, მაგრამ უეცრად ლილეს ტუჩები იგრძნო მკერდზე, თანდათან მაღლა მიუყვებოდა, შემდეგ გაჩერდა და მოეხვია. სახეზე დააკვირდა: გამოკვეთილი ყვრიმალები, თხელი ტუჩები, შავი თვალები და წარბთან შრამი მეტ მამაკაცურობას სძენდა, ოდნავ კეხიანი ცხვირი კი საშიშ გარეგნიბას.
-ჩემთვის სულ ერთია_ მშვიდად უპასუხა ლილემ და გაუღიმა.
^ ^ ^
ლილეს და საბას ამბავი არ იყო მარტივი. ხალხს არ ესმოდა მათი. ისინი საზოგადოებისთვის მიუღებელი ადამიანები იყვნენ. მათ სიყვარულს ყველა არასერიოზულად ეკიდებოდა. ფიქრობდნენ, რომ საბა მალე მიატოვებდა ლილეს, რომ მხოლოდ გასართობი იყო, ლილე კი დაიტანჯებოდა და შესაძლებელია თავიც კი მოეკლა. ჰმ ხალხი, სასაცილოა რა სულელია საზოგადოება როცა იმაზე საუბრობს რაც არესმის და ვერც ვერასდროს გაიგებს.
საბას არასდროს უთქვამს მიყვარხარო, მაგრამ ლილე გრძნობდა მართლა გრძნობდა მის სიყვარულს. მის სიყვარულში არცერთი წამით არ ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ თვითონ მას სტანჯავდა აზრი, იქნებ მხოლოდ ეგოისტობდა და მეტი არაფერი. ის ემოციებიც მობეზრდა რასაც აქამდე აქამდე აძლევდა საბა, მას უფრო მეტი უნდოდა, ისეთი რაც არასდროს განელდებოდა, რაღაც უფრო დრამატული...
- ხვალ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს- ქამარს იკრავდა საბა- რამდენიმე კვირა ვერ გნახავ, ალბათ- უთხრა ლილეს და აკოცა. ლილე მოეხვია და გააცილა.
მთელი დღე ფიქრში გაატარა. ფირობდა ყველაფერზე, რახდებოდა საბას გამოჩენამდე რახდება ახლა და რამოხდება მომავალში. თავის თავი აღიზიანებდა, არ მოსწონდა ასე ეგოისტურად, რომ იყო განწყობილი, არ მოსწონდა მისი დაუოკებელი სწრაფვა რაღაც ახლისკენ. მისი მდგომარეობა აბსტრაქციაში იქნებოდა ასე: სხეული, რომლის გარშემოც უამრავი აზრი, გრძნობა, ემოცია მოძრაობს, მაგრამ ყველაფერი უმნიშვნელოა. უცებ ჩნდება აზრი, ხო ეს ის არის რაც მას უნდა. აზრი ღრმად მიიწევს გონებისკენ, მაგრამ ის უკაგდებსა მას. ეს არასწორია, ორივესთვის დამღუპველი. შეეპარა გრძნობა, რომ ეს სურს. აზრი კი ისევ მიიწევს ღრმად გონებისკენ...
^ ^ ^
საბა დააკავეს... სამი მოსმენა გაიმართა მის საქმეზე, თუმცა ლილე არცერთზე არ გამოჩენილა. ყველას აინტერესებდა სად იყო ლილე. ზოგი ამბობდა:
- დიდი ხანია დაშორდნენ აქ რაღას მოვაო.
ზოგი ამბობდა:
-საბას ამბავი, რომ გაიგო ქლაქიდან წავიდაო.
ზოგიც კი:
-ლილემ უღალატა და საბამ მოკლაო.
მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა, საბას ისე გამოუტანეს განაჩენი და ისე მიუხურეს ციხის კარები ლილესთვის თვალი არავის მოუკრავს.
დადიანი! გამოდი სტუმარი გყავს._ ბადრაგმა ხელი მოკიდა და პაემნების ოთახში გაიყვანა... ლილემ გაუღიმა... რაღაც საოცრად, მონატრებული ღიმილით. თვალები აუცრემლიანდა, თავი ძლივს შეიკავა, რომ არ აქვითინებულიყო_ საბას ხელი თავისაში მოიქცია და აკოცა, როგორც წლების წინ საბამ. მართლაც რამდენი დრო გავიდა.
ორივეს უჭირდა, მაგრამ საბა მაინც სხვანაირად განიცდიდა. საბა განიცდიდა ადამიანის იმ განცდას რასაც მაშინ გრძნობენ როცა ზედმეტად ენდობიან ვინმეს,მაგრამ ეს ვინმე ისევ ისეთი მნიშვნელოვანია და სწორედ ეს სტანჯავთ. ეს იყო სიყვარულის, ნდობის, იმედგაცრუება. საბამ იცოდა რაც მოხდა, მაშინვე მიხვდა, სადღაც გაუგო კიდეც ლილეს.
- აქ რაგინდა?_ ცივი მზერით კითხა საბამ
-შენი ნახვა მინდოდა_მისი მზერა ეტკინა მაგრამ არ შეიმჩნია_ მომენატრე._ საბას ტუჩები ღიმილმა გაუპო, მაგრამ ეს იყო ირონიული, დამცინავი ღიმილი, ესეც შენიშნა ლილემ...
-მე შევიტანე საჩივარი- სიტყვები თვითონ მოწყდა ბაგეებს. მისი ხმა აღსარებასავით გაისმა. იგრძნობოდა სინანული, მაგრამ იყო კიდევ სხვა, რამ რაღაც კმაყოფილების მსგავსი...
-ვიცი_მოკლედ მოუჭრა საბამ. ისევ ის ირონიული ღიმილი.
-რას ნიშნავს იცი?-ანერვიულდა ლილე
- შენ მე იმედი გამიცრუე ლილე! მე შეგიყვარე, გენდე შენკი სულელური ეგოისტობისთვის გამწირე. შენ ეგოისტიხარ ლილე! არავინ გიყვარს საკუთარი თავიც კი არ გიყვარს თორემ ამას არ გააკეთებდი. აქ აღარ მოხვიდე მე თვითონ მოვალ შენთან, როგორც კი გამოვალ და მერე..._ თვალები აენთო საბას, საშინელი გამოხედვა ქონდა. ლილე ხმას ვეღარ იღებდა, საცოდავი დასანახი იყო.
ბადრაგს უკვე გაყავდა საბა, რომ შემობრუნდა და უთხრა:
-შენ გარდა არავისთვის მითქვამს იმ საქმის შესახებ.
ლილეს ცრემლები წამოუვიდა. იგრძნო თავისი უსუსურობა, იგრძნო თავისი ეგოისტობის შედეგი. ახლა იყო ემოციურად ფეთქებადი და დრამატიზმით სავსე.
უყვარდა თუარა ლილეს საბა? რათქმაუნდა უყვარდა მაგრამ სხვანაირად, უცნაურად. თვითონაც ხომ უცნაური გოგო იყო ლილე ასე უცნაური სიყვარულიც იცოდა.
^ ^ ^
ოთახში ყველაფერი არეულია, ირგვლივ ქაოსია. ყველგან ფურცლები და საღებავებია მიმოფანტული. კედლები თითქმის ყველა ფერით არის მოსვრილი, მაგრამ მაინც შავ-თეთრია. ფანჯარასთან მოლბერტი დგას იქვეა გოგონაც, ეწევა და თან ხატავს. ემოციები ნახატზე გადაჰქონდა. ცოტახანი ჩერდებოდა, ჰორიზონტს გახედავდა, ალბათ იხსენებდა კიდეც. მერე ისეც ხატვას აგრძელებდა...

კარებზე გაბმული ზარის ხმა გაისმა. ვიღაც ქალმა გაუღო კარი. ეუცნაურა, დააკვირდა,მაგრამ ის ნამდვილად არ იყო.
-ვინ გნებავთ?_ თავაზიანად იკითხა ქალმა.
- აქ ადრე, ერთი გოგონა ცხოვრობდა, ლილე_ გაჭირვებით წარმოთქვა მისი სახელი.
-აჰ გასაგებია, დამელოდეთ თუშეიძლება_ გაოცებული დატოვა კარებთან მდგომი კაცი.
ცოტახანში დიდი ნახატით ხელში დაბრუნდა.
საბა გაოცებული უყურებდა თავის პორტრეტს. ნახატიდან ძველი საბა უმზერდა, ისევ ისეთი ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე. ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა, სიყვარულით სავსე მზერა. ეს იყო ლილეს თვალით დანახული საბა. რამდენიმე წამში ყველაფერი უკან დაბრუნდა.
ისევ იყო ლილე
და ისევ
იყო საბა...
საბას თვალები აემღვრა, თითქოს ეს დრო არც ყოფილა. აქამდე ნანობდა მთლიანად ლილეს, ახლა კი დარწმუნდა ერთადერთი რაც კარგი იყო მის ცხოვრებაში იყო ის ემოციურად შეშლილი გოგო, ლილე.
ქუჩაში მიაბიჯებდა უცნაურად ჩაცმული, შუახნის კაცი.
ნახატით ხელში,
შეყვარებულის ღიმილით
და თანდათან სივრცეში იკარგებოდა მისი ლანდი.

ბუენა ნოტე :)))
აბა, შემიფასეთ.^



№1  offline წევრი nini :)

kargi iyooo... lilesavit da sabasavit ucnauri....

 


მე არ მომეწონა ბოდიში:)) უცნაურობას და გაუგებრობას ერთმანეთში ვერ ავურევ) რატომღაც ყველას ჰგონია რო განხვავებულია,მაგრამ განსხვავებულობა ყოველთვის როდი ნიშნავს კარგს:)

 


№3 სტუმარი ტატალია

რაღაც აკლდა.
რაღაც "მარილივით" აკლდა.

 


№4  offline წევრი mariam m.k

Ratomgac momewona chemeulad agviqvi lile arvici ver getyvi mec ver vfiqrob ratom ubralod ase damwyda guli bolos lilem ro gawura magram mainc kargi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent