შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლები (3)


12-09-2016, 14:20
ნანახია 2 924

**


კარგი ბიჭი იყო დადვანი. ზედმეტად კარგი. ამაზე კარგი ალბათ არ შეიძლებოდა. როცა ერთად ვიყავით და მხოლოდ ჩვენ ორი ვიყავით მეგონა, რომ ჩემ წინ მრავალი ოქროს მედლისა და სიგელების მფობელი, პატივსაცემი და დამსახურებული მასხარა იდგა. როცა სხვებთან ერთად ვიყავით რადიკალურად იცვლებოდა და გაუცინარ ხელმწიფეს ემსგავსებოდა. მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ერთ ადამიანში ორს ეცხოვრა თან ისე, როგორც ცა და დედამიწა, შავი და თეთრი იყო. ძალიან საინტერესო და უსაყვარლესი ბიჭი იყო გიორგი. გავიფიქრებდი და იმ წუთას იმას ამბობდა, მომინდებოდა და იმ წუთას ჩემთან ჩნდებოდა. ჩემი ჯინი იყო. არ მეგონა ოდესმე ასეთ კარგ მეგობარს თუ შევიძენდი. ხო, მეგობარს. მე და გიორგი გადამკვდარი მეგობრები ვიყავით. იცოდა რატიზე, მაგრამ მასზე არასდროს არაფერი უთქვამს. არც მე მითქვამს რამე. უბრალოდ, თავიდან რაც იყო ის მოვუყევი.

-აბა, იმაზე რას ფიქრობ?-თითით მანიშნა მაღალ შავგვრემან გოგოზე, რომელიც გარეთ იდგა და ეწეოდა.
-არააა..-დავიჯღანე და გავახედე მის გვერდზე მდგარზე,-აი, ამაზე რას ფიქრობ?
-მაგარი შკოლნიცაა, ტო..-გაეცინა გიორგის. სასწაული ეშხი ჰქონდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა იცინოდა.
-აუ, აბა მონაშო ელემენტი გინდა?
-ჰო, რა.. გავერთო ტუდა-სუდა,-გაიცინა გიორგიმ და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ძალიან კარგი ბიჭი იყო. და რამდენი ვერ მიტანდა იმიტომ, რომ სულ ერთად ვიყავით მე და გიორგი? აბა, რა იცოდნენ გოგოებზე რომ ვლაპარაკობდით და ხან ვის შებმაზე ვფიქრობდით ერთად ხან ვისი.
-ჩემზე ეჭვიანობენ,-ავხარხარდი და ცოტა შემრცხვა. გიორგიმაც არ დააყოვნა.
-ცხენივით იცინი. დაიხვეწე ცოტა,-მითხრა და მსახიობურად თავი ჩამალა.
-რა იყო გარცხვენ?!
-ხო, რა.. შემოგხედავენ ანგელოზივით გოგო ხარ და პირს დააღებ და ქაჯების დედოფლის კვიცს ემსგავსები,-გაეცინა, მოკვდა სიცილით. რა აცინებდა?! ტეხნიკურად რომ შეურაცხყოფა მომაყენა?!
-აუ, ეს რა იყო ეხლა?! ხოდა იმათთან იჯექი შესვენებებზე და ვაფშე, იმოძრავე ვინც ძაან ნაზია, რა.
-აუ, რა ისტერიკაში ვარდები, ტო. მართლა ბავშვი ხარ,-გაეცინა გიორგის და სცადა ხელის გადახვევა.
-ხმა არ გამცე!
-რას მებუტები?
-არ ხარ გასაბუტი?-წარბი ავუწიე.
-კაი, ხო იცი რა როგორ ?
-კი, ვიცი როგორც!-ცხოვრებაში არ უთქვამს სიტყვა „მიყვარხარ“. ადრე რომ ვილაპარაკეთ რა საჭიროაო ამის თქმაო. მთავარია აგრძნობინო და აჩვენო, რომ გიყვარსო. მერე გადააკეთა თუ ვიტყვი მარტო იმას ვინც დაიმსახურებსო, ჯერო არ მითქვამსო. მე დავცინოდი დაობდი კაცი და ეგ როგორ არ გითქვამს-მეთქი?! იმასაც ეცინებოდა მარტო შენ გეტყვი, ოღონდ ჯერ არაო.

მაშინ ვატარებდი და მერე..
მერე-ზე მერე გადავალ.

ჩვენი უნივერსიტეტელის რაღაცა წვეულებიდან მოვდიოდით. ძაან პერო გოგო იყო და ამერიკულ საღამოებს ბაძავდა. სულ გვეცინებოდა სალომე კარდაშიანია-თქო. წვეულებას წვეულებაზე მართავდა და მიკვირდა, ალბათ, მშობლებიც სალომესავით ქარაფშუტები იყვნენ. ან იქნებ დედა მამა იყო? ან მამა დედა? ჯანდაბა, სისულელეებს ვფიქრობდი მუდმივად და ამ ყველაფერში ჩემი მეგობარი მეთანხმებოდა. მაგარი დრო ვატარეთ. გიორგიმაც ხან ერთი გოგო შეაბა, ხან მეორე. ერთი წამითაც კი ვეხუმრე:

-რა იყო პლუსებს იწერ ჩემთან მაგარი ბიჭი ვარო?
-ეგ რა შუაშია, ტო..-გაუკვირდა, ეწყინა, გაბრაზდა.
-აბა, არ გაჩერებულხარ. ხან ვის ეფლირტავე, ხან ვის..-გავუღიმე.
-ვეფლირტავე და იმათაც მოეწონათ.
-არსად დაკარგო.!
-რა იყო ეჭვიანობ, ნენე?
-კი, ძაან!-არანაკლებ სერიოზულად ვუპასუხე და გამიკვირდა საიდან ამდენი სითამამე?!
-ეგ კარგია ხო იცი, შენ?-გაეღიმა.
-რატო?
-ესეიგი, შენთვის რაღაცას წარმოვადგენ.
-არ იცი,რო?!
-კი, მაგრამ უფრო მეტი მინდა ვიყო..-გამიღიმა და ცას ახედა.-აი, იმ დიდ ვარსკვლავს ხედავ?
-კი, რაო რა მინდაო ვარსკვლავმა?
-მოიცა! აი, მაგ ვარსვკლავის გარშემო კიდე ვარსვკლავებს?
-კი, მერე?
-მე, შენ და რატი ვართ ის სამი ახლოს რომ დგას ერთად.
-მე რომელი ვარ?
-შენ შუა ხარ.
-რატო შუა?-გამეცინა.
-ორ ვარსკვლავს შორის ხარ გაჭედილი და ვერ გადაგიწყვეტია ვისკენ გადაიხარო,-მითხრა დაბეჯითებით. ესეც, დამაეჭვა ჩემ თავში..!
-და ის დიდი რა შუაშია?
-ის დიდი შედეგია.
-შედეგი?-გამიკვირდა. რა ენაზე მემეტყველებოდა ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ზედმეტს უბრალოდ ვერ ვეკითხებოდი.
-კი, შედეგი.. ვარსკვლავები და ცისარტყელა, მზე და მთვარე მღერის ყველაა..-დაიწყო სიმღერა და ავყევი. ასე სიმღერ-სიმღერით სულ დამავიწყა ეს საუბარი.

მაგრამ რა ვიცოდი, რისი საწყისი იყო..
მერე იყო, რაც იყო..
ხო, მერე-ზე მერე გადავალ.

ერთხელ ვისხედით უნივერსიტეტის ეზოში დ ვიყინებოდით. გიორგი ეწეოდა და მე პაძელნიცობას ვუწევდი. რატიმ ჩაიარა, დაგვინახა და მოვარდა კი არ მოვიდა. დადგა და გვიყურებდა.

-გამარჯობა,-ბოხი ხმით უთხრა გიორგიმ და ხელი გაუწოდა,-გიორგი.
-რატი,-ჩამოართვა რატიმ და ისეთი სახით უყურებდა, მეგონა თვალებით დაჭრა რომ შეძლებოდა აუცილებლად იზამდა.
-ნენე, საღამოს არაფერი დაგეგმო. ნიცასთან და ანდროსთან ავდივართ,-მითხრა სერიოზული ხმით.
-კარგი, ლექციების მერე პირდაპირ ავალ მაშინ.
-ნახვამდის,-მითხრა და დაამატა,-ჭკვიანად.-კარგად ვიცოდი ბოლო სიტყვის მნიშვნელობა და ისიც ვიცოდი ვის ეკუთვნოდა. გიორგის გაეღიმა და თვალი გააყოლა რატის რომელიც ახლა უკვე მშვიდი ნაბიჯებით იკვლევდა გზას მანქანისკენ.
-უყვარხარ ამ ბიჭს!
-გაგიჟდი?-შოკში ჩამაგდო პირდაპირობამ.
-მე არა, ის-კი.-მშვიდი იყო დადვანი.
-სისულელეა! სოფი ჰყავს. ხო იცი არა როგორი კარგი გოგოა?
-მერე რა, ვისაც შეყვარებული ჰყავს ყველას უყვარს და სხვას არ უყურებენ?
-ჩემი მეგობარია!-მტკიცედ ვუთხარი.
-ნენე,-გაეღიმა გიორგის,-გჯერა ბიჭისა და გოგოს მეგობრობის?
-რატომ მეკითხები?-ძალიან დამაბნია ამ შეკითხვამ.
-მიპასუხე.
-მჯერა. ფაქტი სახეზეა. თუნდაც, მე და შენ..-არვიცი რა ემოცია გამოესახა სახეზე, მაგრამ ეს ჩვეულბრივი სახე არ იყო.
-მე და შენ. კი, ჩვენით ნამდვილად მტკიცდება მეგობრობა,-ორაზროვნად მიპასუხა,-მაგრამ არავის ვუსურვებ ასეთს!-მითხრა და ნამწვავი ურნაში ჩააგდო.-არ ავიდეთ? ის ქალი აღარ შეგიშვებს,-მითხრა და უნივერსიტეტისკენ გავედით.

ამ დღეს დავფიქრდი ბიჭისა და გოგოს მეგობრობაზე. მართლა არსებობდა თუ არა.. ვფიქრობდი და არანაირი აზრი არ მომდიოდა თავში. იმდენად ჩაბეჭდილი მქონდა თავში ბიჭებთან მეგობრობა, რომ ვერც წარმოვიდგენდი ოდესმე თუ სხვანაირად შემომხედავდნენ არ პირიქით. იმდენად წმინდა მეგონა მეგობრობა, რომ საზღვრების გაცდენა ჩემთვის მიუღებელი იყო.

და რა ვიცოდი, ერთხელ თუ მსგავსი რამე შემემეთხვეოდა?!
ეგ მერე იყოს. მერე-ზე მერე.

ლექციაზე ხმა არ ამომიღია. დაჟე, ჩემი უტლიკინესი ჯგუფელის ნონას წვეტიან აზრებზეც არ გავღიზიანებულვარ. უბრალოდ, უემოციოდ ვუსმენდი ლექტორს, რომელიც ხსნიდა ლექციას ჟესტიკულაციით. ვგიჟდებოდი ამ ქალზე! იცით რა გულით გვიხსნიდა ლექციას? აი, მთელი გრძნობითა და მთელი სხეულით ხსნიდა. ხელებსა და ფეხებს აყოლებდა თითოეულ სიტყვას.სუპერ ემოციური ქალი იყო. წამით ვინატრე ემოციურობის მეექვსედი მაინც მოეცა ჩემთვის და ალბათ, სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი და ნაკლებად დაიღლებოდა ჩემი ტვინი ამდენი ფიქრით.

აუდიტორიიდან გასულს წარბშეკრული გიორგი დამხვდა.
-სად ხარ ამდენხანს, ტო.
-რა იყო?
-წამო, დაგტოვებ ნიცასთან. მაქეთ მოვდივარ..
-იქეთ?
-ხო, შოთიკოსთან ავალ, რა.
-კაი,-ისეც უემოციობა. რა ჯანდაბა გემართება ნენე? მთელი გზა ხმა არ ამომიღია.
-ცუდ ხასიათზე ხარ?-მკითხა და ხელზე ხელი შემახო. ვიგრძენი დენის დარტყმა. მესიამოვნა!
-არა, უბრალოდ შენ სიტყვებზე ვფიქრობ.
-რომელზე?
-აი, ბიჭსა და გოგოს მეგობრობაზე.
-დაივიწყე, რა.
-რაღაცნაირად მომხვდა გულზე და როგორ დავივიწყო?
-მაშინ კარგად დაფიქრდი ჩემზე და შენზე და შენზე და რატიზე. იპოვე განსხვავებები და მიხვდები, რომელია შენი მეგობარი და რომელი არა. ან საერთოდ მეგობრობა ჰქვია თუ არა რომელიმე ურთიერთობას,-მითხრა გიორგიმ და ნიცას სადარბაზოსთან გამიჩერა მანქანა.
-დღეს რა ხასიათზე ხარ?
-გადავიღალე უბრალოდ.
-რამ გადაგღალა?
-თამაშმა, ნენე. თამაშმა დამღალა, რომელსაც ამდენი ხანია ვთამაშობ.
-რას მეუბნები საერთოდ ვერ ვხვდები..-მხრები ავიჩეჩე.
-იმაზე თუ დაფიქრდები, რაც გითხარი ყველაფერს მიხვდები,-მითხრა და ლოყაზე მიჩქმიტა. მეც გადმოვედი მანქანიდან და თვალი გავაყოლე მიმავალ გიორგის. მარცხნივ გაუხვია.. შოთიკო მარჯვნივ ცხოვრობდა.
გამეღიმა.
ასეთი ყურადრებიანი რომ იყო.

ნიცასთან ასულს ყველა მხიარულად დამხვდა რატის გარდა. ან იქნებ მეჩვენებოდა? ეგეთი სულელიც არ ვარ, რომ მეჩვენებოდეს რაღაცები.

-გოგო, რა გაბერილი ხარ!-მუცელზე ვაკოცე ნიცას და პუფში ჩავხტი.
-შენ კიდევ რაღაც უაზრო სახე გაქვს და არ მომწონხარ!-მითხრა ნიცამ და წარბაწეულმა შემომხედა.
-კაი, ჯერ არ ამოვსულვარ და ასეთი კომპლიმენტი ცოტა ადრე ხო, არაა?-გამეცინა. ვაი, ამ სიცილს.
-რა იყო ნენე, ხო არ გაწყენინეს?-მკითხა რატიმ, რომელიც მიბღვერდა ისე, როგორც გიორგის უყურებდა.
-არა, ვის უნდა ეწყენინებინა,-მხრები ავიჩეჩე. უკვე ნერვები მეშლებოდა შექმნილ სიტუაციაზე.
-რავიცი, აი, მაგალითად იმან ვისთანაც მთელ დრეს ატარებ.
-შენ ვისთანაც ატარებ მთელ დღეს იმან გაგაბრაზა და ჯავრს ჩემზე იყრი?
-ე! რა გჭირთ თქვენ, ტო..-ჩაერია ანდრო. ნერვები მომეშალა და პუფიდან, როგორც ჩავხტი ისე წამოვხტი და სამზარეულოში გავედი.
-რა გჭირს?-მკითხა შემოგორებულმა ნიცამ.
-რა ჯანდაბა უნდა ვერ გავიგე!
-გოგო, ვიღაც ბიჭთან ერთად ვნახეო..-მხრები აიჩეჩა ნიცამ. ეგ მაგარი ვიცოდით. ხომ შეიძლება თავი დააქნიო, ააქნიო, გააქნიო. არა! მხრების ჩეჩვა ჰობად გვექცა მე და ნიცას.
-და მერე, რა?-დავუქაჩე თვალები.
-რავიცი, მე ერთი. დაცანცარებთ უაზროდ. რა ვერ ჩამოყალიბდით?
-რაში ნიცა?!-უკვე ნიცაც ნერვებს მიშლიდა.
-თქვენში, რა..
-აუ, ნიცა იცოდე შენს ორსულობას დავაბრალებ ასეთ სისულელეებს რომ ამბობ!-გავუბრაზდი და ამჯერად აივანზე გავვარდი. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და ქვემოთ ჩავიხედე.

გამეღიმა.
კბილები გადმოვყარე.
გულიც იღიმოდა. იმანაც გადმოყარა კბილები.
გიორგის მანქანა იყო.
ამ მანქანას, აი, ათასში გამოვარჩევდი!

შევვარდი სახლში, სასწრაფოდ ქურთუკი ავიღე.
-ბოდიში, უნდა წავიდე..-სწრაფად ვუთხარი.
-მოიცადე!-რატი იყო. რა უნდოდა.. მთელი დღეა უცხოპლანეტელივით იქცევა.
-რა ხდება?
-სად მიდიხარ, ნენე?
-რატი ამმაჩემად ვინ დაგნიშნა ან უფროსს ძმად?
-კაი, რა.. ისევ ის უნდა ნახო?
-მოიცა, ერთწამს! შენ ვინ გეკითხება ვის ვნახავ? მით უმეტეს მეგობარს!
-მეგობარს?-ჩაეცინა.-ნუ, მაცინებ. ეგ მეგობარია შენი?
-სახელი აქვს იმ ბიჭს!
-კაი, ხო გიორგი მეგობარია შენი? ეგრე ფიქრობ?-მაინც ეცინებოდა.
-კი, ჩემი მეგობარია და თუ შეიძლება ცოტა გაიწიე, რომ გავიდე.
-მაგ შენმა მეგობარმა გითხრა, რომ უყვარხარ?-მითხრა და გამაცია. გაგიჟდნენ ესენი? ორივე მთელი დღეა ერთმანეთზე, ერთმანეთის სიყვარულზე მელაპარაკებიან.
-ხმა აღარ ამოიღო! შეურაცხყოფილად მაგრძნობინებ თავს!-ხმამაღლა ვუთხარი და წამოვედი.
-რა იყო მეგობრებთან ფლირტი შენი სტილია, ნენე?
-იდიოტი და დეგენერატი ხარ!-მივაძახე და გაბრაზებული გავვარდი ნიცას სახლიდან.

როგორ მიბედავდა ამდენს. ანუ, მე „იმნაირი“ გამოვდივარ? რა სისულელეა! რატომ ბოდავს ეს ხალხი ამდენ სისულელეს ვერ ვხვდები..
გიჟივით ჩავრბოდი კიბეებზე და ნერვები მეშლებოდა ჩემ თავზე, რატის ამდენი რომ გავაბედინე. ისარივით მომხვდა გულზე რატის სიტყვები და ერთი წამით დეჟა ვუ დამეუფლა. გიორგი რატიზე, რატი-გიორგიზე მეუბნებოდა. გაგიჟდნენ! ან მე გავგიჟდი. რომელიღაც აუცილებლად, გაგიჟდა. ყველაზე კარგი ვარიანტი ჩემი გაგიჟება იქნებოდა.

კიბეებს ვაფრინდებოდი ისე ჩავდიოდი და გულში ნიცას და ანდროს ვლანძღავდი 6-ე სართულზე რომ იყიდეს სახლი. ერთ-ერთი გადაფრენისას ვერ დავფრინდი დედამიწაზე მყარად და არაადექვატური ხმა აღმომხდა. საიდან გაიგო გიორგიმ არვიცი, მაგრამ იქ გაჩნდა. ხო ვთქვი ჯინია ეს ბიჭიმეთქი. მეორე სართულზე ვიყავი უკვე. ზემოდან ანდრო ჩამორბოდა და ალბათ, რატიც.

-ნენე, რა გჭირს?
-ფეხი, ფეხი..-ამიტყდა ტირილი.
-კაი, დამშვიდდი. ეხლავე წავიდეთ საავადმყოფოში,-მითხრა გიორგიმ და ხელში ამიყვანა.
-ნენე, რა ხდება?-შეშინებული ანდრო ჩამოვარდა.-გამარჯობა, გიორგი.-გამიკვირდა, რომ იცნობდნენ ერთმანეთს.
-ფეხი ტკივა, ანდრო. საავადმყოფოში წავალთ.
-ჩვენც წამოვალთ,-თქვა რატიმ.
-არაა, საჭირო. დაგირეკავთ,-მოკლედ თქვა გიორგიმ და ჩქარა ჩამომიყვანა კიბეებზე ხელში აყვანილმა. რაღაც კარგი სუნი ასდიოდა. ვერასოდეს ვერ ვერკვეოდი სუნამოებში. ერთი გუჩის ონლი ვიცოდი და ისიც არსად იყიდებოდა და მამაკაცის სუნამოები ხო საერთოდ. აქამდე არასდროს შემიმნევია გიორგიზე. ეს რაღაც სიახლე იყო ჩემ თავს.

მანქანასთან იკა გველოდებოდა, რომელსაც აშკარად ანერვიულებული სახე ჰქონდა. სასწრაფოდ გახსნა უკანა კარი და გიორგიმ პირდაპირი მნიშვნელობით შემსვა მანქანაში.

-რა ხიფათიანი გოგო ხარ, რა!
-კაი, რა იკა ჩემი გაჭირვება მაქვს,-დავიწუწუნე და სარკეში შევხედე გიორგის, რომელიც დაძაბული იჯდა საჭესთან.
-იმენა, ცეტი ხარ გოგო. სულ შეიძლება რაღაც გემართებოდეს? იმ დღის არ იყოს, მაგდონალდის შუშას რომ შეასკდი,-გაეცინა იკას. მეც გამეცინა და კიდევ ერთხელ მომერია ბრაზი ამ შუშაზე, რომელსაც არაფერი ეწერა და არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელი ვინც შეასკდა.
-დაბნეული დადის და მაგიტო,-თქვა გიორგიმ.
-შუალედურები ეწყება და დაბნეული იქნება ბავშვი აბა, რა!-თქვა იკამ და გაიცინა.

საავადმყოფოში დაახლოებით 2 საათი გავჩერდით. რენტგენი, ტრამვატოლოგის არ ყოფნა ადგილზე. ამხელა საავადმყოფოში მარტო ერთი ტრამვატოლოგის ყოფნა-არყოფნა ძაან სასაცილო ფაქტია, მაგრამ რას ვიზამთ.. მენეჯმენტი ხომ არსად ვარგა? ფეხის მოტეხილობა გაქვსო ექიმმა და თაბაშირი დამადო. რომ წარმოვიდგინე ერთი თვე მაინც ესე გაკოჭილი უნდა ვყოფილიყავი ცრემლები წამომივიდა. ყველაფერს ხომ ბედი უნდა? მთელი დღე დამაბნიეს და ესეც დამაგვირვინებელი იყო..

-კაი, რა გატირებს?-მკითხა გიორგიმ და გამიღიმა. გამიღიმა და გამიარა ცოტა ტკივილმა.
-გავაფრენ ერთი თვე სახლში!
-ვინ გითხრა რომ სახლში იქნები?
-აბა?
-შენ გგონია სახლში იჯდები სულ? კაი, რა.. გამორიცხულია. რისთვის გყავართ ჩვენ?-თქვა გიორგიმ და იკას გახედა.
-ხო.. ხოო..-დაბნეულმა იკამ თავი დააქნია,-შენ თავს ვფიცავარ, ისეთ ყავარჯნებს გაგიჩითავ უნახავს გაგხდის. ვაფშე, აღარ მოიხსნი მაგ თაბაშირს.
-ბარემ კალიასკაშიც ჩამსვით!
-ისე კი ხარ მაგ ასაკის,-გამიცინა გიორგიმ და ცხვირზე მიჩქმიტა.
-გიორგი, იქ რა გინდოდათ? ნიცას სახლთან..
-არ შეიძლებოდა იქ ვმდგარიყავი?
-კი, როგორ არა.. მაგრამ..
-რა მნიშვნელობა აქვს ბახტრიონზე ვიდგებოდი მანქანით, თუ კეკელიძეზე?
-არანაირი,-ვუპასუხე და რაღაცნაირად გული ჩამწყდა. იქნებ მინდოდა მომესმინდა, რომ ჩემთვის იდგა.
-ნახე, შენთვის რა უნდა მომეცა,-მითხრა გიორგიმ და დიდი პარკი მომაწოდა. პარკში ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი ჟელიბონები იყო. თან როგორი? სულ ალუბლები.
-გიორგი! მართლა?-ზოგჯერ რა უაზრო ვარ მე თვითონაც ვერ ვხვდები.
-არა, ტყუილად,-მითხრა და გამიღიმა.
სახლში მის კისერზე აკონწიალებული შევედი. დედაჩემმა სულ მლანძღა ასეთი დაუდევარი როგორ ხარო, მაგრამ გიორგი რის გიორგი იყო დაათბო და დაატკბო ქალბატონი თიკო.


***

ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა, ან ვინ მინდოდა.
გაორებული ვიყავი.
რატი რომ დამირეკავდა მაშინვე გიორგი მირეკავდა.
ტვინს მირევდნენ.
გული ორად მქონდა გაგლეჯილი. ერთი ერთისკენ მიიწევდა, მეორე მეორისკენ.
რატი იყო,აი, ყველანაირად საოცნებო ბიჭი. ნებისმიერი გოგო რომ მის გვერდზე ბედნიერი იქნებოდა. ნუ, ყოველშემთხვევაში ასე მეგონა.
გიორგი იდეალური იყო. ხომ მეგონა რომ იდეალურები არ არსებობდნენ? ის, ნამდვილად არსებობდა. მახარებდა და მაბედნიერებდა. ამდენი ემოცია რატის არ გამოიწვევია ჩემში, რამდენიც გიორგის. დავფიქრდი ჩვენს ურთიერთობაზე და იმაზე, რაც გიორგიმ მითხრა. ნამდვილად, არსებობად გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობა?

გვესმოდა ერთმანეთის, მეგობრობისთვის საკმარისი იყო.
ერთმანეთის აზრებს ვკითხულობდით, ესეც საკმარისი იყო.
მაბედნიერებდა და ვაბედნიერებდი, ესეც საკმარისი იყო.
ვენდობოდით ერთმანეთს, საკმარისი იყო.
ვუყვებოდით ერთმანეთს ყველაფერს, ესეც საკმარისი იყო.
იდეალური მეგობრობა გვქონდა!
მაგრამ....!

ეს ყველაფერი ხომ შეიძლებოდა წყვილსაც ჰქონოდა? შეიძლებოდა კი არა, ეს იყო წყვილის სიმპტომები. უკვე მეშინოდა, რომ შეიძლებოდა მეგობრობიდან სიყვარულამდე გადავსულიყავით და მეშინოდა იმ ურთიერთობის გაგრძელების, რაც ამას მოჰყვებოდა. არ მინდოდა, რამე შემშლოდა და რამე არასწორი ნაბიჯი გადამედგა. გიორგის სამუდამოდ დავკარგავდი და ამას ნამდვილად ვერ გადავიტანდი.

გაორება ყველაზე ცუდია! რომ არ იცი რა გინდა, ვინ გინდა, რა ხდება შენ თავს, ერთი მე ებრძვის მეორე-მეს და ამ ბრძოლაში შენი პიროვნება იმდენად იჩაგრება, რომ ბოლოს სიგიჟის ზღვარზე სისულელის ჩადენაზეც კი არ ამბობ უარს.



№1  offline წევრი An_Gel

მმმმმმმმმმმ უკვე ძალიან ინტრიგაა,აღარც მე ვიცი რომელი ბიჭი უფრო მომწონს. ანუ პრობლემა რატის სოფია,რომელიც კარგი გოგოა და რომელიც რატის ბავშვს ატარებს მუცლით (ბავშვი რატისია?! რავიცი ნიცას სიტყვებმა დამაეჭვა :D) მაგრა რატის პლიუსი ის არის,რომ ნენეს სამეგობროს წევრია,მაგრამ თუ სხვა ქალისგან შვილი ეყოლება არ მინდა მაშინ მე რატი! :D რაც შეეხება გიორგის,გიორგი ძალიან კარგი ვინმეა,ძალიან ძალიან,მაგრამ გულის კუნჭულებს მაინც რატი უნდათ :D :D მოკლედ არვიცი რა,გული არცერთზე არ დამწყდება :D

 


№2  offline წევრი ელენა ილდანი

papastatekulosi
მმმმმმმმმმმ უკვე ძალიან ინტრიგაა,აღარც მე ვიცი რომელი ბიჭი უფრო მომწონს. ანუ პრობლემა რატის სოფია,რომელიც კარგი გოგოა და რომელიც რატის ბავშვს ატარებს მუცლით (ბავშვი რატისია?! რავიცი ნიცას სიტყვებმა დამაეჭვა :D) მაგრა რატის პლიუსი ის არის,რომ ნენეს სამეგობროს წევრია,მაგრამ თუ სხვა ქალისგან შვილი ეყოლება არ მინდა მაშინ მე რატი! :D რაც შეეხება გიორგის,გიორგი ძალიან კარგი ვინმეა,ძალიან ძალიან,მაგრამ გულის კუნჭულებს მაინც რატი უნდათ :D :D მოკლედ არვიცი რა,გული არცერთზე არ დამწყდება :D


ვნახოთ, ვნახოთ :)))) ჯერ მეც არ ვიცი და რომგავიგებ რატი თუ გიორგი გეტყვიიი :)))

 


№3  offline წევრი ელენა ილდანი

ello1997
Dadvanisnairi bichi? Prosta ra laparakia ra. Vafshe araferic ro ar iyos, es rati ori kurdglis pontshia? Tu moswonda es gogo sofis agar gakideboda. Bavshvi romc ar iyos, nenes da ratis urtiertoba bolos mainc ar iqneba idealuri.



დადვანისნაირ ბიჭს ვუსურვებ ყველას!:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent