კილომეტრები მხოლოდ ციფრებია.. (სრულად)
- სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემებმა გადაწყვიტეს სწავლა გერმანიაში გამეგრძელებინა, ეს ჩემთვის უზომოდ სასიხარულო ამბავი იყო. ჩემს გარშემომყოფებს ჩემი შურდათ, ზოგს კეთილი შურით, ზოგს კიი... მიხაროდა ძალიან, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ გავაანალიზე რომ იქ წასვლით შეყვარებულთან განშორება მომიწევდა, აი მაშინ კი..გადამიარა ყველანაირმა სიხარლულმა! ჩემდა გასაკვირად მას რომ ვუთხარი ჩემი წასვლის ამბავი გაუხარდა ჩემი წარმატება, დარდი და გულის დაწყვეტა არ შეიმჩნია, უბრალოდ მითხრა, რომ ჩემი წარმატებისთვის მე ეს უნდა გამეკეთებინა, სულ მეუბნებოდა რომ შენ ამას შეძლებო, მამხნევებდა რომ დრო მალე გავა, დამიბრუნდები და ისევ ისე ვიხეტიალებთ ცივ ზამთარში ერთადო. იმ დროს 6-წელი გვიხდებოდა რაც შეყვარებულები ვიყავით, ამ წლების მანძილზე ბევრი ჩხუბი და ბევრი დაშორება ყოფილა, თუმცა განშორება და თან წლებით.....არასოდეს გვქონია! დადგა ეს წყეული წასვლის დღეც! წავედი და ჩემი გული საქართველოში დარჩა, ჩემს მშობლებთან და ჩემს ბავშვობი ერთადერთ სიყვარულთან, ვერ აგიღწერთ იმ გულის ტკივილს რაც მე განვიცადე აეროპორტში ნაცნობი სახეები რომ ვეღარ დავინახე...ჩემს ცხოვრებაში პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო, მე ხომ ახალ ცხოვრებას ვიწყებდი უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში. ჩავედი გერმანიაში, დავიწყე სწავლა, საბედნიეროდ შესანისნავად ავუწყე იქაურ ცხოვრებას ფეხი, შევეჩვიე იმასაც რომ მონატრება მხოლოდ სკაიპში დანახვით და ხმის გაგებით უნდა დამეკმაყოფილებინა...თუმცაა ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ძალიან მიჭირდა ჩემების გარეშე, პატარა ბავშვივით დედასთან მინდოდაა, ( ყოველ ღამით ტირილით ვიძინებდი და ვიღვიძებდი, სიტყვებით რთულია იმის გადმოცემა რასაც მე განვიცდიდი, ყოველი დღე ჯოჯოხეთი იყო... მენატრებოდა ჩემი სიყვარული, მენატრებოდა მისი თბილი ჩახუტება, აი ისეთი ჩახუტება თავის დიდ მკლავებში რომ მომიქცევდა და თან რომ მეუბნებოდა შენ ჩემი პატარა მაშო ხარო, მენატრებოდა თვითოეული მისი შეხება, მისი კოცნა, მისი სუნი!!! ყიფილა ისეთი ღამეებიც რომ სულ არ მიძინია, მისი მონატრება მანადგურებდა, ჭკუიდან მშლიიდა...თუმცა მე ჩემი ბიჭის სიტყვები მაძლიერებდა და სტიმულს მმატებდა, ის ყოველთვის მეუბნებოდა რომ შევძლებდი, ერთად შევძლებდით და აუცილებლად გამოგვივიდოდა, ძალიან რომ მიჭირდა მის ასეთ სიტყვებს ვიხსენებდი და ძალა მემატებოდა. გავიდა დრო და დავბრუნდი საქართველოში, ჩემებმა არ იცოდნენ ჩემი ჩასვლის შესახებ, ჩემმა რამდენიმე მეგობარმა და ჩემმა ბიჭმა იცოდა, აეროპორტში ის მხვდებოდა. თვითმფრინავის დაჯდა და ჩემმა გულმაც საოცრად დაიწყო ძგერა, ალბათ ყველა ადამიანმა უნდა გამოსცადოს ეს საოცარი და ენით აღუწერელი გრძნობა, წარმოგიდგენიათ? მე ის წელიწად ნახევარი არ მყავდა ნანახი!!! გერმანიაში ყოფნის დროს მე მასზე ოცნებები მაძლებინებდა, აიი ზუსტად ამ დღეზე ოცნებამ გამაძლებინა მთელი ეს დრო. ჩემი ჩემოდანიც გამოჩნდა...სიხარულით გავედი გასასვლელისაკენ, კარი რომ გაიღო დავინახე ნაცნობი სახე, ჰოო...აიი ის სახე წელიწად ნახევარი რომ ველოდებოდი მის დანახვას, ღმერთო რა ბედნიერებაა!!! ის ხომ ჩემი სიყვარულია, ის, ისსს....მეე საქართველოში ვარ, ღმერთო მე მის გვერდით ვარ, მეტი რა უნდა მენატრა.. ნაბიჯს ავუჩქარე, ისიც ჩემსკენ გამოემართა, ჩავეხუტეთ ერთმანეთს, ჰმ..ნაცნობი სურნელი, ეს იყო ჩემი დიდი ხნის ოცნება, ის ისე მიჭერდა ხელს და ისე მკოცნიდა თითქოს ანაზღაურება უნდოდა ამ წლების. მე გაოცებული ვიყავი, თავი სიზმარში მეგონა... უფალს მადლობას ვუხდიდი ამ დღისთვის და იმისთვის რომ ყველაფრის მიუხედავად მისი თავი არ წამართვა...მას შემდეგ კიდევ 2-წელი გავიდა, დღეს ისევ ერთად ვართ, ისევ შეყვარებული სტატუსით, 9-წელი გვიხდებაა რაც გვიყვარს ერთმანეთი და არაფრის გამო არ ვაპირებთ ერთმანეთზე უარის თქმას... მინდა ყველას გისურვოთ ასეთი გამართლებული სიყვარული, ისეთი არა ცოტახნით რომ მოგიტანთ ბედიერებას, არაა, ასეთი არა! დროებითი არ უნდა იყოს სიყვარული, ყველას გისურვებთ ერთადერთს და სამარადისოს. პ.ს და კიდევ....არავინ არ თქვას რომ კილომეტრები რაიმე ცვლის, დამიჯერეთ პირიქით, უფრო მეტად აღრმავებს ისყვარულს, უფრო მეტ ელფერს მატებს, საჭიროც არის ხან რაღაც პერიოდით განშორება , რადგან შემდეგ შეხვედრის ფასი გაიგოთ. მე დღეს ბედნიერი გოგო ვარ, რადგან უფალმა ლამაზი ოჯახით დიდი სიყვარულით დამასაჩუქრა, მე ბავშვობის სიყვარული შევინარჩუნე, უბრალოდ მინდა ყველამ გაიგოს რომ ბედნიერი ვარ! : ))) <3 ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.