შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი წვიმა (მესამე და მეოთხე თავი)


14-09-2016, 14:17
ავტორი fireending
ნანახია 2 443

მესამე თავი
ირგვლივ გამეფებულ სრულ სიჩუმეს მხოლოდ ფანჯრის რაფაზე დაცემული წვიმის წვეთების ხმა არღვევდა. კატო საწოლზე წამოჯდა, ირგვლივ მიმოიხედა, არ იცოდა სად იყო, ოთახში ბნელოდა, ქუჩიდან შემომავალი ლამპიონების სინათლე ძლივს აღწევდა სქელ ფარდებში. ცოტა ხანს საწოლზე იჯდა, შემდეგ ფრთხილად წამოდგა საწოლიდან, ჩუმად გააღო კარი და ოთახიდან გამოვიდა, ოთახზე უფრო ბნელ დერეფანში აღმოჩნდა.
–უკვე გაიღვიძე? გაისმა ხმა და სინათლეც აინთო
კატო შემობრუნდა. მის წინ მწვანეთვალება ბიჭი იდგა, რომელიც თბილად უღიმოდა.კატო გაშეშებული იდგა, არ იცოდა რა ექნა.დერეფანში კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში საკუთარ ანარეკლს მოკრა თვალი, თვალები ტირილისგან ჩაწითლებული ჰქონდა.სახეზე კი ფერი არ ედო.
–თუ შეიძლება, მითხარით აბაზანა საითაა.
–აი იქით. მიუთითა ბიჭმა
–მადლობა
კატო აბაზანაში შევიდა და კარი ჩაკეტა. პირზე წყალი შეისხა.ფიქრი არ უნდოდა არაფერზე. ცრემლებმა მთელი სახე აუწვა.ისევ შეისხა წყალი სახეზე და აბაზანიდან გამოვიდა.მთელს სახლში ნამცხვრის სასიამოვნო სურნელი იდგა, კატოსთვის ეს სურნელი ნაცნობი იყო, იმ ნამცხვრის სურნელს გავდა, რომელსაც დედა უმზადებდა ბავშვობაში.სუნს გაყვა და სამზარეულოში შევიდა. მწვანეთვალებას წინსაფარი ჰქონდა აფარებული და ღუმელიდან ნამცხვარს იღებდა, ძალიან გაუხარდა კატოს, როდესაც ფარდა გადაწეული ფანჯრებიდან მზის სინათლე შეამჩნია, უკვე თენდებოდა და აღარც წვიმდა.ერთი ფანჯარა ღია იყო, საიდანაც სასიამოვნო, გრილი ჰაერი შემოდიოდა.
–დაჯექი, ყავას დალევ, ჩაის თუ ცხელ შოკოლადს? ჰკიტხა ბიჭმა
–არაფერი მინდა, არ შეწუხდეთ.უპასუხა კატომ და სკამზე ჩამოჯდა
–არ მაწუხებ.
–თქვენთან რატომ ვარ?
–არაფერი გახსოვთ? ფანჯრიდან დაგინახეთ გუშინ საღამოს.ზუსტად ჩემი სახლის წინ იდექით.
–ჰო... მე... მადლობა რომ შემიფარეთ.
–რას ამბობთ, მადლობა არაა საჭირო
–ახლა წავალ. კატომ ადგომა დააპირა, მაგრამ თავბრუ დაეხვა.
–დაჯექით, ასე ვერსად გაგიშვებთ. ჯერ ისევ სუსტად ხართ.
–არაუშავს, არ მინდა უცხო ადამიანი შევაწუხო.
–არ მაწუხებთ, თანაც ამ მდგომარეობაში ვერსად გაგიშვებთ. ნამცხვარს ხომ შეჭამ?
კატოს ერიდებოდა, თუმცა ნამცხვარს ისეთი სასიამოვნო სურნელი ჰქონდა, რომ უარი ვეღარ უთხრა.
–რა გემრიელი ნამცხვარია, ზუსტად ასეთს მიკეთებდა ხოლმე დედა... თქვა კატომ და ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქას ხელი მოხვია.
–მიხარია, რომ მოგეწონათ.ღიმილით უპასუხა ბიჭმა.
კატომ თვალებში შეხედა, ახლა მისი ტვალები უფრო ღია ფერის ჩანდა. საოცრად უხდებოდა ღიმილი. საპასუხოდ კატომაც გაუღიმა.
–ჰო მართლა მე ნოე მქვია. ხელი გაუწოდა ნოემ კატოს
–მე კატო. ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს
–კატო, გუშინ თქვენ...
–ძალიან გთხოვთ, გუშინდელზე საუბარი არმინდა, თუ შეიძლება.
–რა თქმა უნდა, მაგრამ მე მხოლოდ ის მინდოდა მეკითხა ხომ არ გინდოდათ ვინმე თქვენს ახლობელს დავკავშირებოდი.
–ახლობელს? არა... არავის... მწარედ ჩაიცინა კატომ და თვალები დახარა.
ნოემაც ამ თემაზე საუბარი შეწყვიტა. კატოს ხელი ხელზე მოკიდა და თვალებში ჩახედა.
–კატო, თუ რამით შემიძლია დაგეხაროთ...
–ყველაფრისთვის დიდი მადლობა.ისედაც შეგაწუხეთ
–ნამდვილად არ მაწუხებ, იქნებ ჯობია შენობით მელაპარაკო და უხერხულად ნუ ხარ, თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში
–დიდი მადლობა.გაუღიმა კატომ
–კატო, მე უნდა წავიდე სამსახურში, მაგრამ მალე მოვალ. არ მოიწყინო.ინტერნეტიც მაქვს
–კარგი.
ნოემ ტანსაცმელი ჩაიცვა და წავიდა.უცნაურად ეჩვენებოდა კატოს ის ფაქტი, რომ უცხო სახლში, უცხო ადამიანის გვერდით ასე მშვიდად გრძნობდა თავს.ნოეს წასვლამ გული დაწყვიტა. აივანზე გავიდა და ჯერ კიდევ დილის სუფთა ჰაერით ტკბებოდა.ქუჩა თითქმის ცარიელი იყო. მოაჯირს დაეყრდნო და თვალები დახუჭა. აქამდე თავს მშვიდად გრძნობდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ერთად მოაწვა ყელში და დიდი ბურთივით გაეჩხირა.გუშინდელი დღე გაახსენდა.ისევ აუწვა თვალები მლაშე სითხემ.რამდენიმე დღეში ალექსის ცოლი უნდა გამხდარიყო და ბედნიერებისგან დაფრინავდა, ახლა კი ფრთებმოტეხილი, უცხო ადამიანის აივანზე ღვრიდა ცრემლებს.სასოწარკვეთა სიბრაზემ შეცვალა, სიბრაზემ საკუთარი დის მიმართ. მოტყუებულად, დამცირებულად გრძნობდა თავს.მართალია მზე იყო, მაგრამ ცივი ნიავი უბერავდა, კატო აივანზე დიდხანს იჯდა და შეცივდა.სახლში შემოვიდა და ტელევიზორი ჩართო. გულს ვერაფერს უდებდა.გუსინ ისე სწრაფად გამოიქცა სახლიდან და მთელი ღამე არ დაბრუნებულა. ახლაღა გააცნობიერა, რომ მამამისი ინერვიულებდა, მაგრამ სახლში მისვლაც არ შეეძლო ამ მდგომარეობაში.ტელევიზორის ყურება მობეზრდა და სამზარეულოში გავიდა, მაცივარი გამოაღო და ბოსტნეულს მოკრა თვალი. თავში იდეა მოუვიდა, ქვაბი აიღო, საჭრელი დაფა, დანა და თავისი საყვარელი ბოსტნეულის კერძის მზადებას შეუდგა. კერძის მზადება თითქმის დამთავრებული ჰქონდა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.ძალიან გაუხარდა კატოს , როდესაც ნოე დაინახა.
–როგორ ხარ? ჰკითხა ნოემ
–კარგად
–რა სასიამოვნო სურნელი ტრიალებს სახლში? ღრმად ჩაისუნთქა ნოემ.
–ბოსტნეულის კერძი მოვამზადე, იმედია მოგეწონება.
–ისეთი კარგი სურნელი აქვს შეუძლებელია არ მომეწონოს. ხელებს დავიბან და ახლავე მოვალ. უპასუხა ნოემ და სააბაზანოში შევიდა.
–ხომ ვთქვი. ძალიან გემრიელია. უთხრა ნოემ კატოს, როდესაც ლუკმა გადაყლაპა
–მიხარია რომ მოგეწონა.
მთელი ერთი კვირა გავიდა, რაც კატო ნოეს სახლში იყო.ნოე ძალიან თბილად ექცეოდა და ზედმეტ კითხვებსაც არ უსვამდა. კატო კი ყველაფრის დავიწყებას ცდილობდა.თუმცა ეს მისთვის ნამდვილად რთული იყო.ყოველ ღამე მისთვის ნამდვილი ტანჯვა იწყებოდა,თვალებს დახუჭავდა თუ არა ალექსთან გატარებული დრო ფილმის კადრებივით ჩაუვლიდა გონებაში. დილით კი თვალები ისევ ეწვოდა ცრემლებისგან, თუმცა მერე ნაცნობი მწვანე თვალები და თბილი ღიმილი ტკივილს ფანტავდა, ისე, როგორც ქარი ფანტავს ხოლმე საწვიმარ ღრუბლებს.ერთ საღამოს კატო აივანზე იჯდა და ახლადამოსულ სავსე მთვარეს უყურებდა და იმ ყველაფერზე ფიქრობდა, რაც ამ ცოტა ხნის წინ მოხდა.
–კატო. ფიქრებიდან ნოეს ხმამ გამოაფხიზლა
–ჰო
–აი ყავა მოგიტანე
–მადლობა. კატომ ჭიქა გამოართვა
ნოე კატოს გვერდით ჩამოჯდა.
–ნოე,იმედია ოდესმე ყველაფრისთვის მადლობას გადაგიხდი.სრულიად უცხო ადამიანი შენს სახლში შემიფარე, თანაც საერთოდ არაფერი იცი ჩემზე
-ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ თვალებში ჩახედო ადამიანს, შენი თვალები ყველაზე ნაცნობია ჩემთვის. ნოემ კატოს ხელი ხელზე დაადო. საოცარი გრძნობა დაეუფლა, როდესაც ნოე შეეხო.
–შენს გვერდით როცა ვარ მგონია ის ყველაფერი რაც დამემართა უბრალოდ ცუდი სიზმარია. არც კი ვიცი რა დამემართებოდა შენ რომ არ...
–მალე მოვა დრო, როდესაც ყველაფერი ცუდი ჩაივლის კატო და ყველაფერი მართლაც ცუდ სიზმრად მოგეჩვენება. მე არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ის ვიცი რომ შენ ძლიერი ადამიანი ხარ და შეძლებ ყველაფერს გაუმკლავდე.
–არ ვიცი, ვერ ვხვდები კიდევ თუ შემრჩა ძალა.იმასაც ვერ ვბედავ, რომ სახლში დავბრუნდე.არადა ვიცი მამა ჩემზე ნერვიულობს.
–მაგრამ მაინც მოგიწევს დაელაპარაკო. ძნელია მაგრამ.
–ხვალ 22–ია არა? იკითხა კატომ
–კი
კატოს მწარედ ჩაეღიმა და ცრემლი მოიწმინდა, შემდეგ ნოეს უამბო თუ რაც გადახდა თავს.
–კატო, რაც მოხდა ძალიან ცუდია, მაგრამ ჩემი აზრით, ჯობია შენს დას დაელაპარაკო. არა მგონია მას შენი წყენინება ნდომებოდა.
–არ ვიცი შევძლებ თუ არა ამას.განადგურებული ვარ.
–აუცილებლად შეძლებ. დარწმუნებული ვარ ისიც ძალიან განიცდის, მართალია შენთვის თავიდანვე უნდა ეთქვათ ყველაფერი, ამგარამ სცადე და მათაც მოუსმინე. დამპირდი, რომ დას არ დაკარგავ.ნეტა ჩემი და ცოცხალი იყოს. საოცარი სევდა გაერია ნოეს ხმაში.
–რა დაემართა შენს დას?
–ხიდან ჩამოვარდა. სოფელში ვიყავით. ის მაშინ 10 წლის იყო,სიცოცხლით სავსე პატარა გოგონა. დამალობანას თამაშის დროს ხეზე ავიდა, მაღალი ხე იყო და ჩამოსვლისას თურმე ფეხი დაუცდა. ვერ მივუსწარი. გამომშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი.ამ ამბავმა კი ჩემი მშობლების ჯანმრთელობა შეიწირა და შემდეგ სიცოცხლეც. მარტოობა საშინელებაა კატო, ამიტომ შენს დას ნუ დაკარგავ.
–ძალიან ვწუხვარ. კატო ნოეს მოეხვია.ნოემ ხელები მაგრად მოხვია კატოს და ასე იდგნენ აივანზე
* * *
ანა ოთახში ბოლთას სცემდა.საწოლთან შეჩერდა და მასზე მჯდომი ქალის გვერდით ჩამოჯდა.
–დეიდა, ალექსისთვის არაფერი უნდა გეთქვა.
–კი მაგრამ, რატომ? გაკვირვებით უპასუხა ქალმა.
–ვერ ხედავ რა მოხდა? ჩემს გამო კატო სახლიდან წავიდა.არც კი ვიცით სადაა
–კატო სიმართლეს მაინც გაიგებდა. შენ თავზე აღარ ფიქრობ? ან ალექსზე? ხომ იცი რომ უყვარხარ, შენც გიყვარს და რატომ უნდა დაგემალათ ეს ყველაფერი.
–დეიდა, შენ იცი ალექსის რატომაც დავშორდი და ცოლად საბას გავყევი. რა მოხდება როცა საბა ციხიდან გამოვა? ის ალექსს მოკლავს.
–საბა დიდი შეცდომა იყო, მის მუქარას არ უნდა აყოლოდი. ის ვერაფერს დაგიშავებს.კატო კიდევ დაწყნარდება და სახლში დაბრუნდება,
–შენთვის ყველაფერი ასე მარტივია?
–ანა, მე ყველაფერი შენი სიკეთისთვის გავაკეთე.
საუბარი ლევანმა შეაწყვეტინათ. ის ქალს მიესალმა
–ლელა გამარჯობა. არ ვიცოდი აქ თუ იყავი
–ახლახანს ჩამოვედი ლევან. ამ ამბების გამო. კატოზე ახალი ხომ არაფერი გაგიგიათ?
–არა, არა. მძიმედ ამოიოხრა კაცმა.
–ყველაფერი ჩემი ბრალია. ანას ცრემლები მოადგა თვალებზე.
–შვილო, კმარა საკუთარი თავის დადანაშაულება.მართალია კატოსთვის უნდა გეთქვა ყველაფერი თავიდანვე, მაგრამ შენიც მესმის.
–მადლობა მამა, იმედია ოდესმე მაპატიებს კატო
* * *
–კატო. მოესმა კატოს ნაცნობი ხმა, როდესაც მარკეტიდან გამოვიდა.
უკან მობრუნდა.
–ალექს?


მეოთხე თავი
–კატო, როგორც იქნა. გნახე.
–რა გინდა? უხეშად უპასუხა კატომ.
–უნდა ვილაპარაკოთ.
–შენთან საქმე არ მაქვს ალექს. თავი დამანებე.
–გთხოვ მომისმინე. კატო, არ მინდოდა გული გტკენოდა.
–მართლა? ირონიულად ჩაიცინა კატომ და ალექსს ახედა.
–მინდა ყველაფერი იცოდე.
–მე არ მინდა.
კატომ წასვლა დააპირა, მაგრამ ალექსმა მკლავზე ხელი მოკიდა
–ალექს გამიშვი.
–ჯერ უნდა მომისმინო.
–გამიშვი
–არ შემიძლია, კატო... შენ უნდა მომისმინო, გთხოვ. სრული სიმართლე უნდა იცოდე. გგონია საერთოდ არ მადარდებ და ასე ადვილია ჩემთვის შენი მიტოვება? ვიცი რაც არ უნდა ვთქვა შენ თვალში ერთი მოღალატე, ახვარი კაცი ვიქნები, მაგრამ არ მინდა ჩემს გამო საკუთარ დასთან გაწყვიტო ურთიერთობა. ის დამნაშავე არაფერშია.
იქვე სკამზე ჩამოჯდნენ. ალექსმა საუბარი დაიწყო.
–მე და ანა ერთმანეთს ადრე ვხვდებოდით. სანამ შენ გაგიცნობდი. იმ დღეს, როდესაც შენ გაგიცანი, ხომ გახსოვს, მთვრალი ვიყავი.ანას ვეჩხუბე, რადგან მითხრა, რომ თხოვდებოდა.მის დავიწყებას ვცდილობდი.ვიფიქრე, რომ მიღალატა. შენ იყავი ჩემ ცხოვრებაში ის ნათელი წერტილი, რომლისთვისაც ღირდა სიცოცხლე. მერე გავიგე რომ ანას და ხარ, თუმცა მაშინაც ვერ შევძელი სიმართლის თქმა.შენც იცი, რომ ანას ქმარი ნამდვილი პათოლოგი, ლოთი და მოძალადე იყო.მე კი ეს ყველაფერი ახლა გავიგე. მხოლოდ ახლა გავიგე, რომ ანას თურმე საბა ემუქრებოდა, ჩემი მოკვლით, თუ ანა მასზე არ დაქორწინდებოდა. მე ვიცი, უკანასკნელი ნაძირალა ვარ და პატიებას არ ვიმსახურებ შენგან.მაგრამ გთხოვ, სახლში უნდა დაბრუნდე. მამაშენი და შენი და შენზე ძალიან ნერვიულობენ.ჩემს გამო ანას ნუ დასჯი გთხოვ. კატო. შენ ახლა სრული სიმართლე იცი.
კატო ხმას არ იღებდა. მოსმენილი, მართლაც საშინელება იყო. გააანალიზა თუ რა გადაიტანა მისმა დამ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გულში ნემსებს არჭობდნენ.ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა.
–ალექს, მე დავფიქრდები. ცოტა დრო მჭირდება.
–კარგი კატო. მე პატიებას ვერ გთხოვ, ვიცი არ ვიმსახურებ...
–არ გინდა. დაივიწყე, საბოდიშო არაფერია.შენ ანას მაშინ მართალი უთხარი, გული მაშინ უფრო მეტკინებოდა ცოლად რომ გამოგყოლოდი და სხვა გყვარებოდა. ასე რომ დაწყნარდი და მშვიდად განაგრძე ცხოვრება. ახლა უნდა წავიდე.
ალექსის პასუხისთვის აღარ დაუცდია. ადგა და სასწრაფოდ წავიდა.
მთელი დღე ცდილობდა კატო, რომ ნერვიულობა არ შეტყობოდა.თუმცა ნოე მაინც მიხვდა, რომ რაღაც აწუხებდა. კატომაც არაფერი დაუმალა და უამბო, რომ დღეს ალექსს შეხვდა.
–კატო, ვფიქრობ ის ბიჭი მართალია.ანა უნდა ნახო
–მართალია. უნდა ვნახო. რაც არ უნდა იყოს ანა ჩემი დაა.
კატო კართან იდგა და უნდა წასულიყო, მაგრამ ნოემ ხელი მოკიდა.
–კატო,კიდევ გნახავ?
კატო მობრუნდა და ჭაობისფერ თვალებში ჩახედა.მოულოდნელად მოეხვია და ტუჩებში აკოცა.სიტყვებზე უკეთ გასცა პასუხი.

* * *
უკვე ერთი კვირა სახლში არ ყოფილა. კატოს არ უნდოდა ყველას დაენახა, ამიტომ უკანა შესასვლელიდან შევიდა სახლში.ცდილობდა თავის ოტახში შეუმჩნევლად შესულიყო, მაგრამ დეიდამისმა დაინახა.
–კატო, მიხარია რომ დაბრუნდი. გაისმა ცივი ხმა.
კატო მობრუნდა, საერთოდ არ გაუხარდა დეიდამისის დანახვა.მისგან სიცივის გარდა ვერასდროს ვერაფერს გრძნობდა,ახლაც უყურებდა მის თვალებს და სითბოს ნატამალსაც ვერ ამჩნევდა.ქალს ნაძალადევად გაუღიმა და ზემოთ ავიდა.ანას ოთახთან შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და კარზე დააკაკუნა.
–შემოდით. გაისმა ანას ხმა.
კატომ კარი ნელა გააღო. ანა მის დანახვას არ ელოდა და სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა, უნდოდა კატოს მაშინვე მოხვეოდა, მაგრამ თავი შეიკავა, არ იცოდა კატოს სურდა თუ არა იგივე. კატო ანასკენ წავიდა და დას მაგრად მოეხვია.
–კატო. მაპატიე მე...
–არა, მე ყველაფერი ვიცი რაც მოხდა. ალექსი მელაპარაკა
–კატო. ანას ლაპარაკი აღარ შეეძლო , ცრემლებით აევსო თვალები და კატოს წინ მუხლებზე დაეცა.კატომ სასწრაფოდ წამოაყენა და საწოლზე დააჯინა, შემდეგ კი მის გვერდით ჩამოჯდა. საკუთარი ხელით წმენდდა ცრემლებს დას.
–რატომ არ მითხარი არაფერი. თავიდანვე უნდა გეთქვა ანა, ყველაფერი რომ თავიდან გეთქვა...
–ვერ შევძელი, ვხედავდი თუ როგორი ბედნიერი იყავი, არ შემეძლო შენთვის ეს ბედნიერება წამერთმია. რომ არა დეიდა, ალექსი ვერაფერს გაიგებდა და დღეს უკვე ცოლ–ქმარი იქნებოდით.
–მაგრამ რა აზრი ექნებოდა ასეთ ურთიერთობას?მე აღარ ვბრაზობ ანა. ვაღიარებ, რომ თავიდან გულგატეხილი, იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ვფიქრობ მომხდარს უნდა შევეგუო...
–არ ვიმსახურებ შენგან პატიებას, შენ კი ისე მელაპარაკები თითქოს არაფერი მომხდარა
–საბოდიშო არაფერია. მე შენ მიყვარხარ
კატო დას მოეხვია და მაგრად ჩაიკრა გულში. კარზე დააკაკუნეს. ანამ ცრემლები შეიმშრალა და კარი გააღო
–მამა. წამოიძახა კატომ და ლევანს ჩაეხუტა.
–კატო, შვილო... სად იყავი. მთელი ქალაქი მოვიარეთ შენს ძებნაში. ლამის გავგიჟდი
–დაწყნარდი მაა,ყველაფერი რიგზეა.მე კარგად ვარ. ცოტა დრო მჭირდებოდა.
–მთავარია,რომ ჩემი გოგო დამიბრუნდა. ლევანმა კატოს ხელი მოხვია.
* * *
–ვიცოდი, რომ კატო გაპატიებდა.უთხრა ალექსმა მის მკერდზე მიხუტებულ ანას
–არ ვიცი ალექს, არ ვიცი როგორ ვიცხოვრებ და როგორ შევხედავ თვალებში კატოს ამიერიდან, საშინელი და და შვილი ვარ. ჩემს გამო კატოს რამდენის გადატანა მოუხდა, მამაჩემსაც. მათ კი მაინც მაპატიეს
–შენ საშინელი არ ხარ ანა.თუ ვინმეა საშინელი, ეს მე ვარ. შენ ვერ მოგიფრთხილდი, ისიც კი ვერ გავიგე , რომ ვიღაც ნაძირალა გემუქრებოდა.რომ მცოდნოდა, მოვკლავდი...
–აი, რატომაც არ გითხარი,არ მინდოდა მის გამო ციხეში წასულიყავი, არ მინდოდა შენთვის პრობლემა ვყოფილიყავი
–არასდროს, ვერასდროს იქნები შენ პრობლემა.ანა, ჩემთვისაც ძნელია იმის გადატანა, რაც მოხდა, კატოს თვალები რომ მახსენდება...
ანა ალექსთან უფრო ახლოს მიიწია, კაცმა მჭიდროდ შემოხვია ხელები და გულზე მიიკრა.ცოტა ხანს ასე ისხდნენ, ჩუმად...
–ალექს, უკვე ძალიან გვიანია, ჯობს სახლში დავბრუნდე.
–ჰო...
ალექსმა მანქანა დაქოქა. მანქანა ანას სახლის ჭიშკართან გააჩერა და ანას მანქანის კარი გაუღო.
–ამათ ვის ვხედავ. მოესმა ანას ნაცნობი და საზარელი ხმა. ხმა რომლის გაგონებას სიკვდილი ერჩივნა.უკან მიიხედა
–საბა? შენ აქ, როგორ საიდან. აღელვებული ხმით ჰკითხა ანამ
–ამნისტიის შესახებ არაფერი გსმენია ძვირფასო? მომენატრა ჩემი ცოლი და მოვედი რომ გნახო. დამცინავად ჩაილაპარაკა კაცმა
–შე ნაძირალა. ანასთან მიახლოება არ გაბედო. გაისმა ალექსის ბოხი ხმა და საბას მარჯვენა თვალში მაგრად მოქნეული მუშტი მოხვდა, რის შემდეგაც იქვე ბალახზე “წამოწვა“.საბას წამოდგომა და გასროლის ხმა ერთი იყო.საბა ადგილიდან მიიმალა, ალექსი კი მუხლებზე დაეცა, მაისური მთლიანად დაესვარა სისხლით.



საშინელება იყო. არ დაგიმალავ და პირდაპირ გეტყვი

უფრო მეტს მიველოდი. არაქცს მნიშვნელობა მიზეზს. ასეთი რაღაც ასეადვილად არ იპატიება

 


№2  offline წევრი fireending

იასამნისფერი
საშინელება იყო. არ დაგიმალავ და პირდაპირ გეტყვი

უფრო მეტს მიველოდი. არაქცს მნიშვნელობა მიზეზს. ასეთი რაღაც ასეადვილად არ იპატიება

პირველ რიგში მადლობა, რომ დრო დაუთმე და წაიკითხე და ბოდიშს გიხდი რომ იმედი გაგიცრუვდა, ვიცი საშინელება იყო. მაგრამ შემდეგ თავში არის მიზეზი რის გამოც აპატია კატომ ანას ადვილად, მაგრამ ამ შეფასების მერე არ ვიცი ღირს თუ არა გავაგრძელო...

 


№3 სტუმარი Guest გუგა

არ შეწყვიტო, სულაც არაა ცუდი. შეიძლება მეც ადვილად მეპატიებინა(შეიძლება ვერა) ცოტა უცნაურად მეჩვენება მაგრამ მაინც... დანარჩენი თავებიც წავიკითხე და რავი საინტერესოა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent