შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი გრძნობით შემიყვარდი


14-09-2016, 14:44
ავტორი Bluefloyd
ნანახია 1 898

მე ელენე ვარ, 19 წლის, შავი გრძელი თმითა და მწვანე თვალებით. ძმასთან ერთად ვცხოვრობ, უფრო სწორად ვცხოვრობდი, სანამ ციხეში წამლისთვის ჩასვამდნენ. ამ ამბავმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სულ მარტო დავრჩი მწარე რეალობის პირისპირ.
გიორგის ციხეში დატოვება ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა, ამიტომ სასწრაფოდ რამე უნდა მეღონა მის დასახსნელად.
-კაროჩე, შენი ძმის გამოსახსნელად ერთადერთი გზაა, კარგად მომისმინე და გადაწყვეტილება შენ მიიღე, მე ვერაფერს დაგაძალებ
-რა ხდება?
-ალბათ გსმენია ჭაბუკიანების შესახებ, მოკლედ ჩემი ოჯახის ახლობლები არიან და დასახმარებლად მათთან მივედი. სიტუაცია ავუხსენი და გიოს დახმარებას შემპირდნენ, ოღონდ სანაცვლოოოდ...
-მითხარი ლევან რას ითხოვენ სანაცვლოდ, ყველაფერზე თანახმა ვარ ოღონდ ჩემი ძმა იმ ჯოჯოხეთიდან დავიხსნა
-მოკლედ სანაცვლოდ შენ თავს ითხოვენ
სიტყვებს გონებაში ვიმეორებდი, ვერ ვხვდებოდი რას გულისხმოდა
-ელენე, თუ გინდა რომ გიოს დაეხმარო, ჭაბუკიანების უფროს ვაჟს ცოლად უნდა გაყვე
ამ სიტყვებმა ტვინში დამარტყა, სისხლი გამეყინა და გიჟივით თავის ქნევა დავიწყე
-არა, არა, არა ლევან, მე ვერ გავთხოვდები
-ეს ერთადერთი გამოსავალია ელენე, ხო გითხარი გადაწყვეტილება შენ მიიღეთქო, ალბათ კარგიც არის უარზე რომ ხარ, ჩემ ძმაკაცს კარგად ვიცნობ, არასოდეს გაპატიებს რომ მის გამო ასეთი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ ისიც კარგად იცი რომ შენი ძმა ციხეში დიდხანს ვერ გაძლებს.
ცრემლებმა თავისით იწყეს დენა, თავში ათასი აზრი მიტრიალებდა, რას იტყოდა გიორგი, როცა გისოსებს თავს დააღწევდა, ისურვებდა კი ჩემს ნახვას, ალბათ კი, მოვიდოდა თვალებში ჩამხედავდა და მეტყოდა თუ როგორ ვძულდი, იმის გამო რაც ჩავიდინე, მე ხომ ცუდი არაფერი დამიშავებია, მაგრამ ის არასდროს მაპატიებს რომ მისი ბედნიერებისთვის საკუთარ მომავალზე უარი ვთქვი და ხაზი გადავუსვი იმ ყველაფერს, რაზეც ერთად ოდესმე გვიოცნებია. ფიქრებიდან ლევანის ხმამ გამომარკვია
-სანამ რამეს გადაწყვეტ, ჯობია იმ ოჯახს შეხვდე
ცრემლები მოვიწმინდე და დავთანხმდი, გონების კარნახს მივყევი და მივხვდი რომ ჩემი ძმის თავისუფლებისთვის ყველაფერი მიღირდა. მას შემდეგ რაც მშობლები ავტოკატასტროფაში დავკარგე, ძმის მეტი არავინ დამრჩა, ის იყო 8 წლის მანძილზე ჩემი ერთადერთი იმედი და ნუგეში, ყველანაირად ცდილობდა ობლობა არ ეგრძნობინებინა ჩემთვის, მაგრამ სინამდვილეში თვითონაც ძალიან უჭირდა, ისიც ხომ ჩემსავით მარტო დარჩა და ამხელა პასუხისმგებლობა დაეკისრა ჩემს მიმართ.
მეორე დღეს ლევანმა მომაკითხა და ჭაბუკიანებთან მიმიყვანა. ჭიშკარში მცველები იდგნენ, სიმართლე გითხრათ გაოცებისგან პირი ღია დამრჩა, ასეთი სახლები მხოლოდ ფილმებში თუ მენახა. სამსართულიანი სახლი იყო, უზარმაზარი ეზოთი, არა სახლი კიარა ნამდვილი სასახლე, მეგონა იქ შესული უკან გამოსასვლელ გზას ვეღარ გავაგდნებდი. ლევანმა ხელი ჩამჭიდა, ღრმად ჩავისუნთქე და შინ შევედი. კარი მოსამსახურემ გაგვიღო და მისაღებში გაგვიყვანა, სადაც ოჯახის წევრები გველოდებოდნენ.
-ესეიგი ელენე ხომ? -მომმართა ოჯახის უფროსმა
-დიახ -ძლივს ამოვილუღლუღე და მითითებულ ადგილას დავჯექი.
-მე ალბათ მიცნობ, ვახტანგ ჭაბუკიანი-ხელი გამომიწოდა მეც ჩამოვართვი და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, თითქოს ამ ნიშანს ელოდაო და განაგრძო-გაიცანი ეს ქეთევანია ჩემი მეუღლე, ესენი კი ჩემი შვილები-უფროსი ეკატერინა და უმცროსი საბა.
-სასიამოვნოა-ნაზად გავუღიმე, საბა ჩემთან მოვიდა და გადამეხვია, საოცარი სითბო მოდიოდა მისგან, რამაც გიორგი გამახსენა და დავფიქრდი იმაზე თუ რისთვის ვიყავი აქ და რომ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა.
-სიტუაციას გავეცანი და შენი ძმის დახმარება შემიძლია, რაც შეიძლება მალე გამოვიყვან ციხიდან, მაგრამ ალბათ იცი რომ..
-დიახ, ვიცი და თანახმა ვარ, გიორგის გამო მზად ვარ თქვენს უფროს ვაჟს ცოლად გავყვე
უკნიდან ვიღაცის მზერა ვიგრძენი, მივიხედე და აღტაცებისგან ნერწყვი გადავყლაპე. ჩემს წინ 2მეტრამდე სიმაღლის ბიჭი იდგა, შავი კუპრივით თმითა და ამავე ფერის თვალებით, პატარა წვრი ჰქონდა, რომელიც საოცრად ამშვენებდა, სწორი ცხვირი და დიდი წითელი ტუჩები კი უფრო მომხიბვლელს ხდიდა.
-ვახტანგ რას ამბობს ეს გოგო? -გვერდზე მომიჯდა და ხელი გადამხვია, ალკოჰოლის სუნმა ცხვირი ამიწვა და ვეცადე თავი გამენთავისუფლებინა, მაგრამ ხელი უფრო ძლიერად მომიჭირა
-დემეტრე, გაიცანი ეს ელენეა
-ესეიგი ელენე -ლოყაზე ხელი ნაზად ჩამომისვა და თვალებში ჩამაშტერდა
-დემეტრე, ამაზე ადრეც გვისაუბრია, მე და დედაშენი ასეთ მდგომარეობაში ვეღარ გიყურებთ, დროა საკუთარ თავს მიხედო, ამაზე დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ელენე ცოლად მოიყვანო
-რაა? -წამოფრინდა დემეტრე და ზიზღით შემომხედა -ვინ უნდა მოვიყვანო ცოლად ვახტანგ ხოარ გაუბერე? თქვენ რა მართლა გგონიათ რო ამ ლაწირაკს ცოლად მოვიყვან? მე ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ და თქვენ რა გაწვალებთ?
-სიტყვები შეარჩიე და ხმას დაუწიე, როგორც მე ვიტყვი ყველაფერი ისე იქნება, ახლა კი დროზე შენს ოთახში მიბრძანდი, თორემ სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევ.
საშინელი ზიზღით გამომხედა, ალბათ მამამისი რომ არა იქვე მიმახრჩობდა, ხმადაბლა შეიგინა და თავისი ოთახისკენ გავარდა. ახლა მივხვდი რომ ცხოვრებას არა მარტო მე, არამედ დემეტრესაც ვუნგრევდი.
-ელენე ბოდიში, გპირდები ეს აღარ განმეორდება
-არაუშავს-ხმის კანკალით ვუპასუხე
-ბატონო ვახტანგ, როგორც ვატყობ თქვენი შვილი უარზეა-საუბარში ლევანი ჩაგვერთო
-მისთვის აზრი არავის უკითხავს, მე ასე გადავწყვიტე და ასეც იქნება, საჭირო მხოლოდ ელენეს თანხმობა იყო და ესეც მივიღე. რაც უფრო ადრე მოაწერთ ხელს მით მალე გამოვიხსნით შენს ძმას ციხიდან.
-ჩემთვისაც ასე აჯობებს-გავუღიმე და ლევანს ხელი ჩავჭიდე
-ძალიან კარგი, ორ დღეში დასანიშნად მოვალთ
-გასაგებია-უთხრა ლევანმა და წამოდგა-ჩვენი წასვლის დროა
დავემშვიოდებთ და გარეთ გამოვედით, საკმაოდ გრილოდა, ფეხები მეკვეთებოდა და ლევანს დავეყრდენი
-არ ვიცი, არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა, გიორგის სამუდამოდ დავკარგავ, არასოდეს გვაპტიებს ამ ნაბიჯს არც მე და არც შენ.
-ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, მე შენს გვერდით ვარ და არასდროს მიგატოვებ
მთელი ძალით ჩავეხუტე, მინდოდა უსასრულოდ გაგრძელებოდა, ლევანი გიოს ძმაკაცი იყო და გიოზე ნაკლებად არც მყვარებია. ბავშვობიდან ერთად ვართ და ვიცი რომ ჩვენი მეგობრობა სიცოცხლის ბოლომდე გასტანს და იმის იქითაც გაგრძელდება.
სახლში მივედი თუ არა ლოგინზე გადავეშვი და ხმამაღალი ტირილი დავიწყე. ტელეფონი ავიღე და რუსკას დავურეკე
-რუსსკა, ძაან გთხოვ, ლაპარაკი არ შემიძლია, გთხოვ ჩემთან მოდი-ძლივსგასაგონად ვლუღლუღებდი
-ელე? რა გჭირს? გოგო კარგად ხარ? ეხლავე გამოვალ, სახლში იყავი და ჩემს მოსვლამდე არსად გახვიდე
-კკააარგი, მალლე მოდიი გთხოოვ
რუსკა ჩემი ერთადერთი დაქალი იყო, პირველი კლასიდან ერთად ვიყავით და მასზე კარგად ვერავინ მიგებდა, ალბათ არც არავინ მიცნობდა მასზე უკეთ, ჩემი სულის ნაწილი იყო და მის გარეშე მე უბრალოდ არაფერი ვიყავი.
__________________________________
-არ ვიცი შე***ა, ვიღაც ლაწირაკს მტენის ვახტანგი ცოლად უნდა მოიყვანოო, მაგათმა სუ გაუბრეს -მუშტი მაგიდაზე დაარტყა უფროსმა ჭაბუკიანმა და მორიგი ვისკი შეუკვეთა
-ვინაა შე***ა კაი გოგო მაინცაა?
-კიი ტოო, ლამაზია, მარა ხო იცი შე***ა გოგოები აღარ მაინტერესებს.
-რაც მოხდა დაივიწყე დემეტრე შენც ხო კარგად იცი რომ ვეღარაფერს შეცვლი, დროა სხვა გოგო შეიყვარო, რამდენი გოგო დადის, თან მითუმეტეს ცოლი მოგყავს. როდემდე გეყვარება ნატალი, დროა დაივიწყო, აღარ არის, ვსო, მოკვდა, დაგტოვა, როდემდე უერთგულებ, მას მერე არცერთ გოგოსთან არ ყოფილხარ სერიოზულად,ერთხელ გაერთობი და ისე მოისვრი ხოლმე, თითქოს რაიმე ნივთი იყოსო, შენ თავს შეხედე რას დაემსგავსე, მართალია ვახტანგი, ალბათ ცოლის მოყვანა საუკეთესო ვარიანტია შენთვის-ჭიქა გამოგლიჯა დემეტრეს დათომ, საპასუხოდ კი გემრიელი მუშტი მიიღო. მალე მოეგო დემეტრე გონს და ძმაკაცს ბოდიში მოუხადა
-არ მინდოდა, მართლა არ მინდოდა ხო იცი, უბრალოდ ნატალიზე ასეთ ლაპარაკს ვერ ავიტან, მას პირობა მივეცი და ბოლომდე ვუერთგულებ კიდეც ჩემს სიტყვას, სხვა არავინ მჭირდება მის გარდა, არავინ დათო გესმის?
-ნატალისაც არ მოეწონებოდა ეს -უთხრა დათომ და კლუბი დატოვა.
_____________________________
კარზე მალე ზარის ხმა გაისმა, რუსკა იყო, აცრემლებული რომ დამინახა ჩამეხუტა და დაწყნარება სცადა
-არა რუსკა არა, ვერ დავწყნარდები შენ არაფერი არ იცი
-მე აქ ვარ და გისმენ-ყავის მზადებას შეუდგა თავართქილაძე
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი
-რუსკა, ის ისეთი საშინელია, ისე ვძულვარ, ვერ მიტანს, მე ხო მას სიცოცხლეს ვუნგრევ, არ ვიცი მასთან ერთად როგორ შევძლებ ცხოვრებას, ის ხომ ზიზღის და სიძულვილის მეტს არაფერს გრძნობს ჩემს მიმართ.
რუსკამ მიმიხუტა და თმაზე დამიწყო ფერება
-იქნებ უარი თქვა?
-არა, გიორგის ციხეში ვერ დავტოვებ, თან ახლა უკვე ყველაფერი გვიანია, 2დღეში დასანიშნად მოვლენ
-ელენე, ჩემო საყვარელო, ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება, ვერაფერს დაგიშავებს, ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვარ.



№1  offline წევრი D M

მომმეწონაა. :) ველოდები გაგრძელებას. blush

 


№2 სტუმარი Guest თეო

მალე დადე რა შემდეგი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent