სიყვარული,ეს ბრძოლაა
თავი-2 გათენდა....ცა მეტად ჩაშავებული და მოქუფრული იყო..მომენტალურად გაიელვებდა ცაზე და მას ბრუხუნი მოყვებოდა არ მიყვარდა ასეთი ამინდი....ლოგინზე ვწევარ და მუსიკებს ვუსმენ....12 სრულდება,მაგრამ ადგომას არ ვჩქარობ ზაფხულია და საქმეც არაფერი მაქვს,მხოლოდ ნიკას ზარს ველოდები,მაგრამ არ მირეკავს....ოთახში დედა შემოდის.... -დაიწყო გავიფიქრე და ასრულდა კიდეც -ქეთი 12 საათია შვილო....ვის გაუგია ამდენ ხანს ლოგინში წოლა და ძილი...ადექი ფეხზე ტაში შემოკრა და ხელები გადააჯვარედინა...იდგა დედაჩემი და ვუყურებდი თან დებილივით ვიღიმოდი რა მაღიმებდა?მისი სახე ისე იყო გაწითლებული მეგონა პამიდორს ვუყურებდი -კარგი დედიკო ვდგები დავემანჭე და ტელეფონი გვერდით გადავდე,.....ფეხზე წამოვიზლაზნე რასაც ქვია და სააბაზანაშო შევიკეტე..ალბათ ერთ საათზე მეტი გავატარე იქ....გამოსვლისას პირდაპირ ტელეფონს დავწვდი...ამ დროს ნიკას მონაწერი ან დანარეკი მაინც აქვს....მაგრამ ღიმილი სახეზე შემაშრა,როდესაც მისი სმს გავხსენი -ქეთი საღამოს 9 საათზე იმ პარკში მოდი სადაც პირველად გავიცანით ერთმანეთი.....სერიოზული საქმე მაქვს!!! გეფიცებით ასეთი სერიოზული სმს ჯერ არასოდეს მოუწერია....რაღაც ხდებოდა და ამას ვხდებოდი გული შემიქანდა....ტელეფონი ძირს დამივარდა და ლოგინის კიდეზე ჩამოვჯექი.....ვიჯექი და კედელს მივშტერებოდი სანამ ჩემი სულელი პატარა 4 წლის ძმა თავზე არ დამახტა.... -ქეთი დედიკო გიძაქის მანჯღრევდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა -გავიგე ბოლო ხმაზე დავუყვირე და ხელი ვკარი....უცებ შეეცვალა გამომეტყველება და სახე სატირლად მოამზადა,მაგრამ ეგ სულ არ მაღელვებდა...ახლა მხოლოდ ნიკა მაინტერესებდა სასწრაფოდ ჩავიცვი და ქვევით ჩავედი -მე წავედი -სად მიდიხარ?მოდი ისაუზმე -არ მშია კარები მოვკეტე და ქუჩას გავუყევი....გზა ამებნა...არ ვიცოდი სად წავსულიყავი ან ვისთან ბოლოს ისევ თიკა გამახსენდა ჩემი მამიდა გზა გადავჭერი და ჭავჭავაძეზე წავედი.....3 სართული ფეხით ავირბინე და კარებზე დავაკაკუნე..... -ახლავე.. მომესმა თიკას ხმა და მეც გამეცინა...გამოაღო თუ არა შემეშინდა...სახეზე რაღაც თეთრი მასა ესვა.... -რა არის ეს? გავიცინე და გადავეხვიე -სახის ნიღაბი... -გასაგებია... მხრები ავიჩეჩე და დივანზე მოვთავსდი...არ დაგიმალავთ და მამიდას ყველაზე მეტად მოწონს ნიკა.. -ჩემი სიძე როგორაა? თვალები ააჟუჟუნა და ორაზროვნად გადმომხედა -არ ვიცი,...მამიდა რაღაც ჭირს....გუშინ არ მნახა...დღეს კიდე ნახე რა მომწერა ტელეფონი სახის წინ ავუფრიალე და ვიგრძენი როგორ ამიტანა კანკალმა -კარგი დაწყნარდი...არ იქნება ასეთი სერიოზული -მართლა? ცოტა იმედი მომეცა და ცრემლები მოვიწმინდე -ხო ჩემო სიცოცხლე 4 წელია ერთად ხართ და დავიჯერო ასე უცებ რამე შეიცვალა?არა...ვერ დამაჯერებ თავი გააქნია და სამზარეულოში გავიდა -ყავა გინდა? -არა მამიდა წავალ მე მადლობა გადავეხვიე და წამოვედი...მართალია მამიდამ დამაწყნარა,მაგრამ თქვენ გგონიათ ამით რამე შეცვილა?არა...პირიქით...ახლა უფრო დავიძაბე....მეშინოდა 8 საათის....იქ მისვლის....რაღაც ხდება,გეფიცებით ამას ვგრძნობ....ვხვდები,რომ სერიოზულია ისე იქ მისვლას არ მთხოვდა იქ ხო ერთმანეთი გავიცანით სკამეიკაზე ჩამოვჯექი და თვალები ცას მივაპყრე მართლა არ მიყვარს ასეთი ამინდი...ახლა კიდე უფრო ჩაშავებულია ცა თითქოს რაღაცას გვაუწყებს... -ჯანდაბა გავგიჟდები მთელ ხმაზე დავიღრიალე და ფეხები მოვკეცე...მიყვარდა ასე ჯდომა,მაგრამ არა ასეთ ამინდში.......უცებ ვიგრძენი როგორ დამეცა ერთი წვეთი ფეხზე...შემდეგ მეორე....მესამე და მალე გადაიქცა წვიმად გაიელვა დაიბრუხუნა და მეც ფეხზე გიჟივით წამოვხტი...კაპიშონი გადავიფარე და სახლისკენ სირბილით წავედი...არ ვიცი ალბათ 20 წუთი შეუსვენებლად მივრბოდი....ეზოში შევედი ჭიშკარი მივკეტე და სახლთან გავჩერდი.....მოაჯირს დავეყრდენი და ღრმად ამოვისუნთქე....ახლა მხოლოდ ნიკა მჭირდებოდა ერთი დღეა არ მინახავს და უკვე მის გარეშე სუნთქვაც მიჭირს მისი ხმა მომენატრა...ტელეფონი ამოვიღე ნომერი ავკრიბე რომელიც მე ვაჩუქე და დავრეკე..... -ხო ქეთი? მისი ხმა...ღმერთო როგორ მეუცხოა გაციებული და დაბოხებული.... -ნიკა რა ხდება?რატო დამიბარე დღეს პარკში? -ასეა საჭირო...არ დააგვიანო გთხოვ ეს მითხრა და გათიშა....რა ქნაა?გათიშა...ჯანდაბა ნიკა რა გჭირს.... ყვავილების ქოთანი ავიღე და ვისროლე...სადღაც შორს,მაგრამ ახლოს გავიგე მისი დაცემის ხმა....ამ ხმაურზე გარეთ დედა გამოვარდა... -რა ხდება? -არაფერი კბილებში გამოვცარი და ოთახში შევარდი....მძულდა ყველა და ყველაფერი...4 წელი ერთად და ასეთი ცივი ხმა...საუბარი....არასოდეს ლოგინზე კედებიანად წამოვწექი...ფეხები მოვკეცე,ყურსასმენები გავიკეთე მუსიკებს ბოლო ხმაზე ავუწიე...თავი კედელს მივადე და ჩემ წინ მდგარ კარადას მივაშტერდი --------------- ნიკა აივანზე იჯდა და სიგარეტს აბოლებდა არ შეიძლებოდა,მაგრამ არ იჯერებდა...ახლა მხოლოდ ქეთი აინტერესებდა ეცოდებოდა ტკიოდა მონატრების,ჩახუტების და სიყვარულის ჟინი კლავდა მთლიანად აირია....ვერ ხვდებოდა საით წასულიყო...რა გაეკეთებია....თითქოს ფიქრების კორიანტელში დაიკარგა საიდანაც ვერ ამოდიოდა,ან არ უნდოდა ამოსულიყო....წამოდგა....გადაწყვიტა და მშობლებისკენ დაიძრა...დედის კისკისი კიბეებთან მოესმა გული მოუკვდა მამის ჩახლეჩილი ხმამ სულ დააბნია და შეყოყმანდა.....იდგა და მომღიმარ მშობლებს შეცქეროდა თითონაც ეღიმებოდა -ჰეი ნიკა ჩამოდი რას დგახარ მანდ? -ხო დე მოვდივარ თავი დაუქნია და კიბეებს ნელა ჩაუყვა...მათ მიუახლოვდა და წინ დაუდგა -რაღაც მაქვს თქვენთვის სათქმელი... თითები ერთმანეთში ახლართა და თავი ჩაქინდრა -რა ხდება დედის სიხარულო? ეს სიტყვები როგორ ესიამოვნა ახვლედიანს მთლიანად დაიბნა შემდეგ მამას შეხედა რომელიც გაცისკროვნებული უყურებდა შვილს და მისით ტკბებოდა..მისი ვაჟკაცი რომელიც ღირსეულ კაცად აღზარდა ფეხზე დააყენა და ქალების პატივისცემა ასწავლა...მაგრამ რას წარმოიდგენდა,რომ ერთადერთი ვაჟკაცი უკვდებოდა?და ამ ამბავს,რომ გაიგებდა როგორ ხასიათზე დადგებოდა?დამიჯერეთ საშინელს.... -ნიკა ქეთი მოგყავს ცოლად?მომწონს ეს გოგო...ვგიჟდები კაცმა ტაში შემოკრა,მაგრამ ღიმილი მალევე შეაშრა სახეზე,როდესაც ნიკამ ორი საშინელი შემაძრწუნებელი სიტყვა წარმოთქვა... -კიბო მაქვს ეს სიტყვები მეხისგავარდნასავით გაისმა ოთახში.....მაიკო გაფითრდა.....ფერი ეცვალა და მკვდარივით მიესვენა დივანს.....თამაზი გაშრა.....გაფართოებული თვალებით უყურებდა შვილს და მის სიტყვებს აანალიზებდა.... -დედაააა მიშველეთ ვინმემ ვაიმე შვილო ეს არ გამეგო და ცოცხლად ჩავწვებოდი მიწაში...რაღათ მინდა სიცოცხლე თუ ჩემი ნიკა აქ გვერდით არ მეყოლება? ქალი ოხრავდა....პანიკებში ჩავარდა...ისტერიული ტირილი აუვარდა... -თამაზ ამოიღე ხმა....შვილი გვიკვდება ჩემო სიხარულო...დედის გულო ჩემო პაწაწუნა ეს არ გამიკეთო დე არ წახვიდე რა გთხოვ დედი ქალი ფეხზე წამოფრინდა და ნიკას ჩაეხუტა...იგრძნო დედის სითბო და გულში ვაება იგრძნო...ერთიანად გათბა,მაგრამ ასევე ერთიანად განადგურდა -დედა არ ვკდები...დედა გამოფხიზლდი დედა.... დაიყვირა ნიკამ და ქალი ჩეანჯღრია -თამაზ რა უნდა ვქნათ? -ნიკა ჩემო ვაჟკაცო ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ... უჭირდა საუბარი,მაგრამ არ ტიროდა..წამოსული ცრემლები მოიწმინდა და შვილს ხელი გადახვია -ვიმკურნალებთ და ისევ კარგად გახდები -მადლობა მამა ექიმმა მირჩია ამერიკაში წავსულიყავი სამკურნალოდ -ხო და მოემზადე 2 დღეში წავალთ... -ძვირი ჯდება მამა -და შენთვის ფული მენანება? ეგ არ გაიმეორო...,მაქვს იმდენი,რომ ყველაფერში გვეყოს.... -მე-3 სტადიაა...თავის ტვინზე... -ყველაფერი კარგად იქნება...ხო მაიკო? -კიკი აბა რა ჩემი ბიჭი არ მიმატოვებს დაეთანხმა და ცრემლები მოიწმინდა -ხო კიდე ქეთისთან სიტყვა არ წამოგცდეთ...ინერვიულებს...ხო იცით როგორი გულჩვილი გოგოცაა დღეს უნდა დაველაპარაკო... -კი,მაგრამ შვილო -გთხოვ მამა...მირჩევნია არაფერი იცოდეს...ასე უფრო მშვიდად ვიქნები მეც და ისიც -შენი ნებაა... თბილად გაუღიმა კაცმა და კაბინეტში გავიდა...ნიკამ საათს გახედა...3 აჩვენებდა....მანქანის გასაღები აიღო და ბარში წავიდა...შევიდა თუ არა ლაშას თვალი მოკრა და მის გვერდით ჩამოჯდა -რაშვები ? ლაშამ ხმა არ გაცა ისე მოსვა ვისკი და სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა -კაი ტოო რას იბუტები.... -არ ხარ ნორმაულირი თავი გააქნია და ბიჭს მიუბრუნდა -უთხარი? -კი.... -მერე? -ამერიკაში მივდივარ სამკურნალოდ...მაგრამ არ ვიცი რამდენი ხნით... მხრები აიჩეჩა და სიგარეტს მოუკიდა -ნუ ეწევი არ შეიძლება... პირიდან გამოგლიჯა და ჩაწვა -ეე ჩემი ძიძა ხარ ტოო? -არა ძმაკაცი -კარგი..დღეს ქეთის უნდა შევხდე -უნდა უთხრა? -არა... თავი გააქნია და ლაშას ქვევიდან ახედა -მიჭირს,მაგრამ უნდა დავშორდე...შეიძლება იქედან ცოცხალი აღარ ჩამოვიდე და არ მინდა გული უფრო ვატკინო ის,რომ აქ დარჩეს და ინერვიულოს უფრო დაიტანჯება.... -ასე უფრო ატკენ -ვიცი...მაგრამ დრო და დრო შეეგუება... -არ ხარ მართალი... -მეტი გზა არაა....მინდა,რომ დამივიწყოს -არ ვიცი ძმაო რა გითხრა..ან რით დაგეხმარო -მხოლოდ იმით,რომ ქეთის ყურადღება მიაქციეთ....არ მინდა რამე სისულელე ჩაიდინოს და ცხოვრება გაინადგუროს...გთხოვთ მიხედეთ -მივხედავ აბა რას ვიზამ...ჩვენი პატარა ფერიაა ეგ ხო იცი -ვიცი ლაშა...ახლა წავალ....ხვალ გნახავთ და მერე მივფრინავ -კარგი.... ხელი ჩამოართვა და ნიკას შეხედა -წადი ახლა ხვალ ხო გვნახავ -კარგი,კარგი წავედი... ხელები მაღლა აწია და ბარი დატოვა...არ დაულევია...უნდოდა ფხიზელი ენახა ქეთი...გაუჭირდებოდა,მაგრამ ასე ჯობდა...მანქანაში ჩაჯდა და პარკისკენ აიღო გეზი...ჯერ 4 საათი იყო,მაგრამ უნდოდა ადრე მისულიყო...ის ადგილი მოძებნა სადაც პირველად დაინახა მომღიმარი ქეთი და იქვე სკამეიკაზე ჩამოჯდა....თავი ჩაქინდრა ხელში კი სიგარეტის ღერი აატრიალა და თვალები მილულა -------- -დეე წავედი მე -სად მიდიხარ ქეთი!? -ნიკუშა უნდა ვნახო -ოხხ....ჭკვიანად იცოდე და თბილად ჩაიცვი გარეთ სიცივეა და წვიმს -კარგი... ხელი დავუქნიე და გარეთ გავედი....წვიმიან ქუჩას მივუყვებოდი....არაფერი საინტერესო არ იყო.....პარკს მივუახლოვდი...იქვე დავლანდე ნაცნობი სილუეტი და მისკენ გავიქეცი შემომხედა და თითქოს მის თვალებში რაღაც გაუსაძლისი ტკივილი ამოვიკითხე შევახტი და თავი მის კისერში ჩავმალე როგორც მჩვევია ხოლმე მანაც მომხვია მისი ხელები და ლოყაზე მაკოცა კისერი სულ დამიკოცნა რაღაც უცნაური მეჩვენა...თითქოს ვგრძნობდი,რომ ბოლოჯერ მეხებოდა...ბოლოჯერ მკოცნიდა....მალე მომშორდა და შემომხედა...ეს არ იყო ის რასაც ველოდი დედას გეფიცებით ხელები უკანკალებდა...ალბათ სიცივის ბრალი იყო,მაგრამ მეც მალე ამიტანა კანკალმა როდესახ მისი ხმა გავიგდ...ცივი...რაღაც უხეში,ჩახლეჩილი არანაირი სიყვარულით სავსე ბგერები არც მისი მზერა მეცნობოდა...არც მისი შიში და მწუხარება რომელიც სახეზე ქონდა აღბეჭდილი...ვიგრძენი ის რაც 4 წელიწადია არ მიგვრძნია....ხელი მოვკიდე,მაგრამ გამიშვა და უკან დაიხია -ნიკა რა ხდება? ვგრძნობდი,როგორ მევსებოდა თვალები ბლანტი სითხით -ქეთი მეძნელება ამის თქმა...ღმერთო ჩემო ხელები თავზე შემოიწყო და თვალებში ჩამაშტერდა -რა ხდება ნიკა?აღარ იტყვი? -არ შემიძლია....ჯანდაბა...ფუ შენიიიი ფეხი ქვას წაკრა და ხელები გაშალა -დღეს რაღაც უცნაურად იქცევი...მითხარი რამე თუ გჭირს...გეფიცები ნიკა გული ცუდს მიგრძნობს...მგონია რომ რაღაც გჭირს და მიმალავ -ქეთი მომისმინე....მიყვარხარ ხო გესმის?ძალიან ძალიან მიყვარხარ,მაგრამ -რა მაგრამ ნიკა?ამოღერღე.... -ასე ვერ გავაგრძელებთ...უნდა დავშორდეთ...გთხოვ წადი შენ გზაზე..გათავისუფლებ ქეთი ჩემგან :) ვიგრძენი როგორ დაეჭიმა ტანზე არსებული ყველ ძარღვი...როგორ დაებერა ვენები.....სინათლის შუქზე თვალი მოვკარი როგორ ელვარებდა მისი ცრემლები რომელიც მდინარესავით დიოდა....მაგრამ მე?მოვკვდი.....გული თითქოს ამომგლიჯა და ფეხით გათელა.....ცრემლები წამომივიდა...ვიდექი წვიმაში ნიკას წინ და ვერ ვინძრეოდი...ვერ ვეხუტებოდი ასე ახლოს და ასე შორს ეს საშინელება იყო მეტკინა აი აქ მეტკინა ხელი გულზე მივიჭირე და მოვიხარე....საოცრად და გაუსაძლისად მტკიოდა...თითქოს ფეთქვა შეწყვიტა...ვიდექი მოხრილი და მიწას მივშტერებოდი.... -არ შეგიძლია ნიკა ჩემი მიტოვება...გესმის??არა არ შეგიძლია -ასე საჭირო ქეთი...გთხოვ მომისმინე... მომიახლოვდა მისი ცივი თითები ჩემშაში ახლართა და მაკოცა -გთხოვ გამიგე მიჭირს ქეთი,მაგრამ ასეა საჭირო... -არ შემეხო არ ნიკა....ასე არ მიმატოვებ..ვიცი,რომ ასე ვერ შეძლებ...ეს ხო შეუძლებელია -ჯანდაბა ქეთი გაიგე,რომ დავშორდით მორჩა....ყველაფერი დასრულდა.... დაიყვირა და შებრუნდა -გთხოვ -ბედნიერებას გისურვებ...დღეის იქეთ ვეღარ მნახავ,....ვერასოდეს.... გაუჭირდა მე ეს ვიგრძენი წავიდა...მიმატოვა -გთხოვ ნიკა არ წახვიდე ხელი გავიშვირე მისკენ და მიწაზე მუხლებით დავემხვე -ნიკა ბოლო ხმაზე დავიყვირე და თავი ჩავქინდრე წვიმდა ელავდა ხალხი ჩემ გარშემო დადიოდა,მაგრამ მე არავინ მაინტერესებდა...მეგონა დედამიწამ ჩემ გარშემო არსებობა შეწყვიტა.....სახე ცას მივუშვირე...მაწვიმდა...მციოდა...ვკანკალებდი,მაგრამ მეკიდა...მხოლოდ ნიკა მინდოდა ფეხზე წამოვდექი და ცარიელ განათებულ ქუჩას გავუყევი....სიარულის ძალა აღარ მქონდა...ფეხებს მივათრევდი....ხელებით შენობებს ვადენდი და ისე მივდიოდი თითქოს ძალა წამერთვა....გზაზე ისე გადავედი გვერდით არც გამიხედავს....ყველა მოგონება წუთი წამი ერთად ამომიტივტივდა თავში ბედნიერი დღეები გიჟური ქცევები პირველი კოცნა ერთად იფეთქა ჩემ თავში ტკივილისგან ფილტვები მეკუმშებოდა თითქოს არსებობა სამუდამოდ შევწყვიტე...არ ვიცი სახლამდე როგორ მივაღწიე...ყველა იქ იყო...ჩემი ძმა დარბოდა და თამაშობდა...მე ისე შევედი ოთახში ხმა არცერთს გავეცი....პლედი ავიღე და აივანზე გავედი...ხის სკამში მოვკალათდი და ცას მივაშტედი...ცრემლები კი ისევ მდინარესავით მდიოდა ვერ ვიჯერებდი ან არ მინდოდა დამეჯერებია ---------------- შედარებით დიდი თავი იყო...ღიირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.