შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ბარნოვზე(სრულად)


14-09-2016, 23:31
ავტორი Gossipy girl
ნანახია 18 202

ვწერ სიყვარულის ნარჩენებიდან.
არადა არც ვიცი რას ვწერ.
დიდი შანსი არ მოგეწონოს.
დიდი შანსია ვერ იყო კმაყოფილი.
კრიზისი.
აი რა შეიძlება ვუწოდო,იმ მდგომარეობას რაც ახლა მაქვს.
ჰო დგება ხოლმე ეგ პერიოდიც.
არ მინდა დავინახო შენი მოწყენილი სახე.
არ მინდა შენი ერთი ცრემლის დანახვაც კი.
ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავ რასაც შენი გონება ალბათ ვერ გაწვდება.
შენი კიარა>?!
ალბათ ჩემიც ვერ წვდება
შენ უბრალოდ შემოდი და დაიკავე ადგილი ჩემს გულში.
არც გიკითხავს: „ შეიძლება დავჯდე?“
პირდაპირ შემოდი და დაჯექი.
რასაც გთხოვ ის არის რომ არასოდეს არ ადგე და არ წახვიდე.
უშენოდ გულიც ვეღარ იქნება „გული“.
მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა,ყველაფერი მახსოვს გეფიცები.
თეთრი კაბა გეცვა,წითელი ჩანთით ხელში.
ისე იღიმოდი.
20 მეტრის იქიდან ვიგრძენი რომ შენ „შენ იყავი“.
არარსებობს თემა რომელზეც ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ.
არ არსებობს თემა რომელიც არ განგვიხილია.
მე ვიცი შენი ცხოვრება შენ იცი ჩემი.
ღმერთის მადლობელი ვარ,იმისთვის რომ მომცა ნიჭი წერის.
(ნიჭი?) არ ვიცი იქნებ ვიბრალებ.
შენ ხომ მოგწონს?
მათაც მოეწონებთ.
ჰოდა მადლობა ღმერთს რომ რაღაცას ვწერ,მადლობა დუდუს და ელენეს,მათ გამაცნეს შენი თავი,მადლობა „ჭუმბოს“,მადლობა ნატას და ზურას,შენ რომ ხარ!
ახლა მეცინება ისე ვწერ თითქოს მალე მოვკვდები.
არ მინდა სიკვდილი.
მინდა,რომ კიდევ გნახოთ.
მინდა რომ კიდევ ჩაგეხუტო.
შენი წინდები ჩემთან არის.
მარიამის მაისურსაც ხელით ვრეცხავ ხოლმე.
იმ მოგონებებს რაც ამ ორ უსულო თუმცა ჩემთვის სულიერ საგანთან მაქვს,სხვას ვერ ვანდობ.
გამორჩეული ადამიანიო რომ მკითხონ,ხომ იცი სიაში ერთ-ერთი პირველი შენ რომ იქნები.
შენ და მარიამი.
ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე.
ალბათ წერაც მაგიტომ შემიძლია.
(ვიბრალებ რომ შემიძლია)
არადა არ შემიძლია.
ეს თქვენ გიყვარვართ თორემ რომელი „მწერალი“ მე ვარ?!
არ ვიცი ჩემში რა შეგიყვარდათ.
ან მე რატომ მაქვს თქვენი განსაკუთრებული სიყვარული.
მაგრამ,მადლობა ღმერთს რომ მეც მაქვს და თქვენც.
მინდა იცოდეთ.
თქვენ ორი მზე ხართ.
რომელიც ჩემს გულს და ცას მუდამ გაათბობს.
სხვა დანარჩენი ვარსკვლავები არიან ცაზე.
მზად ვარ ვიტირო ,როცა იტირებ.
მზად ვარ ვიცინო,თუ მე მეტირება.
ოღონდ შენ იყავი ბედნიერი კარგი?
მზად ვარ მოგისმინო და არ ვისწავლო ისტორია.
მზად ვარ გელაპარაკო გამთენიის 5 საათზე თუ შენ დამირეკავ და მეტყვი რომ გჭრიდები.
მზად ვარ მოვისმინო ყველა შენი პრობლემა,ჩემი სულელური სიტყვებით დაგამშვიდო და სულელურს სულიერი მნიშვნელობა მივანიჭო.
მზად ვარ ყველაფერი გადავდო ოღონდ იყავი რა ბედნიერი.
*
მჯერა მე სასწაულების.
ჩემი ცხოვრების ორი სასწაული კითხულობს ამას.
ამის მერე კიდევ იტყვით სასწაული კიარა დამთხვევააო?
არა!
თუ ჩემსას დაიჯერებ.
თუ ჩემსას იწამებ
მე გეტყვი რომ ბედნიერი იქნები.
მასთან „ჩვენ რომ ვიცით“.
აიჰ მარიამიც მეთანხმება ხედავ?ხედავ როგორ იცინის?
(ჰო ჩემს წარმოსახვაში იცინის,გეთანხმები ვერ მე ვერ ვხედავ,მაგრამ ზუსტად ვიცი ამას გაღიმებული კითხულობს.)
*
არმინდა ცრემლები შენს თვალებზე.
მანდ თუ არა.
აქ მაინც იქნები ბედნიერი ჰო?
არაო!(ასე მითხარი)
მადაც მატირეო ცოტა.
*
შენი ლიზუ ყველაფერს იზამს რომ ბედნიერი იყო.
*
შენი ლიზუ ეგოისტია,შენზე და მარიამზე ეგოისტობს.
*
თქვენ ლიზუს ნაწილი ხართ!
*
დავიწყოთ?
ჰო რა დავიწყოთ.
მეც ერთი სული მაქვს,როდის შევუბერავთ სანთლებს.
ის უკვე დიდი გოგოა.
(დიდი არა ის!სულ პატარა იქნება.)
*
გი-ლო-ცავთ!
*
გი-ლო-ცავ!
*
ცხოვრება იმით არის საინტერესო რომ ერთ დღეს შეიძლება ყველა შენი სიზმარი ახდეს.
დავიწყო ჰო?
დავიწყებ.



888

ახლა წვიმს.შემოდგომა მოვიდა,სექტემბრის რიცხვები თვალში ამერია.ანდაც რა აზრი აქვს მაგათ დათვლას?კალენდარზე რა ციფრი წერია.მთავარია გარეთ შემოდგომაა და თანაც სექტემბერია.წვიმა.როგორ ზუსტად ასახავს ჩემნაირი „გასული“ ადამიანის ხანმოკლე და უაზრო ცხოვრებას.უაზრო.უაზროს ვეძხი ცხოვრებას,რომელსაც ერთ დროს მთელი თბილისი შენატროდა.არვიცი.არვიცი ჩემთავზე არაფერი,არც სხვების შესახებ ვიცი რამე.ოთახი.ოთახში სიბნელეა,არც მინდა შუქის თუნდაც მცირედმა ნათებამ დამირღვიოს სიმყუდროვე,ისე რომ დავფიქრდე და ფარდა გადვწიო პირდაპირ დავინახავდი იმ ყვითელ-წითელ ფოთლებს ქუჩაში რომ სველდებიან და ქარის წყალობით ერთი ქუჩიდან მეორეზე რომ გადადიან,მერე ხმებიან და კვდებიან,ან ლპებიან,როგორ გვგავს ხო?მეც ასე ვფიქრობ.
ცრემლები.სითხეა უბრალოდ,სულაც რატომ ვტირი?ვის მივტირი?არ მაქვს ცრემლების უფლება,არ მაქვს რადგან დიდი ხსნის წინ ჩამოვართვი საკუთარ თავს საბუთი რომელიც ცრემლების ქონის უფელბას მაძლევდა,ჩამოვართვი და ასე მარტოობას გადავეცი,არ მინდათქო მტკიცედ ვთქვი.არ ვიტირებ.ტყუილი.როგორ გვიყვარს ადამიანებს ხო?ძალიანაცთქო ვიტყოდი მე,გამუდმებით ყოველი მეორე ფეხის ნაბიჯზე მას ვაწყდებით და მთელი ღიმილით და მოწიწებით ვართმევთ ხელს,ვესალმებით ოჯახს მოვიკითხავთ,გავუღიმებთ წარმატებებს ვუსრვებთ და ვემშვიდობებით.ვის?გეუბნები ტყუილს მეთქი.მოგონებები.იატაკზე დაწოლილი ვფიქრობ,ვფიქრობ და ვიხსენებ ჩემს მოგონებებს,ჩემს მონატრებას სილა მერამდენედ გავაწანი მეც აღარ მახსოვს,თითებზე დავითვლი ჩვენი შეხვედრის,შეხების და კოცნის მოგონენებს,წამებს და მომენტებს,რა გგონია დამავიწდა?ძალიან ცდები მე ყველაფერი მახსოვს.ვიძახი არ მიყვარსთქო აქაურობა არადა მზად ვარ ასფალტის ყველა იმ მონაკვეთს ვაკოცო დაჩოქილმა სადაც მე და შენ დავდიოდით ხოლმე.ახლა შენ აღარ ხარ.მეც აქ ვარ გაწოლილი,შენი სახლის შენსავე ოთახში,შემი სახლის წინ,შენი ფანჯრები ისევ ღიაა.რომ მეუბნებოდი მე რომ წავალ მაშინ დახურავენო,ცდებოდი,წახვედი და მე მაინც ღია მაქვს.ზოგი ფიქრობს გაგიჟდაო.
დიდი ამბავი ყველა „ვაფრენთ“ ცოტ-ცოტას,მერე რა მოხდა მე ბევრი თუ გავაფრინე?მაგათ უშენობა იოლი ჰქოგიანათ,მაგათმა რა იციან რა არის სიყვარული.
საბოლოო ჯამში სიყვარული შეჩვევაა და რომ ტოვებენ ზუსტად ეგ ჩვევა სტიკვათ ხოლმე.
ამიტომაც არი ისინი მიდიან,ცოცხლები,არიან და მაინც მიდიან.ამიტომაც არ მესმოდა ადამიანების.არ გვესმოდა.მერე ისე მოხდა რომ შენც წადი.ახლა რავქნა?კიდევ დიდხასნ ვიქნები ნეტავ ასე?იქნებ წამოვდგე და ფარდები გადავწიო,ლამაზი სანახავი იქნება ფოთოლცვენა ჩვენ ეზოში.
თუმცა არა,ვიცი რომ ცუდი იდეაა.ვერ წამოვდგები,თვალები რომ დავხუჭო?
აი ასე დავხუჭავ და შენ წარმოგიდგენ კარგი?
ხომ არ გამიბრაზდები?
აქ მაინც ვიყოთ რა ერთად.
აქ მაინც ვიყოთ ბედნიერები გთხოვ რა.
სანდრი ბევრს ვითხოვ?
ჩემი ბრალია,ვიცი ხო ჩემი ბრალია! მერე?
მერე რავქნა?
ფეხის ხმაა.
აზრი არ აქვს.
ერთად ყოფნას აქაც არ გვაცდიან.
*
იმ დღეს მთელი თბილისი ელოდებოდა ანასტასია ლეშკაშელის ფოტოებს.
სკოლას ამთავრებდა.
უკვე დიდი გოგო იყო.
სკოლის გამოსაშვებზე ხომ გრანდიოზულად ეწყობოდა მთელი კლასი.
ლეშკაშელის ჩაცმულობა კიდევ განსაკუთრებულად იქცევდა ყურადღებას.
სკოლაში სადაც არ უნდა დაგეგდო ბავშვებისთვის ყური ყველა იმაზე ჭორაობდა როგორი კაბას შეიკერავდა ანასტასია.
მისი ძმა იმ პერიოდში ციხეში იჯდა,ციხეში რა უფრო დაკავების იზოლატროში,ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და სასამართლოს ელოდებოდნენ.
გამოსაშვებზე ვინმეს უნდა წაეყვანა ანასტასია.
აბა როგორ?წყვილების გარეშე არავინ მიდიოდა.
წყვილები ან კლასელები იყვნენ ან კლასელები და თავიანთი შეყვარებულები/მეგობრები.
წინა ღამით მახსოვს გავიგონე როგორ ტიროდა ანასტასია,მისი ძმის წაყვანა რომ უნდოდა გამოსაშვებზე და ის მის გვერდით „ვერ“ იყო.
ნატას ტელეფონმა დარეკა უცნობი ნომერი იყო.
-ნატაშკა როგორ ხარ?..-გაისმა მივიწყებული,თუმცა კარგად ნაცნობი ხმა ტელეფონში.
-ეს ვიინ რეკავს.-აღფრთოვანდა ქალი.-კარგად ალექსანდრე შენ როგორ ხარ?
-არამიშავს,შენი ცელქი ბიჭის ამბავი გავიგე,გუშინ დამირეკა,ძალიან ჯავრობს ტასიკოზე.
-ჰოო,ტასიკო არ გამახსენო ზის მის ოთახში და ტირის,“რაღა ახლა დაიჭირეს მერე მაინც დაეჭირათო.“-გაიცინა ქალმა.
-ეგ სულელი,რა ატირებს.-გაიცინა ბიჭმაც.-მოკლედ რაზე გირეკავ ხვალ გამოვუვლი,როგორც გიგიმ მითხრა 6 საათი ხო?
-ჰო.-სახე გაებადრა ქალს.
-ჰოდა გამოვუვლი და დამხვდეს კარგი?
-გიგიმ დაგირეკა?რაო რა გითხრა?
-კარგად ვარო,მეთი მაგას რა ვუთხარი.-ისევ ეცინება.-არაუშავსო და მალე გამოვალო,საშიში არაფერია და ნატამ არ ინერვიულოსო,ტასიკო და იაკო მომიკითხეო.მაგრად ჯავრობდა რა ტაისაზე.
-ეგ მაიმუნი,თავხედი ბიჭი ეგ!
-ეე ნატა ვის არ შეგვშლია რა.-გაიცინა ისევ,ნატას დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.
ალექსანდრე გვიანიძე,ვერა-ვაკის კოლორიტი და დაბრუნებული შვილი თბილისის,თან ისე კიარა,ღირსეული შვილი.
ანასტასიამ რომ გაიგო ვინ გაუწევდა მეწყვილეობას გულის პულსი შეუნელდა,მერე ალაგ-ალაგ ჩავარდნებიც იგრძნო.წნევა აუთამაშდა ხან დაბალი ჰქონდა ხან მაღალი.ხმა ვერ გაიღო,რას ეტყოდა ნატას ჩემი ბავშვობის სიყვარულს რომ მივყვარ გამოსაშვებზე ცუდად ვარ დედა და ჰაერი არ მყოფნისო?ვერ ეტყოდა.იმიტომ რომ ამას ბევრი ახსნა მოუწევდა თავისი განმარტებებით.
იმ ღამით ვერ დაიძინა.
სულ იმის ფიქრში იყო როგორი ტანდემი შედგებოდა ხვალ.
როგორ ჩაიცმევდა,როგორ მოექცეოდა,როგორ იცეკვებდნენ.
ან იცეკვებდნნენ კი?
ღამის 3-ზე ადგა იაკოს დამაძინებლები დალია და საწოლში დაბრუნდა.
მერე სიზზმარი ნახა.
სიზმარი მოკლე იყო თუმცა ვარგისიანი.
სიზამრი მერე იყოს.
ბოლოსდაბოლოს გათენდა.
საწოლიდან 11ზე წამოდგა და სახლში მარიამი და ლიზა რომ დაინახა სახე დაღრიცა ამათ ჭორაობას რა გაუძლებსო.
-ოჰ,ადგა მზეთუნახავი!-წამოიკივლა მარიამმა.
-როგორ გეძინათ ქალბატონო ანასტასია?-ახლა ბებიამისი გამოეხმაურა სამზარეულოდან.
-აუ იაკო ყავა გამიკეთე თორე გასკდა თავი,დილით თქვენ სახეებს რომ დაინახავს ბედნიერი როგორ უნდა იყოს ადამიანი არ ვიცი და ვერ ვხვდები!-უჟმური სახით გახედა გოგოების მომცინარ სახეებს.
-ეს ნახე რა,როდის რას გეგმავ ახლა ჰა თქვი!-სულის ამოუთქმელად ჩაარაკრაკა ლიზამ და თვალებში ჩახედა გამომცდელად,ეს ის მზერა იყო „ეს როგორ დამიმალე,გაზღვევინებ ყველაფერს“.
-ტაქსით თუ მომიწევს ბოდიალი რავიცი როდის რა იქნება..-სახე აარიდა და ნატას გახედა.
-არ მოგიწევს ტაქსით ბოდიალი,მე წაგიყვან.-წარბი ასწია ლიზამ და იაკოს მოტანილ ყავას დიდი ემოციით შეხვდა.
-ოჰ,ჩემი მძღოლი ხარ დღეს?
-გახლავართ!
-რას მივაწერო ეს გულკეთილობა ვკვდები?-გაიცინა ტასომ და ყავა მოსვა.
-არ გადაგცდეს,ეგ ყავა ნელა იყავი,მაინც ხომ იცი დაქალთან „მიქარულმა“ ცოდვებმა თავისი არ ქნას.-წარბი ასწია მარიამმა.
-შენ რაიყო ნატა?-ტასომ ახლა ნატას გახედა,რომელიც ლამის იყო სკამიდან გადაყირავდებოდა სიცილით.
-შვილი ციხეში ჰყავს და კვდება სიცილით!-თქვა მობზერებული სახით და ნატას სერიოზულ სახეზე ახლა თვითონ გაეცინა.
-სალონში როდის ხარ ჩაწერილი?
-ვაფშე რატო გამაღვიძეთ?3ზე!
-ჰოდა მერე მოასწრებ ამდენ რამეს?
-ამდენს რას მარიამ?თმები,ფრჩხილები და სახლი რაგინდა?
-მე არ ვიცი ტასო,არ დაგაგვიანდეს შენთვის ვამბობ თორე..
-ჰოდ დალიე ეგ ყავა და მაჭამე იაკო რამე რა გთხოვ..-საწყალი თვალები შეანათა ბებიამის.
იაკომ ბლინები გამოუტანა გოგონებს,ჯემი და არაჟანი.
ისაუზმეს.
მერე ლიზამ მკერავთან გაიყვანა.
ისეთი საოცარი კაბა იყო ტასომ ლამის ხელები დაუკოცნა ლალის.(მკერავს)
წითელი ხოჭო ისე დაჰქორდა ქალაქში,როგორც ფუტკარი.
ერთი წამით არ გაჩერებულან გოგონები.
თავად უყიდეს ტასოს საყურეები,რომლებიც ასე ძალიან მოსწონდა აგერ უკვე მესამე თვეა.
ეს საყურეები გოგონებმა ჯერ კიდევ მაშინ აღმოაჩინეს ტასოს რომ მოეწონა,მერე გამყიდველი ლიზას ახლო მეგობრის დედა აღმოჩნდა,იმდენი ეხვეწა ქალს არ გაყიდო და აუცივლებლად მოვაკითხავო,ქალმა ხათრი ვერ გაუტეხა.
მერე ლიზამ და მარიამმა სამსახურის ხელფასებიდან ფული გადაანაწილეს და ძვირადღირებული საყურეები უყიდეს დაქალს.
ტასოს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა.
მერე იყო სალონი,ვარცხნილობა,პედიკური,მანიკური.
და ვოლა.
კაბაღა რჩებოდა.
ექვს უკლდა 10 წუთი უცხო ნომერმა რომ დაურეკა ტელეფონზე.
გულის აჩქარება მაშინ გენახათ.
მთლიანად იგრძნო რომ ყველა არტერია შეუტოკდა სხეულში.
-და.-გაისმა ანასტასიას ხმა და არც სანდროს უგრძვნია ნაკლები.
-ჩემი დიდი გოგო მზად არის?-ისეთი თბილი იყო,ისეთი ხავერდოვანი,ზედმეტად სანატრელი ხმა ჩაესმა ანასტასიას.
-კი სანდრი მზად ვარ,ჩამოვიდე?
-კი ეზოში ვარ..
-კარგი.-გაუთიშა.-ვაიმეეე!-გაისმა მისი კივილის ხმა.ოთახში გოგონები შეცვივდნენ.
-რამოხდა?-თვალები გააფართოვა ლიზამ.
-ლიზუ მოვიდა,მოვიდა და ქვემოთ დგას,ახლა მე ამ მაღალ ქუსლებზე ისე უნდა გავიარო რომ არ ავყირავდე,ან არ დავგორდე,ლიზუ ქვემოთ მიცდის..
-დამშვიდდი და ღრმად ისუნთქე,ნუ კანკალებ ნუ გადამიყვანე შენ მე ჭკუიდან.-იცინოდა ლიზა.
-ისე თქვი შენ არ ხდება სასწაულებიო!-გაიცინა მარიამმა- 13 წლიდან უყვარს და ახლა შეხედე,გამოსაშვებზე სანდრომ უნდა წაიყვანოს.
-გოგო!-თვალები დაუქაჩა ლიზამ მარიამს,იცოდა ახლა ეს სიტყვები ის უკანასკნელი იყო რაც ტასოს სჭრიდებოდა ამ მომენტში.
გოგონა გაამხნევეს და გაუშვეს.

და უცებ ეს ხდება..
რაღაცას გრძნობ და ხვდები,იცი რომ ამ მომენტიდან
რაღაც შეიცვლება.
ან უკვე იცვლება.
და უკვე ამ მომენტიდან აღარაფერი იქნება
უწინდელი.
და როცა ეს ხდება,შენ ხვდები ამას.

ეს ალბათ ის მომენტი იყო,როცა გვიანიძემაც იცოდა რომ ძალიან დიდ შარში ჰყოფდა თავს.
იცოდა თუ არა არ ვიცი მაგრამ გული რომ უგრძნობდა ეგ ზუსტად.
წყალი არ გაუვიდოდა მაგ ამბავს.
გვიანიძე უბრალოდ ვერ გაუძლებდა ლეშკაშელის ამბავს.
ვერ გაუძლებდა ამ საღამოს მასთან სხვას ეცეკვა.
მისი სიახლოვის შეგრძნება სხვა მამაკაცისთვის დაეთმო და მისი ნელი სუნთქვა სხვის სხეულს ეგრძნო,ეგ არ მოხდებოდა.
მშვიდი სუნთქვა.

-როგორ გაზრდილხარ...-პირველი სტყვები რაც ამოილუღლუღა ეს იყო.
-ჰო შენც.-გაეცინა ტასიკოს.
-მეც არა?!როგორი ლამაზი ხარ,დახვეწილი..-მოკვდებოდა მისი სილამაზისთვის ხაზი რომ არ გაესვა.კმაყფოილების შეგრძნება გაუჩნდა,ის ამ საღამოს მხოლოდ მას ეკუთვნოდა და ეს გრძნობა მასში უზარმაზარ კმაყფოლებას იწვევდა.
მანქანის კარი გაუღო.
ანასტასია ნაზად ჩაჯდა მანქანაში.
კარი სანდრომ მიუხურა,მაქანას მოუარა და საჭესთან ადგილი დაიკავა.
თეთრი ტილოს პერანგი ეცვა,შავი სათვალე ჰქონდა,მის თვალებს რომ უფარავდა.ლურჯი შარვალი ეცვა,ვერ დავიჩემებ რომ ჯინსის იყო,არამგონია,უფრო ტილოსი,და მაჯის საათი ამშვენებდა.ანასტასიას რომ შეხედავდით სიტყვა ანგელოზი უფრო ეხამებოდა მის ჩაცმულობას ვიდრე ადამიანი.
ჩვეულებრივი მოკვდავი რომ იყო ყველას ეს უფრო უკვირდა.
მუქი ფერის წითელი პომადა იმდენად გლუვი რომ მის ტუჩებს უფრო მიმზიდველს ხდიდა.
მსუბუქი მაკიაჟი ჰქონდა.ხომ გესმით ის ანასტასია იყო,მას არ სჭრიდებოდა ზედმეტი,მას ჰქონდა ის რასაც ქალების 80 პროცენტი მაკიაჟის საშუალებით ცდილობდა ჰქონოდა.
საბოლოო ჯამში გვიანიძე და ლეშკაშელი წყვილი იყო?
სას-წა-უ-ლი!
იმ ღამით მთელი სკოლა მათ შეჰყურებდა.
მაშინვე დაირხა ხმები ერთად არიანო.
ვინ რას ამბობდა შენ გაიგებდი?
მეც არ მესმოდა.
*
რესტორანში იმდენად შებოჭილი ვიყავი,გული ლამის იყო სხეულიდან გამოსულიყო და ჩემს თვალწინ დაეწყო ბაგა-ბუგი.ვგრძნობდი მის სიახლოვეს მთელი არსებით.ის კი არ მაგრძნობიებდა იმას რომ აქ ისე ვერ იყო როგორც უნდოდა.
პირიქით თითქმის ყველას იცნობდა იმ მაგიდასთან.
ყველას რაღაც თემებზე ელაპარაკებოდა.
სვამდა,სვამდა მაგრამ ზომიერად.
„წვეთი ოკეანეში“.
ვგიჟდებოდი ამ სიმღერაზე.
ალბათ გულმა უგრძნო.
-ვიცეკვოთ..?
ისე ხმადაბლა,რაღაცნაირი,ხრინწიანი ხმით მითხრა ჟრუანტელმა დამიარა.
თვითონაც შეამჩნია დარწმუნებული ვიყავი.
კიმეთქი თავი დავუქნიე.
დარბაზში შუქები ჩააქრეს.
მხოლოდ ერთი პროჟექტორის მაგვარი გვანათებდა.
იმდენად ახლოს ვიყავი,მასთან,მის სუნთქვას,მის გულისცემას ვგრძნობდი.
ამდენი ხნის შემდეგ მე შემეძლო მოვქცეულიყავი ისე როგორც მე მომინდებოდა,მერე რა რომ ამას ვინანებდი.
თუმცა მხდალი ავღმოჩნდი.
ზუსტად ვიცოდი ამით ყველაფერს დავამთავრებდი სანდროსთან.
ამას ვერ გადავიტანდი.
მაგრამ რომ არ მეკოცნა?
მაინ რა იქნებოდა ეს საღამო..?
რითი იქნებოდა გამორჩეული..
თავი მხარზე დავადე.
იმდენად მშვიდად,ამავდროულად იმდენად აღელვებული ვიყავი,იმდენად რომ გული მისკდებოდა.
არადა პირველი შემთხვევა იყო ნერვიულობა,გულისცემის აჩქარება ასეთი სასიამოვნო რომ იყო,მერე?მერე მოხდა ის რაზეც 13 წლიდან ვოცნებობდი.
წამით პროჟექტორმა დოლიძეზე და ასათიანზე გადაინაცვლა.
მაღლა ავიწე და სულ წამით შევეხე მის ტუჩებს.
ვიგრძენი როგორ უნდოდა სიმღერა კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო,ჰო თქვენ გიკვირთ არადა მე მართლა ვგრძნობდი.
ვგრძნობდი მის გულისცემას იმ წამს.
ის წამი იყო საუკუნედ რომ მეჩვენა.
იმ საღამოს ბრილიანტის გვირგვინი ის 1 წამი იყო.ის კოცნა რომელზეც მე ანასტასია ლეშკაშელი 13იდან 18ამდე ვოცნბებობდი.
-მაპატიე მე..-ჩუმად ჩავილუღლუღე.
-გინდა გავიდეთ..?-იმდენად ხავერდოვნად მომეჩვენა მისი ხმა,ხომ გეუნბებით საოცრად ხრინწიანი ხმა ჰქონდა,აი ზუსტი განმარტება იმ ხმის რაც მაშინ ყურში ჩამესმოდა.
არაფერიმითქვამს თავი დავუქნიე.
მანაც ხელი ჩამჭიდა და გავედით.
გარეთ სულ მარტო ვიყავით.
რესტორნის უკან.
აქ არავინ იყო.
მხოლოდ მე გვიანიძე და ის ღამე.
-ტაისა მე...-ტუჩებზე ხელები აიფარა და დამნაშავის მზერა მომაპყრო,არ ვიცი ალბათ ყველაზე ძალიან ამ მზერის მეშინოდა.-მოვკვდები ახლა რომ არ გაკოცო..!
ერთი
ორი
და
აჰა
სამიც.
ვგრძნოდი მის ცხელ სუნთქვას სახეზე,ვგრძნობდი როგორ უხურდა ტუჩები,ხელის გულები ისეთი თბილი ჰქონდა.იმ ღამის სიგრილეს მთიანად ფარავდა.მთელი გრძნობით ვიყავი ჩაფლული იქ სადაც ჩემი ადგილი არ იყო.
მე ხომ ვიცოდი?!
მანაც იცოდა.
მე და ის რომ ვერასოდეს ვიქნებოდით ჩვენ!
ამიტომაც ვიყავით აქ და არა დარბაზში.
თუმცა ესეც საკმარისი იყო,რომ მერწმუნა ამ ღამის მაგიურობის.
მერე უკან დავიხიე.
არ ვიცი ეს სულელური იდეა თავში აზრად რატომ მომივიდა.
მაგრამ შემეშინდა.
სიკვდილამდე შემეშინდა სანდროსიც და იმ ამბისიც რაც წინ გველოდა.
უცებ იმდენად მხდალი ავღმოჩნდი საკუთარი თავი შემეცოდა.
არაფერი უთქვამს სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა.
დაჯდა და თავი მაღლა ასწია.
თითქოს ცის უკიდეგანობაში იკარგებოდა.
-სანდრი მე..
-რა შენ.?-მითხრა ისე არც გამოუხედავს ჩემკენ.
-დამნაშავე ვარ..-დიდი უზარმაზარი ცრემლი ჩამომიგორდა.
-რაში მე რომ გაკოცე..?-არც ახლა მიყურებდა თვალბში,ცოტა შემეშინდა.
-არ ვიცი..
-ტაისა..როგორ მომწონდა ყოველთვის სახელი ტაისა,ანასტასიას შემოკლებული ფორმა იყო,5 წლის ვიყავი პირველად რომ დაგიძახე,ეზოში თამაშობდი ლიზასთან და მარიამთან ერთად.რამდენჯერ გიყურებდი მერე უკვე..დიდობაში ფანჯრიდან ჩუმად.ისე რომ შენ ვერც გრძნოდბი.რამდენჯერ მომისმენია შენი და ლიზას საუბრები იმ ბიჭზე შენ რომ ასე გიყვარდა და ხმას ვერ იღებდი,ერთადერთი მიზეზი კი ის იყო რომ ის ბიჭი შენი ძმის ძმაკაცი იყო და იმ ბიჭის სიყვარული არ შეიძლებოდა.რამდენჯერ მინატრია თითქოს სულ სულ უცნობი ვყფილიყავი,ქუჩაში შემთხვევითი გამვლელი.რამდენჯერ მინატრია იმ კოცნაზე ორი წუთის წინ რომ მქონდა.რამდენი ქალი არ მოსულა,იმდენივე წასულა,მაგრამ არ შეიძლება გესმის?არ შეიძლება ასე რთული იყო,ამდენად სანატრელი,ამდენად მიუწვდომელი,ამდენად ახლოს იყო და ასე ვერ გწვდებოდე გესმის ტაისა?-ახლა უკვე თვალებში მიყურებდა,იმ ერთ ცრემლს მეორეც მოჰყვა,თანდათან ვაცნობიერებდი რომ ბიჭი რომელიც ამდენი ხანია მიყვარს,თურმე..თურმე არც ის იყო გულგრილი.
გული ამეწვა.
ყველა ის გათენებული ღამე გამახსენდა უაზროდ რომ მიხაროდა მასთან სამ წუთიანი საუბარი,ისიც ან გიგიზე ან ნატაზე ან ზურაზე ან ვინმეზე,ოღონდ ჩვენზე არა!
-მერე..?
-რაღა მერე?-უემოციოდ დააწვა სიგარეტი მოაჯირს.
-ამის მერე რა იქნება..-ვთქვი და თითქოს ხმა ჩამიწყდა.
-არ ვიცი.
-ისვე გერმანიაში წახვალ,ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება.
-ამ ღამის მერე?-ტუჩის კუთხეში ეღიმება.-აღარაფერი იქნება ისე როგორც ადრე იყო.
-მე რომ მეშინია ეგ არაფერი?
-მეც მეშინია.
-მერე?..
-რაღა მერე?
-სანდრი ნუ მაგიჟებ!
-მაგას მე მეუბნები?იცი როდიდან მაგიჟებ?ჯერ კიდევ თოჯინებზე რომ თამაშობდი.
-ზუსტად ამიტომ გყავდა ჰო 200 შეყვარებული.
-ზუსტად ამიტომ.-ეღიმება და ახალ ღერს უკიდებს.
-ეგ როგორი სიყვარულია?
-ეგ სიყვარული არაა,ეგ სიგიჟეა.-თავი უსევ უაკნ გადასწია და სიგარეტს დიდი ნაფაზი დაარტყა,მერე კვამლი პროვოკაციულად გამოუშვა და ისევ მე გამომხედა.
-ქურდიანი კიდე გწერს?-სახე ამემღვრა.
-ქურდიანი სად გაგახსენდა?
-მახსოვს ერთხელ მე და გიგიმ ვცემეთ.-გაეღიმა,ისევ გააბოლა.-გერმანიაში რომ ვიყავი კერესელიძემ მითხრა კიდევ წერსო,თავს არ ანებებს და მოუწევს სახის კორექციაო..-წარბი მაღლა ასწია და ისევ ცას ახედა.
-ქურდიანი არავინ იყო და არც არავინ იქნება.
-ვითომ?
-დაიხ.
-რო რამე..
-ვიტყვი!
-ჰო.
მერე სიჩუმე იყო,ყურებში მესმოდა სუნთქვა,ჩემიც და მისიც,მესმოდა როგორ სწრაფად მოძრაობდა სისხლი ჩემს ორგანიზმში.ყველაფერი მესმოდა და ყველაფერი ვიცოდი.
-ეგ კაბა...დამავიწყდა მეთქვა რომ ძალიან გიხდება.-გამეღიმა.
-ვიცი..-ახლა მე მქონდა კმაყოფილების შეგრძნება,უზღვავი და უსაზღვრო.ამის შემხედვარემ ისევ გაიცინა და ხელი გადამხვია.
ოჰ ღმერთო!
მთელ სხეულში დამცხა საფეთქელთან მისი ტუჩები,რომ მომადო და მძიმედ მაკოცა.
**
ყველაზე საშინელი მონატრებაა,იყო მის გვერდით და აცნობიერებდე,რომ ის არასოდეს იქნება შენი.
*
მეორე დღე იყო.
მთელი ქალაქის ჭორები ერთმა გადაფარა.
ლეშკაშელი და გვიანიძე ერთად არიანო.
წითელი ხოჭო მოწყვეტით შევიდა ეზოში.
სასწრაფოდ გადმოვიდა იქიდან აქოშინებული ლიზა პირველი და რკინის კიბეები აირბინა.
კარები ლამის ჩამოიღო კაკუნით.
მერე გაახსენდა რომ იაკო სულ ღიას ტოვებდა კარებს,კარი შეაღო და ჩანთა შემოსასვლეში დააგდო.
-ლიზა,ბებო რახდება?-ზალიდან იაკომ გამოსძახა.
-არაფერი იაჩკა ტასიკოსთან მოვედიი!
-მის ოთახშია სძინავს.
-ძალიან კარგი.-ჭიქა ცივი წყლით გაავსო და ოთახში შევიდა.გოგონას თავზე დაადგა და წყალი თავზე გადაასხა.
-აააჰ!-დენდარტყმულივით წამოხდა ტასო საწოლიდან.-გოგო შენ სულ გააფრინე მისკდება თავი,მეძინება ვაა!
-ამის მერეც დაიძინებ?აეგდე ზემოთ!-წინდა-უკან დადიოდა და ბოლთას სცემდა ოთახში.
-რა გეტაკა ამ დილით?
-რაღა დილა?მოიარა მთელმა თბილისმა შენი და გვაინიძის სიყვარულის ამბავი და კიდე დილაა?-თვალები გააფართოვა ლიზამ და ლამის და კივილზე გადვიდა.
-რა გაყვირებს არანორმალურო,რა ხდება?-საწოლიდან წამოდგა ტასო და კარი გადაკეტა.
-აი ის ხდება რომ,გამოვედი სახლიდან,სამსახურში წავედი,ვიფიქრე ახალ ნაჭრებს ვნახავთქო,შევედი თუ არა გავიგონე როგორ ელაპარაკებოდა თათა ვიღაცას ტელეფონზე,მერე წამოიყვირა სამი წელიო?მერე დაჯდა და არხეინად მომიყვა თურმე ჩემი დაქალი სამი წელია ხვდება სანდრო გვაინიძეს და გიგიმ არაფერი არ იცის!შენ აზრზე ხარ რა მოხდება შენი ძმა რომ გამოვა და მაგას გაიგებს?
-„დამერხა“ჰო?-აკანკალებული ხმით ჩავილაპარაკე და გულის წასვლამდე ცოტა დამაკლდა.
-ძალიან ტასო!ძალიან!სანდროს დაურეკე ქნას რამე.
-შენ რა უთხარი იმ გოგოს...?
-რას ვეტყოდი?ლამის კივილით ავუხსენი რომ სანდრო გიგის ძმაკაცი იყო და თქვენ ერთმანეთის მე-გო-ბრე-ბი ხართ!
-აუ ლიზუ..
-სასწრაფოდ ადექი ზემოთ!

ამ ქალაქს ჰქონდა რაღაც მაგიური ძალა.
წინასწარ გრძნობდა სიყვარულის ამბებს.
მერე ეს ქუჩები ავრცელებდნენ და ხალხს მეტი რა უნდოდა?
ქალაქის მონაყოლს ისინიც ჰყვებოდნენ.
ვის რას გამოაპარებდი?
თბილისი ზედმეტად პატარა იყო იმხელა სიყვარულის დასამალად რაც ლეშკაშელს ჰქონდა გვიანიძესთან.ბევრმა თვალები ქაჩა,ბევრმაც იკივლა,იწივლა,ზოგი ამტკიცებდა ძმა უშლითო,ზოგიც ამტკიცებდა გვიანიძეს იქ ცოლი ჰყავს და ტასო რაშუაშიაო.
საბოლოო ჯამშო მოხდა ის რისიც ტასოს ყველაზე მეტად ეშინოდა.
გიგი გამოვიდა.
გამოსვლისთანავე მოახსენეს ყველაფერი.
სახლში ბედნიერი თუმცა აფორიაქებული დაბრუნდა.

-როგორ ჩაიარა გამოსაშვებმა?-იკითხა ბოხი ხმით და ჯერ ლიზას გახედა მერე ტასოს.
-კარგად,შენ რომ ყოფილიყავი უკეთესი იქნებოდა.-არ დაიბნა ტასო.
-ჰო?რატო ალექსანდრემ ცუდი მეწყვილეობა გაგიწია?-ნერვიულად აქანავებდა ფეხს და სიაგარეტის კოლოფს ხელში.
-არა საიდან მოიტანე?უბრალოდ ჩვენ რომ ვგეგმავდით თორე..
-ლიზა შენ?..შენ არაფერს მეტყვი?.-იცოდა ლიზა ვერაფეს დაუმალავდა.მაგრამ დამალა.
-რა უნდა ვთქვა გიგი?ულამაზესი იყო ტასიკო იმ საღამოს.
-და გვიანიძე როგორი იყო?-ისეთი მკაცრი თვალებით გახედა,პირველი კანკალმა აიტანა.
-არ ვიცი არ მინახავს..-პულსი აუჩქარდა ლიზას.
-შენ რას იტყვი ტასიკო როგორი იყო სანდრო..?
-კარგად გამოიყურებდოა,ასე რატომ გველაპარაკები გიგი?დავაშავე რამე?-ენა დაება ტასოს.
-არ ვიცი,მე შენ გეკითხები დააშავე რამე?
-არა,არაფერი.
-სად იყავით შენ და გვიანიძე ნახევარი საათი,დარბაზიდან გამქრალხართ.
-კი გავედით,სანდრომ სიგარეტს მოვწევო თან ვილაპარაკოთო.
-ჰოო?და რაზე ლაპარაკობდით?
-რავიცი,რაზე გინდა ჩაბარებაო,რომელ უნივერსიტეტშიო,შენი ძმა ცოლის მოყვანას არ აპირებსო?-მზერა ლიზასკენ გააპრა,ამით ანიშნა დამეხმარეო.
-გიგი რამოხდა?-ახლა ლიზა ჩაერია ლაპარაკში.
-არ ვიცი ლიზა მეც მაგას გეკითხებით!ერთი კვირაა რაც იქ ვიყავი და ასე უცებ რატომ ალაპარაკდა მთელი ქალაქი ჩემი დის და ჩემი ძმაკაცის სიყვარულზე.
-არ მითხრა რომ ჭორიკანა ხალხის ლაპარაკს უსმენ თორე ძაან დაგცინებ.-სიმწრით გაიცინა ლიზამ და გიგის თვალები აარიდა.
-ჰო?არ ვიცი.ხალხის აზრს მნიშვნობას სულ ვანიჭებდი,არ მინდოდა ქუჩაში გასულს ჩემს უკან ჭორაობა დაეწყოთ..
-მაგრამ რომ მიბრუნდები ისინი გაჩუმდებიან.
-ჰო?რომელ წიგნში წაიკითხე ლიზა?თუ შენი მოფიქრებულია?რატომღაც ყველასთან არ ამართლებს.
-რასაჭიროა ასეთი ტონი?-ლიზამ სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა,იგრძნო ტასოს და მარიამის დაძაბული მზერა.
-ასეთი როგორი?
-როგორითაც ახლა მესაუბრები.რაგინდა მითხრა რომ ხალხი მართლია და მე გატყუებ?ან შენი და გატყუებს?მაგის თქმა გინდა შენი ცივი მზერით?გგონია შეგვეშინდება?რამდენი წელია რაც მიცნობ?15?თუ 16 ?არ გინდა რა ჩემთან მასეთი ტონით საუბარი.რომ ვამბობთ არაფერი ხდებათქო ესეიგი არაფერი ხდება.ვისში გეპარება ეჭვი თუ ხვდები მაინც...-იმდენად მშვიდი ტონით ელაპარაკებოდა,თან სიგარეტს ეწეოდა,თუმცა თვალებში ვერ უყურებდა,ამდენადაც ვერ ატყუებდა.არ შეეძლო.
-ლიზა..
-რა ლიზა?იმედია შეგრცხვება,ჩემი თუ არა ტასოს ცრემლების მაინც,იმიტომ რომ მე იმ ბიჭს ვიცნობდი მისი დის ცრემლების გამო 15 კაცი ორ ბიჭთან ერთად ტრამვატოლოგიურში რომ დააწვინა ერთი თვით,იმ ბიჭს ვინც მისი დის ცრემლებს არავის აპატიებდა და ახლა..?ახლა გიგი..ახლა შენ ატირებ პატარა გოგოს?არ ვიცი არ მესმის.დის სითბო რომ მოგინდება ხალხს მოეფერე.-ლიზამ სიგარეტი საფერფლეში ჩადო ,ისე რომ არ ჩაუქია,თვითონ ადგა და იაკოსთან გავიდა,ისხდნენ და ერთად უყურებდნენ თურუქლ სერიალს.
გიგის ფეხმა რითმული მოძრაობა შეწყვიტა,კოლოფიც მაგიდაზე იდო და თვალები სადღაც უსასრულობაში იყურებოდნენ.ტასომ იფიქრა ახლა მაინც გავალო,მაგრამ არ გამოუვიდა,წამოდგომა რომ დააპირა გიგიმ მაჯაში ხელი მოკიდა და მუხლზე დაიჯინა.
-ხომ იცი რომ მაგრად მიყვარხარ,შენ გარდა რომ ასე არავიზე მეკეტება ეგეც ხომ იცი?
პასუხის ნაცვლად ტასომ თავი დაუქნია.
-ისეთი რამე არ გააკეთო რაც მაგ სიყვარულში ბზარს გამიჩენს კაი?..-ბოხ ხმაში სითბოს ნამცეცებმა გაიელვეს.
გიგიმ ხელები ძლიერად მოხვია მის პატარა დას და ლოყები დაუკოცნა.
მერე ერთად დაათვალიერეს გამოსაშვების სურათები.
მარიამიც მათ გვერდით იჯდა და სამივე ჭორავდნენ კლასის საგამოფენო ტანსაცმელებს.
ლიზასაც დაუძახეს მაგრამ არ მივიდა,ალბათ უფრო ვერ მივიდა.
რომ მისულიყო თვალებში ხომ უნდა ჩაეხედა?
ან ერთისთვის ან მეორესთვის.
იცოდა რომელიმე მაინც იმსხვერპლებდა და ცრემლებს ვერ შიეკავებდა.
ამიტომ იაკოსთან ერთად თურქული ტვ შოუს ყურება განაგრძო.
***
-ანასტასია?ჩემი „ტაისა“...არ შემიძლია მასზე არც ბევრის და არც ცოტა რაიმის თქმა.ტაისა ყველაზე ლამაზი გოგოა ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია,დამიჯერეთ იმაზე მეტი შემხვედრია ვიდრე ეს თქვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს,მექალთანეო?არა,მექალთანე უნდა იყო.აბა მეკაცთანე ხოარ იქნები?(იღიმის)მექალთანე ვარ! მე მომწონს ქალები,როგორ ლამაზად დადიან მაღალ ქუსლებზე,როგორ მოხდენილად ატარებენ სულის შემხუთველ კაბებს,მე მომწონს მათ პატარა ყურებზე დიდი საყურეები რომ ბრჭყვიალებს,მე ყველაფერი მომწონს მათი.ისინი იპრანჭებიან,გამუდმებით აგვიანებენ,ჰო განა ვისთვის იპრანჭებიან იმისითვის რომ შეხვედრაზე მოხუც ქალს მოეწონოს?არა!ისინი ჩვენთვის იპრანჭებიან,სახეზე ათასგვარ საშუალებას ისმევენ რომ უფრო ლამაზები გახდნენ ვიდრე არიან,მათ შეუძლიათ ყველაფერი მოგცენ ან საერთოდაც ცარიელი დაგტოვონ.მეორე შემთხვევა არ მახსენდება.
ალბათ იმიტომ რომ ვინც კი „ყოფილა“ არც ერთი არ მყვარებია.მომწონებია,გავგიჟებულვარ,ავფორიაქებულვარ,სასმელიც დამილევია,ბერვი მისაუბრია მათთან ათასგვარ სისულელეზე მაგრამ ისინი არ მყვარებია.
თქვენ გესმით ჩემი?ჰო,მართალია არც მე მესმის ჩემი.
ტაისა პატარა იყო,ძალიან პატარა,მახსოვს როგორ ვათამაშებდით მე,ლიზა და გიგი საძინებელ ოთახში გაფენილ ხალიჩაზე,ნატაშკა უამრავ სათამაშოს დაგვიყრიდა,თვითონ წავიდოდა და გოგოებთან ყავას დალევდა გვერდით ოთახში,ჩვენ ტაისას ვართობდით.მახსოვს პირველად რომ გაიარა,ხელი მე შევაშველე,აი იმ ასაკიდან ვიცნობ მას.
იმდენად გახარებული ვიყავი,მეგონა ამით რაღაც სასწაული გავაკეთე,მეგონა მე ვასწავლე სიარული,გიგი ბევრს დამცინოდა,რა გიხარიაო არადა მაგასაც უხაროდა,მისი დაიკო ნელ-ნელა იზრდებდოა.ჩვენც ვიზრდებოდით ნელ-ნელა თუ ჩქარ-ჩქარა ეგ არ ვიცი.მე ნატროშვილი ნიკუშა,კერესელიძე ბექა და გიგი ლეშკაშელი.ვიზრდებოდით იმ პატარა გოგონასთან ერთად რომელიც ჩვენი „დასავით“ უნდა გვყავრებოდა.
„ნატროს“ და „კერესას“ უყვარდათ კიდეც,.
ახლაც უყვართ.
როგროც და.!
მე ბავშვობიდან არ მესმოდა ამ მეტაფორის.
არ ვიცოდი სხვისი და ჩემი რატომ უნდა ყოფილიყო,მაგრამ დასავით მიყვარდა მარიამი,ლიზა,ტაიასა არა.
ტაისა ვერ იყო ჩემი და,და ამას ბავშვობდინ ვხვდებოდი.ჯერ კიდევ მაშინ ვიგრძენი მწარე წვა მუცლის არეში 13 წლისას ქურდიანმა ვანიკომ სიყვარული რომ აუხსნა მთელი ემოციებით და საჩუქრებით.მაშინ 17ის ვიყავით თავში ძალიან გვიქროდა.
16 წლის ბიჭი ისე ვცემეთ..
დამიჯერეთ ამით არ ვამაყობ.
მერჩივნა საქმე საუბრით გადამეწყვიტა ვიდრე მუშტი-კრივით მაგრამ არ გამოვიდა.
იმიტომ რომ მაშინ მეც პატარა ვიყავი.
მაშინ ვიგრძენი რომ ან აქედან უნდა წავსულიყავი და ჩემი თავისთვის მეშველა,ან სხვა გოგოებისკენ გამეხედა და პატარა ტაისა მათში აღმომეჩინა.
ვერც ერთი..
ვერც ერთი ვერ ჰგავდა ტაისას.
ალბათ ამიტომაც იყო მთელ ქალაქს რომ უყვრადა და ხან ვინ ილახებოდა მის გამო და ხან ვინ.ყველა პაემანზე ეპატიჟებდა,გიგის ჩხუბებისგან უკვე ხელები სტკიოდა.
მერე თითქოს გადამიარა,ზედმეტად უხეშად ან ზედაპირულად ვხვდებოდი ხოლმე,უბრალო გამარჯობით,უბრალო მოკითხვით და უბრალო გადაკოცნით რომელიც იმ წამსვე სრულდებოდა და მეც აჩქარებული ნაბიჯებით ჩემი სადარბაზოსკენ მივდიოდი.
ნაბიჯები არ იყო ერთადერთი რაც იმ დროს მიჩქარდებოდა:პულსი,გული,ჰაერის მიმოქცევა ფილტვებში და სისხლი ძარღვებში.
მერე ოცის წლის გავხდი,გერმანიაში გამიშვეს და ამით ამოვისნუთქე.
თითქოს დამავიწყდა.
მაგრამ ვაი რა მწარედ ვცდებოდი.
ორი წლი შემდეგ უკან დაბრუნებულს დახვეწილი,გაზრდილი,დაქალებული რომ დამხვდა მერე გენახათ თქვენ აჩქარება.ჰო კიბეებზე რომ დავინახე მხოლოდ მაშინ ვიგრძენი რომ გიგისთან სერიოზული პრობლემების საწინდარი ზუსტად ის „და“ იყო რომლის დობას ჩემს გარდა ორი ბიჭი იფიცებოდა.დიახ,მე ვიცოდი,ვიცოდი რომ მასაც ვუყვარდი.
გოგონებო რა გგონიათ მარტო თქვენ ამჩნევთ მზერის შინაარს?არა!
ცდებით..არც ჩვენ ვარ კაცები სულელები.
ან ვართ და არ გვინდა ამის გაგება.
უფრო მეორე ვარიანტს დავეთანხმები.
მერე მოხდა ის რაც მოხდა.
მასთან კოცნა?..
ფეხის კოჭებიდან ტვინამდე არტერიას მიუყვება,ვულკანივით ამოხეთქავს,ექსტაზში მაგდებს და გარე სამყაროსთან მთიშავს.
მემგონი სულ ეს იყო..
**
*
როცა შეგიძლია გაჩერდე ამას არ აკეთებ..
როცა გინდა,რომ გაჩერდე უკვე გვიანია..
*
შუაღამის 3 საათი იყო.
ტელეფონის ზარმა იმ ძილის შეგრძნება რომ დამიფრთხო,რომელიც არც მქონია.
-ტაისა..-გაისმა მისი ხრინწიანი ხმა,მთელ ტანში საიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
-ჰო..-ძლივს ამოვილუღლუღე მე.
-გეძინა?
-არა.
-არც მე.
სიჩუმე.
-ტაისა..-აშკარად ნასვამია.
-ჰო..
-მნახავ?..
-ვერა..
-ძალიან რომ გთხოვო,რომ გითხრა უშენობა სასულეში გამეჭედა და ვკვდებითქო...
-ორი წელიწადი როგორ ცოცხლობდი გერმანიაში.-გამეღიმა მე.
-ანუ არ მნახავ..?
-ვერ გამოვალ..
-შენ რომ მოინდომო გამოხვალ!
ტელეფონი გავუთიშე,საწოლიდან ფრთხილად წამოვდექი,როგორ ვნატრობდი იატაკის ჭრაჭუნს რომელიმე მათგანი არ გაეღვიძებია.
კარი გავაღე და კიბე ჩავირბინე.
მისი ფანჯრების წინ იჯდა,სიგარეტს ეწეოდა.
რომ ჩავედი,გაეღიმა.
ლამპიონის შუქი პირდაპირ სახეზე ეცემოდა.
-თურმე შეგძლებია ჰო..?-ხელები გაშალა და გულში ჩამიკრა.
-რატომ არ გძინავს?
-ახლა როგორ შეიძლება კაცს გეძინოს?
-რავიცი..
-წავიდეთ?
-სად?
-სადაც შენ გინდა.
-მე მთაწმინდაზე მინდა მზის ამოსვლას ვუყუო.
-ჩაჯექი წავიდეთ..
მანქანის კარი გამოვაღე და წინა ადგილი დავიკავე.
მკაცრად იყო Allure-ს სურნელი გამეფებული.
მანქანა ნელა დაძრა და ეზოდან გავიდა.
საოცრად მშვიდი იყო იმ ღამით ქალაქი.
ჩვეულებრივ ეს თბილისს „არ ეკადრებოდა“.
თუმცა ალბათ ისიც უშვებს ხოლმე გამონაკლისს.
ხომ ვიძახი მაგური ძალა აქვსთქო.
მთაწმინდაზე 20 წუთში ვიყავით.
ზემოთ ასასვლელი გზა,ფეხით ავიარეთ..
ცა ვარსკვლავებით იყო გაჭედილი.
მე სანდროთი.
დავჯექი.
ისიც დაჯდა.
მერე თავი კალთაში ჩამიდო და გამიღიმა.
-სად გინდა ახლა ყველაზე მეტად?-მკითხა მისი ხრინწიანი ხმით და სიგარეტს გაუკიდა.
-ვერონაში.
-იტალია?რატო გევასება ეს ტრაგიკული სიყვარულები?-გააბოლა და ისვე გამიღმა.
-ტრაგიკიზმშიც ხომ დევს,რაღაც ისეთი რაც იმ ისტორიას განსაკუთრებულად დასამახსოვრებელს ხდის..
-ვითომ?..
-ჰო აბა რომეოს და ჯულიეტას ამბავი „ჰეფი ენდით“ რომ დასრულებულიყო არც შექსპირი იქნებოდა „შექსპირი“ და არც ვერონა იქნებოდა „ვერონა.“
-რატომ ბედნიერად რომ ეცხოვრათ როგორც ბაყაყად გადაქცეულ პრინცს და პრინცესას არ ემახსოვრებოდა ხალხს?
-არა,კი ემახსოვრებოდა უბრალოდ მსოფლიოს წყვილებთა ის ნაწილი რომელთაც ან სიყვარულში არ გაუმართლათ ან პარტნიორში მათთვის არ იქნებოდა შექსპირი კულტი.
-არ მესმის..
-რა ვერ გაიგე სანდრი?ხალხი იმახსოვრებს ცრემლებს თუმცა სიცილს ვერა..ადამიანებს შეუძლიათ გაიხსენონ,რამდენჯერ იტირეს თავიანთი საყავრელი ადამიანის გამო თუმცა ვერ გეტყვიან რამდენჯერ ყოფილან ბედნიერები,ისტორიებიც ასეა,ტრაგიკული ისტორიები უფრო ამახსოვრდებათ ვიდრე „დისნეის“ ამბები.
-ჩემი და შენი ისტორია ტაისა?..
-ჩემი და შენი ისტორია?არ ვიცი იქნებ დაამახსოვრდეთ,ან იქნებ ჩვენიც იმ მივიწყებულ სიყვარულთა სასაფლაოზე დამარხონ ბევრის რომ მარხია.
-ესეიგი ვერონა არა?!
-ჰო ვერონა.
მერე ისევ სიჩუმე იყო
უცებ ისტერიული სიცილი დაიწყო.
თავიდან შემეშინდა.
-ვაქციოთ რა ვერონა ჰეფი ენდურ ქალაქად.-თავი მაღლა ასწია და თვალებში ჩამხედა.
-ვერ გავიგე..?-დავიბენი მე.
-აი შენი დაბადების დღე ხომ 15შია?..
-კი.
-მე იმ საჩუქარს გაჩუქებ რაც ორივეს მოგვცემს უფლებას გავექცეთ ყველაფერს..
-ნუ სულელობ.-ამ იდეამ მეცხრე ცამდე ამიტაცა.
-არა,გეფიცები არ ვსულელობ.წავიდეთ ვერონაში,ყველა გავაგიჟოთ,და რომ დაწყნარდებიან ჩამოვიდეთ.
-ყველაში გიგი იგულისხმე?
-გიგიც.
-სიგიჟეა სანდრო.
-დიახაც.!
-არახარ ნორმალური!
-სავსებით გეთანხმები.-ჩემკენ გადმოიხარა და მთელი არსებით მაკოცა.
*
იტალიური სუნის დასაბამს,
ვენეციური ამბორი ჰქვია,
ჩვენი ცხოვრების განვლილ ნასახლარს,
თვალს ვერ უსწორებს პრინციპოს ტყვია.


თხუთმეტი ცენტი ფრანცო ფერდინანდ,
აღსდექით მკვდრეთით,გვაკურთხეთ წყვილად,
ცხრამეტი ცენტი დიდო მეუფევ,
მე მომიტევეთ,ვიყვარებ ფრთხილად.


რომის ხედებით ვტკბებოდით ღამით,
ბაგეზე ლაჟვარდს გწვავდა პომადა,
ტანგოც ვიცეკვეთ ფიქრებსი წამით,
სმენას ჩამორჩა ტრფობის სონატა.

იტალიური მაქმანი გეცვა,
მკერდით მითბობდი ლოყას,მიწიერს.
შენი ტუჩები ამბორად მეცვა,
უშენოდ,ჩაიც ფილტვებს მიციებს.

*
იმ ღამის მერე,სულ იტალია მესიზმრებოდა.
ხან პიზას კოშკთან ვიდექი ხან კოლისეუმს გავჰყურებდით შუაღამით განათებულს.
ვიცვლებოდი და ამას ყველა ხედავდა.
აღარ მინდოდა ზედმეტი სიცილი.
აღარც ბევრგან დავდიოდი.
ჩემდაუნებურად ვემონებოდი სიყვარულს და ამას შემდეგ და შემდეგ ვხვდბეოდი.
განა მინდოდა?
არა სულაც არ მქონდა მაგის სურვილი.
ამ ყველაფერს რომ ვაანალიზებდი,საკუთარ თავზე ბრაზი მომდიოდა,ასე როგორ ვეშვები მეთქი,მაგრამ არც მაგას ჰქონდა რაიმე განსაკუთრებულია ზრი.
გგონიათ ის მიშლიდა რამეს?
არა,სულაც რომ იცოდეთ პირიქით იყო.
ძალით დავყავდი გოგონებთან.
მერე თითქოს ყველაფერი ერთ ფერში გადავიდა.
აღარც ის ცისარტყელები იყო და აღარც ფერადი თბილისი.
მეც არ ვიცოდი რა მემართებოდა.
არ მინდოდა მის გარდა არვაინ.
საკმარისი იყო მისი ერთი გაღიმება და იმ დღით ბედნიერი ვიყავი,მისი ხმა უკვე რეცეპტად მქონდა გამოწერილი.
არ არსებობდა საქმე რომელსაც მის გამო არ გადავდებდი.
ვეწეპებოდი,ყოველ დღით და ყოველი ღამე მასზე ფიქრებში გადიოდა.
ლიზა და მარიამი აქეთ-იქით დამსდევდნენ.
მათაც არ ესმოდათ სანდრო ჩემზე ასე ცუდად რატომ მოქმედებდა.
არც მე მესმოდა და არც სანდროს.
ჩემი ცხოვრება ოფიციალურად გახდა სანდროსიც.
ჭორებმა იმატა.
გიგის დაძაბულ სახეებსაც ხშრიად ვხედავდი.
სულ ერთი იყო.
რამნიშვენლობა ჰქონდა?
ოდესმე ხომ წავიდოდით ამ დამპალი ქალაქიდან.
ოდესმე მოვწყდებოდით რეალობას და მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ეგ ოდესმე რომ აღარ დადგა ეგ მიმწარებდა იმ დღეებს და ღამეებს მასთან ერთად გატარებულს და გაუტარებელს.
**
15 სექტემბერი იყო.
ჩემი დაბადების დღე თენდებოდა.
12 გადასცდა.
მილოცავდნენ ისინი ვისაც წესიერად არც ვესალმებოდი.
მიყვარს ეს დღე.
მაგდროს ყველას უყვარხარ.
ისიც კი ვინც შეზნე ათას საძგლობას იგონებს დიდი გულით და სულით გისურვებს ბედნიერებას.
გადასცდა პირველსაც.
გამიკვირდა არც ლიზა ჩანდა არც მარიამი.
ჩემებმაც შუქი ჩააქრეს.
ყველა დასაძინებლად დაწვა.
იაკომაც კი გამორთო თავისი ტელევიზრი.
უეცრად სახლში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა შემეშინდა.
მერე ვიგრძენი როგორ ადგა ნატა საწოლიდან.
ან სულაც მოლანდებები დამეწყო.
მერავიცი?
___
-ახლა მისმინეთ,ტორტი ვინმე ბიჭმა დაიჭიროს კაი?-ლიზამ მანიშნებელი თვალები მიაპყრო სანდროს.
-მე დავიჭერ.!-თქვა უდარდელად და ტორტის ყუთი გამოართვა.
მარიამმა სანთლები ჩარჭო და შუშხუნებიც დაამაგრა.
-ეს „პიპი“ სიგნალები არასეიუზულმა ხალხმა დაიჭიროს ჰა გიგი გამომართვი.-გაიცინა ლიზამ და გიგის და ბიჭებს „პიპი“ დაურიგა.
-ქუდები დაიხურეთ-ჩაამატა მარიამმა.
-ბუშტები იაკოს ოთახში დავმალე და იქ „კერესა“ შევა და გამოიტანს.
-ეს ვარდისფერი ბუშტები?-იკითხრა ნიკუშამ და ლიზას გაუწოდა.
-მომეცი მაგას მე დავიკავებ.
-ოჰ მოძებნა იოლი საქმე და ჩვენ გაგვხადა მასხარა.-დაიწუწუნა გიგიმ.
-გაირჭე პირში ეგ საპიპინებელი!-თქვა თუ არა ლიზამ ბავშვებს სიცილის ტალღამ ერთიანად გადაუარა,სანდრო ისე იცინოდა ლამის ტორტი კიბეებს „მიართვა“.
-ოხ ლიზა პირველო გამასწრი ახლა სანამ...!-აღარ დაუმთავრებია გიგის ვინ მისცა საწყალს უფლება?
-აჰა იაკო რეკავს,მზად ვართ წავედით!
ნატამ კარი გააღო(სწორედ ეს იყო ის ხმა ტასიკომ რომ გაიგონა)
პირველი სანდრო შევიდა,შემდეგ მიჰყვა მარიამი,ლიზა და ბავშვები.
ნატამ და ელენემ ტელეფონები მოამზადეს და სანდროს კარები გაუღეს.
-რაალამაზიი დღეაა,რაა ნათელიი მთვარეაა,იმიტოომ როომ დღეს ტასიკო,ტაისა ანასტასიაას დაბადებიის დღეაა!-გაჰკიოდნენ გოოგები და ბიჭები ბანს აძევდნენ.
__
სანდრო რომ დავინახე ტორთით ხელში თავი სიზმარში მეგონა.
მერე ლიზას ეშმაკური სიცილი და ვარდისფერი ბუშტები იყო,მერე გიგი და მისი საპიპინებლები,მარიამის „სასაცილო“ ფოტოები და ყველაფერი ჯამში ერთი დიდი სასწაული იყო.
-ჩაიფიქრე.-მითხრა ჩუმად სანდრომ და გამიცინა.
-ჩაგიფიქრე..-ლამის ვიჩურჩულე და ისე ჩავაქრე სანთლები.
მერე ბავშვებში გაუჩინარდა,ნატამ გაიყვანა.
მივხვდი ვისი დაგეგმილიც იყო სანდრო და ტორტი.
საწოლიდან წამოვდექი დ მთელი სისწაფით გავექანე „ვარდისფერბუშტებიანისკენ“.
სასწრაფოდ თეთრი სარაფანი გადავიცვი და ზალაში დამსხდარი ბავშვებისკენ წავედი.
ნატროშვილი და ჩემი ძმა დროს არ კარგავდნენ უკვე მეგობრების სადღეგრძელო იყო.
-ამ ჭიქით ტასიკოს დაქალებს მარიამს და ელენეს გაუმარჯოს..-თქვა გიგიმ და ეშმაკური მზერა გააპარა ლიზას აწითებული სახისკენ.
-ეე ლიზაზუ რა უყავი?-გაუკვირდა სანდროს.
-ჰო ლიზაც.-ჩაილაპარაკა და ლიზა გააჯავრა.
-ვიღაცას ენა ამოძვრება!!-თვალები გააფართოვა სასაცილოდ ლიზამ.
-მოკლედ ამ ყველაფრის ორგანიზატორებს ლიზას და მარიამს გაუმარჯოს და მაგათ ასისტენტს ელენიკოს,ყველაზე მდიდარი ადამიანი ხარ რომ გყავს ადამიანები ვის იმედადაც შეგიძლია შენ ძმაზე მეტად იყო.-თქვა სანდრომ და ჭიქა გამოცალა.
-ბატონო?-გახედა გიგიმ.
-კაი ახლა აღიარე შეყვარებულზე რომ გაუჭედავ და დაიწყებ პატარა ხარო!-გაიცინა სანდრომ და ხმაში აჰყვნენ მარიამი და ლიზა.
ეს თემა უცებ ნატას შემოტანილმა სასმელებმა გადაიტანეს.
უკვე 4 საათი იქნებოდა.
კიდევ სვამდნენ.
ლიზა ისეთი ნასვამი იყო იაკოს ეცეკვებოდა უილიამსის „ეგოს“.
ამაზე ნატა და ნატროშვილი სასაცილო ვიდეობს უღებდნენ.
გიგი და კერესელიზე გაწოლილები იცინოდნენ და მარიამი და ელენე მოსაბრუნებლები იყვნენ.სანდრო და ტაისა „დატყდნენ“.
კიბეზე ისხდნენ განა სადმე?..
-აი შენი საჩუქარი..-კონვერტი გაუწოდა სანდრომ.
-ეე რატო წუხდებოდი...-გულის პულსი შეუნელდა ბილეთები რომ დაინახა სხვა საბუთებთან ერთად.
-ნატა თანახმაა.-გაეცინა სანდროს,ტაისას ხელი გადაჰხვია და საფეთქელთან მაგრად აკოცა
-სანდრო..
-შეინახე ეს ბილეთები დეკემბრისაა.
-ანუ..?
-ანუ ახალწელს იტალიაში შევხვდებით..
**
ყველაფერი ისე ვერ მოხდა როგორც გეგმავდნენ.
საერთოდაც ასეა.
მაშინ როცა შეიძლება ოცნებას ხელით შეეხო. შენსკენმოქაჩო და მაგრად ჩაეჭიდო.
სწორედ მაშინ გისხლტება ხელიდან.
სწრედ მაშინ ხდება რაიმე ისეთი რაც გაბრკოლებს.
გაბრკოლებს ბედნიერებმდე.
*
ტვინში ცხელი მასა დააწვა.
თვალებში ალაგ-ალაგ სიბნელე..
გულის ცემა უნელდება..
ტელეფონს იღებს და რეკავს.
-ჰო გიგი..-ისმის ლიზას ნაზი ხმა ტელეფონში.
-ვისთან ერთად მიდის შენ დაქალი იტალიაში..?-მისი ჩახლეჩილი ხმა და ლიზას კანკალი ერთია.
-მე..გიგი დამ..
-სახლში არ მოვიდეს,გადაეცი გასაგებია?..
-გიგი დამშვიდდ..
-გასაგებიაა?-უღრიალა გიგიმ.
-მე რომ მოვიდე შეიძლება.
-დანახავა არ მინდა შენი..!
-გიგი..
-კარგი,მაგან დაკარგა ჭკუა,ეგ სულ გამოშტერდა მაგრამ შენ?ამხელა გოგოს თავში ჭკუა სულ აღარ შეგრჩა?ხომ ?შეეგეძლო ჩემთვის გეთქვა..
-და რა დაქალი გამეწირა?
-გაგეწირა?შენი დაქალი უკვე განწირულია ჩათვალე..
ტელეფონი გათიშა.
მერე ნტაროშვილთან სცადა დარეკვა.
ნიკუშა მაშინვე მასთან მივიდა.
-რა ხდება..?
-სანდრო და ..
-რა?..
-არ მითხრა რომ შენც იცოდი.
-რა ვიცოდი რეებს ლაპარაკობ გამაგებიე წესიერად.
-სანდრო და ჩემი და..
-ვინ სანდრო ბიჭო..?
-გვიანიძე..-ფერი დაეკარგა სახეზე.
-რა ..-მისმა გონებამ უცებ ვერ მიხვდა რაზე იყო ლაპარაკი,როცა გიგის ხელში ორი ბილეთი ეკავა.
-სანდრო გვიანიძე და ჩემი და,ჩემი პატარა და ერთმანეთს ხვდებიან..
-საიდან იცი?შენ ვაფშე..
-აჰა..-ერთად გადაღებული ფოტოების კოლაჟი რომელიც მის უჯრაში ედო ტასოს წინ დაუგდო ნატროშვილს.
-არ არსებობს..-ჩილაპარაკა ნიკუშამ და სკამზე მძიმედ დაეშვა.
-ახლა რა ვქნა მითხარი..?რომელი მოვკლა ერთი თუ მეორე..?ჩემი დის გვერდით აძინებდა დედამისი,ერთად გვეძინა ოთხივეს საწოლში და დედები ყავას სვამდნენ,შენც ხო იცი დასასვენებლადაც კი ერთად მივდიოდით!რა წარმოვიდგინო ნიკუშ რა მითხარი! 13 წლის რომ იყო ცურვას რომ ასწავლიდა მაშინაც სხვანაირად უყურებდა?-ხელები მომუშტა გიგიმ.
-კაი,დამშვიდდი,მოდი სანდროს დაველაპარაკოთ..იქნებ არც ისე სერიოზულადაა საქმე..
-რაღა სერიოზულად ნიკუშ?ვერ ხედავ ბილებითც უყიდია!ის ტუტუცი ლიზა კიდე..
-ლიზასთან რაღა გინდა?
-იცოდა და არაფერი მითხრა,მეგონა ეგ ვერ მომატყუებდა და მაგან გამაცურა,თვალებში მიყურებდა და ისე დამადანაშაულა ხალხის ჭორებს რატომ ყვებიო..(არადა თვალებში არ უყურებდა.)
-დამშვიდდი,აბა რა ეთქვა შენი და და შენი ძმაკაცი ერთმანეთს ხვდებიან და იცოდეო..?ლიზა არაფერ შუაშია.
-თავშია! მე მას ვენდობოდიი ნიკუშა!ვენდობოდიი გესმის?ისე ვენდობოდი როგროც არცერთ სხვას..
-შენ რა..?
-არა!მე სანდროს არ ვგევარ!
თავიდ ახარა ნიკუშამ,სიგარეტი ამოიღო და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
სახლში ნატა შემოვიდა.
სცენა რომ დაინახა ფერი მასაც დაეკარგა.
-სად იყავი?..-გიგის უხეშმა ტონმა ჰაერი გაჭრა.
-მამაშენი ვნახე რაღაც უნდა..
-ვაა?მართლა ?შენ მამაჩემთან პაემნებზე დარბიხარ და შენი შვილი ჩემ ძმაკაცთან ვაა აწყობილი მაქ ცხოვრება..
-გიგი რახდება?..
-რაღა რა ხდება ?გოგო გითხოვდება..-ირონიული სიცილით სახე აერია გიგის.ნიკუშამ თვალებით ანიშნა ნატას გადიო.ნატამაც არ დააყოვნა.
ტელეფონზე ლიზას დაურეკა.
-ჰო ნატა მოვიდვარ...
-გიგი..
-ვიცი და მოვიდვარ..
-ლიზო მე..
-დამშვიდდი ნატა,დამშვიდდი მოგვარდება ყველაფერი..
სამი წამი არ იყო გასული ლაპარაკიდან,კარი ლიზამ შემოაღო.
ჩანთა შემოსასვლელში დააგდო და ნატას გახედა.
ქალს სახე წაშლილი ჰქონდა, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.
-ვაა მოხვედი ლიზაზუ?-წამოდგა გიგი.
-გიგი ..ყველაფერს მოგიყვები უბრალოდ მომისმინე კარგი..?
-რას მომიყვები აბა მიდი გისმენ..-მანძილი შეამცირა გიგიმ მასსა და გოგონას შორის.
-არ ღირს იმ დამპალი მენტალიტესი გამო რომ შენი და თურმე სანდროს დაც გამოდის და ამიტომ არ შეიძლება მათი ერთად ყოფნა შენ დას სიცოცხლე გაუმწარო გესმის? არ ღირს გიგი..
-ჰოო?არ ღის?მართლა?
-ჰო გეფიცები არ ღირს,ერთი წამით სანდროს ადგილზე დააყენე თავი..
-მერე?..
-მერე და რომ შეგყვარებოდა,აი ვინმე რომ შეგყვარებოდა..
-არ შემიყვარდებოდა..
-არაა გიგი ასე იოლი,შენ რომ გინდა ის შეიყვარო და ვინც არ გინდა იმას არ გახედო.
-გოგო ხვდები მაინც რას ამბობ?
-კიი ვხვდები ისინი არ არიან სისხლით ნათესავები,მათ არ ჰყავთ ერთი დედა და ერთი მამა.მათ არაფერი უშლით იმაში ხელს რომ შექმნან ბედნიერი ოჯახი.
-ვაა უკვე ოჯახიც?-კიდევ უფრო შემცირდა მანძილი,ახლა ლიზამ დაიხია ორი ნაბიჯით უკან.
-არა..ოჯახი ჯერ ადრეა..
-იტალიაში გაპარვა არა ხო?
-საიდან იცი გიგი..?-თვალები აემღვრა ლიზას.
-საიდან?ჩემი ტელეფონის სატენს ვეძებდი,უჯრა შემთხვევით გამოვაღე და უიჰ..!-ხელები გაშალა გიგიმ.
-გიგი დამშვიდდი გთხოვ,100იდან 1 % დაუშვი რომ შეგიყვარდა შენი ძმაკაცის და..
-არ შემიყვარდებოდა გოგო არა მეთქი!-ყვირილზე გადავიდა გიგი,მის ყვირილზე ლიზა შეხტა აგილზე.
-დაუშვათ და შეგიყვარდა..-მაინც არ შეეშვა ლიზა.
-უკანასნკელი ვიქნებოდი..უკანასკნელი გესმის?არ მინდა ისე აგიღწერო რასაც ვფიქრობ,მხოლოდ იმიტომ რომ ჩემს ხელში ხარ გაზრდილი და არ მინდა იმ სიტყვებით გითხრა რაც სანდრო გვიანიძეა და რაც მე ვიქნებოდი ძმაკაცის და რომ შემყვარებოდა!
-შენ ხელში არა გიგი..შენს გვერდით გაზრილი ვარ!-ლიზა და გიგი ტოლები იყვნე ასაკით.
-აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა ლიზა?
-ლიზა?-გაეღიმა გოგონას.-ზუ სად წაიღე?
-იმ დროს დაიკარგა თვალებში რომ მიყურებდი და ისე რომ მასამართლებდი,რომ მატყუებდი იმის გამო რაც თურმე მართალი ყოფილა.
-გეშლება გიგი,მე შენ თვალებში არ გიყურებდი..
-ახლა მიყურეე თვალებში ახლა მიყურე და ისე მომატყუე მიდი გიცდი!-კედელთან მიიმწყვიდა გოგონა და კედელს მუშტი დაჰკრა.
-ააჰ!-იკივლა ლიზამ.
-გისმენ მეთქი!რატომ ვერ მატყუებ?ააჰ?ლიზა გეკითხები,შენ იცოდი რომ შენ გენდობოდი ყველაზე მეტად,შენ იყავი განსაკუთრეებული,შენი შავზე თეთრიც მჯეროდა,და მაინც მომატყუე ჰო?ასე გადამიხადე ხო სამაგიერო იმ სამასი ბიჭის მოშორებისთვის შენ რომ დაგდევნდნენ,ასე გადამიხადე არა?!მადლობა ლიზა-ზუ!-გამოთქმით დააამატა გიგიმ და მეორე მუშტი დაჰკრა კედელს.
ლიზას ცრემლები გადმოსცვივდა.
მთელი სხეულით ცახცახებდა და ამას გიგიც კარგად ხედავდა.აქ უკვე ნატროშვილი ჩაერია და გიგი უკან დასწია.
-ბიჭო რას აკეთებ?
-რაასაც იმსახურებს!
-ლიზა შენგან ამას არ იმსახურებს გასაგებია?და მისი ცრემლების ფასაად ნუ გააკეთებ საქმეს.
ცრემლებიო.
ლიზას ცრემლებიო.
ჟრუანტელმა დაურა.
უცნობი გრძნობა მთლიანად უღღღრღინიდა გულს.
ცრემლებიო..
მერე ტყუილი გაახსენდა და სიბრაზემ გადაფარა ის უცნობი..
**
აზრი არც სანდროსთვის უკითხავთ არც ტასოსთვის.
-თუ ტასოს ათი მეტრის რადიუსზე გაეკარები..დედაშენს შავებს ნუ ჩააცმევ სანდრო..!-ბეჭზე ხელი დაჰკრა ნატროშვილმა.
-ვაახ ნიკუშ შენც ..?
-მე მხოლოდ გიგის დანაბარები გადმოგეცი...
-გიგის უთხარი არც დის დაქალის შეყვარება შეიძლებათქო..
-სანდრო..რამე არ მიქარო ძმობას გაფიცებ!არ მინდა გიგიმ რამე ისულელოს,გესმის?იცი როგროც მიყვარხარ,შეეშვი ტასიკოს.
-ტაისა ჩემი რომ იქნება მაგაში გიგისაც მალე დავარწმუნებ და შენც..
-არ ისულელო სანდრო,არ ქნა თორემ ხომ იცი რომ გამკეთებელია..?
-რისი?მომკლავს?
-...
-მაშინ გადაეცი გულს არ ააცილოს!
**
მარიამი,ელენე და ლიზა მთელი არსებით იყვნენ ჩართულნი ამ საქმეში.
ლიზა რომ დადიოდა ტასოსთან თან სანდროს დანაბარებსაც გადასცემდა ხოლმე.
ძირითად სამი სიტყვა იყო.
„ნუგეშინია,ერთად ვიქნებით“.
**
ერთად ვერ იყვნენ.
გული უსკდებოდა კუპიდონს.
არც აფროდიტე იყო კარგად.
მიზეზი მოლოდ ის იყო.ის რაც ორივემ და ჩვენც კარგად ვიცით.
მათი სიყვარული არ შეიძლებოდა.
ან შეიძლებოდა.
შეიძლებოდა და ხალხს არ ესმოდა.
ხალხს არფერი არ ესმოდა.
ხალხი იმას იჯერებდა რასაც ერთი იტყოდა.
ერთი კი იმას ამბობდა რომ უნდა დაშორებოდნენ.
!
!
!
გადიოდა ღამეები.
ღამეები იმის ფიქრში რა იქნებოდა ხვალ.
ბილეთები აღარ იყო.
არც იტალიის ემოცია იქნებოდა ახალწელს.
ტასო გამუდმებით აცდენდა უნივერსიტეტს.
გოგონები ეჩხუბებოდნენ.
ვის ესმოდა?
არავის მხოლოდ მე.
ამბობენ არც სანდრო დადიოდა სადმეო.
მხოლოდ კერესელიძე აკითხავდა ბექა.
ისიც ადანაშაულებდაო,მაგრამ ვერ თმობდაო.
არც ნატროშვილი ყოფილა გამონაკლისი.
მერე სანდროსთან უცხო ტიპებს დაუწყიათ სიარული.
ლიზას არ გამორჩენია,მარიამისთვისაც უთქვამს მაგრამ გაჩუმებულან.
თურმე არ უნდა გაჩუმებულიყვნენ.
რაიცი იქნებ შველოდა?
არამგონია..
შანსი ხომ მაინც იყო..?
ეგეც არ ვიცი..
უცხოებმა სიარულს მოუხშირეს.
ტასო ადამიანს აღარ ჰგავდა.
იაკოს წნევებმა უმატა.
გიგი ხმას აღარ იღებდა.
გიგი და ლიზაც მორჩა.
აღარ მეგობრობდნენ.
ქუჩაში რომ გაივლიდნენ მხოლოდ გამარჯობას ამბობდნენ.
რა ნაღვლიანი საღამო იყო..
თითქოს მარიამს შველოდა ბედი.
ალბათ კუპიდონიც.
შეიძლება აფროდიტეც მასთან იყო.
ირაკლიმ ცოლობა სთხოვა.
ახმაურდა ვაჟა.
ბარნოვსაც დაეტყო გამოფხიზლება.
მარიამის ქორწილი იყო.
ლიზამ საგანგებოდ ულამაზესი კაბა იყიდა.
ტასოც ძალით წამოიყვანეს.
ან პრინციპში რაღა ძალით რომ გაიგო სანდროც მოდიოდა გადაწყვიდა.
მისი ბავშვობის დაქალის ქორწილი რომ იყო და მისი გამოტოვება ერთ სიცოცხლეს და სდიკვდილს რომ უდრიდა მარიამისთვის.
***
13 ოქტომბრის ხუთშაბათი დილა იყო.
მზიანი დღე ჩანდა,წვიმას არ აპირებდა.
-ტასო სწრაფად..-გასძახა გიგიმ.
-შენ მე ნუ დამელოდები..
-რატო?
-ლიზას მივყვები რაიყო არ შეიძლება?
-ტასო ვიკითხე..
-ჰო და მიიღე პასუხიც,ამეებს წავიღებ და ლიზასთან გამოვიცვლი აქ სული მეხუთება!
-ლიზა არ დაგეკარგოს რაა!-გასული უკან მობრუნდა.
-რათქვიი?-გამწარებული სახე ჰქონდა ტასოს.
-ლიზა არ დაგეაკრგოსთქო არსად.
-ჰოო?შენი მთელი საძმაკაცო რომ გადააბა ყველას იმდენს უდრის ჩემთვის ლიზაც და მარიამიც გასაგებია?და მეორედ მათზე ესე არ დაილაპარაკო!
-მარიამზე არაფერი მითქვამს.
-ააჰ?რაიყო?ლიამ იმედები ხომ არ გაგიცრუა?
-კი გამიცრუა...
-მაგის გარდა გიგი,მაგის გარდაც სხვა რამეშიც ხომ არ გაგიცრუვდა იმედები,ისიც ხომ ჩემი დაქალია,შენი დაიკო..-გაიცინა ტასომ და გარეთ გავიდა.
-დაიკო..დაიკო არა ტოროლა!-ყავის ჭიქა მაგიდაზე ხმაურიანად დადო და ოთახში შევიდა.
გოგონების მომზადებას ბოლო არ უჩანდა.
როგორც იქნა ჯვრისწერის დროც მოახლოვდა და ლიზა,ტასო და ელენე კიბეებზე ჩამოვიდნენ.
ფანჯრიდან სანდრო აბოლებდა სიგარეტს.
გოგონები ჩასხდნენ მხოლოდ ტასო დარჩა კიბეზე.
ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა.
„ყველაზე ლამაზი ხარ,დედოფალს არ ეშინია?“-სანდრო იღიმოდა.
„შენ რატომ არ ემზადები?“
-მე პირდაპირ იქ მოვალ..“
„კარგი“.
მერე არაფერი.
სანდრო უყურებდა მანამ საანმ მანქანაში ადგილს არ დაიკავებდა.
მერე წითელი „ხოჭოც“ წავიდა ეზოდან.
სასაცილო ის არის რომ იმ მომენტში „ხოჭოს“ მარტო სანდრო არ უყურებდა.
სასაცილო იყო თუ სავალალო ეგ კაცმა არ იცის.
**
უკვე რესტორნის ლხინი შუა ფაზაში შედიოდა.
მარიამმა აიტეხა თაიგული უნდა ვისროლოო.
ჰოდა გამოაცხადეს დაუქორწინებლები და განქორწინებული ხალხი ცენტრში მოთავსდითო.
ტასო არ ამდგარა.
ლიზამ ლამის სკამიანად გაახოხიალა მაგრამ ვერ ააყენა.
მერე უთხრა მეც დავჯდებიო.
თვალების ქაჩვით ტასომ იმდენს მიაღწია რომ ელენე და ლიზა ცენტრში გავიდნენ.
თაიგული და ცრურწმენები არ ვიცი.
თაიგული გიგიმ დაიჭირა.
ჰო მეც ბევრი ვიხალისე.
მერე როგორც ტრადიციას შეეფერებოდა ისევ თამადამ გააგრძელა და ბოლოს მუსიკებმა დაფარა თამადის მომზადებული სადღეგრძელო.
მუსიკაზე ყველა წამოიშალა.
ტასოც გაიტანეს.
ვერ იყო ხასიათზე სანდროს ვერ ხედავდა.
დამთავრებული არც იყო მუსიკა ჩუმად გამოეპარა გოგონებს და მაგიდაზე დაჯდა.
რომ დაჯდა გაეცინა.
თაიგული ლიზასა და ელენეს თეფშებს შორის მაგიდაზე იდო.
თავი გადააქნია და თვალებით მისი ძმა მოძებნა.
მისი ძმაც არსად ჩანდა.
იმ ღამით მოხდა ის რაც მთელი თბილისი შოკში ჩააგდო.
იმ ღამით თბილისმა შავები ჩაიცვა.
აღარც მთაწმინდა ანათებდა ისე როგორც უწინ.
იმ ღამით ბარნოვზე ბიჭების ღრიალმა მთელი ეზო გამოაფხიზლა.
5 საათით ადრე.
*
-წავიდეთ რა ვნახოთ..-აიჩემა გიგიმ.
-და რას ეტყვი?
-იმას რომ თუ ჭკვიანად იქნება იყვნენ ერთად ნიკუშ არ შემიძლია ტასოს ასეთად ყურება.
-დავაი მიდი ჩაიცვი დადე ბიჭო ეგ თაიგული!-გაეცინა ბექას.
-ჰო ჰო დაიცა..-თაიგულს თვალი არც გააყოლა ისე მიაგდო გოგონების მაგიდაზე,თავად კი ბიჭებს გაჰყვა.
მანქანა დაძრეს და სახლში წავიდნენ.
ბარნოვზე ისეთი სიჩუმე იყო გეგონებათ ხალხი მიწამ ჩაყლაპაო.
ეზოში შეუხვიეს და მანქანა გააჩერეს.
გიგიმ სიგარეტს გაუკიდა და ისე ავიდა ზემოთ.
დიდხანს აკაკუნა.
მერე რაღაცის მტვრევის ხმა რომ გაიგეს „კერესამ“ კარი შეამტვრია.
ოთახში ნელა შევიდნენ.
გიგის მზერა სააბაზანოსკენ გაექცა.
ნიკუშამ ზალაში მდგომ პატარა მაგიდასთან მიირბინა.
ფხვნილი..
იქ იმდენი ფხვნილი ეყარა,მის სიცოცხლეში ფილმებშიც კი არ ჰქონდა ამდენი ნანახი.
-სანდროო!-იღრიალა ნატროშვილმა და და ბიჭებიც შეცბნენ.
-რამოხდა..?-გაფითრდა გიგი.
-სანდღო შე#ემა,წამალი..-სახეზე ხელები აიფარა ნატროშვილმა.
კერესელიძემ ოთახები დაირბინა.
სანდრო კი იმ სააბაზანოში იყო,რომლისკენაც პირველად თვალი გიგის გაექცა.
სამივენი შევარდნენ..
აბაზანა ცივი წყლით აავსო „კერესამ“,იქ ჩააწვინეს,ნიკუშამ არ დაიბნა და ხელებზე თმებს წვალება დაუწყო.სწორედ ასე უკეთებდა მამამისს ასეთ დროს დედამისი.
მან თითქოს გონზე მოიყვანა სანდრო.
თუმცა უკვე ზედმეტად გვიანი იყო..
იმ საწამლავს თავისი გაკეთებული ჰქონდა და ზედმეტმა დოზამ..
-პულსი,პულსი გაუზომე გიგი!-ღრიალებდა ბექა.
პულსი აღარ იყო.
არც ერთი წამით არ ამოძრავებულა გულის არც ერთი სარქველი.
-სანდრო ..სანდროოო!-ტიროდა გიგი და სანდროს გადმოყვანას ცდილობდა..
გადმოიყვანა კიდეც.
კალთაში მისი ბავშვობის ძმაკაცის თავი ედო..
ძმაკაცი კიდევ აღარ იყო..
ასე და ამგვარად იმ ღამით თბილისმა შავები ჩაიცვა.
ტასოს ვერავინ უმხელდა.
გიგიმაც პირველად ლიზას დაურეკა.
ლიზამ ელენესთან ერთად ჩუმად წამოვიდა რესტორნიდან და იქ მალევე მივიდნენ.
-რამოხდა?..-ოთახში შესული ლიზას გაოცებისგან პირი დაეღო,გიგი ტიროდა.
მსგავსი პირველად ხდებოდა..
ლიზამ ახლა მზერა საწოლი ოთახისკენ გააპრა.
სანდრო იწვა გაშოტილი.
უსულოგ,უგულოდ..
-გიგი რა მოხდა..
-ჩემი ბრალია..ლიზა..ჩემი ბრალია ლიზაზუ..გეფიცები ჩემი ბრალია..-ტიროდა გიგი და ლიზას ეპოტინებოდა..
ლიზა ახლოს მივიდა სცადა დაემშვიდებია.
მისი დამშვიდება?
ეგ სანდრო თუ გაცოცხლდებოდა მაშინ მოხდებოდა.
თვითონ იჯდა.
ფეხები განზე გაედგა ლიზა შუაში ჩაეყენბია და ისე ეხუტებოდა.
ტიროდა ლეშკაშელი და ხმას ვერ იღებდნენ ნიკუშა და ბექა.
ლიზამ რომ გაანალიზა რაც ხდებოდა..ელენეს უთხრა სასწრაფოსდ პარკი მოიტანეო.
ელენემ შეასრულა ლიზას მითითიება ,ლიზამ ხელი გიგის უხეშად გააწევინა,ფხვნილი ცელოფანში ჩაყარა მაგიდაზე სველი საფენები დადოდა გდაწმინდა.
არავითარი ნარკოტიკის კვალი იქ აღარ იყო.
სახლი დაალაგეს.
ვინმეს ეჭვი რომ არ აეღო.
ოთახში იაკო შემოვიდა.
-ბებო რახდება?ყვირილი გავიგონე..გიგი რააგატირებს?..
-მოვკალი ია..მე მოვკალი..-თავზე ხელებს ირტყამდა გიგი და ნიკუშა აკავებდა.
-ვიინ ბებო?-გაგიჟდა ქალი.
-სანდრო ბე..სანდრო..ჩემ კალთში ედო თავი..გეფიცები ედო მკვდარი იყო ია..პულსი აღარ ესინჯებოდა,ვერ მოვუსწარი ბებო!ვერ მოვასუწარი რომ მეთქვა ..
-ვაიმე შვილო..-იაკო საძინებელში შევიდა,სანდროს უსულო სახე რომ დაინახა გაფითრდა.
მეორე დღეს ამბავი ყველამ გაიგო.
ყველა ტასოს რეაქციას ელოდა.
ტასო კიბეზე ლიზამ და მარიამმა აიყვანეს.
ალაგ-ააგ ფეხიც ერეოდა.
სახეზე ფერი არ ედო.
ანასტასია ის ანასტასია აღარ იყო მთელი თბილისი რომ გიჟდებოდა...
სანდროს ცხედარი შუა ზალაში რომ დაინახა გოგონებს ხელი გააშვებინა.
ახლოს მივიდა,მის დანახვაზე გაიღიმა.
გარდაცვლილს ის პერანგი ეცვა,რომელიც ტაისას გამოსაშვებზე.
ყველა მას უყურებდა..
ფრთხილად დაიხარა დანაზად აკოცა..
„ჩვენი ისტორიაც მორჩა სანდრი..დამარხეს..“-ჩუმად ჩაილაპარაკა.
გიგი მოკვდა.
ამ სცენამ გაანადგურა.
ახლა ხვდებოდა რამდენად უყვარდა ტასოს სანდრო.
გვერდით რომ მიიხედა ლიზა იდგა.
გასვლა სცადა მაგრამ არ გაუშვა ლიზამ.
-აქ დარჩი.! დარჩი და უყურე!გასაგებია?!-ისეთი ცივი ხმა ჰქონდა მთელ სხეულში ყინულები იგრძნო გიგიმ.
-არ შემიძლია ლიზაზუ...
-მასაც არ შეეძლო,შენ მოკალი,ეს ხომ კარგად იცი..?ხალხს ვერ გადაახტი ხომ ხედავ..აი ხალხს სადამდე მიჰყავთ ადამიანები..!შენც იმ ბრბოს ნაწილი ხარ,მეზიზღები გიგი ლეშკაშელო გასაგებია?!მეზიზღები,მარგამ ახლა აქ იქნები და კარგად უყურებ შენ დას..!რომლის გულიც შენ კარგა ხნის წინ დაფლითე შენი მენტალიტეთით.
ხელები აუკანკალდა გიგის.
თთქოს ამხელა ბიჭი ერთ პატარა ბავშვად იქცა ვისაც დედა ტუქსავდა.
ვერ იტანდა ამდენ სიცივეს ვერც ტასოსგან და ვერც ლიზასგან.
***
3 თვის შემდეგ..
***
-სად არის?-იკითხა ფსიქოლოგმა.
-სანდროს სახლის გასღები მშობლებმა მას დაუტოვეს,ყოველდღე ადის.რასაკეთებს არ ვიცი..
*
რას აკეთებდა?
ტელეფონს თიშავდა.
იატაკზე წვებოდა და ჭერს უცქერდა.
სანდროს პერანგებს ხელით რეცხავდა.
მერე ჰფენდა და აშრობდა,მერე აუთოვებდა და ისევ იატაკზე წვებოდა.
მერე ფიქრობდა.
ოცნებებს შორს მიჰყავდა ..
ძალიან შორს.
სანდროსთან.
**
ქალაქს ცხელმა ტალღამ დაუარა.
ერომ გაიგო..
რომ გავიგეთ.
„კერესამ“ და ელენემმ ჯვარი ჩუმად დაიწერესო.
ისევ ახმაურდა ბარნოვი.
-აეე ქორწილიაა!-ყვიროდა ნატროშვილი და შამპანიურის ბოთლს აქეთ-იქით აქნევდა.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი.



№1  offline მოდერი Eleniko13

რატომ მიკეთებ ამას?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Eleniko13
რატომ მიკეთებ ამას?

მაპატიე :დ

 


გამოვიფიტე იმდენი ვიტირე საოცრება ხარ აიი უმაგრესია მართლა
მეგონა გიგი და ლიზუ ერთად დარჩებოდნენ
არ ვიცი რა გითხრა ჰეფიენდს ველოდი
მაგრამ...
ძალიან ძალიან მაგარია...

 


№4 სტუმარი knopka

bolo nawilze cremlebi gapagupitwamovida armogekla raiknenoda esgigic magaritipia ra ramoxda sheukvardat zustadvici gigosac ukvars chveni lizazu mara tasolvelazecodoa auu :((

 


№5  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

გოგო ბრედფორდიდან
გამოვიფიტე იმდენი ვიტირე საოცრება ხარ აიი უმაგრესია მართლა
მეგონა გიგი და ლიზუ ერთად დარჩებოდნენ
არ ვიცი რა გითხრა ჰეფიენდს ველოდი
მაგრამ...
ძალიან ძალიან მაგარია...

ძალიან დიდი მადლობა <3

knopka
bolo nawilze cremlebi gapagupitwamovida armogekla raiknenoda esgigic magaritipia ra ramoxda sheukvardat zustadvici gigosac ukvars chveni lizazu mara tasolvelazecodoa auu :((

არ უყვარს გიგის, მეგობრები არიან თავისებურად :დდ მადლობა შეფასებისთვის <3

 


№6  offline წევრი Keso Vasadze

მდაააჰ!
წინასწარ გეტყვი,რო მოთხრობაზე ბევრს არ ვილაპარაკებ..ხოიცი,რომ დავიწყებ ვერ გავჩერდები ამიტომ არ გვინდა.
დავიწყოთ იქიდან,რომ კიდევ კაი გაგიცანი.კიდევ კაი ჩვენს "ჭუმბოს" რო მაიძულა ჩუპა-ჩუპსი წამეკითხა,კიდევ კაი.მახსოვს პირველ დღეს,რომ მოგწერე მაშინაც ბევრი ვილაპარაკეთ(მაშინაც გლანძღავდი) და ღმერთო ისეთი ბედნიერი ვიყავი.მაშინ არ ვიცოდი,რომ ის გოგონა მოთხრობებიდან,რომ გავიცანი ჩემთვის ყველაფერი გახდებოდა.ხომ იცი ადამიანები,რომ გრძნობენ,რომ ძალიან უყვართ?ისე ძალიან,რომ შეიძლება გააფრინონ!ასე ვარ მე შენზე ზუსტად!
5სექტემბერი იყო,რომ მომწერე "გოგო თბილისსში ჩამოვდივარ-ო".ისე გამიხარდა მთელი ოთახი ავაკირავე,მერე შენი საყვარელი იაკო შემოვარდა ხო კარგად ხარ შვილოო!არაფერი მიპასუხია მარტო ის შევკივლე "ლიზა ჩამოდის ბებო-თქო!"
მერე 7სექტემბერი იყო,სკოლიდან გამოვდიოდი და დამირეკე "გზაში ვარ მოვალ 15 წუთში-ო".ისე გამიხარდა ისე,წიგნები სულ კუნტრუშ-კუნტრუშით ჩამოვიტანე სახლში.მერე სახლიდან გამოვედეი და სადღაც 10წუთში დაგინახე..ისეთი ლამაზი იყავი..მერე ახლოს მოვედი და ჩააგეხუტე!ღმერთო,მაშინაც მეგონა გავაფრენდი!მერე იყო ის რაც მე შენ და მარიამმა ვიცით.საუკეთესო მომენტი ალბათ მაშინ დადგა ბებიაშენი,რომ დავითანხმეთ ჩემთან დარჩენაზე!
6საათამდე ვლაპარაკობდით..დაუსრულებლად!
უკვე დაძინებისას მივხვდი,რომ იმ დღეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი,რაც კი ოდესმე ვყოფილვარ.
მიყვარხარ ისე ძალიან ცოტა მაკლია,რომ შემზიზღდე!(სერიოზულად გაფრენამდე მიყვარხარ!)
მოთხრბაზე რა გითხრა როცა ყველაფერი იცი?
სასწაული იყო და ჩემთვის ყოველთვის სასწაული იქნება.
ბევრი რამე დაიმარხა ამ ისტორიასთან ერთად. blush
რაღა გითხრა?
ლიზა კანდელაკო ყველაფერი ხარ!

 


№7  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Keso Vasadze
მდაააჰ!
წინასწარ გეტყვი,რო მოთხრობაზე ბევრს არ ვილაპარაკებ..ხოიცი,რომ დავიწყებ ვერ გავჩერდები ამიტომ არ გვინდა.
დავიწყოთ იქიდან,რომ კიდევ კაი გაგიცანი.კიდევ კაი ჩვენს "ჭუმბოს" რო მაიძულა ჩუპა-ჩუპსი წამეკითხა,კიდევ კაი.მახსოვს პირველ დღეს,რომ მოგწერე მაშინაც ბევრი ვილაპარაკეთ(მაშინაც გლანძღავდი) და ღმერთო ისეთი ბედნიერი ვიყავი.მაშინ არ ვიცოდი,რომ ის გოგონა მოთხრობებიდან,რომ გავიცანი ჩემთვის ყველაფერი გახდებოდა.ხომ იცი ადამიანები,რომ გრძნობენ,რომ ძალიან უყვართ?ისე ძალიან,რომ შეიძლება გააფრინონ!ასე ვარ მე შენზე ზუსტად!
5სექტემბერი იყო,რომ მომწერე "გოგო თბილისსში ჩამოვდივარ-ო".ისე გამიხარდა მთელი ოთახი ავაკირავე,მერე შენი საყვარელი იაკო შემოვარდა ხო კარგად ხარ შვილოო!არაფერი მიპასუხია მარტო ის შევკივლე "ლიზა ჩამოდის ბებო-თქო!"
მერე 7სექტემბერი იყო,სკოლიდან გამოვდიოდი და დამირეკე "გზაში ვარ მოვალ 15 წუთში-ო".ისე გამიხარდა ისე,წიგნები სულ კუნტრუშ-კუნტრუშით ჩამოვიტანე სახლში.მერე სახლიდან გამოვედეი და სადღაც 10წუთში დაგინახე..ისეთი ლამაზი იყავი..მერე ახლოს მოვედი და ჩააგეხუტე!ღმერთო,მაშინაც მეგონა გავაფრენდი!მერე იყო ის რაც მე შენ და მარიამმა ვიცით.საუკეთესო მომენტი ალბათ მაშინ დადგა ბებიაშენი,რომ დავითანხმეთ ჩემთან დარჩენაზე!
6საათამდე ვლაპარაკობდით..დაუსრულებლად!
უკვე დაძინებისას მივხვდი,რომ იმ დღეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი,რაც კი ოდესმე ვყოფილვარ.
მიყვარხარ ისე ძალიან ცოტა მაკლია,რომ შემზიზღდე!(სერიოზულად გაფრენამდე მიყვარხარ!)
მოთხრბაზე რა გითხრა როცა ყველაფერი იცი?
სასწაული იყო და ჩემთვის ყოველთვის სასწაული იქნება.
ბევრი რამე დაიმარხა ამ ისტორიასთან ერთად. blush
რაღა გითხრა?
ლიზა კანდელაკო ყველაფერი ხარ!

Chemi chemi mxolod chemi ❤️

 


№8  offline წევრი mimimimo

შენ მე მომკალი!

 


№9  offline წევრი daiana

სად გაქრა ლიზას ჰეფი ენდები? :///
ისტორია არაჩვეულებრივი,როგორც ყოველლთვის.

 


№10  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

mimimimo
შენ მე მომკალი!

Mapatie❤️❤️

daiana
სად გაქრა ლიზას ჰეფი ენდები? :///
ისტორია არაჩვეულებრივი,როგორც ყოველლთვის.

მადლობა ჩემო კარგო

 


№11  offline წევრი Kusaaa

გეფიცები ახლაც ცრემლები მომდისს აუუუ რა იყო ეს ავტორ ! რატო გამწირეე ! ყველაზე მაგარი ხარ შენ ! საუკეთესო წერის სტილი გაქ არჩეული და მაგიტო მიყვარხარ ზუსტად !

 


№12  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Kusaaa
გეფიცები ახლაც ცრემლები მომდისს აუუუ რა იყო ეს ავტორ ! რატო გამწირეე ! ყველაზე მაგარი ხარ შენ ! საუკეთესო წერის სტილი გაქ არჩეული და მაგიტო მიყვარხარ ზუსტად !

Dzalian didi madloba <3

 


№13  offline მოდერი წითური გოგონა

კესოსი მშურს,
რომ დაგელაპარაკა.
"გული მოიფხანა"
მე სულ მემახსოვრება!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№14  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

[quote=წითური გოგონა]კესოსი მშურს,
რომ დაგელაპარაკა.
"გული მოიფხანა"
მე სულ მემახსოვრება![/quote]
[quote=წითური გოგონა]
<3

 


№15 სტუმარი Guest Sevda

Auuuesraikooomovkvdiiii ((((((((

 


№16  offline წევრი Keso Vasadze

ყველაზე მეტად მიყვარს:)

 


№17 სტუმარი Guest baby girl

აუუუ რატო გინდა რო სუ ვიტირო რა?! sob ძაან მაგარი რამე იყო. ვერ ვხვდები ასეთი ეგოისტი ძმა რატო უნდა ყავდეს ასეთ გოგოს მარა რას იზავ ბედისწერა ასეთია. smile ისე რა იქნებოდა ნარკოტიკების მაგივრად სხვა რამე რომ ყოფილიყო იქნებ სანდრო ცოცხალი დაგეტოვებინა როგორღაც ასე თავის შეცდომას ხომ გიგიც მიხვდებოდა და ბედნიერი დასასრული ექნებოდა, თუმცა ყველა ისტორია ხომ "ჰეფი ენდით" არ მთავრდება?!(ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა ლიზაზუ baby girl-ის მოსაზრება რომ სანდრო ასე არ უნდა გაგემეტებინა სიკვდილისთვის და მე ტირილისთვის?! sob sweat ) heart_eyes ძაან მიყვარხარ შენც და შენი ყველა ისტორია მაგრად მიყვარხარ ლიზაზუ. kissing_heart kissing_heart

 


№18  offline წევრი Everything

გაგიჟდით? ძალიან ცუდად ვარ sob

 


№19  offline წევრი Hela

ლიზაზუ რაგინდოდა ჩემგან რატომ მატირე?

 


№20  offline წევრი Lokeba

საოცრებაა innocent არასდროს მომბეზრდება წაკითხვა relieved დღეს მერამდენედ ჩავიკითხე და მერამდენენ ვიტირე sob მეკეტება ამ ისტორიაზე blush

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

აუუ სანდროოო არ იმსახურებდა ამ ყველსფერს

 


№22 სტუმარი სტუმარი ნინი

ღმერთოჩემო,ეს რა იყო???????????????? ძალიან მომეწონა და დამასევდიანა... წერის სტილი არაჩვეულებრივი აქვს ავტორს❤️❤️

 


№23 სტუმარი ნი-კე

აი გული გამეგლიჯა ოღონდ მართლა..იმდენად აღვიქვი კითხვის პროცესში რომ მეგონა უშუალო მონაწილე ვიყავი მომხდარის..ამოუწურავი ხართ თქვენ❤️❤️❤️წარმატებებიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent