შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

My Moonlight (CH.1)


16-09-2016, 19:52
ავტორი Mina
ნანახია 1 799

ლონდონი ყოველთვის ცივი იყო, განსაკუთრებით წლის ამ მონაკვეთში, როცა შემოდგომა ნელ-ნელა იწურება და ზამთარი მოდის. დღე მოკლდება, ამინდი ცივდება, ტანსაცმელი კი უფრო თბილი და კომფორტული ხდება. იმ ოთხი წლის განმავლობაში რაც აქ ვცხოვრობდი ყოველთვის ახერხებდა ეს ქალაქი ჩემს გაოცებას. თქვენ თუ გგონიათ რომ აქ ცივი ადამიანები ცხოვრობენ ალბათ უბრალოდ საკმარისად არ გიცხოვრიათ ინგლისში. ახალგაზრდისთვის ყოველთვის რთულია ცხოვრების სირთულეებთან შეჩვევა და რამეს მიღწევა, მაგრამ ეს ყველაფერი განსაკუთრებით რთულდება თუკი ხელში გყავს სამი წლის შვილი ხოლო გვერდით არც ქმარი გიდგას და არც შეყვარებული. მკაცრ რეალობას მე და დეიზი ყოველ დღე ვეჯახებით, თუმცა კი რაც დრო გადის ვხვდები ჩემი შვილი ერთადერთია რის გამოც დილაობით ბედნიერი ვიღვიძებ. ლონდონის ქუჩებში ფრთხილად მივაბიჯებდი და ვტკბებოდი იქ დატრიალებული სურნელით, ეს ჩემი საყვარელი სუნია, როცა წვიმა ახალი შეწყვეტილია და ჰაერში ოდნავ სიმჟავე ირევა, ცოტათი ცხვირსაც გწვავს თუმცა გსიამოვნებს, უცნაურია სასტიკად გძაგდეს წვიმა მაგრამ ასე საოცრად გიყვარდეს მისი შეწყვეტის შემდეგ დატოვებული სურნელება, ალბათ ამიტომაც ვერ დავშორდი ლონდონს, ვერ მოვახერხე რომ ერთ დღესაც ბარგი ჩამელაგებინა და ლოს ანჯელესში დავბრუნებულიყავი, იმ ქალაქში სადაც დავიბადე მაგრამ არცერთი დღე ბედნიერი არ ვყოფილვარ. ფილაქანზე, რომელზეც ჩემი ღია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მივაბიჯებდი, პატარა ქვებს ვითვლიდი. ჩემი შავი სადა პალტო ძლიერად შემოვიხვიე სხეულზე და თუმცა კი კბილები მიკანკალებდა სიცივისგან მაინც არ ვნანობდი რომ ფეხით გადავწყვიტე იმ რესტორნამდე მისვლა სადაც დღეს დიდი ხნის შემდეგ როგორც იქნა დავთანხმდი ჩემს თანამშრომელს პაემანზე წავსულიყავით. საკმაოდ რთულია მარტოხელობას მიჩვეული ოცდახუთს გადაცილებული ქალისთვის ახალი ნაბიჯების გადადგმა, ურთიერთობის დაწყება, ვინმესთვის გულის გადაშლა და მისთვის საკუთარი თავის მიძღვნა თანაც როცა ისეთი ცხოვრება გაქვთ გამოვლილი როგორიც მე. თავიდან გამიჭირდა, მიუხედავად იმისა რომ ჯოზეფი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და თბილი ადამიანი იყო ვისაც კი ვიცნობდი, მაინც უკან ვიხევდი. რთულია შენი ცხოვრება თვალწინ გადაუშალო უცხო მამაკაცს რომელმაც არ იცის რომ მარტოხელა დედა ხარ. ელოდები რომ ხელს გკრავს, გაგაკრიტიკებს, გაგკიცხავს, შენზე ცუდს იფიქრებს და რაც ყველაზე მთავარია გგონია რომ შენ შვილს არ მიიღებს. ჯოზეფი და მე ერთ გამომცემლობაში ვმუშაობთ უკვე ორი წელია, ერთი შეხედვით ის უბრალო ინგლისელი ბიჭია რომელსაც თითქმის ყოველთვის შავი ტანზე მომდგარი ჯინსები, ლურჯი ვანსები და კუბოკრული პერანგი აქვს მოცმული ნაცრისფერ ან შავ V ყელიან მაისურზე, მაგრამ როცა კარგად შეხედავთ მიხვდებით რომ საკმაოდ სიმპათიური ბიჭია ლურჯი თვალებით და ქერა თმებით. როცა მეოთხედ მკითხა წავიდოდი თუ არა მასთან ერთად პარასკევს საღამოს რესტორანში უკვე უხეშობად ჩამომართმევდა უარს ამიტომაც დავთანხმდი. გულწრფელად რომ ვთქვა ჯოს იმიტომაც დავთანხმდი რომ მატერიალს ვეძებ ჩემი ახალი რომანისთვის, ამიტომაც ვცდილობ ბევრ ადამიანს გავესაუბრო, ქუჩაში უცხო ადამიანებზე დაკვირვება ან საღამოობით სხვის ფანჯრებში დაუკითხავად ყურება ჩემი საყვარელი გასართობი იყო ყოველთვის, ცნობისმოყვარე და თანაც საოცრად მოხერხებული ვერასდროს ახერხებდნენ ჩემს დაჭერას, მეკი ყოველ ჯერზე როცა კი რაიმე საინტერესო სიაუჟეტს დავინახავდი შემეძლო ამის ირგვლილ უზარმაზარი ამბავი შემეთხზა. მაგალითად ერთხელ ტემზას სანაპიროს მივუყვებოდი, მაშინ ინგლისში ახალი ჩამოსული ვიყავი და ყოველდღე საათებს ვატარებდი ფეხით სიარულში, ჩემი მახვილი თვალის წყალობით იმწამსვე დავინახე მაღალი ულამაზესი ფიგურის მქონე ქალი, საოცრად ნათელი ჩალისფერი თმით რომელიც მოუწესრიფებლად ეყარა მხრებზე, თხელი თითები მაგრად ჰქონდა მის კისერზე ჩამოკიდებულ ცეპზე შემოხვეული და ტუჩები უთრთოდა. მუხლამდე ბორდოსფერი კაბა წელთან შავი თხელი ტყავის ქამრით ჰქონდა გაფორმებული, როცა მომიახლოვდა შევნიშნე სახე ცრემლებისგან ჰქონდა დასველებული. ვიცი ალბათ იმ მომენტში ჩანთიდან ცხვისახოცი უნდა ამომეღო და საბრალო ქალისთვის მიმეწოდებინა, შემდეგ ალბათ უნდა მეკითხა თუ რა ხდებოდა მის თავს, თუკი გადაწყვეტდა ჩემთვის, სრულიად უცხო ქალისთვის გულის გადაშლას ჭიქა ჩაიზე დამეპატიჟებინა სადმე ღია კაფეში რომ უკეთ მომესმინა მისი ისტორია. ამის ნაცვლად უბრალოდ შავი სათვალე გავიკეთე და ქალს თვალი გავაყოლე როცა გვერდი ჩამიარა, მიუხედავად იმ ტრაგედიისა რაც მის თავს ხდებოდა, და იოლად შეგეძლოს დაგეფიქსირებინათ რომ მის თავს აშკარად ტრაგედია ხდებოდა, მისი ნაბიჯები იყო საოცრად თავდაჯერებული, ამაყად მიაბიჯებდა შუა ქუჩაში და მიუხედავად ცრემლებისგან დასიებული თვალებისა და მოუწესრიგებელი თმის ის მაინც ამაყი და ძლიერი ქალი იყო. როცა ქალი თვალსაწიერს მიეფარა ჩემი თხელი ჭაობისფერი შარფი გავიწორე და ჩქარი ნაბიჯით სახლისკენ წავედი. ხუთი თვის შემდეგ გამოიცა ჩემი პირველი რომანი რომელიც ახალგაზრდა ქალის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობდა, ქალის რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა ეპოვა საკუთარი თავი, საკუთარი თავის ძიებაში კი უამრავჯერ დაანგრიეს. რომანის პირველი ტირაჟი ხუთ დღეში გაიყიდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ისეთი რამის დაწერა შემეძლო რაც ამდენ ხალხს დააინტერესებდა. ასე დავდიოდი ინგლისის ქუჩებში და ახალ ისტორიებს ვეძებდი უცნობი ადამიანების თვალებში, ან მათი სახლების ფანჯრებში, ყველგან სადაც კი შემეძლო. ჩემი გამოგონებული პერსონაჟების ცხოვრების აღწერით იმდენად გატაცებული ვიყავი ყოველთვის რომ საკუთარი ცხოვრების მისახედად დროს ვეღარ ვნახულობდი, თუმცა კი უკვე იმდენი რამ მქონდა გამოცდილი ახალი განცდებისთვის მზად სულიად არ ვიყავი.
როდესაც რესტორანს მივუახლოვდი ღრმად ჩავისუნთქე, კონსიერჟმა თბილად გამიღიმა და კარი გამიღო, მეც მადლობა გადავუხედე და მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა როცა თბილი ჰაერი ვიგრძენი სახეზე. გარეთ მართლაც ძალიან სიცივე ყოფილა გავიფიქრე გულში. პალტო ფრთილად ჩამომართვა იქვე მდგომმა ახალგაზრდა მამაკაცმა და დარბაზში შემაცილა. გოგონა ხელში ოქროსფერი ტაბლეტით ხელში კართან იდგა და ჩემს დანახვაზე მთელ სახეზე ნაძალადეი ღიმილი გადაეჭიმა და მთხოვა მეთქვა ვისთან მივდიოდი, მეც ჯოზეფის გვარი ვუთხარი მან კი სიაში ძებნა დაიწყო, შემდეგ კმაყოფილმა გამიღიმა და მითხრა მაგიდამდე გავყოლოდი, გზაში კი ჯოს მაღალი ფიგურა შევამჩნიე რომელიც ჩემსკენ მოიწევდა მაგრამ ჩემდა გასაოცრად არ იღიმოდა. როცა მომიახლოვდა გოგონას უთხრა რომ მასთან ვიყავი მანაც სასიამოვნო საღამოს გატარება გვისურვა და მარტო დაგვტოვა. ერთი თვალი შევავლე ჯოს და ჩემდა გასაოცრად მისი საყვარელი კუბოკრული პერანგების ნაცვლად ჩვეულებრივი თეთრი პერანგი ეცვა თავიდან ბოლომდე იდეალურად გაუთოებული და ღილებიც ზედმიწევნით შებნეული. ეტყობა ამ დღისთვის სპეციალურად მოემზადა. ვერ ვიტყვი რომ დიდიხანი დავხარჯე ჩემი სამოსის შერჩევაზე თუმცა კი თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი მაღალწელიან ნაჭრის შარვალსა და შავ პერანგში.
-როუზ ძალიან ლამაზად გამოიყურები - ღიმილით მითხრა და ჩემსკენ ერთი ნაბიჯი გადმოგდა, წამებში კი ლოყაზე მხურვალე ტუჩების შეხება ვიგრძენი, გაწითლება არ მჩვევია თუმცა კი ოდნავ დავიმორცხვე და ხმადაბლა გადავუხადე მადლობა.
-შენთან დარეკვას ვცდილობდი მაგრამ რატომღაც არ მიპასუხე - წარბებშეკრულმა მითხრა
-მაპატიე ჯოზეფ, ალბათ ხმა ვერ გავიგონე - მალევე სახე გაეხსნა და ისევ თბილად გამიღიმა
-ეგ არაფერი, მოკლედ რაღაც მოხდა - სახე შეკრა და ანერვიულებულმა შემომხედა - დღეს ჩემი და და მისი მეგობარი შემოგვიერთდებიან ვახშამზე, თუ რა თქმა უნდა ეს პრობლემა არ იქნება. უბრალოდ ლონდონში დღეს დაბრუნდა თანამშრომელთან ერთად - მეკი მეგონა რაღაც სერიოზული ხდებოდა, რაც უფრო მეტ ხალხს გავიცნობ მით უფრო მეტი მასალა მექნება წიგნისთვის. შეიძლება ეს ეგოისურად ჟღერს მაგრამ მართლაც ძალიან მჭირდება ახალი მასალა.
-არაუშავს ჯო, სიამოვნებით გავიცნობ შენს დას - ჯოზეფმა შვებით ამოისუნთქა და მაგიდისკენ გამიძღვა.
რესტორანი იყო პატარა და მყუდრო, არაფერი ზედმეტი დეკორატიული ელემენტი, მშვიდი გარემო და ღია ტონებში შეღებილი კედლები, ხის მაგიდებზე ლამაზად გადაფარებული ნაქარგი სუფრები და მათზე ზედმიწევნით ლამაზად დალაგებული ჭურჭელი, როცა გარშემო მიმოიხედავდით თავი რომელიმე სასახლეში გეგონებოდათ. ლამაზ შავ-თეთრ ფორმებში გამოწყობილი ოფიციანტები ღიმილიანი სახით დადიოდნენ მაგიდებს შორის ხელში ფოდნოსებით ან პატარა თეთრფურცლებიანი ბლოკნოტებით ხელში. დარბაზს ნელა გავდიოდით და როდესაც საშუალო ზომის მაგიდა დავინახე იქ მჯდომი ქალი და კაციც შევნიშნე. მამაკაცი ჩემსკენ ზურგით იჯდა ქალის სახეს და ზედმეტად წითელ ტუჩსაცხს კი შესანიშნავად ვამჩნევდი. კაბა რომელიც მკერდთან ზედმეტად მოჭერილი ჰქონდა ისეთ ეფექტს ქმნიდა რომ გეგონებოდათ სადაცაა ნაკერები დაირღვევა და ტანზე შემოეხევაო, ფრჩხილები იმავე ფერზე ჰქონდა შეღებილი როგორც ტუჩები, თვალები ზედმეტად ჩაეშავებინა მუქი ფერის ჩრდილებით და წარბები ცუდად ჰქონდა შეღებილი. ქალი თითქოს ცდილობდა ყოფილიყო ელეგანტური ბოლოს კი ისე გამოუვიდა რომ საშინლად ვულგარული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. როცა მაგიდას მივუახლოვდით ქალმა შემამჩნია და ფართოდ გამიღიმა, მისი ხელოვნური გარეგნობიდან განსხვავებით ღიმილი საოცრად მეგობრული და თბილი ჰქონდა.
-როუზ გაიცანი ეს ჩემი დაა ლილიანი, ლილი ესკი ჩემი თანამშრომელი და მეგობარია როუზი - ლილიანმა თბილად ჩამიხუტა გულში და სიცილით მითხრა როგორი სასიამოვნო იყო ჩემი გაცნობა, მეც ზრდილობიანად მაგრამ ოდნავ ცივად გავუღიმე და უცნობი მამაკაცისკენ მივბრუნდი.
ეხლა რომ დავიწყო მაღალფარდოვანი ფრაზებით საუბარი იმის შესახებ თუ როგორ ვიგრძენი თავი ნაცნობი მწვანე თვალების დანახვაზე ალბათ სასაცილოც გამოვა და თქვენს ნერვებმოშლილი თვალებს გადაატრიალებთ. როცა შემომხედა მკვდრისფერი დაედო, მეკი იმის მაგივრად რომ მუხლებში სისუსტე მეგრძნო საერთოდ დამავიწყდა მუხლები რომ მქონდა. ზოგისთვის შეიძლება არც ისე რთულია წლების შემდეგ შეხვდე ადამიანს რომელიც ერთ დროს ყველაზე დიდ როლს თამაშობდა შენს ცხოვრებაში, ჩემთვის კი ეს ძალიან მძიმე მომენტი იყო. სხვა არის შეხვდე სამი წლის მერე შენს ყოფილ ქმარს რომელსაც მშვიდობიანად გაშორდი, ყველანაირი დრამის და სკანდალების გარეშე, მაგრამ მეორეა როცა ხვდები ყოფილ ქმარს რომელსაც ბოლო სამი წელი უმალავ თქვენი შვილის არსებობის შესახებ.
-ეს ჩემი ქმრის საუკეთესო მეგობარი და პარტნიორია ჰარი - ლილიანის ხმამ დედამიწაზე დამაბრუნა ჰარი კი ნელა წამოდგა სკამიდან. ლაპარაკის უნარი დამეკარგა და მხოლოდ იმას ვამჩნევდი როგორ მევსებოდა თვალები ცრემლებით.
-როუზი - მისი ტუჩებიდან დაცდენილი ჩემი სახელი ყველაზე ლამაზი მელოდია იყო ჩემთვის და ბეთჰოვენის მუსიკასაც კი ვერ შეედრებოდა. ის ჩემს წინ იდგა, შავ პერანგზე ასეთივე ფერის სადა ნაქსოვი ჟაკეთი ჰქონდა მოხურული. ის ჩემს წინ იდგა და იყო საოცრად სხვანაირი, წვერი გაეპარსა თმები კი მხრებამდე ჰქონდა ჩამოზრდილი. ის ჩემს წინ იდგა და ვხედავდი როგორ აევსო თვალები ცრემლებით. ის ჩემს წინ იდგა ჩემი გული კი კიდევ ერთხელ დაამსხვრია მოგონებებმა ჩვენს საერთო წარსულზე, მოგონებებმა რომელიც ღრმად მქონდა გონებაში დამარხული და ვცდილობდი ყოველ დღე თითო საკეტი დამემატებინა იმ სარდაფითვის სადაც მას ვინახავდი. ის ჩემს წინ იდგა მეკი ვერაფერს ვაკეთებდი. ჯოზეფმა მხარზე ხელი მომხვია და ოდნავ შემარხია
-როუზ ფერი სულ დაკარგე, რა დაგემართა? - მეც გონებაში ჩემ თავს მთელი ძალით გავარტყი სილა და ვუბრძანე მას თავის ხელში აყვანა.
-კარგად ვარ ჯოზეფ - ჯოს გავუღიმე და მისკენ მივიწიე. თითქოს ვცდილობდი ჰარის მოვშორებოდი, არ მინდოდა ხელი ჩამომერთვა მისთვის, არ მინდოდა შევხებოდი, არ მინდოდა მისი ხმა გამეგონა რადგან ჩემი თავის იმედი არ მქონდა რომ კიდევ შევძლებდი საღად აზროვნებას. ჩემი ხმა ამ წუთას საოცრად სუსტად მომეჩვენა, ისევ მას შევხედე, ის კი არც ინძრეოდა, ისევ ისე მიყურებდა როგორც მაშინ პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს, ისე მიყურებდა როგორც მაშინ როცა ბოლო სიტყვებს ვეუბნებოდით ერთმანეთს, ისე მიყურებდა როგორც მხოლოდ მას შეეძლო ჩემთვის შემოეხედა, ოღონდ ახლა ჩემს წინ არ იდგა თვრამეტი წლის ბიჭი მოკლე თმებში და სქელი წიგნებით ხელში, არც ის კაცი იდგა ჩემს წინ რომელსაც ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი ასდიოდა და ენას ვერ იბრუნებდა პირში რომ ორი სიტყვა ეთქვა ჩემთვის. ახალგაზრდა კაცი რომელიც ეხლა მე მიყურებდა იყო მოწესრიგებული, სუფთა, დამშვიდებული, მას არ ასდიოდა რომელიმე იაფფასიანი არყის სუნი, მისი პერანგი არ იყო მარლბოროს კვამლით გაჟღენთილი, მისი თითები კი არ იყო გაყვითლებული ნიკოტიკისგან. შეცვლილი იყო, მაგრამ ეს თვალები ისევ ისეთი იყო როგორიც ადრე.
-თქვენ ერთმანეთს იცნობთ? - გაოცებულმა იკითხა ლილიანმა, მეკი მისკენ შევბრუნდი და ხელოვნური ღიმილი გადავიჭიმე სახეზე
-როზი ჩემი ცოლია - დაბალი ხმით თქვა ჰარიმ მეკი ბრაზმა მომიცვა რადგან ჯერ კიდევ მის ცოლად მომიხსენია, ამის უფლება მაშინ დაკარგა როცა პირველად აწია ჩემზე ხელი
-ყოფილი ცოლი - გამოვცარი კბილებში მას კი სევდიანად ჩაეღიმა მაგრამ არაფერი უთქვამს.
-არ ვიცოდი გათხოვილი თუ იყავი როუზ - ჩაიცინა ჯოზეფმა და ჩემთვის სკამი გამოსწია, მეც სამწუხაროდ ჰარის წინ მომიწია დაჯდომა, ჯოს არაფერი ვუპასუხე უბრალოდ გავუღიმე
-არმინდა უტაქტოდ გამომივიდეს მაგრამ როდის დაქორწინდით? ან როდის გაშორდით ერთმანეთს? როგორც ჯოზეფმა მითხრა ჯერ მხოლოდ ოცდახუთი წლის ხარ როუზ - ლილიანმა გამიღიმა და ჯერ მე გადმომხედა შემდეგ ჰარის რომელიც თვალს არ მაცილებდა
-არა, ეს ხომ საიდუმლო არ არის - მგონი ხმა ნორმალურად მთელი საღმოს განმავლობაში ეხლა ამოვიღე - ჰარი რვა წლის წინ გავიცანი, მაშინ ჩვიდმეტის ვიყავით, ცოლობა კი მაშინ მთხოვა როცა ცხრამეტის გავხდი. ერთმანეთს სამი წლის წინ გავშორდით. - ყველანაირი დეტალის გარეშე მშრალად ვუპასუხე ლილიანს და წითელი ღვინო მოვსვი
-დეიზი როგორ არის როუზ? - ღიმილით მკითხა ჯომ მეკი მთელ სხეულში ცივმა ოფლმა დამიარა. ჰარისკენ თვალი ფრთხილად გავაპარე მას კი ზუსტად ის ემოცია ეხატა სახეზე რასაც მოველოდი, აწყლიანებული თვალებით დასცქეროდა მის ჭიქას და კარგად რომ არ დაკვირვებოდით გეგონებოდათ არც კი სუნთქავდა
-კარგად, ეხლა დედასთან დავტოვე
-ვინ არის დეიზი? - იკითხა ლილიანმა რომელიც მისი შეკითხვებით უკვე ნერვებს მიშლიდა
-ჩვენი შვილია - პასუხის გაცემა არ მაცადა ისე დაამატა ჰარიმ და თვალებში საოცარი სევდა ჩაუდგა.


პ.ს. დიდი ხნის პაუზის შემდეგ დავბრუნდი. თუკი ისტორია მოგეწონებათ მაცნობეთ კომენტარების სახით და მეც გავაგრძელებ :)



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ოოჰ, ეს ვინ გამოჩნდა...ცოტა არაშესაფერისად გაქვს ლონდონის ცხოვრება აღწერილი. მანდ ვის რაში აინტერესებს შენი წარსული ცხოვრება. არავინ არავის არ ჰკიცხავს ამის გამო. მიხარია, რომ დაბრუნდი. როგორც შენ გადაწყვეტ ისე უნდა მოიქცე და მოექცე ამ ისტორიასაც. მე კიდევ, როგორც მკითველი შევეცდები ბოლომდე გამოგყვე.

 


№2  offline წევრი Indigo

დასაწყისი მომეწონა, კარგია. :)
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent