შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვითურთ [დასასრული]


18-09-2016, 12:16
ავტორი Drama Queen
ნანახია 1 892

ძააააააალიან დიდი ბოდიში! უპასუხისმგებლო იდიოტი ვარ ვიცი, მაგრამ მართლა არ ვიცოდი რა დამეწერა. ასე, იდეები აღარ მქონდა და არ მინდოდა ბანალური გამომსვლოდა, თუმცა მეეჭვება რომ ბანალურობა თან არ ახლავს. მოკლედ, ბოდიში დაგვიანებისთვის.
ასევე, მადლობას გიხდი შენ, ვინც ახლა ამას კითხულობ, რომ ჩემთვისა და ჩემი ნაწერისთვის დრო გამონახე. შენ რომ არა..
პ.ს. ვაპირებ ახალი ისტორიის დაწერას თინეიჯერი გოგონას ცხოვრებაზე, რომელსაც არ ვიცი როდის დავწერ და ისიც არ ვიცი, თავებად იქნება თუ არა. ძალიან გამახარებ, შენს აზრს თუ დააფიქსირებ და ასევე მეტყვი, რაზე გინდა რომ დავწერო, რადგან მე მხოლოდ შენი და მეტ-ნაკლებად, ჩემი სიამოვნებისთვის ვწერ. ^^

.


მათი საუბარი მესმოდა, თუმცა იმის თავიც არ მქონდა, სიტყვები გამერჩია და აზრი გამომეტანა. მაშინ უკვე დარწმუნებული ვიყავი, მათთან ყველაფრის ახსნა მომიწევდა. თუმცა, მე ასახსნელი არაფერი მქონდა. მგზავრობისგან დაღლილი გაუნძრევლად ვიჯექი სავარძელზე და ჩამქვრალ ტელევიზორს ვუცქერდი. ნორმალურად ვერც გავიაზრე როგორ შემოლაგდნენ ოთახში და ჩემს გარშემო ადგილები დაიკავეს.
– რატომ ჩამოხვედი? - მკითხა ლუკამ.
– უკან დავბრუნდე? - წარბაწეულმა გავხედე.
– ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ.. ამდენი ხნის მერე ასე ჩამოდიხარ და მორჩა? ნუთუ სათქმელი არაფერი გაქვს? ასე უჩინმაჩინივით ქრები და ჩნდები თუ რაშია საქმე, ტო? - ხმაში ბრაზი შეპარვოდა. ხმას არ ვიღებდი.
– ასე ჩუმად ნუ ზიხარ! პასუხის ღირსებიც არ ვართ?! - წამოიყვირა ანანომ.
– ჯერ ერთი შენ აქ რა გინდა? შენთან ვალდებული არც ვარ რამე ავხსნა და მერე მეორე, ნუ ყვირიხარ და რა პასუხს ელით ძალიან მაინტერესებს. - ცივად ვლაპარაკობდი.
– ანანოს ასე ნუ ელაპარაკ..- დაიწყო კატერინამ, მაგრამ გავაწყვეტინე.
– ნუ მასწავლი ვის როგორ ველაპარაკო, სულ არ მაინტერესებს ის შენი შეყვარებულია, ცოლი თუ დროებითი ნაშა. მე მას მეგობრად ან რამე მსგავსად არ აღვიქვამ, ამიტომ არ უნდა ერეოდეს. - გაჩუმდნენ. ვერასდროს ვიტანდი, როცა ჩემს საქმეში ცხვირს ყოფდნენ, ადრე ამას მოვითმენდი ან ზრდილობისთვის თავს შევიკავებდი, მაგრამ ზრდილობა არც მახსოვდა და არც მადარდებდა.
– გალამაზდი. - ღიმილით მითხრა დიტომ.
– ნამდვილად. - მისთვის არ შემიხედავს ისე დავეთანხმე. სიჩუმემ დაისადგურა. ვგრძნობდი, ბრაზი და წყენა როგორ მიმძაფრდებოდა. მუცელში უსიამოვნო შეგრძნება მქონდა და რომ არა კარგად გამომუშავებული თვითკონტროლი, ალბათ ავტირდებოდი კიდეც.
– არ უნდა წავსულიყავით. - დაიწყო აკომ. - გითხარით, რომ მაგ ამბის გამო ზურგს არ გაქცევდით და მაინც შენთან ვიქნებოდით. - თვალს ვერ მისწორებდა.
– მაგრამ წახვედით. ვერ შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ მკვლელი ვარ და თქვენც მარტივად, წახედით. - ვცდილობდი ხმა არ გამბზარვოდა. უხერხულად ვგრძნობდი თავს, აკოს ამას რომ ვეუბნებოდი, მას ხომ თავად მივეცი წასვლის მიზეზი.
– გვაპატიე. - მითხრა კატერინამ.
– იცი, რაც უფრო გიყვარს, რაც უფრო ახლოს ხარ ადამიანთან, მით უფრო რთულია მათი პატიება. - თვალი თვალში გავუყარე. ადრე ყოველთვის მეგონა, საყვარელ ადამიანს ყველაფერს აპატიებდი, მაგრამ ასე არ ყოფილა. მათგან წვრილმანებიც გვწყინს და პატიებაც გვიძნელდება. სასაცილოა, როცა შეიძლება უცხოს წამებში აპატიეო, მეგობარს კი შეიძლება ვერასდროს. თავი ვეღარ შევიკავე და ავლაპარაკდი.
– იცი, შეგეძლოთ დაგელაპარაკათ ან წასვლის მიზეზი პირდაპირ გეთქვათ. რაც არ უნდა მწარე და მტკივნეული ყოფილიყო, უსიტყვოდ მიტოვებას ათასჯერ აჯობებდა. თქვენ წახვედით და მარტო დამტოვეთ! - ხმამაღლა წამოვიძახე. - ვიცი, რთულია იმის გააზრება, მკვლელს რომ ემეგობრები, მაგრამ.. ასე უსიტყვოდ რომ დამტოვეთ.. თქვენც გვანცასავით წახვედით! - ხელები მოვმუშტე კანკალის შესაკავებლად. - ამის მეშინოდა. ამ ამბავს უფრო ადრე გეტყოდით, რომ მცოდნოდა რომ არ დამტოვებდით, არ ადგებოდით და კარს უხმოდ არ გაიხურებდით. - გავჩუმდი. სუნთქვა ამჩქარებოდა და მის დარეგულირებას შევუდექი. ხმას არავინ იღებდა. თავჩაღუნულები ფიქრობდნენ, ან არ ფიქრობდნენ. საშინელებაა, მეგობრის დაკარგა ყველაზე რთულია. როდესაც სულის ნაწილი გეგლიჯება და ნახევრად ცარიელი რჩები, ყოველთვის დანაკლისის გრძნობა რომ თან გზდევს, ეს სიკვდილზე უარესია. ამ გრნობასთან შეგუება ყველაზე რთული რამ არის. მე ეს ვერ მოვახერხე, არ შემეძლო ამდენი წლის ბედნიერება დამევიწყებინა და ცხოვრების ნაკადისთვის გამეტანებინა. ეს არ იქნებოდა სწორი. ვიჯექი და ვფიქრობდი, ცხადი იყო, ძველებურად ვეღარასდროს ვიქნებოდით,მაგრამ იქნებ, იქნებ იმაზე უკეთაც ვყოფილიყავით, ვიდრე ადრე? ეს "იქნებ" ჭკუას მაკარგვინებდა.
– ჩვენი ლუკა რომ შეყვარებულია იცი? - მოულოდნელად მითხრა აკომ. გაკვირვებულმა ავხედე ჯერ მას, მერე ლუკას. გამეღიმა. გამეღიმა ლუკას ამბავზე და იმაზეც,რომ ეს "იქნებ" შეიძლება რეალობადაც ქცეულიყო.
– საკითხავია, იმას თუ უყვარს. - ღიმილით ვთქვი და გვერდით მჯდომ ლუკას მხარი გავკარი. ლოყები ბავშვივით აწითლებოდა და ეს იმდენად საყვარელს ხდიდა დაუფიქრწბლავ ვაკოცე ლოყაზე.
– არ ვიცი რა, ხან მგონია რომ მოვწონვარ, ხანაც არ მგონია. ნუ "კაროჩე". - გაბეზრებულად ლაპარაკობდა. ოთახის დაძაბული ჰაერი სიცილმა განმუხტვა და ყველა ლუკაზე და მის სიყვარულზე ვსაუბრობდით.
– ბექასაც და მის ბიჭებსაც ვნაზულობთ ხოლმე. - ფრთხილად დაიწყო კაერინამ. მწველმა ტკივილმა დამიარა და ადგილზე მოუსვენრად ავიტუზე. რამდენადაც არ უნდა გამკვირვებოდა, ბექა მენატრებოდა. თანაც ძალიან. პატარა არ ვიყავი და ვიცოდი, მისდამი გულგრილი არ ვიყავი, მაგრამ ამას სიყვარულს ვერ ვუწოდებდი.
– ხო? კარგია. - სულერთიას ტონით ჩავილაპარაკე.
– ხვალაც აქ გამოდიან.
– კარგი..
– ანუ, პრობლემა არ გაქვს? შემიძლია ვუთხრა არ გამოვიდნენ. - არ მეშვებოდა კატერინა.
– არა, არავითარი პრობლემა მაქვს. როცა გინდა მაშინ მოიყვანე. მეც ბინას მალე ვიპოვი და იქ გადავალ. - გავუღიმე. შევამჩნიე, ჩემმა ბოლო სიტყვებმა გაანაწყენა.
– რა ბინა? - მკითხა დიტომ.
– ბინა, სადაც ჩემთვის ვიცხოვრებ რა. - ავუხსენი. საათს გავხედე, თერთმეტი დაწყებულიყო. - დაღლილი ვარ და დავწვები მე. ხვალამდე. - წამოვდექი. წყალი გადავივლე და ლოგინში შემძვრალს მალევე ჩამეძინა. იმ ღამეს არ გამომღვიძებია. ალბათ, დაღლილობის ბრალი იყო, ან..

***

ახალგაღვიძებულს წუთი დამჭირდა ჩემი ადგილსამყოფელის გასააზრებლად. საწოლზე წამოვჯექი და თვალები მოვისრისე. გამახსენდა წინა ღამის საუბარი და გაბრუებულივით ერთ ადგილს მივშტერებოდი. "ანუ, მორჩა? ასე მარტივად შევრიგდით? იქნებ ყველაფერი მე გამოვიგონე და არც არასდროს წასულან?" ფიქრით გაბეზრებულმა ამოვიოხრე და სააბაზანოში შევედი. მოწესრიგებული და სპორტულებში გამოწყობილი სამზარეულოშე გავედი. ლუკა და აკო გამწარებულები კამათობდნენ რაღაცაზე. კატერინა საჭმელს ამზადებდა და თან ბიჭებზე ეცინებოდა. ანანო ბავშვთან ერთად მეორე ოთახში იყო და ტელევიზორს უყურებდა. დიტო კი არსად ჩანდა.
– მაგდა! - წამოიყვირა ლუკამ და მომვარდა. - უთხარი ამას რამე, თორემ შემომაკვდება!
– არაფრის ტრა*ი აქვს შენს ძმობას ვფიცავარ. - ღიმილით გავხედე აკოს და მეტ-ნაკლებად, ვიცოდე რაც ხდებოდა.
– რა გითხრა ასეთი? - ლუკას ვკითხე და ყავის კეთებას შევუდექი. წესით თავი უხერხულად ან რამე მსგავსად უნდა მეგრძნო, მაგრამ მსგავს ვერაფერს ვგრძნობდი.
– რა და ლიზა ნახეო და სიყვარული საჯაროდ აუხსენიო. - გაწითლდა.
– მერე ნახე შენც, რა პანიკებს ტეხავ. - მზერა აკოზე გადავიტანე და თვალი ჩავუკარი "შენსკენ ვარ-მეთქი"
– ოო, რაზე უნდა გელაპარაკოთ. - ნაწყენი წამოდგა და გასასვლელად გაემართა. კატერინას გავხედე, რომელიც სიცილით ამზადებდა კერძს.
– უი, დიტო სად არის? - ინტერესით ვიკითხე.
– ბიჭები დაიკარგნენ და მათ მოსაყვანად წავიდა. აქ ერთხელ თუ ორჯერ არიან ნამყოფრბი. - ამიხსნა. გასაგებია-მეთქი და ჩემს ყავას მივუბრუნდი. ბექას ნახვა მანერვიულებდა და თავი შეყვარებული, თინეიჯერი გოგო მეგონა, თავის ცალმხრივ გრძნობებს რომ ძლივს უმკლავდება.
"– იცი, მაგდა, - დაიწყო, თვალს წამითაც არ მაშორებდა. - მგონი შემიყვარდი." ბექას ნათქვამი გამახსენდა, მერე ამ ფრაზას მოყოლილი ქმედებები და შემდეგ დატრიალებული ქაოსი. "ისევ იგივეს გრძნობს? მეეჭვება." ვფიქრობდი. ოთახიდან "სტამბოლელი " გამოვიტანე და აივანზე გავედი. კითხვით ისე გავერთე, საერთოდ გადამავიწყდა ჩემი იმჟამინდელი მდგომარეობა. ვკითხულობდი 19 წლის ზელიჰას ცხოვრებას და წიგნის სამყაროში ვიკარგებოდი.
– პრივეტ, მაგდა. - მომესალმა და ლოყაზე მაკოცა დიტომ. ავხედე და გავუღიმე. ჩემს წინ ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა. - აუ, ყავა გამიკეთე, ძმურში. - მავედრებელი თვალები მომაპყრო. ამოვიოხრე და თავისქნევით შევედი სახლში. სამზარეულოში არავინ დამხვდა და მეც ყავის კეთებას შევუდექი. "რა რეაქცია ექნება რომ დამინახავს? გაუხარდება? ჯანდაბა, ასე ძალიან თუ გაინტერესებს, გაბრძანდი მეორე ოთახში და წამში გაიგებ გაუხარდება თუ არა." ვეკამათრბოდი საკუთარ თავს. ყავას ფინჯანში ვასხამდი, როდესაც ბექა და საბა შემოვიდნენ სამზარეულოში.
– ჯანდაბა! - წამოვიძახე, როცა ადუღებული სითხე იატაკზე, შემდეგ კი ფეხის წვივზე შემეწვეთა. ხელსახოცი ავიღე და მის აწმენდას შევუდექი. "ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!" ვყვიროდი გონებაში. გული ისე მიცემდა, მეგონა მთელს შენობაში მარტო მისი ხმა ისმოდა. იატაკისა და ჩემი ფეხის სისუფთავით დარწმუნებულმა, ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე წამოვმდგარიყავი. დარჩენილი ყავა ფინჯანში ჩავასხი და აივანზე დიტოს გავუტანე. ბექასა და მისი ძმაკაცისთვის შეხედვა კი ვერ გავბედე, უბრალოდ, არ შემეძლო. სიგარეტს მოვუკიდე და წიგნს მივუბრუნდი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ერთი სიტყვაც ვერ წავიკითხე. მარტო ბექა, ბექა, ბექა და ისევ, ბექა!
– ჯანდაბა! - კბილებსშორის გამოვცერი და წიგნი მაგიდაზე დავაბრუნე. შევამჩნიე დიტომ როგორ გახედა "ვიღაცას" ჩემს უკან და მერე ადგილიდან წამოდგა. რა თქმა უნდა, მივხვდი რაშიც იყო საქმე, ხოდა მეც მამის მკვლელი თვალებით გავხედე ჩემს "მოღალატე" მეგობარს და მოახლოებული საუბრის შიში მეუფლებოდა. ჩემს წინ ბექა ჩამოჯდა. ვერ გეტყვით, მე მიყურებდა, ჩემს უკან სივრცეს თუ საერთოდ, თვალები დაეხუჭა, მე ჩემს ფეხებს დავშტერებოდი და თავის აწევას ვერაფრით ვბედავდი. სიჩუმე მახრჩობდა, მგუდავდა, სუნთქვას მიკრავდა და ერთი სული მქონდა, აქედან წავსულიყავი.
– ასე, უხმოდ აპირებ ჯდომას? - ჩამესმა მისი ხავერდოვანი, ბოხი ხმა და გავაცნობიერე, რამდენად მენატრებოდა ეს ადამიანი.
– რა გინდა რომ გითხრა?
– არაფერი გაქვს სათქმელი? ბოლოს და ბოლოს ორი წელია არ მინახიხარ. - განაგრძობდა მშვიდად. მე ხმას არ ვიღებდი.
– ჯანდაბა! თქვი რამე, ასე ჩუმად ნუ ზიხარ! მართალია, გაქვს მიზეზი რომ მიბრაზდებოდე, მაგრამ ხმა ამოიღე! - ხმამაღლა წამოიძახა. გაკვირვებულმა ავხედე. ორი წლის მერე პირველად ჩავხედე თვალებში, მის ლამაზ, ღრმა ნაცრისფერ თვალებში. თმა ისევ მხრებამდე ჰქონდა გაზრდილი.
– გიბრაზდებოდე? - წავიჩურჩულე, შემდეგ სიცილი ამიტყდა, რითიც მისი გაოგნება გამოვიწვიე. - შენ გგონია გიბრაზდები? მე რატომ უნდა გიბრაზდებოდე? შენ მომიკალი მეგობარი თუ მე? იმიტომ არ ვიღებ ხმას რომ სინდისი არ მაძლებს ამის უფლებას, რომ ყოველთვია როცა გიყურებ ის საშინელი და წყეული ღამე მახსენდება, როდესაც სული სხვის სისხლში ამოვსვარე. იმიტომ ვზივარ ხმაამოუღებლად, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, გარდა იმისა რომ საშინლად ვნანობ, მაგრამ ეს ადრე გითხარი უკვე და გამეორებაც უაზროდ ჩავთვალე. - დავამთავრე. მის თვალებში სევდას ვხედავდი და თანაგრძნობას. როგორ მინდოდა, ღმერთო, რა ძალიან მინდოდა მისთვის მეთქვა რომ მიყვარდა, ასე,სახეში მიმეხალა ეს სიტყვა და მერე მის ლამაზ, მიმზიდველ და ვარდისფერ ტუჩემს დავწაფებოდი, მაგრამ ამის უფლება არ მქონდა. მეც ავდექი და წავედი. მანქანით ქალაქში დავდიოდი და ვფიქრობდი იმ ღამეზე, რომელმაც სული დამიმახინჯა, დაბრუნებულ მეგობრებზე, ბექაზე, ზღვაზე, ჩემს მისდამი გრძნობებზე. შუქნიშანზე გავჩერდი და უეცრად გამახსენდა, ბინა მქონდა საპოვნელი. ტელეფონით ახლობლებთან გადავრეკე, რომლებიც ამ საქმეში ერკვევოდნენ და რამდენიმე ზარის შემდეგ, ვიშოვე ბინა კატერინას ზედა სართულზე. სულ რაღაც სამი დღის დაცლილი ბინა იყო. სახლში მისვლას ყველაფერი მერჩივნა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. შინ მისულს ყველა მისაღებში დამხვდა. საბედნიეროდ, ბექას არაფერი უთქვამს, მეც ვისარგებლე მისი სიჩუმით და ბავშვებს ჩემს ახალ ბინაზე მოვახსენე.
– მართლა აპირებ ბინის ყიდვას? - უკმაყოფილოდ მიყურებდა კატერინა. - მეგონა გადაიფიქრებდი.
– აქ ვერ გავჩერდები. უკვე ბავშვი გყავს და.. ხო იცი, არ შემიძლია რა, თან შენ ზემოთ ვიქნები. - ღიმილით ვესაუბრებოდი. ცოტახანი კიდევ ვისაუბრეთ, მერე ბექამ თქვა უნდა წავიდეო. მისმა ნათქვამმა ერთდროულად შვება და უკმაყოფილობის განცდა მომგვარა. მისი წასვლის მერე მალევე დავიშალეთ, მეც ბინის საქმეს შევუდექი. საბოლოოდ, ღამის სამ საათზე ჩამეძინა, რაც ზედმეტად ბევრი კინოს ყურების ბრალი გახლდათ.

***

ახალ ბინაში სამი დღის გადასული ვიყავი. ყველაფერი მომეწესრიგებინა, რა თქმა უნდა, კატერინასა და ანანოს მოხმარებით. მყუდრო სახლი იყო, ორი საძინებლით, აბაზანით, სამზარეულოთი და მისაღები ოთახით.
შუადღის სამ საათზე კატერინა ამოვიდა ჩემთან.
– მაგდა, რას შვები. - მკითხა მხიარულად და რამდენიმე პარკით ხელდამშვენებული მიემართებოდა სამზარეულოსკენ.
– ვინმეს დაბადებისდღეა და მე არ მახსოვს? - ვიკითხე გაკვირვებულმა.
– არაა.. - ხმოვნებს წელავდა, ჩემკენ ნელა შემობრუნდა და მითხრა. - ლანა ხომ გახსოვს? 
– აბა ლანა? 
– ჩემი ნათესავი რომაა რა, დედაჩემის ბიძაშვილის შვილი. -  ამიხსნა.
– აა, შვილი რომ ჰყავს? - გამახსენდა. ლანა მკერვალიძე, მაშინ ოცდათორმეტის იქნებოდა. ადრეულ ასაკში გათხოვდა და ადრეულ ასაკშივე გააჩინა შვილი, რომელსაც ვიქტორია, შემოკლებით ვიკი დაარქვა. ლამაზი გოგო იყო. კატერინამ დასტურის ნიშნად თავი დამიქნია. - რამდენი ხანია არ მინახავს, ოთხი წელი დაახლოებით.
– ხო, მეც კაი ხანია არ მინახავს. მოკლედ, დღეს მომწერა და მეც დავპატიჟე. - გაჩუმდა. მაინც მივმხვდარიყავი რაც ხდებოდა.
– ჩემთან ხო? - წარბაწეული ვუყურებდი. თავი დამიქნია და ლეკვის თვალებით შემომხედა. გამეცინა და თავის ქნევით გავედი მეორე ოთახში. 
კატერინამ კერძები მოამზადა და სუფრაც გაშალა. რაღაც ნამცხვარსაც აცხობდა. მე ტანსაცმელი გამომეცვალა და სტუმარს ველოდი. მალევე მკერვალიძეც მოვიდა და თხუთმეტი წლის შვილიც თან ახლდა. ბევრი ხვევნა-კოცნის მერე, ძლივს მოშორდნენ ერთმანეთს შორეული ნათესავები. მეც მოვიკითხე და კატერინას მომზადებული კერების დაგემოვნებას შევუდექით. 
– როგორ მომენატრეთ, პროსტა. - თქვა ლანამ. - მაგდა, ძალიან გალამაზდი. - გამიღიმა და ამათვალიერა.
– მადლობა. - საპასუხოდ მეც გავეკრიჭე.
– გოგო, ვიკი როგორ გაზრდილა და რა ლამაზი გაიზარდა. - ამბობდა კატერინა და მოღუშულ, ნამდვილად მიმზიდველ გოგონას თვალს არ აშორებდა. მან საპასუხოდ გაუღიმა, აშკარად ნაძალადევი ღიმილით და ისევ ძველი სახე დაიბრუნა. კატერინას არ ესიამოვნა მისი გამომეტყველება, რაც ლანამაც შეამჩნია და შვილის გამართლება დაიწყო.
– ნუ მიაქცევ ყურადღებას, დღეს სხვა გეგმები ჰქონდა და აქ რომ წამოვიყვანე არც ისე ძალიან გაუხარდა. - თქვა მან.
– მერე რა, - ენა უნებურად გამექცა და სანამ რამეს გავაცნობიერებდი, სიტყვებს ჰაერი გაეკვეთათ. გაჩუმებას აზრი აღარ ჰქონდა და მეც სათქმელი გავაგრძელე. - ისეთი პატარაც არაა, ბავშვივით რომ იბუტებოდეს. - არასდროს ვყოფილვარ ზედმეტად პრეტენზიული ბავშვი, მითუმეტეს ასეთ ასაკში, აქედან გამომდინარე, არ მომწონდა ვიქტორიასნაირი თავხედი ბავშვები. გოგონამ მკვლელი თვალებით გამომხედა. ლანამ "ხო რა ვიციო" ჩაილაპარაკა და კატერინამ ლამის იქვე მომკლა, ისე მიყურებდა.
– როცა არც გკითხავენ და ისე წამოგიყვანენ ვიღაცასთან, ვისაც არც კი იცნობ, არამგონია კარგ ხასიათზე იყო ამ დროს. - შემეკამათა. "ალბათ შეყვარებული ვერ ნახა." ცინიკურად გავიფიქრე. მართალია, თხუთმეტი წლის ბავშვს არ უნდა ავყოლილიყავი, მაგრამ ვიღაცას ადგილზე უნდა მოესვა და რადგანაც დედამისი "ლაითად" ექცევა, ეს საქმე მე ვიკისრე.
– ასეთი რა გეგმები გქონდა მოზარდ გოგონას, რომ მათმა გაუქმებამ ხასიათი ჩაგიშხამა? - სკამის საზურგეს მივეყუდე და ირონიული ღიმილით გავაგრძელე. - მოიცა, გამოვიცნობ. შეყვარებული ვერ ნახე ხო? - კატერინას მზერას, რომელიც გაჩუმებას მთხოვდა, ყურადღებას არ ვაქცევდი.
– შენი საქმე არ არის. - "მესწერვა". მის ნათქვამზე გამეცინა.
– საყვარელო, სულ არ მაინტერესებს რა გეგმები გქონდა, მაგრამ როცა დედაშენს სადმე მიჰყავხარ, კეთილი ინებე და ნორმალური სახით იმოძრავე. ბოლოს და ბოლოს, ელემენტარული ზრდილობაა.
– გავიგე, მკვლელი ყოფილხარ, თუ რაღაც მაგდაგვარი. ზრდილობაზე შენ არ უნდა მელალარაკებოდე, თუ ხალხის მოკვლაც ზრდილობიანია? - ატლიკინდა. ირონიულ ღიმილსა და ტონს არ ვიშორებდი.
– მერე, მკვლელებთან რომ ფრთხილად და დაფიქრებით უნდა ილაპარაკო, არ იცოდი?- ჩემმა ნათქვამმა გააჩუმა, მეც კმაყოფილმა გავაგრძელე ყავის სმა და კატერინას უგემრიელესი როზეტოს ჭამა. დაახლოებით ერთ საათში სტუმრებიც წავიდნენ. კატერინამ ღიმილით გააცილა, მაგრამ კარი ჩაკეტა თუ არა, გაბრაზებული მომვარდა.
– გოგო, რა დაგემართა?! თხუთმეტი წლის ლაწირაკს რა ტლიკინში აყევი ამხელა ქალი ვერ ხარ შენ? - ხმამაღლა მეჩხუბებოდა.
– ხო იცი არა, ნერვები მეშლება ეგეთ თავხედ, ტვინგამორეცხილ გოგოებზე. 
– მერე მაგას დედა რომ ჰყავს ვერ დაინახე?
– ძაან კარგად დავინახე როგორი დედა ჰყავს და ყურადღებასაც როგორ აქცევს. - გაბეზრებულად ჩავილაპარაკე. - მაგიდა აალაგე შენ, მე ჭურჭელს დავრეცხავ. - აღარაფერი რომ ეთქვა უცებ შევცვალე საუბრის თება და სამზარეულოში ნიჟარასთან დავდექი.

***

უკმაყოფილოდ გავახილე თვალები, ამღერებულ ტელეფონს დავწვი და ისე ვუპასუხე, ნომრისთვის არც დამიხედავს. საათს გავხედე, რომელიც მიჩვენებდა, დილიდ ოთხი საათი ხდებაო. "ამ შუაღამისას ვინ დეგენერატი მაღვიძებს?!" გავიფიქრე.
– მაგდა. - ჩამესმა ყურში.
– ვინც არ უნდა იყო, გირჩევნია კვდებოდე, თორემ მე მოგკლავ. - ძილისგან დაბოხებული ხმით ჩავძახე. სიცილის ხმა მომესმა და გამოფხიზლებულმა ყურებს ვერ ვუჯერებდი. "ბექა?!" წამოიძახა გაოგნებულმა ქვეცნობიერმა. საშინლად ვიგრძენი თავი, მასთან სიტყვა "სიკვდილი" რომ ვახსენე. "მოგკლავზე" აღარაფერს ვამბობ. სირცხვილისაგნ ხმა ვეღარ ამოვიღე.
– გაგაღვიძე? - მკითხა თბილი ხმით.
– ხო. - ჩურჩულით ვუპასუცხე.
– ბოდიში. - მანაც ჩურჩულით დაიწყო ლაპარაკი.
– რამე მოხდა? 
– არა, არაფერი მომხდარა. - პასუხი არ დააყოვნა. 
– კარგი. - მისი ზარით გამოწვეულ გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებდი. სიხარულსა და გაოგნებას გამოვეფხიზლე. - მთვრალი ხარ? -  გამიჩნდა საკმაოდ ლოგიკური კითხვა.
– არა, რატომ? მთვრალს ვგავარ? - გაიცინა.
– აბა, ამ დროს რატომ გღვიძავს და მითუმეტეს, რატომ მირეკავ? - მეც გავუცინე.
– არ უნდა დამერეკა?
– მე ეგ არ მითქვამს. - გაჩუმდა. რამდენიმე წუთი ასე ვიყავით.
– კარგი, შეხვედრამდე. ტკბილი ძილი. - მის ხმაში ისეთ სითბო იგრძნობოდა, წამებში გავთბი და დებილივით გაღიმებულმა შეხვედრამდე-მეთქი. ამის მერე აღარც ჩამძინებია. ექვსი ხდებოდა, როცა საწოლში წოლა მომბეზრდა და გარეთ გასეირნება გადავწყვიტე. ნოემბრის დასაწყისი იყო, ამიტომ კარგად ჩავიფუთნე და გარეთ გავედი. ცარიელ, ლამპიონებით განათებულ ქუჩებს მივუყვებოდი და ბექაზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი. "ღმერთო, ასე როდის შემიყვარდა?" მეათასედ გავიფიქრე მეტად საინტერესო კითხვა. ალბათ, ასე უყვარდებათ ერთმანეთი, უმიზეზოდ და გაუაზრებლად, ან მე ვარ ის ბედნიერი, ვისაც ასე შეყვარების პერსპექტივა ხვდა წილად. მიყვარდა ბიჭი, რომელსაც დიდი ალბათობით, ვეზიზღებოდი.
სახლში რვაზე ავედი. სიარულისგან დაღლილს, მალევე ჩამეძინა. 

***

კორპუსის წინ პარკში ვიყავით, მე, კატერინა და ანანო ელენეს ვასეირნებდით. ეს უკანასკნელიც, სასრიალოზე თავის ტოლებთან ერთად ერთობოდა. ბავშვების ყვირილი თავს მატკიებდა. კატერინა რაღაცას უყვებოდა ანანოს, მე კი გარშემო ხალხს ვათვალიერებდი. მოხუცები დიდი მონდომებით საუბრობდნენ რომელიღაც სერიალზე და გამწარებულები ლანძღავდნენ პერსონაჟს, რომელსაც რაღაც საშინელება ექნებოდა ჩადენილი. ისხდნენ დედებიც, რომლებიც მზესუმზირას აკნატუნებდნენ და საკუთარ შვილებს მეთვალყურეობდნენ. ჩვენს გვერდით კი, ასე ხუთი-ექვსი ნაბიჯით მოშორებით, ათიოდე ბიჭი შეკრებილიყო, რომლებიც, აშკარად "თემებს" არჩევდნენ. 
– ელენე, ავიდეთ დე. - ანანოს ხმამ გამომარკვია. კატერინას ვუთხარი მალე ამოვალ-მეთქი და ჩემს საქმეს მივუბრუნდი. ნოემბრისთვის შეუფერებლად კარგი ამინდი იყო, მეც გადავწყვიტე, ამით მესარგებლა და გარეთ ცოტახანს კიდევ დავრჩენილიყავი. მესმოდა, გვერდით მდგომი ბიჭები ტონს თანდათან როგორ უწევდნენ, რაც შემაწუხებელი იყო. პარკი თითქმის დაცარიელდა, რაც ბიჭების ბილწი სიტყვებისა და ამაღლებული ტონის ბრალი გახლდათ. მეც მივხვდი, რამდენიმე წუთში აქ ჩხუბი ატყდებოდა, ამიტომ წამოვდექი და სახლისკენ გავემართე. ბიჭებისთვის გვერდით უნდა ჩამეარა, რათა ჩემს პადიეზდამდე მივსულიყავი, ან მთელი პარკისთვის წრე უნდა დამერტყა. მე, როგორც საკმაოდ ზარმაცმა ადამიანმა, გადავწყვიდე მოკლე გზით წავსულიყავი. ის იყო, ბიჭებს გავცდებოდი, რომ ერთ-ერთს ხელი ჰკრეს, ისიც ჩემსკენ გადმოვარდა და ხელში დაჭერილი დანა ფეხზე გამისვა. ტკივილისგან სახე დავმანჭე და დაჭრილი ფეხი ჰაერში გავაშეშე. "ჯანდაბა! გადასარევია!" გავიფიქრე და ფეხზე წამომდგარ ბიჭს გავხედე, რომელიც გამწარებული ცემდა მის მოწინააღმდეგეს. ჭრილობა არც ისეთი ღრმა და მტკივნეული იყო, პადიეზდამდე რომ ვერ მივსულიყავი. ასკინკილით ძლივს მივაღწიე სადარბაზომდე, კედელს მივეყუდე და ფეხს დავხედე. ჭრილობა კოჭის ზემოთ მქონდა, სისხლს ჩემი თეთრი კეტები სულ გაეწითლებინა და მიწაზე წვეთ-წვეთად ეცემოდა. ღრმად ვსუნთქავდი და მწვავე ტკივილს შეძლებისდაგვარად ვაიგნორებდი.
– მაგდა? - გავიგე გაკვირვებული ხმა. გავტრიალდი და გაოგნებული ბექა შემრჩა ხელში. ირონიაზე ჩამეცინა და პრივეტ-მეთქი ვუთხარი. "ეხლა ხელში აგიყვანს, მაგდუშ და შენც მეტი რა გინდა?" დამცინოდა ალტერეგო. 
– რა.. რა მოგივიდა? - მომიახლოვდა და მხარში ხელი წამავლო. ყოველთვის მეცინებოდა ნათქვამზე - მისმა შეხებამ ჟრუანტელი მომგვარაო - მაგრამ, როდესაც ხელი ჩემს მხარს შეახო, თითქოს დენმა დამარტყა. 
– ისა.. მე.. - მის სიახლოვეს დავებნიე, მაგრამ მალევე მოვეგე გონს. - რა მნიშვნელობა აქვს, სახლამდე ამაყვანინე თავი. - ვუთხარი. -  თუ არ შეწუხდები, რა თქმა უნდა. - სწრაფად დავამატე. მისთვის რამის თხოვნა ძალიან მეუხერხულებოდა. ცალყბად ჩაიღიმა და წამებში ხელში ამიტაცა. გაკვირვებულს, წუთი დამჭირდა მომხდარის გასააზრებლად. 
– ხელში აყვანა აუცილებელი არ იყო. - ჩავიბუტბუტე და ვიგრძენი ლოყები როგორ ამიწითლდა. ლოფტში შემიყვანა და მერვეს მიაჭირა. 
– ისეთი საყვარელი ხარ, შეწითლებული ლოყებით, ამად ღირდა. - გამიღიმა. უარესად გავწითლდი და თავი ჩავხარე, რაზეც უფრო გაეცინა. კართან ჩამომსვა და მეც გასაღებს დავუწყე ჯიბეებში ძებნა. ბოლოს გამახსენდა, გასაღები კატერინას მივეცი, თასმას ვიკრავდი და ცოტახანი დამიჭირე-მეთქი. 
– ჯანდაბა! - წამოვიძახე და ბექას მივუბრუნდი. - კატერინასთან მაქვს გასაღები. - თვალს ვარიდებდი.
– ხოდა ჩავიდეთ. - ისე მითხრა, თითქოს მარტივ ორს მიუმატოთ ორი ვერ ამომეხსნა. ხელში ასაყვანად გამოემართა, როცა უკან გავიწიე.
– იყოს, ჩემითაც ჩვალ. - მივაყარე და ლიფტისკენ წავედი. ჩაცინების ხმა გავიგონე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. უცნაურია, იმაზე ვამბობთ უარს, რაც ძალიან გვინდა. კოჭლობით შევედი ლიფტში და მეშვიდეს დავაჭირე. 
– არა, სერიოზულად, როგორ მოახერხე? ვინმეს კლავდი და არ გამოგივიდა? - სიცილი წამში შეწყვიტა, როცა ნათქვამი გაიაზრა. - ამის დედაც.. - ჩუმად ჩაილაპარაკა და გამომხედა. - მაგდა, ცუდად არ მიგულიხმია.. - გავაწყვეტინე. 
– არაუშავს, დაივიწყე. - ვეცადე წყენა არ დამტყობოდა, რაც მგონი არ გამომივიდა. კარზე დავაკაკუნე და მოსალოდნელი ისტერიკებისთვის მოვემზადე.
– ღმერთო ჩემო! - წამოიყვირა კატერინამ, როგორც კი ჭრილობა შეამჩნია.
– მიკროფონიც ხომ არ მოგაწოდო? - გაბეზრებულად ვკითხე.
– რა მოხდა? როგორ გაიჭერი? ძალიან გტკივა? ძვალიც გაიჭრა? - ალბათ, კიდევ უამრავ სულელურ რამეს მკითხავდა, რომ არ გამეჩუმებინა.
– ძვალი არა, თავიც. აბაზანამდი მიმიყვანე და სპირტი მომიტანე. - ვუთხარი და ის იყო შენ უნდა შევმხტარიყავი, ხელი მტაცეს და წამებში ჰაეში ვიყავი. ბექამ აბაზანამდე მიმიყვანა და ჩამომსვა.
– მადლობა. - ჩუმად ვუთხადი. ჩაიღიმა. ფეხსაცმლები გავიხადე და იქვე მივყარე. კატერინას სპირტის ბოთლი გამოვართვი და პირდაპირ დავისხი ფეხზე. წვისგან ლამის ვიკივლე. ხელებს მთელი ძალით ვმუშტავდი და კბილებს ვაჭრიალებდი. ფეხი ბინტით შევიხვიე და აბაზანიდან გოვედი. კოჭლობით გავედი სზარეულოში, ბექა კი გვერდიდან არმშორდებოდა.
– თუ გინდა, მე აგიყვან. - მეუბნებოდა ეშმაკური ღიმილით.
– იყოს, როგორმე თავადაც მოვახერხებ. - ვუპასუხე. "კოჭლობაღა მაკლდა სრულო ბედნიერებისთვის!" ხელები უკმაყოფილოდ აიქნია ალტერეგომ. მალევე ავედი სახლში. ბექა მარტოს არ მიშვებდა, მეც სხვა გზა არ მქონდა და მასთან ერთად ისევ მომიწია განმარტოება. კარი გავაღე, შიგნით შევედი და ბექას მივუბრუნდი.
– მადლობა. - გავუღიმე. ხმას არ იღებდა. თვალებში წამით შევხედე, შემდეგ ჩემს ტერფებს დავაშტერდი. ვერაფერს ვუხერხებდი იმ გრძნობას, რომელიც ბექას დარჩენას ითხოვდა.
– შენი სახლი არ მინახავს, - მოულოდნელად დაიწყო და თვალებგაბრწყინებულმა ავხედე. - დამათვალიერებინებ? - ცალყბად მიღიმოდა. წუთით დავმუნჯდი.
– კი, შემოდი. - შევიპატიჟე. ათ წუთში ყველა კუთხე-კუნჭული დათვალიერებული ჰქონდა. დროს რაც შემეძლო დიდხანს ვწელავდი, თუმცა მალევე ვიდექი შემოსასვლელში და ბექას ვემშვიდობებოდი.
– საყვარელი სახლია. - მითხრა და კარი გააღო.
– ნამდვილად. - მოწყენილმა ვუპასუხე. ჩემკენ შემობრუნდა, ლოყაზე ფრთხილად მაკოცა და თვალებში ჩამაშტერდა. გავწითლდი.
– ხვალ კინოში წავიდეთ. - მითხრა. "რა?" გავიფიქრე. უარესად გავწითლდი, როდესაც გავიაზრე მისი შემოთავაზება.. თუ ბრძანება, არ ვიცი.
– გიხდება წითელი ლოყები. - მითხრა და კარი გაიკეტა. საძინებელში გამოშტერებული შევედი. ძლივს მოვახერხე ჩაძინება.

***

– "პარანორმალური მოვლენები?" - ირონიულად ვკითხე, როდესაც ბილეთებს ყიდულობდა. ბევრი ვეკამათე, ჩემსას მე ვიყიდი-მეთქი, მაგრამ ამაოდ.
– რა იყო, გეშინია?
– ნუ მაცინებ. აქეთ მეყოლები დასაწყნარებელი. - მხარი გავკარი და გავიცინე.
– ვნახავთ. - თვალი ჩამიკრა და კიბეებისკენ გაემართა. უკან გავყევი. დაუფიქრებლად გავიშვირე მისკენ ხელი და ის იყო, მისთვის უნდა ჩამეჭიდა, უკან სწრაფად გამოვწიე. "რას აკეთებ?! არა, არ შეიძლება! არ მაქვს უფლება!" ვუბრაზდებოდი საკუთარ თავს. პოპკორნი და კოკა-კოლა ვიყიდეთ, რომელიც ათ წუთში გავათავეთ და ჩაბნელებულ დარბაზში კინოს ყურებას ვაგრძელებდით.
თერთმეტის ოცი წუთი იყო, როდესაც გარეთ გამოვედით და ნანახ ფილმზე ვსაუბრობდით.
– სისულელე იყო. - ჩავიქნიე ხელი.
– რა ვიცი, ყვირილით კი აყრუებდი დარბაზს. - გაიცინა.
– წამიერი სისუსტე. - გავუცინე. რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ არაფერი მესმოდა. მზერა ერთ გოგონაზე გამყინვოდა, რომელსაც ჩემდაგვარი რეაქციით მიყურებდა. ჩემკენ გამოემართა და მეც სიცილი ამიტყდა. "ბედის ირონიაა თუ რა ჯანდაბაა?!" ვფიქრობდი. ბექას გაეაზრებინა არსებული სიტუაცია და ჩუმად იდგა.
– მაგდა. - მითხრა მან.
– პრივეტ, გვანცა. - მშვიდად ვუთხარი. გაკვირვებული მიყურებდა.
– ფეხი იღრძე? - მკითხა, როდესაც შეხვეულ წვივს დახედა.
– რაღაც მაგდაგვარი. - ვუპასუხე. თვალები მის ჩანთაზე გამეშტერებინა. ხმას აღარ იღებდა. "ეხლა უნდა მიყვიროს და გამომლანძღოს? თუ პირდაპირ პოლიციაში წამათრიოს?" ვეკითხებოდი ალტერეგოს, რომელიც არსად ჩანდა.
– მოკლედ, ის წერილი, - ალაპარაკდა და ნერვიულად აწვალებდა თითებს. - დაივიწყე კარგი? ბავშვებს ველაპარაკე და.. მომიყვნენ რა და როგორ მოხდა. - გაკვირვებული ვერ ვიჯერებდი რაც ხდებოდა.
– ხო.. არაუშავს. მეჩქარება და.. კარგად, გვანცა. - სწრაფად მივაყარე და კოჭლობით გავბრუნდი. არ მოველოდი ამას. ჯერ გვანცას ნახვა, მერე მისი ნათქვამი.
– დამელოდე. - დამიძახა ბექამ.
– რა იყო, კოჭლსაც ვერ მეწევი? - გავეხუმრე, თუმცა ნამდვილად არ ჩანდა ხუმრობის ხასიათზე. "ეს რამ დაგრუზა?" გაბეზრებულად გავიფიქრე და ბექას მანქანაში ჩავჯექი. იქვე დადებულ სიგარეტს დავწვდი და მოვუკიდე.
– ეგ გოგო, - მითხრა მანქანაში ჩაჯდომისას. - გვანცა, ანდრიას საცოლე არ იყო? - მკითხა. თვალი გზისთვის გაეშტერებინა.
– კი. - ვუპასუხე და მოწევა განვაგრძე.
– გასაგებია. - თქვა და მანქანა დაქოქა.
– გძულვარ ხომ? - ვკითხე და სიგარეტი საფერფლეში ჩავწვი.
– შენი აზრით, რომ მძულდე ასე მოვიქცეოდი? - წარბაწეულმა გამომხედა.
– არ ვიცი. - მხრები ავიჩეჩე. უეცრად ტირილი მომინდა.
– არა, არ მძულხარ, მაგდა. - მითხრა. არაფერი მითქვამს. - შენ გგონი რომ მძულხარ?
– მიზეზი არ მაქვს რომ მეგონოს? - ირონიულად ვკითხე. მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა.
– მაგდა, გაპატიე. - თვალები გამიფართოვდა და მისკენ სწრაფად გავიხედე. - ნუ გიკვირს. - გაიცინა.
– როგორ? - ჩემმა კითხვამ გააკვირვა. - როგორ მაპატიე? - ყელში ბურთი მეჩხირებოდა.
– რა ვიცი, როცა გიყვარს, ყველაფერს პატიობ. - გავშრი, გავქვავდი. "გიყვარს?" სიცილი ამიტყდა, მერე ერთდროულად სიხარული და ტკივილი ვიგრძენი, რამაც სუნთქვა გამირთულა. საზურგეს მივეყრდენი და ბექასკენ გავიხედე. ჩემსკენ საკოცნელად გადმოიწია. ცოტაც და მოწყურებულ ტუჩებს შევეხებოდი, თუმცა დენდარტყმულივით უკან გავიწიე.
– არა! ინანებ! - წამოვიძახე.
– მაგდა.. - აღარ ვუსმენდი, მანქანიდან გადმოვედი და შეძლებისდაგვარად სწრაფად მივდიოდი. რა თქმა უნდა, დამეწია და სადარბაზოში შესულს მკლავში მწვდა.
– არა, გამიშვი. - ვუთხარი. - ეს უკვე მოხდა, კიდევ არ მინდა განმეორდეს. - "მითუმეტეს, როცა ვიცი რომ მიყვარხარ." დავაბოლოვე ჩემთვის.
– მომისმინე, მაგდა. - მისკენ მქაჩავდა.
– არა, არ ვაპირებ ისევ იგივე ტკივილი ვიგრძნო! - წამოვიყვირე. - მაკოცებ და მერე მიხვდები ვის კოცნი, შენს თავზე გაბრაზდები და მეტყვი რომ გძულვარ და გულს გირევ, ისევ ისე შემომხედავ, ზიზღით, ცივი თვალებით და მე ისევ მარტო დავრჩები.. - ვეღაც გავუძელი და ავტირდი. - მარტო დავრჩები და ეს გრძნობა გამანადგურებს. არც კი ვიცი როდის მოვასწარი ასე შემყვარებოდი.. - გავჩუმდი. ამის თქმას არ ვაპირებდი. "მისი შეყვარებაც არ დაგიგეგმავს, მაგრამ.." გამოჩნდა ირონიით ალტერეგო. ბექა იდგა და მიყურებდა. სიყვარულით, სიხარულითა და ტკივილით სავსე თვალებით მიყურებდა. მე კი ხმაამოუღებლად ვქვითინებდი.
– ესეიგი, წავიდე? - მკითხა.
– არა. - ვერ ვუთხარი, ან როგორ მეთქვა კი, წადი-მეთქი? დაიხარა და მაკოცა. მთელ ტანზე ტაომ დამაყარა და სიამოვნებისგან ვიკეცებოდი. ერთი ხელი თმაში შემიცურა და კოცნა გააღრმავა, მეორე კი წელზე მომხვია.
– მიყვარხარ. - მომშორდა და თვალებში ჩამაშტერდა.
– მიყვარხარ. - ვუპასუხე და ჩავეხუტე. სიგიჟე იყო, მოულოდნელად შემიყვარდა ბიჭი, რომელიც წვიმისგან თავშესაფარს ეძებდა. სიგიჟე იყო და მე მზად ვიყავი, ბოლომდე გავგიჟებულიყავი.



№1  offline წევრი clown

Ai dzalian magaria istoriaa, avtor, shen kidev umagresi. Ravici ra vtkva, sitkvebi ar mkofnis, emociebit savse iko <3

 


№2  offline წევრი Drama Queen

clown
Ai dzalian magaria istoriaa, avtor, shen kidev umagresi. Ravici ra vtkva, sitkvebi ar mkofnis, emociebit savse iko <3

მადლობა ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent