შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადერა (4)


20-09-2016, 22:56
ავტორი N7
ნანახია 2 088

4
არ მეგონა, ასე ადვილად თუ დავუსხლტებოდი პოლიციას. მამაკაცმა რამდენჯერმე გადაიკითხა ფურცელზე ნაწერი და დამიბრუნა. ეჭვისა და სურვილის თვალით მათვალიერებდა, მწვავდა. სურვილი გამიჩინა, ერთი ძლიერი შემომელაწუნა ეშმაკისებრ სახეში. მერე წამოვედი. სამივე კარი გულის ფრიალით გავიარე, თან უკან ვიხედებოდი იმის შიშითა და შფოთვით, რომ ვიღაც გამომყვა. გუმანი კი დაჟინებით გაიძახოდა, რომ ის კაცი მომსდევდა. არადა, უკან არავინ იყო.
თითქმის მოვრბოდი და მალ–მალე უკანა სივრცეს დაბრუნებული ჩემი თვალები შეშლილი ქალის თვალებს ჰგავდნენ.
მანქანას რომ მივაღწიე, შვებით ამოვისუნთქე. ოფლით დაცვარული შუბლი ორივე ხელისგულით გავიწმინდე და მანქანაში ჩავჯექი.
7
სახლში მივედი თუ არა, ბალახეულის დამამშვიდებელი გავხსენი წყალში და დავლიე. ჯერ ერთი, ისეთი აღელვებული ვიყავი, სხეულს ვერ ვიმორჩილებდი და მეორე – ღამე გამოძინება მჭირდებოდა, რადგან შემდეგი დღე დატვირთული მექნებოდა კვლევა–ძიებითა და საუბრებით. ასე მეგონა, ასე ვგეგმავდი, ასე უნდა ყოფილიყო.
საათი ჯერ ხუთს აჩვენებდა.
საგულდაგულოდ შენახული წერილი საფულედან ამოვაცურე და მაგიდაზე დავდე. შორიდან ვუყურებდი, ვათვალიერებდი, ვგეშავდი. თითქოს მკვლელი ვიყავი, რომელიც მსხვერპლს ყველა მხრიდან უვლიდა იმის გასარკვევად, საიდან უფრო მტკივნეული იქნებოდა დარტყმა.
მერე ავიღე. თხელ ფენას თითები შევახე თუ არა, ვიგრძენი, როგორ დამიარა შიშის ტალღამ და ისე ამიკანკალდა თითები, რომ ვერც ერთი სიტყვის გარჩევა მოვახერხე.
მერე თავს შემოვუძახე ან მან შემომიძახა მე, რომ დრო იყო გამოვფხიზლებულიყავი და დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა. ვინ იცის, მერამდენედ ვაკეთებდი ამას?!
ფურცელს დავაჩერდი და კითხვა დავიწყე:
“ყოველთვის, როცა გამიჭირდება და მომენატრები, გონებით ჩვენ ხეივანს მივაკითხავ ხოლმე, სადაც ვარდები ყვავიან, სადაც მუდმივად ტრიალებს ვარდების სურნელი. ხეივანში გავივლი და იმ მშვენიერ სახლს მივადგები ხოლმე, რომლის მსგავსის აშენებაზეც ვოცნებობდით. გახსოვს? ჩვენი ოთახი იქ, მეორე სართულზე კუთხეში უნდა ყოფილიყო, რომლიდანაც მუდამ გვექნებოდა ხეივნის დანნახვისა და მისი სურნელის შეგრძნების საშუალება. თუ აქედან თავს ოდესმე დავაღწევ, გპირდები, აუცილებლად მოვიყვანთ სისრულეში ჩვენს ოცნებებს! მიყვარხარ და იცოდე სულმოუთმენლად ველოდები, კიდევ როდის ვიხილავ შენს დედამიწისფერ თვალებს!”.
გამაკანკალა.პირველი, რაც ვიფიქრე იყო ის, რომ ზღაპრით დაიწყო, ჩანახატზე გადავიდა და საბოლოოდ წერილი მომწერა. ვერ ვფიქრობდი, პოლიცია იყო ასეთი სულელი, რომ ვერ მიმხვდარიყო ნამიოკებს თუ მე მქონდა სმენასთან დაკავშირებული პრობლემები?
ვიგრძენი, რომ ძალა აღარ მქონდა და დავიძინე.
შუა ღამეს გამეღვიძა, თითქოს ჩემს გონებას არც დაეძინაო, ჩართო განგაშის სიგნალი და მომიხმო თავისთან. თითქოს რაღაცას ჩამყვიროდა, მაგრამ ბურანში მისი ყვირილი გაურჩეველ ბგერებად მევლინებოდნენ.
შუქი ავანთე და საწოლზე წამოვჯექი. კედლის იქით ოთახში მეზობლებს თავყრილობა გაემართათ და ისე ხმაურობდნენ, გამიკვირდა, აქმდე რომ არ გამეღვიძა. მაშინღა მივხვდი, რომ გონება კი არ ჩამძახოდა მინიშნებებს, არამედ მათი ხმაური ბურანში გაურკვეველ შინაარსად გადაიქცეოდა და ისე იხარშებოდა, როგორც მაწყობდა.
ხალათი შემოვიცვი და გვერდით ოთახში გავედი. დაუკაკუნებლად შევაღე კარი და გავშრი. ტელევიზორი ჩაერთო გიორგის, ხმისთვის აეწია, თვითონ კი ერთობოდა. დავიკივლე და კარი დავკეტე. სანამ კარს მიღმა სიტუაციის ანალიზს ვახდენდი, შეშლილი სახით გამომივარდა მეზობელი, ტანზე წითელი ხალათი ემოსა და ამავე ფერის ჰქონდა სახეც, თუ უფრო კვასკვასა არა.
– რომ დააკაკუნო, არა? – თითქმის მიყვირა, ისე მითხრა.
მისმა სითავხედემ შემძრა. გაოცებისგან თვალები დავქაჩე და გონება დავძაბე, საკადრისი პასუხი რომ გამეცა. თუმცა იმდენად ვიყავი ნერვებს აყოლილი, რომ მეც ყვირილზე გადავედი.
– ბოდიში ხომ არ მოვიხადო, ჩემს სახლში რომ გირღვევთ მყუდროებას?
– მგონი საკმარისს ვიხდი იმისათვის, რომ წუწუნი არ მოვისმინო შენგან!
ვინატრე კაცი ვყოფილიყავი და ერთი კარგად მიმებეგვა ეს მდაბიო, თავხედი ბიჭი.
– ახლავე აებარგე და წადი ჩემი სახლიდან! – ვუთხარი ბოლოს.
გაოცებისგან აღმოხდა კითხვა, რომელიც იმას კი არ მოწმობდა, რომ ვერ გაიგო, არამედ იმას, რომ სიტყვა უნდა შემეცვალა.
– რაც გაიგე. შენთან ვალში არ ვარ. ახლავე აებარგე და დაუყონებლივ დატოვე ჩემი სახლი! – ვუთხარი კატეგორიული ტონით, ზურგი ვაქციე და ოთახში დავბრუნდი.
ბრაზისგან ნაპერწკლებს ვყრიდი თვალებიდან, ვიჯექი და ვერ ვხვდებბოდი, ყველაფერი გრიგალივით რატომ დამატყდა თავს?
ძილის სურვილი აღარ მქონდა,ამიტომ კვლავ ავიღე ფურცელი და გაკრული ხელით ნაწერი კიდევ ერთხელ გადავიკითხე.
ადრე ვფიქრობდი, რომ ჭეშმარიტება დღის პირმშოა, რადგან ღამე ყველაფერი კარგავს იდეალურ სახეს და სიბნელეში აჩენს სიმახინჯეს. და უცებ მივხვდი, რომ ადრე ძალიან, ძალიან ვცდებოდი, რადგან სიმახინჯე ხშირ შემთხვევაში ყველაზე დიდი ჭეშმარიტებაა. და სანამ ამას მივხვდებოდი, წერილი გავშიფრე. ყველაფერი ისე გავიგე, თითქოს ირაკლის ტვინიდან ამოღებულ წიგნს ვკითხულობდი.
და უცებ მივხვდი, რომ მადლობა უნდა გადამეხადა ალექსანდრესთვის. ტელეფონი ავიღე და დავრეკე. მისმა შეცვლილმა ხმამ მაგრძნობინა მხოლოდ,რომ საათი შუა ღამის დროს ითვლიდა.
– ვაი, გაგაღვიძე? – შევრცხვი ანაზდად.
– არაფერია. რა ხდება? – მითხრა და ვიგრძენი, რომ შევაშინე.
– არაფერი, ალექსანდრე, მადლობის გადახდა მინდოდა!
– კარგია, რომ დამირეკე. ხვალ ჩემთან გელოდები, ნებისმიერ დროს.
მეგონა დააყოლებდა: “შამპანური გავხსნათ და გავერთოთო”, თუმცა შევცდი, კიდევ კარგი.
– საქმე მაქვს. ჩაწერის გარეშე ამოდი.
და გამითიშა.

მაპატიეთ, ძალიან პატარა და შესაძლოა არაფრის მომცემი თავიც კია. უბრალოდ, ძალიან დატვირთული დღე მქონდა და მეტი ვერ მოვახერხე.
მიყვარხართ ძალიან და მიხარია, რომ ხართ!



№1 სტუმარი დარინა

ამ ჩემს ალექსანდრეს რას ერჩით ვერ გავიგე?ნახეთ უკვე მივისაკუთრე

 


№2 სტუმარი დარინა

დარინა
ამ ჩემს ალექსანდრეს რას ერჩით ვერ გავიგე?ნახეთ უკვე მივისაკუთრე
რა გავაკეთო მე პირადად სანდრო მომწონს, მაგარი გოგო ხარ მარიამ რა ისე ჩახლართე სიტუაცია აზრზე არა ვარ რა ვიფიქრო სულმოუთქმელად ველოდები სულ ახალ თავებს ამ გოგოს თუ არ უნდა სანდრო ჩემთვის დავიტოვებ

 


№3  offline წევრი N7

ანი ანი
კარგი იყო შემდეგში ცოტ გაზარდე რა თავები...
ალექსანდრეს ციხეში როა ის ბიჭი მირჩევნია მე პირადად
მალე დადე

მიხარია, რომ მოგეწონა.<3
აი, თავების გაზრდა კი როგორ შეგპირდე, როცა ვამბობ, რომ ამის დაწერაც ძლივს მოვახერხე.. :( რა თქმა უნდა, შემდეგი თავი ამაზე დკდი იქნება, მაგრამ იმავე მოცულობის, როგორც წინა თავები...



Kristy
საოცრად მომწონს შენი ნაწერის კითხვა, განსაკუთრებულ სიმშვიდეს მგვრის (დაძაბული სიუჟეტის მიუხედავად) და ეს ძალიან მომწონს heart_eyes heart_eyes ძალიან მაინტერესებს რა ხდება მაგ ხეივანში ^^

უჰ, მიხარია ამის მოსმენა ^^ ოო, ეგ მართლაც საინტერესოაა! :დ <3

დარინა
დარინა
ამ ჩემს ალექსანდრეს რას ერჩით ვერ გავიგე?ნახეთ უკვე მივისაკუთრე
რა გავაკეთო მე პირადად სანდრო მომწონს, მაგარი გოგო ხარ მარიამ რა ისე ჩახლართე სიტუაცია აზრზე არა ვარ რა ვიფიქრო სულმოუთქმელად ველოდები სულ ახალ თავებს ამ გოგოს თუ არ უნდა სანდრო ჩემთვის დავიტოვებ

დარინა, თუ რამე, არ არის პრობლემა, დაგითმობს ნებისმიერს ელენა :დდ
მახარებს შენი სითბოთი სავსე კომენტარები! <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline წევრი An_Gel

"დედამიწისფერი თვალები"...აი ეხლა,შენ თუ უნამუსო არ ხარ,როგორ უნდა თქვა ამ თავზე არაფრისმომცემიაო,როცა ასეთი საოცარი ეპითეტი გაქვს გამოყენებული?! :D შენ ხარ საოცრება,უბრალო კი არა,ბრალიანი საოცრება ხარ და მიყვარხარ მე შენ,როგორც მწერალი! არაფერს არ გთხოვ,არც თავების გაზრდას,არც ელენა იმასთან დატოვე და არა ამასთან,უბრალოდ წერე,რომ ეს საოცრება ვიკითხო დიდი ხნის განმავლობაში! (ემოციების ქვეშ ვარ ცოტა და არ შეიმჩნიო)

 


№5  offline წევრი N7

papastatekulosi
"დედამიწისფერი თვალები"...აი ეხლა,შენ თუ უნამუსო არ ხარ,როგორ უნდა თქვა ამ თავზე არაფრისმომცემიაო,როცა ასეთი საოცარი ეპითეტი გაქვს გამოყენებული?! :D შენ ხარ საოცრება,უბრალო კი არა,ბრალიანი საოცრება ხარ და მიყვარხარ მე შენ,როგორც მწერალი! არაფერს არ გთხოვ,არც თავების გაზრდას,არც ელენა იმასთან დატოვე და არა ამასთან,უბრალოდ წერე,რომ ეს საოცრება ვიკითხო დიდი ხნის განმავლობაში! (ემოციების ქვეშ ვარ ცოტა და არ შეიმჩნიო)

ვაიმეე! ჩემო საყვარელო!
მადლობა უუუღრმესი! ეს რა სიტყვები იყო?! <3<3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

იმედნი რამ ჩატიე ამ ერთი ციცქნა თავში და კიდევ წუწუნებ? არ გეკადრება! ეს ბიჭი საოცრად ჭკვიანია. ისეთი გეგმა ჩაუგდო წერილსი ნებისმიერი ოდნავ დაკვირვებული ადამიანიც კი აღმოაჩენდა. იცი რა? მგონი მხოლოდ ჩანახატზე არ არის აქ საუბარი, ჩვენს ირაკლის ამ სიტყვებით ელენესთვის კომპლიმენტებიც არ დაუშურებია, იმდენი მინიშნებაა, რომ მე პირადად ირაკლის დამოკიდებულებაც დავინახე ამ გოგოსადმი.
ველოდები ახალ თავს.

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

ესე იგი, ძალიან ბევრი რამე იყო ამ მოცუცქნულ თავში...
წერილიდან კი მივხვდი ყველაფერს... იმ ვარდების ხეივანთან დგას სახლი, სადაც იმალება რაღაც, ან ის დათო? ნუ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება იქ :დდ
და რეალურად პოლიცია ამ ჩანახატით დაეჭვდებოდა, მით უმეტეს, რომ ისეთ სერიოზულ დამნაშავესთან ჰქონდა პაემანი, რომელთანაც საერთოდ შეხვედრები იყო აკრძალული... მაგრამ ნუ იყოს ეს იქით... მაინტერესებს რა გაქვს გეგმაშე...
ირაკლი ძალიან ჭკვიანია და საყვარელიც ჩანს :დდ მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ელენასთან მხოლოდ გამოსავლის პოვნა უნდა აკავშირებდეს და მეტი არაფერი... ალექსანდრე კი, მმმ, მაგაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი... :დდ
გელი მოუთმენლად... კაია, მალ-მალე რომ დებ ^_^

პ.ს. ღვინოზე ვფიქრობ... :დდ
ააა ვაიმეე!!! რაღაცას მივხვდი მგონიიიიიი!!! scream smiling_imp

 


№8  offline წევრი lucifer :)

ღვინო, ვარდების ხეივანი, დედამიწისფერი თვალები, ირაკლი და მერე ალექსანდრე. ღმერთო ოღონდ ახლა არ გავრკეოო. საოცრებაა! დავიხლართე ვეღარაფერს ვხვდები. ვიცი მინიშნებაა იმ წერილში მაგრამ როგორ იშიფრება?? ვაი ვაი და კიდევ ერთხელ ვაი. თავში აზრები ამიფუთფუთდა. ვერ ვიტყვი რომ ეს თავი არაფრისმომცემი იყო მე ძალიან მომეწონა. ზომამ არ დამაკმაყოფილა relaxed მაგრამ არაუშავს ვხვდები როგორი ძნელია წერა და სექტემბრის დადგომა wink არ გკიცხავ და უბრალოდ მინდა რაც შეიძლება მალე წავიკითხო გაგრძელება heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent