მთელი გრძნობით შემიყვარდი (თავი 3)
-უკაცრავად, ეს კატოს ქმარია?- ქეთევანს უცნობზე მივუთითე, რომელიც ზედა სართულზე ადიოდა. -კი ეს დათაა, კატოს ქმარი-გულდაწყვეტილმა წარმოსთქვა..მინდოდა უფრო მეტი გამეგო, მაგრამ ქეთევანმა თავი აარიდა დათაზე საუბარს და სამზარეულო დატოვა, წამით ჩემს თავზე გავბრზდი, იქნებ ზედმეტი მომივიდა, იქნებ ჩემს წარმოდგენაში წამით მართლაც გავხდი ამ ადამიანებისთვის იმდენად ახლობელი, რომ ყველაფერი გამეგო მათ შესახებ, ეს ასე არ შიძლება, აი დავუშვი კიდეც პირველი შეცდომა, იქნებ ვაწყენინე ქეთევანს, რომელიც ჯერ კიდევ 20 წუთის წინ ასე თბილად შემხვდა და გულში ჩამიკრა, იქნებ თავს ზედმეტის უფლება მივეცი, ღმერთო ძალიან დავიბენი.. ფიქრებიდან გოგონას წვრილმა, მაგრამ სასიამოვნო ხმამ გამომარკვია -ელენე, ელენე!! შენ ელენე ხარ ხო?-გამიცინა და ძლიერად მომეხვია.. ლიზიკო კატოს შვილია 4 წლის, გრძელი ხუჭუჭა თმით, მწვანე თვალებითა და პატარა საყვარელი ჩაჩუტული ლოყებით -კი მე ელენე მქვია-ნაზად გავუღიმე -ელენე ზღაპრები იცი-სასაცილოდ დააჭყიტა თვალები.. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე -აბა პატარა ქალბატონო ისაუზმებ?- სამზარეულოში ქეთევანი დაბრუნდა -კი, კიი-ტაში შემოკრა ლიზიკომ კარგ ხასიათზე დავდექი, სასწაულია ეს ბავშვი თავისი უდარდელი სიცილით და სუფთა გულით.. მაცივარი გამოვაღე, ალუბლის წვენი ჩამოვასხი და გასვლას ვაპირებდი... -ამას აქ რა უნდა, ყველგან ამის სახეს უნდა ვხედავდე?- დაიღრიალა დემეტრემ ხმა არ ამომიღია თავი შევიკავე რომ ცრემლები არ წამომსვლოდა, ახლა ჩემი ცრემლები დემეტრესთვის ბაირამობა იქნებოდა, არ შევკამათებივარ, ვიცოდი ჩემი დუმილი და ყოველი უპასუხოდ დატოვებული კითხვა უფრო აღიზიანებდა. -როგორ ლაპარაკობ დემეტრე?- მოულოდნელად დაიღიალა ვახტანგიმ -ვახტანგ, ხო შეგიძლია თავი დამანებო არაა? ეს დედა მო******ი, მე უკეთ ვიცი ელენეს როგორ მოვექცევი, ეს თქვენი გადასაწყვეტი აღარაა, რაც გადაწყვიტეთ ისიც გეყოთ-იღრიალა დემეტრემ და გიჟივით გავარდა სამზარეულოდან,ოთახში გავიქეცი და ისიც უკან გამომყვა. მთელი ძალით შემოაღო კარები, კიარ შემოაღო შემოგლიჯა -გადი ამ ოთახიდან დროზე!! დროზე!! წადი ჩემი ცხოვრებიდან! -არ შემიძლია გესმის? არ შემიძლია, რატომ არ გესმის არ შემიძლია-თავი ვერ შევიკავე და ვუყვირე, შენზე მეტად მე მინდა აქაურობის დატოვება, შენზე მეტად მე მინდა ჩამოგშორდე, მაგრამ არ შემიძლია, ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანისთვის გავაკეთე, მისი ბედნიერებისთვის, მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ, ვერაფერს გრძნობ, ზიზღის მეტს ვერაფერს იტევს შენი გული, ვერაფერს გესმის?!! დემეტრე ამ სიტყვებს არ ელოდა ჩემგან, თვალები სიმწრისგან გაუწითლდა, ხელი ძლიერად მომიჭირა და მთელი ძალით დამაგდო იქვე მდგარ სავარძელზე, გადამეფარა,სავარძლის სახელურებს დაეყრდნო და შემომხედა -რატო, მაინც და მაინც შენ? რატო?!- იღრიალა- ასე რატომ მოხდა, რატომ?!! სახე ხელებში ჩარგო და სიჩუმეში რამოდენიმე სიტყვა წარმოსთქვა- შენი თვალები და მისი თვალები, შენი თმა და მისი თმა, ღმერთო არა- ვერაფერი გავიგე, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, ახლოს მივედი და მხარზე ხელი დავადე -ვერ ვხვდები რას ამბობ, კარგად ხარ? -არ მომეკარო- მაგრად მომიჭირა მკლავებზე ხელი და გამწია-არ მომეკარო!- კბილებში გამოსცრა, გაიქცა, კარები ისე გაიჯახუნა შევხტი, ემოციები ვერ მოვთოკე ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე, დედა მომენატრა, ახლა დედა მჭიედებოდა ყველაზე მეტად, მისი სითბო და დარიგება, მისი დანამული თვალების ჩაკოცნა მომინდა, მცივა, მისი სითბო მინდა, მაგრამ სადაა დედა? -ღრუბლებში... იქნებ ახლა ამ წამს მეხუტება კიდეც, იქნებ თავზეც მისვამს ხელს, არა! არაა დედა აქ, არა!! _______________________ -დათა, გაიღვიძე-მუჯლუგუნი ჰკრა კატომ მძინარე ქმარს -რა გინდა, რატომ არ მანებებ თავს? -როდის დაბრუნდი სახლში? -გამთენიისას-დაუმარცვლა-არ დაიღალე ერთი და იგივე კითხვების დასმით ტო?ჯობია ის მითხრა ის გოგო ვინაა? ახალი მოახლე? -არა ის გოგო ელენეა, დემეტრეს ცოლი -გასაგებია ესეიგი ცოლი..- წყალი მოსვა და ადგა -სად მიდიხარ, საუბარი არ დამისრულებია -მე დავასრულე-თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა დათა, დათაზე რთულია საუბარი, მისი უარყოფითი თვისებები სჭარბობს დადებითს, ვახტანგის ბიზნესშია ჩართული, ბევრი წარმატებაც მოუტანა ოჯახს, სახელიც გაითქვა, თუმცა უარყოფითი უარყოფითია,არაერთხელ უტირია კატოს მის გამო, აი ახლაც ზის და მოთქვამს, რატომ ითმენს?რა აკავებს?- საინტერესოა, ალბათ ნელ-ნელა შევიტყობთ.. _______________________ დიდხანს ვიყავი ამ მდგომარეობაში, ბოლოს კი კარზე მშვიდი კაკუნი მომესმა, კარი გაიღო და შინ ქეთევანი შემოვიდა, ხელი მომკიდა და ლოგინზე დამსვა. -ნუ ტირი ჩემო ლამაზო, დემეტრე ვერაფერს დაგიშავებს, უბრალოდ ცოტას გაუძელი, დარწმუნებული ვარ, რომ შენ ხარ ის ერთადერთი ვინც მის მორჯულებას შეძლებს. ახლა კი კარგი ამბავი მაქვს შენთვის. ქვევით სტუმრები გელოდებიან, მიდი მოწესრიგდი და ჩამოდი. გავუღიმე და აბაზანაში შევედი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი. ჩემი მოლოდინი გამართლდა, რუსკა და ლევანი იყვნენ, მივედი და მათ გადავეხვიე, ალბათ მათი გვერდში დგომა ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. საუბარში ვიყავი გართული უკნიდან ნაცნობი ხმა რომ მომესმა -ელენე -გიორგი, ღმერთო გიორგი, დამიბრუნდი -სიხარულისგან მთელი ძალით ჩავეხუტე, მაგრამ ის ისეთი ცივი იყო, თავის გოლიათივით მაჯებს არ მხვევდა და ერთ ადგილას იყო გაშეშებული, მისი ხმაც ყინულივით ცივია. ლევანის და რუსკას დამწუხრებულ სახეებს გავხედე, მივხვდი, რომ გიორგიმ არ მაპატია, ახლა მისთვის სულ ერთი ვიყავი, ძარღვებში სისხლი გამეყინა, ნუთუ დავკარგე ის ერთადერთი, რომელიც საკუთარ სიცოცხლესაც მირჩევნია? ნუთუ ჩემი იმედი და ნუგეში აღარ მყავს, ნუთუ ვეღარასდროს ჩავეხუტები, ვეღარასდროს ვიგრძნობ მის ჩემ თმაზე მოთამაშე ხელებს, ნუთუ მართლა ყველაფერი დამთავრდა? არა, არა ამის დაჯერება არ მინდა და არც შემიძლია, გიორგი ამას ვერ გამიკეთებს, რაც უნდა დავაშავო მე ხომ ისევ მისი პატარა ელენე ვარ, არა, არ შეუძლია, ხელს ვერ მკრავს. თავში ათასობით აზრი მიტრიალებდა, ვუყურებდი მის ცივ, უმეტყველო სახეს და გული მტკიოდა, ღმერთო, როგორ საშინლად მტკიოდა. -გიორგი, არა, შენ ამას ვერ გამიკეთებ, ხელს ვერ მკრავ, ვერ მიმატოვებ, მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდები-ცრემლებმა თავისით იწყეს დენა, მის წინ მუხლებზე დავემხე და პატიება ვთხოვე. გიორგიმ ვერ აიტანა ჩემი ასეთ მდგომარეობაში ყურება, უხეშად მომიშორა და გარეთ გავარდა. ხმამაღალ ტირილს მოვყევი, არ მინდოდა ჩემი სისუსტე გამომეჩინა, მაგრამ არ გამომდიოდა, ვერ ვმალავდი, ემოციების კონტროლი არ შემეძლო და რომ არ მეტირა, ალბათ გული გამიჩერდებოდა. ლევანი გიორგის გაყვა, რუსკა კი ჩემთან მოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა. __________________________________ -გიორგი არასწორად იქცევი -არასწორ საქციელზე შენ ნუ მელაპარაკები, შენ მიიყვანე ჩემი და ამ გადაწყვეტილებამდე -შენი და რომ არა დღეს აქ ვერ იქნებოდი, ესეთი დაუნახავი როგორ ხარ, უნდა აპატიო და მეც უნდა მაპატიო ყველაფერი შენ დასახმარებლად გავაკეთეთ, როგორ არ გესმის -და მე რა ჯანდაბად მინდა ესეთი თავისუფლება, თუკი ჩემი და უბედური იქნება? -არ იქნება, შე***ა დამიჯერე, ამ ოჯახს კარგად ვიცნობ, არ დაუშვებენ ელენეს უბედურებას. გიორგი მანქანასთან ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. -რუსკა არ ვიცი მის გარეშე როგორ შევძლებ ცხოვრების გაგრძელებას, უნდა მაპატიოს, ვერ გადავიტან -გაპატიებს, გაპატიებს ელენე, აუცილებლად გაპატიებს-თმაზე მეფერებოდა და მაწყნარებდა რუსკა. გარეთ გავედით და გიორგის გვერდით მივუჯექი. რუსკა და ლევანი სადღაც გაქრნენ, თავი მხარზე მივადე -რომ არ მაპატიო, ვერ ვიცოცხლებ გიორგიმ გამიღიმა და ხელში ამიტაცა. მაპატია, შემირიგდა, ისევ მიმიღო და არ გამრიყა. ბედნიერი ვიყავი, არა ბედნიერი კიარა უბედნიერესი. სიხარულისგან თვალები მეცრემლებოდა, ცოტა ხნის წინ თუ უდიდეს ტკივილს ვგრძნობდი, ახლა უზარმაზარმა სიხარულმა მოიცვა მთელი ჩემი შინაგანი სამყარო, თუმცა ბედნიერება უსასრულოდ როდი გრძელდება, უკნიდან ტაშის ხმა და ირონიული „ბრავოს“ ძახილი მესმის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.