შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფალმა გამომიგზავნა შენი თავი მძიმე წუთებში.ვთვლი რომ უფლის საჩუქარი ხარ!


24-09-2016, 01:41
ავტორი winny
ნანახია 1 492

მოძალებული ფიქრებისგან გადაგლილი ემოციებით არეულდარეული ვიყავი,ყველაფერი ყელში ამომივიდა,ძალიან სუსტი ვარ იმისთვისრომ ცხოვრების მძიმე გაკვეთილებს გავუმკლავდე,იქამდე მივედი რომ ამ შუაღამეს ქუჩაში გამოვედი და ერთერთ სკამზე ჩამოვჯექი,მინდა გავექცე ყველაფერს უკან მოუხედავად,ფიქრებში გაბრუებული მომიახლოვდი
_სალი რა გჭირს?ხომ მშცვიდობა გაქ?შემილია დახმარება?
_ვდუმვარ არ შემილია გელაპარაკო რატი შენხომ მეგობარიც არ ხარ ჩემთვის
_სალი გთხოვ ნუ ხარ ჩუმათ,გული გადამიშალე,მაინც არ შემილია შენიმიტოვება ამ დგომარეობაში,ჩათვალე შენ მეორე მეს ელაპარაკები,დაივიწყე რომ უბრალო ნაცნობი ვარ,გული გადამიშალე, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდება.
_მე ცუდათ ვარ რატი,გული მტკივა სული მეწვის,სულ მთლად მარტო ვარ ,ალბათ აჯობებს გული გადაგიშალო რადგან მაინც აღარ შემილია ამდენის მოთმენა,ცრემლი მომდის მაგრამ შეკავების უნარიცკიაღარ მაქვს,შენ იცირომ მშობლები ერთად არ მყავდნენ,ისიც იცირომ მამამ მიგვატოვა,მძიმე ბავშობა გამოვიარე,ჩუმათ ვტიროდიხოლმე რომ დავინახავდი როგორ ასეირნებდნენ მამები თავის გოგოებს,როგორ ეფერებოდნენ და არიგებდნენ,,გული მტკიოდა ამ ყველაფერზე,მეც პატარა ვიყავი დაუცველი მეც მინდოდა მამის სითბო და სიყვარული,რატომ გამწირა მამამ ამ ტკივილისთვის,დედამ წვალებით გაგვზარდა,ორგან სამგან მუშაობდა ოღონდ ჩემთვის არაფერი მოეკლო,დედაც და მამც ის იყო ჩემთვის,დედიკო რომ არ მყოლოდა რა მეშველებოდა რატი არ ვიცი,მეგონა მამას სიყვარული სულ მთლად სიძულვილმა გადაფარა,საკუთარ თავს და ყველას იმაში ვარწმუნებდი რომ კარგად ვიყავი,დედის გარდა არავინ მჭირდებოდა და არავინ არსებობდა მაგრამ,ცოტახნისწინ გავიგე მამას სიმსივნე ჰქონია დაღუპულა,ესრომ გავიგე გავოგნდი უცებ გამოვგონდი და სახლიდან გამოვარდი..
_მშვიდად სალი,მე შენთნ ვარ და გულით გისმენ..
უკვე ვეღარ ვჩერდებოდი ტკივილი ძლიერდებოდა გახსენებაზე და უნდა მომეშორებინა,უნდა ამომეღო გულიდან ყველაფერი უნდა მელაპარაკა ყველაფერზე თუნდაცრატისთან რომლის მეგობარი არასოდეს ვყოფილვარ და გამარჯობის მეტი არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის,ის ისეთი ზედმეტად კარგი იყორომ ფიქრსაცკი ვერ ვბედავდი მასთან მეგობრობაზე.. ახლა კი ჩემი მოსმენა და ტკივილის გაზიარება უნდა..
_არ ვიცოდი რა მექნა მინდოდა მეყვირა,მეღრიალა ისე ძლიერ რომ ეს აუტანელი ტკივილი ბოლომდე მომშორებოდა,რაც გამახსენდა ის იყორომ ხიდამდე მივსულიყავი და მტკვარში ჩემ ტკვივილებთან ერთად გადამხტარიყავი..
_სალი რასამბობ,გაგიჟდი?..მაპატიე მესმის მარა ნუ იზავ ასეთ რამეს გთხოვ.
მოიწია და ხელები შემომხვია,შეაშფოთა ჩემმა ნათქვამა,ასეთ თანადგომაზე გული უარესად ამომიჯდა და გავაგრძელე მოყოლა..
_ავედი მოაჯირზე მზად ვიყავი მაგრამ დედა გამახსენდა ჩემი დედიკო,ისერთადერთი ადამინი ვინც მთელი ცხოვრება მომიძღვნა და ვერ შევძელი თავისმოკვლა რდგან ამით დედასაც თან გავიყოლებდი,რატი მიჭირს ასე ცხოვრება,გადასახადის გამო სწავლას შევეშვი,მუშაობა დავიწყე,საუკეთესო წლები რასაც სტუდენტობა ჰქვია მე არ მეღირსება ალბათვერასოდეს,მეტად დედას ვეღარ დავტვირთავ,ხომ შეილება ერთხელ ვცხოვრობთდა ესეც ცოტა ნაკლები პრობლემები გვქონოდეს,სამუშოდან წამოვედი ჩემს გარეწარ უფროსთან უთანხმოება მომივიდა დააგარ გამოვიდოდა დარჩენა,დედას ამას ვერ ვეტყვი,რაუნდა ვქნა ხვალ არ ვიცი დილით სად წავიდე რა გავაკეთო..
_დამშვიდდი სალი,მე შენთან ვარ ერთად მოვაგვარებთ სამსახურის პრობლემას,ამ პატარა სიცოცხლით სავსე გოგოს,რამდენი ტკივილი გქონია გულში,როგორი ძლიერი ყოფილხარ რომ ასე ღიმილით ატარებდი ამხელა ტვირთს,დღეიდან ყველაფერში გვერდით ამოგიდგები..
გაოგნებული ჩემი ტკივილისგან რატის სიტყვებმა გული მომითბო,მესიამოვნა რომ ვიღაცამ ჩემი ტკივილი გაიზიარა და გვერდში დადგომა შემომთავაზა,ჩემეხუტა..მომიქცია თავის დიდ მკლავებში,ისე თითქოს ცდილობდა დავემალე,წინ ამოფარებოდა ყველანაირ პრობლემას, ტკივილს ანრა მწარე გაკვეთილსაც გამომიგზავნიდა ცხოვრება,წამიერად სიმშვიდე ვიგრძენი,თავი დაცულად მომეჩვენა,დიდი ხანია ეს გრძნობა აგარ მახსოვდა.
_რატი მადლობა დიდი,რომ მმომისმინე დამამშვიდე და არ დამტოვე მარტო,ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი წლების დაგროვებული ტკივილი გავანდე,ძალიან რთულია გულში ვეღარ იტევდე და არ თქვა ყველაფერი რაც გახჩობს.მადლობა დიდი..
_დამშვიდდი,მე ყველაფერი ალალად გითხარი,ყველაფერი გულიდან წამოვიდა სალი,შენ მარტო აღარ იქნები პრობლემებთან,ყოველთვის გამიხსენე როცა რაიმე შეგაწუხებს და ვინმესთან ლაპარაკი მოგინდება,მე მზად ვარ ყოველთვის,ვიცი რა რთულია ყველაფერთან მარტო ჭიდილი,
ცრემლები მომწმინდა შუბლზე მაკოცა და სახლისკენ წავედით,საათსრომ დავხედე 3 სრულდებოდა.ჩუმათ მივყვებოდით ქუჩას,ორივე ვდუმდით,მთელი 23 წელი ვიცნობდით ერთმანეთს მარა ასეთი ახლობლები არასდროს ვყოფილვართ,სახლამდეც მივედით ამის დანახვაზე ღრმათ ამოვისუნთქე,ესევე წინ ამომიდგა რატი თმაზე ხელი გადამისვა და მითხრა...
_დამშვიდდი ჩემო კარგო, გამაგრდი,ძლიერი იყავი,დედას ცრემლს ნუ დაანახებ,გულს ნუ დაუმძიმებ,ისედაც ყველაფერს ორმაგად განიცდის საკუთარ და შენს ტკივილს ერთად აერთიანებს დაარაფერს გაგრძნობინებს,გამიღიმე და წადი დასაძინებლად,ხვალ დაგელოდები დილიდან ერთად დავიწყოთ სამსახურის ძებნა.
_მადლობა დიდი რატი სიტყვებს ვერ ვპოულობ რა ვთქვა,კარგი ადამიანი ხარ,ხვალ დაგირეკავ..
გავუღიმე და სახლში შევედი.დედიკოს მდივანზე მისძინებოდა,დავაფარე პლედი შუბლზე ვაკოცე და ჩემ ოთხაში შევედი,ემოციებისგან დაცლილს მალევე დამეძინა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent