შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიცოცხლე გაჩუქე დასასრული


26-09-2016, 20:45
ავტორი სატი
ნანახია 2 725

-ერეკლე წავიდეთ.
-რაო გიომ
-არაფერი. გთხოვ წავიდეთ
-რა მოხდა?
-ერეკლე დროზე
-კაი ნახვამდის ბავშვებო
-მადლობა ქრეეშ(დაუძახა ლიკამ)
-ნეზაჩემ ლიკუშ(ერეკლე)
ერეკლე და ანკა ჩაჯდნენ მანქანაში.ანკას სახეზე ფერი არ ედო, გიორგის ნათქვამი კი არ ეწყინა, ის სიმართლემ შეაძრწუნა. საერთოდ ადამიანები ესე ვართ მოწყობილნი, ვაკეთებთ იმას რასაც გვინდა და არა იმას რაც უნდა ვაკეთოთ. ვფიქრობთ რომ ბოლოში მოვინანიებთ და ამით მორჩა ადვილად გამოვალთ, ანკას ვერ დავადანაშაულებთ იმაში რომ სხვა შეუყვარდა. აქ ყველაფერი ჩახლართულია მაგრამ როგორც ამბობენ სიმართლე მწარეა. ანკამაც ის სიმწრის ცრემლებით კინაღამ ატირდა. გიორგიმ მთელი მისი ცხოვრება აჩუქა და უბოძა ნიაკო. მისი ცხოვრების არსი და მის გამო ათასჯერ ეწამა მან უბრალო გაგებითაც არ უპასუხა და პირიქით. როგორც იქნა მივიდნენ სახლში ანკა ზევით ავიდა და ოთახში შევიდა და დაიძინა. გავიდა 2-3 დღე დადგა ანკას ქორწილის დღეც. ლიკა,ნათია,სალომე და აჩი იყვნენ ანკას ოთახში. ეზოში ტარდებოდა ქორწილი რადგან საკმარისი ფართი იყო. ანკა კაბას იცვამდა და ემზადებოდა.
-აჩი მითხარი რომ ლამაზი ვარ აჩი!
-ლამაზი ხარ მიდი აბა გაიარე
-არა ვერ გავივლი, დავეცემი
-მე არ ვიცი ვის მიყავხარ ერეკლემდე?(ნათია)
-მოიცა რა უცხოური ქორწილი გაქ?(ლიკა)
-არა გოგო, ჩვენ ჯვრისწერა გვქონდა მაგრამ ეხლა იმენა ქორწილს ვიხდით(ანკა)
-მე მიმყავს-გამოვიდა გიორგი
-რატომ შენ(ლიკა)
-ყოფილი ქმარი ვარ და ახალს ვაბარებ-ზედმეტად უემოციო სახით თქვა ახალშემოსულმა მერე ანკას დანახვაზე გაიღიმა და ხელები გაშალა მერე ჩაეხუტა.
-ჩემო ცხოვრება ლამაზი ხარ
-მაპატიე?
-გაპატიე აბა რა. რო არ მეპატიებინა მოგიტაცებდი. დაგვტოვეთ რა
ყველა გავიდა
-მიხარია მე რო ამირჩიე ჩემო ცხოვრება.
-ჩემ გამო ნატალი...
-არ გვინდა მაგაზე. როგორც ჩანს არ მიმართლებს ცხოვრებაში და ალბათ მომავალშიც.
-ნუ ლაპარაკობ ეგრე. აი ნახავ მომავალში პირიქით იქნება გაგიმართლებს ყველაფერში და ნიაკოს ეყოლება და და ძმაა
-არ მინდა მე მეტი შვილი ნიაკო ჩემთვის საკმარისია
-მოგინდება მოგინდება ეხლა კიდე მემგონი დროა.
გიორგიმ ხელი ჩაკიდა ანკას და მიდიოდნენ ერეკლემდე.
-კიდე დროა რომ გაიქცე-გაეცინა გიოს
-ნუ ფართხალებ დავეცემი
ორივე იცინოდა და ყველა მათ უყურებდა, ძალიან ნელა მიდიოდნენ.
-ანკა მე რო ოდესმე რამე მომივიდეს დავწეერე უკვე ანდერძი ნიაკოს ვუტოვებ ჩემ ქონებას
-რეებს ბოდიალობ. მოხუციც არ ხარ რომ ანდერძი წერო
-რო რამე და მოხდეს დარჩება აუცილებლად ნიაკოს და იქიდან თეთრსაც არავინ აიღებს.
-ნუ ბოდიალობ სისულელეებს რამე ხდება და მე არ ვიცი?
-არა არაფერი. ნუ გეშინია თავს არ ვიკლავ-მიაღწიეს ერეკლესაც-არ მოუვლი წესიერად ნატალის მიუწვები გვერდით ციხეში-დაუღრინა და დადგა გვერდით
-მოვუვლი
მერე მოსაწყენი ცერემონია თანახმა ხარ თუ არა რომ მოიყვანო ცოლად ესა და ეს ამა და ამ ადგილას და დროს... და ასე შემდეგ. თავიდან ქართული სიმღერებით დაიწწო ყველა ულოცავდა ანკას მერე ყველა თითო სიტყვას ამბობდა. პირველი აჩი ავიდა.
-ეს გოგო გავიცანი ძალიანაც ჩვეულებრივად ჩემ ოფისში ჩემსავით უყვარდა დათრობა ბარში ანკა თვრებოდა მე მსუბუქად ვსვამდი და უკვე მთვრალი ვიყავი. ჩემ ქორწილშიც სალისაც შენ უშველე და მისი მეჯვარე გახდი მაგრამ ვაი ამ შველას, შენ ხომ ბოლო დონეზე იჩხუბე ერეკლესთან. არც მე მეხატება სალის ძმები გულზე სალ არ გეწყინოს ბევრჯერ გითხარი ისეც. კაროჩე ანკას არც ისე დიდიხანია ვიცნობ მაგრამ მაგრად მიყვარს. ერეკლე გულს ატკენ და ვერავინ ვერ გიშველის
აჩის ტაში დაუკრეს და ჩამოვიდნენ. ავიდა ნათია.
-მე რა უნდა ვთქვა ეხა არ დავიწყებ ძველი ისტორიების მოყოლა. ანკა არის თავისუფალი ადამიანი, რომელსაც მემგონი ვერავინ არჯულებს და ამაში ყველა დავრწმუნდით, მივხვდით რომ ეს შეუძლებელია. როგორც კი ვინმე ეცდებოდა მის ჩაკეტვას ანკა მირბოდა და სულ თავისუფლებისკენ იღვწოდა, ზუსტადაც ეგრე გაიცნო ერეკლე გოდოს ფართიდან გოდო ხო აქ ხარ!!!!
-აქ ვარ ნუ ყვირიხარ
-ხოდა გოდოს ფართიდან გაგვეპარა ხმაური იყო და იქ შეხვდა ერეკლე საერთოდ ანკა ყველას ადვილად ენდობა მაგრამ როგორც კი გული უგრძნობს რამეს მაშინ ყველას დაერხა. ხოდა წაიყვანა სახლში ნიაკო გააცნო და მერე რატომღაც გაწყვიტა ურთიერთობა მერე ბევრი ისეთი რამ მოხდა რის გამოც მოუწიათ მათ ხელმეორედ შეხვედრა დრომ არ შეცვალა არაფერი მათ პირველივე დღიდან უყვარდათ ერთმანეთი. მაგრამ სიმართლე ვთქვა ერეკლე არ გეწყინოს ანკას და გიორგის სიყვარული და კავშირი დღემდე არსებობს მაგრამ არა იმ დონეზე რომ ერთად იყვნენ. მოკლედ გისურვებთ ბედნიერებას
ნათიაც ჩამოვიდა ეხლა სანდრო ავიდა.
-ანკას რაც ვიცნობ მემგონი ერთადერთი ვარ ვინც მართლა იცნობს ეხა არ ვტრაბახობ და რაღაც მაგრამ ანკა ყოველთვის იყო მხიარული და პოზიტიური დაჟე მიუხედავად იმისა რომ უკვე შვილი ჰყავდა და იმხელა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ის ყველაფერს ახერხებდა. ახლა ორი შვილი ჰყავს და ქმარი რომელსაც უყვარს ის და ოჯახი ჰყავს. არა ბედნიერებას გისურვებთ არამედ იმას რომ იცხოვროთ ისე რომ თქვენ შვილებს არაფერი მოაკლდეთ და თქვენც საოცრად მალე არ მოგბეზრდეთ ერთმანეთი
სდანდროც ჩავიდა და ავიდა ივა.
-ნუ მე რა ღა ვთქვა მახსოვს ადრე მე და შენ ვიყავით შენ ეზოში მაშინ ცხონებული მამაშენი ნიკოლოზი ცოცხალი იყო. მემგონი 6წლისები ვიყავით ხოდა შენ წაიქეცი და ფეხი მოიტეხე. ზიხარ და მიყურებ მეკითხები
***
(შემთხვევა რაზეც ლაპარაკობს ივა)
ანკა და ივა დარბოდნენ ეზოში და ნიკოლოზი იჯდა ეზოში სკამზე. უყურებდა ბავშვებს
-ჩემიაა ჩემიი ვერ წამართმევ-ყვიროდა ანკა და თოჯინას ებჯინებოდა
-არ გართმევ დამაკავებინეეე
ანკა წამოედო სკამს და დაეცა. თვალიდან ცრემლი წამოუვიდა სიმწრის მაგრამ არ უტირია. ფეხი მოიტეხა მამამისი მვარდა როცა მიხვდა რომ ეტკინა
-მამიკო გტკივა?
-მე არა თოჯინას მიხედეთ მამიკო დაეცა!!
***
-აი ეს არ მესმოდა შენ პატარა ბავშვს მოგტყდა ფეხი ეს რამხელა ტკივილია ძალაუნებურად წამოგივიდა ცრემლი თოჯინა რომელსაც საერთოდ არაფაერი ტკენია მას მიაქციე ყურადღება მე და შენ ყოველთვის ვეუბნებოდით ერთმანეთს სიმართლეს მწარეს თუ ტკბილს. მისმინე რაღაც ეგოისტურ საქციელებს ვხედავ ხოლმე შენსას დიდი იმედი მაქ გამოსწორდება ესენი. შენი ხელგაშლილობა, სიყვარული დიდიხნის უკან დაიკარგა მაგრამ ვხედავ რომ ნელ-ნელა ყველაფერს იხსენებ და ისეთივე ხდები. მესმის შენნაირ მდგომარეობაში მეც დიდიხნაი არ ვიქნებოდი კარგად რაც შენ გადაიტანე... მოკლედ გილოცავ დამთავრდა ყველანაირი უბედურება და დაიწყო შენი ოქროს წლები
ივაც ჩამოვიდა ეხლა ავიდა ლიკა.
-ნუ მეც ივასნაირად არაფერი მაქვს გასახსენებელი. თუმცა ერთი, აი ერთხელ ნიაკო იყო3თვის დაა აცრაზე მიგვყავდა შენ უფრო შეგეშინდა ვიდრე ნიაკოს ნიაკომ რა თმაუნდა მერე ბევრრი იტირა მაგრამ შენ მისი ტირილის იმდენად გეშინოდა რომ თვითონაც კი არ შეხვედი და მე შემიშვი. ერეკლე ერეკლეზე რა ვთქვა ერეკლე იმდენად ჯორი ადამიანია რომ არ ვიცი(ამაზე ყველას ეცინება)ანკაზე არანაკლები ჯიუტი. ერეკლე მე ჩემ უფროს ძმად მიმაჩნია, რამდენი წელია ვიცნობ ფაქტიურად ბავშვობიდან და ერეკლე მაშინ არ იყო ესეთი მდიდარი პირიქიქით ერთი პერიოდი მშივრები იყვნენ, ერეკლე იყო ანისთვის დედაც და მამაც რაც ძალიან მიკვირდა. მერე დროთა განმალობაშიც მისივე შრომით გახსნა კომპანია ჩაუვარდა საქმე და ისევ ამოძვრა ჭაობიდან და როგორც იქნა გახსნა ისევ. მოკლედ გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს ანკა არ გამიბრაზო ძამიკო.
ლიკაც ჩავიდა. ავიდა ნიკა
-მე რა ვთვა რა ვთქვა და ანკას და გიორგის წყვილს ვემხრობოდი ადრე რადგან განუყრელები იყვნენ ანკას არ ვაახსოვარ მაშინ პატარა იყო. ერეკლესაც დიდიხანი ვიცნობ, ერეკლე როგორც ჩემმა ცოლმა თქვა თავიდანვე რთულად იზრდებოდა და ზედმეტად მზრუნავი და მომთმენი ადამიანია მის ნებისყოფა ხშირად მაგიჟებდა ხოლმე აი ანკამ რაც შეძლო მისი გაგიჟება ეს მიკვირდა. მახსოვს მის გასაჯავრებლად ვურტყავდი, ჰალსტუხს ვართმევდი რას არ ვაკეთებდი ის კი ერთს წამომარტყამდა ან მეტყოდა რო კაცს ცანცარობა არ უხდება და მე უფრო მეშლებოდა ნერვები ვიდრე ერეკლეს. ეხა შემილია განუწწვეტლივ ვილაპარაკო ერეკლეზემაგრამ გისურვებთ ბედნიერებას, ნიკოლოზის და ნიაკოს წარმატებულ ადამიანებად გაზრდას.
ნიკა ჩავიდა. ავიდა დადა.
-მე და ერეკლე დაბადებიდან ერთად მოვდივართ, დაბადების დღეც კი ერთად გვაქ. მე მყავდა და რომლის შეყვარებულებს მთელ თბილისში დავსდევდი და ვცემდი ამაში კი ერეკლე მეხმარებოდა ფაქტიურად მე, ლიკა, ნიკა,ერეკლე,ჩემიკ და ერეკლეს და ანი,გიგა და ვაჟა ვიყავით ერთი დიდი ოჯახი. დღმდე არსებობს ეს ოჯახი და ამ ოჯახში შემოვიდა ანკა. მეტს აღარ გავაგრძელებ ანკა გილოცავ. წარმატებებს გისურვებთ
დადაც ჩავიდა. მერე მშობლებიც ავიდნენ ძველი ამბები გაიხსენეს და გიორგის ჯერიც დადგა.
-იცი უცნაურია ქორწილში პატარძლის ყოფილები არ არიან ხოლმე ლაპარაკზე ხო ზედმეტია აქ საუბარი. ანკა ვერ გეტყვი რომ ცხოვრებაში ბედნიერი იყო ამას შენთითონ უნდა მიაღწიო და არ უნდა ელოდო დებილივით უნდა იბრძოლო და არავის არ დაეყრდნო. შენში ერთადერთი რაც მომწონდა იყოს ის რომ შენ იბრძოდი შენი ბედნიერებისთვის, ღირსებისთვის,სიყვარულისთვის,შვილისთვის ოჯახისთვის და ყველა მეგობრისთვის. გიჟდებოდი როცა ნებისმიერი სისულელის ბავშვური ხუმრობის გაკეთება გიწევდა მე ამას ვაბრალებდი ყოველთვის იმას რომ ბავშვობა გქონდა რთული და არ გეყო ცანცარი. 16წლის ასაკში შენ იმდენ სისულელეს ჩადიოდი. ისეთი ბავშვური და საყვარელი იყავი რომ ახლა ვერც წარმომიდგენია რომ შენ 20წლის დიდი გოგო ხარ ორი შვილით და ქმრით. იცოდე რომ მაგრა მიყვარხარ და მხოლოდ გისურვებ ყველაფერში წარმატებას. ვიცი რომ შენი მიზნის მიღწევა შენთითონ გიყვარს. ამ წლების განმალობაში ბოლომდე შეგისწავლე. ვიცი რომ როდესაც მარცხნივ იხედება და თითებს ათამაშებ ნერვიულობ და ცდილობ არ შეიმჩნიო არაფერი ან როცა ადამიანს ლაპარაკისას თვალებში არ უყურებ და ძირს იხედები ან ოთახს ათვალიერებ ატყუებ. ნებისმიერი შენი მოძრაობა ვიცი ეხლა ისიც კი ვიცი რასაც ფიქრობ გინდა ვთქვა?
-არ ქნა-ანკას გაეღიმა და ცოტა გაეცინა
-გილოცავ დაბადების დღეს ჩემო დიდო გოგო და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. იმედი მაქვს მალე მეც შენნაირად გამიმართლებს რადგან შენ დღეს მითხარი რომ მეც ვიპოვი ქალს რომელიც შემიყვარებს ისე ძლიერ როგორც მე მეყვარება მჯერა ამისი და მოულოდნელად ველოდები. შენ მომეცი იმედი ნიაკო რომელიც ერთადერთი მიზეზია რის გამოც მე ჯერ საქართველოში ვრჩები. დედაჩემიც რათქმაუნდა მაგრამ მე მეტი არავინ გამაჩნია. რათქმაუნდა ჩემი დაც ქეთო მანაც იცოდა რომ მე ცოცხალი ვიყავი რადგან ძალიან შემეცოდა უცხოეთში რომ იყო და ძაან ნერვიულობდა რომ ვერ ჩამოდიოდა. მისი სახე გენახა რომ დამინახა შენნც ეგრე მოიქცეოდი ხელი მტკიცა სახეში ისე ძაან რომ დღემდე მტკივა გული. ხო იცი ქეთას როგორ უყვარხარ. მოკლედ ანკა გისურვებ წარმატებას ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო შენ კიდე ერეკლე არ გაბედო და არ აწყენინო თორემ ხედავ რამდენი ადამიანი არის აქ ანკას მხარდასაჭერად. პირველი შენი მტერი მე ვიქნები მას რომ რამე დაემართოს მნიშვნელობა არ აქვს შენი ბრალი იქნება თუ არა მას მოუფრთხილდები როგორც საკუთარ თავს ოჯახს და პირველ რიგში დააყენებ მას. მისი თმის ღერიც რომ ჩამოვარდეს დაგბრიდავ
გიორგიც ჩამოვიდა. ამ დღემ ძალიან კარგად ჩაიარა ყველამ ძალიან ბევრი ძველი ამბავი გაიხსენეს მერე, დადა,ანკა,ვაჟა,გიგა,დადა,ერეკლე,გიორგი,ნიკა,ლიკა,ივანათია,სანდრო და ანკას ბიძაშვილი რეზი ერეკლესთან წავიდნენ. იქ ბავშვებს ეთამაშებოდნენ. ძველ ამბებს იხსენებდნენ
-ჰე ეხა მოყევით რამე ანკას სკოლის მოგონება თორე თვითონ არასდროს არ მიყვება ამ ამბებს-აიღო ერეკლემ სიგარეტი ხელში
ივამ და ნათიამ გადაიხარხარეს ივამ დაიწწო.
-კაროჩე ზამთარია და მე ანკა და ნათიას მაგრა გვეზარება ადგომა ხო რას მიყურებ ერეკლე ერთად ვრჩებოდით ხოლმე ღამე მაშინ გიორგი იყო გუდაურში თემოსთან ხოდა ორივე ძლივს გავაღვიძე მერე ჩემი თავი ძლივს გამოვაფხიზლე და ავდექით. პირველად თბილისში თოვლი იყო და საშინელი სიბნელე. სასტიკად დაგვეზარა წასვლა და რას ვიზამდით. მივედით სკოლაში და ქალბატონმნა ნაზიკომ ჩვენმა ქართულის მასწმა გამოგვიცხადა რომ პირველი გაკვეთილი ცდებოდა მაგრამ ფეხი არ გაგვედგა და გავიდა. ეხა ძველი დრო იყო 5წლის უკან რაღაც ჩანგრეულ სკოლაში ვსწავლობდი რა 2010იყო მემგონი ხოდა რა გვექნა ეხლა ჩვენ მაგრა გვეძინებოდა საჯარო სკოლა იყო წესიერი კაფეტერიაც არ მოიძებნებოდა ეხლა და ავდექით და გავედით ბიბლიოთეკაში. იქ არავინ დადიოდა ხოლმე და ანკა შემოჯდა მაგიდაზე თავი ხელებში ჩარგო და გვიყურებს ეხლა. და ამბობს არ გინდათ ყავაო? ჩვენ სიცილი აგვიტყდა რა კითხვა იყო ეს თქო ეუბნება ნათია.მეცხრეკლასელები თუ მეათეები ვიყავით და ნათიას უცებ თვალები გაუბრწყინდა წამო შაატალოზეო. მე დავთანხმდი მაშინ მაგრა მეკიდა სკოლა ფეხებზე. მეთქი ბაზარი არაა წავიდეთ თქო გავხედეთ ანკას და მაგიდაზე ჩაეძინა. რა არ ვქენით ვერ გავაღვიძეთ გვეგონა გვაღადავებდა გარეთ გავიყვანეთ და თოვლში ჩავაგდეთ ზედმეტად ბოროტი ხუმრობა იყო რათქმაუნდა მაგრამ პატარები ვიყავით ხოდა მოკლედ წამოხტა და ისევ დაეცა თავი კინაღამ დაარტყა. სუ სველი იყო კიდე კაი ნათიას ჰქონდა რაღაც გამოსაცვლელი გამოვაცვლევინეთ და წავედით. სიცივით ისე გვეცვა არცერთს არ შეგვციებია კაფეში შევედით და მოკლედ შევუკვეთეთ ყავა. მერე გაგვახსენდა რომ ანკას ჰქონდა ჩემი საფულე რომელიც ჯიბეში ედო და ის შარვალი სკოლაში იყო აუ როგორ შეგვეშინდა ვაიმე ეხა როგორ გადავიხადოთ თქო ხოდა ანკამ დახია ჩვენი ტანსაცმელები ანუ ძაძებს გავდა რაც გვეცვა და მივიდა ოფიციანტთან და ეხა ეუბნება ვიყინებოდითო და ყავა დავლიეთ ფულს ვერ ვიხდით და ჩვენი ტანსაცმელი რომ მოგცეთო? ის ქალი ესე 30ის იქნებოდა და გვიყურებს გაკვირვებული და თვალებზე ცრემლები მოაწვა ფულიც მოგვცა და ტანსაცმელიც აუ რა ვიღადავეთ იქიდან სუ დარცხვენილები წამოვედით მერე კაი ხანი ვიბოდიალეთ ნახალოვკაში და წამოვედით სახლში რაც სამივეს ნანა დეიდამ დაგვაყარა და დაგვცოფა....
-აუ რატო არ ყვებოდი ანკა თუ ესეთი მაგარი მატყუარაა ხარ კიდეე?(ერეკლე)
-კიდე გეყო აბა ეხა ერეკლეზე მომიყევით(ანკა)
-ესეთ დღეს დამიჯერე ესეთი ისტორიის მოსმენა არ გინდა(დადა)
-რატო(ანკა)
-მისი ისტორია ვაფშეტა არცისეთი სახალისოა როგორიც შენი(გიგა)
-რა მიდი რა მომიყევით ბევრს არ მეუბნება თავის ბავშვობაზე(ანკა)
-მემგონი იმავე წელს თუ ადრე აღარ მახოვს ერეკლეს დედა იყო ცუდად მამამისი ათენებდა ღამეებს საავადმყოფოში, ვაჟა საერთოდ საქართველოში არ არსებობდა უცხოეთში იყო. ხოდა ერეკლე ყოველდღე აცდენდა სკოლას, უვლიდა 2თვის საწყალს ანას,რომელმაც დედა ზედშესახედავადაც არ იცოდა. ერთხელად ერეკლეს მოადგა ქალბატონი ლამარა მაგარი მასწავლებელი იყო ხოდა მაშინ თექვსმეტის იყო ხოდა კარზე დააკაკუნა. ერეკლემ მტირალე ანი აიყვანა ხელში რძის ბოთლიც თან აიღო და კარი გააღო. ქალბატონ ლამარას გაუკვირდა ესეთი სურათის დანახვა, ერეკლემ შიგნით შეიპატიჟა თან ნიაკოს აწყნარებდა თან კიდე ყავას უდუღებდა მასწავლებელს მე იქვე დივანზე მეძინა ღამე დავრჩი მაგასთან. გამეღვიძა და არ შევიმჩნიე თავი რო წამომეწია დამინახავდა და სკოლაში წამათრევდა ხოდა ნუ... დაუწყო ლაპარაკი რატო არ დადიხარ სკოლაშიო და მოუყვა ამან ყველაფერი როგორც იყო და ამ ქალს ცრემლები წამოუვიდა და დაეხმარა ანის დაძინებაში იმის მერე ამხელა ქალი მოდიოდა ერეკლეს და ასწავლიდა რაღაცეებს ბავშვზეც და ისეც. ერეკლეს მართლა უყვარდა სწავლაც და გართობაც მაგრამ ანის გამო ვერაფერს ახერხებდა. რთული პერიოდი ჰქონდა ზედმეტად.
ყველა გაჩუმდა ის სიცილიც შეწყდა რომელიც ანკას ისტორიაზე ატყდა თან დადამ ეს იმდენად მძიმედ მოყვა რო ენა ჩაუვარდათ.
-კაი რას გაკმინდეთ ხმა მიდით რა ილაპარაკეთ ეხა
ცოტახანი კიდე ერთობოდნენ და მერე ყველა წავიდა. ამ ისტორიების შემდეგ ზედმეტად დაიღალნენ. ნიაკო და ნიკოლოზი გამოყვანეს ოთახიდან და ნამცხვარი დადეს მაგიდაზე.
-დე დღეს მამიკო და დედიკო დაქორწინდნენ
-ეგრას ნიშნავს?
-აი დე როცა ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი მაშინ ქორწინდებიან ერთმანეთზე.
-ააა. სათ?
-რა სად დე
ნიაკო დათვს ეთამაშებოდა და დიდად არც აინტერესებდა რა ხდებოდა.
-დე ტორტი გინდა?
-ქო
ნიაკოს ტორტი აჭამეს მერე ეთამაშეს და დააძინეს.ერეკლე და ანკაც გავიდნენ საძინებელში დაწვნენ მაგრამ არ დაუძინიათ.
-როგორ ფიქრობ ნიკოლოზი და ნიაკო რომ გაიზრდებიან ეყვარებათ ერთმანეთი ისე როგორც ნამდვილ და-ძმას?
-რა სისულელეებს ამბობ ანკა როგორ არა. ნამდვილი და-ძმა არიან და აბა?
-დაიმახსოვრე ამას ხშირად არ გეტყვი ერეკლე მიყვარხარ
-მეც.
-რა კაია სიწყნარე
-ხო
მაგრამ არ გაგრძელდა ეს სიწყნარე ნიკოლოზს გაეღვიძა. ტირილი დაიწყო. ანკას და ერეკლეს მალე მესამე შვილიც ეყოლათ, ანასტასია და მეოთხე გიორგი. ახდა მათი ოცნება მრავალშვილიან ოჯახზე.
16წლის მერე ნიაკოს გვერდით ზის ანკა და ამ ყველაფერს უყვებოდა.
-მოგეწონა დე?
-კი მაგრამ ერთი არ მესმის. რატომ გადაწყვიტე ამაზე დაწერა დე წიგნში და თან რატომ დაარქვი ამ წიგნს მე შენ სიცოცხლე გაჩუქე
-ეგ იმიტომ დავარქვი დე რომ....
იმედი მაქვს მოგეწონათ, დასასრული. უბრალოდ ყველა მკითხველის აზრი მაინტერესებს თუ ვინმეს ესმის რატომ დავარქვი სათაურად ეს. მე კი არ დავწერ პასუხს მაგრამ ვისი მოსაზრებაც ახლოს იქნება გიპასუხებთ. თხოვნაა უკლებლივ ყველამ დაწეროთ. მე ალბათ ათი დღის განმალობაში დავდებ შემდეგ ისტორიას. მადლობა ყველას კითხვისთვის.



№1  offline წევრი davinna

pirvel rogshi istoria dzalian momwonda da moutmenlad velodebi shens axal shemoqmedebas rac sheexeba sataurs mgonia,rom giorgizea anu giorgim xo sicocxle achuqa ankas..mis gamo aketebda kvelapers ankam ki sxva sheikvara.. Me magalitad satauri sevdiani kacisgan amotqmuli sitkvebi minachnia.. Ai magalitad me shen sicocxle gachuqebshen ki a damelode da gatxpvdi..albat sisuleleebs vwer magram ase mgonia..

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

Dzalian damwyda guli ROM daasrule.male dagvibrundi.chemi azrit ereklem bevri ibrdzola ankastvis.bevrjer daexmara da gamoiyvana depresiidan.sicocxle martlac ki achuqa saavadmyofodan ROM gaapara aparati ROM ar gamoertot.kargi iqneba sabolood shen namdvil versias tu dagviwer.me mgonia ROM ereklem martla yvelaferi gaaketa rata ankas sicocxlis xalisi hqonoda da ibrdzoda mudam
--------------------
ლანა

 


№3  offline მოდერი სატი

ორივეს მოსაზრება ახლოს არის მაგრამ უფრო ალბათ დავინასი. ჩემი დაწერის გარეშეც ადვილად ჩაწვდით ესე იგი გადმოცემა გამომივიდა რაც ძალიან მიხარია <3 <3

La-Na
Dzalian damwyda guli ROM daasrule.male dagvibrundi.chemi azrit ereklem bevri ibrdzola ankastvis.bevrjer daexmara da gamoiyvana depresiidan.sicocxle martlac ki achuqa saavadmyofodan ROM gaapara aparati ROM ar gamoertot.kargi iqneba sabolood shen namdvil versias tu dagviwer.me mgonia ROM ereklem martla yvelaferi gaaketa rata ankas sicocxlis xalisi hqonoda da ibrdzoda mudam

კი ერეკლეზეც შეილება ითქვას მაგრამ გიორგიმ გაიტაცა ორივე საავადმყოფოდან დეპრესიიდან ხშირად გიორგისაც გამოყავდა შეილება ეგრეც იყოს მაგრამ ჩემი აზრით გიორგი ბავშვობიდან ეხმარებოდა ანკას და მათი სიყვარული არის რაღაც საოცრება, როგორც კი მან დატოვა ანკა ნელ ნელა ეს ყველაფერი გაქრა. ამიტომ წავიდა ანკა ერეკლესთან იმდენი ტკივილის გადატანა აღარ უნდოდა. <3 მადლობა რომ კითხულობ და მალე დავიწყებ ახალი ისტორიის დაწერას <3
--------------------
a.m&m.i

 


№4 სტუმარი ეკო

Ratqmaunda nikos exeboda es satauri. .momewona Ai exla chavamtavre kitxva gaixareee

Niakos exeboda bodishi a gamomrcha saxelshi

Sicocxlis chuqeba ki bevr matganze shemilia dasaxleba giorgis orjer avaria. .ankas da erekles avaria. ..tyubis gadarchena ankas gadawyvetilebidan gamomdinare. ....

Xo kidev kidev ra ver gavigeee ereklem is Vin gogo miatria saxlshi nervi ameshala ro rover davadginee

 


№5  offline მოდერი ენემი

ჩემი აზრით ყველას ეხება ეს სათაური. როგორ ყველას? გიორგიმ ანკას გამო ყველაფერი გააკეთა და მის გამო წავიდა, ერეკლემ კი საავადმყოფოში სიკვდილისგან იხსნა, ანკამ ბავშვი არ მოიშორა და მას აჩუქა სიცოცხლე. ჩემი აზრით მათლაც ასეთი სათაური უნდა ჰქონოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent