სვანური ვერდიქტი (4 თავი)
სახლში შესულს, ნელი დეიდა შეშინებული, ფერდაკარგული, მოცახცახე და დამამშვიდებლის წვეთებით ხელში დაამხვდა. -როგორ ხართ? რა მოხდა?- შეშინებული მაშინვე მასთან მივედი. -ძალიან შემაშინე ჩემო გოგოვ- საკუთარი შვილივით მომხვია ხელები და გულში ჩამიკრა. -რაა? რატომ?- ძალიან გამაკვირვა მისმა ქმედებამ და მეც შემოვხვიე ხელები, როგორც ადრე სოფელში ბებოსთან მასაც ისეთივე მშობლიური სურნელი ასდიოდა, ჩემეული და სანუკვარი. -დღეს ძალიან ბევრი რამ მოხდა, ხალხმა უკვე დაიწყეს დასკვნების გაკეთება, შემეშინდა შვილო, შენს გამო ძალიან შემეშინდა, შენ აქ სტუმარი ხარ, გაიგეს წიგნის დაწერას რომ აპირებ, არ გინდა ამის ხმამაღლა გამეორება, უბრალოდ დაისვენე კარგი- მუდარა ისმოდა მის ხმაში- არ გინდა საჯაროდ ამ ყველაფრის კეთება. -მეტყვით რა მოხდა? -აქ არ უყვართ ჟურნალისტები და ზოგადად ის ადამიანები ვინც მათ ცხოვრებაში იქექებიან და წარსულს იკვლევენ, ის რაც ხდება წარსულშივე უნდა დარჩეს. -რას მალავს ასეთ ეს ხალხი?- თვალებში ვუყურებდი და იქ ვეძებდი ჩემს კითხვებზე პასუხებს, მაგრამ იქ მხოლოდ ტკივილი და სევდა ბუდობდა. -ბევრ რამეს შვილო, აქ რაც ხდება აქვე უნდა დარჩეს, საშინელება მოხდება წინააღმდეგ შემთხვევაში. ხალხი არავის პატიობს შეცდომას და უნდობლობას. არ მაშინებს, უბრალოდ მაინტერესებს ყველა ის დეტალი რაც აქ ხდება, რატომ ეშინიათ ადამიანებს ერთმანეთის? რატომ მტრობენ ერთმანეთს? რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ იცხოვრონ, როგორც უბრალოდ მეზობლებმა, მეგობრებმა ნაცნობებმა? ან თუნდაც ისე იცხოვრონ თითქოს ვერაფერს ხედავან? სიყვარულისთვის როგორ შეიძლება დაისაჯოს ადამიანი?! სიყვარულისთვის?! ხო, აქ ხომ ყველაფერი სიყვარულის გამო ხდება. -წადი დაიძინე ჩემო გოგონა, ხვალ ახალი დღე თენდება და არ ვიცით რას მოგვიტანს. -ძილი ნებისა, თუ რამე დაგჭირდეთ აუცილებლად დამიძახეთ და დაგეხმარებით... -მშვიდ ძილს გისურვებ- გამიღიმა, პირჯვარი გადამსახა და ჩემს ოთახში გამისტუმრა. მშვიდი ღამე, ისეთი ღამე ყველა დეტალი რომ გახსენდება, ოცნებას იწყებ, მხოლოდ აქ შეიძლება ადამიანი სრულყოფილი გახდეს. ჩემნაირი ადამიანი... მხოლოდ ჩემნაირი. იცი რატომ ჩემნაირი? ქალაქისგა დაღლილი, მტვრისგან, სიცხისგან, სამუშაოსგან, ერთფეროვანი ცხოვრებისგან, აქ ხვდები რომ ცოცხალი ხარ, რომ შენში არსებული რობოტი ნელ-ნელა ადამიანის ფორმას იღებს, სისხლი ჩქეფს და გული გამალებით ძგერს. მხოლოდ აქ ხვდები რომ ბედნიერი ხარ, ამ მთის დაუწერელი კანონების მიუხედავად. *** *** *** ყოველთის როდესაც ვცდილობ გავექცე მარტოობას, რაღაცის დაწერას ვეცადო, წარსულს არჩავუღრმავდე ან რამე მსგავსი არ მოხდეს, ჩემს ფიქრებში, ყურსასმენებს ვიკეთებ, ყველაზე არასასიამოვნო მუსიკას ვრთავ ყურისთვის, ბოლო ხმაზე ვუწევ და ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო... ყველა მუსიკაში, ყველა სიმღერის ქვეტექსტში უკვე თავს ვპოულობ ჩემეულს და აღარ მშველის... უკვე სრულიად უცხო, ყურისთვის უხეშად მოსასმენი მუსიკაც კი აღარ მშველის, აქამდე კი მშველოდა. ჩავრთავდი, ავუწევდი ბოლო ხმაზე და ფიქრის საშუალებას აღარ მაძლევდა, მუსიკა ტვინის გათიშვაში მეხმარებოდა, მხოლოდ ასე ვცდილობდი დამესვენა და ჩემი ფიქრები ჩემიდან გამედევნა. უცნაურია ხომ? კი ვიცი ძალიან უცაურია. საკუთარ ფიქრებს როგორ გადევნი შენიდან, გონებას გულს ბოლომდე ვერ დაიმორჩილებ, მათთან მტრობას მათთან მეგობრობა ვარჩიე, ომი წავაგე საკუთარ თავთან, ვეღარ ვერეოდი ვეღარც ფიქრებს, გრძნობებს და ემოციებსაც კი ვეღარ ვიკავებდი. ესეთი რამ ოდესმე დაგმართიათ? თუ არა არასოდეს გისურვებთ გამოსცადოთ. და თუ კი უკვე გცოდნიათ მე რასაც გავდივარ, ეს ჭიდილია რომელსაც უნდა შუაზე გაგლიჯოს შენი სული, სხეული და დღის სინათლის სანახავად შენიდან გამოაღწიოს. ეს ომია შენში ყველაზე, მძინვარე და ცხელი ომი. ომი საკუთარ თავთან, გაიძულებს კაპიტულაცია გამოაცხადო და შეეგუო მიმდინარე მოვლენებს. მე ... მე მეშინია... იმ ყველაფრის მეშინია რასაც ვეომები, რისი აღიარებაც ყველაფერს შეცვლის ჩემს ცხოვრებაში, ყველა წვრილმანის განმხილველს ეს დეტალი არ უნდა გამომრჩენოდა. რა დეტალი? ეს ის დეტალია რომლის აღიარებაც ჩემს დანებებას უდრის, ჩემს წასვლას, ჩემს ნებისყოფის არ ქონას და ვიცი, მე საკუთარ თავს დავკარგავ. უკვე თითქმის ერთი კვირაა აქ ვარ, ყოველ დღე ვხვდები რაღაც ისეთ ისტორიებს რომელიც ჩემში აღშფოთებას იწვევს, ვერ გამიგია როგორ შეუძლიათ იცხოვრონ ადამიანებმა ერთმანეთის შუღლითა და ბოროტებით, არ აშინებთ სიკვდილი. არ ეშინით ერთმანეთის დაკარგვის, ხანდახან მგონია რომ ამ ადამიანებმა სიყვარულის არსებობის შესახებ არაფერი არ იციან, მათ შვილებს გაუცნობიერებლად უნგრევენ ცხოვრებას, ბავშვობიდან უნერგავენ მტრობას და ერთმანეთის შუღლს. გავა დრო და აქ ალბათ ადამიანური აღარაფერი დარჩება, მაგრამ მაინც მჯერა, იმედიც მაქვს, ალბათ იქნება დრო როცა ადამიანები სრულყოფილ ბედნიერებას ეზიარებიან, მაგრამ მაშინაც გამოჩნდება რაღაც ან ვიღაც რაც მათი ბედნიერების დანგრევას შეძლებს. ერთი დასკვნა გამოვიტანე, იყო ბედნიერი დანაშაულია, ადამიანები ბედნიერებას არ გპატიობენ. გიყვარდეს! ეს უკვე სიკვდილის ტოლფასია. -ისევ აქ ხარ- მომესმა ხმა და ფურცლები ლამის გადავყარე. -შემაშინე- უკან არც მიმიხედავს ისე ვუპასუხე. ერთი კვირაა აქ ვარ და მარტომ რაც მოვახერხე, სოფლის ადგილმდებარეობა, მისი მიდებარე და გარშემო ტერიტორიები შემოვიარე, სახლიდან დაახლოებით ხუთასი მეტრის დაშორებით ერთი პატარა მდინარე ჩამოედინება, სუფთა და ანკარა, ნაპირას დიდი თეთრი ქვა დევს მიწიდან წამოზრდილა, სავარძლის ფორმა აქვს, ამ ერთი კვირის მანძილზე უკვე მესამედ მოვინახულე და ძალიან ძალიან ძალიან შემიყვარდა ეს ადგილი, აქ ვწერ მხოლოდ ან ჩემს ოთახში, ვცდილობ ნელი დეიდას თხოვნა შევასრულო და ხალხს თვალში ფურცლებით ან ლეპტოპით არ მოვხვდე. იაგოს და ნაინას ვუთხარი იმ ადგილის შესახებ, უცნაური ხარო ერთხმად მითხრეს, მანდ თითქმის არავინ დადის, ჩვენთან იმდენი საინტერესო ადგილებიაო, და მის შემდეგ აღარ მითქვამს. ახლა იაგო ჩემს უკან იდგა და ვიცი, ტუჩის კუთხე გატეხილი ქონდა და იღიმოდა. მხოლოდ მისეული ღიმილით. -არ მინდოდა შენი შეშინება.- ჩემს გვერდით ჩამოჯდა ქვაზე. -ჰო, უცებ მომეპარე- თავი ვიმართლე. -შენ ხომ ფეხის ხმა არასოდეს გეპარება? -ფიქრებში ვიყავი გართული- მის გვერდით სულ პატარა ბავშვივით ვგრძნობდი თავს. -როგორ მიდის წიგნის ამბები?- ჩემი ფურცლებისკენ გააპარა მზერა. -ნორმალურად, უკეთესიც შეიძლება- და ჩვენს წინ ხეებს შორის მოფარებულ მზესა და აბრჭყვიალებულ თეთნულდს შევავლე თვალი... მშვენიერია.- აღმომხდა გაოცებულს. -მთაში ყოფილხარ?- მკითხა უცებ. -ლაშქრობაზე კი, ძალიან მიყვარს ბუნება, მთა ძალიან მიყვარს, დასვენებას მთასა და ზღვას შორის, მთას ავირჩევ. მთა მირჩევნია, თუ დასვენება გინდა მხოლოდ აქ მთაშია შესაძლებელი. -ბევრის განსხვავებული შეხედულებები გაქვს, მეგონა რომ სხვა გოგოების მსგავსად ზედმეტად გაიპრანჭებოდი, ეს წერა ყურადღების მისაქცევად გჭირდებოდა, ბოლო რამდენიმე დღემ კი ყველა აზრი წამიშალა, იმდენად შეუმჩნეველი გინდა გახდე, ცდილობ ხალხს თვალში არ მოხვდე, ზედმეტ კითხვებს არ სვამ, ცდილობ შენი შეხედულებები განამტკიცო, სხვების ცხოვრებაში ზედმეტად არ ჩაერიო და ეს ყველაფერი მხოლოდ შენით მოახერხო, შეგიძლია მეც ნაინასაც და ნელი დეიდას გვკითხო, სული ამოხადო ზედმეტი და საინტერესო კითხვებით, მაგრამ ამას არ აკეთებ, შენი სიტყვა და ქმედება უფრო ფასეულია ვიდრე ზოგადად სხვა დანარჩენი, შენ სხვებს არ გავხარ და ეს უფრო საინტერესოს გხდის, ხალხისთვის და არა მხოლოდ ჭორიკანა ხალხისთვის, ყველასთვის. არა მარტო ქალთა სქესის წარმომადგენლებისთვის. გაკვირვებული ვუყურებდი, მას? არა მას არა? მის შიგნით ვიღაც სხვას, სხვა ბიჭს, უფრო სწორად მამაკაცს, რომელსაც უნდოდა მისი აზრი გადმოეცა და ამასთან ერთად თავშეკავებით მოქცეულიყო, მისი სიფიცხე არ დაემალა. მაგრამ იმდენად თბილი იყო მისი ხმის ტემბრი, შეუძლებელი იყო ეს არ დაგენახა და არ გეგრძნო. შესაამჩნევად დავიბენი, მე ხომ ამ ყველაფერს მართლა ვცდილობდი, მართლა მინდოდა სვანეთისთვის შესამჩნევად შეუმჩნეველი ვყოფილიყავი, ვცდილობდი ქუჩაში მოსმენილი ამბებისთვის ყურადღება აღარ მიმექცია, არ ვიცი რას ვცდილობდი ამით მაგრამ აშკარად ამას ვცდილობდი, რაღაცას ველოდებოდი მაგრამ არ ვიცი რას. იმდენად დამაბნია იაგოს აქ გამოჩენამ, მისმა ნათქვამმა, ნაკადულს თვალს ვერ ვაშორებდი, განძრევასაც ვერ ვახერხებდი და ისე ნელა ვსუნთქავდი ჰაერიც კი აღარ მყოფნიდა. -მარიამ ისუნთქე- იაგოს ხმამ გამომიყვანა მდგომარეობიდან. და ის იღიმოდა, მიყურებდა და თან იღიმოდა. ისეთი თბილი და სუფთა ღიმილი ქონდა კიდევ უფრო დავიბენი, ,,ღმერთო რა მემართება“ ? ვკითხე საკუთარ თავს და შევეცადე თავი ხელში ამეყვანა. -კარგად ხარ?- უკვე სერიოზულად მკითხა. -ცოტა დამაბნიე- ძლივს გავეცი პასუხი -რატომ?- აშკარად მოწონდა მის გვერდით პატარა ბავშვივით რომ ვგრძნობდი თავს. -არ მეგონა ამ ყველაფერს ასე შესამჩნევად თუ ვაკეთებდი, - თავის მართლებასავით გამომივიდა, მაგრამ შემდეგ მხნედ განვაგრძე- მთა ბავშვობიდან მიყვარდა, იმის მიუხედავად რომ ბავშვობის უმთავრესი და უდიდესი ნაწილი სოფელში გავატარე, მაინც მინდოდა, ყველასაგან შორს, სადღაც მთებში მქონოდა სახლი. გავქცეულიყავი გაბრაზებული, დავმალულიყავი და არავის ვეპოვნე, მერე კი რომ გავიზარდე ეს ოცნება აღარ იყო, ეს უკვე ნატვრა იყო, გავქცეოდი ყველასა და ყველაფერს. გავიქცეოდი იქ, სადაც მექნებოდა პატარა ეზო, ჰამაკი, ცხელი ჩაი და საინტერესო წიგნი. აი, ის ყველაფერი სადაც დავისვენებდი სრულყოფილად, არავინ შემაწუხებდა და ცივილიზაციას მოვწყდებოდი. შემოვივლიდი მთის ყველა ბილიკს, არ შევუშინდებოდი ტალახს, ქვა ღორღსა და ნამქერსაც კი, თითების მოყინვამდე ვივლიდი მანამ სანამ ბილიკი არ დასრულდებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა, ჯერ მხოლოდ ოცნება, ასე მგონია. -მარიამ მაოცებ- ეს მითხრა გაკვირვებულმა. -რატომ?- ახლა უფრო გამაოცაა მისმა ხმამ. -მიდი ადექი წამო- უცებ წამოდგა ქვიდან და ხელი გამომიწოდა -სად მივდივართ?- გაკვირვებულმა ავხედე და უნდობლად შევაგებე ხელი -ნაინასთან, მაინც სულ შენ გახსენებს და ჯობს თუ უფრო ახლოს ეყოლები- გამიღიმა და წამოდგომაში მომეხმარა. საღამო მშვიდობისა... ოდნავ დაგვიანებული მაგრამ მაინც ცოოტა, ოდნავ დიდი თავი... შევეცდები უახლოეს მომავალში შემოგთავაზოთ ახალი, უფრო ვრცელი თავი... მახარებთ მე თქვენ... აზარაშვილი, ვუახლოვდებით შენს ნაწილს, ნუ შემჭამ იცოდე დადებამდე, თორემ გადავიფიქრებ... ნაწკა... დაფიქრდი... გეყოფა კი ჩემი სიყვარული ორივეს? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.