12 წლიანი ტანჯვა ანუ სკოლის შესახებ
არ ვიცი რა პირით გთხოვოთ რომ წაიკითხოთ მაგრამ მიუხედავად ჩემი 2 დაუმთავრებელი ისტორიისა მაინც გავბედავ თხოვნას. ეს ისტორია უფრო რეალურია ვიდრე ისინი რასაც ვწერდი და უფრო რეალური პრობლემებია სკოლიის შესახებ. იმედია ჩემი ნაჯღაბი ვინმეს მაინც მოეწონება და მიუხედავად უიმედობისა საცდელ თავს მაინც დავდდებ. *** არასდროს არაფერი მქონია განსაკუთრებული. უბრალოდ გოგო ვარ თეთრი კანით (რომელიც ხანდახან ნერვებს მიშლის), მუდმივად თაფლისფერი თვალებით, არც ისე გრძელი წაბლისფერი თმით და საშინელი ხასიათით. ყოველთვის მინდოდა განსაკუთრებული ვყოფილიყავი თუმცა მე არადროს არაფერი გამომარჩევს. მე მუდამ მე ვარ და ეს არასდროს იცვლება. თათია მქვია კიდევ ერთი რამ რის გამოც არ მიყვარს ჩემი თავი. თათია რატომ მქვია? მრქმოდა ნია, მია,ქეთი ან ნინა მაგრამ არა ეს სახელი ისევ ჯიუტად ზის ჩემს ცხოვრებაში. ვერ ვიტყვი რომ მხიარული არ ვარ. მოგატყუებთ. სულ ვიცინი რადგან ისეთი მეგობრები მყავს მოღუშულობა მათთან დანაშაულია და მინდა გითხრათ რომ ეს სიცილი ნამდვილია და არა ყალბი.დილით ადგომა მხოლოდ მათთვის შემიძლია და ჩემი მიზნებისთვის რომელსაც აუცილებლად მივაღწევ. ძილი საშინლად მომწონს მაგრამ არ მიყვარს მგონია რომ დიდი დრო მიაქვს. ხედავთ? ახლაც კი ვეწინააღმდეგები ღმერთს. ძილს ამდენი ხანი რატომ მიაქვს? ან გაღვიძების მერე ისევ რატომ მეძინება? ჩემი აზრით ეს ყველაზე უსამართლო რამაა მთელს სამყაროში. ვერ ვიტყვი ცუდად ვსწავლობთქო. არასდროს! მაგრამ მღლის ის რომ ყველა უფრო მეტს მოელის ვიდრე შემიძლია. მკლავს ის ვალდებულებები რაც ყოველდღე თავიდან და თავიდან მეკისრება. მღლის ის რომ გაკვეთილზე ყოველგვარი მოძრაობა აკრძალული მაქვს. მძულს ისიც რომ თუ მთელი გაკვეთილი სიცილით მოვკვდები მასწავლებელი მშობელს იბარებს და ეუბნება გაცელქდაო. ნუთუ ის რომ ხანდახან ვერთობი გაცელქება? ჰმ. რაღაც არ მჯერა. დიახ, გავცელქდი მაგრამ მე მაინც დავდივარ სკოლაში, არ ვეპასუხები მასწავლებელს ,მუდმივად ვამზადებ გაკვეთლებს რომლის მომზადებაც სულაც არ მომწონს და დიახ მუდმივად ვიტან იმ ხალხს რომელიც მთელი არსებით მძულს ზოგი ამას ‘’შკოლნიკობას’’ ეძახის მაგრამ მე ამას მიზნსკენ სწრაფვას ვუწოდებ. ‘’სკოლის მერე უკეთესად ვიქნები’’ ვუმორებ ჩემს თავს გამუდმებით მაგრამ ჯერ მეცხრე კლასში ვარ და ცოტა მეშინია რომ ეს დიდხანს გაგრძელდება. იმისთვის ვცხოვრობ რომ სამედიცინოზე ჩავაბარო. მარტო იმიტომ ვსწავლობ რომ მინდა საუკეთესო კარდიოქირურგი ვიყო მინდა ერთ-ერთი საუკეთესო ვიყო მსოფლიოში. მაგრამ რომ მახსენდება მსოფლიო რამხელაა იმედები მეფუშება როგორ ბუშტი რომელსაც ნემსს დაადებ. სულ თავიდან დავიწყებ. 2002 წლის სექტემბერს დავიბადე. მამა? მამაჩემი ჩემთვის არ არსებობს. ის დიდი ხნის წინ მოკვდა ჩემთვის და ჩემი ძმისთვის. დედაჩემი შესანიშნავი პიროვნებაა. ადამიანია რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს და რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ. დედაჩემი საზღვარგარეთ მუშაობს და ძირითადად ბებოსთან ვიზრდებით. ის თავისებური ქალია და ხანდახან სიკვდილამდე მიშლის ნერვებს მაგრამ ის რომ არა მე არ ვიქნებოდი მე. ჯერ სხვა სკოლაში დავდიოდი მერე კი მესამე კლასიდან სხვა სკოლაში მივედი. ვერ გეტყვით რომ პირველი დღე უნაკლო იყო. თავიდანვე ამეკიდა ბავშვი რომელიც ნერვებს მიშლიდა და რომელიც მხოლოდ სიტყვას ეძებდა რომ გამომკიდებოდა. მომწონდა ბიჭი რომელმაც იმედები გამიცრუვა. აი მეცხრე კლასში ვარ და ეს ის ადამიანი არ არის ვინც მე მეოთხე კლასში მომწონდა. აი იმ გოგოზე რომ გეუბნებოდით კარგა ხანს ვიყავით მტრები მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ იდენტური ხასიათის გამო ვიყავით ერთმანეთს დაპირისპირებულები და სულ რაღაც მეექვსე კლასში უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და მეგონა ჩვენი მეგობრობა ღრმა მოხუცებულობამდე გაგრძელდებოდა. ერთად ვიჯდებოდით ბუხართან და ყავის ჭიქებით ხელში ისევ ისე გიჟურად ვიცინებდით თითოეულ წვრილმანზე და მნიშვნელობა არ ექნებოდა ვინ რას იტყოდა ჩვენზე მაგრამ ეს ის აუხდენელი ოცნება ყოფილა რომელსაც ახდენა არასდროს სწერებია. ეს ის პირველი იმედგაცრუება იყო. ბევრს ალბათ პირველი სიყვარულის დროს უცრუვდებათ იმედები მაგრამ მე ეს სიმწარე მეგობრობაში ვიგემე. პირველად მაშინ ამიცრუვდა გული როდესაც იმ ადამიანთან დაიწყო მეგობრობა რომელიც ახალი გადმოსული იყო და ერთად ვჭორავდით ხოლმე პირველივე დღეებიდან. ალბათ გაგიკვირდებათ მაგრამ ის ადამიანი ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი მეგობრობის დანგრევაში დღეს ჩემს ‘’სასტავში’’ ირიცხება. ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო ტყუილად კი არ არის ნათქვამი. ის ადამიანი ვინც ჩვენი მეგობრობა შეიწირა ეკა იყო. თავიდანვე არ მომწონდა და გული ცუდს მიგრძნობდა. უკვე მეორე წელი სრულდებოდა ჩვენი საუკეთესო მეგობრობის დაწყებიდან და ამ დროს ღმერთმა ეს ადამიანი გამოგზავნა და კარგადაც დამცინა. მერვე კლასში რომ მოვდით ჩემი საუკეთესო მეგობარი ანა შეცვლილიყო. არ იყო ის გოგო ვისაც ვიცნობდი და ამან გული დამწყვიტა. იმ დღიდან ის ჩემს უდიდეს მტრად იქცა მაგრამ როგორღაც მოვრიგდით და ნეიტრალურად დავრჩით. და აი ღმერთმა ისევ გულიანად დამცინა როცა ჩემი მოსისხლე მტერი ჩემს საუკეთესო მეგობრად გადაიქცა. ნინო ჩემს საუკეთესო მეგობრად გადაიქცა. ის ჩვენთან მეხუთე კლასიდან გადმოვიდა და იმ დღიდან უმიზეზდ შემზიზღდა და მისი გაქილიკება დავიწყე. იმ წელს კიდევ ერთი საყვარელი გოგო მარიამი გადმოვიდა რომელიც ყველასთან კარგად იყო. ამ თვისების და იუმორის გამო ის მომწონდა. მერვე კლასში ჩვენ სამნი ისე ვიყავით როგორც ‘’სამი მუშკეტერი’’ ერთად ვიტანდით დაცინვას და დამცირებას რომელიც ძირითადად ბიჭებისგან მოდიოდა განსაკუთრებით იმ ბიჭისგან რომ ვთქვი მეოთხე კლასში მომეწონა მეთქი. მას გიორგი ქვია და დღემდე მიშლის ნერვებს მაგრამ ამის ატანა შეიძლება მე ხომ უამრავი რამ ამიტანია. მე უზომოდ ბედნიერი ვიყავი და ეს ერთერთი ბედნიერი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში მიუხედავად იმ დამცირებებისა რაც კლასში გაჩენილი ‘’სასტავებიდან’’ მოდიოდა ჩვენ სამის მიმართულებით. მაგრამ ხომ გაგიგიათ სიცილი სამყაროს გადაარჩენსო და ჩვენ სიცილით ჩვენი სამყარო გადავარჩინეთ. საიდუმლოს გეტყვით ოღონდ არავის უთხრათ. მათ ჩვენი ბედნიერების შურდათ. ზაფხული შიშში გავატარე და ეს შიში უსაფუძვლო სულაც არ ყოფილა. ისინიც შეიცვალნენ და დავრჩი ისევ მე ცალკე გარიყული კუნძული. თავიდან ასე მეგონა და ვერ ვპასუხობდი კითხვას რატომ ამიცრემლიანდა თვალები ან რატომ მოვიწყინე ასე. მათაც ის დაემართათ რაც ყველა სხვას. ბიჭები. ხომ იცით როგორც ხდება მათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული ‘’სასტავი’’ ‘’გაჩითეს’’ რომელთა შემადგენლობაში მხოლოდ ბიჭები არიან რომლებიც სიკვდილამდე სიმპატიურები არიან. მარიამს იმ სასატავიდან ერთი ბიჭი უყვარს რომელმაც პირველად თვითონ დაიწყო მოწერა. მარიამი კი ამბობდა არ შემიყვარდებაო მაგრამ გულს ვერ უბრძანებ. აი ნინოს კი ამ ჯგუფის მთავარი წევრი უიმედოდ შეუყვარდა. მე? მეც მომწონს ბიჭი სასტავიდან რომელსაც ნოდო ქვია მაგრამ არ მგონია მას მოვეწონა ამიტომ შორიდან ვაკვირდები ხოლმე. და უზომოდ მიყავრს წიგნები. მე ვკითხულობ, ვსწავლობ და ვვოცნებობ ‘’სასტავის’’ ერთ-ერთ უსიმპატიურეს ბიჭზე. როგორც ყოველთვის დღესაც ვიყავი სკოლაში. დღეს ხომ ოთხშაბათია და შვიდი გაკვეთილი მტანჯავდა თუმცა აქეთ გავუმწარე ცხოვრება მასწავლებლებს. ჯერ იყო და ქართულის წიგნი თავისი დავალებით სახლში განგებ დავტოვე და მარისთან დავჯექი რომელთან ერთადაც გაგუდვამდე ვიცინე. კინაღამ ქართულმა მიპინტრიშა მაგრამ მუქარის სიტყვების მიხედავად რომელიც ასეთი იყო ‘’თათია გარეთ გახვალ!’’ ან ‘’თათია მორჩი სიცილს თორემ დირექტორის კაბინეტი არ აგცდება!’’ სიცილი მაინც განვაგრძე და სანამ ლექციების კითხვას დმიწყებდნენ რომ გაკვეთილზე წყნარად უნდა ვიჯდე კლასიდან თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი ჩემს დაქალებთან ერთად. სხვათაშორის ჩაგვისასტავდნენ. ვიყავით ჩვენ სამნი ის ეკა და ანი ჩემი ბავშვობის მეგობარი. ჩვენ სასტავთან ერთად სხვა სასტავიც გაიზარდა და მათგან დაცინვა უფრო დიდ ტალღებად წამოვიდა რაც სხვათაშორის საერთოდ არ გვანაღვლებს და სათანადო პასუხებსაც ვიძლევით. ხელოვნებაზეც საშინლად ბევრი ვიცინეთ მაგრამ პანიკამ მოგვიცა როცა მარიმ გაიგო რომ მისი შეყვარებული ლუკა უკვე სკოლის ეზოში იყო. ფანჯრიდან შეშინებულებმა გადავიხედეთ და რას ვხედავთ ნოდო და ლუკა სკოლის ეზოში დგანან და გარშემო მთელი სკოლა შემოკრებილა მათ შორის ჩვენდამი მტრულად განწყობილი დიდი ‘’სასტავიც’’ ამ სიტყვას ხშირად ვხმარობ რაც ძალიან მეუხეშება ამიტომ მოდი პოპულალურ გოგოებს დავწერ. მარიმ ვერ გაბედა გასვლა რადგან სკოლაში სადაც ვსწავლობთ მისი დეიდა მუშაობს რომელისაც სიკვდილივით ეშინია. თუმცა საშინლად გაბრაზდა როცა დაინახა როგორ გადაკოცნა ერთ-ერთი პოპულარული გოგო რომელიც დიდი ალბათობით ადრე ლუკას შეყვარებული იყო. ალბათ გაგეცინებათ მაგრამ კლასში ლუკას სამი ყოფილი შეყვარებული გვიზის რაც დამთრგუნველია მარიამისთვის და ეშინია რომელიმეს არ შეურიგდეს. მე კი ვიცი ბოლოს რაც მოხდება თმცა მარიამისტვის გულის ტკენა არ მინდა და ვერ ვეუბნები. ხომ იცით გოგოებს როგორ გვიყვარს როცა ბიჭებზე ერთმანეთს ვუყვებით და თითქმის ყველა დეტალი ვიცით მათი სატელეფონო საუბრისა თუ მესიჯის შესახებ. ნოდოს შესახებ რომ გავიგე ერთნაირად შემვცივდა და დამცხა. ნოდოს ფანჯრიდან ვუყურებდი რომელიც ყურადღებასაც არ მაქცევდა რაც მთრგუნავდა. ბოლო ქიმიის გაკვეთილი იყო და კარგადაც გავამწარეთ მასწავლებელი. ისე რომ რამდენიმე ბავშვი კლასში დაგვტოვა და ბოდიში მოგვახდევინა მაგრამ კლასიდან გამოსულებმა მაინც ყველაფერი დავივიწყეთ და დიდი ალბათობით იგივე მოხდება. გაკვეთილები ახლახანს ვისწავლე და მარის დავურეკე მან კი მითხრა რომ შეიძლება ხვალ ლუკას შეხვდეს რაც გულით მიხარია. მარიმ უცბათ აუხსნა რატომ არ გავიდა მასთან შესახვედრად და ლუკამაც დაიჯერა. სხვათაშორის მარიმ ქიმიის მასწავლებლის მიერ ჩვენი კლასში დატოვება მოიმიზეზა რაც საკმაოდ ლოგიკური ტყუილიც იყო. ახლა დასაძინებლად გავემზადები ხვალ ადრე ადგომა მმაქვს გამოწერილი და მინდა რომ გაკვეთილებზე არ ჩამომეძინოს მითუმეტეს პირველი რუსული გვაქვს. დარწმუნებული ვარ კარგად გავმწარდები გაკვეტილი არ მისწავლია. ხანდახან მეც ვმაიმუნობ და ეს ’’ხანდახან’’ ხშირად მეორდება მაგრამ არა სისტემატიურად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.