ქარს!
გამარჯობა! მინდა გაგაყოლო ერთი ამბავი. თუ მომისმენ მადლობელი დაგრჩები. მოვყვები ნელ-ნელა, სიტყვას - სიტყვას მივაყოლებ და იქნებ ბოლოშიც ჩავიდე თუმცა არ დაგიმალავ და გეტყვი ,რომ ძალიან აღელვებული ვარ და მიჭირს დაწყება. მოკლედ ასე, დგება შემოდგომა. ო, რომ იცოდე როგორ მიყვარს ეს საოცარი დრო. მის ხსენებაზე თვალებს ვნაბავ და წარმოვიგენ მოშრიალე ფოთლებს, თუ როგორი სიმაღლიდან ეცემიან და მეგებებიან, ვით ხალიჩა ნაირფერად ნაქარგი. წარმოვიდგენ თბილ პლედს, როგორ მეხვევა, ცხელი ლიმონიანი ჩაი კი მითბობს გაყინულ ხელებს. ო,ოქროსფერო შემოდგომავ! მე შენ მიყვარხარ და ამავდროულად მძულხარ! დიახ, ასეა. პირველად გავერკვიე ამ გრძნობებში. ნათქვამია სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო. გაიფიქრებ ალბათ გაგიჟდაო, მაგრამ არა მეგობარო, მე გიჟი კი არა ამ გრძნობათა ტყვე გახლავარ! გეტყვი როგორც იყო ყველაფერი,მერე კი განმსაჯე, თუმცა ნათქვამია ნუ განიკითხავ კაცს თუ მისი ცხოვრებით არ გიცხოვრია-ო. მე შემოდგომის შვილი ვარ! მასსავით ფერადი გონებით. არ ვუჩივი მაღალ ღმერთს არაფერს ჩემი გაჩენის გარდა. გაიკვირვებ, მაგრამ ალბათ მოსმენას ამჯობინებ, უაზრო კითხვებს და საუბარს, რომელიც წყლის ნაყვას დაემსგავსება. დგება დრო, რომელიც მაახლოვებს ჩემს დაბადების დღესთან და მე ერთი თვით ადრე დიდი მოლოდინი მაქვს, იმედები თუ როგორ ავღნიშნავ, ვინ მომილოცავს წელს დაბადბის დღეს და ვინ არა, ვის გავასენდები და ვისარა. დამსიზმრებია რომ საკუთარმა სისხლით ნათესავმა დაივიწყა ეს დღე და მე საოცრად გავნაწყენებულვარ. გული მტკივა,როცა ვავიწყდები ადამიანებს. არა და მე მიყვარს ისინი თუმცა სიძულვილსაც ვგრძნობ. რა ვქნა, მე ასეთი სიყვარული შემიძლია, მიყვარს როცა ვუყვარვარ და მძულს როცა გულს მტკენენ, თუნდაც მათთვის უწყინარი ტკივილით თუ ქმედებით. გავაგრძელებ, მოკლედ დღეები რბიან მოგეხსენებათ და ახლოვდება დღე ჩემი დაბადებისა. ამ დროს როცა 7 დღე მაშორებს მას ვგრძნობ გაუსაძლისს ტკივილს გულში. ის რომ არანაირი მოლოდინი არ გამიმართლდება, ისე არ გამოვა როგორც ჩავიფიქრე.. თუნდაც ერთი აცდენილი ქმედება და მემენგრევა მთელი გეგმები. მერთმევა ძალა, მერთმევა ღიმილი, მხოლოდ ტკვილი და მხოლოდ ტკივილი.. და მომდის აზრი, რომ ამ წელსაც ვერ მივაღწიე ბენიერებას, ვერმივაღწიე რომ არ მტკენოდა, რომ არ გახსნილიყო ჭრილობა გულის. წელსაც სუსტი ვარ, მე ვერ დავძლიე! მე ვერ დავივიწყე დედი ეს ტკივილი! ვერ მოვიშორე ფიქრები შენზე!- დედი.. დიდი ვარ, მაგრამ ისევ 6 წლის გოგს გულით ვიხსენებ იმ ტკივილს დედი. როდის გავიზრდები? როდის მოგიშორებ? ტკივილის ზღვარზე სიკვილზეც ვფიქრობ, რაღაც ძალა კი მაკავებს თითქოს, წლები კი გადის მეკი ისევ ამ ტკივილს ვიტან ყოველთვის შენი წასვლის დღიდან. მახსოვს პატარა ვიყავი და შემოგომას წახვედი, არ დაელოდე ჩემს დაბადების დღის აღნიშვნას და გამექეცი თითქოს შენთვის მეთხოვა ჩემი გაჩენა. 6 წლის დამტოვე, 7 ვხდებოდი იმ დღიდან ვტირივარ მხოლოდ. მახსოვს მამიკომ დიდიტორტი მომართვა, მამიდამ დიდი სუფრა გაშალა, რომ ვუყურებდი უზარმაზარი მეჩვენებოდა - ვხედავ კადრებად- მაგრამ ლუკმა არ გადამიოდა, ვიჯექი კუთხეში შენს სურათთან და ჩუმად ვღვრიდი ცრემლებს. მე რად მინდოდა სამყარო სადაც ყველაფერი მქონდა დედის გარდა?! 18 წელია ვივიწყებ ამ დღეს, 18 წელია ვღვრი ცრემლებს. როგორი ძლიერიც არ უნდა ვჩანდე ჩემი სისუსტე შემოდგომაა. მიყვარს და მძულს როცა ვიხსნებ, რომ შემოგომას გამეპარე. ბოლო სიტყვბი მახსოვს მკაფიოდ, მითხარი „მოვალ“ მე კი გელოდი, ფანჯრის რაფასთან მძინარე. მორჩა წაიღე! გაჰქროლე, უამბე ჩემი ამბავი, თან გაიყოლე ფოთლები ახსოვეს დღე როცა წავიდა,დღე როცა გავჩნდი ამქვეყნა და თუ მიხვება რა მიქნა.. დამილოცნია გზა. დიდიხანია არაფერი დამიწერია. არც მიფიქრია, უბრალოდ მომეძალა თუმცა არ ვიცი ღირა კი ამის წერა. ნუ თუ ქარი წაუღებს ამ სიტყვებს?! ნეტავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.