შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სრულყოფილება ( ნაწილი პირველი )


29-09-2016, 20:36
ავტორი bacho1998
ნანახია 2 111

უკვალოდ გამქრალი მუზები, კვლავ ჩემთან დაბრუნდნენ. ამის მიზეზი კი თვით მშვენიერბაა. არ მეგონა ბოლო ურთიერთობის შემდეგ, კვლავ თუ გამოისახებოდა ღიმილი ჩემს სახეზე, თუმცა ცხოვრებამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ის მშვენიერია და არ არსებობს მუდმივად ცუდი და მუდვივად კარგი დღეები.
ნახვა პირველი : ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დილა იყო, თუმცა ზედმეტად ციოდა, თვალები გავახილე, წამოვდექი და ეზოში გავიხედე, ბავშვები თამაშობდნენ და უცებ თითქოს რაღაცამ გაიელვა, რაღაც ძალიან მშვენიერმა, ვერც კი დავაფიქრისე მისი სახე... ოქროსფერი თმები ჰქონდა, გულმა სწრაფად დამიწყო ცემა...
ნახვა მეორე : გონებაში აზრებს ვაწყობდი, ვიცოდი რომ ის კვლავ გამოჩნდებოდა დიდ საერთო ეზოში, ვფიქრობდი როგორ დამეწყო მასთან ურთიერთობა, საღამოს კი კვლავ გამოჩნდა და იქვე სკამზე დაჯდა, შორიდან ვაკვირდებოდი და ვტკბებოდი, ოღონდ მართლა ვტკბებოდი მისი სილამაზით.
დიალოგი პირველი : ახლოს მიახლოებულს ყველა ის აზრი, რომელიც საგულდაგულოდ მქონდა მოფიქრებული და ჩამოყალიბებული გამიქრა, უბრალოდ გაქრა. მის გვერდით დავჯექი და სიჩუმემ დაისადგურა. პირველი შეკითხვა მან დამისვა, მკითხა ...
რა მნიშვნელობა აქვს რა მკითხა. ძალიან ლამაზი იყო, მასში იყო რაღაც არაამქვეყნიური, რაც ძალიან მაშინებდა და მიზიდავდა. დროთა განმავლობაში დავახლოვდით და ყოველი დღის შემდეგ ვრწმუნდებოდი რომ ჩვენ ერთად ვუახლოვდებოდით სრულყოფილებას. ჩვენი ფიქრები სწყდებოდა ამ სამყაროს და უფრო შორს მიფრინავდა, ვიდრე ოდესმე ვინმე გაფრენილა...



№1  offline წევრი mimimimo

ნახვა პირველი
ნახვა მეორე
დიალოგი პირველი - ეს არ მომწონს, თითქოს უფრო ამახინჯებს ისტორიას.

თითოეული სიტყვა გულში ჩამწვდა.
იშვიათია, რომ ბიჭი წერდეს და შენ ის იშვიათობა ხარ.

მომეწონა, თან ძალიან.
არ შეწყვიტო წერა.

წარმატებები!

 


№2  offline წევრი bacho1998

mimimimo
ნახვა პირველი
ნახვა მეორე
დიალოგი პირველი - ეს არ მომწონს, თითქოს უფრო ამახინჯებს ისტორიას.

თითოეული სიტყვა გულში ჩამწვდა.
იშვიათია, რომ ბიჭი წერდეს და შენ ის იშვიათობა ხარ.

მომეწონა, თან ძალიან.
არ შეწყვიტო წერა.

წარმატებები!

დიდი მადლობა, გავითვალისწინებ შენიშვნებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent