შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (23 თავი)


30-09-2016, 00:58
ავტორი murachashvili
ნანახია 3 986

ოცდამესამე თავი
ბიჭები გვიან ღამით იშლებიან, როგორც ყოველთვის „ჩასახლებით“ მოსული ტყუპები და მათი შემხედვარე უცხოელი სტუმარიც ჩვენთან დარჩნენ. სუფრას სახელდახელოდ ვაახლებთ, პოლი იმაზე თბილი ადამიანია, ვიდრე ველოდი. ირაკლიმ მისი დამტვრეული ინგლისურით ამჯერად შინაურულად წარმადგინა. გაკვრით, მსუბუქ ფერებში ახსენა ჩემსა და უფროს ახალკაცებს შორის არსებული უთანხმოებაც. შეძლებისდაგვარად უთარგმნის წარმოთქმულ სადღეგრძელოებს, ზოგჯერ - სწორად, ზოგჯერ - შეცდომით, რაც სუფრაზე დამსწრე საზოგადოების ხარხარს იწვევს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პოლს გარკვეულ წილად ესმის კიდეც ქართული ენა, თუმცა ირაკლის მაინც მოთმინებით უსმენს და თავის კანტურით პერიოდულად რაღაცაზე ეთანხმება კიდევაც.
მე? შეძლებისდაგვარად ჩუმად ვმოძრაობ, თან ძიების იმ ნაწილს მიმოვიხილავთ, რომლის მოსმენაც ჩემთვის უკვე დაშლებულია. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ვახოს დაკავების წვრილმანებით ვინტერესდები, განსაკუთრებით ის მაინტერესებს, მიუხედავად მისი სამედიცინო ცნობისა, როგორ მოახერხა მისი დაკავება.
- ცნობა ყალბი იყო, მის ფსიქიატრს ვესაუბრე, მანაც დამიდასრურა, რომ შენს ყოფილ ქმარს ფსიქიკური აშლილობა არ ჰქონდა, სიმულიანტობდა და მისი შავ-ბნელი საქმეების დასამალად ავადმყოფობას ალიბად იყენებდა.
- დედამისმა იცოდა? - ეხლაც კი მბურძგლავს შვილის ავად ყოფნისას დედამისის გამწარებული და განერვიულებული სახის გახსენებაზე.
- სავარაუდოდ არა. საკმაოდ ნიჭიერი მსახიობი იყო, წამლების ნაცვლად ვიტამინებს იღებდა და პერიოდულად ეპილეფსიურ შეტევებს სიმულირებდა.
- დავიჯერო ფსიქიატრიულის ცნობა მხოლოდ ალიბად სჭირდებოდა?
- არა, ამ ცნობის წყალობით ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა, რომლებსაც შემდეგ რეალიზაციის მიზნით იყენებდა.
- ნარკოტიკებს?! - მის საზინებელში ნანახი წამლების პარკების გახსენებაზე ნერწყვს ძლივს ვყლაპავ.
- მხოლოდ ნარკოტიკებს არა, თუნდაც სუბოტექსი, ზემოქმედება არც მათ აქვთ ნაკლები, მით უმეტეს თუ სხვა სახის გამაბრუებლებსაც დაუმატებ..
- ამ წამლებს ვინ აწვდიდა? რეცეპტით ხომ ვერ იყიდიდა?
- ჩემო პატარავ, ამას გამოძიების დასრულების შემდეგ გაიგებ! - თვალს მიკრავს სანდრო.
კიდევ ბევრი რამ მინდა ვკითხო, მაგრამ ვხვდები, რომ ძიებაზე მისგან სიტყვას ვეღარ გავიგებ.
ჭირჭლის რეცხვას ვასრულებ და იქვე ვჯდები სავარძელში, თვალები მეხუჭება, აშკარად მეძინება, მაგრამ მათთან ყოფნა მინდა, ასეთი მშვიდი საღამოები ხომ საკმაოდ იშვიათად გვაქვს. მეგობრებთან ერთად მოქეიფე სანდროს ვუმზერ, მგონია, რომ ცხოვრებაში პრობლემები არ ჰქონია, არც დარდი იცის, არც ნერვიულობა. უცნაურია, ნუთუ ეს მხოლოდ სასმლის ბრალია?! თუმცა ამაზე ფიქრის დრო არ მრჩება, კარებზე ზარის ხმაა.
- ასე გვიან ვინ უნდა იყოს?! - გაოცებული ვკითხულობ და კარების გასახსნელად მივდივარ.
- შენი გადარეული ძმაკაცი იქნება, ისედაც ძალით წაიყვანა კაკიმ, ალბათ მოტრიალდა! - სიცილით მეუბნება შოთი.
- რა მოათმენინებდა, რომ არ მობრუნებულიყო! - კარებს ვაღებ და ღიმილი სახეზე მეყინება. დაბღვერილი სახით უფროსი ახალკაცი მიმზერს.
- ბატონო ვაჟა?! - გვერდზე ვიწევი და მამაკაცს სახლში ვუშვებ.
ახალკაცი ზედაც არ მიყურებს, უხმოდ, უსალმოდ პირდაპირ მოქეიფე ბიჭებთან შედის.
- საქეიფოდ გაქვთ საქმე?! - ირონიულად კითხულობს ის.
- მამა?! ასე გვიან ჩემს მოსაკითხად არ მოხვიდოდი, ხომ მშვიდობაა?! - ირონიაში საკუთარ მამას არც სანდრო ჩამორჩება.
- უნდა ვისაუბროთ, ჩვენ ორმა, ზედმეტი მოწმეების გარეშე! - ვაჟა ჩვენ გვიყურებს.
- ბიჭები და გვანცა მოწმეებად იქცნენ?!
- გამოფხიზლდი და კაბინეტში გელოდები!
ნირწამხდარი ვუმზერ ბიჭებს, ნერვიულ ცახცახს ვერ ვწყვეტ, მათი საუბარი არ მესმის, მაგრამ გუმანით ვხვდები, რომ ვაჟას გვიანი ვიზიტი დღეს რესტორანში ვახოს წამოსროლილ რეპლიკას ეხება. ოთახიდან რაღაცის ბრაგუნის ხმა ისმის, რაღაც იმტვრევა. გარეთ ვეღარ ვჩერდები. მეც კაბინეტში შებდივარ.
- გაეთრიე! აქედან გაეთრიე! შენი ბრალია, რაც შენ გამოჩნდი ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგა, შვილი დამაკარგვინე! ვიღაცის ნახმარი ქალი?!... ამის მოთმენა როგორ შეგიძლია? კარგი აღარ გედავები, არ მაინტერესებს არც ქონება, არც ოჯახი, მაგრამ ვიღაცის ნათრევი?!... მიმიფურთხებია, შენი კაცობისთვის! - ვაჟა ასეთი გაცოფებული არასოდეს მინახავს, გაფითრებული ვუმზერ შლეგივით თვალებდაქაჩულს.
- სიტყვები აკონტროლე მეთქი, ასეთი სუფთა ნეტა ბევრი გყავდეს! - თითქოს მამის ხმის გადაფარვას ცდილობს, ბოლო ხმაზე ღრიალებს სანდროც.
- სუფთა? ვინაა ბიჭო სუფთა? ეს?!... - ზიზღით მიყურებს ვაჟა - უწყინარ სახეს იქით დამალული ალქაჯია, დაფიქრდი, ასე რამ დაგაბრმავა?! ლამის მართლა დავიჯერო, რომ რაღაც გაჭამა.
- მეგონა გამიგებდი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამიგებდი, მეგონა ჩემს სიხარულს გაიზიარებდი, შენ კი... ხომ შენი თვალით ნახე ვინ იყო? მასეთ ადამიანთან შეიძლება ქალი ცხოვრობდეს?
- აბა, რა... მასეთთან როგორ იცხოვრებს, როცა შენისთანა დებილებითაა ეს ქვეყანა სავსე?! დებილი ხარ აბა რა ხარ?! ნგელოზივით ქალზე უარს ამბობ და... ჯერ კიდევ კაცმა არ იცის, მაგ ბავშვის მამა ვინაა!
- ბავშვს ნუ ეხები! - ნერვიულად უცახცახებს ყბა სანდროს.
- ვის ბავშვს?!- თითქოს განგებ არ ჩუმდება ვაჟა.
- გაეთრიე, აქედან გაეთრიე! - იმხელა ხმაზე ღრიალებს უმცროსი ახალკაცი, რომ კედლებიც კი ზანზარებს - გაეთრიე და დაივიწყე, რომ შვილი გყავს! დამივიწყე, სწორედ ისე, როგორც მე დაგივიწყებ!
- ბედნიერი ხარ? არ გაპატიებ, არც კი იოცნებო, ამ დამცირებას არ გაპატიებ! - ცხვირთან მიტრიალებს საჩვენებელ თითს.
- ბატონო, ვაჟა! მომისმინეთ გთხოვთ, ერთხელ მაინც მომისმინეთ და დასკვნები შემდეგ გააკეთეთ!... - ვემუდარები მას - თქვენ ხომ არც კი მიცნობთ!
- მომშორდი! - ზიზღით მკრავს ხელს. წონასწორობას ვერ ვიკავებ და ბეჭებით კედელს ვეხეთქები.
- ვის ურტყამ?! - იკა დროულად მაშველებს ხელს.
- ოხ, მე შენი!... - ვხედავ როგორ უქნევს ხელს სანდრო უფროს ახალკაცს.
- არ დაარტყა, შემდეგ ინანებ, მამას არ დაარტყა!... - ვკივივარ მე.
ალბათ, არც ვაჟა არ ელოდა სანდროს ასეთ გააფთრებას, შვილის შემართულ ხელს დაზაფრული მისჩერებია:
- ამ დღესაც მოვესწარი?! ფუ, შენს კაცობას! - სანდროს აფურთხებს ის.
- ორსულ ქალს შენ ურტყამ და ჩემს კაცობაზე ლაპარაკობ? მრცხვენია შენი შვილი რომ ვარ, გესმის? ვაჟა, მრცხვენია! - შხამს არც სანდრო აკლებს.
- მიუხედავად იმისა, იქორწინებთ თუ არა შენ და ქეთი, მე მაინც მას ჩავთლი რძლად, ჩემს შვილად, შვილად რომელიც დღეს მომიკვდა. შენ კი ეგდე ამ ბოზთან და ვნახოთ სადამდე მიხვალ, შენც რომ რქებს დაგადგამს, სახალხოდ რომ დაგცინებენ მაშინ გამიხსენებ! - კარების ძლიერი ბრახუნით გადის ვაჟა, ეზოდან ავტომობილის საბურავების ხმით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად ავტომობილზე ცდილობს ჯავრის ამოყრას.

ნაომარ ოთახს თვალს ვავლებ, საწერ მაგიდაზე აღარც ბროლის ლარნაკია და აღარც საფერფლე. ბროლის წვრილი ნამსხვრევები იატაკზეა გაშლილი.
- თქვენთან კაცი არ მოიწყენს! - ხელს იქნევს შოთი.
- ძალიან გთხოვ, ეხლა შენი რეპლიკების ხასიათზე არ ვარ! - ამჯერად მეგობარს უღრენს სანდრო.
- უკაცრავათ, მიღების საათები რომ დაგეწყებათ, გამაგებინეთ! - ვერ ვიგებ შოთი რატომღა ბრაზობს.
- ამას რაღა ბზიკმა უკბინა?! - თითქოს ჩემს აზრებს კითხულობს იკა.
- დჟობია, დზავიდეთ ბიჩებო! - დამტვრეული ქართულით ამბობს პოლი.
ალბათ, უნდა ვთხოვოთ დარჩნენ, რომ მომხდარი ინციდენტის გადატანა მათთან ერთად უფრო იოლია, მაგრამ არ გამოგვდის. ორივენი ჩუმად ვართ, დუმილის დარღვევას ვერც ერთი ვბედავთ. მიდიან ბიჭები და ვრჩებით ასე ერთმანეთის ანაბარა, სანდროს მზერას ვერ ვუძლებ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვაჟასთან მისი დაპირისპების გამო თავს დამნაშავედ ვრძნობ, ეს გრძნობა შიგნიდან მჭამს, მაწამებს.
ყურადღების გადასატანად მაგიდის ალაგებას ვიწყებ, ინსტიქტურად ვმოქმედებ, უბრალოდ არ ვფიქრობ. ფანჯარასთან მდგომი ჩაფიქრებული სანდრო კი სიგარეტს სიგარეტზე ეწევა, ვხვდები რომ უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ მამასთან დიდად დალაგებული ურთიერთობა არ ჰქონდა, მაინც ვერ ინელებს. მის დაღვრემილ სახეს ვერ ვიტან, ვუახლოვდები და უკნიდან ვეხვევი, ჩემს სიფრიფანა თითებს ხელის გულებში იქცევს და ფრთხილად ეხება ტუჩებით.
- იცი, რას ვფიქრობდი? რომ არ გაგეჩერებინე? რომ დამერტყა? ერთ დღეს ჩემმა შვილმაც რომ გამოიწიოს ჩემზე? ვერ მოვინელებ, ვერ გადავიტან!
- შეუძლებელია შენი შვილი შენზე არ გამოწევს?! - მხარზე ვკოცნი მე.
- შენ ხომ ვაჟას არ იცნობ, შენ ხომ წარმოდგენა არ გაქვს როგორი მამა იყო! - ტკივილით მეუბნება ის - როგორი ბიძა, კახასაც კი ყველაზე მეტად მისი სჯეროდა, გესმის შენ? მისი, მამამისის კი არა, ბიძის.. გგონია სხვა ბიძები არ ჰყავდა?! მაგრამ არა, მხოლოდ ვაჟა ედგა გვერდით...
- არ გინდა, გთხოვ, თავს ნუ იდანაშაულებ, გავა დრო და...
- დრო?! დრო აღარ გავა, შენ ვაჟას არ იცობ, ჯიუტია, მოკვდება და პოზიციას არ დათმობს...
- მაშინ შენ დათმე, შენ აპატიე!
- შეუძლებელია! ეს პატიება ზედმეტად ძვირად ფასობს! - მუცელზე მეფერება ის - ამას კი არ ვაპირებ! მივეჩვევი, უმისობას მივეჩვევი! - ისე ძლიერად მიკრავს გულში თითქოს ასე ცდილობს ტკივილის დაამებას.
სწორედ ამ დროს მობილურზე სამსახურიდან დაურეკეს, სანდრო დაძაბული სახით ისმენდა ყურმილის მეორე მხრიდან მოლაპარაკეს.
- კარგი, მოვდივარ! - სწრაფად ჩასძახა - გვანც, უნდა გავიქცე... - შუბლზე მკოცნის ის.
- მანქანით მიდიხარ? ნასვამი რომ ხარ?
- მივალ თუ არა, დაგირეკავ! შენ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება! - კარებში გასვლისას შემომცინა და სწრაფად გავარდა.

მე? რაღა დამაძინებდა? ნერვიულად დავდიოდი გალიაში დამწყვდეული ნადირივით, წარა-მარა ტელეფონის ყურმილს ვუმზერდი, ესკანს ვამოწმებდი, იქნებ დარეკა? იქნებ ხმა ვერ გავიგონე? სანდროს წასვლიდან თითქმის ორ საათში დარეკა ირაკლიმ, გამიკვირდა მისი ზარი, არ მესიამოვნა.
- დედას გაფიცებ, სანდროს თავს გაფიცებ, არ ინერვიულო! - სადღაც შორიდან მესმის მისი ხმა.
- ცოცხალია?! - ვგრძნობ როგორ მეცლება ფეხ ქვეს ყველაფერი.
- საოპერაციოში...
- ესეიგი ცოცხალია? - ისტერიკაში მყოფი ვცდილობ როგორმე სასურველი სიტყვა ვათქმევინო, მაგრამ მეორე მხრიდან დუმილია. ყველაზე მძაფრი და ყველაზე საზარელი დუმილი.

და, მე მივრბივარ, მივდივარ, მხოლოდ მისი ხმა მესმის, თითქოს მეძახის, მასთან მიხმობს. ვიცი უჭირს, ტკივა და ახლა გვერდით უნდა ვყავდე. ტკივილი უნდა შევუმსუბუქო. ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, თავისით იკვლევენ გზას. მივიწევ, მივდივარ, ვიცი მელის, ვიცი არ დამტოვებს, უფლება არ აქვს, ასე ვერ გამიმეტებს.
საავადმყოფოს მისაღებში კისრისტეხით შევრბივარ. ყურადღებას არ ვაქცევ იქ მყოფთა გაოცებულ სახეებს. შეშლილი ვათვალიერებ მოსაცდელში მყოფთ. თითქოს თვალებზე ლიბრი გადამკვრია, ვერავის ვხედავ, ვერაფერს ვარჩევ. ვგრძნობ, რომ ძალას ვკარგავ, ცოტაც და წავიქცევი, თუმცა ვიღაცის ძლიერი მკლავები მეხვევა, დროულად მიჭერენ და ერთ-ერთ პალატაში შევყავარ.
- აქ არ უნდა მოსულიყავი... - გაღიზიანებული მეუბნება მამაკაცი - ნუ გეშინია, ცოცხალია, კარგად იქნება! - ძლიერად მიკრავს გულში. მართალია სახეში არ ვუმზერ, მაგრამ ხმაზე ვცნობ, შოთიკოა.
- მითხარი, რომ ცოცხალია, მითხარი! - პერანგის საყელოზე ვეკიდები წონასწორობის შესანარჩუნებლად.
- დამშვიდდი, გვანცა, აქ შენი ყოფნა არ შეიძლება, აქ არ უნდა იყო! ამდენი ჟურნალისტი, ამდენი კორესპონდენტი... - ახლაღა ვამჩნევ იკაც იქ ყოფილა.
არეული, ცრემლებით სავსე თვალებით ვუმზერ წინ მდგომ ერთმანეთის მსგავს ძმებს, იკა და შოთი, იგივე ირაკლი და შოთიკო მისი განუყრელი მეგობრები, თითქმის მცველებიც.
-მე, მე... - ხმა მითრთის და ისევ იკას ვეყრდნობი მკლავზე. დამნაშავე ბავშვივით უხერხულად ვიშმუშნები. ვხვდები მათი სიტყვების ფარულ ქვეტექსტს. მას ვეძებ, ახალკაცებისთვის სასურველ მომავალ კანონიერ მეუღლეს. თუმცა არ ჩანს. ალბათ ბიჭებიც ხვდებიან, იგივე ტონით დაუსმელ კითხვაზე მპასუხობენ:
- ის აქ არ არის! თუმცა ამით მაინც არაფერი იცვლება. აქ არ უნდა იყო. ეს ორივესთვის სახიფათოა, ისედაც დაძაბულ სიტუაციას უფრო ნუ ძაბავ, ნუ გაართულებ. აქ რომ გნახონ ახალი სკანდალი აგორდება...
- გასაგებია! - ცრემლები ყელში მებჯინება. საკუთარი უსუსურობის შეგრძნებისგან გული მეწურება.
- შემთხვევითი ავარია არ ყოფილა, მუხრუჭები ჰქონდა დაზიანებული! - იმის გააზრებაზე, რომ ავტომობილში მესაძლებელია ერთადაც ვმჯდარიყავით, ტანში ჟრუანტელი მივლის, იკას ხმა თითქოს შორიდან მესმია, ხელი ინსტიქტურად ჯერ კიდევ არ გაზრდილი მუცლიკენ მიმაქვს, თითქოს დაუბადებელი ბავშვის დაცვას ვცდილობ. საბოლოოდ ვდუნდები და ვეშვები.
შოთი ისევ მიჭერს: - ხომ იცი მისები არ გამოუშვებენ, შენთან ყოფნის საშუალებას არ მისცემენ?!
- ჩვენგან მოდიოდა, მისი მანქანით... შეუძლებელია ეს სცოდნოდათ! - თითქოს საკუთარ თავს ვესაუბრები, ხმამაღლა ვფიქრობ.
- ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, დროა შეწყვიტოთ! - სასიკვდილო განაჩენივით ჟღერს იკას სიტყვები.
- არ შემიძლია, ვერ... - ხმა მებზარება, წინადადებას ვეღარ ვასრულებ, ისევ შოთის ვებღაუჭები, თითქოს მისი დახმარების იმედი მაქვს.
- შეგიძლია, ძლიერი ხარ! უნდა გაუშვა, უფლება არ გაქვს, სხვაგვარად ვერ მოიქცევი,მისით არ წავა, ხომ იცი, რომ არ წავა?! ამ სიტუაციაში კი მისების დახმარება სჭირდება, საქმე უნდა გახსნას, დაასრულოს, ზედმეტად ძლიერი მტრები ჰყავს, ეს ორივესთვის სახიფათია, გვანჩა ჩემი გესმის? - ისევ მიმეორებს ირაკლი.
- ვიცი! - მტკივა, საკუთარი თავი მეცოდება, ვერ ვიმეტებ დასაკარგად, გასაშვებად, მაგრამ... - უბრალოდ... უბრალოდ... - ისევ მითრთის ხმა.
- გიყვარს, საკუთარ თავზე მეტადაც კი! - მეუბნება იკა და ისე მიმზერს, ვხვდები, რომ ზუსტად გრძნობს ჩემს ტკივილს.
- სწორედ ამ სიყვარულის გამო... - ჯიუტად მიმზერს შოთი -თქვენთვისვე სასიკეთოდ!...
- მაპატიეთ, ბიჭებო! ჩემი ეგოიზმი მაპატიეთ! წავალ, დედას გეფიცებით წავალ, სანდროს გეფიცებით... - მეტი დამაჯერობლობისთვის ამჯერად მას ვიფიცებ - უბრალოდ უნდა დავრწმუნდე, რომ კარგადაა, რომ ცოცხალია, რომ!..
- შეძლებ?! - ეჭვით მიმზერს იკა.
- შევძლებ, აუცილებლად შევძლებ, მისთვის, მის გამო...
- ჩვენ შენთან ვიქნებით, არ მიგატოვებთ, ოღონდ!... - თვალებში არ მიმზერს შოთი.
- თქვენგან არაფერი მჭირდება!. - ხმა მიმკაცრდება, ტკივილით ვიღიმები. თვალს ვარიდებ ბიჭებს, არ მინდა ჩემი ტკივილი დავანახო, ისიც საკმარისია მათი თანდასწრებით რომ ავტირდი. მე ხომ სუსტი არ ვარ?! ოღონდ ცოცხალი იყოს, ოღონდ კარგად იყოს.. მე ესეც მეყოფა. - იმედია ბედნიერი იქნება, მე ჩემს გზას ვიპოვი, ჩემს ცხოვრებას...
- გვანცა, თუ რამე დაგჭირდეს... - ამჯერად შოთი მიხუტებს გულში.
ვკანკალებ, ვცახცახებ, მაგრამ თავის შეკავებას მაინც ვახერხებ.
- ბედნიერია შენ რომ ჰყავხარ!- არ ვიცი ამას ჩემს დასამშვიდებლად ამბობს, თუ მართლა ასე ფიქრობს, მაგრამ ცრემლებს ვერ იკავებს იკა. ეს ბიჭი ყოველთვის ბავშვივით გულჩვილი იყო, ალალი და თბილი.
- ვითომ?! - თითოეული სანდროს გარეშე გასატარებელი დღე წინასწარ მტკივა.
- უშენოდ გაუჭირდება, იქნებ არც გვაპატიოს, მაგრამ... - თვალს მარიდებს შოთი.
ისევ მეტკინა, ისევ ავტირდი, რამდენიმე თვის წინ ნათქვამი მამამისის სიტყვები გამახსენდა:
- შენისთანებზე არ ქორწინდებიან, შენისთანები საყვარლად ჰყავთ!
მაშინ ისეთი გაცხარებული, ისეთი შეურაცყოფილი ვიყავი. სილაც კი გავარტყი მამაკაცს. ახლა კი ჩემით გავრბოდი, მხდალი ბავშვივით უკან ვიხევდი. ამჯერად თავისდაუნებურად მათი სიტყვებით სწორედ ბიჭებმა გამაწნეს სილა და ხმაც ვერ ამოვიღე.
- მართალია, ცოლსაც მოიყვანს! - ყრუდ ჩავილაპარაკე - ყველსთვის შესაფერისი რძალი გეყოლებათ, ჩემისთანებზე ხომ არ ქორწინდებიან! კარგით ბიჭებო, მე წავედი, იმედია ოდესმე შევხვდებით!
არეული ნაბიჯით გამოვდივარ საავადმყოფოს ეზოში. ვხედავ ალაყაფის კარები როგორ იხსნება და შავი ჯიპით ისინი შემოდიან. რაოდენ განსხვავდებიან ჩემგან. ვაჟა ამაყი, გოროზი სახით გადმოდის ავტომობილიდან, უკან მსხდომ ქალებს კარებს უხსნის, არანაკლებ ამპარტავნების შარავანდედით მოსილ ქალბატონებს გადმოსვლაში დაეხმარა. შედარებით ასაკიან მანდილოსნებში დედამისს ვცნობ. მანანა დეიდა, ღიმილი მხოლოდ ეტიკეტისთვის აქვს, თვალები ცივი, საკუთარ ძალაში ზედმეტად დარწმუნებულიც კი. გვერდს ასე ოციდან-ოცდახუთ წლამდე გოგონა უმშვენებს, მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ასე ახლოს პირველად ვხედავ, ეჭვი არ მეპარება, სწორედ ისაა მომავალი რძალი.
მომენტალურად, თითქოს მავიწყდება კიდევაც საავადმყოფოს ეზოში რომ ვზივარ, ირონიული მზერით, ტკივილით ვაფასები ქალიშვილს. იქნებ იგრძნო კიდევაც რომ ვაკვირდებოდი, გამომხედა, სულ რამდენიმე წამით შეხვდა ჩვენი მზერა და ესეც საკმარისი იყო, მის თვალებში დაუფარავი სიძულვილის შესამჩნევად. ის მლიქვნელური თავმდაბლობა, რომლითაც მომავალ სადედამთილოს უმზერდა სადღაც გაქრა, გაფითრებული, გამწარებული მიმზერს მე.
მისგან სიყვარულს არ ველოდი, თუმცა არც ასეთ სიძულვილს. ან რა ჰქონდა ჩემთან საპრეტენზიო? რას მერჩოდა? მისთვის ხომ არაფერი წამირთმევია, მას ხომ არ შევზიარებივარ სანდროს სიყვარულში?! ვუმზერდი სიძულვილით აღსავსეს და პასუხს ვეძებდი ჩემივე კითხვებზე, მე რატომ არ მძულდა? რატომღაც სიბრალული უფრო მაწუხებდა, გოგონას მზერას თვალი გამოაყოლა ბატონმა ვაჟამაც, მისი გოროზი სახე წამიერად შეცვალა განრისხებამ, თვალებ დაქაჩული, აპილპილებული სახით წამოვიდა ჩემსკენ.
შიშისგან გამაცახცახა.
- აქ რას აკეთებ? როგორ გაბედე აქ მოსვლა? - იდაყვში მტაცა ხელი, ფარატინა ფურცელივით ვთრთოდი, ვცახცახებდი.
- მისი მდგომარეობა უნდა გამეგო, უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად იყო... - ცრემლების ყლაპვით, როგორც იქნა ამოვილუღლუღე მე.
- შენი ბრალია, ახლა სიცოცხლისთვის რომ იბრძვის, შენი ბრალია! - ექოსავით ჩამესმოდა ვაჟას სიტყვები.
- არ გეკადრებათ! - დამტვრეული ქართულით ნათქვამი სიტყვების გაგონებაზე შევკრთი, ახლაღა შევნიშნე ავტომობილს პოლი მართავდა.
- მართალია, არ მეკადრება, ამისთანა ნაგავზე დროს არ უნდა ვკარგავდე!
- ჩემი შვილი სიცოცხლისთვის იბრძვის, შენ კი დროს ამ გომბიოსთან ურთიერთობის რკვევაში კარგავ! - ზიზღით გადმომხედა მანანამ. ხელკავი სდებს მომავალ რძალს და მეუღლეს არც კი ელოდება ისე შედის საავადმყოფოს შენობაში.
- არაფერია, მე ვაჟა ახალკაცი არ ვიყო, თუ ეს გაპატიო! - ისევ თითის ქნევით მემუქრება მამაკაცი და უკან მიჰყვება საკუთარ ოჯახის წევრებს.
ალბათ, მუხლებზე დავვარდებოდი, პოლი რომ არ შემშველებოდა.
- ნუ ღელავთ, გვანცა, ყველაფერი დალაგდება, სანდრო კარგად იქნება... - ნაზად მიკრავდა გულში. ვგრძნობდი, როგორ მსიამოვნებდა მისი სიტყვები. ახლა თითქოს სწორედ მისი მოსმენა მჭირდება. თითქოს ხავსს ვეჭიდებოდი, ისე ვთხოვ, კიდევ ერთხელ გაემეორებინა სასურველი ფრაზა. ისიც ვინ იცის მერამდენედ მეუბნებოდა: - კარგად იქნება, უფლება არ აქვს ასე არ იყოს, მას ხომ თქვენ ელით!



№1  offline წევრი aNuGi

რამდენი ხანია კომენტარი არ გამიკეთებია, შენ რომ
საოცრება ხარ ამაში ორი აზრიც არ არსებობს! სასწაულად გადმოსცემ.
შოთი და იკაზე
ისეთი ნაწყენი ვარ, არ ეკადრებოდათ იმათ მხარეს გადასვლა :) დარწმუნებული ვარ სანდრო არ აპატიებს.
მეზიზღება სანდროს მშობლები საშინელი ხალხია.
მეცოდება ეს გოგო:) რა დააშავა ასეთი მწარე ცხოვრება რომ შეხვდა?:) ძლივს ბედნიერება გამოუჩნდა და იმასაც არ არგებენ... არც კი ვიცი როგორ დაასრულებ მაგრამ ძალიან გთხოვ აი ამ ვაჟას და მანანას რომ
არ მოუგრიხო კისერი ისე არ დაასრულო რა!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№2 სტუმარი Guest Ninaka

Martla dzalian saintereso a,yochag,saswauli gadmocemis unAri gaqv,agirse ra am gogosac bedniereba at daashoro codoa

 


№3 სტუმარი lizazu

ძალიან ცუდად მოიქცნენ ბიჭები რომ ფაქტიურად აიძულეს წასვლა გვანცას. უკვე ვხვდები რაც მოხდება, ალბათ სანდრო იფიქრებს რომ გვანცამ მიატოვა და ცოლსაც მოიყვანს, გავა წლები და მერე შეხვდება გვანცას და თავის შვილს, როცა უკვე ცოლ-შვილი ეყოლება. როგორ არ მინდა ასე ბანალურად გაგრძელდეს ეს ისტორია და ძალიან გთხოვ არ გააბანალურო. იმედია ბიჭები ეტყვიან სანდროს მათი საქციელის შესახებ და არ მოატყუებენ.

 


№4 სტუმარი etiko

ai aq tu exa gvanca wava da nere sandro moiyvans cols gauchndeba shvilebi an tundac ar gaekareba mis cols wlebs ganmavlobashi ra mbishvneloba aq gava wlebi shexvdebian ertmanets mere sherigdebian tan bavshvic yavt eseti ragac dzalian banalutia da es istoria sxvebisgan gamorcheulia da ar minda ase gagrdzeldes da gaxdes sxvebisnairi imedia bichebi tu ara poli mainc etyvis simartles roca gaigebs da sheurigdeba gvancas sastiki iqneba gvancastbis rom sandrom coli moiyvanos da ratqma unda es ar unda moxdes minda rom ibrdzolos gvancastvis ... da exa nu daiwyeb rogorc yvelam icis mexsiereba dajarga dedmama es gogo shetena colia sheni an rame mere gava dros da gaaxsendeba gvanca titqmis yvelgn ese xdeba da dzaan gtxov am istoria nuu gaauperoveb gngrdze ise rogorc unda midiodes es istoria male movides gons da inrdzolos tavisi colisa d jer ar davadebuli shvilistvis <3

 


№5 სტუმარი Guest nasia

Dzaliaj momwons da gexvewebi cudat ar daasrulo raa.ratom unda dashordnen ertmanets ver vxvdebi, mesmis sheidzleba ramdenime tve wavides, magram wlebi nametani iqneba,gtxov ar daushva es :)

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ნეტა მეღირსება ის თავი სადაც პატიებას თხოვენ გვანცას ასე რომ დაამცირეს უმიზეზოდ.
--------------------
ლანა

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ვერ დავმალავ ამ თავზე გამოხმაურებას ნამდვილად ველოდი, თუმცა ასე ადრიანად ნამდვილად არა. იმედია არ მიწყენთ, საერთო პასუხს თუ მოგწერთ. kissing_heart თქვენი თითოეული სიტყვა ეგოისტურად მიხარია, ძალიან მიხარია heart_eyes kissing_closed_eyes რაც შეეხება თქვენს სიტყვებს ძნელია დაგეთანხმოთ, თუმცა მგონია, რომ შოთის და იკასაც ექნებათ გარკვეული საფუძველი ასეთი ქცევის, ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ ბიჭები, რამდენად გავიზიარებთ მათ მოსაზრებებს და პოზიციებს heart_eyes რაც შეეხება მანანას და ვაჟას, ამ პერსონაჟების კარგად წარმოჩენა რომც ვცადო, აღარც გამომივა smile თქვენი თანადგომის იმედი მაქვს, თქვენს კომენტარებში იმდენი ვარიანტი წავიკითხე მოსალოდნელი დასასრულის, რომ უკვე საფიქრალიც გამიჩნდა smile ფინალური თავის დრო დადგა, იმედია გამოგვივა და ამ ისტორიას ღირსეულად, ყოველგვარი "ბანალურობის", მაგრამ რეალურად დავასრულებთ heart_eyes heart_eyes კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, თითოეულს რომ არ დაიზარეთ და თქვენი კომენტარებით ასე გამათბეთ და გამახარეთ

 


№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ისეთი გაბრაზებული ვარ ანა შენზე! იკაზე და შოთიზე აღარაფერს ვამბობ. ასე როგორ მოიქცნენ? არ მჯერა რომ ეს გააკეთეს. არ მი და დავიჯერო. მგონია ტყუპებისა და სანდროს გეგმაა ეს და ისიც მგონია რომ იმ საქმეში რომელსაც იძიებენ ვაჟაც გარეულია. არ მოიყვანოს სანდრომ ქეთი გთხოვ რა

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლორელაი
ისეთი გაბრაზებული ვარ ანა შენზე! იკაზე და შოთიზე აღარაფერს ვამბობ. ასე როგორ მოიქცნენ? არ მჯერა რომ ეს გააკეთეს. არ მი და დავიჯერო. მგონია ტყუპებისა და სანდროს გეგმაა ეს და ისიც მგონია რომ იმ საქმეში რომელსაც იძიებენ ვაჟაც გარეულია. არ მოიყვანოს სანდრომ ქეთი გთხოვ რა

არ მაცდით საკუთარი არეულობით ტკბობას smile აშკარად ზედმეტად კარგად გამიცანი და ხვდები საითაც იხრება ჩემი აზროვნება heart_eyes

 


№10 სტუმარი ემი

არ ვიცი რა ვთქავა, ორივე შემთხვევაში, ეს მართლა მოხდა თუ დაგეგმილია, არ ააქვს მნიშვნელობა, ძალიან ცუდად იქცევიან ბიჭები. ორსულ ქალს ჯერ ურეკავენ (არც კი მიაკითხეს) და არ ეუბნებიან, ცოცხალია თუ არა, მერე საავადმყოფოში ასეთ გადაწყვეტილებას აცნობენ და მარტო უშვებენ.... საერთოდ არ ფიქრობენ ბავშვზე....ხო შეიძლება ბავშვი დაკარგოს, ან ცუდად დაეცეს, ან თავს რამე მოუწიოს... ნუ რა ვიცი, ძალიან ცუდად დაგეგმილია, ბიჭებისგან - თუ მართლა ასეა, და სანდროსგან - თუ ეს დადგმულია.... ამ ისტორიაში სანდრო მომწონდა (გიორგი მთლად დაიკარგა) და გთხოვ მაგაზეც ნუ მათქმევინებ, რომ სულელია...

პ.ს. ვიცი რომ გაბრაზებ ჩემი კომენტარებით, ძალიან რომ ვბრაზობ, მაშინ ვწერ, ცოოტა გაბრაზებაზე თავს ვიკავებ wink

 


№11  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი არ ვიცი რატომ მაგრამ მგონი ეს ყველაფერი გვანცას უსაფრთხოებისთვის კეთდება... მე შოთის და იკას ვერ დავადანაშაულებ მგონია რომ რაღაც ძალიან დიდი იმალება ამ ყველაფრის უკან და კიდევ ქეთი ვინ ჯანდაბა მიგდია... არ მჯერა რომ სანდრო ასე ატკენს გულს გვანცას, ქეთი და მანანა მეცოდებიან... ვაჟასი არ მესმის მაგრამ მგონია რომ ცუდი ადამიანი არ არის და რაღაცას მაინც დათმობს სანდროსთვის და შვილიშვილისთვის...
მოკლედ ანა დღეს ბევრი მატირე და იმედია შემდეგ თავში ბედნიერებისგან მატირებ...

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
არ ვიცი რა ვთქავა, ორივე შემთხვევაში, ეს მართლა მოხდა თუ დაგეგმილია, არ ააქვს მნიშვნელობა, ძალიან ცუდად იქცევიან ბიჭები. ორსულ ქალს ჯერ ურეკავენ (არც კი მიაკითხეს) და არ ეუბნებიან, ცოცხალია თუ არა, მერე საავადმყოფოში ასეთ გადაწყვეტილებას აცნობენ და მარტო უშვებენ.... საერთოდ არ ფიქრობენ ბავშვზე....ხო შეიძლება ბავშვი დაკარგოს, ან ცუდად დაეცეს, ან თავს რამე მოუწიოს... ნუ რა ვიცი, ძალიან ცუდად დაგეგმილია, ბიჭებისგან - თუ მართლა ასეა, და სანდროსგან - თუ ეს დადგმულია.... ამ ისტორიაში სანდრო მომწონდა (გიორგი მთლად დაიკარგა) და გთხოვ მაგაზეც ნუ მათქმევინებ, რომ სულელია...

პ.ს. ვიცი რომ გაბრაზებ ჩემი კომენტარებით, ძალიან რომ ვბრაზობ, მაშინ ვწერ, ცოოტა გაბრაზებაზე თავს ვიკავებ wink

როგორ შეიძლება შენს კომენტარზე გავბრაზდე, როცა ასე გულშემატკივრობ ჩემს პერსონაჟებს?! relaxed პირიქით, ჩემო საყვარელო, ეხლა ბედნიერი ვზივარ და შენს სიტყვებს ისე ვკითხულობ, მიხარია, რა ვქნა? ალბათ ცოტა მეგ გავგიჟდი ჩემი გმირების მსგავსად, შენი სიბრაზე უზომოდ მახარებს! heart_eyes kissing_heart

უცნობი ქ
აი არ ვიცი რატომ მაგრამ მგონი ეს ყველაფერი გვანცას უსაფრთხოებისთვის კეთდება... მე შოთის და იკას ვერ დავადანაშაულებ მგონია რომ რაღაც ძალიან დიდი იმალება ამ ყველაფრის უკან და კიდევ ქეთი ვინ ჯანდაბა მიგდია... არ მჯერა რომ სანდრო ასე ატკენს გულს გვანცას, ქეთი და მანანა მეცოდებიან... ვაჟასი არ მესმის მაგრამ მგონია რომ ცუდი ადამიანი არ არის და რაღაცას მაინც დათმობს სანდროსთვის და შვილიშვილისთვის...
მოკლედ ანა დღეს ბევრი მატირე და იმედია შემდეგ თავში ბედნიერებისგან მატირებ...


გატირე? heart_eyes kissing_heart ეს თავი ისტორიის დაწყებამდე მქონდა დაწერილი, საერთოდ ამ ისტორიის შექმნა ამ მონაკვეთმა გადამაწყვეტინა, ალბათ უცნაურია, დასასრულიდან წერის დაწყება, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ ასე დამემართა. smile თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე, გზადაგზა ვფიქრობდი იქნებ შემეცვალა, მოვლენები ასე აღარ განვითარებულიყო, მაგრამ ვერ შევძელი, პერსონაჟების მშიდი ცხოვრება აშკარად ჩემთვის არაა შექმნილი smile ვნახოთ ფინალში რა გამოგვივა, ერთი კარგი დასასრული ნამდვილად არ აწყენს ამ ისტორიას

 


№13 სტუმარი Guest neilo

Ana, rogor gadmovce emocia ar vici.arachveulebrivi xar,saocari gogo xar.vgijdebi shens istoriebze.velodebi shemdegs.

 


№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest neilo
Ana, rogor gadmovce emocia ar vici.arachveulebrivi xar,saocari gogo xar.vgijdebi shens istoriebze.velodebi shemdegs.

დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა სტიმულია ეს სიტყვები ჩემთვის heart_eyes

aNuGi
რამდენი ხანია კომენტარი არ გამიკეთებია, შენ რომ
საოცრება ხარ ამაში ორი აზრიც არ არსებობს! სასწაულად გადმოსცემ.
შოთი და იკაზე
ისეთი ნაწყენი ვარ, არ ეკადრებოდათ იმათ მხარეს გადასვლა :) დარწმუნებული ვარ სანდრო არ აპატიებს.
მეზიზღება სანდროს მშობლები საშინელი ხალხია.
მეცოდება ეს გოგო:) რა დააშავა ასეთი მწარე ცხოვრება რომ შეხვდა?:) ძლივს ბედნიერება გამოუჩნდა და იმასაც არ არგებენ... არც კი ვიცი როგორ დაასრულებ მაგრამ ძალიან გთხოვ აი ამ ვაჟას და მანანას რომ
არ მოუგრიხო კისერი ისე არ დაასრულო რა!

<3 <3 <3

Guest Ninaka
Martla dzalian saintereso a,yochag,saswauli gadmocemis unAri gaqv,agirse ra am gogosac bedniereba at daashoro codoa

:D <3

lizazu
ძალიან ცუდად მოიქცნენ ბიჭები რომ ფაქტიურად აიძულეს წასვლა გვანცას. უკვე ვხვდები რაც მოხდება, ალბათ სანდრო იფიქრებს რომ გვანცამ მიატოვა და ცოლსაც მოიყვანს, გავა წლები და მერე შეხვდება გვანცას და თავის შვილს, როცა უკვე ცოლ-შვილი ეყოლება. როგორ არ მინდა ასე ბანალურად გაგრძელდეს ეს ისტორია და ძალიან გთხოვ არ გააბანალურო. იმედია ბიჭები ეტყვიან სანდროს მათი საქციელის შესახებ და არ მოატყუებენ.

etiko
ai aq tu exa gvanca wava da nere sandro moiyvans cols gauchndeba shvilebi an tundac ar gaekareba mis cols wlebs ganmavlobashi ra mbishvneloba aq gava wlebi shexvdebian ertmanets mere sherigdebian tan bavshvic yavt eseti ragac dzalian banalutia da es istoria sxvebisgan gamorcheulia da ar minda ase gagrdzeldes da gaxdes sxvebisnairi imedia bichebi tu ara poli mainc etyvis simartles roca gaigebs da sheurigdeba gvancas sastiki iqneba gvancastbis rom sandrom coli moiyvanos da ratqma unda es ar unda moxdes minda rom ibrdzolos gvancastvis ... da exa nu daiwyeb rogorc yvelam icis mexsiereba dajarga dedmama es gogo shetena colia sheni an rame mere gava dros da gaaxsendeba gvanca titqmis yvelgn ese xdeba da dzaan gtxov am istoria nuu gaauperoveb gngrdze ise rogorc unda midiodes es istoria male movides gons da inrdzolos tavisi colisa d jer ar davadebuli shvilistvis <3

უკვე სერიოზულად ვფიქრობ თქვენი კომენტარების მიხედვით ახალი ისტორია დავწერო smile დიდი მადლობა ამდენი ვერსიის შემოთავაზებისთვის smile heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent