1. დაწყევლილთა პატარძალი
-აუ!-წავიბუზღუნე და დედას საწყალი თვალებით შევხედე. -დამშვიდით!- სტილისტმა თმები უფრო ძლიერად მომქაჩა. რამდენი ხანია მაწამებენ და რატომღაც ამას „გალამაზებას“ უწოდებენ . ყველაფერი სოფიას ბრალია! დღეს მისი ქორწილია, მე კი როგორც მეჯვარეს სპეციალურად შერჩეული სტილისტები სვავებივით დამტრიალებენ. - აუცილებელია თეთრი კაბა ჩავიცვა?- უკმაყოფილო გამომეტყველებით ვიკითხე. -ეს პატარძლის მოთხოვნაა.-თავგაბეზრებულმა სტილისტმა სამაგრი ლამის თავის ქალაში ჩამარჭო , თმა დამეჭიმა და ლაპარაკის შეწყვეტა მომიწია. -მორჩა კაბის დრო მოვიდა. ხელებგაფშეკილი წამოვდექი სკამიდან. ატლასის ხალათი ტანზე შემომწკეპვოდა. თეთრი , გრძელი კაბა მომიტანეს, ისეთი ლამაზი იყო ნებისმიერ გონჯს დაამშვენებდა, მაგრამ ამაში პატარძალს მე უფრო დავემსგავსებოდი ვიდრე სოფია. არა მაინც რა უცნაური გოგოა! ვის გაუგია მეჯვარესაც თეთრი კაბა ჩააცვა, თანაც ასეთი?! ტანზე მჭიდროდ მომადგა, მუცელი შევწიე, რომ როგორმე შეეკრათ. სოფიასნაირ ჩონჩხთან შედარებით მე ნამდვილად სრული მეთქმის, ეს კაბა კი... უნდა ვილოცო , იქნებ სუნთქვა შევძლო, ერთი საათით მაინც. დედა მომიახლოვდა. -აბა დატრიალდი.- მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი(რომელსაც საშინელი ცხვირი ჰქონდა), ხელს მოძრაობაში ნამდვილად მიშლიდა, მაგრამ სოფიას ხათრით ავიტანდი. -მშვენიერია.-დედამ ცერა თითი ასწია და იასამნისფერი შარფი შეისწორა. -აბა მე მკითხე ლიაკო.-კბილებში ბრაზით გამოვცერი. -კარგი ჩვენ გავალთ, არ დააგვიანო.-დედამ შესაშურად ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ოთახი და სტილისტებიც გარეთ გარეკა. მე სარკისკენ მივბრუნდი. ძალიან ლამაზი და ძალიან რთული ვარცხნილობა გაეკეთებინათ, კაბა ტანის ფორმას ლამაზად გამოკვეთდა და მსუბუქად იშლებოდა, მაკიაჟით თვალები მკვეთრად ჩაემუქებინათ, ტუჩები შედარებით ღია ფერებში გადაეწყვიტათ, თუმცა მაინც ხაზი გაესვათ მისი ფორმისათვის. სოფიას დაჟინებული მოთხოვნით მზეზე ქუდის გარეშე არ გავდიოდი და საერთოდ ყველანაირ ვერიდებოდი მის სხივებს, ამიტომ წაბლისფერი თმა თეთრი კანის ფონზე ერთი ან ორი ტონით მუქი ჩანდა , თვალები კი ზურმუხტისფერი მწვანე. -თუ ოდესმე გავთხოვდი მუმიასავით ნაჭრებს შემოვახვევ, თანაც ისე , რომ ფილტვები ჩაეკეტოს.-გულში დავიქადნე და კაბის კალთები ავიკაპიწე. ვეცადე გრძელი შლეიფით კიბე უსაფრთხოდ ჩამეარა მაგრამ ... ფხრწ!!! სულისშემძველი ხმა გავიგე და შიშით დავიხედე ქვემოთ. ჯანდაბა! კაბა რამდენიმე სანტიმეტრით გახეულა და ვინმეს შეიძლება თვალში მოხვდეს, გაგლეჯილი კაბით საქორწინო ალბომის დამახინჯება ჩემს სიცოცხლეს მსხვერპლად შეიწირავს. სოფია მხეცურად დამკლავს და ამ კაბასავით ნაწილებად დამპხრეწს. ახლა რა უნდა ვქნა? ოთახში დავბრუნდი , ნემსი და ძაფი მოვვეძებნე და კაბა გავკერე. მერე ყოველი შემთხვევისთვის ქინძისთავით ჩავამაგრე და ... უუფ! თეძოში შემერჭო. გამწარებულმა ხელი ავიქნიე და როგორც მოუქნელობის დედოფალს შეეფერება ლარნაკი გადმოვაგდე. ნამსხვრევებზე ფეხიც ამიცურდა, სრიალ-სრიალით წავედი ოთახის ბოლოსაკენ, ხელი გადავისერე , წამოვდექი , დაბალ ფანჯარას მივეყრდენი, უცებ წონასწორობა დავკარგე და ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა მიწა. ტვინის დასხმის ნაცვლად ვარდნა გავაგრძელე და თითქოს მიწამ ჩამყლაპაო ფართო ხვრელში კივილ-წივილით გადავეშვი, მერე კი რბილ მოლზე დავეცი . გაოგნებულმა, მიწისქვეშეთის ნაცვლად ცისფერ, გუმბათოვან ცას ავხედე. p.sესეც ახალი ისტორია , რომელსაც თავებად დავდებ. სამწუხაროდ ერთი პრობლემა მაქვს, ჩემს ყველაზე დახვეწილ და კარგ ისტორიას ვერ ვდებ ამიტომ ეს ახალი დავიწყე და ვეცდები იმ ისტორიის ატვირთვაც მოვახერხო ველი თქვენს შეფასებებს და ძალიან ვწუხვარ, ერთ ადამიანს დავპირდი დავდებ მეთქი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.