შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (24 თავი) დასასრული


1-10-2016, 01:25
ავტორი murachashvili
ნანახია 5 524

ოცდამეოთხე თავი
სანდროს ბინაში პოლთან ერთად ვზივარ და ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო, ცრემლები უკვე აღარ მდის, რაღაცნაირად გაქვავებული ვარ, უემოციო, თითქოს გახევებულიც.
- შეუძლებელია, ეს ჩემს თავს ხდებოდეს, შეუძლებელია, ასე ერთი ხელის მოსმით მექცეოდეს თავზე სამყარო, შეუძლებელია, სანდრომ გამიმეტოს, არც ტყუპები შემაქცევენ ზურგს, ან იქნებ უკვე შემაქციეს?! იქნებ, მე არ მსურს საზიზღარი რეალობის აღქმა, სადაც ჩვეულებისამებრ ისევ მარტო დავრჩი, სადაც ჩემი ჯერ კიდევ არ დაბადებული პატარას ერთად-ერთი პატრონი მე ვარ?.
პოლი ტელეფონზე საუბრობს, პერიოდულად მისი “ოქეი” მესმის, მაგრამ თავი არ მაქვს ვკითხო რა ხდება.
მობილურზე გიორგი მირეკავს:
- სად ხარ? - მოკითხვის ნაცვლად პირდაპირ მეუბნება.
- სანდროს ბინაში.
- სადმე არ გახვიდე, მანდ დამელოდე! - ტელეფონს მითიშავს ის. ტკივილით მეღიმება, რომც მინდოდეს სად წავალ?!
- გვანთსა, კავა... ჩაი?!... - ინტერესით მეკითხება პოლი.
- არა, გმადლობ! - თითქოს როლები გავცვალეთ, ამჯერად ისაა მასპინძელი, მე კი სტუმარი - ბიჭებს ხომ არ ელაპარაკე, ნეტა სანდრო როგორაა?
- ოპერაცია დამთავრდა, ჟურნალისტები ცავიდნენ! - ისევ დამტვრეული ქართულით მეუბნება ის - ვაჟა და მანანა იქ არიან, პოლიციაც იცავს.
- იცავს?! - ირონიულად მეღიმება მე - იმედია დაიცავს!
- გვანთსა, თქვენ არ გესმიტ, მაგრამ...
- ჰო, ალბათ, არ მესმის, ბევრ რამეს ვერ ვიგებ, არ შემიძლია, მეტი აღარ შემიძლია! - ხელს ვისმევ ქუთუთოებზე, თითქოს ცრემლის მოწმენდას ვცდილობ, თუმცა თვალებიდან ცრემლი არ მდის.
- დამიდჟერეთ, კველაპერი კარგად იკნება!
- ეჰ, ნეტა მეც შემეძლოს ასე ფიქრი!
კარებზე ზარის ხმაა, გასახსნელად პოლი დგება. მისაღებში გიორგი შემოდის, მესმის პოლი კიდევ ვიღაცას ესაუბრება, მაგრამ არ მაინტერესებს ვის, მეგობარს ისე ვეხუტები, თითქოს ჩემი შველა მხოლოდ მას შეეძლოს, აქამდე ნაგროვები ცრემლები ერთდროულად იკვლევენ გზას და ვტირი.
- დამშვიდდი, შენთან ვართ, დამშვიდდი!
- სანდრო... გიო, მასთან არც კი შემიშვეს, ვერც კი ვნახე! უნახავად როგორ?!... შოთიმ, იკამ, არც კი მიმაკარეს!... - ტკვილი ისევ მიახლდება - ძაღლივით გამომაგდეს, ქუჩის ძაღლივით...
- დაივიწყე გთხოვ, დამიჯერე, ნუ გეშინია, დალაგდება, მოგვარდება!..
- რამე რომ დაემართოს, რომ ვერ... - წინადადებას ვერ ვასრულებ, საკუთარი აზრებისაც კი პანიკურად მეშინია.
- ისტერიკებს ნუ იმართებ, სანდრო კარგად იქნება! - მოულოდნელობისგან ვშეშდები, გაფართოებული თვალებით ვბრუნდები, კარებში პოლთან ერთად ვაჟა დგას. დაბნეული თვალებით მივჩერებივარ ბიჭებს.
- ამას აქ რა უნდა, შენ მოიყვანე? - მინდა ვიკითხო, მაგრამ ენას ვერ ვატრიალებ. ვაჟა ახალკაცი ჩვეულებისამებრ კოპებშეკრული, დაბღვერილი მომჩერებია, თითქოს თვალებით მბურღავს.
- დრო ცოტა გვაქვს, ძალიან ცოტა! - დუმილს არღვევს ის - ერთ საათში ბინის დასარბევად მოვლენ, ერთი ნივთიც კი არ უნდა დარჩეს იმის მიმანიშნებელი, რომ ოდესმე ამ სახლში ყოფილხარ, პატარა მტკიცებულებაც კი, რომ ორსულად ხარ. კარგი იქნებოდა ასეთ უხეშ მეთოდებზე არ გვეფიქრა, მაგრამ კონტროლის სადავეებს ვერ დავკარგავთ!...
- ვერ ვხვდები, რას მელაპარაკებით?! - ისტერიკა მეპარება ხმაში - მითითებებსაც მაძლევთ?!
- მომისმინე გოგონი, ზედმეტად პრიმიტიულად აზროვნებ, ბავშვური თამაშების დრო დასრულდა! წლები მოვანდომეთ ამ საქმის ძიებას, გესმის? წლები! დახლართული ლაბირინთიდან გამოსვლას საკმაოდ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შევწირეთ. ამ ისტორიაში ყველანი რიგითი მოთამაშეები ხართ, სანდროც, შენც, ისინიც დღეს რომ დააკავეთ. გმირობანას და ერთგულების მტკიცების დრო არაა. ვერც კი წარმოიდგენ საიდან იმართება სიტუაცია. მათთვის ერთი რიგითი გამომძიებლის განადგურება არაფერია. მით უმეტეს უპატრონო, უთვისტომო გოგონას მოსპობა. იცი მაინც რამდენი შენისთანა იკარგება უგზო-უკვლოდ?! არ ვიცი რა დაინახა შენში, რა თვალით შემოგხედა, თუმცა ეხლა ამის განხილვას არ ვაპირებ, ერთია ადამიანს მეგობარი გოგო ჰყავდეს და მეორეა ქალი შენი შვილის დედად აირჩიო. შვილს შემთხვევით ადამიანს არ გააჩენინებ, ფაქტი-ფაქტად რჩება, მისთვის ზედმეტად ძვირფასი ხარ და ეგ ბავშვიც უყვარს...
- უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთხელ მოსმენას აღარ ვაპირებ! - ისევ ვცხარდები მე.
- ნუ მაწყვეტინებ, მოსმენის კულტურა მაინც იქონიე, კარგად მომისმინე! - თვალებს მიბრიალებს ვაჟა - ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, არც პატიებას ვითხოვ, უბრალოდ ჩემი შვილის გადარჩენას ვცდილობ. ასეთი ძნელი გასაგებია?! ეს ძიება აღარაა, პოლიტიკაა, იქ სადაც დიდი ძალაუფლებაა, ხალხი ასეთ გავლენას უბრძოლველად არ თმობს, მკვლელობაც მოსულა, საზიზღარი და ბინძური მეთოდებით ბრძოლაც, შანტაჟიც და დაშინებაც. შენ ჩემი შვილის სუსტი წერტილი ხარ. ამ ამბავმა ჩემი ერთი ოჯახის წევრი უკვე შეიწირა, მეორე რეანიმაციაში სიცოცხლისთვის იბრძვის. კაცმა არ იცის ეს ყველაფერი რით დასრულდება. უნდა ვიცოდე, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ... - სიტყვას ვერ ასრულებს ვაჟა.
- რომ?! - თვალს არ ვაშორებ მამაკაცს.
- რომ ცოცხალი ხარ! არ მინდა ჯერ კიდევ დაუბადებული შვილიშვილის სიცოცხლეს საფთხე დაემუქროს, რაც შეიძლება სწრაფად წახვალ!
- შვილიშვილის?! იქნებ სანდროს შვილი არცაა?! - ირონიულად ვეკითხები - რომ არ დაგემორჩილოთ?!...
- შენი ძალით გაშვებაც რომ დამჭირდეს, დაგაბამ, გაგკოჭავ და ისე გაგიშვებ! - თვალებს მიბრიალებს ვაჟა.
- გვანცა, ნუთუ არ გესმის?! - ჩემს დარწმუნებას ამჯერად გიორგი ცდილობს.
- რა უნდა მესმოდეს?! ადამიანი, რომელიც დასანახად ვერ მიტანს, წადიო მეუბნება, მისი როგორ უნდა დავიჯერო?! რამდენიმე საათის წინ განადგურებით მემუქრებოდა! შენც მიღალატე? ტყუპებივით შენც ზურგი მაქციე?
- ნუ სულელობ! სანდროზე ვიფიქროთ თუ შენზე?! ერთდროულად რამდენად გავიჭრათ?!
- ჩემი თუ არა, შენი მეგობრის მაინც დაიჯერე! - ღრენით მეუბნება ახალკაცი - მოწმეებს არ ტოვებენ, თუ ეჭვი გაუჩნდათ, რომ სანდროსგან რამე ინფორმაცია გაქვს, მოგსპობენ, გაგანადგურებენ...
- ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავთ?! - ირონიულად მეცინება მე.
- არა, ჩემ შვილზე ვზრუნავ. თუ გადარჩება...
- თუ?! - მისი სიტყვები პანიკაში მაგდებს.
- თუ გადარჩება, ამ თამაშიდანაც გასვლას ვაიძულებ, ისედაც ასე ვიყავით მოლაპარაკებული, მისი როლი კახას მკვლელის დაკავებით იწურებოდა, ლუკა ციხეშია, საქმეს მე მივიყვან ბოლომდე, სანდროსთვის ეს ოპერაცია ამით დასრულდება, უფლებას აღარ მივცემ საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს, საკმარისია!...
- თუ?! დარწმუნებული არ ხართ, რომ კარგად იქნება? - ისევ ვაჟას დაუსრულებელ ფრაზას ვიმეორებ. მოწყვეტილი ვეშვები სავარძელში, მისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღარც სურვილი მაქვს და აღარც ძალა.
- ნუ გეშინია! - ჩემს წინ იმუხლებს გიორგი - სანდრო ძლიერია, არაფერს მოაკლებენ, გამოძვრება. ტყუპებიც მასთან არიან, ერთად წამოწყებულს, ერთადვე დაასრულებენ...
- მეც მხარში ამოვუდგები, თუ საჭირო იქნება მათივე ბინძური მეთოდებითვე გავუსწორდები!
- რატომღაც ეჭვი არ მეპარება, რომ შეძლებთ! - მწარედ მეღიმება მე.
- სანდრომ რთული ოპერაცია გაიკეთა, წინ საკმაოდ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის. შენზე ზრუნვას ვერ მოახერხებს, ამის დრო არც მე მექნება და არც ტყუპებს, მის გონს მოსვლას ვერ დაველოდებით, დამნაშავეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ. სწრაფი მოქმედებები უნდა დავიწყოთ, სულელები არც ისინი არიან, საპასუხო დარტყმებსაც მოგვაყენებენ. ამ ეტაპზე კი ყველაზე სუსტი წერტილი შენ ხარ!
- ბატონო ვაჟა, თქვენმა მეუღლემ იცის აქ რომ ხართ, ქეთამ?..
- ჩემი შვილისგან განსხვავებით, მე ქალებს საქმეში არ ვრევ!- მკაცრად მეუბნება ის.
- ქეთა, მომავალი რძლის მიმართ ვალდებულებებს არ გრძნობთ? მას რა როლი აქვს ამ საქმეში?
- მომისმინე, გოგონი, სანდრო პატარა ბიჭი აღარაა, ვერაფერს ვაიძულებ, ჩემი აზრის გათვალისწინება რომ სდომოდ,ა ამას ადრევე გააკეთებდა. არ ვმალავ, იქნებ არც მოგეწონოს, მაგრამ მისთვის ერთად-ერთ შესაფერის კანდიდატურად ქეთი მიმაჩნია. დიახ, ჩემმა შვილმა რომ მოინდომოს მისი ცოლად მოყვანა, ნებისმიერ დროს სიხარულით მივიღებ ოჯახში, მაგრამ ... კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, არ მომწონხარ, ერთი თავხედი და ზედმეტად ამბიციური ადამიანი ხარ! დამაცადე! - თვალების ბრიალით მაჩუმებს ის - ამ სიტყვების გამო ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა ისიც ვიცი, შენ რომ რამე დაგემართოს, სანდრო არ მაპატიებს, მინდა თუ არ მინდა, ქვეყნიდან გასვლაში უნდა დაგეხმარო!
- ქვეყნიდან? ეს როგორ? რომელი ძებნილი მე ვარ?! კი ბატონო, ამ სახლიდან წავალ, თბილისიდანაც, ბოლოს და ბოლოს ჩემს სოფელში დავბრუნდები, საზღვარგარეთ რა დამრჩენია, რატომ?! - იმის გააზრებაც კი არ მინდა, რომ სანდროს შორიდანაც კი ვერ დავინახავ.
- ღმერთო, შენ მომეცი მოთმინება! მე ამის ნერვები აღარ მაქვს! - ბიჭებს გადახედა ვაჟამ.
- სოფელში ვახოს ოჯახი არ მოგასვენებს!... შენს ხომ იცი, შვილის დაკავებაში შენ დაგადანაშაულებენ!
- სანდროს ასე უნდა, ჩემთან იკნები, მე დაგეხმარები! - მისი დამტვრეული ქართულით მეუბნება პოლი.
- სანდროს?! წასვლის წინ საავადმყოფოში მისვლასაც ვერ მოვახერხებ?! - უკანასკნელ იმედს ვეპოტინები მე.
ვაჟას თვალების ბრიალზე ვხვდები, რომ თხოვნას აზრი აღარ აქვს, ცრემლების ყლაპვით ვბარგდები, ბიჭები მეხმარებიან, პირველადი მოხმარების ნივთებს უცებ ვაწყობ და სახლიდანაც გავდივართ. ვაჟა ისევ საავადმყოფოში ბრუნდება, ჩვენ კი..
აეროპორტის შესასვლელში გამშვებ პუნქტთან ტყუპები გველოდებიან.
- გვანც, გვაპატიე, დედას გეფიცებით ასე არ გვინდოდა, მაგრამ ჟურნალისტებს არ უნდა ენახე, უფლებას ვერ მივცემდით შენი ფოტოებით გაზეთები აეჭრელებინათ! - გულში ძლიერად მიკრავს იკა. ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, ისევ ვსლუკუნებ.
- ერთად ჩამოვალთ, აუცილებლად ჩამოვალთ, ჩემი ნათლულის დაბადებამდე, აი ნახავ! - მუდამ სერიოზულ შოთის ხმა უთრთის.
- ჩემი და ხარ! გახსოვდეს ეს, თავს მოუფრთხილდი, იმედი არ გაგვიცრუო, ეს კაცი მაგარი ყოჩაღი ვინმე იქნება! - სევდიანად მიღიმის გიო.
- რა იცი, რომ კაცია?! - ტკივილით მეღიმება მე.
- უფლება არ აქვს, ჩემი პირველი ნათლული ბიჭი იქნება!
- სულელო! - ჩვეულებისამებრ თითის წვერებზე ვიწევი და თმებს ვუჩეჩავ.
- ჩემი მახინჯი ჭუკი! მომენატრები გვანც.
- ფრთხილად იყავით! - სამივეს შეძლებისდაგვარად ვუღიმი. არ მინდა ცრემლები დავანახო, მაგრამ...
მივდივარ, მივფრინავ და ვტოვებ ერთად-ერთს, ყველაზე ძვირფასსა და ყველაზე საყვარელს. მივდივარ და იქ, ქვემოთ, ალგ-ალაგ ჩაბნელებულ, ციცინათელებივით აციმციმებულ თბილისში მოუშუშებელ იარად რჩება ჩემი გული და სული. ამდენი ემოციისგან დაღლილი პოლი იძინებს, მე კი გზას ვაძლევ ცრემლებს, ვტირი, ვტირი, ნეტა ცრემლებს შეეძლოს ჩემი ტკივილის გაყუჩება.

ესეც თავისუფალი ამერიკა. მაგრამ სადაა ის ნანატრი თავისუფლების შეგრძნება?! ალბათ, ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას უიმედოც შეიძლება ვუწოდო, მაგრამ მე მაინც მიხარია დღეს რომ აქ ვარ. ვუმზერ სხვადასხვა გენის, სხვადასხვა ჯურის წარმომადგენლების გაკრეჭილ, ცხოვრებისგან კმაყოფილ სახეებს და ვცდილობ, გავიგო, ნეტა, მართლა ასეთი ბედნიერები არიან? ნეტა, მათი ღიმილი ასეთი ხალასია?
დრო საკმადო ნელა გადის, ან იქნებ მე მეჩვენება ასე?! მიხარია, ჩემი ტკივილი წარსულში განცდილ კოშმარად რომ დარჩა, მათი ადგილი მხოლოდ ჩემს სიზმრებშია. პერიოდულად ისევ ვკივივარ, ისევ ტირილით ვიღვიძებ, ხელით ლოგინს ვსინჯავ, ვეძებ, მას ვეძებ, მონატრებისგან ბალიშს ვეხუტები და ისევ ვტირი. თუმცა, ვიცი, გაივლის, ესეც გაქრება, სწორედ ისე, როგორც ადრე გაიარა.
ჩემი პატარა დღითი - დღე იზრდება, უკვე მისი სქესიც ვიცი, გიორგის წინასწარმეტყველება არ ხდება, მისი ინტუიციის გადამკიდეს, გამიკვირდებოდა კიდევაც, რომ გამართლებოდა, გოგონას ველოდები. მაგრამ ამ ინფორმაციის გაგებისას, მეგობარს ნაღველს დიდად ვერ ვატყობ:
- მახინჯი ჭუკი „დვა“.. - პატარასთვის ზედმეტი სახელი უკვე მზად აქვს.
ნელ-ნელა ვმრგვალდები, შემეცვალა სახე, გავსუქდი?! ალბათ... თუმცა პოლი მეუბნება, რომ ლამაზი ორსული ვარ. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, ჩემი სილამაზის შემფასებელი მხოლოდ ერთი ადამიანია და ისიც ძალიან შორსაა. ჩემი თვალები ისევ სევდის ფერია, ნეტა მონატრება კლავს?!. გგონიათ ბევრი მენატრება? არა, ერთი...
კაკისგან და ანიტასგან ვიგებ თბილისის ამბებს, გიოსგან ვიცი, რომ სანდრო გამოჯანმრთელების პროცესი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც წინ მიდის, თუმცა მისთვის ფრენა არ შეიძლება, გჯერათ?! მე რატომღაც დაჯერება მიჭირს. იქნებ სიმართლის სათქმელად ვერ გამიმეტა? დედას გეფიცებით, აღარ მინდა ფიქრი, მინდა დავივიწყო, მაგრამ...

საქართველოში იწყება სამკაოდ მაღალი თანამდებობის პირების იმპიჩმენტის პროცესი, რასაც შედეგად ხანგრძლივი, მტკივნეული, სასამართლო პროცესებიც მოსდევს. ტელევიზიით ხშირად ვუყურებ ქართულ არხებს, განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებებს, პროცესის ჩანაწერებს რამოდენიმეჯერ ვახვევ, იმიტომ არა, რომ მისი დეტალები მაინტერესებს, არა, ზოგიერთ ფრაგმენტში ინვალიდის ეტლში მჯდომი სანდრო ჩანს. გული მეწურება, თვალები ცრემლებით მევსება, ვინ იცის მერამდენედ ვახვევ, მერამდენედ ვუმზერ.

საქართველოში არჩევნები ინიშნება. წინასაარჩევნო პროგრამაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო პროგრამას გვაცნობენ, იყრიან კენჭს, გამარჯვებული ვაჟა ახალკაცის სარეკლამო ბანერი წარა-მარა ტრიალებს. მისი გოროზი, პატივმოყვარე მზერა რაღაც უცნობს შეუცვლია, იქნებ შვილის ტკივილმა შეცვალა? არ ვიცი, ვერ გეტყვით.
ერთად-ერთი ვინც არ შეცვლილა ქალბატონი მანანაა, ისევ ისეთი გაპრანჭული, დაყენებული ღიმილით უმშვენებს მეუღლეს მხარს.

ჩვეულებისამებრ, ყოველ საღამოს პარკში ვსეირნობ, ამ ბოლო დროს უჰაერობა მაწუხებს, უჟანგბადობა, მეჩვენება?! არა მგონია, აქ ხეებსაც სხვა ფერი აქვთ, ყველაფერი ხელოვნურია. ვზივარ და სანდროს ფოტოს მივჩერებივარ, ეს ჩვევაც აქ დამჩემდა, მის ნაცვლად ქაღალდის ფურცელს ვესაუბრები, ვუყვები, ჩემზე და პატარაზე ვუამბობ, ალბათ მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ...
- მალე გამოძვრები, სამყაროს საკუთარი თვალებით შეხედავ, ნეტა რა ფერი იქნება შენი ოცნება? - ხელს ვუსვამ ბურთივით გაბერილ მუცელს, თითქოს პატარა ხვდება რომ ვეფერები, მოძრაობას წყვეტს - ამაშიც მამას ჰგავხარ, მოფერება გიყვარს! - ტკივილით მეღიმება მე.
ცოტა არ იყოს შემცივდა, საათს გაოცებული ვუმზერ, თურმე რა დრო გასულა, მიკვირს რატომ არ დამირეკა პოლმა?
- არ გამიცივდე! -ლაბადას წინ გამობზეკილ ღიპზე მჭიდროდ ვიხვევ და მივდივარ.
ხვნეშა - ხვნეშით ვხსნი კარებს.
- პოლ, მოვედი! - პასუხს არც ველოდები ისე შევდივარ ჩემს ოთახში და მოწყვეტით ვწვები. ბალიშს ვეხუტები, ფოტოს თავთან ვიდებ და ისევ ვეჩურჩულები:
- მომენატრე, უკვე ტკივილამდე მომენატრე!
კარი ფრთხილად იღება, ალბათ პოლია, მისკენ არ ვბრუნდები, ბალიშს უფრო ძლიერად ვიხუტებ და თავს ვიმძინარებ. არ მინდა ისევ ატირებული მნახოს, უკვე ისიც მეცოდება.
ჰაერში ნაცნობი სურნელი ტრიალებს, ალბათ, მონატრების ბრალია, ან უბრალოდ მძინავს.
-ისევ ასე დაწექი? - მსაყვედურობს და თხელ პლედს მაფარებს, თითებით ოდნავ მეხება სახეზე, ჯიუტად ჩამოყრილ კულულებს მიწევს და ჩვეულებისამებრ საფეთქელზე მკოცნის. ღმერთო ჩემო, რა ბედნიერი ვარ! ნეტავ არ გათენდეს, ნეტავ არ გავიღვიძო. მისი სურნელით გაჟღენთილი, მისით ავსებული, სულელივით მეღიმება, თურმე რა ცოტა მყოფნის!.
სიზმარში ისევ თბილისს ვხედავ, იქ, სადღაც შორს მაინც არის ბედნიერების სხივი, იქ სადღაც ისევ ანათებს ჩემი შუქურა, გზას მინათებს და მისკენ მიზიდავს, მაგნიტივით მიწოვს და ისევ თავისთან მიხმობს:
- სან!...- ღიმილში მეპარება ნანატრი სახელი.
- მიყვარხარ! - ისევ მეხება საფეთქელთან და ისევ ვივსები მისით.
- მე უფრო!... - ნეტა ვუთხარი თუ გავიფიქრე?!



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

საოცარი და მძიმე ისტორია იყო , მაგრამ დასასრული ცოტა ხომ არ იჩქარე რაღაც დამაკლდა.

 


№2  offline წევრი Never mind

მოიცა ანუ არ დაბრუნდა თუ რა მოხდა?

 


№3 სტუმარი etiko

rogor miyvarda es istoria da ra male. daasrule tan bevri upasuxo kitxvebit ... anu is ar dabrunda saqartveloshi da ra??? agvixseni mkitxvelebs iqneb gaagrdzelo dzalian mwyins marto ro rcheba sandros gareshe :( gaagrdzele ra

 


№4 სტუმარი Shore shore

auuuu chemi azrit dabrunda kide mindoda gagrzeleba

 


№5  offline წევრი შამხათი

ისტორია ძალიან კარგი იყო, მაგრამ დასასრულის განვრცობა შეიძლებოდა ჩემი აზრით. რაღაც უცებ დასრულდა.

 


№6 სტუმარი qeta

სასწრაფოდ "გადაასხვანაირე" დასასრული,თორემ გცემ!ან დაამატე თავი

 


№7 სტუმარი mariami

Dzalian magari istoria iyo magram mgoni damtavreba ichqare, ver mivxvdi dabrunda tu araa an bavshvi ro gaechina iqneb vajas miego jer ar unda dagemtavrebi na raa (( au meore nawili xo eqneba au qondes raa

 


№8  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

შენ ხარ ძალიან მაგარი... აი ეს დასასრული მომეწონა... ისტორიაში მამაკაცი პერსონაჟი ძალიან ძლიერი იყო და ეს ძალიან მომეწონა... გამიხარდა ყველაფრის ასე დამთავრება. ეს მართლაც რეალური დასასრული იყო.
შენ კი ჩემო კარგო გელოდები რაც შეიძლება მალე და ახალი ისტორიით...

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

Ra aris exla es.ase uceb rogor daasrule ra.dzalian momenatreba am istoriis wakitxva,dzaan magati istoria iyo.ragacnairad gansxvavebuli,dasasrulic kargi iyo
--------------------
ლანა

 


№10  offline წევრი Elle025

სასწაული ხარ პირდაპირ ..უზომოდ შემაყვარე თავი ამ ისტორიით..სასწაული წერის მანერა გაქვს,ყოველ მათ ტკივილს ვითავისებდი და მეგონა გული გამისკდებოდა ისე ვმძიმდებოდი..ემოციებს გადმოსცემ ისე,რომ არ ვიცი..სიტყვებიც კი არ მყოფნის გამოსახატად..რატომღაც სხვანაირ,უფრო ვრცელ,სიტკობითი გაჯერებულ დასასრულს ველოდი..ცოტა მეკლდა არ მეტირა,გონებაში ჩემეული დასასრულიც კი დავხატე..მაგრამ არაუშავს..ძალიან მაგარი ხარ..წარმატებებს გისურვებ ანა და ველი ახალ,გემრიელ ისტორიას.. :-* <3! P.S სანდრო ძალიან შემაყვარე და ახლა რაღა მეშველება? :დდდ

 


№11  offline წევრი mimimimo

მეშვიდე თავი იყო - კითხვა შევწყვიტე.
ძალიან გაიწელა და უაზრობაა-მეთქი.
დავინახე დასასრული და მომინდა ბოლომდე წამეკითხა.
მაინც დამრჩა ის რაღაც უკმარისობის გრძნობა.
გავხსენი და კითხვა დავიწყე.
დავიწყე და ვეღარ გავჩერდი.
მეთვრამეტე თავი იყო - იმდენი ვიტირე.
თვალები დამისივდა.
ახლაც თვალცრემლიანი ვწერ კომენტარს.
კახი მეც ძალიან შემიყვარდა.
მიუხედავად ყველა მისი ცუდი საქციელისა, მაინც უზომოდ დიდ პატივს ვცემ - თუნდაც არარსებულ პერსონაჟს.
კაკი და ანიტა - ძალიან საყვარელი, მხიარული წყვილი.
მათ შესახებაც მაინტერესებდა - გოგო ეყოლათ, თუ ბიჭი?
რა დაარქვეს?
შოთი და იკა - საოცარი ტყუპები.
გიორგი - საოცარი მეგობარი.
და მაინც ბოლომდე ვიმედოვნებდი, რომ გამოაჩენდი მის რჩეულ ქალს - მარიკას - თუ სწორად მახსოვს სახელი.
მაგრამ არ მეღირსა.
მაინტერესებდა, ის პერიოდი - გიორგი, რომ ციხეში იჯდა.
რა ბედი ეწია მანანას? ქეთის? - უი, როგორ არ მიყვარს ეგ ორი.
ვაჟა? - სულ სხვაა, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ მომწონდა ეს კაცი - ბოლოს თითქოს სულ შეიცვალა.
ძალიან საყვარელი და სასაცილო იყო - ჩვენი ზურიკო.
დასასრულში ბევრი დამაკლდა.
თუნდაც ბოლოს იმედი მქონდა, რომ გვანცას ბიჭი ეყოლებოდა - ექიმებსაც ხომ ეშლებათ?
გვანცა? - მიკვირს ამდენს როგორ გაუძლო.
ასეთი ძლიერი როგორ იყო.
სანდრო - ნეტავ დადიან სანდროსნაირები?
მისაბაძი მამაკაცი.
უზომოდ დიდ პატივს ვცემ.
ვახო - უნდა ამოლპეს იმ ციხეში.
მაგრამ, ციხეც მეცოდება ვახოს ხელში.
ბოლოს იმედი მქონდა, - ოხ, ამდენი ბოლოს - რომ გვანცა დედობილს შეხვდებოდა და მაინტერესებდა მათი შეხვედრა.

საბოლოო ჯამში - არ იყო ცუდი.
უამრავი ემოციით ავივსე.
დასასრულისთვის ვერ გავიმეტე ეს ისტორია.
ასე ადრე არ უნდა დასრულებულიყო, ბევრი დარჩა დასამთავრებელი - ჩემთვის.

გელოდები ახალი ისტორიით, მაგრამ არა ასეთით - შედარებით მხიარულით.

წარმატებები!

 


№12  offline წევრი nitaa

ყოველ ახალ თავზე მინდოდა კომენტარის დაწერა, მაგრამ რატომღაც ბოლოსთვის შემოვინახე. არ ვიცი რა გითხრა ან როგორ გითხრა. არ მყოფნიდა არცერთი თავი და არ მყოფნის არც ახლა. ძალიან მინდა, რომ უსასრულოდ გაგრძელდეს გვანცას და სანდროს ისტორია. მინდა, რომ მეც მათი ოჯახის პატარა წევრი ვიყო და მათ შესახებ ახალი ინფორმაციები არ მაკლდებოდეს. ყოველ დღე გული დამწყდება როცა ამ საიტზე შემოვალ და არ დამხვდება ეს ისტორია. წარმატებები შენ!

 


№13 სტუმარი ემი

წარსულში გრამატიკული დრო არ მიგულისხმია, გვანცას წარსული ვიგულისხმე - თითქმის ნახევარი ისტორია რომ უყვებოდა სანდროს. ან წინა ისტორიაში, ფაქტიურად, ლევანმა მოყვა მთელი ისტორია. ეს ვიგულისხმე. წარსული და ახლანდელი გრამატიკული დროების გამოყენებასთნ არ მაქ პრეტენზია.

 


№14 სტუმარი makukuna

ვაიმე რა კარგად დაასრულე.როგორც იქნა გაირკვა ყველაფერი და ერთად იქნებიან, მშვიდად და წყნარად გააგრძელებენ ცხოვრებას. რადგანაც გვანცას ჩააკითხა, ესე იგი არც ქეთი შეურთვს ცოლად. ვაჟა კი იყო უკვე მორჯულებული და მანანასაც მოარჯულებდა იმედია. კარგი ხარ ძალიან და მალე დაიწყე ახალი ისტორია.

 


№15  offline აქტიური მკითხველი Sofia-sofie

ძალიან მაგარი ხარ! მართლა სასწაულად კარგად წერ, გრძნობა, ემოცია, ინტრიგა. . . მართლა ბრავო !

 


№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო მომეწონა

 


№17 სტუმარი სტუმარი მარინა

სიტყვები არ მყოფნის იმის აღსაწერად,თუ როგორი საოცარი და ამავე დროს მძიმე ისტორია იყო.დასასრულამდე დაძაბული ვკითხულობდი.ემოციურად,სიღრმისეულად,განცდებით გაქვს გადმოცემული გვანცას და სანდროს ცხოვრების ეპიზოდები.უდაოდ ნიჭიერი ,უშრეტი ენერგიის პატრონი ხარ,შეუდარებელი.დიდხანს გეჭიროთ კალამი თქვენი ერთგული მკითხველის საამებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent