ზეცა თავისას არ კარგავს! -2-
[თავი 2] -არავის ველოდები.-იმედს ვუწურავ. -კარგი.-განაჩენგამოტანილივით ხვნეშის ის.-ყოველთვის უპირველესი იყავი ჩემთვის. ყველაზე საამაყო, კეთილშობილი, ლამაზი, სათნო, გაბედული... არასოდეს იხევდი უკან. ცხოვრებდი ისე, როგორც საჭიროდ მიგაჩნდა. სხვების გამო შენს გრძნობებს გვერდით დებდი და იცი, რა? მაშინ ვხვდებოდი, რომ შენ ყველაზე დიდ ბედნიერებას იმსახურებდი, ოღონდ ამ ბედნიერებაში მეც უნდა ვყოფილიყავი. უშენოდ ცხოვრება შეუძლებლად მიმაჩნდა. კობა რომ გამოჩნდა და დავინახე, როგორ გიუყვარდათ ერთმანეთი, ეგოიზმმა შემომიტია. შეიძლებოდა ჩემს ნაცვლად ის დაგენახა შენს მომავალში. შეიძლებოდა მხოლოდ თვეში ერთხელ გაგხსენებოდი. ეს წარმოდგენა იმან გამიმტკიცა, რომ კობა ყოველთვის ცივად მექცეოდა და თავს მარიდებდა. ერთხელ გავიგონე, როგორ ელაპარაკებოდა თავის ძმაკაცს და ეუბნებოდა, ლეას ცოლად რომ მოვიყვან, მერე მაინც აღარ მომიწევს ამის დანახვაო. ანუ ჩვენს დაშორებას აპირებდა. ძალიან შემეშინდა. ერთადერთი რაც მოვიფიქრე ის იყო, რომ თქვენ შორის ჩავმდგარიყავი. იმ საშინელ წვეულებაზე იმის ინსცენირება მოვაწყე, რომ ღამე ერთად გავატარეთ. ვიცოდი, მასზე უარს იტყოდი. ვაპირებდი, კობა რომ წავიდოდა და გაგეცლებოდა, მაშინ მეთქვა სიმართლე, მაგრამ მშობლებმა მაიძულეს, რომ ცოლად გავყოლოდი. მეც და კობაც არჩევნის წინაშე დაგვაყენეს, სხვადასხვა არჩევნის. მე ქუჩაში გაგდება მელოდა, კობას სასამართლოში ჩივილი. -მე რატომ... მე რატომ არაფერი მითხარი?-ღელვისგან ძლივს ვღერღავ და გულში ზიზღი მიღვივდება იმის მიმართ, რაც ჩემგან მალულად ხდებოდა. -როგორ შემეძლო, ლეა? ვიცოდი, არ მაპატიებდი... ანდაც როგორ შეიძლებოდა ამის პატიება? სხვა იყო, მეთქვა ჩემი ეჭვები კობას მიმართ და სხვა ის, რომ ასე დამეშორებინეთ. მართალია ჩვენ შორის არაფერი ყოფილა, მაგრამ ამის თქმა ვეღარ გავბედე. სულელი ვიყავი, ლეა და იმ წუთას არაფრის მოხერხება არ შემეძლო.-თვალებში ცრემლები უბრწყინავს ნიცას. -მერე? -მერე გავთხოვდი. საზღვარგარეთ წავედით. კობამ ერთ დღეს მაინც გაიგო, რომ ის ღამე მხოლოდ ინსცენირება იყო და მაშინ პირველად და უკანასკნელად შემეხო ხელით. ცხოვრება გაგრძელდა. შვილი გვეყოლა. -შვილი?-ვაწყვეტინებ და თვალები შუბლზე ამდის.-შენ რა... შვილი გყავს? ნიცა სიკვდილმისჯილივით ხრის თავს. -რა ჰქვია?-ვოხრავ. -ლეა.-წარბებს ზემოთ ქაჩავს და ისე იღიმის. -მომესმა?-ღიმილს ძლივს ვიკავებ. -თუ ბავშვის დედას დაუჯერებ, არა.-ხუმრობს ჩემი და. სახე მებადრება. ჩემი სიხარულის მიზეზი მარტო ის კი არ არის, რომ ჩემს დისშვილს ჩემი სახელი ჰქვია, ასევე ის, რომ ნიცას არ დავვიწყებივარ, მუდამ ვუყვარდი, მუდამ ნანობდა, მუდამ სურდა ძველ დროში დაბრუნება და ყველაფრის შეცვლა... როცა მას უყურებდა, მე ვახსენდებოდი.... როცა მას ეთამაშებოდა, ჩვენი მაიმუნობები ახსენდებოდა... როცა მას კოცნიდა, ჩემი ვარდისფრად აფაკლული ლოყები ელანდებოდა... აი, ეს არის ყველაზე კარგი და სასიამოვნო! -ეს კობას სურვილი იყო თუ შენი?-მოულოდნელად მიხდება ხასიათი. -ისე მტკიცედ განვაცხადე, ლეას ვარქმევ_მეთქი, ხმა აღარ ამოუღია. თან მას დიდად არ აინტერესებდა შვილი, რომელიც ჩემგან ეყოლებოდა. ხო, ასეა. ვძულდი. მიზეზიც ჰქონდა. ალბათ უყვარდი.-უხალისოდ აღნიშნავს ამ ფაქტს. -ვუყვარდი? ვერ გამოვრიცხავ. იცი, ახლა რომ ვუფიქრდები, სხვანაირად ვერც მოიქცეოდა. არ გეგონოს, შენ გამტყუნებ. ძალიან მიჭირს იმის გონებიდან ამოშლა, რაც გადავიტანე შენი ეგოისტობის გამო. უბრალოდ ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე და არ მინდა უშენოდ გავატარო დარჩენილი ცხოვრება. ვიცი, ბოლომდე ვერასდროს გავიმთელებ გულს, მაგრამ რა ვუყოთ... შეიძლება შენს ადგილას მეც ასე მოვქცეულიყავი.-გულში რაც მაქვს, იმას ვეუბნები და მხარზე თავს ვადებ. -ყველაზე მაგარი და მყავს!-კივის გახარებული ნიცა და მხარზე დადებულ ჩემს თავს თავისას ადებს.-აჰა... ეს ყველაზე მაგარი პოზაა! -ნი... -ხო. -ლეას როდის მანახებ?-ამის თქმისას წარმოდგენილი მაქვს, რომ თათა და ლეა ერთად გაიზრდებიან. ხო, მე ამ პატარა ამნგელოზზე უარის თქმას არ ვაპირებ. ლეა და თათა დებივით იქნებიან. ერთს მარგალიტს დავუძახებ, მეორეს ბრილიანტს. -ხვალ... ტელეფონის ეკრანზე უცნობ ნომერს რომ ვხედავ, მაშინვე ვხვდები, ვინც უნდა იყოს დილის მერცხალი. დაბოხებული ხმის გასანეიტრალებლად ვახველებ, წელში ვსწორდები, პერანგსაც ისე ვისწორებ, თითქოს სალაპარაკოდ კი არა, ვიღაცასთან შესახვედრად ვემზადებოდე და ვპასუხობ: -დილა მშვიდობის, შიო! თუ სხვა ხარ და ვცდები? პასუხად დუმილს ვიღებ. დამაბნეველი იყო ჩემი პირველი ფოკუზი, ამას ველოდი კიდეც. საინტერესო ისაა, რამდენ ხანში დააწყობს მომზადებულ სიტყვებს ისევ იგივე რიგზე და ჩემს წინაამღდეგ მორიგ შეტევას განახორციელებს. -ჩემი მოტყუება ხომ არ გინდოდა თინეიჯერების საყვარელი ხერხით? მაგალითად, მე გიო ვარ და ძალიან მომწონხარ, ამ საღამოს რას აკეთებ?-ვკისკისებ და თვალის გუგებს მობილურისკენ ცნობისმოყვარედ ვატრიალებ. -მგონი არც მე ვარ თინეიჯერი და არც შენ, ხო? თუ ვინმე სხვა შიოს იცნობ, არ ვიცი... უნდა შევხვდეთ.-მისი პასუხი იმდენად შეუდრკელი და შეუპოვარია, რომ ალბათ გასაოცარი არცაა, უკმაყოფილო რომ ვრჩები. -გასაგებია. იქნებ მშვიდობიანი დილა მაინც გესურვა ჩემთვის?-გულმოცემული ვეკითხები. -ჩემი ზარით დაწყებული დილი მშვიდობიანი ვერ იქნება, მშვენიერო, ასე რომ აწიე ეგ ლამაზი საჯდომი, ჩაიცვი და ათ წუთში ეზოში ჩამობრძანდი!-სარკასტული მოწიწება გამოსჭვივის მის სიტყვებში. -უზრდელო! მამაკაცები რატომ ხმარობთ ასე მარტივად ლამაზს და მშვენიერს მაშინ, როცა საქმე ქალს ეხება?-ვაპროტესტებ და თავისთავად ვდგები საწოლიდან. -იმიტომ, რომ სილამაზე და მშვენიერება აუცილებლად სიყვარულს არ უკავშირდება. დროებით.-მემშვიდობება და მტოვებს ასე გამშრალს და პირშიჩალაგამოვლებულს. -იმიტომ, რომ სილამაზე და მშვენიერება აუცილებლად სიყვარულს არ უკავშირდება!-ვაჯავრებ და ენას პირიდან რაიმე საშინელების თქმისთვის ვასრიალებ.-ეს... ეს... ეს... ღმერთო, ჩემი ულევი სიტყვების მარაგი რატომ მელევა მაშინ, როცა საოცრად მჭირდება? მართალია ღმერთს ვსაყვედურობ, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი დღე ჩემს სასარგებლოდ დასრულდება. მოკლედ შეკრეჭილ შავ თმას ადვილად ვივარცხნი, შედარებით მოკლე ღერებს ყურებს უკან ვუძებნი ადგილს და გარდერობიდან თეთრ ტილოს შარვალს და ყავისფერ, ზოლებიან მაისურს ვიღებ სამკუთხა მკლავებით. საყვარელ სუნამოს ვისხურებ და ანარეკლს ზერელედ ვავლებ თვალს. ნიცას ჯერ კიდევ სძინავს. ბავშვობიდან მიკვირდა, თუ რა ძილის მბრძანებელი ეუფლებოდა ასე, ბომბიც რომ ჩამოვარდნილიყო, მას მაინც რომ არ ეღვიძებოდა. აი, ახლაც ამდენი ვილაპარაკე, ვიბობროქე, კარადაში ვიძრომიალე, საწოლი ვაჭრიჭინე და მას ჯერ კიდევ ღრმად და უშფოთველად სძინავს. ჩემკენ ვაბრუნებ და ვარდისფრად შეფერილ ქუთუთოებზე ვაკვირდები. რა ლამაზია დილით. სულ სხვანაირია, მოღლილი, ბევრი ცრემლის დაღიც ასვია, მაგრა, მომხიბვლელი ნაკვთები, რა თქმა უნდა, არ შეცვლია. მაინც ვთვლი, რომ ქალობამ თავისი ეშხი მისცა, ამიტომაც ჩამაფიქრა მისმა დანახვამ ამ წუთას. -ნიცა, ნიცა... გაიღვიძე!-ვარწევ ჩურჩულით, რომ არ შევაშინო. ჩემი ხმა ჩაესმის, მაგრამ გვერდს ინაცვლებს. თავს ვაქნევ და ისევ ვეჯაჯგურები. -ჰმ...-ზმუილს უშვებს ის. -ნიცა, მე მივდივარ და გასაღებს დაგიტოვებ, კარგი?-ამ სიტყვებით გასაღებს გვერდით ვუდებ და კარისკენ მივდივარ. -სად მიდიხარ? -საქმეზე. არ მცალია ახლა. საღამოს ლეა ჩემთან მოიყვანე. ხომ უნდა გაიცნოს დეიდა.-ვაბარებ და ცოტაოდენი ხეტიალის შემდეგ სახლის კარებს ვიხურავ. უზრდელი! ნეტავ, სულ არ მოვიდა? ეზოში არ ჩანს. შეიძლება მანქანაში ზის, მაგრამ რა ვიცი, რომელია მაგის მანქანა? თუ ტყუილად გამოვიპრანჭე, ნამდვილად გავგიჟდები. თან რომელი საათია? ალბათ ათი. წამომახტუნა და იქნებ თვითონ ლოგინში გორაობს. თუ ასეა, აღარ ვიცი, როგორ შევძლებ თავის შეკავებას თუნდაც თათას გამო. პირდაპირ მივდივარ და გული მისკდება, როცა ჩემ გვერდით მდგომი მანქანის კარები იღება, მეჯახება და კინაღამ მიწაზე მაქცევს. ^^^ შუადღე მშვიდობის! ვინც ფორლავჯის ჯგუფში ხართ, მოგეხსენებათ ჩემი პრობლემების შესახებ. ვიცი, ეს არ მამართლებს თქვენ წინაშე, მაგრამ სხვანაირად მოქცევის საშუალება ნამდვილად არ მქონია. იმედია მოგწონთ, როგორც ვითარდება მოვლენები და თქვენს აზრსაც დააფიქსირებთ. უყვარხართ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.