წერე ჩემზე
იმ დღეს ანა ჩემთან დარჩა. აჩიზე აღარ გვისაუბრია. ბევრი მეხვეწა ალექსზე მომიყევიო. მაგრამ ვერა! არ შემიძლია ამ თემაზე საუბარი. ეს ჩემი და მისია! ჩვენ ორის ტკივილი. სხვა არავისი. ეწყინა… მაგრამ არაფერი უთქვამს. უბრალოდ ვიხსენებდით ბავშვობას. ცხოვრების ყველაზე ლამაზ პერიოდს. ეს ანასთვის, ჩემთვის ცხოვრების ყველაზე ლამაზი ეპიზოდი ალექსია. ალექსის გამოჩენა მზის გამონათებას გავდა ჩემს ცხოვრებაში. მანამდე დიდი ღრუბელი იყო. სულ ერთიდაიგივე. ჯერ სწავლა, მერე მუშაობა, მშობლებისგან გადასვლა და ამის სანათესაოს დონემდე განხილვა, თუ რატომ არ მინდოდა მშობლებთან და რატომ მინდოდა 25 წლის გოგოს მეცხოვრა დამოუკიდებლად. აღარ ერეცხა დედას სარეცხი და ეკეთებინა საჭმელი. ჩვეულებრივი რუტინული, ერთფეროვანი ცხოვრება. თითქოს ბედნიერი ვიყავი. ამის მჯეროდა, ანას შემხედვარე არავის ვიკარებდი. არავინაც არ მჭირდებოდა ბბედნიერებისთვის თითქოს და ვიყავიიისე როგორც მინდოდა. ამ ყველაფერში იყო სიმართლის მარცვალი. თუმცა გამოჩნდა ალექსი…. ეს იცით რას გავდა? დიდი ღრუბელი ცაზე, შავი. უცბად ქარი ამოვარდა. დიახ! ჩემ ორგანიზმში გადატრიალება მოხდა. ღრუბლები გაიფანტა და გამოანათა მზემ. ალექსმა. თითქოს სისხმლაც სხვანაირად იწყო დენა. 2010 წლის 13 აპრილი. გაზაფხული ამ დღეს ჩემშიც შემოსულიყო. ვარდისფერი კაბა მეცვა ვრილი ყვავილებით, ჩემი წითელი თმა მხრებზე დამროდა და ამინდის გამო ბედნიერი მივუყვებოდი ქუჩას. წინიდან მოდიოდა, მუქი ჯინსი ეცვა, ღია ფერის ჯინსის კურტკა და შავი მაისური, შავი თმა კოსად აეკრა, ზურგ ჩანთა ცალ მხარზე ქონდა მოგდებული და მუსიკას უსმენდა. მასაც ეტყობოდა გაზაფხული. არ შემოუხედავს ჩემთვის. მე მომეწონა მისი გარეგნობა და თვალი ავარიდე რომ არ შემჩნეოდა. გვერდით უნდა ჩამევლო ყურსასმენი რომ მოიხსნა და შემომხედა. ჩემ სმენას ბოხი ხმა მოხვდა: -გამარჯობა!-გამიკვირდა, ჯერ ვიფიქრე იქნებ ნაცნობია და ვერ ვცნობთქო. არა! გამორიცხულია. -გამარჯობა, უცნობო! -როგორ ხარ?-ის განაგრძობდა ჩემს მოკითხვას ძველი ნაცნობივით. -მშვენივრად, შენ ?-მე გაკვირვების მიუხედავად არაფერს ვიმჩნევდი. -მეც.-გამიღიმა და გზა განაგრძო. მეც ასევე გავუყევი გზას. ერთხელ, ჩვენი შეხვედრიდან 1-2 კვირა იყო გასული, სიმართლე, რომ გითხრათ ერთი -ორიდღე მართლაც ვფიქრობდი მასზე, მერე კი სულაც აღარ მახსოვდა. სამსახურიდან გამოვედი კაფეში რომ დავინახე. გარეთ იჯდა, წიგნს კითხულობდა, ხვეული თმა სახეზე ჩამოყროდა, წვერი დაბალზე და მათში მკვეთრად ჩანდა დიდი ვარდისფერი ტუჩები. თან მუსიკას უსმენდა, გრძელ თითებს მაგიდაზე ათამაშებდა. ხაკისფერი მაისური ეცვა. ცოტახანს ვუყურე, მერე კი მისკენ გავემართე და წინ დავუჯექი, ხელები მაგიდაზე დავაწყვე და ინტერესიანად დავუწყე ყურება. გაკვირვებულმა ამომხედა და გამიღიმა. ხმას არცერთი ვიღებდით, უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში. წინ ჩაი ედგა, მეც უბრალოდ წამოვიწიე და მისი ჭიქიდან მოვსვი თბილი სითხე. ლიმონიანი იყო, ტკბილი. არ მიყვარს ტკბილი ჩაი, მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო. ესეც ჰომ ხდება?! ვიღაცას უბრალოდ ვხდებით ქუჩაში, ხვდები, რომ რამდენიმე წამში ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერს ფერები შეეცვალა და ისევ ისე აღარასდროს იქნება აღარაფერი. ასე იყო ალექსიც. იმ დღეს ჩემში უცნობი შემოიჭრა და ბოლომდე დაილექა. -ჩაის ქურდო!-გაეცინა მას. -რა გქვია უცნობო?-მასთან თავისუფად ვიყავი რატომღაც. -მე უცნობის სტატუსი უფრო მომწონს, წითელო! -წითელი?-გავიკვირვე მე, ისე თითქოს პირველად მომართეს ესე. -აჰამ! რა გიკვირს?- წიგნი დახურა და ჩემკენ გადმოიხარა, ფაქტია ჩემმა აქციელმა გაახალისა. -რავიცი.- მხრები ავიჩეჩე მე. -ბევრი კითხვა გიტრიალებს თავში… მე თავი დავუქნიე იმის მიუხედავად, რომ სულაც არ იყო ეს კითვა. -ცხოვრებაში არსებობს ისეთი წამები, რომელიც სუნთქვას გავიწყებს, ზოგჯერ ბედნიერებისგან, ზოგჯერ უბედურებისგან. ზოგჯერ უბრალოდ ქუჩაში ვხდებით ადამიანებს, რომლებიც უბრალო უცნობი გამვლელები არ არიან და ამას ვგრძნობთ, მთელი არსებით, მაშინაც წამით გვეკვრის სუნთქვა. ზოგი უბრალოდ უშვებს ესეთ ადამიანს, მე კი ვერ დავუშვი ეს. ის ჩემკენ იყო გადმოხრილი, ხელები მაგიდაზე ელაგა და მე მიყურებდა. მეც გადავიხარე და ტუჩებზე ვაკოცე. გაუკვირდა ჩემი სითამამე. მეც იმავეს ვგრძნობდი და ვიცოდი ახლა ეს რომ არ მექნა დიდხანს ვინანებდი. წამოვდექი და გავბრუნდი სამოსასვლელად, ის ისევ ისე იყო. მერე კი უკან გავიხედე. -სასიამოვნოა შენი ნახვა!-ვუთხარი და გამოვბრუნდი. ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება, ან აღფრთოვანება, რაღაც სხვა იყო ჩვენი ურთიერთობა. ეს არ გეგონოთ უბრალო ფეტიში დასრულებულ ურთიერთობაზე. ჩვენი გრძნობა სხვა იყო. დიახ, ორივეს გვწამდა, რომ სამყაროში ვიღაც ზუსტად ჩვენთვის იყო გაჩენილი. ეს ვიღაც კი ორივემ ვიპოვეთ ერთმანეთში. სიყვარული სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე როგორ გამოიყურება შენი სიყვარულის ობიექტი, ეს დამოკიდებულია ვინ არის ის, ჩვენ ყოველდღე ვხდებით უამრავ ადამიანს, მაგრამ იმმ ერთადერთში ყოველთვის არის რაღაც დაუვიწყარი, რასაც სხვა ვერავინ შეცვლის. ეს შეიძლება იყოს მისი აურა, სურნელი, თუ ხასიათის შტრიხები. უბრალოდ იცი რომ მას ვერასდროს ვერავინ ჩაგინაცვლებს, რადგანს ის ერთადერთი და შენია. მე ეს გავაკეთე! ** ** დღეს უჩვეუოდ ადრე გამეღვიძა, 5:20 წითი იყო ზუსტად. ვეღარ დავიძინე და იძულებული ვიყავი ავმდგაიყავი. სამზარეულოში ვზივარ ფანჯარასთან, წინ ყავა მიდგას. ორი კვირისწინ გამოჩნა ალექსი და ერთი ზარისა და ბროწეულის გარდა სხვა არაფერი. არც მეგონა საერთოდ თუ გამოჩნდებოდა მას მერე რაც მოხდა. მაგრამ, მაინც გამოჩნდა… ანუ, ისევ ვუყვარვარ ?! იქნებ მაპატიოს ჩემი საქციელი?! მის დასაბრუნებლად ყველაფერს ვიზავ! იგივე საქციელისთვის ყოველთვის ვაკრიტიკებდი ანის, აგრამ აჩი და ალექსი სხვადასხვა თემაა. ალექსი ყველაფრად ღირს. ის ჩემ უფერულ ყოველდღიურობას აფერადებს. აღარ შემიძლია უმისობის გაძლება. აღარც ვაპირებ უმისობას. ან ის და ბედნიერება ან არაფერი. უკვე დავიწყებული მეგონა, და თურმე იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე მიყვარდა. ისევ ამოტივტივდა და გამძაფრდა ძველი მიკუჭული გრძნობები. მის გარეშე სუნთქვაც მიჭირს. თავს ვაჯერებ რომკარგად ვარ, მაგრამ ვის ვატყუებ?! არასდროს მოატყუოთ საკუთარი თავი! მას მაინც ვერ დაუმალავთ ვერაფერს, ის კი როდის გაზღვევინებთ ამისთვის არავინ იცის. „არა! ელენე ეს აღარ უნდა გაგრძელდეს“ შემოვუძახე ჩემს თავს. პულავერი გადავიცვი და გარეთ გავედი. გზა თავისით მივიდა ალექსის სახლამდე. ვიცი სახლში არ იქნება. ამ დროს სარბენად მიდის, მაგრამ დაველოდები. მისი ხმა მენატრება, მანრები, თითები, ყავისფერი თვალები, შავი ხუჭუჭა თმა, კოცნა ყელზე, სექსი მასთან და ჩხუბი ჩემს მავნე ჩვევებზე, სიგარეტის მოწევაზე… ლაპარაკი ყველაფერზე, თან ლაპარაკი არაფერზე… 7 თვეა აღად ვეწევი. ყველაფერს მინდოდა გადავჩვეოდი რაც ალექს მახსენებდა, მე კი მხოლოდ ყველაზე რთულს დავანებე თავი. ისევ ვსვამ დილით ყავას სამზარეულოში და გავყურებ წინა კორპუსში მობინადრეებს, ვაკვირდები მათ. საღამოობით ისევ ვტკბები საყვარელი მუსიკით და ჭიქა ღვინით. ისევ რუტინული სამსახური მაქვს და ჩემი მეგობრების სია საგრძნობლად ცოტაა. ალექსთან ყოფნისდროს ყველაფერი სხვაგვარად იყო. მას ბევრი მეგობარი ყავს. მეც იძულებული ვიყავი მათთან ერთად მემხიარულა. მე კი არ მინდოდა ის დრო რასაც მასთან ვატარებდი ვინმე სხვისთვის გამენაწილებინა. ის მხოლოდ ჩემია. მე ესეთი ვარ. ფანატიკოსი და ადამიანების ამოჩემება ვიცი. ამიტომ არ მყავს მეგობრები. (ერთის გარდა). ამიტომ ვერ ვივიწყებ ალექსს. აღარ მინდა ასე! ის მინდა ჩემ გვერდით ისევ და ისევ მინდა ვეძახდე ჩემსას. თავისით მივედი ალექსისი სახლთან. აუაზრებლად ავუყევი კიბეს და დიდიხნის კარზე კაკუნის შემდეგ (როგორც ვთქვი, შესანიშნავად ვიცოდი ამდროს სახლში არ იქნებოდა) იქვე კიბეზე ჩამოვჯქი და თვალები დავხუჭე. 8ს 15 აკლდა რომ მოვიდა. ფეხის ხმა ვიცანი, რა თქმა უნდა, მაგრამ არ განვძრეულვარ. -ელენე! გავიგე მისი ხმა და გამაჟრჟოლა თხემით-ტერფამდე. მისი „ელენე“ ყველაზე განსაკუთრებული იყო, არავისას გავდა. ყველა ბგერას ყველაზე განსხვავებულად წარმოთქვამდა. ისე როგორც არცერთ ელენეს არასდროს არავინ ეძახის, მე მეძახდა ალექსი. -მომენატრე, ალექს.-ხმა ვერ დავიმორჩილე და ცრემლებით ამევსო თვალები- ძვლების ტკივილამდე მენატრები, ტირილამდე მივყავარ შენზე ფიქრს…-ყელში ბურთი გამეჩხირა და ლაპარაკშიხელს მიშლიდა, მე მაინც ვაგრძელებდი-შეხება, გამოხედვა მახსენდება და მინდა მოვკვდე თუ შენთან ერთად არ ვიქნები! -ელენე.-დაიჩურჩულა მან. ვხედავდი როგორი გაკვირვებული იყო, აღელვებულიც. ვგრძნობდი არც ის იყო კარგად. მე კი ვტიროდი და ვკანკალებდი უკვე. -ალექს, დამიბრუნდი გთხოვ! -ელენე გაყინული ხარ! შევიდეთ, გათბი. სულ კანკალებ.- თან თითებს მითბობდა და შიგნით შევყავდი. მის სუნთქვას თითებზე ვგრძნობდი. -ეს სუნთქვა სიიგიჟემდე მენატრებოდა… ჩავილაპარაკე ჩემთვის. მან არ შეიმჩნია, რადიატორთან დამსვა, თვითონ კი ჩაის გასაკეთებლად გავიდა. მე უკან გავედევნე, როგორც პატარა ბავშვი. -გაგიჩენ შვილებს!-ჩამწყდარი ხმით ვუთხარი-ოღონდ დამიბრუნდი, ჩემი იყავი და რამდენ შვილსაც გინდა იმდენს გაგიჩენ! -გაჩუმდი!-იღრიალა მან, მწყობრიდან გამოიყვანა ჩემმა სიტყვებმა.-გგონია შვილებს რომ გამიჩენ ამით რამე შეიცვლება? მე, რომ მენდომება იმ შვილებს. შენთვის კი სულერთი, რომ იქნეებიან ? მთავარია მე გყავდე და ყველაფერს იზავ ჰო ?- სიმწრით გამოსცრა მან, მე თავჩაღუნული და ატირებული ვუსმენდი სრულ სიმართლეს, ესეთი გამწარებული ალექსი ალბათ არავის უნახავს.-გგონია შენი გაჩენილი შვილები დამავიწყებს შენს საქციელს? ყველა შვილი პირიქით გამახსენებს რა საშინელიი ქალი ხარ! -შენ რომ გიყვარდე…-ამოვისლუკუნე მე-ამასაც გადავლახავდით! ბოლომდე მჯეროდა, ამ წამს მივხდი, რომ ალექსს არ ვუყვარვარ და არც ვყვარებივარ. -ცდები ელენე!-თითქოს ჩაწყნარდა-ჩემკენ წამოვიდა და წინ დამიჯდა, მაგიდის მეორე მხარეს.-ერთადერთი ხარ ვინც მყვარებია, და მიყვარს, სულ მეყვარება. სიყვარული არ მთავრდება, რაც არ უნდა გააკეთოს ამ სიყვარულის ობიექტმა, ის ან არის ან არა. სამწუხაროდ სიყვარული თავისით მოდის და ზოგჯერ არასწორი ადამიანები გვიყვარდება. როგორც მე! -რაც არ უნდა გააკეთოს ყველაფერს პატიობ თუ გიყვარს! -მე ჯიუტად ვიდექი ჩემს პოზიციაზე. -კი, ყველაფერს, გარდა ამისა! შემ ჩემი დაუბადებელი შვილი მოკალი!-ზარებივით გაისმა მისი ხმა.-როგორ არ გესმის, ელენე?! შენ ყველაზე კარგად იცოდი და გესმოდა, როგორ მინდოდა შვილი. თან შენგან! სხვა არავისგან. ვოცნებობდი როგორ გავასეირნებდი პარკში და ვეთამაშებოდი. როგორ გავზრდიდით ერთად. მინდოდა შენ გგვანებოდა. ლურჯი თვალები ქონოდა და ჭორფლიანი სახე. შენთვის დაეძახა დედა. შენ კი… -და მერე?! მე არ მეკითხები ? მე არ მინდა შვილი! არ მინდა! გესმის? არ მინდა ვიღაც შენს სიყვარულს და ყურადღებას მეცილებოდეს. მე არ მჭირდება ტიპური ოჯახი. დედა, მამა, შვილი.-მე ვყვიროდი და მთელი სარკაზმით წარმოვთქვი ბოლო სიტყვები. -ახლა ისიც არ ვიცი, იქნებ ასეც ჯობდა და ჩემს შვილს შენნაირი დედა რომ არ ეყოლება.-თავი ჩაღუნა და ხმა წართმეულმა აღმოთქვა. -შენ ჩემ სიყვარულს ვერ აფასებ!-ვუყვირე მე გამწარებულმა. თავი ოდნავ წამოწია და თვალებში ჩამხედა. მის თვალებში წამიერად სიმშვიდე დავინახე, ვიფიქრე მომეჩვენა. შემდეგ კი მშვიდი ხმით გამომიცხადა: ცოლი მომყავს. ვერ გეტყვით რა ვიგრძენი ამ სიტყვების მოსმენისას. ამას ვერ აღვწერ, ჩემს შინაგან ორგანულ პროცესებს სიტყვები ვერ აღწერს. არასდროს მდომებია შვილი, არც მაშინ ყველა გოგო ამაზე რომ ოცნებობს და არც მაშინ ტესტმა დადებითი პასუხი რომ აჩვენა. მეორე დღესვე, ისე რომ ალექსს არაფერი ვუთხარი, აბორტი გავიკეთე. ვიცოდი შვილი უნდოდა, ამაზე ოცნებობდა, ბევრჯერ შემომაპარა კიდეც გააჩინეო, მაგრამ ჩემი კატეგორიული პასუხიც იცოდა მან. ჩემს დაბადებისდღეზე შემთხვევით უჯრაში იპოვა გადანახული ტესტი და გაიგო. გოგოზე ოცნებობდა, არც ამას შეუშლია ხელი აბორტის დროს. არცერთი წამით არ მინანია ეს გადაწყვეტილება. არც ახლა ვნანობ! მე არ ვარ დედობისთვის მზად. მაგრამ ალექსის გარეშე…. მან ვვერ გადალახა, მაშინვე ჩაალაგა ნივთები და მიმატოვა. ახლა სავარაუდოდ იმავე დარტყმა მომაყენა, რაც მე მას. სხვა მოყავდა ცოლად. სხვისი ქმარი ერქმეოდა. სხვა გაუჩენდა შვილს და გააბედნიერებდა. მე? მე… აქ ზედმეტი ვარ. ცოტახანი გაშტერებული ვიჯექი მის წინ. მერე ტირილი ამივარდა და სასწრაფოდ წამოვედი მისი სახლიდან. არც გამომყოლია. მე მისთვის მზად ვიყავი შვილიც კი გამეჩინა, ოღონდ დამბრუნებოდა. მან კი ვერ მაპატია უბრალო აბორტი. არ ვყვარებივარ! როგორც მან თქვა, ამ გრძნობას ვერაფერი ცვლის. მან კი ვერ მაპატია და სხვა მოყავს ცოლად. ეს ფიქრი მანადგურებს. შიგნიდან მჭამს ალექსი-ჩემი დიდი სიყვარული! ალექსი-სხვისი ქმარი… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.