შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ მიყვარხარ (სრულად)


1-10-2016, 13:54
ავტორი mariam-mariam
ნანახია 6 999

ზოგჯერ ადამიანები ჩვენს
ცხოვრებაში შემოიჭრებიან, გვპირდებიან სამუდამოდ ერთად ყოფნას
ჩვენთან დაახლოვებას ცდილობენ,
ჩვენს სულებში იქექებიან,
გულს მთლიანად მიისაკუთრებენ და როცა აღარაფერს დაგვიტოვებენ
მიდიან...
მიდიან და თან მიაქვთ ყველა ის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ცხოვრებისა, რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია.

ხო მიდიან და გტოვებენ ყველაფრის გარეშე.
იმ ყველაფრის გარეშე, რომელიც ერთ დროს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო...


არც ეს ამბავია სხვებისგან გამორჩეული და არაბანალური...
პირიქით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ბანალური ისტორიაა, რაც კი ოდესმე მსმენია, თუმცა მაინც ყველასგან გამორჩეული..
რადგან თვითონ იყვნენ ყველასგან გამორჩეულები...
თითოეული მათი სიტყვა იყო გამორჩეული და განსხვავებული...
თითოეული მიყვარხარ..
თითოეული მძულხარ და თითოეული შენ გარეშე არ შემიძლია..
თვითონ მარიამი და თაზო იყვნენ განსხვავებულები..

გაცნობაც ძალიან ბანალური ქონდათ..
საერთო მეგობართან გაიცნეს ერთმანეთი და მხოლოდ სიტყვა ”სასიამოვნოა”-თი შენოიფარგლენ...
თუმცა სწორედ ამ მომენტიდან შეუყვარდა მარიამს გადრანი..
სწორედ მაშინ დაიწყო უცნობი გრძნობის გაღვივება მის სხეულში...

არც გადრანი იყო ნაკლებ დღეში..
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პირველივე შეხებისთანავე არ შეყვარებია კერესელიძე, თუმცა ის გრძნობა რასაც მის მიმართ განიცდიდა ყველასგან განსხვავებული იყო...
რამდენჯერ უთქვამს:
-არ ვიცი ეს ყველაფერი რას ნიშნავს, მაგრამ მაგიჟებს მისი თითოეული მოძრაობა და გამოხედვა მაგიჟებს..
ღიმილი..
თვალები...

ყველაფერი ძალიან ბანალური და არაფრით გამორჩეული იყო..
ერთ საღამოს, როცა მარიამი არსად ჩანდა, თაზოსაც უცნობი გრძნობა დაეუფლა...
გრძნობა, რომელიც აიძულებდა კერესელიძე რაც შეიძლება ახლოს ყოლოდა და მოხვეოდა..
მოხვეოდა ისე, რომ თითოეული ძვლის ტკაცუნის ხმა გაეგო..
სურდა მხოლოდ მის მკლავებში ყოფილიყო ის სიფრიფანა სხეული და სამუდამოდ ესე ყოლოდა...
არც დროს და არც მეგობრების შეძახილებს არ შეუყოვნებია გადრანი..
ღამის სამ საათზე ჩაჯდა მანქანაში და დიდი სისწრაფით წავიდა კერესელიძის სახლისკენ...
არც მაშინ შეყოვნებულა, როდესაც კარი თმააბურდულმა მარიამმა გაუღო და გონზემოსულმა მაშინვე ცხვირწინ მიუკეტა..
-შემომიშვი რა..
ოც წუთიანი გარეთ ყურყუტის შემდეგ გაყინული ხმით ამოიფრუტუნა თაზომ და კარებზე ფრთხილად დააკაკუნა...
მაშინვე გაუღო დაბნეულმა კარები და ყოყმანის მერე მისცა სახლში შემოსვლის უფლება..
თვალებ გაფართოებული მარიამი სამზარეულოს კართან აიტუზა და მომლოდინე თვალებით ახედა ორი თავით მაღალ თაზოს..
-იცი... - დაბნეულმა დაიწყო ლაპარაკი თაზომ და საკუთარი თავის გაუკვირდა.. - შენი ნახვა მინდოდა..
მაშინვე პირდაპირ სათქმელზე გადავიდა გადრანი და გაცისკროვნებული სახით მიაშტერდა უარესად დაბნეულ მარიამს..
-მ..მეც
ათ წუთიანი დუმილის შემდეგ ფრთხილად ამოილაპარაკა მარიამმა და აწითლებული ლოყების დასამალად ვარდისფერ ფუმფულა ხალათში თავი ცხვირამდე ჩამალა...
გულწრფელად გაეცინა თაზოს კერესელიძის ამ
ბავშვურ საქციელზე და დიდი ძალისხმევის შედეგად ძლივს შეიკავა თავი, რომ ის პატარა გაბუშტული ტუჩები არ დაეკოცნა...
კიდევ დიდხანს იდგნენ ესე და უყურებდნენ ერთმანეთს.
ორივე სხვადასხვა რამზე ფიქრობდნენ, თუმცა ორივეს ფიქრები ერთმანეთს უკავშირდებოდა..
-იცი.. მგონი... წასვლის დროა..
სვენებ-სვენებით ამოილაპარაკა გადრანმა და კარებისკენ წავიდა...
მორჩილად გაუნთავისუფლა გზა მარიამმა და თავჩახრილი დადგა ღია კარში..
და გაისმა კითხვა, რომელმაც ორივეს გულისცემის აჩქარება გამოიწვია:
-ხვალ გნახავ?
და პასუხი, რომელმაც ორივეს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა..
-კი.
შეპარული ღიმილით გადახედა ამ პასუხით უზომოდ გახარებულმა თაზომ და ისე გადაეხვია მეზობლის ბავშვივით კარებთან ატუზულ მარიამს გონზე ვერ მოვიდა..
-ბოდიში
უხერხულად მოშორდა და თვალის დახამხამებაში გაქრა კერესელიძის სახლიდან...

იმდენად უცხო და მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი მარიამისთვის, რომ გაშეშებული იდგა ღია კარში და მომღიმარი სახით უყურებდა უკვე კარგა ხნის წასულ თაზოს...

უფრო დიდი და ამოუცნობი შეგრძნება ეუფლებოდა კერესელიძეს და ეს ყველაფერიც საშინელ სიამოვნებას გვრიდა..
მომდევნო დღის ლოდინში მთელი ღამე გაათენა..
უბრალოდ იჯდა და ნაცრისფერ და დიდ მთვარეს აბრჭყვიალებული თვალებით უყურებდა...

არც გადრანს უძინია დარჩენილი დრო..
უაზროდ იჯდა და მეგობრების უაზრო ხუმრობებზე ზრდილობის გამო იღიმოდა...
ფიქრებით კი სიფრიფანა მარიამისკენ იყო...
ისევე როგორც მარიამის თითოეული ფიქრი იყო თაზოსკენ მიმართული...


იმ დღის მერე არ არსებობდა ცალკე მარიამი და ცალკე თაზო...
ყველგან ერთად დადიოდნენ და ხშირად ყოფილან მისაბაძი მაგალითიც..

მთელ თბილისში მათზე ლაპარაკობდნენ...
”წარმოგედგინა ოდესმე გადრანი და კერესელიძე ერთად?”
”ღადაობ?! ეგენი ერთად?!”
და კიდევ სხვა ბევრი მრავალი
უაზრო კომენტარი...
თუმცა ფაქტი ფაქტია...
მთელი ოთხი წელი იყვნენ ერთად..
ოთხი ბედნიერი წელი...
რადიკალურად შეცვლილი გადრანი და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე მყოფი კერესელიძე...
არცერთი დღე ერთმანეთის გარეშე...
რამდენი სიგიჟე აქვთ ამ ოთხი წლის მანძილზე ჩადენილი...
თუნდაც ის რომ, შუა ზაფხულში, სამსახურის საქმეებში ყელამდე ჩაფლულ გადრანს იმდენად მონატრებია მისი გოგო, რომ წასულა, მხოლოდ ხუთი წუთით უნახავს და უკან დაბრუნებულა..
-გიჟი ხარ..
ამ ყველაფრით გაოცებულ მარიამს ხშირად უთქვამს ეს სიტყვები და უზომოდ გახარებული ძლიერად შემოხვევია კისერზე..

ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ
ეს ისტორია უცნნობს რომ მოესმინა, აუცილებლად იტყოდა ზღაპარიაო..
თუმცა ფაქტია...
მათზე მეტად ერთმანეთი არავის არასდროს ყვარებია..


თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული, ისევე როგორც ერთი შეხედვით ამ ლამაზ ზღაპარს...

ერთ დღეს ისევე უცებ წავიდნენ ერთმანეთის ცხოვრებიდან, როგორც გამოჩნდნენ..
წავიდნენ და თან წაიღეს ყველა კარგი მოგონება რაც გააჩნდათ..


ისე უცებ შეიჭრნენ ერთმანეთის სხეულში, რომ გააზრებაც ვერ მოახერხეს, სამუდამოდ ერთადყოფნა შეჰფიცეს ერთმანეთს, ერთმანეთის გულები სრულიად მიისაკუთრეს და წასვლისთანავე ყველაფერი თან წაიღეს..
ყველა ის ბედნიერი წუთი რაც კი ოდესმე ერთად გაუტარებიათ....
მიზეზი კი დღემდე უცნობია..
არცერთი არაფერს არ ამბობდა ამასთან დაკავშირებით...
ერთ ოთახში ერთად ხუთ წამსაც კი ვერ ძლებდნენ..
ბოლოს კი ისეთი რამ მოხდა რასაც ვერავინ წარმოიდგენდა...
მარიამი უბრალოდ ადგა და წავიდა..
ესე უთქმელად ადგა და წავიდა..

შემდეგ?
შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა...
აღარ არსებობდა ის თაზო გადრანი, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე იყო..
ის მხიარული და მოსიყვარულე გადრანი, რომელიც მარიამმა აღმოაჩინა და მის წასვლასთან ერთად გააქრო..



ხუთი წელი გავიდა მას მერე რაც მარიამი და თაზო ერთად აღარ არსებობს...
ხუთი მტანჯველი წელი ორივესთვის..
თუმცა ამ ხუთი წლის განმავლობაში თაზომაც გადაწყვიტა წასულიყო და ისიც ესე უთქმელად გაუჩინარდა...
იტანჯებოდნენ ორივე ცალ-ცალკე, თუმცა ამის მოგვარებას არ ცდილობდნენ...



დღევანდელი დღე..
-მარიამი ჩამოდის.
გაოცებულმა წამოიყვირა შესვლისთანავე სალომემ და ნინუცას ლოგინზე მოწყვეტით ჩამოჯდა..
-ჩვენი მარიამი? კერესელიძე?
მაშინვე წამოყო ბალიშიდან თავი და გაფართოებული თვალებით გადახედა..
როგორც კი თანხობა მიიღო მაშინვე ფეხზე წამოხტა და მთელ ოთახში დაიწყო სირბილი...


-თაზო ჩამოდის..
ღრმა ნაპასის მერე მოგუდული ხმით ამოილაპარაკა ლუკამ და თორნიკეს გახედა, რომელსაც აშკარა გაკვირვება ეხატა მთელ სახეზე.
-რ..როდის?
დაბნეუმა ამოილაპარაკა და ფეხზე წამოდგა...
-დღეს ღამე!
შეპარული ღიმილით ამოილაპარაკა ლუკამ და სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩააგდო...




ორივე თვითფრინავი ერთდროულად დაჯდა თბილისის აეროპორტში..
მოშორებით იდგნენ, თუმცა მაინც გრძნობდნენ ერთმანეთის სიახლოვეს...
გრძნობდნენ იმ დროის ბედნიერებას როცა ერთად იყვნენ და არაფერი აინტერესდბდათ..
გრძნობდნენ ერთმანეთის სიყვარულს, თუმცა მთელი ძალით ცდილობდნენ ამის დაიგნორებას...

როგორც კი ნაცნობი სახეები დაინახეს გახარებულები გავარდნენ და მთელი ხუთი წლის მონატრება ერთბაშად ამოხეთქეს..

სხედან და ყველანი თავთავიანთ ფიქრებში არიან გართულები...
-შეგიძლია ეხლა მაინც თქვა რამე? ერთი სიტყვით მაინც, რა მოხდა..
ძლივს ამოილაპარაკა ნინუცამ და მომლოდინე სახით გადახედა მარიამს..
-ღალატი..
ჩურჩულით ამოილაპარაკა და ცრემლებმაც იწყეს სვლა..

გაჩუმდნენ, ყველანი გაჩუმდნენ ისე, რომ ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდით მარტო...
უცებ მოატრიალა მანქანა ნინუცამ და ნაცნობი გზით წავიდნენ...

სხვანაირად უცემდა მარიამს გული..
გრძნობდა, რომ რაღაც ისეთი მოხდებოდა, რაც რადიკალურად შეცვლიდა მის ცხოვრებას..
ბოლოს როცა ნაცნობი სახლის წინ გაჩერდნენ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მანქანიდან გადავიდა..

ფეხების კანკალით აიარა ოთხი სართული და კარების გაღებისთანავე იგრძნო ნაცნობი სურნელი, რომელმაც სასიამოვნოდ აუწვა ცხვირის წვერი...
იდგა ღია კარებში და უყურებდა რადიკალურად შეცვლილ გადრანს..
ადამიანს, რომელიც იმაზე მეტად უყვარს ვიდრე ეს ხუთი წლის წინ იყო..


არც გადრანი იყო ნაკლებ დღეში..
იდგა და უყურებდა ფურცელივით თეთრ მარიამს და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა..
გონზე, რომ მოვიდენ ოთახში მარტო იყვნენ, დაბნეულებმა კიდევ ერთხელ შეათვალიერეს ერთმანეთი და მოწყვეტით ჩაეშვნენ დივანში...
-შეცვლილი ხარ..
ბოხი ხმით ამოილაპარაკა და დაბნეულმა აათვალიერა.
-ჰ..ჰო..
ძლივს უპასუხა მარიამმა და თითებია მტვრევა დაიწყო..
-მენატრებოდი..
ნახევარ საათიანი დუმილის შემდეგ ისევ თაზომ დაიწყო ლაპარაკი და ძლივს შეძლო მარიამისთვის თვალებში ჩახედვა..
-თაზო..
-მენატრებოდი, მჭირდებოდი...
ისევ თავისას აგრძელებდა გადრანი..
-თაზო.. მე..
-შენ გარეშე არ შემიძლია მარიამ... - ძლივს შეკავებული ემოციები ბოლომდე ამოხეთქა გადრანმა და უფრო თამამად შეხედა კერესელიძეს თვალებში.. - შენი ერთი სიტყვაც საკმარისია მარიამ, ერთი ”არ მჭირდები” და სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან, ”მიყვარხარ” და გპირდები ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ გამაგდებ შენგან..
ხომ იცი ის ყველაფერი არასწორად გაიგე.. რამდენჯერ ვცადე ამეხსნა, იმდენი ზურგი მაქციე.. მჭირდები მარიამ...
ერთბაშად მიაყარა გადრანმა და მარიამის წინ ორივე მუხლზე იდგა...
გაოცებული იყო კერესელიძე..
აზროვნების უნარი წართმეული ქონდა..
-მიყვარხარ მარიამ!
-ისევ მიყვარხარ გადრანო!
დუმილი კი კვლავ თაზომ დაარღვია და დასვა შეკითხვა:
-ხვალ შემხვდები?
და პასუხი, რომელმაც ორივეს ცხოვრება შეცვალა
-კი...



№1 სტუმარი mtvaro svani

zalian zalian kargi iyo emociuri.gamixarda rom sherigdnen

 


№2  offline წევრი nini :)

kargi iyooo... monewonaaa... magram male ganvitarda movlenebiii

 


№3  offline წევრი Mariam Modu

კარგია. ძალიან მომეწონა <3

 


№4  offline წევრი Hela

კარგი იყო მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent