შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადერა (6)


1-10-2016, 21:34
ავტორი N7
ნანახია 2 214

6
უზარმაზარ ოთახში სიჩუმე გოლიათივით შემოიჭრა და ჩვენ შორის ღრმა ძილს მიეცა. უსიტყვოდ ვისხედით და მე უხრხულად ვგრძნობდი თავს, არ ვიცოდი, რა მეთქვა და რა გამეკეთებინა, ის კი დაჟინებით მომშტერებოდა და ამ ჟესტით უფრო უხერხულად მაგრძნობინებდა თავს.
ბოლოს ხმა ამოიღო და სჯობდა არ ამოეღო.
– პოლიცია დაგსდევს, – მითხრა ჩახლეჩილი ხმით. მისმა ტემბრმა ტანში ჟრუანტელად დამიარა. – დღეს რომ მოხვედი დათქმულ ადგილზე, გელოდებოდი, მაგრამ შენს შორიახლოს პოლიცია შევნიშნე, მერე უკან გამოგყევი, აღმოჩნდა, რომ პოლიციას გამოვყევი. მოკლედ, მცირე ხანს ერიდე ციხეებთან და საეჭვო პირებთან სიახლოვეს. იცხოვრე ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით და მერე დაგიკავშირდები, – სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს, თვალებში ჯიქური მზერა არ მოუშორებია, მერე წამოდგა და სანამ წავიდოდა, თითქოს ახლაღა გაახსენდაო, მკითხა: – ხო შენთანაა საჩუქარი?
დღემდე ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერ ამომიხსნი მისი გამოყენებული საკვანძო სიტყვა. რა საჩუქარი? ვითომ, უბრალოდ საჩუქრად თვლიდა? თუ ესეც მრავალი ჩახლართული ამბის ერთ–ერთი ქვეტექსტი იყო? კითხვები ღრმად მილექილან გონების ფსკერზე, პასუხები კი არავითარი სასწაული ძალით არ ჩნდებიან კითხვების შორი–ახლოს.
მერე წავიდა.
დღემდე მწამს, რომ თავს არ უნდა აიძულო იფიქროს იმაზე, რაც ღამე შფოთვას მიჰგვრის, მაგრამ მაშინ ვერაფრით შევძელი ალტერ–ეგოს იძულება.
7
ერთ კვირაში უნივერსიტეტში დავბრუნდი. ლექციებზე ვიჯექი, თუმცა გონებით სხვაგან ვფრენდი. დიდი პაუზა და ეს ჩახლართული ამბები, რომლებიც სვავებივით დაფრენდნენ ჩემი გონების ზედაპირზე, ხელს არ მაძლევდა მომeსმინა და რამე გამეგო. არ დავბრუნდებოდი, მაგრამ, როგორც დათომ მითხრა, ჩვეულებრივი ადამიანივით უნდა მეცხოვრა, ანუ ისე,როგორც ვცხოვრობდი იმ წვიმიან დღემდე, სანამ ყველაფერმა რომ აიღო სტარტი.
ბოლო ლექციაზე, რომელიც ჩემს საბოლოო პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა, ლექტორმა დამიბარა, რომ არსად უნდა წავსულიყავი, სასაუბრო ჰქონდა. ვიჯექი და კიდევ ერთ დამატებულ საფიქრალზე ვიყავი კონცენტრირებული.
ხალხმა რომ დაცალა უზარმაზარი ოთახი, ლექტორს მივუახლოვდი. ეს პენსიონერი კაცი ჯერაც ფორმაში იყო, ჯერაც ყველაფერი რიგზე ჰქონდა და ჯერაც მიმაჩნდა, რომ ის თუ ოდესღაც ლექციების კითხვას არ აირჩევდა, იდეალური ექიმი დადგებოდა მისგან.
– ელენა, სად დაიკარგე? – მკითხა და ის იყო მომზადებული პასუხი უნდა ჩამებარებინა, რომ მისმა სიტყვებმა გამაჩერა: – იცოდე, არ მჭირდება გამზადებული წინადადებები, ხომ იცი, მაინც არ დავიჯერებ. ის მითხარი, რაც სინამდვილეში ხდება შენ თავს და მხოლოდ ამ შემთხვევაში გავიგებ.
დავიბენი. ასეთი სერიოზული საქმე პირველად მქონდა ბატონ გურამისთან. უფრრო სწორად, მას ჰქონდა ჩემთან, მაგრამ ყველა ვარიანტში პირველი იყო და ძალიან შემაძრწუნებელი, რადგან არ ვიცოდი, რა და როგორ უნდა მეთქვა. არ ვიცნობდი და ამიტომ ვერ ვხვდებოდი, დამაჯერებლად როგორ უნდა მეცრუა.
– პრობლემები მაქვს, ბატონო გურამ, – ვუთხარი გულწრფელად.
– მოაგვარე უკვე თუ კიდევ დიდი დრო დაგჭირდება? – დასვა კიდევ ერთი შეკითხვა.
– ალბათ, ცოტა ხანი კიდევ… – მხრები ავიჩეჩე და იმის მოლოდინში, თუ რას მეტყოდა ლექტორი, მივიწურე.
– ელენა, აკადემიური აიღე, რადგან შეფასებას ვერ დაგიწერ ამ კურსზე! – არც მთხოვა, არც მირჩია, უბრალოდ, მომთხოვა. ვიცოდი, რომ ასეთი კაცი იყო, მაგრამ აკადემიურს გონებაში ვერ გავივლებდი.
– არ დამჭირდება, იცით…
ჩემს წინადადებაში თავისი სიტყვა ჩატია:
– დაგჭირდება, ჩემს მასალას ვერ დაეწევი, – მითხრა, შებრუნდა და საკუთარ მაგიდაზე მიმოყრილი საქაღალდეების მოწესრიგებას მოჰყვა.
კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა, რადგან თავს დაჩაგრულად ვგრძნობდი. ამავდროულად, ექო გაჰკიოდა,რომ ეს კაცი მართალი იყო და უნდა დამეჯერებინა.
რამდენიმე დღე ვფიქრობდი და ბოლოს მართლაც ავიღე აკადემიური.
7
– ელენა, შეცვლილი მეჩვენები! გახდი? – ჩემი მდგომარეობა ათას კილომეტრს მიღმაც კი შენიშნა დედაჩემმა, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი კამერასთან ახლოს ვყოფილიყავი, რომ ეს ჩამომხმარი სახე დამემალა.
– ხო, ცოტა გავხდი, დე, – გავიღიმე ნერვიულად.
– რამე ხდება? – ნერვიულობას აყვა დედაჩემი.
– რა უნდა ხდებოდეს, ეკა? – ვეცადე ჩემს ძველ „მეს“ დავბრუნებოდი, ცოტა ხნით მაინც, დედაჩემის წინ მაინც.
ვიცოდი, რომ ცუდად ვიქცეოდი. ვიცოდი, რომ ძალიან ვატკენდი დედაჩემს, მაგრამ ამავდროულად იმასაც კარგად ვაცნობიერებდი, რომ საქმეში ვიყავი და აქედან გამოსვლა შესვლისმსგავსად ადვილი აღარ იქნებოდა.
– უნივერსიტეტში ყველაფერი ნორმალურადაა? – თავი დავუქნიე, – სახლში? – კიდევ ერთხელ დავუქნიე თავი თანხმობისნიშნად და თვალები გადავატრიალე. – ღმერთო! – წამოიყვირა უცებ, მერე გაეღიმა, მერე ისევ დასერიოზულდა. – შეყვარებული ხარ?
გამეცინა. როგორც ჩანს, დედა თავის ძველ ფორმას არ კარგავდა.
– არ მეგონა, სიყვარული თუ ადამიანს ახდუნებდა, დე! – ამდენი ხნის შემდეგ, პირველად ვიცინე ხმით.
– როცა გიყვარს, ჭამა მეორეხარისხოვანი ხდება! – თვალი ჩამიკრა ეკამ და კიდევ ერთხელ მკითხა, ვიყავი თუ არა შეყვარებული, ოღონდ ამჯერად თვალებით.
– არა, დე, ა–რ–ა! არავინ არის ამჟამად ჩემ ცხოვრებაში... შენ გარდა! – დავამატე ბოლოს.
ეკამ ამოიხვნეშა და სწრაფად დამემშვიდობა. კიდევ კარგი, თვითონ მოფიქრა, თორემ ამდენ სიყალბეს ვერც მე ავიტანდი და, კარგად ვიცი, ვერც – ის. დიახ, ხვდებოდა, რომ ვატყუებდი და დროთაგანმავლობაში შეეცდებოდა ჩემგან სიმართლის გამოძალვას, რადგან კარგად მიცნობდა და იცოდა, როდის ვცრუობდი, როდის სიმართლეს ვამბობდი.
7
ტელევიზორში მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვუყურებდი გვიან, კარი რომ გაიღო. მისაღებსა (რომელშიც დიდი ტელევიზორი იდგა) და კარს შორის მხოლოდ პატარა ჰოლი იყო, ამიტომ გასაღების ჩხაკუნმა და რკინის რიხინმა ცოტა დამაფრთხო. ვიცოდი, რომ ჩემი მეზობლები ლაშქრობაში იყვნენ წასულები ორი დღით, ამიტომ იმ საღამოს არავის ველოდი.
შეშინებულმა ფეხებში ახლართული პლედი სწრაფად მოვიშორე, წამოვხტი და შუქი ავანთე. კინაღამ გული გამისკდა, განათებისთანავე კარში რომ ჩადგა მამაკაცი. შიშისგან გამოწვეული სიზანტით ავატარე მზერა მამაკაცის სხეულს და სახე დავინახე თუ არა, უარესად დავფრთხი. მეგონა გიორგი იყო, მეგონა პატიების სათხოვნელად დაბრუნდა, ან საცხოვრებლის, სულ ერთია, მაგრამ იმედგაცრუებამ და უჩვეულო შფოთვამ შემძრა, როცა კარის ჩარჩოში ალექსანდრეს ნათელი ცხვირ–პირი დავლანდე, მის თავზე კი უზარმაზარი შავი კეპი, რომელიც მთელ თვალ–წარბს უფარავდა. ალექსანდრეს შავი სპორტულები ემოსა და ერთი შეხედვით ქურდის იერს სძენდა ეს ჩაცმულობა.
რამდენიმე წამით კარში იდგა, მერე კეპი მოიხსნა და ოთახში ისევე უკითხავად შემოიჭრა, როგორც სახლში. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ისე შემეშინდა, უკან დავიხიე და ჯერ ფარდებში ავიხლართე, შემდეგ კი ცივ ფანჯრებს ავეკარი.
– თუ ღმერთი გწამს, ალექსანდრე! – ვუყვირე ინსტიქტურად გაშეშებულს, რომელიც თითქოს არ იყო ის, ვინც მეგონა, ვინც ერთდროულად მინდოდა, თან არ მინდოდა, რომ ყოფილიყო. – რას აკეთებ?
არაფერს აკეთებდა და მისი ეს უმოქმედობა მაძრწუნებდა ყველაზე მეტად.
– აქ ვარ, – მომიჭრა ბოლოს.
– როგორ? გასაღები საიდან გაქვს? რა გინდა? – მივაყარე შეკითხვები, რომლებიც ყველაზე მეტად მაწუხებდა იმ მომენტში.
– პასუხების მოსასმენად ვარ აქ. დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა! – მომიჭრა მოკლედ, სპორტული, კაპიუშონიანი ჟაკეტი შეიხსნა და დივანზე მოთავსდა.
– თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში! – გათამამებულმა მივუგდე ირონიითა და გესლით სავსე სიტყვები.
– რას უყურებ? – ტელევიზორს ისე მიაშტერდა, თითქოს მართლაც დაინტერესებულიყო ფილმით.
ტელევიზორთან თამამი ნაბიჯებით მივედი და სტეფსელიდან გამოვაძრე. დიდი ეკრანი ანაზდად გაშავდა.
– რა სტუმართმოყვარე ხარ, – ახლა მან დამაწია ირონია.
– ვერ ვამჩნევ, თავს სტუმრის როლში გრძნობდე! – შევუბღვირე.
მომეჩვენა, რომ ჩვენი საუბარი საბავშვო ბაღის ჩხუბის იერს იღებდა და მთავარს დავუბრუნდი.
– რა გინდა, ალექსანდრე? სახლში შემოჭრის უფლება როდის მერე გაქვს?
– არ ვამბობ, რომ მაქვს, – მონოტორულად ჩაილაპარაკა.
– შენი საქციელი მოწმობს, რასაც ფიქრობ!
– მაშინ, რატომ არ რეკავ პოლიციაში? – დამისვა კითხვა და ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
– იმიტომ, რომ არ ვფიქრობ, რომ საფრთხეს წარმოადგენ, – შევუბღვვირე. ამ პასუხის მოსმენას არ ელოდა და უკმაყოოფილება ცხადად დაეტყო
– მასე არ ფიქრობ!
– ვფიქრობ, – უკმაყოფილობისგან აღმომხდ ძახილი მე.
– არ ფიქრობ! – დამაძალა.
– ხო, არ ვფიქრობ! – წყობიდან გამოვედი ბოლოს. – არ ვენდობი პოლიციას, მაგრამ შენზე ნაკლებად – არა.
– მე მენდობი და პოლიციას – არა? – იღიმოდა ალექსანდრე, – მე, რომელმაც მოგატყუა, დაქალთან გიღალატა, – ჭრილობაზე მძიმედ მაჭერდა ის, – და თავიც არ იმართლა. და პოლიციას, რომელმაც ათასობით სიცოცხლე იხსნა, ათასობით ადამიანს დაეხმარა, ქუჩაში წესრიგი დაამყარა, არ ენდობი?
იცოდა, საით დაემიზნებინა. დაუმიზნა და გაისროლა კიდეც.
– მორჩი! მორჩი! – ჩემმა განწირულმა ხმამ კედლებში გაიარა, ალექსანდრეს ყურებამდეც მიაღწია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ გაიგო. უფრო სწორად, შეიგნო, რადგან გააგრძელა.
– მე შენი სახლის გასაღები მოვიპარე, შენს სახლში დაუკითავად შემოვიჭერი მაშინ, როცა შემეძლო დამეკაკუნებინა, როცა ვიცოდი, რომ გამიღებდი კარს. პოლიციას კი მსგავსი არაფერი გაუკეთებია. ესეიგი მენდობი, არა? – ხმას აუწია მან.
ცრემლები ზას იკვლევდნენ ჩემს წითლად შეფერილ ლოყებზე.
– ჰო, გენდობი! გენდობი! იმიტომ, რომ ვხედავ, მეხმარები! – ყვიროდა ჩემი ალტერ–ეგო.
– არა, არ გეხმარები! – ფეხზე წამოდგა და ფანჯრისკენ წავიდა, თან ხმამაღლა, ნერვიულად საუბრობდა: – არ დაგხმარებივარ, რადგან მე მივეცი საბაბი პოლიციას, რომ აგდევნებოდა! რადგან მე ჩაგაგდე მათ ხელში. გესმის? – არ უნდა მენდობოდე.
სუნთქვა შემეკრა.
– არ გენდობი. არა! – ვუთხარი ის, რისი მოსმენაც უნდოდა.

მაპატიეთ. გგულწფელად გიხდით ბოდიშს. გადატვირთული გრაფიკის გამო, ორი სიტყვის დაწერც კი ვერ მოვახერხე. იმედია, გახსოვართ და იმედია მეც მახსოვს, რას ვწერ...
მიყვარხართ და მიხარის, რომ ხართ!



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Imedia agar daagvianeb,an tu ver deb xshirad cota didi tavebi dade..istoruas RAC sheexeba kargia momewona
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი N7

La-Na
Imedia agar daagvianeb,an tu ver deb xshirad cota didi tavebi dade..istoruas RAC sheexeba kargia momewona

მიხარია, რომ მოგწონს და ვწუხვარ, რომ ლოდინი გიწევს. რომ შემეძლოს და დრო მქონდეს, დავწერდი დიდ თავებს და ყოველ დღე გამოვაქვეყნებდი, მაგრამ არც შემიძლია და არც დრო მაქვს, ამიტომ უნდა მომიტევოთ... და თუმცა მაინც ვცდილობ, გავზარდო. ეს თავიც დიდი იყო მოცულობით.
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

აი რაღაცნაირი ადრენალინია... მდორე ადრენალინი, მოვიგონე რაღაც, მარა ასეა.
რა უნდა ალექსანდრეს? რატომ მაწონებს თავს? იმტომ, რომ მერე გული მატკინოს? გავაფრენ კიდეც.
კარგი თავი იყო, განეიტრალებული. ვაიმე, როგორ მაინტერესებს ყუთის ამბავი.
მე ვგრძნობ ღვინის ზემოქმედებას თითოეულ თავში, სიტუაციაში, პერსონაჟში. ნეტავ თუ აქვს კიდევ რამე დატვირთვა ^_^
ოჰ როგორ მომწონს <3

 


№4  offline წევრი N7

lullaby
აი რაღაცნაირი ადრენალინია... მდორე ადრენალინი, მოვიგონე რაღაც, მარა ასეა.
რა უნდა ალექსანდრეს? რატომ მაწონებს თავს? იმტომ, რომ მერე გული მატკინოს? გავაფრენ კიდეც.
კარგი თავი იყო, განეიტრალებული. ვაიმე, როგორ მაინტერესებს ყუთის ამბავი.
მე ვგრძნობ ღვინის ზემოქმედებას თითოეულ თავში, სიტუაციაში, პერსონაჟში. ნეტავ თუ აქვს კიდევ რამე დატვირთვა ^_^
ოჰ როგორ მომწონს <3

ოჰ, როგორ გგმადლობ, მარ <3 <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5 სტუმარი დარინა

ჩემი ალექსანდრე სულ უფროდაუფრო მატყვევებს რა უნდა რას მერჩის ისედაც მასზე არ ვარ შეყვარებული ისტორიის დასაწყისიდანვე, ეს პერსონაჯი არ გამიფუჭო და სხვა რაც გინდა ის გააკეთე, შენზე რაგა ვთქვა აღრფთოვანებული რომ ვარ შენით ისწდაც იცი.

 


№6  offline წევრი N7

დარინა
ჩემი ალექსანდრე სულ უფროდაუფრო მატყვევებს რა უნდა რას მერჩის ისედაც მასზე არ ვარ შეყვარებული ისტორიის დასაწყისიდანვე, ეს პერსონაჯი არ გამიფუჭო და სხვა რაც გინდა ის გააკეთე, შენზე რაგა ვთქვა აღრფთოვანებული რომ ვარ შენით ისწდაც იცი.

ჩემო საყვარელო, უამრავი უდიდესი მადლობა შენ! heart_eyes
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი Timea25

კარგად წერ,ისე კარგად რომ 6 ივე თავში ელენასთან ერთად ვიყავი. ციხის კარის და ვარდის სურნელიც კი ვიგრძენი
გელოდები მოუთმენლად

 


№8 სტუმარი მარიტა

მალე დადეეე და გაზარდე თავებირაა აი ძალიან ჩახლართული ამბავია ყველაფერს ახსნი ფარდას იმედია და გაუგებარს არაფერს დაგვიტოვებბ გელოდებიიი :333

 


№9  offline წევრი ირინკა

მალე დადეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

 


№10  offline წევრი keso11

ვკითხულობ და ძალიან მომწონს,დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში,საინტერესო თხრობის სტილი გაქვს მართლა,მაგრამ ყოველი თავის ბოლოს თავს იმართლებ რომ პატარა თავი გამოგივიდა ან ძალიან დაგაგვიანდა.ცოტა არ იყოს და მაღიზიანებს ეგ ამბავი smirk და ვგონებ უკეთესი იქნება ან თავები გაზარდო და არ დააგვიანო ხოლმე,ანდაც ბოდიშები აღარ იხადო ხოლმე რა smirk

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent