ჩემს გარდა არავინ შეიყვარო.(5)
5თავი. ერთიანად ამაკანკალა,ბრაზისგან.მაშინვე წამოვენთე და ტელეფონი კედელს შევახეთქე.ესე ვუყვარვარ არა?ესეა ჩემი ერთგული არა?ჯანდაბა,ჯანდაბა!მე სულელი კი ამ ცირკს ვუჯერებდი!მჯეროდა,რომ ისევ ვუყვარდი 7წლის შემდეგ,ისევ ისე ვუყვარდი უფრო ძლიერადაც..როგორ დავუშვი?როგორ დავუშვი,რომ ესე მატყუებდა?მთელი ამ დროის განმავლობაში,ასე მიყენებდა ხო?ცრემლების შეკავება ვერ შევძელი,ძალიან ვიყავი გაბრაზებული..ტელეფონს დავწვდი,სასწრაფოდ დათს ნომერი ავკრიფე.. -ხო მაშ.. მიპასუხა მშვიდი ხმით,ამან უფრო იმოქმედა ჩემზე. -არაკაცი ხარ! ვიღრიალა ბოლო ხმაზე მე.კიდე როგორ უნამუსოდ მომართავდა სახელი "მაშო"-თი,თან ასეთი თბილი ხმით..საიდან ამდენითეატრალური ნიჭი?! -მაშო,სიტყვები და ტონი აკონტროლე იცოდე..! მივხვდი როგორ დაიძაბა და როგორ გაბრაზდა..მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა მშვიდი ტონი შეენარჩუნებინა.ღკუიდან გადავყავარ! -მე ვაკონტროლო კიდე რა?!სად ჯანდაბაში ხარ საერთოდ?!ნატაშკასთან ერთად გორაობ ლოგინში ისევ?! ისეთი გაბრაზებული ვიყავი,რაც ენაზე მომადგა ყველაფერი ვთქვი.უცებ თავი ამტკივდა,ძალიან საშინლად.ერთი ამოვიკივლე ძალიან ხმამაღლა და მუხლებში ჩავიკეცე.. მერე გონება დავკარგე.. * თვალი,რომ გავახილე დათა მედგა თავზე.მე ლოგინზე ვიწექი,მას ჩემი ხელი ეჭირა და თავი ჰქონდა ჩარგული.ხელი სწრაფად გამოვგლიჯე..თავი სწრაფად ამოსწია,მისი ჩაწითლებული თვალები მომენათა..სახეზე ფერი არ ედო.. არაფერი მითქვამს ფეხზე სწრაფად წამოვდექი.საძინებლის კარები გამოვაღე და სასტუმრო ოთახში გავედი. -მაშო მე.. დაიწყო მაგრამ არ ვაცადე,სწრაფად შემოვტრიალდი და სახეში ისე ძლიერად გავარტყი,სახის ერთი ნაწილი სულ აუწითლდა..2წუთი გაშეშებული იდგა,მერე შემომხედა არაფრის მთქმელი მზერით..ერთი ჩაიცინა და გასასვლელისკენ წავიდა.. მერე მოხდა ის რაც ყოველთვის ხდება.. გათენებული ღამეები,მასზე გაბრაზებული და ნაწყენი..უამრავი ცრემლი..დასიებული თვალები და უძილობები.. დედაჩემის პანიკები,რაც უფრო გაამძაფრა ჩემმა გამუდმებით თავის ტკივილებმა და გონების წასვლებმა.. არვიცი,როგორ მაგრამ ექიმთან მისვლაზე დამიყოლია.. * ნუცასთან აივანზე ვისხედით გოგოები.თან სიგარეტს ვაბოლებდით.გოგოები გაოგნებულები ისმენდნენ ახალ ამბავს.ამბის მოყოლისას შიგადაშიგ თვალები ბლანტი სითხით მევსებოდა,როგორც შემეძლო თავს ვიკავებდი,რომ არ მეტირა.საშინლად ვიყავი გულნატკენი..თითქოს იმ დროს,როდესაც ვაჩეს და იმ გრძელფეხება ნატაშკას ერთმანეთზე გადაფსკვნილი ფოტოები ვნახე ჩემი ნაწილი მოკვდა.იცით რა ძნელია?იცით,როგორ მიჭირს ახლა?არა არავინ არ იცის!როგორ პატიობენ?ასეთ საქციელებს,როგორ პატიობენ?როგორ შეიძლება ერთმა მეორეს ღალატი აპატიოს?მე არ მესმის..ზუსტად ვიცი ვერც ვერასდროს გავიგე,მიუღებელია ჩემთვის ეს ყოველივე! ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე და მაინც ავტირდი.უკვე მერამდენეჯერ ვტიროდი მის გამო?არვიცი!უკვე ვეღარც ვითვლი.. ციტა,რომ დავწყნარდი,ნუცა სამზარეულოში გავიდა ჩაის მოსადუღებლად.მერე ზარის ხმა გაისსმა.ამაკანკალა..შიშისგან ამაკანკალა.ახლა მის ნახვას ვერ გავუძლებდი,ახალი დაწყნარებული ისევ ავტირდებოდი..უცებ საშინლად ამტკივდა თავი,ყურები დამიგუბდა,ბუნდოვნად ვხედავდი.ჰაერიც არ მყოფნიდა. ერთი "ნინა"-თქო დავიკივლე და მერე გონება დავკარგე... * გონს,რომ მოვედი პალატაში ვიწექი.მიმოვიხედე ჩემს ოთახში არავინ იყო.. თავი ისევ საშინლად ამთკივდა.. ისევ გავითიშე.. * -მარიამ,დე გაიღვიძე.. გავიგე დედაჩემის ტირილნარევი და ნაზი ხმა.თვალების გახელა ვცადე მაგრამ არ გამომივიდა.. -დე მიდი,გაახილე თვალები. ამჯერად ოდნავ გავახილე თვალები.ბუნდოვნად დავინახე ნიცას დასიებული თვალები და ნინას გაბრაზებული სახე.. -მაშ..გესმის ჩვენი? ნუცა იყო.მასაც ტირილნარევი ხმა ქონდა.ახლოს მოვიდა და ხელი ხელზე მომკიდა.მაშინვე მივხვდი,ორივემ ყველაფერი მშვენივრად იცოდა.. -დე შეგიძლია ცოტახანი დაგვტოვო? უპასუხოდ დაგვტოვა დედაჩემმა მე და გოგოები ოთახში.ველოდებოდი,ნინა როდის აფეთქდებოდა.როდის დაიწყებდა კივილ-წივილს ყველაფერი,რომ დავუმალე.არაფერი უთქვამს,ორივე ჩუმად ვიყავით მხოლოდ ნუცას ჩუმი ქვითინი ისმოდა.საბოლოოდ ისევ მე ამოვიღე ხმა.არ მაცადა,ადგა და გავარდა.ნუცა დიდხანს იყო ჩემთან.საღამოსკენ ცოტა ვილაპარაკეთ. -დათამ იცის? გაუბედავად მკითხა მან. -ნუცა იცოდე,ეს ამბავი დათამ,რომ გაიგოს არასდროს გაპატიებ..! -კი მაგრამ,მარიამ მე..რატომ უმალავ? -ეს ჩემი საქმეა ნუცა!ნუ ჩაერევი. * სავაადმყოფოდან,რომ გამომწერეს დედაჩემმა უკვე დაგეგმა ამერიკაში გამგზავრება და ჩემი იქ მკურნალობა.მამაჩემიც ჩამოვიდა მივლინებიდან.თითქმის მთელ თბილის მოედო ჩემი ამბავი,მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი ეს დათამდე არ მისულიყო.მერე ერთღამეს საშინელება გავაკეთე.დედაჩემს და მამაჩემს მოვატყუე გოგოებთან ერთად მივდივარ კაფეში და მალე მოვალთქო.სინამდვილეში დათას მამიდაშვილთან ერთად წავედი ღამის კლუბში,რომელსაც თურმე ძალიან დიდი ხანია ვყვარებივარ,დათამ იცოდა და ერთიორჯერ მიუბეგვია კიდეც.ადამიანი ყველაზე ბოროტი ვინმეა.ყველაზე სასტიკი,არსება ვინც კი დედამიწაზე დადის. მეც და თქვენც მათ რიცხვში შევდივართ! მატკინა?მეც ვატკენ! დამჟრა?მეც დავჭრი! სიცოცხლე გამიმწარა?მეც გავუმწარებ! და ასე.. დაუსრულებლად.. -ნიკუშა! -გისმენ პატარავ. გულის რევა ვიგრძენი..არ შევიმჩნიე და ნაზად მოვეხვიე. ამ ღამით იყო ძალიან ბევრი კოცნა,ძალიან ბევრი ტყუილი და ძალიან ბევრი გულისამრევი საქციელი.საბოლოოდ ყველაფერი,ხოლოდ იმიტომ გავაკეთე,რომ ვიცოდი მასაც ეტკინებოდა.ვიცოდი,რომ გაიგებდა მოკვდებოდა.ეს თემა სუსტი ზერტილი იყო მისთვის.არ დამინდო,ხო და არც მე დავინდე. აქამდეც ხომ ვთქვი,ადამიანი ყველაზე ბოროტი არსებაა.. ღამის სამსაათზე ზარმა გამაღვიძა.მაშინვე მივხვდი ვიც იყო.ვიცოდი თბილისი ჭორიკანა ქალაქი,რომ იყო მაგრამ ნამდვილად არ მეგონა ასე სწრაფად თუ გავრცელდებოდა ესამბავი.მობილური არც ამიღია,ისე ჩავედი ქვევით.სადარბაზოდან გამოვედი თუ არა მაშინვე დამინახა..მძიმედ დაიძრა ჩემკენ. -ასე მიხდი სამაგიეროს? მიუხედავად ყველაფრისა,მისი ხმა ისევ წყნარი იყო.არ ყვიროდა.. -რა შუაში ხარ? ჩემ თავზე უკვე მერამდენჯერ მერევა გული. -არ გინდა მაშო,არ გინდა! -რა არ მინდა? -არ გინდა ის რასაც ახლა აკეთებ! -ვინ გეკითხება? -ვინ მეკითხება?-ჩაიცინა.ჭკუიდან გადავყავარ მის უემოციობას და მაინც წყნარ ტონს.-მე მეკითხება,თუ მეკითხება.ნიკუშასთან გოგო?ჩემ საკუთარ მამიდაშვილთან?რისგამო?ერთი ღამის გამო,რომელიც არც კი მახსოვს?გეფიცები ყველაზე წმინდას,არაფერი მახსოვს,არც ერთი დეტალი.არც ის ვიცი საიდან მოვხვდი მასთან,მე არ ვიძახი,რომ ჩემს საქციელს გამართლება აქვს,მხოლოდ იმიტომ,რომ მთვრალი ვიყავი,მაგრამ შენ ასე უნდა მოიქცე?ასე უნდა გამიმეტო?!იმ ღამით შენთან,რომ მოვსულიყავი და მომეცითქო მეთქვა,ხომ არ იქნებოდა კარგი და ლამაზი?ხო არ გესიამოვნებოდა.მე არ მიმაჩნია ყოველშემთხვევაში სწორად.ჰო ჰორმონების ბრალია,კაცის ჰორმონების ბრალია!კიდევ ერთხელ გეუბნები,თავს არ ვიმართლებ უბრალოდ გ-ი-ხ-ს-ნ-ი.არც კი მაცადე იმ დღეს ყველაფრის ახსნა ისე გამარტყი.მხოლოდ იმას იმეორებდი,რომ გიღალატე..ეს არ ყოფილა ღალატი,ეს არ ყოფილა ჩანაცვლება ვინმესი შენით.არაფერი ყოფილა,მაგრამ მაინც არ გესმის.ვერც გაიგებ,მაგრამ ისევ თავიდან უნდა დავიწო,იმ ყ*ელ თავს იმიტო ატყვნე*ვინებდი,რომ სამაგიერო გადაგეხადა?იმიტომ,რომ იცოდი მე მეტკინებოდა?!რამ გამოგაშტერა ასე მაშო?ის ყ*ლეა რაზე უნდა,ველაპარაკო ბიჭს,რომელიც იმას ვერხვდება ბიძაშვილის შეყვარებულს სხვა თვალით არ გახედოს.იმაზე რაც თქვენ აკეთეთ საერთოდ არ ვლაპარაკობ!ყველაფერს წარმოვიდგენდი,ოღონდ ამას ვერა!ნიკუშასთან ტო?საღოლ..თავზე გადამიარეთ ორივემ,სრული ამ სიტყვის მნიშველობით თავზე დამაჯვით.კარგად იცი,როგორ ვერ ვიტან შენთან,ან ზოგადად გოგოსთან(ქალთან)ასეთ სიტყვებს,რომ ვხმარობ,მაგრამ ვეღარ ვთოკავ ჩემ თავს.ვერ ვთოკავ,რომ ამ ტონით არ გელაპარაკო..ეს შენი საქციელიდან გამომდინარეა,იცოდე მაინც.აღარ მინდა შენთან რაიმე სახის ურთიერთობა მქონდეს კიდევ მარიამ.ბოლო ლაპარაკია ეს ჩვენი. ერთი ჩაიცინა,გადმოიწია გადამკოცნა და წავიდა.ვუყურებდი მანამდე,სანამ თვალთა ხედიდან არ გაქრა.მერე გავშეშდი ერთ ადგილზე. "მარიამი"-თ,რომ მომართა,აქ მივხვდი ყველაფერი რომ დასრულდა. ყველაფერი დასრულდა და ეს ჩემი ბრალია..! * დ-ა-ა-კ-ო-მ-ე-ნ-ტ-ა-რ-ე-თ! ბოლოს წინა თავია ეს ისე.:))))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.