შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


3-10-2016, 01:58
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 821

თავი 26

სასწრაფოს მანქანა ეზოში გამაყრუებელი ხმაურით შევიდა. მიმღების მორიგე ექიმები მაშინვე დახვდნენ და საკაცეზე გადაიყვანეს ქეთი. ბედად გიგაც იქ იყო წასვლას აპირებდა, მაგრამ ნანა რომ დაინახა მაშინვე მიხვდა რაღაც მომხდარიყო და ცოლთან აღელვებული მიიჭრა.
-რა მოხდა ნანა?ხომ კარგად ხარ?
-მე კი, ქეთი გახდა ცუდად. გული წაუვიდა და გაფითრებული იყო. გონზე ძლივს მოვიყვანე.
-დამშვიდდი ნუ ნერვიულობ, ახლავე გავსინჯავ. შენ მანამდე ალქსს დაურეკე ინერვიულებს.
-კარგი საყვარელო.
-იმედია სერიოზული არაფერია,- ჩაილაპარაკა გიგამ და იქით წავიდა საითაც ქეთი წაიყვანეს...
ალექსი გულგახეთქილი შევარდა სააავდმყოფოში. სახეზე ფერი არ ედო ისე იყო განერვიულებული.
-რა მოუვიდა?რა დაემართა?სად არის?-დააყარა კითხვები დას
-ნანას რას ეკითხები. წადი მასთან და თვითონ გეტყვის. უთხრა გიგამ რომელიც ის-ის იყო გამოსულიყო პალატიდან.
ბიჭმა ხმაურით შეაღო კარი. ქეთი ერთ წერტილს მიშტერებოდა და ფერდაკარგული იწვა.მის დანახვაზე სახე გაუნათდა.
-რა მოგივიდა საყვარელო?როგორ შემაშინე.
-არაფერია დამშვიდდი. კარგად ვარ.
-აბა გული რატომ წაგივიდა?
-იმიტომ რომ ორსულად ვარ და მალე მამა გახდები. -ბედნიერმა უთხრა ქეთიმ
-რა თქვი?მეხუმრები?ნუთუ მართლა?მამა უნდა გავხდე?-ლუღლუღებდა დაბნეული და ნათქვამს აანალიზებდა
-ხო ალექს მართლა. ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ დღეს, ახლა ამ წუთას.
-შენ მე უბედნიერეს კაცად მაქციე ქეთი, მიყვარხარ. შენც და ეს პატარაც. ალექსი მუცელზე მოეფერა ქეთის. მერე დაიხარა აკოცა და მოეხვია.
-შეგვიძლია წავიდეთ, თორემ ქორწილში გვაგვიანდება.
-მერე შეიძლება?
-ავად არ ვარ. ორსულად ვარ და ძალიან კარგადაც შეიძლება. ჯერ სახლში უნდა გავიაროთ,- უთხრა ქეთიმ და საწოლიდან წამოდგა.

ქორწილი კარგა ხნის დაწყებული იყო. პირდაპირ რესტორანში მივიდნენ. ეკამ რომ შეამჩნია მათკენ წავიდა.
-სად ხართ აქამდე?არც ჯვრისწერაზე იყავი და არც ხელისმოწერაზე.
-ნუ მსაყვედურობ მეგობარო და არც გამიბრაზდე.
-აბა რა ვქნა?შენგან ამას არ ველოდი.
-ეკა მისი გაბრაზება არ შეიძლება.
-ვითომ რატომ ალექს?დღეს მე ვარ პატარძალი და მე არ უნდა მაწყენინოთ.-გაიბუსხა ეკა.
-იმიტომ რომ საავადმყოფოში ვიყავი. და კიდევ იმიტომ რომ ორსულად ვარ, მალე დედა გავხდები.-მორიდებით უთხრა ქეთიმ.
-ვაუ. აღმოხდა ეკას და მეგობარს ჩაეხუტა .-რა მაგარია. გილოცავთ.
-უჩემოდ რას აღნიშნავთ?-მიუახლოვდა სიძე.
-მამა ვხდები თორნიკე. გახარებულმა წამოიძახა ალექსმა.
-გილოცავთ.ძალიან მიხარია
-ახლა თქვენ უნდა გილოცავდეთ და ჩვენ ვიღებთ მილოცვებს. გილოცაავთ გაბედნიერებას. ასე ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს, როგორც ახლა ხართ. მიულოცა ქეთიმ.
-მადლობა რძალო. წამოდი სუფრასთან დასხედით. აქ რას დგახართ.
-ვიცეკვოთ რაა ალექს.
-შენთვის შეიძლება?
-შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. უთხრა ქეთიმ საყვარელ მამაკაცს, ხელი ჩაჰკიდა და საცეკვაოდ გაიყოლა. მერე მათ სიძე-პატარძალიც შეუერთდა. და დანარჩენი ახალგაზრდებიც. ქორწილმა მხიარულებაში ჩაიარა. დიდი ხანია მეგობრები ასე არ შეკრებილან და არ უმხიარულიათ. თითქოს წარსულში დაბრუნდნენ.მაშინ როცა თითქოს ბავშვებიც იყვნენ და თითქოს არც იყვნენ.მაშინ როცა არაფერი ადარდებდათ და უბრალოდ ტკბებოდნენ იმით რაც იმ წუთში გააჩნდათ.
მოგვიანებით საქორწინო ტორტი შემოიტანეს და ფეიერვერკის ფონზე გაჭრა წყვილმა. ამასთან ერთად თაიგულიც ისროლა ეკამ.რომელიც ქეთის ერგო. მერე გამოსამშვიდოდბებლი ცეკვა შეასრულეს და გვიან ღამით საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ.....

ამ დღის მერე ალექსი საბოლოოდ გადავიდა ქეთისთან საცხოვრებლად. ცივ ნიავს არ აკარებდა. მითუმეტეს რომ საშინელი ორსულობა ჰქონდა და ძირითადად იწვა.ამას ტოკსიკოზიც დაერთო და უმადობა. რასაც ჭამდა იმასაც უკან იღებდა. ყველაფერი გიგას და თემოს გადააბარა.
ალექსს ხშირად უწევდა სამსახურის გამო წასვლა და ძალიან განიცდიდა რომ საყვარელი ქალის გვერდით არ იყო. ამიტომ ნანა და გიგა რჩებოდნენ ქეთისთან როცა მიდიოდა.
ორსულობის მეოთხე თვეში იყო ქეთი როცა მოულოდნელი სტუმარი ეწვია. ანა იყო მასთან და კარი რომ გააღო. მანაც არ დაუჯერა საკუთარ თვალებს.
-დედა. წამოიძახა ქეთიმ და წამოდგომა სცადა.
-იყავი არ ადგე შვილო. მის ხმაში სითბო იგრძნო ქეთიმ. მიხვდა რაღაც მომხდარიყო, მაგრამ მაინც არ შეიმჩნია თავიდან.
-შვილო? საინტერესოა ახლა გაგახსენდა შვილი რომ გყავს?
-არ გინდა. სალაპარაკოდ მოვედი.
-მაია დეიდა რამეს ხომ არ ინებებთ?
-არა ანა. არაფერი არ მინდა. შეგიძლია მარტო დამტოვო მასთან?
-კი რათქმა უნდა. გარეთ გავალ ქეთი და თუ დაგჭირდი დამიძახე.
ანა სახლიდან გავიდა. წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
-ვიცი გაგიკვირდა რატომ ვარ აქ. ვიცი გაგიკვირდა რომ მამაშენის გარეშე მოვედი. ვიცი არ მელოდი და არც იმედი გქონდა რომ ოდესმე მოვიდოდი შენთან. ალბათ გაინტერესებს კიდეც რატომ მოვედი. იმისთვის მოვედი რომ პატიება გთხოვო. შენ ჩემი ერთადერთი შვილი ხარ. აქამდეც უნდა მოვსულიყავი და აქამდეც უნდა დაგდგომოდი გვერდით. უნდა დავპირისპირებოდი მამაშენს. შეიძლება დავაგვიანე მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ მაპატიებ. -ქალი ცხარე ცრემლით ტიროდა.-მე გაგაჩინე. ცხრა თვე გატარე მუცლით. ცხრა თვის განმავლობაში ვიტანჯებოდი ტოკსიკოზით და უმადობით. საწოლიდან ვერ ვდგებოდი.მაგრამ გავუძელი და ქვეყანას მოგავლინე. მაშინ ყველაფერს გავუძელი და როცა დრო იყო მაშინაც უნდა გამეძლო მამაშენის წინააღმდეგობისთვის. ახლა აქ ვარ და მინდა რომ მაპატიო.
-დედა,-დაიჩურჩულა ქეთიმ.-რომ იცოდე რამდენი ხანი ველოდი ამ დღეს, რომ იცოდე რამდენჯერ მინატრია ერთხელ მაინც ჩამხუტებოდი როცა მიჭირდა. როცა დათოსგან ნაცემი ჭრილობებს ვიშუშებდი და ვმალავდი. როგორ მინდოდა შენს კალთაში ჩამედო თავი და თმებზე მომფერებოდი ისე როგორც ბავშვობაში. როცა რამეს ვიტკენდი.
-ახლა ყველაფერს გამოვასწორებ თუ ამის საშუალებას მომცემ.
-დედა..წამოჯდა ქეთი და ჩაეხუტა,ისიც ძლიერად იხუტებდა შვილს გულში და თან ხმაღლა ტიროდა.
-დედა როგორც ჩანს სშნი ასლი ვარ. შენსავით კეთილი. იცი მე ორსულად ვარ.მალე ბებია გახდები.
-რაა?-გაუკვირდა მას.-კი მაგრამ როგორ ?როდის?
-კარგი რა დეე.არ იცი ეს როგორ ხდება?-გაეცინა ქეთის.
-მამ ვინ არის?სად არის?
-დედა ერთი რამე უნდა იცოდე.მე არასოდეს მყოლია საყვარელი.არც დათოსთვის მიღალატია. მე ერთი კარგი ბიჭი შემიყვარდა. მაგრამ ვერ მოვასწარი თქვენთვის გამეცნო. ახლა აქ არაა. სამსახურშია. რამდენიმე დღეში დაბრუნდება და გაგაცნობ.
-ასეა თუ ისე შენ ის გიყვარს და მეც ისევე უნდა მივიღო როგორც შენ. ისიც ისევე მეყვარება, როგორც შენ
-როგოც ჩანს ისეთივე რთული ორსულობა მაქვს როგორც შენ. საწოლიდან ჩემი ადგომა არ შეიძლება. გადაღლა არ შეიძლება. მეც ტოქსიკოზი მაქვს.
-ამიტომ ხარ გამხდარი. ასე არ შეიძლბა ახლა მე მოგხედავ.კარგად მოგივლი. თუ ამის ნებას მომცემ.
-დედა. ძალიან მიყვარხარ. აქ გადმოდი და ჩემთან ერთად იცხოვრე. არაფერი გაიჭირდება ხომ იცი?
-შენ ამის უფლებას მომცემ?
-მე იმის უფლებას არ მოგცემ რომ მასთან დაბრუნდე.
-ჩემი პატარა გოგო. მოეხვია კიდევ ერთხელ დედა.

ალექსისთვის ნამდვილი სიუპრიზი აღმოჩნდა ეს ამბავი. გაუხარდა კიდეც. რაც არ უნდა ყოფილიყო ნანა და გიგა აღარ იწვალებდნენ, თვითონაც აღარ იდარდებდა და რაც ყველაზე მთავარია ქეთი აღარ იდარდებდა რომ მშობლები მის გვერდით არ იყვნენ. მართალია მამისგან არაფერი არ ისმოდა, მაგრამ დედა მის ვერდით იყო და დედაზე კარგად აბა ვინ მიხედავდა შვილს?....
მაია აღფრთოვანებული დარჩა სიძით.მითუმეტეს რომ პირველი რაც ალექსმა გააკეთა მათი გაცნობისას ის იყო რომ მას შვილის ხელი სთხოვა და დადებითი პასუხი შემდეგ ნიშნობის ბეჭედი წამოაცვა ხელზე. დედამ ორივე დალოცა და ბედნიერება უსურვა. მერე იდეა წამოაყენა რომ ალექსის ოჯახი გაეცნო და ვახშამზე მოიპატიჟა ისინი. ყველაფერი თვითონ მოამზადა და ღირსეულად გაუწია მასპინძლობა სიძის ოჯახს. ერთმანეთი გაიცნეს და ნიშნობაც ოფიციალურად აღნიშნეს. მეორე დღეს აღფრთოვანებით უყვებოდა გოგოებს ამ ამბავს და დედის ასე ცვლილებას ქეთი. ბედნიერი იყო რომ დედა გვერდით ჰყავდა...
მთელი ორსულობის განმავლობაში ხშირად სტუმრობდნენ გოგოები ახლა უკვე მეუღლეებით. ერთი ნიკა იყო თავისუფალი და მასაც ხშირად აბრაზებდნენ როდის იპოვი საშენო ქალსო. ისიც ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა. თან ჩუმად თამუნასკენ გააპარებდა ხოლმე თვალს,რომელიც წითლდებოდა.
ხშირად იკრიბებოდნენ ერთად თაკო,ნანა და ქეთი და მათი საუბარი ძირითადად ბავშვებს და ორსულობას ეხებოდა. არჩევდნენ სახელებს და ქეთი უზიარებდნენ გამოცდილებას. თითქმის ერთდროულად უწევდათ მშობიარობა, რაც უფრო ახლოდებოდა დრო მით უფრო მეტად ნერვიულობდნენ...
ალექსმა შვებულება აიღო სამსახურში და ახლა სულ ქეთისთან იყო. ერთი რამე ძალიან აწუხებდა და იცოდა რომ გულის სიღრმეში ქეთიც განიციდა ამას. მამასთან უთანხმოებას.ნიკას დაავალა რომ ამ საქმისთვის მიეხედა და გაერკვიათ რატომ იყო მამამისი წინააღმდეგი მათი ურთიერთობის და ვისგან მოდიოდა ის სისულეები.თვითონ კი ბიჭებს შეუთანხმდა ცოლებთან ერთად დასავნენებლად წავიდნენ ზღვაზე რამდენიმე დღით.
ნიკას ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგო რომ შეეძლო თამუნას თავისუფლად შეხვედროდა.ამის მიუხედავად ძმაკაცის დავალება უყურადღებოდ არ დაუტოვებია და საქმის გარკვევას შეუდგა.

დაუვიწყარი დასვენება გამოუვიდათ ერთად. ან რა მოაწყენდათ როცა ასეთი მხიარული და ბედნიერები იყვნენ.დილით ადრიანად ზღვაზე გადიოდნენ. ორსულები ჩრდილის ქვეშ ისვენებდნენ. დანარჩენები ზღვის წყლით გრილდებოდნენ. თან ბავშვებსაც ართობდნენ. აჭყუმპალავებდნენ წყალში. ტასუნა და მათე უკვე დიდები იყვნენ და ცურვას ასწავლიდნენ. პატარები ნაპირზე ერთობოდნენ. შუადღით სადმე გრილ ადგილას განმარტოვდებოდნენ. საღამოობით კი გასართობად მიდიოდნენ ხან ერთად, ხან ცალ-ცალკე.ხან რესტორნებში ხან დისკოტეკებზე, ან უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობდნენ.
ერთ ასეთ საღამოს ალექსმა და ქეთიმ მარტო მოისურვეს წასვლა. წინააღდეგები არავინ წასულა რადგან ნანა შეუძლოდ იყო. თაკოს კი ეზარებოდა ბავშვებთან ერთად წასვლა. ისინი კი არც იძინებდნენ რომ დაეტოვებინა ნანასთან.ეკა და თორნიკე უკვე ისედაც წასულიყვნენ
შეყვარებული წყვილი მათ დაემშვიდობა და ბულვარში სასეირნოდ გავიდნენ. ცოტა ხანს ფეხით იარეს.მერე ზღვის ნაპირზე ჩამოსხდნენ.მზის ჩასვლას უყურეს. ძველი დრო გაიხსენეს, საურბრობდნენ და თან ერთმანეთის გვერდით ყოფნით ტკბებოდნენ. მოგვიანებით უკან დაბრუნდნენ, ის იყო სახლს მიუახლოვდნენ რომ წინ ოთხი ნიღბიანი გადაუდგათ და ფული მოსთხოვეს. ალექსი რის ალექსი იყო რომ ვაჟკაცობა არ გამოეჩინა. ჯერ მშვიდად სცადა მათთან მოლაპარაკება და აუხსნა რომ ფული არ ჰქონდა. მერე სთხოვა ქეთი გაეშვათ. რადგან შეეშინდა. მისი განერვიულება არ შეიძლებოდა. როცა არაფერმა გაჭრა საჩხუბრად მოემზადა. ატყდა ქუჩაში ჩხუბი. ქეთიმ კივილი დაიწყო.სამი ისე სცემა რომ მხოლოდ ერთხელ მოხვდა სახეში მუშტი. მაგრამ მოულოდნელად ერთმა დანა ამოიღო და ზურგიდან ჩაარტყა. ალექსი დაეცა. ამასობასი ხალხიც წამოვიდა მათ მისახმარებლად. ახალგაზრდებმა დრო იხელთეს და გაიქცნენ.ქეთი ალექსს მივარდა და წამოყენება სცადა. ბიჭი ძნელად წამოდგა, მაგრამ წელში გაიმართა
-წამოდი სახლში წავიდეთ, კარგად ვარ.
-არ ხარ კარგად .სისხლი მოგდის და არც ისე პატარა ჭრილობაა.
ქეთი მხარქვეშ ამოუდგა ბიჭს და შინისკენ წავიდნენ. სახლიდან რამდენიმე წუთის სავალზე იყვნენ და მალე მივიდნენ. ქეთი დაიღალა და თავი შეუძლოდ იგრძნო, მაგრამ არ გაჩერებულა.
-შენ რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა.-
-გაჩუმდი და წამოდი.თორემ მალე სისხლისგან დაიცლები.
-შენ არ ინერვიულო, უარესები გადამიტანია
-აბა რაა. შენ ხომ მამაცი ხარ.-გაეღიმა ქეთის....

ალექსის დანახვაზე ნანამ იკივლა. ხოლო გიორგი და გიგა მაშინვე მას მივარდნენ და ქეთის მიეშველნენ. დივანზე დააწვინეს.ქეთი იქვე ჩამოჯდა და ღრმად ჩაისუნთქა. თაკო და ანა სამზარეულოში ბავშვებს საწმელს აჭმევდნენ, კივილზე შეშინებულები გამოვარდნენ. სისხლის დანახვაზე თაკოც შეწუხდა და ქეთის მიუჯდა გვერდით.
-აფთიაქი მომიტანე ნანა. ჩვენს ოთახშია. ნუ დაიბენი.-უბრძანა გიგამ
ნანა ოთახში გავრდა. უცებ ქეთი ცუდად გახდა გონებას კარგავდა.
-რა გჭირს ქეთი?მივარდა გიორგი მასთან.
- აი თაკო ეს ასუნთქე.-გიგამ ნიშადურსი დასველებული ბამბა მიაწოდა მას. გიოღგიმ წყლით სავსე ჭიქას დასტაცა ხელი და ცივი წყალი მოუსვა სახეზე.ამასობაში ნანა დაბრუნდა და ქმარს მიაწოდა წამლების ყუთი.
-ქეთი რა გჭირს საყვარელო?- წამოდგომა სცადა ალექსმა მაგრამ გიგამ არ დაანება.
-შენ დამშვიდდი ისეთი არაფერია, უკვე გონზეა. ამხელა სპილო გატარა ზურგით და აბა რას ელოდი.
-კარგად იქნება?
-კარგად იქნება. უკვე კარგადაა.ბაჩო გიორგი გოგოები ზემოთ აიყვანეთ. ანა შენ ბავშვებს მიხედე აქ არ გამოვიდნენ. მე ჭრილობა უნდა გავკერო.
-რომ არ გაკერო?-
-უნდა გავკერო. სისხლს ვერ შევაჩერებ. უთხრა გიგამ და ჭრილობის დამუშავება დაიწყო.მალე ალექსმა იყვირა და გონება დაკარგა.
-დილამდე იძინებს. შენ როგორ ხარ?-ჰკითხა ქეთის გიგამ მოგვიანებით
-კარგად. დასვენებამ მიშველა.
-არ ინერვიულო. ხომ იცი რომ კარგად იქნება ისიც. შენც და ბავშვიც. მე ხომ აქ ვარ.-გაეღიმა მას.
-ხო შენ რომ არა არ ვიცი რა მოხდებოდა. ყველა დაბნეული იყო.
-სამაგიეროდ შენ არ იყავი დაბნეული.უბრალოდ არ შეგეძლო, მაგრამ მე რომ არ ვყოფილიყავი დარწმუნებული ვარ ყველაფერს გაუმკლავდებოდი
-აქ რა მოხდა?ხო მშვიდობაა?-იკითხა იმ წუთას დაბრუნებულმა ეკამ
-ეს რა სისხლია?ხომ ყველა კარგად ხართ?
-ახლა ყველაფერი კარგადაა თორნიკე უბრალოდ ალექსი დაჭრეს.
-რა? ჩვენ რატომ არ დაგვირეკთ?
-მაგისთვის არ გვეცალა ეკა. საშინელი დაბნეულობა იყო.
-ახლა როგორაა?
-დილამდე იძინებს. საშიში არაფერია თორნიკე.თქვენ სად იყავით?
-ღამის კლუბში, ეკამ აიტეხა და უარი ვერ ვუთხარი. არადა გული მიგრძნობდა რაღაც მოხდებოდა.
-მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დასრულდა. თქვა ეკამ და მეგობარს გვერდით მიუჯდა...
მეორე დღეს დაბრუნდნენ ქალაქში. გიგამ ქეთის ეხოსკოპიის გადაღება მოსთხოვა, ვერ მოისვენა. უნდოდა დარწმუნებულიყო რომ ბავშვი კარგად იყო.მოულოდნელად წამოიყვირა.
-რა მოხდა გიგა?ხო მშვიდობაა?-შეშინებულმა ჰკითხა ალექსმა
-წარმოუდგენელია. აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე.ტყუპები არიან. თანაც ბიჭები და საკმაოდ ჯანმრთლები. ასე რომ ორი სახელის შერჩევა მოგიწევთ.გილოცავთ.
ბედნიერებისგან ცაში დაფრინავდნენ. ისე გაუხარდათ.ალექსმა სახლში მიიყვნა ქეთი და თვითონ ნიკასთან გავარდა. რომელმაც იმ წუთას დაურეკა რომ ყველაფერი გავარკვიეო.ქეთის ეწყინა რომ მიდიოდა.
-ქალბატონო მაია აუხსენით რომ სულ მის გვერდით ვერ ვიქნები და საქმეზეც მომიწევს ხოლმე გასვლა.
-მართალია შვილო. აბა როგორ შეიძლება კაცი სახლში დაჯდეს. მიტუმეტეს ახლა ცოლ-შვილი ჰყავს მისახედი.
-შენც დედა?-ეწყინა ქეთის.
-აბა ეხლა არ აიწყო წუწუნი. არ შეიძლება. იცი მე შენ რა დაგახვედრე. ნახე პატარას მოვუქსოვე ეს სვიტერი.
-ძალიან ლამაზია დედა. მაგრამ ერთი კი არა, ორი პატარაა.
-რა თქვი?ტყუპებია არიან?-გაოცდა მაია და შვილს მოეხვია.
-მაშინ ალექსი გავუშვათ და ჩვენ ახალის მოქსოვა დავიწყოთ. მეორესაც ხომ უნდა.
-კარგი დედა. საყვარელო წადი შენ, ჩვენ საქმე გამოგვიჩნდა.
-კარგი მალე დავბრუნდები, ალექსმა ლოყაზე აკოცა და სახლიდან გავიდა....
ნიკა კლუბში დახვდა. ჯერ ხალხი არ იყო. სღრამოსთვის ემზადებოდნენ. კაბინეტში შეიყვანა და ფაილი გადასცა.
-აქ ყველაფერია.
-მადლობა ნიკა.
-არაფერს . როცა დაგჭირდები ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. ახლა კი საჩქარო საქმეზე გავდივარ.
-შენც პაემანზე არ მიდიოდე ან ცოლის მოსაყვანად.
-არც ასეა საქმე ჩემო კარგო. მალე ეგეც იქნება.
-ხუმრობ?-გაუკვირდა და გაეცინა ალექსს.
-არა არ ვხუმრობ.მალე გაგაცნობთ,მეც მეშველა მგონი.
-ბედნიერებას გისურვებ.მიხარია ძალიან.
ალექსი ნიკას დაემშვიდობა.კლუბიდან გამოვიდა და ქეთის ნომერი აკრიფა.
-საყვარელო მოემზადე. მალე გამოგივლი მნიშვნელოვან საქმეზე მივდივართ. დედაც წამოვიდეს..
ალექსმა მობილური ჯიბეში ჩაიდო და მანქანა სწრაფად დაძრა ადგილიდან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent