შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ნახევარ მილიონად! თავი (6) დასასრული


3-10-2016, 14:22
ავტორი Sad Writer
ნანახია 5 722

გოგონა ნახევარ მილიონად! თავი (6)
დასასრული

* * *
მეგონა თუ ყველაფრის მოყოლის შემდეგ დედაო ჩემზე აზრს შეიცვლიდა და უარესს შემთხვევაში აქედან გამაგდებდა, მაგრამ არა.. ისიც ჩემთან ერთად ტიროდა და იზიარებდა ჩემი გულს დარდს... მითხრა რომ ორსულს დასვენება და მოვლა ესაჭიროებოდა ამიტომაც სვანეთში, ერთ-ერთ სახლში შემომთავაზა ცხოვრება.. ეს სახლი პატრონს მომვლელებისთვის დაეტოვებინა და თვითონ წასულა... თავიდან უარზე ვიყავი, როგორ უნდა მეცხოვრა სხვის სახლში, მაგრამ დამარწმუნა რომ არავინ შემაწუხებდა, პატრონი ხუთი წელია უკვე, რაც აქ არ ყოფილა, მხოლოდ სატელეფონო ზარებით კითხულობდა აქაურობის ამბავს. მყუდროდ ვიქნებოდი.. თვითონვე მიმაცილა ორსართულიან დიდ სახლთან და ოთახიც მომცა მეორე სართულზე.. საკმაოდ კეთილმოწყობილი სახლი იყო... ცხენებიც ყავდა, რომელსაც ანდრონიკე ბიძია უვლიდა... თითქოს ამ სახლში იყო ისეთი რაღაც, რაც მე მბოჭავდა, ყველანაირი ცუდი ფიქრები უკუვაგდე და სახლის დალაგება დავიწყე... ძალიან ლამაზი სახლი იყო შიგნით ხის ორნამემტები ჭარბობდა... მაქსიმალურად ვცდილობ მშვიდად ვიყო და ჩემს პატარას არ ვავნო, იმედი მაქვს რომ გოგონა მეყოლება, რაღაცატომ ყოველთვის გოგონა მინდოდა, პატარა კიკინებით მორბენალი, ამით ვცოცხლობ... ალექსანდრე?! მახსენდება, ჩემი ღამის სტუმარია, ყოველ ღამით მისი არარეალური შეხებისთვის ვიძინებ... მინდა რომ არასდროს გაქრეს... ვერ შევიძულე, მიუხედავად ყველაფრისა ვერ შევძელი მისი შეძულება... არანორმანული ვარ არაა??.... ყველა ვუშვებთ შეცდომებს და მათი საშუალებითაც ვსწავლობთ ფეხზე დადგომას...
* * *
ეხლა ბაღში ვზივარ და სვანეთის მკაცრ ბუნებას ვუყურებ, მთები , რომლებიც დიად ტკივილს იტევენ, საკუთარ თავს ვხედავ მათში, თითქოს დაიღალნენ, მაგრამ მაინც პირქუშად იყურებიან... ეს ის კუთხეა, სადაც ტრადიცია, ტრადიციად დარჩა, სადაც წმინდა სული, წმინდად დარჩა და რაც მთავარია, სიყვარული სიყვარულად დარჩა ერთურთის.. ვფიქრობ, როგორ და რანაირად გავზარდო ჩემი პატარა.. სახლის ფული სულ რამდენიმე ათასი დოლარია, მთელი ცხოვრება არ მეყოფა, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ საკმარისი იქნება, შემდეგ ალბათ ისევ თბილისში დავბრუნდები, ფესვები მაინც იქეთ მიხმობენ... და ალბათ ის ფაქტიც რომ იმედი მაქვს მას ვნახავ, იმედით ვცოცხლობ რომ ალექსანდრეს კვლავ ვნახავ, მაგრამ არ ვიცი რას გავაკეთებ ... იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რომ ახლა სხვის სხეულს ეფერება, ეს მე საშინლად ცუდად მხდის...



* * *
უკვე ექვსი თვის ორსული ვარ, მთელი ეს დრო სვანეთის მოსახლეობა ძალიან კარგად გავიცანი, ყველანი თბილები კეთილები და ძალიან პრინციპული ადამიანები იყვნენ... მაოცებდა მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება... მუცელი საგრძნობლად მეტყობა... იმაზე დიდიც კი მაქვს ვიდრე ექვსი თვის ორსულს, იმიტომ რომ ტყუპეპს ველოდები... რა ვიგრძენი როცა მათი გულისცემა გავიგონე? ქვეყანა ჩემი მეგონა, იმხელა ძალა მომეცა, რომ მთელს მსოფლიოს წინ აღვუდგებოდი.... სვანი ქალებისგან ცოტა უარყოფითი დამოკიდებულებაც მივიღე... ქალი ქმრის გარეშე დიდი მუცლით ეს მათთვის წარმოუდგენელი იყო... მზერას მარიდებდნენ, ცდილონდენ ჩემგან შორს დაეჭირათ თავი, მაგრამ მათ მკაცრ თვალებს მაინც ყველგან ვხედავდი... რამდენიმე დღე ამის გამო ცუდად ვიყავი, მაგრამ შემდეგ უბრალოდ იგნორი ვისწავლე.. ცხოვრებამ იმდენჯერ დამცა და მატკინა რომ უბრალოდ ,,იმუნიტეტი'' გამომიმუშავდა ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ... ძალიან მიჭირს სიარული, ანდრონიკე ბიძია და დედაო საკუთარი შვილივით მივლიან.... დედა კი სიზმარში მსტუმრობს და მამხნევებს, მეუბნება რომ ძლიერი უნდა ვიყო.. მცირე, მაგრამ მაინც ვგრძნობ ჩემი პატარების დარტყმას მუცელზე... ერთი ძალიან მოუსვენარია, სულ ხვანცალებს და მაშინებს არაფერი დაემართოს.. უნებურად წარმოვიდგენ ჩემს გვერდით ალექსანდრეს ყოფნას, მის მოფერებას მუცელზე, მაგრამ ეს ყველაფერი არასდროს არ მოხდება...
თავს ბუნების დათვალიერებით ვირთობ, ხან ცხენების ყურებით... მაგრამ უკვე ზამთარია და აქ ძალიან დიდი თოვლი იცის... სახლში ძირითადად დედაო არის ხოლმე, ის მეხმარება ბუხრის დანთებაში, და რაღაც წვრილმანების მოგვარებაში, მე ძირითადად ჩემს პატარებთან ლაპარაკით ვირთობ თავს... ალექსანდრეზე ვუყვები, მიუხედავად ყველაფრისა მასზე ცუდის თქმა არ შემიძლია, უბრალოდ პირიდან არ ამომდის სიტყვები.... ჩემი პატარები, ყველაფერია ჩემთვის რაც გამაჩნია...
ახალი წელიც კი რა გასაოცარია სვანეთშჯ.. ყველაფერი განსხვავებულად იყო.. ჩვენს პატარა სუფრას მხოლოდ ანდრონიკე ბიძია, დედაო და მე ვესწრებოდით მათ შორის ჩემი პატარებიც.. საშინლად მყუდრო გარემო იყო ეს ხალხი მე ბედნიერს მხდიდა... შემდეგ ისევ მარტოობაში დარჩენილი მე ვიყავი... და ჩემი პატარებიც... ღამე, ჩვენ და წარმოდგენილი მამიკო...



* * *
გარეთ უჩვეულოდ თოვდა, მთელი გამეტებით ყრიდა ფიფქებს და ისინიც დაუზარლად მოსავდნენ გარემოს... ჩემი პატარებიც ძალიან ხვანცალებდნენ...
-ჰეი დედიკო რამე გტკივათ ჩემო სიცოცხლეებო?? მაშინებთ დეე...
ხელს მუცელზე ვისვამ და ამით მათ დაწყნარებას ვცდილობ..... აღარ ველოდები ფილმის დასრულებას ტელევიზორს ვრთავ და ჩემს ოთახში შევდივარ... დიდ ფუმფულა ხალათს ვიცვამ და ლოგინში ვწვები... თბილად ვეხვევი საბანში და გარემოს ვაკვირდები, რაოდენ ლამაზია ყველაფერი ეს... უკვე ძილბურანში ვიყავი , როდესაც რაღაც ხმა გავიგე ქვედა სართულიდან... ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს, ცოტა არ იყოს მეშინია, მაქსიმალირად ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და ჩემი ზედმეტი ნერვიულობით ბავშვებს რაიმე არ დავმართო...ზედმეტად მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის... და შემდეგ მოწყვეტად დაცემის... ფრთხილად ვდგები ხელში, კარზე მიყიდებულ ბიტას ვიღებ , რომელიც ანდრონიკე ბიძიამ მომცა, და ნელი ნაბიჯებით მივუყვები კიბეებს, საიდანაც კარგად მოჩანს ბუხარში ჩამწვარი ნაკვერჩხლის ჩრდილზე უხეში ნაკვთები და წვერი... მშვიდად მჯდომი მდივანზე და ჭერს მიშტერებული... კიბეები ფრთხილად ჩავიარე მის უკან დავდექი და გაბედულად ვკითხე...
-რა ჯანდაბას აკეთებს უცხო მამაკაცი ჩემს სახლში ამ დროს?! მთვრალი ხართ თუ რა გჭირთ ? გზა აგერიათ? მკაცრი მაღალი ტონით ვიწყებ საუბარს... ის ჯერ ტოკდება, თითქოს მოჩვენების ხმა გაიგო, ფრთხილად დგება და ამავე სიფრთხილით ჩემსკენ ტრიალდება,..
-თქვენ გეუბნებით, ჰეი ვინ ჯანდაბა ხართ... უკვე საშინლად აღელვებული ვარ... უცნობის ამ უცნაური ქცევით, მისი შემოტრიალება და ჩემი გაქვავება ერთი იყო,
ის იყო!...
სიბნელეშიც კი ანათებდნენ თვალები აი ისე , მხოლოდ ალექსანდრე თვალებმა რომ იცის... მისი სახის ნაკვთები გაუხეშებული იყო, უფრო მამაკაცური, და ძალიან შეცვლილი, მისი ტკივილიანი მზერა მწვავდა... გაშეშებული იდგა ისიც და მეც... მაგრამ მისმა დანახვამ სისხლის სწრაფი მოძარაობა გამოიწვია ვენებში, გული ამიჩქარდა, ამ ყველაფერს პატარების ხვანცალიც მოჰყვა..თითქოს იგრძნეს მამის იქ ყოფნა... ემოციამ ტალღასავით დაიარა მთელს ორგანიზმში...აღელვებული ოკეანის მსგავსი... საგრძნობლად დაიგუდა ჰაერი, ფილტვები იკუმშებოდნენ, ატმოსფერო დაიძაბა, თავბრუსხვევავა ვიგრძენი, უკვე მიწაზე უნდა დავცემულიყავი, რომ ძლიერი მკლავებში აღმოვჩნდი, სწრაფად ჩამომსვა მდივანზე და თვითონ სამზარეულოს მიმართულებით წავიდა, საიდან იცოდა ეს.. სრულ გაურკვევლობაში ვიყავი... წყალი მომაწოდა და მეც სუნოუთქმელად გამოვცალე..
-კარგად ხარ? მისი მამაკაცური ხმა, რომელიც კიდევ უფრლ დაბოხებული იყო, ტკივილის ნოტები იყო შეპარული, სინანულის, ვგრძნობდი, დავიფიცებ რონ ეს ასე იყო... ის რაღაცას განიცდიდა... აი რა მაკლდა, მისი ხმა.. ის მაკლდა ჩემი მთელი არსებით.. პატარამ ძლიერად მომარტყა ფეხი, რამაც ჩემი კვნესა გამოიწვია, ალექსანდრე?! ის სრულიად გაშტერებული მიყურებდა , ვერ გაეგო რა ხდებოდა.. მისი თვალები ჩემი მუცლისკენ იყვნენ მიპყრობილი... ინტერესით აკვირდებოდა მას.. და ვერ გაეგო რა ხდებოდა...
-შეიძლება შევეხო??
ოდნავი მსუბუქი თავის დაკვრით ვანიშნებ რომ შეუძლია, არ ვიცი რა ჯანდაბას ვაკეთებ ისტერიკის მაგივრად ვაძლევ უფლებას ,რომ მათ მოეფეროს.. ფრთხილად იხრება ჩემს მუხლებთან.. ხალათის ზონარს ფრთხილად ხსნის და გამობერილ მუცელზე დაძარღვულ ხელებს მადებს, თითების ნაზი მოძრაობით, თითქოს რაიმე მელოდიას უკრავდეს, ისე ეფერება მათ... პატარებმაც ალბათ იგრძნეს თავიანთი მამიკო და საშინლად ამოძრავდნენ.. ეს ალექსანდრემაც იგრძნო და თვალებში სიხარულის ცრემლები ჩაუდგა, ან მე მომეჩვენა...
-ძალიან ცელქობენ??
-აბა რა გგონია სულ კი არ ეხება უცხო მამაკაცის ხელები.. საკმარისია..
უხეშად ვიშორებ მის ხელს , ხალათის ქამარს ისევ პირვანდელ ფორმას ვუბრუნებ და ჩემი ოთახისკენ მივდივარ... როცა მისი ხმა მწვდება
-ჩემია?!
მხოლოდ ეს ერთი სიტყვა და ენაგადაყლაპული მე... არც კი ვიხედები ისე ვპასუხობ მას...
-არვიცი ვისია შენს შემდეგ იმდენთან ვიყავი , რომ აღარც მახსოვს, ჰო კიდევ ეს სახლი ჩემი არ არის და ხვალ აქ შენი ფეხი არ დავინახო, არ მინდა პრობლემები შემექნას!.. ეს ვთქვი და სწრაფად გავეცალე... ოთახის კარების მიკეტვა და ჩემი ტირილი ერთი იყო... ცრემლებმა დენა იწყეს ჩანჩქერივით საშინლად ვიყავი, როგორია დაიძინო, როცა იცი რომ კარს იქით შენი სიყვარული დგას და საზიარო ჰაერს სუნთქავ.. მაგრამ დაღლილობამ და იმ ემოციებმა თავისი ქნეს, მუცელზე ხელები მოვიხვიე და მორფეოზის სამყაროში გადავეშვი...


* * *
დილით ყველაფერი სიზმარი მეგონა, მაგრამ საუბარი შემომესმა გარედან.. ხმა ანდრონიკე ბიძიას ეკუთვნოდა..
-ალექს როგორ გაზრდილხარ და შეცვლილხარ ჩემო ბიჭო...
-თქვენც ასაკმა ვერაფერი დაგაკლოთ ანდრონიკე ბიძია... სწრაფად ავდექი, თბილად ჩავიცვი და ფანჯრიდან გავიხედე.. სანდრო იყო... კაი ნაცნობებივით ეხვეოდნენ ერთმანეთს, რა ჯანდაბა ხდებოდა? კიბეები ფრთხილად ჩავიარე და სახლში ახლად შემოსულ სანდროს მივაძახე
-შენ. წასული არ უნდა იყო??
-საკუთარი სახლიდან მაგდებ...
-დი..ა.. რაა??? შენ ხარ ის პატრონი რომელიც აქ არ მოსულა უკვე წლებია...
-დიახ ქალბატონო... შენის ნებართვით ბუხარს დავანთებ.. პატარებს არ შესცივდეს.. ახლა გავიაზრე რომ მთელი ეს დრკ შეშით ხელში იდგა... გზა გავუნთავისუფლე და სრულიად გაოცებული გავედი სამზარეულოში... მაცივრიდან პროდუქტები გადმოვიღე და ომლეტის კეთება დავიწყე თან ბლინებს ვაკეთებდი, პარალელურ რეჟიმში შოკოლადებს ვავლებდი მუსრს... დასრულების შემდეგ გემრიელად შემოვუჯექი სუფრას და კარგადაც ,, დავახურდავე''..
-მარტო ჭამა უზრდელობა??
-მასპინძელი თქვენ ხართ, ასე რონ თქვენვე ამზადებთ.... მაგიდიდან სწრაფად ვდგები და გორვით ბუხართან ვჯდები...
-შეცვლილი ხარ?!
-საიდანღაც მოღალატის ხმა მესმის! უი აქ ყოფილხარ! და ყურება დავიწყე თითქოს ვერ ვხედავდი.
ირონიული ლაპარაკის ხასიათზე მოვედი და მისი სისხლის გაშრობა მინდოდა...
-ზედმეტი ხომ არ მოგდის ჩემივე სახლში! არც მან დამაკლო ირონია...
- რა ორსულ ქალს გარეთ გააგდებ, ისე შენგან გასაკვირიც არააა მაგ რომ გააკეთო, პატარა გულუპრყვილო გოგო ჯერ ი*მარე , ნახევარი მილიონი ნაგავივით დაუყარე და შემდეგ ნაბი*ვარივით წახვედი... და დამტოვე ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდში და ამის მერე კიდევ მე მომიწოდებ ლოიალურობისკენ?
-და რატომ არ გაიჩნდა კითხვა რატომ წავედი! შენ მხოლოდ შენს დ.მ ინტუიციას ენდე და ის ჩათვალე სწორად რასაც თავიდანვე ფიქრობდი... ბოლო ხმაზე ღრიალებდა დაჭრილი მხეცივით... იქვე მდგომი ლარნაკი კედელს მიაფშვნა...
-და არ არის სიმართლე, ის რომ გამომიყენე!! მეც არ დავაკელი ყვირილი
-არ არის არააა! ამის დ.შ შეუშვი მაგ ტვინში... იმიტომ წავედი, რომ შენთვის არ მევნო. შენ ნარკომანს არ იმსახურებდი, მაშინ გავიგე ყველაფერი, როცა უკვე მკურნალობას გავდიოდი, მხოლოდ მაშინ და იქედან წამოსვლა არ შემეძლო, ამიტომ არ ვიყავი მთელი ეს დრო შენს გვერდით, ამიტომაც მოგიხდა ამ ტანჯვისთვის მარტო გამკლავება... ერთი წლის მკურნალობა ექვს თვეში დავასრულე, დაწყევლილი ექვსი თვე შენს გარეშე ჯოჯოხეთი იყო... რკდესაც ჩამოვედი შენ უკვე იქ აღარ დამხვდი და გაქრი... მთელი თბილისი ამოვატრიალე შენს ძებნაში, არცერთი ქვა არ დამიტოვებია შეუმოწმებელი.. და ბოლოს ანდრონიკე ბიძიამ დამირეკა რომ ჩემს სახლში ვიღაც გოგო დროებით იცხოვრებდა და ამაზე პრობელმა ხომ არ მექნებოდა. გაუზრებლად დავთანხმდი... და ბოლოს მივხვდი სადაც იქნებოდი, გამახსენდა ჩვენი ბოლო საუბარი ღმერთზე და მივხვდი რასაც გააკეთებდი.. წამოვედი აქ და იმედს ვიტოვებდი რონ ის უცხო გოგო შენ იქნებოდი .. ჩემი ცხოვრება... ტასო დამიჯერე გთხოვ ყველაზე ნაკლებად მე მინდოდა რომ გტკენოდა...მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად.. ესაა სიმართლე დაიჯერე გთხოვ პატარავ... შენ მე არ გამომიყენებიხარ.. მეგონა იმ ღამის შემდეგ თუ ინანებდი, მაგრამ შევცდი...
მთელი ეს დრო გაშეშებული ვუსმენდი მის თითოეულ სიტყვას... გონებას არ სურდა ამ ყველაფრის დაჯერება , ხოლო გული კი იჯერებდა, საბოლოოდ გულმა გაიმარჯვა და ტირილი დავიწყე, სიმართლის მოსმენისგან გამოწვეული სიხარულით ავტირდი...
-ჰეი პატარავ ნუ ტირი გთხოვ!!!
-ოსრულები ტირიან...
-ჩემი პატარა ბავშვი ხარ... თბილად მომეხვია და ეს მონატრებული სურნელიც შევიგრძენი, მუცლის გამო ერთმანეთს ვერ ჩავეხუტეთ სრულყოფილად მაგრამ მაინც შევიგრძენიი. .
-მითხარი რომ მანდ ვინც გყავს ჩემია?? ცრემლ ჩამდგარი თვალებით მეკითხება
-ვინც მყავს არა, ორნი არიან მამიკო და შენი მოსვლა იგრძნეს... სიხარულისგან ჩემს წინ დაემხო და მუცელზე კოცნა დამიწყოო...
-უბედნიერესი კაცი ვარ მაპატიე ყველაფერი გთხოვ რაც გაწყენინე ... და ახალი გვერდიდან დავიწყოთ ცხოვრება...ჩვენი ცხოვრება...

* * *
ამის შესახებ მთელმა სვანეთმა გაიგო.. ალექსანდრემ მისი არ ყოფნა ვრცელი მივლინებით ახსნა... რამდენადაც ვიცოდი დედაო ყველაფერს მიხვდა და უბრალოდ ჩვენი შერიგება უნდოდა
-თავიდანვე იცოდი ხომ ვის სახლშიც მგზავნიდი...
-ჩემო პატარა ალექსანდრეს მე ღრმა ბავშვობიდან ვიცნობდი და ვიცი ვინც არის... ის ქალს არ ატკენდა ისე თუ მას, რაიმე მიზეზი არ ექნებოდაა....
აღარ მიყურებდა ხალხი ისეთი თვალებით როგორც ადრე... მე და ალექსი დავქორწინდით... უბრალოდ ჯვარი დავიწერეთ და ხელი მოვაწერეთ.... ქორწილი არ მსურდა...მახსოვს მისი თვალები სამშობიარო ბლოგში როცა ამ ქვეყანას ორი ვაჟკაცი, ჯაჭვლიანები მოევლინენ ...ჩემი იმედები არ გამართლდა გოგონა არ მეყოლა, მაგრამ სანდრო დამპირდა რომ მასაც მაჩუქებდა...მახსოვს მისი თვალები რომელიც ბედნიერებას ასხივებდნენ... უძილო ღამეები და ყირაზე დაყენებული სახლი, ორი ველური იზრდებოდა... ორივეს საშინლად გვღლიდნენ... ეხლა სვანეთში ვარ ისევ... ვუყირებ ჩემს ვაჟკაცებს რომლებიც უკვე დაზრდილები არიან და მამიკოს ხასიათი აქვთ.. სულ მან დაიმგვანა.. მაგრამ შემპირდა რომ გოგონა რომელიც ახლა მეყოლებოდა, სულ მე მემგვანებოდა.. მართალია, ისევ ორსულად ვარ და ნამდვილად კიკინებიან პატარას ველოდები...
-სანდრო მეშინია , გთხოვ ცხენზე არ დასვა გეხვეწები...
-ჰეი პატარა არ ინერვიულო კარგი??
-ანდრია მაა თეთრ ცხენზე დაჯექი შენ!
-დამიანე შენ შავზე!!
-წავედით პატარა ჩვენ ცოტას გავისეირნებთ.... რომ მოვალთ მოშიებულები ვიქნებით, ამიტომაც გემრიელობები დაგვახვედრე.... ბაგეებზე მეამბორა და წითელ ცხენს შემოახტა..
-დე იცი რაა სულ შენ არ ჭამო, სუმ მასე იცი და იმიტომ... ეშმაკურად ჩაიცინა დამიმ და პირველი გაიქცა მთებისკენ
-შენი გათავხედებულია სულ ღიმილით მივუბრუნდი მეუღლეს და თვალი ჩავუკარი.... ვხედავდი სამ წელსზემოთ შიშველ ჯაჭვლიანს, რომელებიც ცხენს მიაქროლებდნენ... მე და ჩემი გოგონა კი მათი ყურებით ვტკბებოდით.....

განა რა არის ბედნიერება... ბედნიერება ხომ წვრილმანებშია... იბრძოლეთ ხალხო თოთოეული წამისთვის და გაიხალისეთ ცხოვრება, ნუ დაეცემით , ისწავლეთ ადგომა, და დამერწმუნეთ ბედნიერება ერთხელაც აუცილებლად შემოაღებს კარს თქვენთან და სამუდამოდ დარჩება.....

დ ა ს ა ს რ უ ლ ი . . .


პირველ რიგში მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში ასეთი დგომისთვის, თქვენი გულშემატკივრობისთვის, მადლობა დიდი ჩემო მკითხველებო რომ დაინტერესდით ამ მოთხრობით... და ასეთი გამოხმაურება გამოიწვია... მეორე რაც მინდა რომ ვთქვა ისაა რონ თქვენ რომ არაა მე ვერ შევძლებდი მარტო ამ დავალებისთვის თავის გართმევას.... ტუ ცოტა სვანეთს ვადიდებ და ვაქებ ჩემში სისხლის ყივილს დააბრალეთ და არა მიკერძოებას... გვიყვარს სვანებს ჩვენჯ ბუნება და მესამე იმედი მაქვს გამოვიდა ზუსტად ის დასასრული რაც ისტორიას უფრო მოუხდებოდა და ალბათ თქვენი იმედებიც გამართლდა არ ვიცი... მაგრამ ვფიქრობ რომ ეს ის დასასრული იყო რაც შეეფერებოდაა... იმედი მაქვს მოგეწონებათ და ისიამოვნებთ.. ემოციებით დატვირთული ვწერდი და იმედი მაქვს რომ ზუსტად გადმოვეცი ის ემოცია რაც მინდოდაა.... წინაკომენტარებიდან თუ ვიმსჯელებთ ეს გამომდიოდა და ახლავ ვიტოვებ იმედს რომ ისევ გამომივა... კიდევ ერთხელ მადლობა და ალბათ დავბრუნდები ახალი ისტორიით თუ ეს თქვენც გინდათ..


პ. ს სიყბარულით. Sad Writer_ი



№1  offline წევრი ლელუკა

აუ ძალიან გამიხარდა ბოლოს ერთად რომ არიან კარგი იკო kissing_heart

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

კარგია რომ დროულად დაასრულე. იმუნიტეტს ბრჭყალებში ჩასმა არ სჭირდებოდა. კიდევ, "დაზრდილან" ადამიანზე არ იტყვიან, გაზრდილან უნდა გეწეროს. და კარგს იზამ თუ ლექსინაზე იმუშავებ. საერთოდაც, წერე მარტო შენებურად. ისე როგორც გინდა და გისწორდება, მერე ერთხელ გადახედე და ეგაა. კარგი ისტორია იყო. მაგრამ, შენ უფრო კარგი ხარ რომ ყველა შენიშნვის გათვალისწინებას ცდილობ:*. მალე დაბრუნდი ახალი ისტორიით.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

გული ჩამწყდა ასე მალე რო დამთავრდაა...საუკეთესოო ხარ სწორედ რომ ისე გადმოეცი როგორც გეგმავდი ..გულაჩქარებულმაა წავიკითხეე ბოლომდეე და ემოციებიით სავსეე უთბილესიიი ისტორიაა იყო მართლაც რომ ერთერთი საუკეთესოოო..ასეთი თბილი და ტკბილი ისტორიისთვის მადლობა შენ ძალიან მასიამოვნეე

 


№4  offline წევრი Barbare ❤

ძალიან თბილი, თბილი კიარა ცხელი ისტორია იყოო... <3 უზომოდ ვისიამოვნე და უზომოდ გამაბედნიერა ასეთმა დასასრულმა.. ერთერთი საუკეთესო ხარ აუცილებლად გააგრძელე წერა heart_eyes წარმატებები kissing_heart

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან მაგარი ისტორია იყო პირველი თავი მქონდა მარტო წაკითხული და ახლა რომ დასრულდა ერთად წავიკითხე. ემოციების ქვეშ ვარ .როგორ მიყვარს ტყუპები ვგიჯდები..
კარგად წერ და იმედია მალე დაიწყებ ახალ ისტორიას heart_eyes

 


№6 სტუმარი mtvaro svani

au rogor gamixaedaa.chemi jachvlianiii.ise gabrazebuli viyavi mindoda tasos cremlebis gamo gameglija magram?chem jachvlians xo ver movklavdi araaa.gamaxare zalian da madloba amistvis

 


№7  offline წევრი TeddyBear

ექვსივე თავი ერთად წავიკითხე და როგორ ვთქვა "გავთბი" ❤
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო მაგრამ პაწუკა და არ მინდოდა დასრულებულიყო. ❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

Dzalian kargi istoriaa.momewona dasasruli
--------------------
ლანა

 


№9  offline წევრი ანა♥ანა

დღეს წავიკითხე ყველა თავი უმაგრესიი იყოო შენ ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოგივიდა ♥♥ ვგიჟდები სვანებზე და მთის ხალხზე .

 


№10  offline წევრი nini :)

ra vqnaaa rom miyvars svanebiiii?.... dzaaaliaaaaan magari iyooo... guli damwyda rom male damtavrdaaa... vicodi rom isetgan moxvdeboda sadac kvlav shexvdebodnen erturts.... gelodebi axali istoriiiit... <3<3<3<3

 


№11  offline წევრი Sad Writer

ლელუკა
აუ ძალიან გამიხარდა ბოლოს ერთად რომ არიან კარგი იკო kissing_heart

grafo
კარგია რომ დროულად დაასრულე. იმუნიტეტს ბრჭყალებში ჩასმა არ სჭირდებოდა. კიდევ, "დაზრდილან" ადამიანზე არ იტყვიან, გაზრდილან უნდა გეწეროს. და კარგს იზამ თუ ლექსინაზე იმუშავებ. საერთოდაც, წერე მარტო შენებურად. ისე როგორც გინდა და გისწორდება, მერე ერთხელ გადახედე და ეგაა. კარგი ისტორია იყო. მაგრამ, შენ უფრო კარგი ხარ რომ ყველა შენიშნვის გათვალისწინებას ცდილობ:*. მალე დაბრუნდი ახალი ისტორიით.

ნიტა♡♡
გული ჩამწყდა ასე მალე რო დამთავრდაა...საუკეთესოო ხარ სწორედ რომ ისე გადმოეცი როგორც გეგმავდი ..გულაჩქარებულმაა წავიკითხეე ბოლომდეე და ემოციებიით სავსეე უთბილესიიი ისტორიაა იყო მართლაც რომ ერთერთი საუკეთესოოო..ასეთი თბილი და ტკბილი ისტორიისთვის მადლობა შენ ძალიან მასიამოვნეე

Barbare ❤
ძალიან თბილი, თბილი კიარა ცხელი ისტორია იყოო... <3 უზომოდ ვისიამოვნე და უზომოდ გამაბედნიერა ასეთმა დასასრულმა.. ერთერთი საუკეთესო ხარ აუცილებლად გააგრძელე წერა heart_eyes წარმატებები kissing_heart

sameone crazy girl
ძალიან მაგარი ისტორია იყო პირველი თავი მქონდა მარტო წაკითხული და ახლა რომ დასრულდა ერთად წავიკითხე. ემოციების ქვეშ ვარ .როგორ მიყვარს ტყუპები ვგიჯდები..
კარგად წერ და იმედია მალე დაიწყებ ახალ ისტორიას heart_eyes

mtvaro svani
au rogor gamixaedaa.chemi jachvlianiii.ise gabrazebuli viyavi mindoda tasos cremlebis gamo gameglija magram?chem jachvlians xo ver movklavdi araaa.gamaxare zalian da madloba amistvis

TeddyBear
ექვსივე თავი ერთად წავიკითხე და როგორ ვთქვა "გავთბი" ❤
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო მაგრამ პაწუკა და არ მინდოდა დასრულებულიყო. ❤

La-Na
Dzalian kargi istoriaa.momewona dasasruli

ანა♥ანა
დღეს წავიკითხე ყველა თავი უმაგრესიი იყოო შენ ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოგივიდა ♥♥ ვგიჟდები სვანებზე და მთის ხალხზე .

nini :)
ra vqnaaa rom miyvars svanebiiii?.... dzaaaliaaaaan magari iyooo... guli damwyda rom male damtavrdaaa... vicodi rom isetgan moxvdeboda sadac kvlav shexvdebodnen erturts.... gelodebi axali istoriiiit... <3<3<3<3

ყველას დიდი მადლობა მართლა, ასეთი გახარებული ჯერ არ ვყოფილვარ< მართლა არ მეგონა ასე თუ მოგეწონებოდათ, მიყვარხარხართ ყველანი და მაქსიმალურად შევეცდები ახალი ისტორიით მალე დაგიბრუნდეთ...

 


№12 სტუმარი guest salii

<3 მომეწონა ძალიან დღეს დავიწყე წაკითხვა და ერთიანად წავიკითხე მართლა ძალიან მაგარი იყო, თუმცა რაღაც მინდა გითხრა დამწყდა გული ალექსანდრეზერო არ დაწერე, რა იყო იმ ტკივილის მიზეზი, რა გადახდა თავს, რატომ იკეთებდა წამალს. მაინც ძალიან მომეწონა და წარმატებები <3 <3!!

 


№13  offline წევრი Sad Writer

guest salii
<3 მომეწონა ძალიან დღეს დავიწყე წაკითხვა და ერთიანად წავიკითხე მართლა ძალიან მაგარი იყო, თუმცა რაღაც მინდა გითხრა დამწყდა გული ალექსანდრეზერო არ დაწერე, რა იყო იმ ტკივილის მიზეზი, რა გადახდა თავს, რატომ იკეთებდა წამალს. მაინც ძალიან მომეწონა და წარმატებები <3 <3!!

მადლობა საყვარელო ძალიან დიდი, ხო ალბათ აღარ დავამძიმე ისტორია უფრო მეტად და შევეცადე უფრო მსუბუქი ყოფილიყო მადლობა დიდი საყვარელო გაუხარე :*

 


№14  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Kარგი იყოო .ძალიანნ მომეცონააა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent