შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასი განძი [სრულად]


4-10-2016, 22:39
ავტორი მარრიამი
ნანახია 25 079

თავი 1

- დინა გენაცვალე, თუ არ გაგაწვალებ იქნებ ამ კოსტუმზე ორის მაგივრად სამი ღილი დაგეკერებინა, რაღაც არ მომწონს ასე.
- კარგი მზია დეიდა _ გაუღიმა ქალს.
- ხვალ საღამოს გამოვივლი და წავიღებ მაშინ, ფული დაგიტოვო თუ ხვალ იყოს?
- ხვალ იყოს.
- კარგი ხვალამდე _ ქალი კარებისკენ წავიდა, უეცრად რაღაც გაახსენდა და მობრუნდა _ საბუნა სად გყავს?
- საბა ბაღში მივიყვანე რამდენიმე დღეა უკვე, მგონი მოეწონა.
- კარგია შვილო კარგი, შენც უფრო მეტი დრო გექნება, ისედაც ბევრი შეკვეთები გაქვს. ღმერთმა დაგლოცოს, შენისთანა კეთილი ხალხი ბევრი აღარ მოიპოვება გენაცვალე შენ, რასაც მაგ ბავშვს უკეთებ, ღმერთი გადაგიხდის სიკეთისთვის.
- მადლობა, გაიხარეთ _ სტუმარი გააცილა და უკან შებრუნდა. კოსტუმი უნდა გადაეკეთებინა, თუმცა ფიქრებმა გაიტაცა, მზიას სიტყვებმა წარსული გაახსენა და მოგონებებში გადაეშვა:

მიუხედავად იმისა რომ მშობლები არ ჰყავდა, მაინც ტკბილად ახსენდებოდა ბავშვობა. თბილი, მოსიყვარულე აღმზრდელები ანებივრებდნენ. ნინო, მისი უახლოესი მეგობარი სულ მასთან იყო. ერთსა და იმავე დროს მიიყვანეს ბავშვთა სახლში და დატოვეს. წლები გადიოდა, იზრდებოდნენ და კიდევ უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. ხშირად აკვირვებდათ მათი დამოკიდებულება, არამონათესავე ადამიანების ასეთი სიყვარული, მაგრამ როცა მონათესავე სულს იპოვი, მნიშვნელობა აღარ აქვს ერთი სისხლი და ერთი ხორცი გაქვთ თუ არა. ათი წლისანი იყვნენ გოგონები, როცა თავშესაფარში ერთი ბიჭი მოიყვანეს. როგორც გაარკვიეს ლევანი ერქვა, სულ მოწყენილი იყო, არავის ეკონტაქტებოდა. აფხაზეთიდან ყოფილა, მშობლები აფხაზეთის ომში დაღუპვოდა, მისი ტყუპისცალი ძმა თომა კი, უგზო-უკვლოდ დაკარგულა. რამდენიმე წელი ნათესავი ზრდიდა ლევანს, მაგრამ შემდეგ თავშესაფარში მიაბარეს.
გოგონები მივიდნენ მასთან, გამოელაპარაკნენ, საერთო ენის პოვნა სცადეს. ლევანიც უფრო გაიხსნა და თავის თავზე უამბო. განაბულები უსმენდნენ ბიჭის მიერ მოყოლილ ამბებს მშობლებზე, დედის სითბოზე, მათ ხომ არასდროს გამოეცადათ იგივე. ცდილობდნენ თითოეული დეტალი დაემახსოვრებინათ, ჩუმად, თავისთვის ფიქრობდნენ შეიძლება თვითონაც ასეთ ოჯახში გაზრდილიყვნენ. უკვე სამნი გახდნენ, საუკეთესო მეგობრები, სულ ერთად იყვნენ, ლევანი მუდამ ზრუნავდა მათზე, ყურადღებას არ აკლებდა.

წლები გადიოდა, ასაკი ემატებოდათ. ნელ-ნელა ლევანი და ნინო მიხვდნენ რომ მათი ურთიერთობა და სიყვარული მეგობრობის ფარგლებს ცდებოდა. დინა ბედნიერი შეხვდა ამ ამბავს. ოცი წელი რომ შეუსრულდათ იქორწინეს. თავიანთი შრომით შეძენილი ოროთახიანი სახლი თბილ ბუდედ აქციეს და სიყვარულით აავსეს. დინაც წაიყვანეს. მალე შეიტყო ნინომ რომ პატარას ელოდა. კიდევ ერთი ბედნიერება შეემატათ, უვლიდნენ, ზრუნადნენ, ცივ ნიავსაც კი არ აკარებდნენ. პატარა საბას დაბადება ყველასთვის დიდი სიხარული იყო. თეთრი, პუტკუნა, ლუჯთვალება, „ოქროსქოჩრიანი“ ბიჭი უფლისწულს ჰგავდა. მოსიყვარულე მშობლები, თბილი დეიდა დინა.. თუმცა ცხოვრება ხომ სწორხაზოვანი არაა, ბედნიერებაც არაა მუდმივი. საბა სულ რაღაც ცხრა თვის იყო, როცა წვეულებიდან მომავალი ნინო და ლევანი ავტოკატასროფაში მოყვნენ. ლევანის სამსახურის კორპორატიულ საღამოზე იყვნენ, მთელი დღე ენთუზიაზმით ემზადებოდა ნინო, თუმცა საღამო სავალალოდ, ფატალურად დასრულდა, წყვილი ადგილზევე გარდაიცვალა.

დინას ცხოვრების შავი, დიდი და მძიმე ლაქა იყო ეს „შემთხვევა“. კიდევ ერთხელ დაკარგა ოჯახი, იმ განსხვავებით რომ ნინო და ლევანი ბევრად უფრო ძვირფასები იყვნენ მისთვის, ვიდრე თავისი ბიოლოგიური ოჯახი. წარსულს დაღი დაესვა, ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო, ცხოვრება მეგობრების გარეშე და საბასთან ერთად. ბავშვისთვის ახლა მას უნდა გაეწია დედობა და არამარტო დედობა. გაუჭირდა ეს სამი წელი, მართლაც ძალიან გაუჭირდა. ჯერ პანაშვიდები, დაკრძალვა, შემდეგ ორმოცი, წლისთავი. ყველაფერ ამას ემატებოდა ბავშვის ჭირვეულობა, დედა ენატრებოდა ალბათ... ბავშვობიდან ეხერხებოდა კერვა და საბოლოოდ ამის წყალობით გამოძვრა სიტუაციდაან. უკვე მესამე წელია კერვით აქვს შემოსავალი, უვლის ბავშვსაც, საკუთარ თავს, ცდილობს საბას არაფერი მოაკლოს, არც მშობლიური სითბო და არც მატერიალური ზრუნვა.

დღეს, როცა ოთხი წლის საბას უყურებს, თვალწინ უდგას მისი მშობლები, საყვარელი, მონატრებული მეგობრები. პატარას იმ განძად მიიჩნევს, რომელიც ნინომ და ლევანმა უსახოსვრეს, ჩააბარეს, ანდეს. ცდილობს მათ საფლავზე დადებული პირობა პირნათლად შეასრულოს და არასდროს აგრძნობინოს საბას რომ მშობლები არ ჰყავს. მიუხედავად იმისა რომ ბიჭი ჯერ მხოლოდ ოთხი წლისაა, იცის რომ დინა დედამისი არაა, იცის რომ მისი მშობლები ცაში არიან და იქიდან უყურებენ, ლოცავენ, იფარავენ. დინას მაინც დედას უძახის. პირველად სიტყვა „დედა“ რომ თქვა, გულედანი ადგილს მიეყინა. თვალები ცრემლით აევსო, პატარა გულში ჩაიკრა და მაგრად აკოცა. შემდეგ საკუთარ თავს გაუბრაზა ასე უცებ რომ მიითვისა ნინოს სტატუსი, მაგრამ დამშვიდდა, მიხვდა ბავშვი იმას აღიქვამდა დედად, ვინც უვლიდა. მეორე დღესვე წინ დაისვა და ესაუბრა მის მშობლებზე. მას შემდეგ ხშირად საუბრობენ ნინოსა და ლევანზე, პატარას ცნობისმოყვარეობას უკმაყოფილებს და თვითონაც იხსენებს მეგობრებს. ფიქრებიდან ხმაურმა გამოაფხიზლა. სახლში შემოვარდნილი საბა ჩაიხუტა, აკოცა და შეათვალიერა.

- მადლობა თიკო, დღესაც შენი შეწუხება მომიწია _ გაუღიმა მეზობელს.
- რა შეწუხებაა, მაინც მივდივარ ქეთის გამოსაყვანად _ ღიმილითვე უპასუხა თიკომ.
- ყავას დაგალევინებ, დავსხდეთ, შემოდი _ შეიპატიჟა.
- არა, მადლობა, მეჩქარება, სხვა დროს შემოგივლი.
- კარგი, დროებით და მადლობა _ კარები ჩაკეთა და შებრუნდა. _ სად დახიე შარვალი დედიკო? _ შემცბარმა ჰკითხა საბას, იმ წამს შენიშნა დახეული შარვალი.
- არ გამიბრაზდე რა დე _ ტუჩები მობუსხა _ ოთომ მანაქანა წამართვა და ვიჩხუბეთ. _ ამღვრეული თვალებით შეხედა და პატარა თითები აათამაშა. მტირალი საბას დანახვისას გული ეწვოდა, იმ წამებში ფიქრობდა რომ მაინც რაღაც აკლდა პატარას და სულს უყინავდა ამის შეგრძნება.
- კარგი არ გიბრაზდები ჩემო პატარა, მაგრამ ასე აღარ მოიქცე რა დედიკო. თუ რამეს ვერ მოაგვარებთ მასწავლებელს უთხარით, ან გეთხოვებინა ის მანქანა რა მოხდებოდა _ თავზე ხელი გადაუსვა და მის რბილ, ქერა კულულებში ახლართა თითები.
- კარგი, მაგრამ ის მანქანა მეც მინდოდა.
- კარგი, კარგი. მოდი ახლა ხელები დავიბანოთ, ვჭამოთ და საქანელებზე წავიდეთ. ხომ გინდა?
- მინდა _ გახარებულმა დაუქნია თავი და სააბაზანოსკენ წავიდა, შემდეგ კი მაგიდას მიუსკუპდა.
- შენ ჭამე დედი, მე გავემზადები _ გაუღიმა პატარას და საძინებელში გავიდა. მომზადების პროცესი მარტივი იყო, ტანსაცმელი გამოიცვალა და თმა გადაივარცხნა. მას შემდეგ რაც ლევანი და ნინო დაიღუპნენ ყველაფრის ხალისი დაკარგა, თავიდან გლოვის გამო არ ისვამდა არაფერს ზედმეტს სახეზე, მერე კი იმდენად მიეჩვია, ახლა საჭიროებასაც ვეღარ ხედავს. სარკეში ჩაიხედა, კვლავ სევდიანი, დიდრონი ზღვისფერი თვალები უცქერდნენ იქიდან. ხვეული, გაშლილი თმა ბავშვურობას უნარჩუნებდა. ჯერ მხოლოდ 25 წლის იყო და უკვე ამდენი ტრაგედია დაატყდა თავს. ფიქრებში გართულს კაკუნის ხმა შემოესმა. კარებიკენ წავიდა, გააღო და გაიყინა. თვალები გაუფართოვდა, ფერი დაეკარგა, უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ ხმა არ ამოსდიოდია, უღონოდ მიეყრდნო კარებს და თვალები მაგრად დახუჭა. შემდეგ ნელ-ნელა გაახილა, თითქოს კარებში მდგარი მოჩვენება ყოფილიყო და მისი გაქრობა უნდოდა, მაგრამ არავინ გამქრალა, მამაკაცი ისევ მყარად იდგა ზღურბლზე.

- ლევან?.. _ როგორც იქნა ამოილუღლუღა ერთი სიტყვა და ისევ კარს მიეყრდნო.
- არა, ქალბატონო მე ლევანი არ ვარ, ნუ გეშინიათ. მე მისი ტყუპისცალი ძმა ვარ, თომა _ თვითონაც დაიბნა, ძლივს მოიფიქრა და ხელი შეაშველა გოგონას რომ არ ჩაკეცილიყო. ამ ხმაზე საბაც გამოვიდა შესასვლელში, ვერ გაეგო რა ხდებოდა, ინტერესიანი მზერით მიჩერებოდა ხან სტუმარს, ხანაც დინას.
- მაგრამ.. ღმერთო როგორ.. როგორ ჰგავართ.. საიდან.. როგორ.. აქ.. თქვენ.. _ გაურკვევლად ლუღლუღებდა, მთელი ძალით ჩაფრენოდა კარებს რომ არ წაქცეულიყო.
- თუ შემომიშვებთ და ნებას მომცემთ, ყველაფერს აგიხსნით _ ხელით ანიშნა დინამ მობრძანდიო და თვითონაც უკან მიჰყვა ნელი ნაბიჯებით. შიშით მიუახლოვდა სტუმარს და წინ ჩამოუჯდა. „ღმერთო როგორ ჰგავს ლევანს.“ - ფიქრები, აზრები ერთმანეთში ერეოდა და ვეღარ ალაგებდა, იგივე თვალები, იგივე ხმა, იგივე სიმაღლე, გამოხედვა. ლევანისგან რომ არ ცოდნოდა ტყუპისცალის შესახებ არც კი დაიჯერებდა რომ მისი სტუმარი სხვა ადამიანი იყო და არა ბავშობის მეგობარი.
- როგორც ვატყობ მოულოდნელი იყო ჩემი გამოჩენა თქვენთვის _ რეალობაში დააბრუნა თომას ხმამ.
- ლევანმა გვიამბო რომ დაიკარგეთ, ამდენი ხანი არაფერი მსმენია თქვენზე, არც გამოჩენილხართ, არც დაგვკავშირებიხართ.
- ყველაფერს აგიხსნით _ შედარებით მშვიდად ჩაილაპარაკა და კარებში ატუზულ პატარს გახედა, რომელიც შიშნარევი, გაოცებული მზერით უყურებდა სტუმარს. _ ეს ჩემი ძმის შვილია? _ ღიმილით გახედა პატარას და ხელი გაუწოდა რომ მასთან მისულიყო. დინას შეეშინდა, ინსტიქტურად მოკიდა ბავშვს ხელი და კალთაში ჩაისვა.
- კი, ლევანის და ნინოს შვილია.. მაგრამ.. ვაიმე _ თვალები გაუფართოვდა _ ახლა.. ახლა არ მითხრათ რომ.. ღმერთო ჩემო.. გთხოვთ არ მითხრათ რომ თქვენი მოსვლის მიზანი საბაა.. არ წამართვათ.. ღმერთო.. მე.. მე მის გარდა არავინ მყავს.. ის არის ჩემთვის მთელი სამყარო, დედამიწის ცენტრი.. ვერ გადავიტან.. _ მაგრად ჩაიკრა პატარა გულში და აქვითინდა, საბამაც შეშინებულმა, უნდობლად გადახედა სტუმარს და პაწაწინა ხელები მოჰხვია დედას.
- სწორად მიხვდით ქალბატონო დინა. მეც ლევანივით ბავშვთა სახლში მოვხვდი, მაგრამ სხვა ბავშვთა სახლში. იქ ერთმა უკვე ხანში შესულმა წყვილმა მიშვილა. საქართველოში არ დარჩენილან, რუსეთში წავიდნენ და მეც იქ წამიყვანეს. კარგი ხალხი იყვნენ, სამწუხაროდ ორი თვის წინ გარდაიცვალნენ, თითქმის ერთდროულად. სანამ ცოცხლები იყვნენ, არ მინდოდა ეფიქრათ რომ არ ვაფასებდი მათ ზრუნვას, ამიტომ ჩემს ოჯახზე კრინტი არ დამცდენია. მათი გარდაცვალების შემდეგ კი სულ ვეძებ, მაშინვე საქართველოში დავბრუნდი და ძებნა დავიწყე. საბოლოოდ თქვენს კვალზე გამოვედი, დღეს კი სახლშიც მოგაკითხეთ. არც მე მყავს სხვა არავინ, მეც სრულიად მარტო ვარ. მთელი ჩემი იმედი, მომავალი, მიზნები, ოცნებები ჩემს ძმის შვილს უკავშირდება. არ შემიძლია მასზე უარის თქმა. _ თითქოს ქვეყანა თავზე ჩამოექცა გულედანს. ამდენ ხანს სათუთად ნაშენები ოჯახი ერთ წამში გაცამტვერდა თითქოს, თვალთ დაუბნელდა, გული შეეკუმშა. ერთბაშად იფეთქა მშობლის, დედის ინსტიქტმა და ფეხზე წამოხტა.
- ის ჩემი შვილია, გესმით?! ჩემი შვილი, ჩემი სამყარო, სიცოცხლის ერთადერთი ხალისი და მამოძრავებელი ძალა _ მთელი ხმით გაჰკიოდა _ მე გავზარდე, მერე რა რომ მუცლით არ მიტარებია, ის მაინც ჩემია და ვერ დამაშორებთ, ვერა..
- მაგრამ მე მასზე კანონიერი უფლებები მაქვს _ თავისას გაიძახოდა თომა.
- არ მაინტერესებს კანონი, მას არ გაგატანთ, ნივთი არ არის რომ აიღოთ და წაიღოთ. საბა არ წამოვა, არ წამოგყვებათ, თქვენ მისთვის უცხო ხართ.. იცით რა უყვარს? რისი ეშინია? რითი ერთობა? თქვენ არასდროს განგიცდიათ ის ემოციცია, ის ბედნიერება როცა პირველი ნაბიჯები გადადგა, როცა პირველი სიტყვა თქვა, არასდროს! ის ჩემი შვილია, მის გარეშე მოვკვდები, მართლა მოვკვდები _ მთელი სხეულით აკანკალდა და ძალაგამოცლილი დაეშვა სკამზე.
- მეც გამიგეთ ქალბატონო, თქვენ არც კი ცდილობთ.. მაგრამ მეც ადამიანი ვარ, მეც მაქვს გული, ვხვდები რამდენად ძვირფასია საბა თქვენთვის.
- ვერ ხვდებით, ის უბრალოდ ძვირფასი არაა, ის ჩემი ცხოვრებაა, სიცოცხლის აზრი და არსი _ სლუკუნით ლაპარაკობდა გულედანი.
- სწორედ ამიტომ გთავაზობთ ამას, შეგიძლიათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ და საბას მოუაროთ, სანამ წამოიზრდება _ ვითომ გამოსავალი იპოვა თომამ.
- გესმით მაინც რამხელა სისულელეს მეუბნებით? _ ისევ აღშფოთდა დინა _ არა ხვდებით?! საბას მოვუვლი და როცა გაიზრდება სახლიდან გამომაგდებთ ხომ?! გასამრჯელოსაც ხომ არ შემომთავაზებთ იმისთვის რომ ჩემს შვილზე ვიზრუნო?! არა, ბავშვი აქ გაიზრდება, ჩემთან _ გადაჭრით ჩაილაპარაკა _ ის არ გიცნობთ, არ უყვარხართ.
- კარგი, მაშინ გამიცნოს და შემიყვაროს, მეც უკეთ გავიცნობ და უფრო შევიყვარებ.
- როგორ აპირებთ ამას?
- მეც აქ ვიცხოვრებ იქამდე სანამ შემეჩვევა.
- სად აქ?
- აი აქ, თქვენთან ერთად.
- როგორ თუ აქ?
- ჩვეულებრივ, თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მივა მუჰამედთან. ბარგი როდის გადმოვიტანო?
- თქვენ.. თქვენ სულ გაგიჟდით.. _ აღშფოთებულმა წამოიყვირა.
- დე მეშინია _ მაგრამ შემოჰხვია თავისი პატარა ხელები საბამ და მიეხუტა.
- ნუ გეშინია დე _ მშვიდი ტონით უთხრა და მაშინ მიხვდა რამხელა სისულელე იყო ბავშვის თანდასწრებით ამ საკითხის გარჩევა, მაგრამ იმდენად დაიბნა ესეც კი ვერ მოფიქრა. _ საბა დედი, მიდი შარვალი გამოიცვალე, სტუმარს გავაცილებ და წავიდეთ. _ ოთახში გაგზავნა ბავშვი.
- დედას გეძახით? საინტერესოა მშობლების შესახებ რამე თუ იცის?.. _ დინას უბრალოდ გაეღიმა თომას ტონზე.
- საბამ ყველაფერი იცის, აბსოლუტურად ყველაფერი. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ლევანსა და ნინოზე, იცის რომ დედამისი არ ვარ, მაგრამ მაინც დედას მეძახის.
- კიდევ კარგი. სად გავჩერდით? ჰო, ბარგი როდის გადმოვიტანო?
- ა-რას-დროს! ხვდებით მაინც რამხელა სისულელეს მეუბნებით? როგორ უნდა იცხოვროთ აქ? სხვა რომ არაფერი ხალხი რას იტყვის?
- ეგ ჩემი საქმე არაა, საბამ უნდა გამიცნოს და შემიყვაროს. ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ, უახლოეს დღეებში ჩემს ნივთებს გადმოვიტან _ კარებისკენ წავიდა მშვიდი ნაბიჯით ზარანდია, გამოაღო და უეცრად მობრუნდა _ ჰო, და კიდევ, თუ ასე გაწუხებთ სამეზობლოს ჭორები, შეგიძლიათ თქვათ რომ გათხოვდით _ გაუღიმა და კარები გაიკეტა.

გაოგნებული გულედანი უღონოდ ჩაეშვა სავარძელში, თავი გადასწია, თვალები დახუჭა და ხელებით საფეთქლები დაიზილა. ჯერაც ვერ გაანალიზა რა მოხდა, ასე სრულიად მოულოდნელად გამოეცხადა ლევანის ძმა და ითხოვს მეურვეობას საბაზე. „თქვენთან ვიცხოვრებო, რა სისულელეა, თქვი გათხოვდიო, უფრო დიდი სისულელე“ - ფიქრებიდან საბას ხმამ გამოაფხიზლა.

- დე ჩავიცვი.
- წავიდეთ ჩემო სიცოცხლე?
- წავიდეთ, დე რაღაცას გეტყვი და არ გამიბრაზდე რა.
- მითხარი ჩემო პატარა.
- დე, ეს ძია ჩემს მამიკოს ჰგავდა _ ზურგს უკან დამალული მშობლების ფოტო გაუწოდა საბუთად, თითქოს დამნაშავე იყო, ტუჩები გამობუსხა და გულედანს ახედა. გაშრა, ვეღარაფერი თქვა, ახლა გაახსენდა როგორ ათვალიერებინებდა საბას მისი მშობლების ფოტოებს. ხელი ნერვიულად მოისვა შუბლზე და შვილს ანიშნა დამჯდარიყო.
- საბა დე, შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ, ახლა რაღაცას გეტყვი და მომისმინე. კარგი? _ მორჩილად დაუქნია პატარამ თავი _ ის ძია აქ რომ იყო, შენი მამიკოს ძმაა. შენი გაცნობა უნდოდა და იმიტომ მოვიდა _ ეცადა რაც შეიძლება მშვიდად გაეღიმა შვილისთვის და უარყოფითი ემოციებით არ დაემუხტა თომას მიმართ.
- შენ რომ გაგაბრაზა _ ჩაიბუზღუნა უმცროსმა ზარანდიამ.
- არაუშავს, ძალიან არ გავუბრაზებივარ, შევურიგდები. ამიტომ ჰგავს ის ძია შენს მამიკოს, ახლა ჩვენ წავიდეთ და გავერთოთ _ კულულები აუჩეჩა საბას და სახლიდან გავიდნენ.

უყურებდა მოთამაშე პატარას და გული ეკუმშებოდა იმის წარმოდგენაზე რომ შეიძლება წაერთვათ. მართლა ვერ გადაიტანდა, მის გარეშე უბრალოდ ვერ შეძლებდა ცხოვრებას. საბა რომ არა, ახლა შეიძლება ცოცხალიც კი არ ყოფილიყო, ეს ბავშვი ავსებდა მის არსებობას. მისი დაძახებული „დედა“ ატანინებდა ყველა ტკივილს. ახლა კი ამ უკანასკნელ იმედს და ცხოვრების ერთადერთ მიზეზს ართმევდნენ. არა, ეს არ მოხდება! საბას თავს არავის დაუთმობს, ცოცხალი თავით არავის გაატანს.

- საბა დე, გვიანია უკვე, წავიდეთ სახლში.
- ხუთი წუთიც რა დე _ საფირმო მზერით შეხედა და თავისთავად დინას დათანხმებაც მოახერხა.
- საბა, გავიდა ხუთი წუთი დე _ ღიმილით შეახსენა პირობა.
- მოვდივარ _ ლოყებაწითლებული მიუახლოვდა დედას და ხელი ჩასჭიდა. სახლში მალე მივიდნენ, კიდევ კარგი ეს პარკი მაინც აქვთ ახლოს, თორემ მარტო ეზოში ვერ უშვებს და მთელი დღე გამოკეტილი ხომ არ ეყოლება ბავშვი.
- დე, გამოიცვალე, ხელები დაიბანე და ჩაი დავლიოთ _ მითითება მისცა პატარას. ისიც დინჯად გაემართა ოთახისკენ. სანამ დინამ ჩაი მოამზადა და სუფრა გაშალა, საბა დაბრუნდა და დიდი კაცივით მოკალათდა მაგიდასთან. კარაქი წაუსვა პურზე და დაულაგა, მადიანად ჩაკბიჩა საბამ და კმაყოფილმა გაუღიმა გულედანს.
- მოვრჩი _ საზეიმოდ გამოაცხადა. _ დეე _ თვალების ფახურით ახედა _ შენთან დავიძინებ რა დღეს.
- ეშმაკუნა _ გაუცინა _ კარგი დავიძინოთ ერთად _ თავზე თბილად გადაუსვა ხელი და სუფრა აალაგა. _ დავრეცხავ და დავწვეთ, შენ მოემზადე მანა _ გაუღიმა. დინას უფრო უნდოდა პატარასთან ძილი, ვიდრე თავად საბას. არ ასვენებდა იმის შეგრძნება რომ ვიღაც ართმევდა შვილს. საქმის დასრულების შემდეგ აფორიაქებული მიუწვა საბას გვერდით და მიიხუტა. თმებზე დაუწყო თამაში, იცის როგორ უყვარს მის პატარს როცა თმებზე ეთამაშებიან. როცა დრო აქვს სულ მის თმებს ეთამაშება, უმცროსი ზარანდიაც ინაბება და კნუტივით კრუტუნებს. მალე ჩაეძინა დედაზე მიხუტებულ პატარას, დინას კი რა დააძინებდა. თვალის ყოველ დახუჭვაზე თომას სახე ამოუტივტივდებოდა და მაშინვე ელვის სისწრაფით ახელდა თვალებს. დაღლილობამ მაინც თავისი გაიტანა და შუაღამისას ჩაეძინა.
_____________________

თავი 2

დილით ადრიანად ადგა, კოსტუმი აქვს დასამთავრებელი, სხვა შეკვეთებიც ბევრია. ფიქრები მაინც არ ასვენებს, რა იქნება ახლა? თომამ რომ მოინდოდმოს, სამართლებრივი გზით მართლა შეძლებს საბას წაყვანას, კანონი მის მხარესაა. ერთადერთი სისხლით ნათესავი სწორედ ისაა ბავშვისთვის და მეურვეობაც მას ეკუთვნის. მაგრამ ნუთუ დინას ამაგს არაფრად მიიჩნევენ, არც მის გრძნობებს და არც მის ემოციებს. ერთი სასამართლო განაჩენი შეცვლის ცხოვრებას, მაგრამ ცუდად შეცვლის. ამის გაფიქრებაც კი არ უნდა, ალტერნატიულ გზებს ეძებს, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავს.
- აუუ _ შუბლშეჭმუხნილმა წამოიძახა და თითს დააკვირდა, წითელმა სითხემ გამოჟონა კანიდან, ხელი გადაიბანა და საბა გააღვიძა. _ დე გაიღვიძე, საბა, ბაღში მივდივართ.
- ვდგები _ ჩაიბუზღუნა ნახევრადმძინარემ და მხარი იცვალა.
- დე, დაგვაგვიანდება, წამოხტი ახლა საბუნაა..
- მაკოცებ? _ ეშმაკურად გაუცინა.
- ერთ კი არა ბევრს გაკოცებ დედიკოს ეშმაკუნა _ სიცილით მოჰხვია პატარამ ხელები კისერზე და ჩაეხუტა. დინამ მოუღუტუნა და მთელი სახლი აავსო უმცროსი ზარანდიას კისკისმა. _ დაიბანე ხელ-პირი, ვჭამოთ და წავიდეთ.
...............
- დედიკო, ჩემი ძია როდის მოვა კიდევ? _ მხიარულად ჰკითხა უკვე მაგიდასთან მოკალათებულმა. ნერვიულმა კანკალმა აიტანა, ფინჯანიდან ჩაიც კი გადმოეღვარა. ეჭვიანობამ შეუტია, ეგოისტობამ, თითქოს კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნო საბას დაკარგვის საფრთხე. ბავშვის გაუაზრებლად, უბრალო ინტერესით ნათქვამმა სიტყვებმა თავზარი დასცა.
- არ ვიცი დედი _ შეეცადა მაქსიმალურად მშვიდად ეთქვა _ ჭამე დე მალე.

სწრაფად მოათავა საუზმე და სახლიდან გავიდნენ. პატარა ბაღში მიიყვანა და უკან დაბრუნებულს სურპრიზი დახვდა კიბეზე ჩამომჯდარი უფროსი ზარანდიას სახით. კიდევ ერთხელ იგრძნო ნერვიულობისგან გამოწვეული ცხელი ტალღის დავლა სხეულში და კიბეზე ფეხი შედგა.

- მეგონა საბასთან ერთად გაიქეცით _ შეათვალიერა გულედანი თომამ.
- როგორც ხედავთ აქ ვარ და არსად გაქცევას არ ვაპირებ.
- ძალიან კარგი, აბა, იფიქრეთ ჩემს ნათქვამზე?
- საბას არ დავთმობ!.. _ მტკიცე, მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა, მაგრამ თვალებში მრისხანების ნაპერწკლები აუელვარდა.
- ამ შემთხვევაში საბა არ მიგულისხმია.
- სხვა რამეზეც ვისაუბრეთ? _ გაიკვირვა.
- იქნებ სახლში გვესაუბრა და განგვეხილა.
- უკაცრავად _ უკმაყოფილო მზერით უთხრა, კარები გასაღებით გააღო და ანიშნა შებრძანდითო.
- მხოლოდ თქვენს შემდეგ _ კმაყოფილი მზერით მიუგო და ხელით ანიშნა პირველი შესულიყო. აღარც დინას გამოუდია თავი, სახლში შეაბიჯა და დაელოდა სტუმარი როდის შევიდოდა. თომა შევიდა, პირდაპირ გაემართა მისაღებისკენ და დივანზე მოთავსდა. გულედანი პირდაპირ მდგომ სავარძელში ჩაეშვა და ინტერესით გადახედა.
- გისმენთ, მაგრამ გთხოვთ ცოტა სწრაფად მითხრათ, საქმე მაქვს.
- შემიძლია ზედმეტი ლაპარაკის გარეშე გადმოვიტანო ბარგი.
- გასაგებია, ამ საკითხს გულისხმობდით, მე პასუხი უკვე გითხარით _ შესაშურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა გულედანი.
- კარგი _ გაუღიმა _ ჩემი სათქმელი მეც გითხარით მაგრამ მაინც გავიმეორებ, რამდენიმე დღეში ადვოკატთან ერთად მოვალ. მე ვეცადე მშვიდობიანად მოგვეგვარებინა, თუმცა რადგან არ გსურთ, ნება თქვენია. საბაზე მეურვეობას მე დამაკისრებენ, იცოდეთ. _ მშვიდად წამოდგა ფეხზე და გასასვლელისკენ წავიდა.
- მოიცადეთ _ დინას ხმამ შეაჩერა, უკან მობრუნდა კმაყოფილი ღიმილით და კითხვისნიშნებიანი მზერა მიაპყრო.
- მე თქვენ საბასთან ურთიერთობას არ დაგიშლით, არასდროს.. შეგიძლიათ გაიცნოთ თქვენი ძმის შვილი, თავი შეაყვაროთ, მაგრამ ნუ წამართმევთ მას _ ათრთოლებული ხმით ჩაილაპარაკა და თავი დახარა.
- თქვენ მგონი რაღაც ვერ გაიგეთ, ჯერ-ჯერობით აქ ვერ გადმოვალ საცხოვრებლად. რუსეთში ჩემი ბიზნესი მაქვს და დრო სჭირდება იმ ყველაფრის საქართველოში გადმოტანას. დრო-დრო ნახვას ვერ მოვახერხებ, ვნახო, მერე წასვლა მომიწიოს და საბამ დამივიწყოს, ასე არ გამოვა.
- მართლა ვერ ვხვდები რა ახირებაა საბასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, შეგიძლიათ ყოველ დღე ნახოთ, მე პრობლემა არ მაქვს.
- ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე ჩემი სათქმელი გითხარით და შეცვლას არ ვაპირებ, შეგიძლიათ გამოგვყვეთ მე და საბას რუსეთში, ან დროებით „შემიფაროთ“, იქამდე სანამ მთლიანად გადმოვბარგდები საქართველოში. _ ნერვიულად გადაისვა დინამ თავზე ხელი და ღრმად ამოისუნთქა.
- უნდა ხვდებოდეთ რომ ასე მარტივი არაა სრულიად უცხო პიროვნებასთან ერთად ცხოვრება, ამ ყველაფერს ემატება ხალხი და მათი საუბარი, ჭორები..
- მე უკვე შემოგთავაზეთ როგორ უნდა მოვიქცეთ ხალხთან, ისე რომ ჭორაობა არ გამოვიწვიოთ, დანარჩენი თქვენზეა..
- ღმერთო ჩემო _ მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა.
- თქვენი გადასაწყვეტია, კიდევ გამოვიჩენ სიკეთეს და დროს მოგცემთ საფიქრელად, საღამოს დავბრუნდები _ გაუღიმა და გავიდა.
- ღმერთო.. როგორ მოვიქცე... _ სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა და ემოციებს გასაქანი მისცა. ტირილით გული რომ იჯერა ფიქრი დაიწყო. როგორ უნდა მოიქცეს ახლა? გამოუვალ მდგომარეობაში იყო, თავიდან ბოლომდე თომას კეთილ ნებაზე დამოკიდებული. კანონი მის მხარესაა, ვერაფერს იზამს, არავის აინტერესებს მისი გრძნობები. და რომც დაინტერესდნენ „დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?“ - ბიზნესმენთან ჭიდილს აზრი უბრალოდ არ აქვს ამ სიტუაციაში. ვერც ნერვიულობით გააწყობს რამეს, ახლა ცივილიზებულად ფიქრი სჭირდება. შეკვეთებიც თავზე საყრელი აქვს. მაგიდას მიუჯდა, თან კერვა დაიწყო, თან ფიქრი, მაგრამ დილანდელი გამოცდილებით, ეს ორი ერთად ნამდვილად არ გამოსდის. არაუშავს, ახლა უნდა იფიქროს, ღამით შეკერავს. სავარძელში კომფორტულად მოთავსდა, ფეხები აიკეცა და თვალები დახუჭა. რა ქნას?...რა ქნას?...რა ქნას?.. ფაქტია, გამოსავალი მხოლოდ ერთია, უფროსი ზარანდიას პირობა უნდა მიიღოს. ამდენი ხანია კარჩაკეტილი ცხოვრობს, იმდენად მიეჩვია მარტოობას, არ იცის როგორ გაუძლებს უცხო ადამიანს მის სახლში, მით უმეტეს მამაკაცს. ცალკე სამეზობლო ჭორები აშინებს, მაგრამ აქ მაინც გამოიყენებს თომას რჩევას და იმედია ვერავინ ვერაფერს მიხვდება. თუმცა გულედანი სულაც არ იქნება თომასთან ფრთიანი ანგელოზი, ეცდება ნერვები მოუშხამოს, იქნებ თვითონ აღარ ისურვოს დინასთან ცხოვრება, თან დაინახავს კიდეც საბა რამდენადაა დედაზე დამოკიდებული. გადაწყვეტილია! იმედია ყველაფერი გამოვა, ერთადერთი რაც ზუსტად იცის ისაა, რომ საბას გარეშე ვერ იცოცხლებს. კარებზე კაკუნმა გამოაფხიზლა, შეშფოთებული გავიდა გასაღებად და შვებით ამოისუნთქა ზღურბლზე მდგარი მზიას დანახვისას.

- მობრძანდით _ გაუღიმა.
- დაამთავრე შვილო კოსტუმი?
- დიახ, დავამთავრე, აი ნახეთ _ ქალბატონმა შეათვალიერა, კმაყოფილმა გაუღიმა, ფული დაუტოვა და სახლი დატოვა.

ოთახში შემობრუნებულმა სახლი მოაწესრიგა, დაალაგა. სახლში სულ ორი ოთახი იყო, საბას ლევანისა და ნინოს ყოფილ ოთახში ეძინა, დინას მეორეში. აი კიდევ ერთი პრობლემა, სად უნდა დაწვეს თომა? ცოცხალი თავით არ დააწვენს საბას ოთახში, თავის ოთახში მით უმეტეს. „ძალიან კარგი, დაიძინოს იატაკზე არაფერი მოუვა“ - გაიფიქრა, მაგრამ თვითონაც იცოდა რომ ასე არ მოიქცეოდა, თუ არ გააკეთებს იფიქროს მაინც. ერთი შეკვეთის შესრულება კიდევ მოასწრო და საბას ბაღიდან გამოყვანის დროც მოვიდა. მოემზადა და გავიდა. პატარა რომ ყელზე შემოეჭდო ბედნიერებით აივსო, კიდევ ერთხელ იგრძნო ცხოვრების უფერულობა საბას გარეშე. მხიარულად გამოვიდნენ ბაღიდან, გზაში ნაყინები მიირთვეს, აქამდე არ აჭმევდა, გაცივდებიო, მაგრამ რადგან უკვე მაისია, თავს უფლება მისცა და პატარას სურვილი შეუსრულა. საბას სახლში შესვლისთანავე ხმაურით აივსო იქაურობა. სიხარულს ჰგვრიდა გულედანს შვილის ასეთ ხასიათზე ყოფნას.
- საბა დეე მოდი _ პატარა მაშინვე მისკენ გაიქცა და მიუსკუპდა _ დე, ახლა რაღაცას გეტყვი _ თმებში შეუცურა ხელი და მის კულულებს გაეთამაშა, პატარამ ინტერესიანი მზერა მიაპყრო _ დედი, შენი ძია ჩვენთან იცხოვრებს.
- რატომ?
- იმიტომ რომ უნდა უკეთესად გაგიცნოს, ცოტა ხანს იცხოვრებს ჩვენთან. აბა რას ფიქრობ?
- კარგია _ გაუღიმა და ჩაეხუტა _ ძია მამიკოს გამახსენებს _ გულწრფელად გაუზიარა თავისი ემოციები პატარამ, დინას კი ცრემლები მოაწვა მეგობრების გახსენებაზე, იმასაც მიხვდა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც აკლდა საბას რაღაც და გული შეეკუმშა.
- ჰო დე _ ჩუმად ჩაილაპარაკა და კიდევ უფრო მიიხუტა პატარა. _ ვჭამოთ ახლა _ გაუღიმა. სუფრა გაშალა და პატარას აჭამა. ჭურჭელს რეცხავდა კარებზე კაკუნი რომ გაიგონა. ზუსტად გამოიცნო სტუმრის ვინაობა და აღელვებულმა გააღო. ღიმილით მიყრდნობოდა კედელს უფროსი ზარანდია.
- შეიძლება?
- მობრძანდით _ გვერდით გაიწია და შემოუშვა.
- გამარჯობა ვაჟკაც _ როგორც კი საბას მოჰკრა თვალი, ომახიანად მიესალმა, მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა. პატარამაც დიდი კაცივით დინჯად ჩამოართვა ხელი და უპასუხა.
- გამარჯობა.
- საბა დე გამოიცვალე რა და გამო მერე.
- კარგი _ თავი დაუქნია და ოთახისკენ წავიდა.
- იმედი მაქვს გადაწყვეტილება მიიღეთ.
- კი _ მშვიდად ჩაილაპარაკა.
- ინტერესით გისმენთ _ ტუჩები ღიმილმა გაუპო.
- თანახმა ვარ.
- რაზე ხართ თანახმა? ჩემთან ერთად წამოსვლაზე თუ ჩემს აქ დარჩენაზე?
- შეგიძლიათ აქ დარჩეთ _ ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა.
- კარგია, მადლობა _ გაუღიმა _ კიდევ კარგი ბარგი ყოველი შემთხვევისთვის ჩავდე მანქანაში, ახლავე ამოვიტან. _ ღიმილით ჩაიარა კიბეები ბარგი ამოიტანა და მისაღებში შეიტანა _ აბა სად დავდო?
- უკაცრავად მაგრამ თუ არ იცით გეტყვით, ამ სახლში მხოლოდ ორი ოთახია, ერთი ჩემია, მეორე საბასი, შესაბამისად საკუთრად თქვენი ოთახი არ გექნებათ, მისაღებში მოგიწევთ ძილი აი ამ დივანზე _ თითით უჩვენა და კმაყოფილი მზერით შეხედა.
- უკაცრავად, უკაცრავად, ასე არაფერი გამოვა, თქვენ კარგად მოკალათებული და მე ამ დივანზე ოთხად მოკეცილი? ეს იდეა არ მხიბლავს.
- კარგი, როგორც გნებავთ, იატაკი ბევრად უფრო დიდია, ნამდვილად დაგიტევთ.
- მეხუმრებით? ჩემთან ერთად წამოსვლის შემთხვევაში მე ბევრად უკეთეს პირობებს გახვედრებდით, ასე რომ ან ჩემს პირობებს დააკმაყოფილებთ, ან საბასთან ერთად მოგიწევთ ჩემი გაშვება.
- იქნებ პირობები გაგეცნოთ ჩემთვის.
- საკუთარი ოთახი, წესიერი პირობები, ჰო, კიდევ ერთი, იქნებ თქვენობით საუბარს შევეშვათ, მეზობლების თვალში უხერხული იქნება _ სარკასტულად შენიშნა და გაუღიმა.
- ანუ ახლა ჩემი საკუთარი ოთახიდანაც უნდა გამომასახლოთ?
- შეგვიძლია საზოგადოების გარეშეც ცოლ-ქმარივით მოვიქცეთ _ ისევ ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე.
- უკვე ვხვდები რამხელა შეცდომა დავუშვი.
- კარგი, დღე დავიძინებ აქ, მაგრამ ხვალიდან ოთახში უნდა მომათავსო. თუ გინდა საბასთან, მე პრობლემა არ მაქვს.
- არა! _ მაშინვე წამოიყვირა. _ ნინის და ლევანის ოთახში საბას გარდა ვერავინ დაიძინებს, ვერავინ!
- შენს ოთახში ძილი ნებადართულია? _ ჩაიცინა.
- კარგი, დაიძინეთ, მე დავიძინებ აქ _ მშვიდად დათანხმდა.
- სანამ შენი ოთახიდან გამობარგდები და მე შევბარგდები, ანუ დღეს ღამე შეგიძლია ისევ დატკბე შენი ოთახით.
- ვერასდროს გადავიხდი თქვენს პატივისცემას _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და ოთახიდან გამომავალ საბას შეხედა.
- მოდი ჩემთან _ გაუღიმა თომამ პატარას, ისიც გვერდით მიუსკუპდა და შეხედა. ახლაღა შეამჩნია გულედანმა მათი მსგავსება, საბა ძალიან ჰგავდა ლევანს და შესაბამისად თომასაც ჰგავს. ლურჯი თვალები, ქერა თმა, ცხვირი - ფაქტობრივად იდენტურია. როგორ უნდა ახლა თომას ნაცვლად ლევანი იჯდეს მის გვერდით, თბილი, მხიარული, კეთილი, ტყუპისცალისგან განსხვავებით.
- საბა დე ვივახშმოთ და ძილის დროა _ გაუღიმა პატარას.
- მეც ვივახშმებ თქვენთან ერთად _ ღიმილით მიმართა თომამ. ოდნავ დაუქნია დინამ თავი და სუფრა გაშალა.
- მობრძანდით _ სამზარეულოდან გამოხედა ზარანდიებს.
- მოვდივართ _ ერთხმად ჩაილაპარაკეს, მაგიდასთან მოკალათდნენ. კარაქწასმული პურები დაულაგა გულედანმა პატარას და გაუღიმა.
- აბა შენ იცი, სულ უნდა შეჭამო.
- შევჭამ.

ხმის ამოუღებლად მიირთვა თომამ ვახშამი, თავისი თეფში და ჭიქა ნიჟარაში ჩაალაგა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გარეცხა და თავის ადგილას მოათავსა. არ ელოდა გულედანი ამ ქმედებას, სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. საბამ რომ დაასრულა ჭამა, სუფრა აალაგა, დანარჩენი ჭურჭელიც დარეცხა და მისაღებში გავიდა ბიჭებთან.

- მადლობა ვახშმისთვის _ მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა უფროსმა ზარანდიამ.
- მადლობა დე _ მიბაძა უმცროსმაც. დინას გაეცინა.
- არაფრის _ თვითონაც მშვიდად გაუღიმა. ოთახში შევიდა, პლედი გამოიტანა და დივანზე დადო _ საბა დე ძილის დროა.
- კარგი _ დედას გაუღიმა და ოთახისკენ წავიდა, სანამ შევიდოდა მობრუნდა _ ღამემშვიდობის _ თომას მისამართით ჩაილაპარაკა და ოთახში შევიდა. დინაც უკან მიჰყვა, პატარა მოემზადა, ლოგინში ჩაწვა, დედამ ზღაპარი უამბო, შუბლზე აკოცა და კარები გამოიხურა. ოთახიდან გამოსულს უფროსი ზარანდია ისევ მღვიძარე დახვდა, არაფერი უთქვამს ისე შევიდა თავის ოთახში და კარები მიიხურა. მოემზადა, დაწვა, გრილ მატერიას ფეხები გაუხახუნა და მოხერხებულად მოთავსდა. უკვე უნდა დაეძინა კარები რომ გაიღო, თვალები გაუფართოვდა და კარებში ჩამომდგარ სილუეტს მიაჩერდა.

- იქნებ დაგეკაკუნებინათ _ უხეშად უთხრა.
- ხომ შევთანხმდით „თ“-ების გარეშე, მგონი საკუთარ ოთახში შესასვლელად ნებართვა არ უნდა მჭირდებოდეს _ ჩაიცინა _ უბრალოდ შევათვალიერე, ახლა გავალ, ძილინების.
- კარგად _ ცივი ტონით დაუბრუნა პასუხი და პლედი ყელამდე აიწია.

ახლა რა გამოდის? გულედანი თავისი ოთახიდან უნდა გამოასახლოს და მისაღებში გადაასახლოს. საბასთან არ დაიძინებს, არავითარ შემთხვევაში, თითქოს აკვიატებაა, მაგრამ არაფრის დიდებით მეგობრების ოთახში არ წვება. არადა რა საშინელებაა დივანზე ძილი. ცოტა თამამი რომ იყოს, იქნებ დათანხმებოდა კიდეც, მაგრამ ახლა სრულიად წარმოუდგენელია როგორ უნდა დაიძინოს უცხო მამაკაცთან ერთ ოთახში. თომა არ თმობს, მაშინ რატომ უნდა დათმოს დინამ? როდის გახდა გულედანი ასეთი დამთმობი? თვითონ არ იყო სულ სამართლიანობისთვის რომ იბრძოდა? რამდენთან უკამათია ბავშვთა სახლში მხოლოდ იმიტომ, რომ მართლებს იცავდა და არავის აჩაგვრინებდა. ახლა, ახლა რატომ აძლევს უფლებას იმ ვიღაც უცნობს რომ თავისი გაიტანოს? არა, ამას არ გააკეთებს. ხვალიდან ნახოს რა დღეში იქნება _ საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა გაიფიქრა და თვალები დახუჭა.
მიუხედავად იმისა რომ შაბათი გათენდა, მაინც ადრიანად წამოფრინდა. კლიენტს ელოდა, შეკვეთა უნდა ეჩვენებინა. სწრაფად მოწესრიგდა და მისაღებში გავიდა. მოკეცილი თომას დანახვაზე გაეცინა, გულში გამარჯვებაც იზეიმა და მისკენ წავიდა. უხეშად შეაჯანჯღარა და როცა ვაჟბატონმა თვალების გახელა ინდომა, დოინჯშემორტყმული დინა დაინახა პირველად.

- გამარჯობა, უნდა ადგე.
- რატომ? _ ძილისგან დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა.
- იმიტომ რომ სტუმარს ველოდები და სირცხვილია.
- ამ დილაადრიან?
- დიახ. _ უკმაყოფილო სახით ადგა, დინა სამზარეულოში გავიდა. მოწესრიგდა და თვითონაც მიჰყვა გულედანს.
- ყავა გვააქვს? _ ეს „გვაქვს“ არ მოეწონა გოგონას, მაგრამ აღარ გამოჰკიდებია, თავი დაუქნია და ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა. თავისთვის გაიმზადა, დაისხა და მაგიდასთან მოკალათდა. წარბის აწევით გადახედა თომამ, რაღაც ჩაიფრუტუნა და თვითონ მოიმზადა.

კარებზე კაკუნისთანავე წამოხტა დინა, გააღო, ვიღაცას მიესალმა, მოიკითხა, ოთახში შემოიყვანა და კაბა აჩვენა. ქალი კმაყოფილი იყო, ფული დაუტოვა და ფეხსაცმელების კაკუნით გავიდა.

- მკერავი ხარ? _ მამაკაცის ხმამ შეაკრთო.
- კი ვკერავ.
- ყოველ დილით ასე ადრე უნდა გამაღვიძო? თუმცა სულ დამავიწყდა, ოთახში რომ დავიძინებ გაღვიძება აღარ დაგჭირდება _ კმაყოფილი ტონით ჩაილაპარაკა.

„კი, როგორ არა“- გაიფიქრა და გაეღიმა. მისი თვითკმაყოფილი ტონი კიდევ უფრო უშლის ნერვებს, არ გაახარებს და მერე ვნახოთ როგორ იჭიკჭიკებს. ჯერ მხოლოდ ნახევარი დღეა რაც აქ ცხოვრობს და უკვე ნერვებს უშლის, ასე არ გამოვა.
_____________________

თავი 3

ოთახიდან საბა გამოვიდა, თმები სასაცილოდ აბურდვოდა. მაშინვე დედასკენ წავიდა და ღიმილით ჩაეხუტა.
- დილამშვიდობის დე _ ღიმილით უთხრა პატარას და თმებში ხელი ახლართა.
- დილამშვიდობის _ ჩაილაპარაკა და მიეკრა.
- დე კიდე გეძინება?
- არა.
- კარგი, მიდი მოემზადე და ჩაი დავლიოთ _ გამოსაფხიზლებლად გვერდებში მოუღუტუნა, საბაც აკისკისდა, მხიარული დედა-შვილის დანახვაზე, თომას სახეც ღიმილმა დაფარა.
- მე არ უნდა მომესალმო? _ წყენით იკითხა.
- გამარჯობა _ გაუღიმა საბამ და ოთახისკენ წავიდა.
- ისაუზმებ? _ გადახედა გულედანმა თომას.
- არა, მადლობა _ გაუღიმა.

დინა სამზარეულოში გავიდა, საბას საუზმე მოუმზადა, პატარაც მაგიდასთან მოკალათდა და მოთმინებით ელოდა როდის გაცხელდებოდა ჩაი. კარებზე კაკუნი გაიგონა, უფროსი ზარანდია გასაღებად წავიდა და ქალის ხმაც მოისმა.
- მობრძანდით _ შემოიპატიჟა თომამ ქალი.
- გამარჯობა _ მისაღებში შესულ მზიას მიესალმა დინა.
- გამარჯობა დინა შვილო, კაბა მოგიტანე, ელვა შესაკრავი გაუფუჭდა, ხომ გააკეთებ?
- კი მზია დეიდა, დამიტოვეთ და ხვალისთვის მზად მექნება.
- უკაცრავად რომ ვკითხულობ, მაგრამ თქვენ ვინ ხართ?
- იცით მზია დეიდა ეს..
- მე დინას ქმარი ვარ _ სიტყვა შუაში გააწყვეტინა გულედანს და ღიმილით გაეცნო ქალს. ჯერ გაკვირვება აღებეჭდა სახეზე, მერე ღიმილით მიულოცა ორივეს.
- გუშინ აქ ვიყავი და რატომ არაფერი მითხარი?
- ყველაფერი სწრაფად გადავწყვიტეთ _ კვლავ დინას ნაცვლად უპასუხა.
- კარგია შვილებო კარგი, თუ ერთმანეთი გიყვართ მაგას რა ჯობს, თან ახლა საბას ორივე მშობელი ეყოლება. ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ, საკუთარი შვილებიც ბევრი მოგცეთ.
- მადლობა _ გაუღიმა თომამ და დინას წელზე ხელი მოჰხვია. მთელ სხეულში დაუარა ჟრუანტელმა, მამაკაცის სიახლოვეს მიჩვეული არ იყო, ასე თამამად ხელის მოხვევას მით უმეტეს. ერთადერთი ვისთანაც ასე ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლევანი იყო, მესამე წელია მამაკაცებთან შორიდან მისალმებით ან ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლება. ახლა კი სრულიად თავისუფლად მოჰხვია ხელი ზარანდიამ, გვერდზე ოდნავ მოუჭირა და თავისკენ მიიზიდა, თან თვალებს უბრიალებდა და გაღიმებას ანიშნებდა. დინამაც ღიმილი აიკრა სახეზე და ისე გააცილა მზია. უკან შემობრუნებულმა ბრაზისგან ანთებული თვალებით გადახედა ზარანდიას.
- რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს?
- შეგიძლია ტონს დაუწიო, ასე უცხოებივით თუ ვიქნებით ვერავის დააჯერებ მაგ შენი გათხოვების ამბავს. _ მშვიდად გაუღიმა და ტელევიზორის წინ დაიკავა ადგილი. ენაზე მომდგარი გასალანძღი სიტყვები უკან წაიღო და გაბრაზებული შევიდა სამზარეულოში. სუფრა აალაგა და მისაღებში დაბრუნდა. ზარანდიები გვერდი-გვერდ მოკალათებულიყვნენ, საბამ ყველასთვის მოულოდნელი კითხვა დასვა.

- რატომ უთხარი მზია ბებოს რომ დედიკოს ქმარი ხარ? _ დინა გაშრა, ხმა ვეღარ ამოიღო. ან როგორ უნდა აეხსნა პატარასთვის მიზეზი, რა უნთა ეთქვა, მეზობლებმა რომ არ იჭორაონ ამიტომ ვიცრუეთ-ო? არაფრისმთქმელი თვალებით გადახედა თომას.
- საბა შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ? ჩემი ვაჟკაცი _ გაუღიმა ძიამ _ მე და შენმა დედიკომ დაქორწინება გადავწყვიტეთ. _ რაო?! თითქოს რაღაც ჩაარტყეს გულედანს თავში, როგორ თუ დაქორწინებას აპირებენ. საზოგადოებაში თქმის მიზანს ზუსტად მიხვდა, მაგრამ საბას ეს რატომ უთხრა?
- რა კარგია _ გაუხარდა პატარას და ამან კიდევ უფრო გააკვირვა დინა, აქამდე სულ ეგოისტობდა, ვერც იმას იტანდა სხვა ბავშვს თუ მოეფერებოდა გოგონა, მაგრამ ახლა საკმაოდ მშვიდად მიიღო ეს ამბავი, გაუხარდა კიდეც. _ დე საქანელებზე წავიდეთ რა _ წინ ჩამოუსკუპდა.
- წავიდეთ, მიდი, ჩაიცვი _ როგორც კი ბიჭი ოთახში შევიდა, მაშინვე გაბრაზებულმა გადახედა უფროს ზარანდიას.
- შეიძლება გავიგო საბას ეს რატომ უთხარი?
- შეგიძლია მითხრა სხვანაირად როგორ აუხსნიდი საბას ამ ამბავს?
- როგორმე, მაგრამ ასე არა.
- ვერანაირად ვერ აუხსნიდი, როცა ერთად ყოფნისას დაქორწინებას მოგვილოცავენ, როცა ეზოში მისი, შენი ან ჩვენი დანახვისას განხილვას დაიწყებენ, ამას ახსნას ვერ მოუძებნი მეუღლევ. ასე რომ როცა მართალი ვარ ნუ მეკამათები, გაემზადე, ბავშვი საქანელებზე უნდა წავიყვანოთ. _ უკმაყოფილო მზერით წავიდა ოთახისკენ, კარები გააღო და ისევ მოისმა თომას ხმა _ ოთახიდან ჯერ არ გამობარგებულხარ?
- როგორც ხედავ _ ცივად უპასუხა და შევიდა. გრძელი სარაფანი გადაიცვა, ზედა შემოიცვა და ოთახიდან გავიდა. საბა უკვე გამზადებული დახვდა.
- წავედით დე? _ გაუღიმა პატარას.
- წავედით _ ჩაილაპარაკა და სახლიდან გავარდა.
- საბა, კიბეებზე არ დაგორდე _ უკვა გაქცეულს მიაძახა და კარები ჩაკეტა. კაბის კუთხე ოდნავ აწია და ისე ჩავიდა კიბეებზე. სადარბაზოდან გასვლისას ხელი გადაჰხვია თომამ გულედანს, მისი სახე დააიგნორა და გაუღიმა.
- გაიხედე? მთელი სამეზობლო თავმოყრილია _ ნიშნისმოგებით გადახედა და პარკისკენ წავიდნენ.
- გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა დინა ჩრდილში ჩამომსხდარ მეზობლებს.
- გაგიმარჯოს შვილო, ერთი წუთით მოდი აქეთკენ _ გაუღიმეს და გულედანიც მიხვდა რომ დაკითხვა ელოდა.
- საბა დე, მოიცადე ერთი წუთით დამელოდე _ გასძახა პატარას და ქალებისკენ წავიდა. უფროსი ზარანდიაც მიჰყვა და თავის დაკვრით მიესალმა საზოგადოებას. ეჭვის თვალით გადახედეს თომას ხელს დინას მხრებზე და ეშმაკურად გაუღიმეს.
- არც კი გაგეცანით, მე დინას მეუღლე ვარ _ კმაყოფილი მზერით გაუღიმა ქალებს.
- გილოცავთ, როგორ დაგვიმალე დინა ახალი ამბავი, არ გეკადრება ეგ შენ, შენისთანა გოგოს ბედნიერება ყველას გაგვიხარდება.
- მადლობა, მოულოდნელად გადავწყვიტეთ. უკაცრავად საბას ეჩქარება პარკში _ გაუღიმა და ჩქარი ნაბიჯით მოშორდნენ იქაურობას.
- კარგად მუშაობენ ხომ იცი _ გაუცინა თომამ.
- მიკვირს სახლში რომ არ ამოვიდნენ გასაცნობად _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და თავი დაიძვრინა ზარანდიას მკლავებიდან.

პარკში მისულები ჩრდილში ჩამოსხდნენ და საბას თამაშს ადევნებდნენ თვალს. ჯიუტად არც ერთი არ იხედებოდა ერთმანეთისკენ, თითქოს გვერდით არავინ ყოფილიყო. პატარას ყურება ძველ მოგონებებს აღვიძებს გულედანში, ახსენდება როგორ თამაშობდნენ ის, ლევანი და ნინო, რა კარგი იყო მათთან ერთად. მაშინ საბაზე დიდები იყვნენ, მაგრამ მაინც თავისთავად ახსენდება ის ყველაფერი და გული ისევ სევდით ევსება.

თომასაც ახსენდება ტყუპისცალი, ოჯახი. პირველად რომ საბა დაინახა საოცარი შეგრძნება დაეუფლა, მათი ბავშვობის ასლი იყო. კულულა, ქერა თმა, ლურჯი თვალები, ღიმილი - ყველაფერი ტყუპისცალს და საკუთარ თავს აგონებს. ჯერ კიდევ გაცნობამდე უყვარდა ეს პატარა, გაცნობის შემდეგ კი ასმაგად გაუძლიერდა ეს გრძნობა. მადლობელია გულედანის რომ საბას უვლიდა, მაგრამ არ ეგონა ამხელა წინააღმდეგობას თუ შეხვდებოდა. ფიქრობდა ბავში ზედმეტი ბარგი უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა ქალისთვის, რას წარმოიდგენდა დედასავით თუ ზრუნავდა.
ადგილს მოწყვეტილ დინას თვალი გააყოლა და თვითონაც წამოხტა წაქცეული საბას დანახვისას. გულედანს უკვე ხელში აეყვანა პატარა და სკამისკენ მოჰყავდა.

- მეტ-კი-ნა დე _ სლუკუნებდა საბა. სკამზე ჩამოჯდა და გულზე მიიკრა.
- არ იტირო დე, მოდი მანახე ჩემო სიცოცხლე _ ყურადღებით შეუთვალიერა გადაყვლეფილი მუხლი, სული შეუბერა. გამოწვდილი ხელსახოცი სწრაფად გამოართვა თომას და პატარას ფეხზე დაადო.
- მეწ-ვის _ ისევ სლუკუნებდა საბა.
- სახლში წავიდეთ დედიკო, მალამოს წაგისვამ და მოგირჩება, მოდი ჩემო ცხოვრება _ ისეთი შეწუხებული ჩანდა დინა, თვითონაც მალე ატირდებოდა. წამოდგომა რომ დააპირა, თომამ გააჩერა, საბა გამოართვა და გაუღიმა.
- აღარ იტირო საბა, სულ მალე მივალთ და დედიკო მოგხედავს _ ამხნევებდა პატარას და სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა წინ. სირბილით აჰყვა კიბეებზე დინა, სახლში შეაბიჯა თუ არა სამედიცინო ყუთი მოძებნა და მისაღებში გაიტანა, წყალი და ნაჭერი. შეწუხებული სახით მოწმინდა სისხლი, მალამო ფრთხილად წაუსვა და გადაუხვია. თომა თავთით ეჯდა და კულულებზე ეთამაშებოდა. ფრთხილად დაიხარა და უფროსი ზარანდიას კალთაში მოკალათებულ პატარას შუბლზე აკოცა.
- კიდე გტკივა დე? _ სევდიანი ხმით ჰკითხა.
- ცოტა, გამივლის _ გაუღიმა.
- ნაყინი გინდა? _ გასამხიარულებლად ჰკითხა. გაბრწინებული თვალებით დაუქნია თავი. _ კარგი, ჩავალ და ამოვიტან.
- დარჩი შენ საბასთან, მე ამოვიტან _ საბა დივანზე გადასვა და ნაყინის მოსატანად წავიდა. გაკვირვებული მზერა გააყოლა დინამ. „ამას უნდა დამიმტკიცოს როგორ ზრუნავს საბაზე?“ - უკმაყოფილო გაიფიქრა და ახლა თვითონ ჩაისვა პატარა კალთაში. თმებზე ეთამაშებოდა და რაღაცას ებუტბუტებოდა. კარების ხმა რომ გაიგო, თავი მიატრიალა და ნაყინით ხელდამშვენებული თომა დაინახა.
- დე გამიშვი, ნაყინს ამოვიღებ და მოგიტან. _ სამზარეულოში გავიდა, ნაყინი სანაყინეებში დაანაწილა და მისაღებში გაიტანა. ნაყინები რომ მიირთვეს, უფროსმა ზარანდიამ თამაში შესთავაზა. ბავშვივით დაჯდა ხალიჩაზე, საბაც წინ მიუსკუპდა და მანქანებით თამაში დაიწყეს. გულედანიც მიიწვიეს, მაგრამ საქმე ჰქონდა. კერვა დაიწყო, დროდადრო გადახედავდა მოთამაშეებს, გული სითბოთი ევსებოდა მხიარული საბას დანახვისას, მაგრამ ეჭვიანი მზერით შესქეროდა თომას, ჰგონია რომ პატარას თავს შეაყვარებს და წაიყვანს. თვალი მოწყვიტა ბიჭებს და თავის საქმეს დაუბრუნდა. ერთი შეკვეთა დაასრულა და საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილმა გაიღიმა.

- ჩემს მეგობრებს საბას გაცნობა უნდათ _ მოულოდნელობისგან შეხტა ზუსრგს უკან, კისერთან ახლოს ცხელი სუნთქვა რომ იგრძნო. დენდარტყმულივით წამოხტა სკამიდან და შეშინებული თვალები შეანათა უფროს ზარანდიას.
- გააცანი მერე _ ამოილუღლუღა დაბნეულმა.
- შეიძლება აქ ამოვიყვანო?
- შეიძლება.
- სულ ორნი არიან, დიდი ხანია ვიცნობ, ყველაფერი იციან, ჩვენი „ცოლ-ქმრობის“ ამბავიც, მაგრამ საბასთან არაფერს შეიმჩნევენ.
- კარგი.
- კარგი, მადლობა, დღეს ამოვლენ.
- კარგი _ თავი დაუქნია და საბასთან წავიდა. _ როგორ ხარ დე? კიდე გტკივა?
- არა დე, იცი რა კარგად მეთამაშა ძია? _ აღფრთოვანებულმა უთხრა. ისევ ეს ეჭვიანობა, ასე ეგონა გული გაუსკდებოდა ამ სიტყვების მოსმენისას, თითქოს საკუთარ ადგილს ართმევდნენ საბას ცხოვრებაში.
- ჩემები მალე მოვლენ, დავურეკე _ ღიმილით შეატყობინა თომამ.
- კარგი _ ნაძალადევად გაუღიმა.
- დინა, შეგიძლია მითხრა როგორი იყო ლევანის ცოლი?
- რა თქმა უნდა, თუ გაინტერესებს. საბუნას დედა ყველაზე კარგი ადამიანი იყო, ლამაზი, კეთილი, მეგობრული. სამივე ერთად ვიზრდებოდით და ვმეგობრობდით, მერე ისინი მიხვდნენ რომ მეგობრებზე მეტი იყვენენ ერთმანეთისთვის და რამდენიმე წლის წინ დაქორწინდნენ კიდეც. მასაც ქერა თმები და ცისფერი თვალები ჰქონდა, ხასიათებითაც ჰგავდნენ ერთმანეთს და კარგად გაუგეს. თითქმის ორი წელი ვიცხოვრეთ ყველამ ერთად ბენდიერად, მერე ის უბედური შემთხვევა მოხდა და.. და მათ დაგვტოვეს _ აცრემლებული თვალებით დაასრულა თხრობა და ღრმად ამოისუნთქა.
- მაპატიე, არ მინდოდა განერვიულებულიყავი.
- არაუშავს.
- კიდევ გკითხავ თუ შეიძლება. დაოჯახებაზე არასდროს გიფიქრია?
- ოც წლამდე არა, ოცი წლის შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა, ბოლო რამდენიმე წელია საბას გარდა არც ერთი ბიჭი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. მგონი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილე. _ ოდნავ გაუღიმა თომამ და კარებისკენ წავიდა, კაკუნის ხმა იყო.
მისაღებიდან ხმები გაისმა, მხიარული მისალმება, მოკითხვა, მწკრივში შემოლაგდნენ სამნი ერთად.
- გამარჯობა _ მიესალმა დინა.
- გაიცანით დინა, დინა ესენი ანდრო და ალექსი არიან.
- სასიამოვნოა სვანო ასულო _ გაუცინა ალექსიმ და ხელზე ეამბორა. იგივე ჟესტი გაიმეორა ანდრომაც.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა _ უხერხულად გაუღიმა და საბას დაუძახა _ საბა დედი გამო სტუმრები გვყავს. _ ოთახიდან გამოაბიჯა ბიჭმა და გაკვირვებით შეხედა სტუმრებს.
- საბა ესენი ჩემი მეგობრები არიან, ანდრო და ალექსი _ გაუღიმა თომამ.
- როგორ ხარ ვაჟკაც? _ ხელი ჩამოართვეს ბიჭებმა.
- კარგად, თქვენ? _ დედას მიეხუტა და მორცხვად დახარა თავი.
- რა თქვენ? დღეიდან ძმაკაცები ვართ ჩვენ _ გაუცინეს ბიჭებმა.
- დაბრძანდით _ გაუღიმა ბიჭებს. ისინიც დივანზე მოთავსდნენ. _ დე გამიშვი, მიდი ძიასთან და მოვალ მეც მალე. _ საბა მორჩილად წავიდა ძიასთან და გვერდით მიუსკუპდა. _ ყავას ხომ დალევთ? _ ღიმილით გადახედა ბიჭებს.
- დავლევთ _ გაუღიმეს. ნაზი მიხვრა-მოხვრით გავიდა სამზარეულოში და ყავის კეთება დაიწყო. ნაყინი გაამზადა, შოკოლადის ფილა დატეხა, ნამცხვარი დაჭრა და სუფრა გაშალა.
- მოგვიყევი რამე შენზე _ ღიმილით ჰკითხა ანდრომ.
- მოსაყოლი ბევრი არაფერია, დინა გულედანი, 25 წლის, აქ ვცხოვრობ, ვკერავ და საბას გარდა არავინ მყავს. _ დაასრულა მშვიდი ტონით, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა _ ნუ მოიწყინეთ, მე მიჩვეული ვარ ამას. ბიჭებმა გაუღიმეს.
- გემრიელი ყავაა _ სიცილით აღნიშნა ალექსიმ _ რეცეპტი ჩამაწერინე მერე, სახლში ვასწავლი ჩემებს.
- მადლობა, აუცილებლად _ გაუცინა დინამაც.

......................

- ჩვენი წასვლის დროა უკვე, დაგვიგვიანდა _ წამოდგნენ ბიჭები. „წყვილმა“ გააცილა, ღიმილით დაემშვიდობა დინა და მისაღებში დაბრუნდა. _ ჭკუით შენ, წესიერად მოიქეცი _ გააფრთხილეს თომა და კიბეებზე დაეშვნენ.
უკან მობრუნებულს გულედანი სამზარეულოში დახვდა, ჭურჭელს რეცხავდა. საბა უკვე ოთახში იწვა და მშვიდად ეძინა.

- მე დავიძინებ, ჩემს ოთახში _ ხაზი გაუსვა ბოლო სიტყვებს _ ძილინების.
- ძილინების _ ჩაეცინა დინას.

ჭურჭლის რეცხვას მორჩა, იფიქრა ზარანდიას უკვე ეძინებაო და ფეხაკრეფით შეიპარა ოთახში. საღამურები სააბაზანოში შეიტანა, მოწესრიგდა და ისევ ოთახს დაუბრუნდა. ლოგინში შეწვა თუ არა, თომამ თვალები ჭყიტა და გაოცებულმა შეხედა.

- აქ რას აკეთებ?
- ვიძინებ _ მშრალად უპასუხა.
- აქ რატომ იძინებ?
- იმიტომ რომ ჩემი ოთახია, იმიტომ რომ „ცოლ-ქმარი“ ვართ _ მშვიდად ჩაილაპარაკა და ზურგი შეაქცია. მშვიდად ლაპარაკობდა მაგრამ შინაგანად რა კორიანტელი იყო მის გულში? ასეთ ფორმაში, ფაქტობრივად ნახევრად შიშველი იწვა მამაკაცის გვერდით, რომელიც ასევე ფაქტობრივად ნახევრად შიშველი იყო. ლოგინის განაპირას იყო მიწეული და ღელვისგან თრთოდა. თვალები დახუჭა, ეცადა დაეძინა, მაგრამ ვერ იძინებდა.

ზარანდია? - არც ზარანდია იყო უკეთეს მდგომარეობაში, როგორია ასეთი ლამაზი, ასეთი ფორმების მქონე ქალი გეწვეს გვერდით, შენ კი ზურგს აქცევდე. არ ელოდა გულედანისგან ასეთ თამამ საქციელს, მაგრამ როგორც ჩანს არ უყვარს როცა თავისი ვერ გააქვს. ზურგზე დაწვა, თვალი გააპარა გოგონასკენ და მისი ხვეული, გაბურძგნული თმა მოხვდა პირველად თვალში. გაეღიმა, სადაც იყო გადავარდებოდა. თუმცა მერე რა, თომამ რა ქნას? თვითონ ხომ არ უთხოვია ჩემთან დაიძინეო? ზურგი აქცია და თვალები დახუჭა.. და მაინც, სიამოვნებით შეეხებოდა მის მოშიშვლებულ ზურგს, უბრალოდ შეეხებოდა..ჯერ-ჯერობით...
_________________

თავი 4

დილით გაღვიძებულს თბილი სუნთქვა მიელამუნა სახეზე. თავიდან შეგრძნება ეუცხოვა, როცა გაიაზრა რა ხდებოდა, შეშინებულმა გადააბრუნდა თავი. გული აუფრიალდა როცა მიხვდა რამდენად ახლოს იწვა უფროს ზარანდიასთან. ჩუმად ადგა ლოგინიდან, იქვე მიფენილი მოკლე ხალათი შემოიცვა და აბურდული თმა კოსად შეიკრა. ფეხაკრეფით მივიდა კარადასთან, გამოაღო, ყურადღებით შეათვალიერა უკვე შევიწროებული საკუთარი მხარე. შავები აღარ ჭარბობდა მის ტანისამოსში. მეგობრების დაღუპვიდან ერთი წლის შემდეგ ძაძები გაიხადა საბას გამო. მიხვდა რამდენად ცუდი იქნებოდა ბავშვისთვის ეს. ეცადა გარდერობი განეახლებინა, ხალისიანი, ნათელი ფერებით შეევსო. ასეც მოიქცა, საკუთარ თავს მოკლეების ჩაცმის უფლებაც მისცა, ერთადერთი რასაც ვერაფერი უშველა სევდიანი თვალებია. მუხლამდე სარაფანი გამოიღო და მაქსიმალურად შეეცადა ეხმაურა. თავისი გეგმა ნელ-ნელა უნდა შეესრულებინა და ხელოვნურად აუტანელი პირობები შეექმნა თომასთვის, ხელოვნურად შექმნილი ბუნებრივად გაუსაძლისი პირობები. კარადის კარები ხმაურით მიხურა, სარკესთან მდგარი სკამიც მთელი ძალით დაახეთქა, სავარცხელიც „დაუვარდა“. მისმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო, უკმაყოფილოდ გაახილა თომამ თვალები და გულედანის შეწუხებულ სახეს შეეჩეხა.

- გაგაღვიძე? ბოდიში, არ მინდოდა _ დამწუხრებული ხმით ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა. თვალი გააყოლა ზარანდიამ მის მიხვრა-მოხვრას, მოკლე ხალათი ვერ ფარავდა სწორ ფეხებს, კიდევ უფრო კვეთდა ისედაც გამოკვეთილ სხეულის ნაწილებს. მხოლოდ მაშინ დახუჭა თვალები, კარები რომ დახურა დინამ. გონებაში კიდევ ერთხელ შეათვალიერა ქალის ტანი და საკუთარმა საქციელმა გააბრაზა. ვერ მიხვდა რატომ გამოიწვია ამ გოგონამ ინტერესი, ყურადღება. ტელეფონს დახედა: „ჯერ მხოლოდ რვა საათია“ - თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, „ყოველ დილით ასეთ დროს უნდა გამაღვიძოს?“ - ფიქრებში იყო გართული კარები ისევ რომ გაიღო, თავზე პირსახოცშემოხვეული შევიდა ოთახში გულედანი. ამჯერად მოკლე, ჰაეროვანი სარაფანი ეცვა. ბრეტელებიან სარაფანში ლამაზად მოუჩანდა ლავიწის ძვლები, მადიანი მზერა გააყოლა ოთახიდან გამავალს და ნერწვი ხმაურიანად ჩაყლაპა. თითქოს მხოლოდ მას შემდეგ აღიქვა დინას ქალურობა, სილამაზე, სხულის მიმზიდველობა, რაც მის გვერდით ეძინა. ლოგინიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ გაეშურა.

ნაბიჯების ხმა გაიგონა თუ არა, სამზარეულოდან გაიხედა გულედანმა. ოთახიდან გამოსული თომას დანახვისას კმაყოფილს ჩაეცინა, თავისი ოთახისკენ წავიდა, ლოგინი აალაგა. უკვე შემშრალი თმები შეიკრა და ის იყო კარები გამოაღო, რომ კინაღამ წელსზემოთ შიშველ და წელსქვემოთ პირსახოცშემოხვეულ თომას შეასკდა. თვალი შეავლო მის სხეულს და აჭარხლებულმა შეხედა ირონიულად მომღიმარ სახეზე. სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი, სამზარეულოს შეაფარა თავი. „ღმერთო ჩემო, რა ფორმაში იყო“ - აფორიაქებული დაყრდნობოდა სამზარეულოს მაგიდას. „თორემ წუხელ იგივე ფორმაში არ ეძინა შენს გვერდით“ - წაკბინა ეგომ.

- ყავას დამალევინებ? _ უკვე ჩაცმული გამოეცხადა თომა.
- კი _ უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა, მეორე ჭიქაშიც გაამზადა და წინ დაუდგა. მშვიდად გაუღიმა ზარანდიამ და თავი ოდნავ დაუქნია მადლობის ნიშნად. მოპირდაპირე მხარეს მოკალათდა გულედანი და ყავა მოსვა.
- ყოველ დილით ასე ადრე იღვიძებ?
- თითქმის.
- და მეც ყოველ დილით უნდა გამაღვიძო?
- ხომ გითხარი, შემთხვევით მომივიდა _ შეეცადა რაც შეიძლება გულწრფელად ეთქვა.
- დღეს რა გეგმები გაქვს?
- შეკვეთები მაქვს დასასრულებელი.
- ბევრი?
- არც ისე _ კარებზე კაკუნი გაისმა, დინჯი ნაბიჯით წავიდა დერეფნისკენ და გააღო _ გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა ქალს.
- გამარჯობა შვილო, ბოდიში ასე ადრე რომ გაწუხებ, კაბა თუ გამიკეთე წავიღებ, გასასვლელი ვარ და მაგის ჩაცმა მინდა.
- რას ლაპარაკობთ რა შეწუხებაა, გავაკეთე, მობრძანდით _ შეიპატიჟა _ ყავას ხომ არ მიირთმევთ, ან ჩაის? _ ღიმილით შესთავაზა.
- არა შვილო, მადლობა, კაბას წავიღებ.
- გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა სამზარეულოს კარებს მიყრდნობილი ზარანდია.
- გაგიმარჯოს გენაცვალე _ დინამ კაბა მისცა _ მადლობა შვილო, აბა ნახვამდის _ გაუღიმა, კაკუნით გავიდა, გოგონამ გააცილა, უკან დაბრუნებულს წარბაწეული თომა დახვდა.
- ყველა კლიენტი ასე მოდის სახლში?
- კი.
- და შენც ყველას ასე თავაზიანად იღებ?
- აბა როგორ უნდა მივიღო? _ გაიკვირვა.
- მოდი, დავსხდეთ, წინადადება მაქვს. _ მაგიდასთან მოკალათდნენ.
- გისმენ.
- ჩემთვის მიუღებელია რომ სახლში, სადაც ჩემი ძმის შვილი იზრდება, ამდენი უცხო ადამიანი დადიოდეს.
- სხვათაშორის, სწორედ ამის საშუალებით ვცხოვრობდით ამდენ ხანს.
- გასაგებია, მაგრამ მე არ მომწონს. ამიტომ გთავაზობ სამკერვალო სალონის გახსნას.
- ვერ ხვდები რომ საშუალება არ არსებობს? მატერიალური შესაძლებლობა თუ მექნებოდა, აქამდეც გავხსნიდი.
- მე გაგიხსნი საკუთარი სახსრებით.
- არა!
- რატომ?
- იმიტომ, სულაც არ მსურს სამოწყალოდ გამიხსნა სალონი.
- სამოწყალოდ არა, მეც ვწუხდები სიტუაციით და იმიტომ.
- თუ გგონია ამ დახმარებით, ზრუნვით შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებ, ძალიან ცდები _ ცივი მზერით შეათვალიერა.
- რატომ ფიქრობ ასე ღრმად, ასე ფილოსოფიურად, რატომ ეძებ ქვეტექსტებს და საიდუმლოებებს იქ, სადაც არ არსებობს? რატომ იგებ ასე რთულად? მე უბრალოდ გთავაზობ ორივე მხარისთვის მომგებიან წინადადებას, სხვათაშორის საქმიანს. კარგი, მაშინ ასე იყოს, ფულს გასესხებ სალონის გასახსნელად და როცა მოძლიერდები, მაშინ დამიბრუნე. დაფიქრდი, კარგი იდეაა. ყოველდღიურად ამდენი ხალხი აღარ ივლის სახლში.
- კარგი, ვიფიქრებ _ ყოყმანით დაეთანხმა.
- მანამდე სულ სხვა რაღაცის თქმას ვაპირებდი. მოკლედ, ბიჭებს ქალაქგარეთ წასვლა უნდათ, მეც მითხრეს, შენც დაგპატიჟეს.
- მე რა უნდა ვაკეთო კაცების კამპანიაში მარტომ? საბას ხომ არ დავტოვებ, წადი შენ.
- არა, მარტო არ იქნები, ალექსი ანის წამოიყვანს, თავის საცოლეს, ძალიან კარგი გოგოა, მოგეწონება. საბასაც თან წავიყვანთ.
- არ ვიცი, არ ღირს ოჯახობანას თამაში და როლებში ასე ძლიერ შეჭრა.
- ოჯახობანა არაფერ შუაშია, სულ რამდენიმე დღით გავიდოდით ქალაქიდან, საბაც გაერთობოდა, უკვე გამოზაფხულდა, ეთბილება, შენც დაისვენებ.
- არ ვიცი, ვიფიქრებ _ ზარანდიას ჩაეცინა.
- ყველაფერზე ფიქრს ვერ მოასწრებ, რამეზე დამთანხმდი ფიქრის გარეშე.
- დეე _ ოთახიდან ფეხშიშველი, თმააბურდული საბა გამოვიდა.
- დილამშვიდობის დე _ ღიმილით მიესალმა გულედანი.
- დილამშვიდობის _ ორივეს გასაგონად ჩაილაპარაკა და დედის კალთაში მოთავსდა.
- გამარჯობა. საბა სადმე წასვლა არ გინდა, სოფელში? _ გაუცინა ბიჭს.
- მინდა _ გახარებული დაეთანხმა _ მაგრამ დედიკოც თუ წამოვა.
- ჰო რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა დედიკო უნდა დავითანხმოთ.
- დე წავიდეთ რა _ თვალები ააფახურა, დინას გაეცინა.
- არ ვიცი _ მაინც თავის აზრზე იდგა.
- დე გთხოვ რა, ხომ დავრჩებით? _ გადახედა თომას.
- კი დავრჩებით.
- აი დავრჩებითო დე, წავიდეთ რა, ბაღსაც გავაცდენ _ ეშმაკურად ჩაიცინა.
- დედიკოს ეშმაკუნა _ გვერდებში მოუღუტუნა და ყელში აკოცა.
- წავიდეთ რა დე, დედიკო _ ხვეწნას განაგრძობდა პატარა.
- კარგი, ჰო კარგი _ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა _ წავიდეთ.
- რა კარგიაა _ გახარებულმა წამოიძახა და დედას ჩაეხუტა. _ როდის მივდივართ? _ ცნობისმოყვარედ იკითხა.
- როცა გინდა, შეგვიძლია დღეს საღამოს, ან ხვალ დილით, ჩვენს გადაწყვეტილებას ელოდნენ, ყველაფერი მზად აქვთ.
- სად მივდივართ?
- თავიდან ახლოში უნდოდათ, მაგრამ ანდრომ სამეგრელოში წავიდეთ ჩემთანო და გადაწყდა.
- კარგი.
- წავიდეთ საღამოს?
- ღამე გვიან სიარულს ჯობს დილით გავიდეთ ადრე, თუ შესაძლებელია.
- კი, როგორ არა დავურეკავ და ვეტყვი.
- მეც დავამთავრებ შეკვეთებს დღეს.
- დედიკოს საქმე აქვს, ჩვენ როგორ გავერთოთ? _ გადახედა საბას.
- საქანელებზე წავიდეთ _ იდეა გამოთქვა პატარამ.
- კარგი წავიდეთ.
- ჯერ ადრეა, შენ უნდა ჭამო ბიჭუნა _ გაუცინა დინამ უმცროს ზარანდიას და საუზმე გაუმზადა. გულში თითქოს ეშინოდა კიდეც, ვაი-და თომას მოეკიდა ხელი საბასთვის, წაეყვანა და უკან აღარ დაბრუნებულიყო? რა ქნას, მაინც ეშინია რომ წაართმევს, ვერ ენდობა. ასაუზმა, მოაწესრიგა და ძიასთან ერთად გაუშვა. თვითონ კი მაგიდას მიუჯდა და კერვა დაიწყო. გულში მაინც წიწკნიდა უსიამოვნო გრძნობა, ეჭვი, უნდობლობა. ან როგორ გინდა სრულიად უცხო ადამიანს ენდო? „წუხელაც უცხო იყო ლოგინში რომ ჩაუხტი, როგორ ენდე“ - ისევ წაკბინა ეგომ. „სხვადასხვა საკითხია“ - გაიფიქრა.

თომას შემოთავაზებაზეც იფიქრა სალონთან დაკავშირებით, სულაც არ იყო ცუდი იდეა, უბრალოდ არ სურდა დამფინანსებელი ზარანდია ყოფილიყო, მაგრამ სხვა საშუალებაც არ არსებობდა. თვითონაც არ მოწონს სახლში ამდენი ხალხის სტუმრობა, თუმცა რა ქნას? თავი ამით გაჰქონდათ მას და საბას. სხვა გზა არ იყო. ახლა გამოჩნდა სხვა გზა, ალბათ დაფიქრებაც ღირს, დაფიქრება კი არა, თანხმობაც არ იქნება ურიგო. ახლა კიდევ ეს ქალაქგარეთ ექსკურსია, ესმის რომ საბასთან დაახლოვება უნდა, მაგრამ მისი წაყვანა რა საჭიროა ვერ ხვდება. „საბას გამო“ - უცებ მოძებნა პასუხი. არც ესაა ცუდი იდეა, რაც მართალია, მართალია- ცუდი იდეები არ აწუხებს ზარანდიას. ცოტათი დამშვიდდება, დაფიქრდება, უკეთ გაანალიზებს სიტუაციას. კარებზე კაკუნმა გამოაფხიზლა, იფიქრა ზარანდიები დაბრუნდნენო, თუმცა შეცდა, ზღურბლიდან თიკო უღიმოდა.

- თიკო, მოდი შემო _ გაუღიმა მეზობელს და შემოიპატიჟა.
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ? ყავას ხომ დალევ?
- კი, თუ არ შეწუხდები.
- რას ამბობ, მოდი სამზარეულოში _ ყავა სწრაფად გააკეთა და თიკოს წინ ჩამოჯდა.
- გოგო ყველა შენს გათხოვებაზე ლაპარაკობს ეზოში და _ დაეჭვებულმა გადახედა, დინას გაეცინა.
- ჰო, გავთხოვდი _ მტკიცედ დაეთანხმა და გულში ეღიმებოდა.
- ასე ჩუმად?
- ჰო, რა ვიცი, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, უხმაუროდ.
- საბა როგორ შეეწყო? _ გულედანს ვერ გადაეწყვიტა რა ეთქვა, ბოლოდ მაინც ამჯობინა ლევანის და თომას ძმობაზე მოეყოლა, თიკო იცნობდა ლევანს, შესაბამისად როცა თომას ნახავდა, ყველაფერი ისედაც ცხადი იქნებოდა.
- იცი.. თომა საბას ბიძაა, ლევანის ძმაა _ თიკოს გაოცებული სახის დანახვისას გაეღიმა.
- ამას ნამდვილად არ ველოდი _ გაუცინა.
- ჰო, ასე მოხდა.
- კარგია, საბაც ადვილად შეეჩვევა, შენც ეღირსები ბედნიერებას, ძალიან გამიხარდა.
- მადლობა.
- გამაცანი, ძალიან მინდა ლევანის ძმას და მეგობრის ქმარს ვიცნობდე.
- აუცილებლად, ახლა უბრალოდ პარკში არიან წასულები, მე საქმე მქონდა და საბა წაიყვანა გასართობად.
- ძალიან კარგი, გავიქეცი ახლა მე თორემ ქეთი ბებოსთან დავტოვე და გადაწვავს სახლს _ გაუცინა და დაემშვიდობა. კარები ჩაკეტა გულედანმა, ღრმად ამოისუნთქა და ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა.

მალე გამოჩნდნენ ზარანდიებიც. საბა უაღრესად კმაყოფილი იყო სეირნობით, მთელი ემოციებით უყვებოდა დედას და ძიას აქებდა. უხაროდა პატარას ასეთ ბედნიერს რომ ხედავდა, მაგრამ ვერაფრით დაძლია ეგოისტობა, ღიმილით უქნევდა ბიჭუნას თავს.

- მიდი დე ხელები დაიბანე, კარტოფილს შევწვავ და ვჭამოთ.
- კარგი _ მაშინვე დაეთანხმა და ხტუნვა-ხტუნვით წავიდა სააბაზანოსკენ.
- ხომ შეჭამ შენც? _ იკითხა თომას მისამართით.
- კი _ გაუღიმა _ ხვალ დილით რვაზე გავდივართ.
- კარგი. _ სამზარეულოში გავიდა. კარტოფილი გათალა, გარეცხა, დაჭრა, შეწვა, სუფრა გაშალა და ბიჭები მიიწვია. მშვიდად მიირთვეს, მხოლოდ საბა ტიტინებდა გაუჩერებლივ. წინასწარ აწყობდა მომავალი დასვენების გეგმებს და თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა. ღიმილით ეთანხმებოდა „წყვილიც.“ როგორც კი ჭამა დაასრულა, თავი ოთახში წავიდა სათამაშოდ, დედა და ძია მარტო დატოვა.
- დინა _ დაიწყო თომამ.
- გისმენ.
- ალექსის საცოლემ ანიმ, არაფერი იცის ჩვენი ცოლ-ქმრობის შესახებ, ანდროსთან სახლშიც მისი ბებია-ბაბუა ცხოვრობენ და.. _ ცოტა ხნით გაჩერდა.
- გასაგებია, ისე უნდა მოვიქცეთ როგორც ნამდვილი ცოლ-ქმარი, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვარს, საბა უნდა იყოს ჩვენი ჯერ-ჯერობით ერთი საყვარელი შვილი, გამუდმებით უნდა ვუღიმოდეთ ერთურთს და ბოლოს ერთ ოთახში მოგვიწევს დაწოლა _ ამოსუნთქვის გარეშე ჩამოაყალიბა მოსაზრება, რომელზეც მთელი დღე ფიქრობდა.
- იმედია თანახმა ხარ ამ ყველაფერზე.
- სხვა გზა არ მაქვს _ ამოისუნთქა და მაგიდის ალაგება დაიწყო.
- კარგი.
- ოთახში პატარა ჩანთა დევს კარადაში და იქ ჩაალაგე შენი ნივთები, ჩემი და საბას რაღაცებსაც იქ ჩავალაგებ.
- კარგი _ დაეთანხმა და ოთახისკენ წავიდა. ჭურჭელი დარეცხა გულედანმა, საბას ოთახში შევიდა, მოთამაშე პატარას თმებზე წაეთამაშა, მისი ტანსაცმელი გადმოალაგა და საკუთარ ოთახში გაიტანა. უფროს ზარანდიას უკვე დაემთავრებინა საკუთარი ნივთების ჩალაგება, თავიანთი ნივთებიც ჩაამატა დინამ და შეკრა.

დარჩენილი დღე შვილთან თამაშში გაატარა გულედანმა, ცდილობდა დიდი დრო დაეთმო პატარასთვის, კარგად გაერთო, რომ ეჭვიანობა დაეძლია. ზარანდიაც რომ ჩაერთო, თავიდან უკმაყოფილოც უმზერდა, მაგრამ შემდეგ სამივე კარგად გაერთო ერთად. საღამოს ყველამ ერთად ივახშმა, თითქოს ოჯახური იდილია ჰქონდათ დღის მეორე ნახევარში. საბა დასაწოლად მოემზადა, ფეხშიშველი გამოვიდა ოთახიდან და დივანზე მოკალათებულ დედას გვერდით მიუსკუპდა.

- დეე, თქვენთან დავწვები რა ცოტა ხნით _ გაუღიმა. გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
- დაწექი საბა _ დედის ნაცვლად დაეთანხმა ძია და კმაყოფილების ამოძახილი აღმოხდა საბას.
- წავედი მე და გელოდებით. _ მხიარულად მიაძახა და „მათ“ ოთახში შევარდა. ღრმად ამოისუნთქა გულედანმა და პატარას მიჰყვა. ოთახიდან საკუთარი ნივთები გამოტანა, სააბაზანოში მოწესრიგდა, უკან დაბრუნებულს ბიჭები უკვე ლოგინში დახვდნენ. თავისი მხრიდან შეწვა და მოცინარ საბას გაუღიმა. პატარა შუაში გაწოლილიყო, ხან ერთს გადახედავდა ღიმილით, ხან მეორეს. ცოტა ხანში წამოჯდა, ორივეს აკოცა და გაუცინა.

- ახლა თქვენ აკოცეთ _ კისკისით თქვა.
- კარგი რა დე.
- ოო, ბაღში ბავშები მეუბნებიან რომ ასე იქცევიან, თქვენ არ გიკოცნიათ ჯერ ერთმანეთისთვის _ გაბუტულმა ჩაილაპარაკა.
- დე ბაღში ბავშვები რასაც გეუბნებიან ყველაფერი არ უნდა დაიჯერო.
- კარგი, წავალ მე _ აშკარად აწყენინეს პატარას.
- დინა კარგი რა _ სულერთიას ტონით ჩაილაპარაკა ზარანდიამ და ლოყაზე აკოცა „მეუღლეს.“ აღფრთოვანებულმა პატარამ ტაში შემოსცხო.
- ახლა შენი ჯერია დე _ მორცხვად მიიწია თომას მხარეს და სულ ოდნავ ოდნავ შეახო ლოყაზე ტუჩები. სწრაფად მოშორდა და საბას გაუღიმა.
- შენი ძილის დროა პარაზიტო.
- მე მაკოცეთ ორივემ და წავალ _ სურვილი მაშინვე შეუსრულეს და ისიც გაიქცა.

ჯერ კიდევ უბჟუოდა ის ადგილი სადაც ზარანდია შეეხო და თავისი ტუჩებიც, ზარანდიას რომ შეახო. აწითლებულმა აქცია ზურგი და დაძინებას შეეცადა.
ღიმილი მოჰგვარა თომას გულედანის ქმედებამ, ისევ მისი მოშიშვლებული ზურგის და კულულების ცქერა უწევდა, თუმცა წინააღმდეგი სულაც არ იყო. ისე ნაზად შეეხო რამდენიმე წუთის წინ, ისე სათუთად. „პირველი შეხება“ - არსებულმა გრძნობამ, უკვე მოგონებამ ამ სახელით დაიდო ზარანდიას გულში ბინა. სურვილი კი, გულედანის ზურგზე შეხება, მოფერება, ისევ სურვილად დარჩა ამ ღამეს..
________________

თავი 5

ზარანდიას გაეღვიძა პირველს, ღიმილით გადახედა უშფოთველად მძინარე ქალს. აბურდული თმები უწესრიგოდ ეყარა ბალიშზე, ცალი ხელი თავქვეშ ამოედო, ტუჩები ბავშვივით მოეკუმა და მშვიდად სუნთქავდა. უკვე რვის ნახევარი იყო, უნდა გაეღვიძებინა. ნელა წაიღო ხელი მისკენ, ფრთხილად შეახო მოშიშვლებულ მხარზე და შეაღვიძა. მარტო ძილს მიჩვეულმა, შეშინებულმა წამოყო თავი. თომა რომ შენიშნა, გულზე ხელი მიიდო და ღიმილით გადაატრიალა თვალები.

- არ მინდოდა _ გაუღიმა თომამ _ დაგვაგვიანდება, რვის ნახევარია უკვე.
- ჰო, გასაგებია _ მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა, ლოგინიდან ფეხები გადმოყო, წამოჯდა, ხალათს დაწვდა, შემოიცვა და კარებისკენ წავიდა. ამჯერადაც გააყოლა ვნებიანი მზერა ზარანდიამ, რა მისი ბრალია ასე მადისაღმძვრელად რომ გამოიყურება ამ მოკლე ხალათში. საბას გავაღვიძებო იფიქრა, შარვალი ამოიცვა და წელს ზემოთ შიშველი გაემართა პატარას ოთახისკენ.

ცოტა ხანში დინაც გამოვიდა სააბაზანოდან, ტანსაცმლის შეტანა დავიწყებია. თავზე პირსახოცშემოხვეული და ტანზე ხალათშემოცმული შევიდა ოთახში. ზარანდია რომ არ დახვდა შვებისგან ამოისუნთქა. სწრაფად გამოიღო კარადიდან ბრეტელებიანი ზედა და შორტი. შორტი ამოიცვა, ის იყო მაისურის გადაცმას აპირებდა, კარები რომ შემოაღო თომამ. ელვის სისწრაფით აიფარა გვერდით მიგდებული ხალათი, თუმცა ზარანდიამ მაინც მოასწრო მისი სხეულის შეთვალიერება. განრისხებული მზერით შეხედა დინამ, ბიჭმა კი ვითომც აქ არაფერიო გზა განაგრძო, კარადასთან მივიდა, ზედა გამოიღო, გადაიცვა და გულედანს მიუბრუნდა.

- მალე, გვაგვიანდება.
- იქნებ გახვიდე რომ ჩავიცვა _ ცივად უპასუხა.
- კარგი გავალ _ სულერთიას ტონით ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა. სწრაფად გადაიცვა გულედანმა მაისური, ოთახი მიალაგა, თმები აიწია და გავიდა. ზარანდიები უკვე მზად იყვნენ, გაბრაზებული მზერა სტყორცნა უფროსს, უმცროსს აკოცა და თმებზე გაეთამაშა.
- გავედით _ ჩანთა აიღო თომამ და სახლიდან გავიდნენ. საბამ კიბეებზე ჩაირბინა, უკან მიყვებოდა „წყვილი.“
- ოთახში შემოსვლისას რომ დააკაკუნო ცუდი არ იქნება _ შეუღრინა დინამ.
- საკუთარ ოთახში შესასვლელად ნებართვა არ მჭირდება _ ღრენითვე უპასუხა.
- მაშინ როცა ოთახი მხოლოდ შენ არ გეკუთვნის საჭიროა.
- მაშინ როცა ოთახი ჩემს მეუღლესაც ეკუთვნის საჭირო არაა _ ირონიულად გაუღიმა _ სხვათაშორის ურიგო ფორმები არ გაქვს _ თვალი ჩაუკრა და ადგილზე მიყინულ გოგონას გაასწრო. გამწარებულმა გახედა და გზა გააგრძელა. ეზოში მანქანა დახვდათ. ბიჭები თბილად მიესალმნენ, ანიც გააცნეს. დანახვისთანავე მოეწონა დინას, დადებით აურას ასხივებდა, თვალებიდან სითბო გამოსჭვიოდა.
- აბა ჩავსხედით _ გამოაცხადა ანდრომ _ ანი მიუსკუპდი შენს საქმროს, ჩვენ სამნი უკან მოვთავსდებით.
ფანჯარასთან ანდრო მოკალათდა, ზარანდიამ მეორე მხრიდან გააღო კარები და დინას ანიშნა ჩამჯდარიყო.
- ფანჯარასთან მე და საბა დაგვსვი რა _ ბავშვივით ააფახურა თვალები. თომას გაეღიმა, ჯერ თვითონ ჩაჯდა და შემდეგ ჩასხდნენ დედა-შვილი. კომფორტულად მოათავსა ზარანდიამ ხელი დინას მხრებზე, დაწვრილებული თვალებით გადახედა გოგონამ, თუმცა კვლავ ღიმილით ანიშნა „ქმარმა“ დამშვიდება, მანაც უბრალოდ ამოისუნთქა და საბა მიიხუტა.
- რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? _ ღიმილით იკითხა ანიმ და სარკიდან გაუსწორა თვალი.
- ჯერ ახლახანს დავქორწინდით, უხმაუროდ, ისე საკმაო ხანია რაც ერთმანეთი გვიყვარს _ ღიმილითვე უპასუხა თომამ და მეტი დამაჯერებლობისთვის თავზე აკოცა გულედანს. უხერხულად შეიშმუშნა დინა, თუმცა მაინც გაუღიმა სარკეში მომღიმარ ანის.
- თაფლობის თვესავით გამოგივათ _ გაუცინა.

.............................

უკვე დასავლეთში გადავიდნენ. საბას ჩასძინებოდა, დედის გულზე მშვიდად მიედო თავი, დინაც თმებზე ეთამაშებოდა. ანდრო და თომა რაღაცაზე საუბრობდნენ, ალექსი გზაზე იყო კონცენტრირებული, დროდადრო ისიც ერთვებოდა მათ დიალოგში, ანისაც ჩასძინებოდა. დაღლილობამ თავისი გაიტანა, გულედანსაც დაეხუჭა თვალები, თავი გადასწია და ზარანდიას მხარს დაადო მძინარემ. გაკვირვებულმა გადმოხედა თომამ, როცა მიხვდა რომ გოგონას უბრალოდ ეძინა, გაეღიმა, დააკვირდა მის მძინარე სახეს, წითელ ტუჩებს, კულულა თმებს. თვითონაც ვერ ხვდებოდა რამხელა სითბოთი შეჰყურებდა. ანდროს ხელის კვრამ გამოაფხიზლდა, სიცილით დაარტყა ხელი მუხლზე მეგობარმა და თვალით ანიშნა დინაზე.

- კარგი გოგოა _ უჩურჩულა და გაეკრიჭა.
- ჰო რავიცი _ უინტერესოდ დაეთანხმა და გზას გახედა.

დინა მართლა კარგი გოგოა, ეს თვითონაც იცის, მაგრამ საკუთარ თავზე მეტს, ჯერ-ჯერობით ვერავის გაუმხელს. უკვე ორი ღამეა მას უყურებს, მის სხეულს აკვირდება, შორიდან სწავლობს. საოცრად უნდება შეეხოს და მიზეზი თვითონაც ვერ აუხსნია. რაც მართალია, მართალია, საკმაოდ მიმზიდველი გოგონაა, მით უმეტეს საღამურებში, თვალს ვერ მოწყვეტ. თომაც ვერ წყვეტს თვალს და დაუღალავად აკვირდება. ახლაც მის მოშიშვლებულ ფეხებს გაუშტერა თვალი. თვითონაც ვერ მიხვდა ისე ნელ-ნელა დააინტერესა ამ გოგომ, საოცარი სურვილი აქვს დაისაკუთროს. კარგად იცის გულედანს სულაც არ აქვს ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ, ასეთი კი არა ოდნავ თბილიც არ აქვს. ამ რამდენიმე დღეში უკვე არაერთხელ დააფიქსირა ეჭვიანი მზერა. საბამ რომ გამოიღვიძა, ყურადღება მასზე გადაიტანა.

- მოდი საბა ჩემთან, დედიკო არ გავაღვიძოთ _ უჩურჩულა პატარას და თავის კალთაში გადაიყვანა.
- მართლა ოჯახივით ხართ _ ღიმილით უჩურჩულა ანდრომ. ზარანდიამაც გაუღიმა და პატარა მიიხუტა.

უკვე სამეგრელოს უახლოვდებოდნენ გულედანმა რომ გამოიღვიძა, სასიამოვნო, უკვე ნაცნობმა სურნელმა შეუღიტინა ცხვირში, თვალები გაახილა, მიხვდა თომას მხარზე მოკალათებულს ეძინა. თავი ასწია, კისერზე ხელი მოისვა, როგორც ჩანს უხერხულად ედო, ტკიოდა. ბიჭებს გახედა, საბა ისევ თავის კალთაში დააბრუნა და ჩურჩულით იკითხა სად იყვნენ.

- მალე მივალთ _ გაუღიმა თომამ. თავი ოდნავ დაუქნია და ისევ ბავშვს მიუბრუნდა.
- ბებიაჩემი მეგრულ ხაჭაპურებს დაგვახვედრებს _ გაიკრიჭა ანდრო.
- ძალიან კარგი, მიყვარს ხაჭაპური _ ღიმილით უპასუხა დინამ.
- აქ გადაუხვიე _ გზა მიასწავლა ანდრომ ალექსის. _ ახლა აქეთ შეუხვიე და პირველივე ჩიხში მესამე სახლი.

მანქანა ხუთ წუთში გაჩერდა. გადმოვიდნენ, თომამ საბა გამოართვა დინას, მოხერხებულად დაიჭირა ცალ ხელში, მეორე დინას მოჰხვია და სახლში შევიდნენ. ეზოშივე გამოეგებნენ ანდროს ბებია-ბაბუა, გახარებული სახით „ჩაიკონეს“ შვილიშვილი და სტუმრებს მიუბრუნდნენ.

- გამაცანი ბებია ეს ანგელოზივით ხალხი.
- გაიცანი ბებია ესენი არიან ჩემი მეგობრები ალექსი, მისი საცოლე ანი, თომა, მისი ცოლი დინა და მათი პატარა საბა.
- დედა რა კარგები ხართ ბავშვებო _ ლოყაზე ხელი მოისვა ქალმა _ შემოდით სახლში შემოდით _ შეიპატიჟა. რიგ-რიგობით შევიდნენ, თომამ წინ შეატარა დინა, დივანზე ჩამომჯდარს გვერდით მიუჯდა და საბა მუხლებზე დაისვა.
- დე ფისო _ თვალებგაბრწყინებული მიუბრუნდა საბა დინას კატის დანახვაზე _ დე მოვეფერები რა.
- მოეფერე დე _ გაუცინა დინამ და პატარაც მოშორდა ზარანდიას კალთას.
- ახლავე გავშლი სუფრას ბებია და შემოუსხდეთ მერე _ გეგმა გააცნო ქალმა და სამზარეულოსკენ წავიდა. გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და ქალს მიჰყვნენ. ბევრი იქოთქოთა ბებომ სტუმრებს როგორ დაგიხმარებთო, მაგრამ გოგონებმა თავისი გაიტანეს. მოხდენილად მიჰქონდათ თეფშები, ყოველ გასვლა-გამოსვლაზე ღიმილით გახედავდა თომა დინას და თვალს აყოლებდა. ბიჭები ბევრს ხალისობდნენ მის საქციელზე, რომ გეკითხათ მისთვის მხოლოდ საბა არსებობდა, დინა უბრალოდ მასთან ერთად მცხოვრები გოგონა იყო, თუმცა ფაქტია, რაღაცები შეიცვალა.
- დიდი ხანია ერთად ხართ ბაბუ?
- არც ისე.
- ძალიან გიყვარს ბაბუ? _ თომა არ ელოდა ამ შეკითხვას, დაიბნა, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ მტკიცედ უპასუხა.
- ძალიან.
- ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ბაბუ.
- მადლობა ბაბუ მადლობა _ გაუღიმა კაცს და ყურადღება ისევ მონარნარე დინაზე გადაიტანა.

სუფრა გაშალეს და დასხდნენ. წყვილები გვერდიგვერდ ისხდნენ, დინას საბა ჩაესვა კალთაში და აჭმევდა. ბიჭები სვამდნენ კიდეც. რამდენიმე ჭიქის შემდეგ ამღერდნენ.. დინა ისევ პატარაზე ზრუნვით იყო გართული, წელზე ზარანდიას ხელი რომ იგრძნო, თითქოს უკვე შეეჩვია მის შეხებას, ისეთი მძაფრი რეაქცია აღარ აქვს. კითხვის ნიშნებიანი მზერით გადახედა.

- მომიყვანე საბა მე და ჭამე შენც რამე, ცოდო ხარ, ვერ ჭამ წესიერად.
- არ მინდა, იყოს, ვჭამე მეც.
- მომიყვანე, მომიყვანე, მოდი ჩემთან საბა _ პატარა თავისთან გადაიყვანა. დინამაც მშვიდად მიირთვა.

გვიანობამდე ისხდნენ სუფრასთან, ბოლოს ისევ გოგონებმა გამოაცხადეს გეყოთო და სუფრის ალაგება დაიწყეს. ყველაფერი თვითონ მიალაგეს და ბიჭებთან დაბრუნდნენ. ბებომ გააცნო სახლის გეგმა, ვინ სად იძინებდა და ოთახებიც უჩვენა.

- დღეს მე და საბუნა ერთად ვიძინებთ _ გამოაცხადა ანდრომ.
- რა საჭიროა ანდრო, დავაწვენთ ჩვენთან, მოვთავსდებით.
- არა, თქვენ დაიძინებთ მარტო, მე და საბა ერთად, ხომ დაიძინებ ჩემთან? _ გადახედა საბას.
- დავიძინებ _ დაეთანხმა პატარაც და მაშინვე მიუცუქდა.
- რა მაგარი ზღაპრები ვიცი იცი? აი შენს დედიკოზე ბევრად მაგარი და მოგიყვები _ არადა რისი მომყოლო იყო, ბალიშზე თავი დადება და ძილი ერთი იქნებოდა.

ნელი ნაბიჯით აუყვნენ მეორე სართულის კიბეებს, წყვილები ზემოთ სართულზე იძინებდნენ. ოთახში შევიდნენ, ზარანდია ლოგინისკენ წავიდა, გაიხადა და დაწვა. გულედანმა ოთახში შუქი ჩააქრო, ისე გაიხადა, სწრაფად გადაიცვა საღამურები და თვითონაც შეწვა. ეგონა უშუქოდ ვერ დაინახავდა თომა, თუმცა შეცდა. ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქზეც კარგად ჩანდა ყველაფერი, ზუსტად იკვეთებოდა მისი სხეულის ნაწილები, მთვარე კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას მატებდა და ზარანდიასაც კიდევ უფრო აუფორიაქა გრძნობები. თანაც, როგორც ამბობენ, მთვრალებს უკეთ გამოსდით ემოციების გამოხატვა, მის შემთხვევაშიც ასეა. როგორც კი ლოგინში შეწვა გულედანი, მის მხარეს მიიწია და მუცელზე ხელი მოჰხვია.
- რას აკეთებ _ გაოცებულმა ჰკითხა.
- დავიძინოთ _ ჩაილაპარაკა და კიდევ უფრო ახლოს მიიწია სასურველ სხეულთან.
- თომა მომშორდი _ მკაცრად უთხრა.
- ჩუ, დავიძინოთ რა.
- თომა, გეყოფა, მომშორდი ახლა, ზედმეტი მოგდის.
- მისმინე, ახლა ვაკეთებ იმას რისი გაკეთებაც ასე ძალიან მინდა და რაც შეიძლება ხვალ ვეღარ გავიმეორო, ასე რომ სანამ შემიძლია არაფერი მითხრა რა, ჩათვალე რომ მთვრალი კაცის აკვიატებაა. _ ძლივს გასაგონად ლუღლუღებდა და კიდევ უფრო იხუტებდა მის სხეულს. ორივე ხელი შემოჰხვია, თავი მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა. დინა გაოგნებული უყურებდა, საბოლოოდ კი დაუჯერა და ყველაფერი მთვრალი კაცის აკვიატებას მიაწერია. ხელები რომ ვერანაირად ვერ მოათავსა, სხვა გზა არ დარჩა და ზარანდიას „შემოჰხვია“ კისერზე. თომას ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა მთელს გულ-მკერდზე, გრძნობდა როგორ დააცოცებდა მამაკაცი თითებს მის ზურგზე.. თუ მის მშვიდ სუნთქვას დაუჯერებდა, „მეუღლეს“ უნდა სძინებოდა, თუმცა მოთამაშე ხელები სულ სხვა რამეს ამტკიცებდა. მთელს სხეულში ჟრუანტელი უვლიდა გულედანს, ჯერ ზარანდიასთან ასე ახლოს ყოფნის გამო, მერე მისი სუნთქვის გამო, საბოლოოდ კი თითის თითოეული შეხება „ხორკლავდა“ მის ტანს. მამაკაცი კი გაჩერებას არ აჩერებდა, მონოტონურად დაასრიალებდა თითებს კისრის მალებიდან ხერხემლის მალებამდე და პირიქით. მისი ქმედების გამო დაძინებდა შეუძლებელი რომ გახდა მსუბუქად უჩქმიტა გულედანმა ხელზე, ამან რომ შედეგი არ გამოიღო, ფრჩხილები გამოიყენა და საბოლოოდ, როგორც იქნა მიახვედრა თომა რომ გაჩერებულიყო. ცოტა ხანში კი აფორიაქებულს თვითონაც ჩაეძინა.

დილით, ზარანდიამ რომ გაიღვიძა, ესიამოვნა გლუვი კანის შეხება, თვალები ნელა გაახილა და გაეღიმა. მიხვდა სასურველ სხეულზე იყო მიწებებული. იმის გაფიქრებაზე რომ მთელი ღამე ასე ეძინა, კმაყოფილებისგან ჩაეღიმა, თვითონაც ვერ ხვდება რატომ აქვს ქალის შეხებაზე ასეთი რეაქცია, მაგრამ აქვს. ისევ მინაბა თვალები და მის რიტმულ სუნთქვას დაუგდო ყური. ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა სასიამოვნოდ ეფინებოდა თომას სახეს. ბედნიერი იქნებოდა ყოველ დილას თუ ასე დაიწყებდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით რომ ეს შეუძლებელია იცის. საოცრად მადლობელია ანდროსი, მას რომ არ მოეფიქრებინა და საბა თავისთან არ დაეტოვა, ახლაც შორს იწვებოდან დინასგან. ემოციებს ვერაფრით იოკებს, ვერ მალავს რომ ქალი საოცრად იზიდავს, ან ვის უნდა დაუმალოს, ყველაფერი სახეზე აწერია და ქმედებებზე ეტყობა. ნაზად, შეუმჩნევლად მიაწება ტუჩები ქალის ლავიწებს და კმაყოფილმა აასრიალა ხელი მუცელზე. მის საქციელს მყისვე მოჰყვა გამოხმაურება და თვალები სწრაფად გაახილა გულედანმა. ტკიპასავით შემოჭდობილი სხეული რომ იგრძნო, მაშინვე გაახსენდა წინა ღამე და „მთვრალი კაცის აკვიატება“. ზარანდიას ზურგიდან ნელა აიღო ხელი თმებზე გადაისვა, ეგონა კაცს ეძინა, ფრთხილად შეაღვიძა, თომამ ზმუილისმაგვარი ხმები ამოუშვა და კიდევ უფრო მიეხუტა ქალის სხეულს.

- თომა, გაიღვიძე _ ჩურჩულებდა გულედანი _ თომა, თომა! _ ოდნავ რომ უჩქმიტა უკმაყოფილოდ შეიშმუშნა, სულ ოდნავ მოსცილდა ქალს და ცალი თვალით გახედა.
- ცოტა ფრთხილად რომ გაგეღვიძებინე _ ჩაილაპარაკა.
- ფრთხილად გაღვიძება ვერ შეირგე, მომშორდი _ გასცა ბრძანება.
- კარგი რა, დავიძინოთ ცოტა ხანს.
- შენ თუ გინდა იძინე, მომშორდი, მთვრალი აღარ ხარ._ უჩვეულოდ გრძნობდა თავს კაცის მკლავებში, მანამდე ხომ ასე ახლოს არავისთან ყოფილა. ახლა კი ბედნიერად შემოხვეოდა ზარანდია, თავი მის მკერდზე დაედო და მშვიდად სუნთქავდა, თან თითებს ათამაშებდა, ხან ზურგზე, ხან მუცელზე, დინასაც ნერვიულობისა თუ სიამოვნებისგან ჟრუანტელი უვლიდა. მართალი რომ ვთქვათ, სულაც არ მოწონდა ასე რომ რეაგირებდა კაცის შეხებაზე, ხვდებოდა რომ მისგან მაქსიმალურად შორს უნდა დაეჭირა თავი. ისევ არ ენდობა, ისევ ჰგონია რომ საბას წართმევაა მისი მიზანი, ამიტომაც ვერ მიუხვდა წუხანდელ საქციელს. ახლა ხომ გამოფხიზლდა, მაგრამ მაინც არ შორდება ქალს, ისევ ისე ჰყავს მიხუტებული. როგორც კი თომა რამეს ამბობს მისი ტუჩები ეხება გულედანის სხეულს და სასიამოვნო იმპულსებს გზავნის ტვინში. _ თომა საბა გაიღვიძებდა, უნდა ავდგე _ მტკიცედ ჩაილაპარაკა.
- საბა თვითონ ამოგვაკითხვას, არ იდარდო ანდრო გაართობს.
- ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ ამ საქციელით _ აფეთქდა დინა და ხელებით მხრებზე მიაწვა ზარანდიას.
- არაფრის მიღწევას არ ვცდილობ, ჰა გაგიშვი _ ქალს მოშორდა და ზურგი აქცია.
- ძალიან კარგი _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა გულედანმა და ფეხები გადმოსწია. ხალათი არ ჰქონდა, საღამურებისამარა მივიდა ჩანთასთან და სასურველი ტანსაცმელი შეარჩია. სარაფანი გადაიცვა, თმები უცებ აიწია და შეიკრა. ისეთი ხვეული თმა აქვს დავარცხნას ყოველთვის ერიდება, რომ ივარცხნის უფრო ეწეწება და ურჩევნია ასე მარტივად შეიკრას. ოთახიდან გავიდა და კიბეებს დაუყვა. ეზოში პირსაბანი დაინახა, მივიდა, ცივი წყალი ესიამოვნა, თავი მოიწესრიგა და პირველ სართულზე სახლში შეიხედა. ანდრო და საბა ჩამომსხდარიყვნენ და თამაშობდნენ.

- დილამშვიდობის _ ღიმილით მიესალმა ბიჭებს.
- დედიკო _ შეჰყვირა საბამ და დედას კისერზე ჩამოეკიდა.
- დილამშვიდობის რძალო, როგორ გეძინათ? _ თვალები ეშმაკურად აუციმციმდა ანდროს. ჯერ მიმართვა ეუცხოვა გულედანს, ეშმაკურ ტონზე ხომ სულ მთლად აიწურა, უხერხულად გაუღიმა და საბას თმებს გაეთამაშა.
- სად არიან უფროსები? _ კითხვა დააიგნორა და თვითონ იკითხა სხვა რაღაც.
- გარეთ არიან, ბოსტანში გავიდნენ, აგერ სახლის უკან.
- ალექსი და ანი?
- ალექსიმ და ანიმ სეირნობა მოინდომეს და ორღობეებში ტკბებიან რომანტიკით _ გაიცინა.
- გასაგებია.
- შენი მეუღლე სად არის?
- ძინავს.
- გავიდეთ დღეს სადმე თუ სახლში ვიყოთ?
- სად უნდა გავიდეთ?
- რავი ვნახოთ რამე, დადიანების სასახლე, კანიონები, მარტვილის მონასტერი, სულ სახლში ხომ არ ვისხდებით.
- ჰო რავი ვნახოთ რამე _ გაუღიმა.
- ოჰ, დილამშვიდობის სიძე ბატონო _ ხელის აწევით მიესალმა სახლში იმ წამს შემოსულ თომას ანდრო.
- დილამშვიდობის _ გაუცინა მეგობარს და დინას გვერდით ჩამოჯდა. გოგონა მაშინვე წამოდგა და მოშორდა.
- ოთახს მივალაგებ _ განაცხადა და მეორე სართულისკენ წავიდა.
- დედიკოსთან წავალ _ ჩაილაპარაკა პატარამ და კიბეებს აუყვა.

ოთახში ანდრო და თომა დარჩნენ. ზარანდია ჯერ ისევ ღიმილშეყინული უყურებდა გასასვლელ კარებს, კილასონია კი ირონიული ღიმილით შესცქეროდა მეგობარს.

- თომა, გამოფხიზლდი _ სიცილით დაუძახა.
- ა, ჰო, გისმენ _ სერიოზული სახით შეხედა.
- ნეტავ განახა როგორ უყურებ რა.
- ვიცი როგორც ვუყურებ, ძალიან საყვარელია, ცხოვრება გამილამაზა, აქამდე როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე ვერ ვხვდები.
- რა თქვი? ამას რას მოვესწარი _ გაოგნებული იყო ანდრო.
- რა ვთქვი ახლა ისეთი, ჩემი სისხლი და ხორცია, როგორ არ უნდა მიყვარდეს.
- აუუ _ უკმაყოფილოდ აბუზღუნდა ანდრო, მე სულ სხვაზე გკითხე ბიჭო _ თომას სიცილი აუტყდა.
- ამიტომ გქონდა ასეთი რეაქცია? არანაირად არ ვუყურებ. ის არის ქალი რომელიც ჩემს ძმის შვილს უვლის და დედობას უწევს.
- მხოლოდ ეგ რომ იყოს რაღა გიჭირს.
- მხოლოდ ეგაა _ შეუღრინა მეგობარს და სახლში დაბრუნებულ წყვილს გაუღიმა.
- დილამშვიდობის _ მიესალმა ანი. _ დინა სად არის?
- ოთახში არიან ზემოთ _ გაუღიმა თომამ და თვალით მეორე სართულზე ანიშნა.
- კარგი ავალ მეც.
- მალე ჩამოდით გვშია _ მიაძახა ალექსიმ და თბილი მზერა გააყოლა საცოლეს.
- რა ქენით დატკბით სამეგრელოს რომანტიკით? _ გაუცინა ანდრომ.
- ნეტა შენ რამე გეშველებოდეს _ უკმაყოფილო მზერით გადახედა მეგობარს.

ისაუზმეს, სახლი მოაწესრიგეს და მარტვილში წასვლა გადაწყვიტეს.მოემზადნენ და მანქანაში ჩასხდნენ. ანდრომ გიდობა გადაწყვიტა და მთელი გზა არ გაჩუმებულა. ბოლოს იმდენად დაიღალნენ აღარც კი უსმენდნენ, მხოლოდ საბა ეტიკტიკებოდა დაუღალავად და ყველას ღიმილს გვრიდა.

- მალე მივალთ? _ დაღლილი ტონით იკითხა დინამ.
- მალე მივალთ _ ღიმილით უპასუხა თომამ და საფეთქელზე შეეხო ტუჩებით. მაშინვე დაიმსახურა ქალის განრისხებული მზერა, თუმცა როგორც ყოველთვის ახლაც ღიმილით ანიშნა ანისკენ და ლოყაზე თითებით მიეფერა. ვერც ახლა შეძლო იმპულსების გარეშე „ქმრის“ შეხების ატანა.
- მანქანა აქ გავაჩეროთ სადმე, ბოლომდე ვერ ავალთ, ცოტა ფეხით უნდა ვიაროთ.
- კარგი _ დაეთანხმა ალექსი და მანქანა გააჩერა.

მანქანიდან გადმოვიდნენ, ალექსიმ და ანდრომ წამოღებული ჩანთები მოიკიდეს ზურგზე, თომამ საბა გამოართვა დინას, კისერზე მოისვა და ისე წაიყვანა, გოგონებმა ერთმანეთს ჩაკიდეს ხელები და ნელ-ნელა აუყვნენ აღმართს. როგორც ანდრომ უამბო მათ, სამონასტრო კომპლექსი მაღალ ბორცვზეა გაშენებული და ამ ადგილიდან თითქმის მთელი სამეგრელო და იმერეთი მოჩანს. მონდომებით მიიწევდნენ ზემოთ, დაღლა არ ეტყობოდათ თავიდან, მაგრამ უკვე მონასტერს მიახლოვებულები, გოგონები საგრძნობლად ჩამორჩნენ ბიჭებს.

- ვეღარ ვსუნთქვავ _ ქოშინით ამოთქვა ანიმ.
- ვერც მე _ დაეთანხმა დინა _ მაინც გაგვასწრეს, ჩამოვჯდეთ ცოტა ხანი. _ იქვე მინდორზე დასხდნენ და ერთმანეთს მიეყუდნენ.
- არა, უკან რომ არც ერთი არ იხედება _ გაბრაზდა ანი. დინას გაეღიმა.
- მოიცა ცოტა ხანი, რომ ავლენ და მიხვდებიან დანაკლისს, ისევ უკან ჩამობრუნდებიან.
- ველოდები _ ხელები გადააჯვარედინა ანიმ და მონასტერს გახედა.
- წამო წავიდეთ ახლოსაა უკვე _ მხარი მიკრა გულედანმა.
- არა! სანამ ალექსი და თომა აქ არ ჩამოვლენ ფეხს არ მოვიცვლით.
- ვაიმე ანო რა სასაცილო ხარ პატარა ბავშვივით რომ იქცევი.
- მაგას ახლავე რომ დავავიწყდი მერე რაღა იქნება, შენი გამკვირვებია რატომ არ ბრაზობ.
- რავიცი ასეთ რაღაცებზე არ ვბრაზობ _ მშვიდად უპასუხა დინამ, არადა ხომ ვერ ეტყოდა არც ქმარია, არც შეყვარებული და სულაც არ მაინტერესებს დავავიწყდი თუ არაო.
ალბათ ათი ან თხუთმეტი წუთი ისხდნენ ასე და ბორცვიდან უკან მომავალი სილუეტებიც შენიშნეს. ანიმ გამარჯვებული ღიმილი აიკრა სახეზე და დინას შეხედა. გულედანს გაეცინა და ფეხზე წამოდგა.
- სად ხართ? გაგვისკდა გული _ შეტევით დაიწყო ალექსიმ.
- საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო ხომ? _ უკმაყოფილო სახით შემოირტყა დოინჯი ანიმ _ რომ ჩამოგრჩით ვერ უნდა შეგემჩნიათ?
- კარგი ჰო, ბოდიში _ ადვილად დანებდა ალექსი და ხელებგაწვდილი წავიდა საცოლესთან ჩასახუტებლად. ანიც კმაყოფილი ღიმილით გაინაბა მის მკლავებში. თომა და დინა კი უბრალოდ იდგნენ და წყვილს შესცქეროდნენ.
- გამოფხიზლდით _ შეუძახა ანიმ _ შენ რატომ არ ეჩხუბე? _ მიუბრუნდა დინას _ ან შენი ბოდიში სად არის ვაჟბატონო? _ ახლა თომას გადახედა.
- მე არ გავბრაზებულვარ ხომ გითხარი _ გაუღიმა გოგონამ ანას.
- ბოდიში _ ანას გასაგონად ჩაილაპარაკა თომამ და დინა მიიხუტა. მიხვდა გულედანი, ცუდად გამოვიდოდა წყვილის თვალში მისი უმოქმედოდ დგომა და თვითონაც მორცხვად, სულ ოდნავ მოჰხვია ხელი ზარანდიას.
- აბა წავედით.

მონასტერში ასულებს, ანდრო და საბა ეზოში მოთამაშეები დახვდათ. საოცარი ბუნება იყო, მოვლილი, მოწესრიგებული, ყველაფერი ამწვანებული. სანახაობით აღფრთოვანებულები იყვნენ. მთელი ეზო მოიარეს, სურათებსაც იღებდნენ, ერთად, ცალ-ცალკე, წყვილებად. რასაკვირველია „ცოლ-ქმარს“ სურვილიც კი არ გამოუთქვამს ერთად გადაეღოთ ფოტო, აქაც ანიმ იყოჩაღა. დაუცაცხანა ერთი ფოტოც არ გადაგიღიათო, ერთად დააყენა და თვითონ ფოტოგრაფობა შეითავსა.

- თომა რა მორცხვად დგახარ, თითქოს ვიღაც უცხო იყოს, ან ხელი მოხვიე, ან ჩაეხუტე, თორემ მეზობლის ბავშვებს უფრო ჰგავხართ ფოტოში, ვიდრე ახალშეუღლებულებს _ უკმაყოფილოდ უსაყვედურა. ზარანდიაც თითქოს ამას ელოდაო, უკნიდან ამოუდგა გულედანს, მუცელზე ხელი მოჰხვია, თავი მის მხარს დააყრდნო და აპარატს გაუღიმა. პირველ ფოტოში დინას გაოგნებული სახე დაფიქსირდა, თუმცა მალევე გაიღიმა. ანის დაჟინებული თხოვნით თვითონაც მოჰხვია ხელი მეუღლის მკლავებს და ისეც გადაიღეს.
- არა რა, ფოტოგრაფობა ჩემი მოწოდებაა _ კმაყოფილი ჩანდა ნამუშევრით.
- შევიდეთ რა ახლა ტაძარში _ დაიწუწუნა დინამ.
- შევიდეთ.
თავსაფარი მოიხურეს გოგონებმა და შეაბიჯეს. ტაძარში ჯვრისწერის ცერემონია ყოფილა, ღიმილით გადახედეს ერთმანეთს და ხალხს შეერივნენ. ცერემონიის დასრულებამდე ჩუმად იდგნენ ყველა და ისმენდნენ მამაოს სიტყვებს. ახალდაქორწინებული წყვილი გარეთ გავიდა, ხალხიც მათ გაყვა და ტაძრის დათვალიერების საშუალება მიეცათ. მამაომ გაუღიმა და თავისთან მიიხმო ყველა. გამოკითხა საიდან იყვნენ, დალოცვა მიიღეს და გაუღიმეს, როცა ანდრომ მორიგი „შესანიშნავი“ იდეა წამოაყენა.

- მისმინეთ, თქვენ ჯვარი დაწერილი არ გაქვთ _ გადახედა თომას და დინას _ ჰო და, ახლა მაინც ყველაფერი მზადაა და მოდი, დაიწერეთ ჯვარი. _ წყვილი გაოცებული იყო, დინას რომ შეძლებოდა იქვე წვდებოდა ყელში კილასონიას. ზარანდია უბრალოდ ვერ მიხვდა რას ცდილობდა მისი მეგობარი, თუმცა ადვილად შენიშნა მის თვალებში მოცეკვავე ჭინკები.
- ერთად ცხოვრობთ შვილებო? _ დაბალი ხმით იკითხა მამაომ.
- დიახ მამაო _ უპასუხა თომამ.
- ჯვრისწერის გარეშე თქვენი ერთად ცხოვრება ცოდვაა უფლის წინაშე, მრუშობის ცოდვა, თუ თქვენ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, მე მზად ვარ ჯვარი დაგწეროთ _ გაუღიმა მამაომ. არეული მზერით შეხედა დინამ ზარანდიას. რატომ უკეთებს ანდრო ამას? მან ხომ ყველაფერი იცის.. თომას თვალებში ვერაფერს ამჩნევს, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მოხდა.. გულედანის ტვინმა გამალებით დაიწყო მუშაობა, კიდევ ერთხელ იაზრებდა კილასონიას სიტყვებს და გადაწყვეტილებაზე ფიქრობდა. ახლა უარი რომ თქვას, საეჭვო იქნება, თანხმობა თქვას და მთელი ცხოვრება უფლის წინაშე ცოლ-ქმარი უნდა იყვნენ. თან თვალებში ხვდება ამდენი ადამიანის მომლოდინე მზერა. და აი, უეცრად „ბრწყინვალე“ იდეამ გაირბინა მის ტვინში, თუ ცოლ-ქმარი დაერქმეოდათ ასე ოფიციალურად, ჯვარსაც დაიწერდნენ, ზარანდია ვეღარ შეძლებდა მისთვის საბას ასე ხელაღებით წართმევას. ეს კავშირი ხელს შეუშლიდა ბავშვის წაყვანაში დედის გარეშე. იმ წუთში დარწმუნებული იყო რომ ეს გამოსავალი იქნებოდა, თუმცა ვერ გაიაზრა რომ ჯვრისწერა კანონიერი ქორწინება არ იყო და მაინც თავისუფლად შეძლებდა თომა საბას წართმევას, თუ მოინდომებდა რა თქმა უნდა.

- ჰეი, დინა, გელოდებით რად უნდა ამდენი ფიქრი _ ვეღარ მოითმინა ანიმ და ხელი მიკრა დინას. _ თომა, ხომ ხედავ შენს გარეშე არ ამბობს, მოიფიქრე და როგორც მამაკაცმა, პირველმა თქვი პასუხი _ ახლა თომას დაუცაცხანა.
- მე? რავიცი თანახმა ვარ _ არხეინად დაეთანხმა თომა.
- გელოდებით დინა, აი, შენი მეუღლე თანახმაა, მეჯვარეებიც აქ ვართ, შვილიც თანახმაა აშკარად _ მოცინარ საბას გადახედა.
- კარგი _ ჩუმად ჩაილაპარაკა.
- რაო რა თქვი?
- კარგი, თანახმა ვარ _ უფრო გამოკვეთილად თქვა და ანის გაუღიმა.
- ძალიან კარგი _ გახარებული ჩანდა ანი _ ჩვენ მზად ვართ მამაო. საკურთხევლის წინ დადგნენ, ანი დინას მეჯვარე იქნებოდა, ანდრო თომასი. მამაომ გაუღიმა და ჯვრისწერის ცერემონია დაიწყო. ორივე დიდი ყურადღებით ისმენდა მის სიტყვებს, ზარანდიაც ხვდებოდა რამხელა პასუხისმგებლობა დაეკისრა უფლის წინაშე. იმასაც ხვდებოდა დღეიდან თავისი მიზნის განხორციელებას ვეღარ შეძლებდა, საბას დინასგან ვერ წაიყვანდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა იქნებოდა მომავალში. ფაქტია რომ ეს გოგო იზიდავს, მოწონს, მაგრამ სიყვარული? არა, ეს გრძნობა ჯერ არ მოსულა, მისთვის წარმოუდგენელი იყო რამდენიმე დღეში ადამიანის შეყვარება.
ზარანდიამ ჯერ კიდევ ვერ გაიგო რატომ წამოიწყო ეს „თამაში“ ანდრომ. კარგი, თვითონ საბას გამო დათანხმდა, ზარანდიას რისთვისღა სჭირდებოდა თანხმობა. ამ რამდენიმე წუთში იმდენი კითხვა დაუგროვდა, ყველაზე ერთიანად ფიქრი ალბათ გააგიჟებდა. თუმცა ფაქტი ერთია - დგას ახლა საკურთხევლის წინ, თომას გვერდით და უსმენს მამაოს სიტყვებს. ჯვარს იწერს ადამიანზე, რომელიც საერთოდ არ უყვარს, მეტიც არც კი ენდობა და ეჭვითაა განმსჭვალული მის მიმართ. მაგრამ ხედავს მეგობრების ღიმილიან სახეს და რაც მთავარია შვილის ბედნიერ მზერას, საბას აშკაარად ძალიან უხარია მათი ქორწილის ამბავი, თუმცა საბა ხომ ბავშია. შეიძლება ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ჯვრისწერა. თავი ოდნავ გადააქნია ფიქრების მოსაშორებლად, რაც მოხდა მოხდა, უკვე დათანხმდა და ახლა შუა ცერემონიის დროს ვერ გადათქვამს.. რაღა დარჩა? უბრალოდ უნდა მიჰყვეს დროის სვლას და ცხოვრების დინებას, მომავალი უჩვენებს ყველაფერს...
______________

თავი 6

- გილოცაავთ _ ყველამ ერთად მიულოცა წყვილს.
- ერთმანეთს არ ულოცავთ? _ დოინჯშემორტყმული წარბაწევით ეკითხებოდა ანი.
- ვულოცავთ ჰო _ გაუცინა თომამ და მსუბუქად შეეხო მეუღლეს ლოყაზე.
- ძალიან კარგი _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
- ღმერთმა დაგლოცოთ _ ღიმილით დალოცა მამაომ და ტაძრიდან გამოვიდნენ.
- აბა ახლა უკვე ჯვარდაწერილებმა გადაიღეთ სურათები _ ისევ მოიმარჯვა ანიმ ფოტოაპარატი. თვითონ ურჩევდა როგორ გადაეღოთ _ ახლა მუცელზე მოხვიე ხელი, ახლა გადააწვინე, ახლა ლოყაზე აკოცე, ახლა თავზე _ აღარ ჩერდებოდა, არც დინას გადაღლილ სახეს ქცევდა ყურადღებას. მერე ბავშვთან ერთად გადაიღეს, მეჯვარეებთან, ალექსისთან.გულედანი კი უკვე ემოციებს დაეღალა, ემოციებს და ფიქრებს. ჯერ ისევ იმაზე ფიქრობდა რატომ დათანხმდა ზარანდია, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. სხვა გზა რომ აღარ დარჩა, უბრალოდ გაიღიმა და ანის აჰყვა. სულაც არ იყო ცუდი თამაში, ბოლოსდაბოლოს გათხოვდა, ფიქრებს ხომ არ გადაჰყვება, ეცდება შეირგოს „ბედნიერება“, მაგრამ გაურკვევლობის შეგრძნება მაინც არ ასვენებს.

- წავედით ხომ? _ ღიმილით იკითხა ანდრომ.
- წავედით _ დაეთანხმა ყველა და დაღმართზე დაეშვნენ. ერთი სული ჰქონდათ დინასაც და თომასაც ანდრო დაემარტოხელებინათ, რომ მისი საქციელის მიზეზი მოესმინათ. კილასონიამ კი ზუსტად იცის რატომ მოიქცა ასე. კარგად ხედავს მეგობრის თვალებში აკიაფებულ სხივს, ისიც იცის ზარანდია რომ არაფრისდიდებით სთხოვდა დინას ხელს, ამიტომ თვითონ გადაწყვიტა მოეგვარებინა. ზედმეტად კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით და სულაც არ დარდობს იმაზე, რომ დინას მისი მოკვლის სურვილი აქვს.

მანქანაში მოთავსდნენ, საბა თომამ ჩაისვა კალთაში, ცალი ხელი დინას მოჰხვია და მიიხუტა. ამაოდ ცდილობდა გულედანი ქმრის სხეულთან დაშორებას, მჭიდროდ მოხვეული მკლავი არ აძლევდა ამის საშუალებას. ბოლოს, ზარანდიას დაბღვერილ სახეს რომ წააწყდა, დანებდა, აღარ ცქმუტავდა, უფრო მოხერხებულად მოთავსდა და სარკეში მომღიმარ ანის გაუღიმა.
უკვე ცოლ-ქმარი არიან უფლის წინაშე. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა ორივესთვის, დიდი და რთული, რომელსაც არავინ იცის როგორ გაუმკლავდებიან . მითუმეტეს, მათი ოჯახი სულაც არ შექმნილა სიყვარულით. ეს რაღაც უფრო „საქმიან“ გარიგებაზე შემდგარი კავშირი იყო, რომელმაც ასეთი ოფიციალური სახე ანდროს კუპიდონობის გამო მიიღო.
და რა იქნება ამის შემდეგ? როგორ გაგრძელდება ცხოვრება? როგორ მოექცევა თომა? - კითხვები არ ასვენებდა გულედანს. თავის მხრივ არც ზარანდია იყო მთლად დამშვიდებული. ისიც ხვდებოდა პასუხისმგებლობის სიმძიმეს. ჯვრისწერის გამო დინას წინაშე სხვა მოვალეობები და ვალდებულებები დაეკისრა. ანდრო მართალი აღმოჩნდა, გულედანი არ იყო მხოლოდ საბას აღმზრდელი, რამდენიმე დღეში იმაზე მეტი ადგილი დაიკავა თომას გულში, ვიდრე ვინმეს დაუკავებია ოდესმე. ეს გოგო თავისი კულულებით, ზღვისფერი თვალებით, ღვინისფერი ტუჩებით, მიმზიდველი სხეულით, აგიჟებდა თომას. თუმცა ემოციების გამოხატვა არ შეუძლია, იცის, საპირისპიროს მიიღებს პასუხად. ახლა, ამ წამს თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, ცალი ხელი საბასთვის აქვს მოხვეული, მეორეთი სასურველი სხეული ჰყავს მიხუტებული, იმდენად ახლოს რომ ყელთან მის სუნთქვას გრძნობს. ახლა მართლა უჩნდება განცაიდა, რომ ერთი ოჯახი არიან. თუმცა, სულაც არ აპირებს თავისი ემოციების გულედანისთვის გაზიარებას, ჯერ ადრეა. დარწმუნებით იმასაც ვერ იტყვის უყვარს თუ არა, ამიტომ არ ჩქარობს. ურჩევნია დარწმუნდეს თავის გრძნობებში და რაც მთავარია, დინას ნდობა და სიყვარული მოიპოვოს.
სახლამდე მივიდნენ, მანქანა ეზოში შეიყვანეს, ანდრო პირველი გადახტა, ეზოში მოფუსფუსე ბებოს მივარდა, ხელში აიყვანა და დააბზრიალა.

- ქორწილია, ქეიფია, გრიალი... _ მღეროდა და თან ბებიას ხელს არ უშვებდა.
- დამსვი შე სასიკვდილე, გამაფრთხობინებ სულს რომ დაგივარდე _ ქოთქოთებდა ქალი.
- ქორწილია ბებო, ქორწილი!!!
- რა ქორწილი, ვისი ქორწილი?
- დინა და თომა დაქორწინდნენ.
- არ იყვნენ ისედაც ცოლ-ქმარი? _ გაიკვირვა ქალმა.
- იყვნენ, მაგრამ ახლა ჯვარიც დავწერეთ _ ამაყად გაიჯგიმა ანდრო.
- რა კარგია, გილოცავთ შვილებო, გამრავლდით, გაიხარეთ _ სათითაოდ ჩაიკრა გულში ორივე _ წამოდით ახლავე გავშლი სუფრას, როგორ გამახარეთ.. შენ როდის უნდა გეშველოს, შენ? _ ბუზღუნით მიუბრუნდა შვილიშვილს.
- მეშველება ნაზიკო, მეშველება _ გაუცინა.

სუფრა გაშალეს, წესისამებრ ნეფე-პატარძალი სუფრის თავში მოათავსეს და თვითონ აქეთ-იქიდან მიუსხდნენ. ძიძობა ანდრომ აიღო საკუთარ თავზე. წყვილის დალოცვა რომ დაიწყეს, უხერხულად შეიშმუშნა გულედანი. მხრებზე თომას ხელი რომ იგრძნო, ისევ დაუარა ჟრუანტელმა. ზარანდიამ შეიფერა დალოცვა, სამადლობელიც მშვიდად შესვა და ასევე მშვიდად შეახო მეუღლეს ტუჩები საფეთქელზე. იძულებით გაუღიმა დინამ.

- აბა, აბა, ასე ვერ გამოძვრებით, ველით ტრადიციულ კოცნას _ გაიკრიჭა ანდრო და კიდევ ერთხელ გაუჩნდა გულედანს მისი მოკვლის სურვილი.
- ანდრო კარგი რა _ ეცადა გადაეთქმევინებინა.
- არავითარი წუწუნი, აბა კოც-ნა, კოც-ნა _ ყველა აიყოლია.

ღიმილით გადახედა ზარანდიამ მეუღლეს ღვინისაგან ამღვრეული თვალებით, ნათლად კითხულობდა დინას თვალებში თხოვნას „არ გააკეთო“, თუმცა გათვალისწინებას სულაც არ აპირებდა. არა, ამ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მოიკლებს, ვინ იცის კიდევ როდის მიეცემა ამის შანსი. ცალი ხელი წელზე მოავლო, მეორე კისერზე და თავისკენ მიიზიდა, აღარ ანაღვლებდა გულედანის განწირული მზერა, მწყურვალივით დაეწაფა მის ღვინისფერ ტუჩებს და ალბათ, რომ არა მეგობრების შეძახილები, არც მოშორდებოდა. გემრიელად მოილოკა ტუჩები და გოგონას გაუღიმა. რომ თქვას გადასარევი იყოო, ტყუილი გამოუვა, აშკარად გამოცდილება აკლდა, თუმცა გემრიელი იყო, ტკბილიც, მწარეც, რაღაც პიკანტური.
გულედანი? გულედანის გულმა ძგერა შეწყვიტა იმ წამებში, სუნთქვაც კი ვეღარ მოახერხა, კიდევ ცოტა ხანს რომ არ მოშორებოდა, ალბათ გაიგუდებოდა. ღვინის გემო ჰქონდა ზარანდიას ტუჩებს, სასმლის ბრალი იყო ალბათ. ამღვრეული თვალებით, აწითლებული ლოყებით ახედა „ქმარს“. გულისცემა ჯერ კიდევ ვერ დაირეგულირა. ჭიანჭველები ისევ დადიან მთელ სხეულში, ტუჩები ხომ ეწვის და ეწვის. სწრაფად გამოცალა წვენიანი ჭიქა და ღრმად ამოისუნთქა. მისი ქმედება შეუმჩნეველი არ დარჩენია ზარანდიას, კმაყოფილმა ჩაიცინა და ისევ შეუცურა წელზე ხელი. აპილპილებულმა ახედა დინამ, თუმცა კაცს რეაქცია არ ჰქონია. პირიქით, ოდნავ მოუჭირა თითები. კმაყოფილი ღიმილი აიკრა გულედანმა სახეზე, წელზე მოხვეულ ხელს თავისი ხელი დაადო, ზარანდიას სახეც ღიმილმა მოიცვა. რა იცოდა რას პირებდა მისი მეუღლე. ასე გაღიმებული ჩააფრინდა ფრჩხილებით მის ხელს და მხოლოდ მაშინ გაუშვა, ტკივილის გამომხატველი ბგერები რომ აღმოხდა თომას.

- ჭკვიანად მოიქეცი _ ჩურჩულით შეუღრინა.
- როგორც შენ იქცევი, მეც ისე ვიქცევი _ ნიშნისმოგებით უპასუხა და წელიდან ხელი მოაშორებინა.
- რძალოო, იქნებ მოგვაქციო ჩვენც ყურადღება _ სიცილით დაუძახა ანდრომ.
- გისმენ _ გაუღიმა.
- მე და შენმა ვაჟმა არაჩვეულებრივად გავუგეთ ერთმანეთს. ამაღამაც ჩემთან დაიძინებს იმ პირობით, რომ დაიკოს ან ძამიკოს მალე უყიდით.
- ანდრო _ შეუბღვირა დინამ და ისევ გაწითლდა.
- ცუდი იდეა არაა _ უჩურჩულა თომამ.
- ზედმეტი მოგდის _ მკაცრად მიმართა „მეუღლეს“ და შეუბღვირა. დანებების ნიშნად ღიმილით ოდნავ ასწია ხელები ზემოთ.
- ახალდაქორწინებულ წყვილს მოსვენება სჭირდება _ ღიმილით განაცხადა ანიმ და წყვილს გადახედა.
- ჰოდა წავედით _ ისევ მოჰხვია ზარანდიამ ხელი.
- ადი შენ, მივეხმარები მე და ამოვალ _ რაც შეეძლო მშვიდად მიმართა გულედანმა.
- არავითარ შემთხვევაში, პატარძალს როგორ აგალაგებინებ სუფრას, გაჰყევი ქმარს, მე მივხედავ ყველაფერს _ ღიმილით დაუცაცხანა ანიმ.

სულ ძალით გაუშვეს დინა „ქმართან“ ერთად ოთახში. საბაც რომ ამ შეთქმულებს აჰყვა, აქამდე დედის გარეშე ერთი დღეც კი არ ჰქონდა გატარებული, ღამეზე ხომ ზედმეტია საუბარი. ახლა კი ნეტარი სახით რჩება ანდროსთან. კიბეებს მიუყვებოდნენ, წინა ღამის გახსენებაზე შეაჟრჟოლა გულედანს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ოთახში შეაბიჯა. სინათლის ანთება არც კი აცადა ზარანდიამ, გაშმაგებული მიეჭრა, წამის მეასედში მიწვდა ტუჩებზე და თავის მკლავებშო მოიქცია მისი სხეული. გაჩერებას არც აპირებდა, რომ არა დინას მუშტები მის ზურგზე. გაშლილი ხელით რომ ვერაფერი აგრძნობინა, მუშტები დაუშინა ცოლმა და როგორც იქნა მოიშორა. ამღვრეული თვალებით შეაჩერდა ქალს, ღრმად სუნთქავდა და მის რეაქციას ელოდა.

- შენი თავი ვინ გგონია? _ ხმის კანკალით ამოთქვა.
- შენი ქმარი _ ირონიულად აპრიხა ტუჩის ერთი კუთხე.
- ჰოდა ცდები, ძალიან ცდები, აღარ შემეხო! _ გაბრაზებულმა გამოცრა და ლოგინზე ჩამოჯდა.
- კარგი _ მხრები აიჩეჩა ზარანდიამ და აივანზე გავიდა ჰაერის ჩასასუნთქად. ქალმა დრო იხელთა, საღამურები გადაიცვა და დაწვა. პლედში ტოლმასავით გაეხია „ქმრის“ „შიშით“ და დაძინება სცადა, თუმცა თვალის ყოველ დახუჭვაზე ის „კადრები“ უტრიალებდა გონებაში. ნელ-ნელა გადაეშვა ძილ-ბურანში და კარების ხმაზე ისევ ჭყიტა თვალები. როგორც ჩანს ზარანდია შეეფხიზლებინა ჰაერზე სეირნოას. მოწესრიგდა და დაწვა. თითქოს ღამის სუსხი შეიტანა, მარცხენა მხარე გაეყინა გულედანს. კიდევ უფრო მჭიდროდ შემოიკრა პლედი და ზურგზე დაწვა. იგრძნო როგორ შეეხო თომაც გაყინული ხელი ჯერ ლოყაზე, შემდეგ ყელზე ჩაცოცდა, სიცივისგან ეკლებმა დააყარეს მთელ სხეულზე. თავის გადაქნევით ანიშნა მოშორებოდა, თუმცა აბა რას გააგებინებდა, ისევ გააგრძელა მის სახეზე ცოცვა. პლედის გადახდა რომ დაიწყო, აი იქ უკვე გადაირია გულედანი. ხელი დასტაცა თავის პლედს და ლოგინიდან წამოხტა.

- კარგად მომისმინე! აღარ ვაპირებ „მთვრალი კაცის აკვიატებები“ ავიტანო! ერთ დღესაც ასე რომ მოგეპრიანოს და ცოლის მოვალეობის შესრულება მომთხოვო უნდა შევასრულო? _ ჩურჩულით ეჩხუბებოდა.
- რა თქმა უნდა _ სრულიად სერიოზულად უპასუხა, თუმცა იმდენად სასაცილოდ გამოიყურებოდა პლედმოსხმული, გაბურძგნული თმებით, ჩურჩულით მყვირალი გოგონა, ზარანდიამ თავი ვეღარ შეიკავა და მთელი ხმით ახარხარდა. დინას გაბრაზებული გამომეტყველება გაოცებამ შეცვალა. როცა მიხვდა რომ მას დასცინოდა, ისევ გაბრაზდა. დოინჯით ელოდა „ქმრის“ დაწყნარებას, მაგრამ თომა არ წყნარდებოდა. რა უნდა ექნა? იქვე მდგარ ჭიქას ხელი დაავლო და პირდაპირ სახეში შეასხა გადაბჟირებულ მამაკაცს. ხარხარი წამიერად შეწყდა, შეცბუნებული იყო ზარანდია, ახლა დინამ ატეხა კისკისი, თუმცა სწრაფადვე დასერიოზულდა. როგორ არ დასერიოზულდებოდა, მისკენ მიმავალი „მეუღლე“ რომ შენიშნა. თვალები მაგრად დახუჭა რისხვის მოლოდინში თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა. ნელა გაახილა ცალი თვალი, საფრთხე რომ ვერ იგრძნო მეორეც მიაყოლა, მაგრამ რა? არც არაფერი, მშვიდი ღიმილით იდგა თომა და უყურებდა. იფიქრა, აღარაფერი მოხდებაო, გვერდი აუარა და ლოგინში შეწვა. პრინციპში არც არაფერი მომხდარა, თუ იმას არ ჩავთვლით რომ ზარანდია გვერდით მიუწვა და მიიკრა. როგორც კი ხმის ამოღება დააპირა, მაშინვე შეუბღვირა.

- რა გირჩევნია, მთელი ვედრით გადაგიხადო სამაგიერო თუ მთელი ღამე ასე თბილად გეძინოს?
- გადაბჟირებულ ბავშებს ასე აწყნარებენ _ ჩაილაპარაკა გულედანმა.
- ჰოდა ცელქ ბავშებსაც ასე აწყნარებენ _ ნიშნისმოგებით გაუღიმა და ქალის ყელში ჩამალა ცხვირი.

ცქმუტვას აზრი არ ჰქონდა, კიდევ უფრო ავიწროებდა მამაკაცი, გაჩუმება და დანებება ამჯობინა. ჰოდა ახლა მშვიდად წევს, გატრუნული, კაცის ყოველი ამოსუნთქვა ყელზე ელამუნება და ჟრუანტელს იწვევს, მისი ხელები რიტმულად დაცოცავენ დინას გვერდზე, შემდეგ მხრებზე, ყელზე, სახეზე, მერე თმებსაც სწვდება და ბოლოს ისევ ნეკნებს უბრუნდება. დროდადრო სპეციალურად სულ ოდნავ ეხება ქალის ყელს, სიამოვნებს მისი ტუჩების შეხებაზე რომ კრთება. ასე მონოტონური სუნთქვის, ცოცვისა და კოცნის რეჟიმში ჩაეძინათ მიხუტებულებს და რატომღაც, არც ერთს არ აწუხებდა სივიწროვე..
_____________________
თავი 7

დილით გაღვიძებულმა ისევ რომ იგრძნო მეუღლის თბილი სუნთქვა ყელთან, შეაჟრჟოლა. სიტყვებით ვერ ხსნის რა ემოცია ეუფლება მისი შეხებისას, მაგრამ ზუსტად იცის რომ ასე არ უნდა იყოს. სულაც არ უნდა ზარანდიას მიმართ რამე იგრძნოს, ასე ადვილად ვერ გაუნთავისუფლებს საბასკენ მიმავალ გზას. მაინც ჰგონია, რომ როგორც კი კაცი მის ნდობას მოიპოვებს, პატარას ხელს მოკიდებს და წაიყვანს შორს. მაგრამ ამ წამს იმხელა სითბოს გრძნობს, ალბათ გაიყინება რომ მოშორდეს. დღეს ქალაქში დაბრუნდებიან და ალბათ ყველაფერი დასრულდება, ეს მოჩვენებითი თუ ნამდვილი სითბო, ერთად გატარებული ღამეები აქ, ამ სოფელში დარჩება. თუმცა რა იცის ამ სულელმა გოგომ რამხელა ადგილი დაიკავა ზარანდიას ფიქრებში, რა იცის რომ მხოლოდ მისი კულულები, თვალები და ტუჩები უტრიალებს თავში.. გაქრა საბას წაყვანის სურვილი, ახალი სურვილებით შეიცვალა. ახლა უკვე ბედნიერად გააგრძელებდა ცხოვრებას ორივესთან ერთად, დაისაკუთრებდა და აღარსდროს გაუშვებდა.. მაგრამ აბა დინას საიდან უნდა სცოდნოდა მისი ფარული ოცნებების შესახებ.. ფრთხილად შეაღვიძა მასზე მიხუტებული თომა. თვალის გახელისთანავე გაუაზრებლად აკოცა ქალს ყელში. უკვე ნაცნობმა ჟრუანტელმა დაუარა გულედანს. მეუღლის ხელებიდან განთავისუფლება სცადა, მას მოშორდა და კარებიც გაიღო. შეცბუნებულმა გაიხედა და ზღურბლზე მოცინარი საბა დაინახა. ბედნიერი ღიმილით მიუახლოვდა დედას.

- დეე, დავწვები რა ცოტა ხანი თქვენთან _ თვალები ააფახურა.
- მოდი დე _ შუაში ჩაიწვინა და გვერდებზე მოუღიტინა. თომაც მათ მხარეს გადაბრუნდა. მხიარულად ეტიკტიკებოდა საბა, ანდროს მოყოლილ ზღაპარს უამბობდა და წყვილიც მხიარულობდა.
- ახლა ავდგეთ თორემ ანდრო ძია აქ ამოვა _ გაუცინა დინამ. პატარაც აკისკისდა.
- შენ თუ გგონია ჭკუა დაუშლის _ გაუცინა თომამაც.
- მაგან ისეთი რაღაც გააკეთა, ოთახში შემოვარდნა არაფერია იმასთან შედარებით _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა. _ გაიქეცი დედიკო ქვემოთ, მეც გავემზადები და ჩამოვალ _ მიეფერა პატარას და გაუშვა. _ შენ არ აპირებ ადგომას? _ გადახედა ზარანდიას.
- გელოდები.
- უკაცრავად? _ გაბრაზებული გამომეტყველება მიიღო _ ადექი, ჩაიცვი და გადი, თუ გინდა არ ჩაიცვა და ისე გადი, მაგრამ გადი.
- რატომ გრცხვენია? _ ირონიულად ჩაიღიმა.
- თუნდაც.
- ჯერ კი არ მინახავს შენი სხეული რა _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და ზურგი აქცია _ არ გიყურებ, შეგიძლია ჩაიცვა. _ სწრაფად ჩაიცვა გულედანმა, თან თვალს თომასკენ აპარებდა ხომ არ მიყურებსო, თმები კოსად აიწია და ოთახი დატოვა.
პირველ სართულზე ჩასულს ყველა გაღვიძებული დახვდა. ღიმილით შეაბიჯა მისაღებში და საბას გვერდით მოკალათდა, პატარა გადაწვა, თავი დედას ჩაუდო კალთაში და ანიშნა თმებზე ეთამაშა. სიცილით ახლართა საბას თმებში თითები გულედანმა და მოცინარ ანდროს მიაჩერდა.

- დიდხანს გაგიგრძელდათ ნებივრობა რძალო _ ისევ აუწითლა ლოყები დინას.
- დილამშვიდობის _ ღიმილით შემოაბიჯა ზარანდიამ, მეუღლეს მიუჯდა გვერდით.
- ახლა ვეუბნებოდი დინას რომ ნებივრობა გაგიგრძელდათ.
- აბა როგორ, ახალშეუღლებულები ვართ _ სიწითლე დაუმატა გოგონას ლოყებს და მოშიშვლებულ მხარზე მიაწება ტუჩები. ესიამოვნა სიცხეში ცივი ტუჩების შეხება და შეაჟრჟოლა. ზარანდიამ ყურადღება განაბულ საბაზე გადაიტანა, ღიმილით დახედა პატარას და საკოცნელად დაიხარა.
- არ გაინძრეთ _ ანის წამოყვირებამ შეაცბუნა ყველა _ არ გაინძრეთ, არ გაინძრეთ _ ორ წუთში აპარატით ხელში დაბრუნდა და ჩხაკუნი გაისმა. _ რა კარგი კადრია _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა _ ოჯახური ალბომისთვის ზედ გამოჭრილი.
- ჩვენსავით თბილი _ ჩაიცინა თომამ.
- დღეს ქალაქში ვბრუნდებით? _ სალაპარაკო თემის შეცვლა სცადა დინამ.
- ჰო, ცოტა მოგვიანებით წავიდეთ _ დაეთანხმა ანდრო.
- კარგი იყო _ ღიმილით ჩაილაპარაკა.
- რატომ არ იქნებოდა დაგწერეთ ჯვარი _ გაიცინა ალექსიმ. ზარანდიასაც გაეცინა, შეუმჩნევლად მიიწია დინასთან ახლოს და უჩურჩულა.
- ანის გახედე და მიბაძე მაინც.
- ანის ალექსი უყვარს _ წაკბინა დინამ. ზუსტად მიზანში მოარტყა, სახე დაუსერიოზულდა ვაჟს. „შენც შეგიყვარდები“ გაიფიქრა და ისევ გაეღიმა.
- სუფრას გავშლი _ წამოდგა გულედანი და მოხდენილად წავიდა სამზარეულოსკენ, ანიც მიჰყვა. სწრაფად გაამზადეს ყველაფერი, სუფრა გაშალეს. ბაღში მოფუფსფუსე მოხუცებსაც გასძახეს და ყველა ერთად დასხდნენ.
- მე კიდევ ერთი შესანიშნავი იდეა მაქვს _ გაიკრიჭა ანდრო _ სულ მალე მოვა ზღვის სეზონი და შეგვიძლია წავიდეთ, ყველა ერთად, ძალიან კარგი იქნება.
- მე ვეთანხმები _ მხარი აუბა ალექსიმ.
- მეც ვეთანხმები _ დაეთანხმა თომაც.
- ჰო და გადაწყვეტილია.
- მოიცა თქვენთან გენდერული თანასწორობის აღქმა არ არსებობს? _ გაიცინა დინამ.
- ანუ?
- ანუ მე და ანის აზრს არ გვეკითხებით?
- მაინც უნდა დაგვთანხმდეთ და _ გაიცინა ალექსიმ. გოგოებსაც გაეცინათ.

სახლი მოაწესრიგეს და ეზოში გავიდნენ.
- აბა, დავემშვიდობოთ ერთურთს _ გაიკრიჭა ანდრო და ბებიას მოეხვია. ყველა სათითაოდ დაემშვიდობნენ მოხუცებს. თბილად ჩაიკრეს გულში ყველა.
- კიდევ ჩამოგვიარეთ, გაგვამხიარულეთ ეს გამოყრუებული ბებრები, იხარეთ და იმრავლეთ შვილო. იქნება ამ უჯიშოსაც უშველოთ რამე _ თავში მსუბუქად წამოარტყა კილასონიას.
- ვუშველით, ვუშველით _ დააიმედეს და მანქანაში მოკალათდნენ.
- დავიძარით ქალაქისკენ _ გულისწყვეტით გამოაცხადა ანდრომ და მანქანაც დაიძრა. ისევ მიიხუტა თომამ დინა, თავზე შეეხო ტუჩებით და თმების სურნელი შეისუნთქა. გოგონამ ყურადღება აღარ მიაქცია მის ქმედებას, სპექტაკლის ნაწილად ჩათვალა. მაინც კმაყოფილი იყო რატომღაც, თვითონაც შეისუნთქა სასიამოვნო სურნელი და გაინაბა. იცის რომ არასწორად იქცევა მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებს. ეს ორი სულელი საოცრად იზიდავს ერთმანეთს, თუმცა არც ერთი ცოცხალი თავით არ აღიარებს და არიან ასე, ხან ერთი ინაბება, ხან მეორე. მგზავრობამ დაღალა ხალხი, ყველა ჩუმად იყო ანდროს გარდა. ჯერ კიდევ ვერ გაუგია დინას ოდესმე იღლება თუ არა ეს ბიჭი. კილასონია ამცნობდა ყოველ გავლილ კილომეტრს, ყოველ სოფელს, ქალაქს, იქ მდებარე ღირსშესანიშნაობებს, წაუკითხავს არაფერს ტოვებდა, სახლში დაბრუნებაც მანვე ამცნო. ღიმილით დაემშვიდობნენ მეგობრებს და კიბეებს აუყვნენ. კარები შეაღო თუ არა გულედანმა, კმაყოფილმა ამოისუნთქა, ღიმილით გადახედა ბიჭებს.

- ახლა თუ არ დავიძინე ადამიანად აღარ ვვარგივარ, საბას შენ გაბარებ _ გადახედა თომას _ დე ძიას შენ მიხედე _ გაუცინა პატარას და ოთახისკენ წავიდა. სწრაფად შეცვალა ტანსაცმელი საღამურებით და გრილ ლოგინში შეწვა. ღამემდე გათიშულს ეძინა, რომ გამოეღვიძა და სიბნელე შენიშნა გაუკვირდა. „ამდენ ხანს მეძინა?“ - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, ხალათი შემოიცვა და მისაღებში გავიდა. ზარანდიები ჩურჩულით საუბრობდნენ და მანქანებით თამაშობდნენ. გაეღიმა მათ შემხედვარეს, უთქმელად აუარა გვერდი და სამზარეულოში გავიდა. ჭიქაში წყალი ჩამოისხა, დალია, მაცივარი გამოაღო, მოშივდა. საუკეთესო გამოსავალი სალათი იყო, ინგრედიენტების დაჭრა დაიწყო ნაბიჯების ხმა რომ გაიგო, მერე მუცელზე მოხვეული ხელი და ზურგზე აკრული სხეული იგრძნო, ცხელი სუნთქვაც იგრძნო კისერში და ცხელი ტუჩების შეხებაც. თვითონაც კინაღამ დადნა, მაგრამ თავი მტკიცედ დაიჭირა.

- რას აკეთებ? ახლავე გამიშვი.
- კარგი რა, ხომ შეიძლება უბრალოდ გაჩუმდე.
- არ შეიძლება.
- გაჩუმდი და განაგრძე საჭმლის კეთება.
- ასე ვერაფერს გავაკეთებ.
- როგორ ვერა, მიდი გააგრძელე _ დინაც დაემორჩილა, ფრთხილად დაჭრა პომიდორი, თეფშზე მოათავსა, მარილი და ზეთი დაამატა და მაგიდაზე გადაიტანა.
- მოვრჩი, ახლა უნდა ვჭამო.
- ცოტა მერე ჭამე.
- თომა რის მიღწევას ცდილობ? _ გაღიზიანებულმა ჰკითხა.
- არაფრის _ მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა.
- მაშინ გამიშვი.
- რას მიკეთებ?
- რა თქვი? _ კითხვით დაბნეულმა კითხვა შეუბრუნა.
- რას მიკეთებ?
- ვერ ვხვდები რას გულისხმობ.
- რას მიკეთებ? _ კედელთან მიიმწყვდია და თავისკენ შეაბრუნა _ იცი რომ ვგიჟდები, თავს ვერ ვიკავებ როცა ეს ხალათი გაცვია და იმიტომ იცვამ?
- თერმომეტრს მოვძებნი და მოვალ _ სერიოზული სახით ჩაილაპარაკა დინამ.
- სიცხეც მექნება, წნევაც ამიწევს და გულიც დამარტყამს შენს ხელში. _ ცალი ხელით მიიზიდა და სხეულზე „აიკრა“, მილიმეტრები აშორებდა მათ სახეებს.
- მე არაფერ შუაში ვარ.
- როგორ არაფერ შუაში ხარ გეუბნები მაგიჟებ-თქო.
- შენ თუ ჰორმონების შემოტევა გაქვს, მე არაფერ შუაში ვარ გიმეორებ _ კიდევ უფრო მტკიცედ ჩაილაპარაკა..
- არაფერ შუაში ხარ არა? ახლა გაჩვენებ _ კიდევ უფრო მიიკრა და ტუჩებზე დაეწაფა. გულედანს მუხლები მოეკვეთა, რომ არა თომას ხელი ალბათ წაიქცეოდა კიდეც. კმაყოფილი ღიმილით მოშორდა ზარანდია და ნიშნისმოგებით შეხედა. ხმის ამოღების თავი აღარ ჰქონდა, თვალი მისაღებისკენ გააპარა, საბას ეძებდა, მიუხვდა თომა და გაუცინა. _ საბა დასაძინებლად წავიდა, ნუ ღელავ.
- ხვდები მაინც რას აკეთებ? _ ჩაიჩურჩულა _ შენ აქ სხვა მიზნით ხარ, ასე მოქცევის უფლება არ გაქვს.
- ჰო აქ ნამდვილად სხვა მიზნით მოვედი, მაგრამ როგორც ხედავ დღეს ცოლ-ქმარი ვართ _ გაუღიმა.
- ეს არაფრის უფლებას არ გაძლევს.
- ცდები ძვირფასო მეუღლევ, ეს ბევრის უფლებას მაძლევს. მაგალითად იმის რომ თავისუფლად შეგეხო, მოგეფერო _ თვითკმაყოფილი ღიმილით საუბრობდა.
- არა, ეს შენ ცდები ძვირფასო, კარგად იცი რომ ეს ქორწინება ყალბია, ისევე როგორც ჩვენი სიყვარული. ყველაფერს ისევ ისე გავაგრძელებთ როგორც სოფელში წასვლამდე.
- კარგი, შენ თუ გინდა ასე გააგრძელე, მაგრამ მე ვერ გავაგრძელებ.
- ვერ გააგრძელებ და ვისი აჯობებს ვნახოთ, ახლა გამატარე უნდა ვჭამო.
- კარგი, ოთახში დაგელოდები.
- კი არ დამელოდები შეხვალ და დაიძინებ.
- ყველაფერი რომ არ გააპროტესტო ვერა?
- ვერა _ გაუღიმა და მაგიდასთან მოთავსდა. ღიმილით ადევნებდა თვალს გულედანის ქმედებებს და შემდეგ მშვიდი ნაბიჯით გაემართა ოთახისკენ.

მართლაც და რას უკეთებს ეს გოგო, ეს ქალი! პირველივე დღიდან აეკვიატა შეიძლება ითქვას. მისი ცრემლიანი თვალები, განწირული მზერა, მტაცებლური ყვირილი მაშინვე ჩაებეჭდა გონებაში და აღარც მოშორებია. იმდენად დაუცველი ჩანდა როცა სთხოვდა საბა არ წაერთმია მისთვის, სურვილი გაუჩნდა ჩახუტებოდა და დაემშვიდებინა. არც მისი გაოცებული თვალები დაავიწყდება შეთავაზების მოსმენისას. დღემდე ეცინება მის პრინციპულობაზე, ბოლომდე დაიცვა საკუთარი „ტერიტორიები“, სწორედ ამიტომაც გრძნობს ამხელა მიზიდულობას. აქამდე, მიუხედავად იმისა რომ დინამ მოიცვა მისი გონება, არასდროს შეუხედავს მისთვის, როგორც ქალისთვის. მაგრამ მას შემდეგ რაც მის გვერდით ეძინა, მის სუნთქვას უსმენდა, მის სხეულს ხედავდა მთელი ღამე, თავისთავად დაფიქრდა სხვა კუთხითაც. მთელი ღამით მის სხეულზე მიხუტებულს ისე მშვიდად ეძინა როგორც არასდროს, იმდენად სასიამოვნო იყო მთელი ღამე მისი სუნთქვის გრძნობა, მისი გულის ძგერის მოსმენა, მის გლუვ კანზე შეხება, სურვილი გაუჩნდა აღარასდროს გაეშვა.
საოცრად მადლობელია სარძლოსი, რაც ანიმ ამ დღეების განავლობაში სურათები უღო.. თანაც ანის გამო დინა იძულებული იყო შეყვარებული გოგოს როლი ეთამაშა, უხმოდ უხდებოდა თომას ყოველი შეხების, ჩახუტების ატანა. კილასონიასი ხომ მადლობელია და მადლობელი, ასეთი ჭკვიანური ქმედება ჯერ არ უნახავს ამ ბიჭისგან. თავიდან გაუკვირდა, მაგრამ როცა მიხვდა რა შანსი ეძლეოდა, უკან აღარ დაიხია. რა დაავიწყებს იმ დღეს პირველად რომ დაეპატრონა გულედანის ღვინისფერ ტუჩებს, აგიჟებს მისი ამღვრეული თვალების ყურება, მისი უეცარი კრთომა შეხებისას. ხანდახან იმდენად დიდია სურვილი დაისაკუთროს, საკუთარ თავს ვეღარ ერევა. ახლაც გაღიმებული ფიქრობს მასზე და ელოდება როდის შევა ოთახში...

ნელა ღეჭავდა თითოეულ ლუკმას და ისე უშვებდა კუჭისკენ. შიმშილს ვეღარ გრძნობდა, გონებით ფიქრებში იყო წასული და მექანიკურად მიირთმევდა. ვერც კი ხვდებოდა რისთვის უნდა მიეწერა ზარანდიას ამგვარი ქცევები. მსჯელობას მაინც უნდობლობამდე მიჰყავს, ასკვნის რომ ეს მხოლოდ ნიღაბია, თამაში, სპექტაკლი, რომელიც საბას წასართმევადაა დადგმული, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებს. ერთი შეხებით აბნევს ეს კაცი.. პირველად რომ შეეხო, მიიხუტა ჟრუანტელმა დაუარა, სოფელში ღამე მასზე ჩახუტებულს რომ ეძინა.. არა, ამ ემოციას სიტყვებით ვერ გადმოსცემს, მისი სუნთქვა, მისი შეხება ეს რაღაც განსხვავებულია..
კილასონია? მისი სიტყვები რომ მოისმინა, იმ წამს მართლა უნდოდა დაეხრჩო, საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ დათანხმდა. ანდროს მოკვლის სურვილმაც ნელ-ნელა გადაუარა. ანი? საოცრად მხიარული და საყვარელი, თუმცა აბრაზებდა ამდენი ფოტოებით..პირველი კოცნა? ელექტრო შოკი, სხვა სახელს ვერც არქმევს. აფეთქება მოხდა, დიდი, ატომური აფეთქება.
ამ ფიქრებში მოასუფთავა თეფშიც. გარეცხა და ოთახისკენ წავიდა ჩუმი ნაბიჯებით. ეგონა ზარანდიას ჩაეძინებოდა, თუმცა შეცდა. კარების გაღებისთანავე წამოყო თავი თომამ და გაუღიმა. მშვიდი ნაბიჯით მიუახლობდა გულედანი ლოგინს, ნელა გაიხადა ხალათი, იქვე მიაფინა და ლოგინში შეწვა. მისდა გასაკვირად, ხმაც კი არ ამოუღია ზარანდიას. ზურგი აქცია დინამ და მოკალათდა. მაგრამ ხუთი წუთიც არ იყო გასული მძიმე ხელი რომ იგრძნო მუცელზე, ძალით „მიაჩოჩა“ ლოგინის შუაგულისკენ და მიიხუტა.

- პრეტენზიების გარეშე _ მკაცრად უჩურჩულა და ტუჩები კისრისკენ გააცოცა.
- მე შენ რა გაგაფრთხილე _ მიუხედავად იმისა რომ საშინლად მოწონდა, მაინც არ ჩუმდებოდა.
- მეც გაგაფრთხილე, უბრალოდ გაჩუმდი, მეტს ხომ არაფერს ვითხოვ _ მობეზრებული ტონით ჩაიჩურჩულა და ახლა უკვე მოშიშვლებულ მხარზე შეეხო.
- მცხელა _ ისევ აკრუსუნდა.
- გა-ჩუმ-დი, ნუთუ ასე ბევრს ვითხოვ _ მხრიდან ისევ ყელზე აცოცდა. გულედანიც, როგორც იქნა გაჩუმდა, გაინაბა, თვალებიც თავისთავად დაეხუჭა ნაზ ალერსში..
____________________
თავი 8


დილა ბედნიერად დაიწყო. ისე ხომ კარგია და როცა ჩუმადაა, სულ ანგელოზია ეს გოგო. აი ახლაც, თმები უწესრიგოდ ყრია ბალიშზე, თვალები უხუჭია, ტუჩები გაბუსხული აქვს, მშვიდად სუნთქავს, აღარც ცქმუტავს თომას მკლავებში მოქცეული. კაციც დროდადრო ნაზად ახებს ტუჩებს, ისე რომ არ გამოაღვიძოს, თორემ მერე მოფერებას ვეღარ გააგრძელებს. როგორ უნდა ურთიერთობა ცოტათი მაინც დაალაგოს,დაათბოს. როგორ უნდა დინას ნდობა მოიპოვოს. თავს საშინლად გრძნობს როცა მის თვალებში ეჭვს ხედავს. მაგრამ იმასაც ხვდება როგორ მოწონს ქალს მისი შეხება, როგორ აბნევს. საკუთარ გრძნობებს დღემდე ვერ მოუძებნა სახელი. არაფრის დიდედბით არ უნდა იფიქროს რომ შეუყვარდა. როგორ ეძნელება მათი დატოვება, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდეს ერთი-ორი კვირით. მიხუტებული სხეული შეიშმუშნა, ბოლო კოცნა დაუტოვა მხარზე და ტუჩები მოაშორა.

- დილამშვიდობის - ჩუმად უჩურჩულა ზარანდიამ.
- დილამშვიდიბის _ ჩაილაპარაკა დინამაც და მეუღლის სხეულს მოშორდა.
- მე უნდა წავიდე _ დასერიოზულებული ხმით დაიწყო.
- სად უნდა წახვიდე? _ გაკვირვებით იკითხა.
- რუსეთში, რაღაც საქმეები დამრჩა მოსაგვარებელი.
- რამდენი ხნით? _ გაპარული ხმით იკითხა.
- ორი კვირით.
- როდის?
- დღეს საღამოს.
- გასაგებია, გაქცევას არ ვაპირებ _ სარკასტული ტონით ჩაილაპარაკა.
- ეგ არც მიფიქრია _ მშვიდად გაუღიმა _ საბა არ გაუშვა რა დღეს ბაღში, მომენატრება.
- კარგი _ ცივად უპასუხა. „მარტო საბა მოენატრება“ - თითქოს რაღაცამ გაწიწკნა შიგნით.
- გავიდეთ სადმე დღეს? თუ ვუთხრა სხვებსაც და აქ ამოვიდნენ?
- აქ ამოვიდნენ ჯობს, საბაც გაერთობა ანდროსთან.
- ეგ ხომ საბას ჭკუისაა _ გაიცინა _ კარგი, შევატყობინებ.
- კარგი, გავამზადებ რამეს.
- არ იწვალო მზა პროდუქტს ამოვიტან.
- იყოს გავამზადებ, შეკვეთები არ მაქვს და თავისუფალი ვარ.
- კარგი, მაშინ ერთად გავიდეთ მაღაზიაში და ვიყიდოთ რაც საჭიროა.
- კარგი _ დაეთანხმა და ლოგინიდან წამოდგა. პირველად გაბედა საღამურებით ადგომა, მაგრამ მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა „სირცხვილს“, ბოლოსდაბოლოს ყოველ ღამე ასეთ ფორმაში ძინავს მის გვერდით. მაინც შემოიცვა სკამზე მიფენილი ხალათი და გაბურძგნული თმებით გავიდა სამზარეულოში. ფიქრებით ისევ თომასთან იყო, ისევ მის სიტყვებს ატრიალებდა გონებაში. მარტო საბა მოენატრება ბიჭს, მესამე ღამეა მასზე ჩახუტებულს რომ ძინავს ეგ არაფერია ხომ? რა ენაღვლება, ჩავა რუსეთში და არ მოიკლებს გულაობას, აქ კიდევ დინამ მონატრებისგან უნდა მოიწყინოს. „ეჭვიანობ“ - ჩაისისინა ალტერეგომ. „რა სისულელეა“- სწრაფად მოიშრა თავიდან. და მაინც, ასე არ გამოვა. ახლა გულედანის რიგია, მაგასაც ნახავს როგორ არ მოენატრება.
ყავა ორივესთვის გაამზადა და ოთახში მწოლიარე ქმარს გასძახა. ღიმილით დაიკავა თომამ ადგილი მაგიდასთან. „თავბრუს დახვევის რეჟიმი გააქტიურებულია“ - კმაყოფილმა გაიფიქრა ქალმა და წინ ჩამოუჯდა. ცალი ფეხი სკამზე ასწია და ნიკაპი მუხლზე ჩამოდო. აზრადაც არ მოსვლია ხალათის გასწორება. კმაყოფილი მზერით უყურებს როგორ ჭამს კაცი თვალებით. ერთი ყლუპი მოსვა და ტუჩები მოილოკა. ეშმაკური ღიმილით დააკვირდა როგორ ხმაურიანად გადაყლაპა ზარანდიამ ნერწყვი.

- ჩაიცვი და წავიდეთ.
- საბას ძინავს ჯერ.
- სანამ მოვემზადებით საბაც გაიღვიძებს _ გაუღიმა თომამ. ღიმილით ჩადო ფინჯანი ნიჟარაში და ნაზი მიხვრა-მოხვრით წავიდა ოთახისკენ. შორტები და ბრეტელებიანი ზედა შეარჩია, თხელი მოსაცმელი მოიცვა, კულულები უწესრიგოდ დაიყარა ზურგზე და მისაღებშ დაბრუნდა.
- მე მზად ვარ.
- ძალიან კარგი, მეც მოვემზადები და საბაც რომ გაიღვიძებს გავიდეთ.

ლოდინი დიდხანს არ მოუწიათ, საბამაც მალე გაიღვიძა, მოამზადეს და გავიდნენ. მთელი მაღაზია შემოიარეს, დინა ცდილობდა ზედმეტი არაფერი ეყიდა, ზარანდიები პირიქით, ყველაფერს ყიდულობდნენ რაც მოეწონებოდათ. სალაროსთან ყველამ ერთად დაიკავა ადგილი, უმცროსი ზარანდია წინ იდგა, შუაში დინა და ზურგს უმაგრებდა უფროსი ზარანდია.

- მე რომ წავალ აღარც ეს შორტი ჩაიცვა და აღარც ეს მაისური _ მკაცრად უჩურჩულა. გაკვირვებულმა ახედა გულედანმა და გულში პირველი გამარჯვება იზეიმა, თუმცა როცა იცვამდა, არც კი უფიქრია რომ მეუღლის შენიშვნას დაიმსახურებდა.
- უკაცრავად, მაგრამ მე თავისუფალი ადამიანი ვარ _ გესლიანად უჩურჩულა.
- ყოველ წამს უნდა გახსენო რომ ცოლ-ქმარი ვართ? თავისუფალი არ ხარ, ამ შორტით და მაისურით კი გარშემო მყოფი კაცების ყურადღების ცენტრში ექცევი. როცა ჩემს გვერდით ხარ შეიძლება, მაგრამ ჩემს გარეშე არა.
- რა დღეში ვარ _ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და ნაყიდი პროდუქტის ამოლაგება დაიწყო. ყველაფერი ჩაულაგეს და წამოიღეს. სახლშ მისულს თავიდან მოუწია ამოლაგება, ყველაფერი დაახარისხა და შეინახა.
- ახლა! ბიჭებო! თქვენ თქვენთვის იქნებით და სამზარეულოში ცხვირსაც არ შემოყოფთ _ გააფრთხილა მკაცრად.
- გასაგებია _ გაუცინეს ორივემ და ტელევიზორის წინ მოკალათდნენ.

დინამ სალათების მზადება დაიწყო. ამიტომ უყვარს ზაფხული, სულ მსუბუქად და ჯანსაღად იკვებება. ოთხ საათამდე დაფუსფუსებდა სამზარეულოში და ვერც კი ამჩნევდა მისაღებიდან მასზე მიშტერებულ თვალებს. უკვე ბოლო თეფში გაამზადა სუფრასთან მისატანად, ყელში რომ ირგძნო ცხელი სუნთქვა.

- კიდევ ერთხელ ასე ჩაიცვამ და პასუხს აღარ ვაგებ საკუთარ ქმედებებზე _ ვნებიანი ტონით ეჩურჩულებოდა და ყელს უგემოვნებდა.
- მომშორდი _ შეუვალი იყო დინა.
- არ შემიძლია.
- შეგაძლებინეს საკუთარი ძალებით თუ არ მომშორდები ახლავე.
- შემაშინე _ მზერა სახეზე გადაიტანა და ირონიულად გაუღიმა.
- ფაქტია რომ მომშორდი _ გამარჯვებული ტონით ჩაილაპარაკა და კარებზე ზარიც გაისმა.
- გადაგარჩინეს _ გაუღიმა და კარების გასაღებად წავიდა.
„მართლა გადამარჩინეს“ - გაიფიქრა და ჩაიფხუკუნა. წამებში ხმაური გაისმა და მეგობრებიც შემოცვივდნენ.
- რძალო როგორ ხარ? _ სიცილით მოიკითხა ანდრომ და გადაკოცნა.
- გამარჯობა _ გადაკოცნა ალექსიმაც.
- დინაა, უკვე მომენატრე _ ბედნიერი ჩეხუტა ანი.
- მეც მომენატრეთ, დასხედით და მოვალ ახლავე მეც.
- მოგეხმარები მე.
- იყოს ანო, გამზადებული მაქვს ყველაფერი ორ წუთში გამოვიტან.
- მოგეხმარები და უფრო მალე გავიტანთ _ უცებ გაშალეს სუფრა და თვითონაც მოკალათდნენ. ღიმილით გადახვია ხელი ზარანდიამ, დინაც მხიარული ღიმილით მიეხუტა. ერთი კი ჩამოხედა გაკვირვებით, მაგრამ ჩათვალა თამაშში ამყვაო და შეეშვა. აბა რა იცოდა გულედანის „მზაკვრული“ გეგმების შესახებ.
- რძალო როგორ უნდა გაძლო მეუღლის გარეშე?
- რავი ანდრო, საბა მეყოლება და გავძლებ ეს ცოტა ხანი როგორმე.
- მე გავგიჟდებოდი ალექსი რომ მიდიოდეს _ მიეხუტა ანი საქმროს.
- რომ გავგიჟდე რას ვუშველი _ გაიცინა დინამ _ მალე ჩამოვა.
- არა რა, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი მშვიდი იყოს? _ უკვირდა ანის.
- ჩემი იდეალური გოგოა _ თვალი ჩაუკრა თომამ და დინას სახე გაკვირვებულმა ღიმილმა მოიცვა.
- რომელზე მიდიხარ?
- რვაზეა ფრენა.
- უნდა გაგაცილოთ? _ უჩურჩულა დინამ.
- არა, იყავით სახლში.
- ვნახოთ _ გაუღიმა.
- თუ ასე დატკბები მზად ვარ ანი ჩვენთან გადმოვასახლო _ სიცილით უჩურჩულა და თავზე აკოცა. გულედანმაც გაუღიმა და სულ ოდნა შეეხო ყელზე. იგრძნო როგორ ჩაიღიმა თომამ და უკვე მეორე გამარჯვება იზეიმა. ძალიანაც რომ არ უნდოდეს, მაინც მოანატრებს თავს. მისი საქციელი ეგოისტი ბავშვის ახირებას ჰგავდა მაგრამ რა ქნას, ვერ აიტანს თვითონ ენატრებოდეს და მას არა.
- ყავა ვის გინდათ? _ მხიარულად იკითხა დინამ და თვალი მოავლო საზოგადოებას.
- ყველას _ ყველას მაგივრად უპასუხა ანდრომ.
- კარგი, მაშინ ორ წუთში დაგიბრუნდებით.
- მოგეხმარები _ წამოდგა ანი.
- იყავი ანი, გავაკეთებ მარტო _ გაუღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა.
- იყავი, მე მივეხმარები _ თვალი ჩაუკრა თომამ და სასურველ სილუეტს უკამ მიჰყვა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სამზარეულოს მაგიდასთან მდგარ გოგონას.
- არ შემეხო თომა _ მკაცრი იყო დინა.
- მართლა არ შემიძლია _ ჩაიცინა და ზურგიდან მოეხვია.
- თომა გეყოფა.
- ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ გადამრიო და მერე გეყოფაო მეუბნები _ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა.
- არაფერს არ ვაკეთებ.
- ჰო კარგი არ აკეთებ ნუ აკეთებ, მაგრამ ფაქტია შენც მოგწონს როცა გეხები _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და თავისკენ შეაბრუნა.
- რა გინდა? _ უკვე დაბნეული ალუღლუღდა.
- რომ გითხრა შემისრულებ?
- გააჩნია რა იქნება.
- კარგი, ახლა ყავას გავიტანთ, მე ოთახში გავალ და შენც მომყვები.
- მიზეზი?
- გამომყევი და დანარჩენი მიზეზები მერე. _ თავი დაუქნია და ყავის მომზადება განაგრძო. მეგობრებთან გაიტანა, დადგა და ეცადა შეუმჩნევლად წასულიყო ოთახისკენ. ოთახში შესული თვალის დახამხამებაში გახდა კოცნის ობიექტი, ტანაც როგორი კოცნის, ვნებიანის, მომთხოვნის.. სადღა ახსოვდა ზარანდიასგან თავის შორს დაჭერა, თავის დაფასება, ეს ყველაფერი ერთ წამში ჩამოიშალა და დარჩა დინა, დინა როგორც ქალი. ქალი, რომელსაც სასურველი კაცის ალერსი გონს უბინდავს. და რა უნდა გააკეთოს გულედანმა ამ შემთხვევაში? წარმოდგენაც არ აქვს, ინსტიქტურად აჰყვა კაცის კოცნას და კისერზე შემოჰხვია ხელები. კმაყოფილებისგან ჩაეღიმა ზარანდიას, კიდევ ერთხელ დარწმუნდა მთლად გულგრილი რომ არ იყო დინა მის მიმართ. ხელები ნელა აასრიალა მის ტანზე და რეაქციას დაელოდა.. შენც არ მომიკვდე! რეაქცია ნული იყო, არანაირი წინააღმდეგობა. კიდევ უფრო გათამამდა თომა და უკვე მაისურის შიგნიდან მიეფერა სასურველ სხეულს. კვლავ არანაირი წინააღმდეგობა, გულედანმაც ნელ-ნელა აამოძრავა ხელები კაცის ზურგზე და კიდევ უფრო გადარია. ის ბრეტელებიანი მაიკა რომ შემოაძარცვა და კედლიდან ლოგინზე გადაინაცვლეს, მხოლოდ მაშინ გაიაზრა რას აკეთებდა. როგორც კი ზარანდია მის ტუჩებს მოშორდა, მაშინვე ალაპარაკდა.
- თომა, თომა გარეთ ბავშვები არიან _ ლუღლუღებდა ქოშინით და ცდილობდა კაცისთვის რამე შეესმენინებინა.
- მერე რა _ სულ არ აინტერესებდა თომას არავინ, ახლა როცა სასურველი სხეულის დასაკუთრების საშუალება მიეცა, არ აპირებდა ამ შანსის ხელიდან გაშვებას.
- თომა, თომა გაჩერდი _ მაინც თავისას იძახდა გულედანი და საბოლოოდ მოახერხა კიდეც თომას მოშორება.
- რა გინდა რა? _ მობეზრებული ტონით ჩაილაპარაკა და თავიდან გააცოცა ტუჩები ქალის სხეულისკენ.
- მორჩა, გადი ახლა და გამოვალ მეც _ აწითლებულ ლოყებს მაინც ვერ მალავდა.
- რომ გავყარო დამელოდები? _ მართლა დაუფიქრებლად გაყრიდა გულედანისგან თანხმობის შემთხვევაში.
- სულ გაგიჟდი ხომ? გადი და გამოვალ, გთხოვ _ თხოვნით დაითანხმა და ზარანდია გავიდა. ძლივს დაირეგულირა გულისცემა, მაგრამ კმაყოფილი დარჩა. ახლა დარწმუნებულია რომ ნამდვილად მოენატრება ზარანდიას, დავიწყებით ხომ თავისთავად არ დაავიწყდება. მაგრამ საკუთარ თავზე ბრაზდება სისუსტის გამო, ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა. სწრაფად გადაიცვა მაისური, თმებზე ხელი გადაისვა და ოთახიდან გავიდა, მეუღლის გვერდით მოკალათდა, აწითლებულმა შეხედა, თომას ირონიულ ღიმილზე თვითონაც ჩაეღიმა ირიბად და თვალი ყავის ჭიქას გაუსწორა.
- სად დაიკარგეთ თქვენ? _ სიცილით იკითხა ანდრომ და აჭარხლებული დინას დანახვისას გადაბჟირდა.
- არ დაგვაგვიანდეს, გავიდეთ ნელ-ნელა.
- ჰო გავიდეთ..

ერთ მანქანაში მოთავსდნენ. საბა კალთაში ჩაისვა, დინა მიიხუტა და შუბლზე აკოცა. აეროპორტამდე ასე ისხდნენ. იქ შესვლისას კიდევ ერთხელ მიხვდა დინა რომ ორი კვირის გატარება მოუწევდა მის გარეშე და გულში რაღაც ჩაწყდა. საბა გვერდიდან არ შორდებოდა ძიას, ყოველ წამს ეკითხებოდა ხომ დაბრუნდებოდა. რეგისტრაცია გაიარა, მგზავრებს რომ უხმეს, სათითაოდ დაემშვიდობა თომა ყველას. „ტკბილი ლუკმა“ ბოლოსთვის მოიტოვა, სულ ბოლოს მივიდა დინასთან. კიდევ ერთხელ დააგემოვნა მისი ღვინისფერი ბაგეები და ჩაიხუტა, განსხვავებულად, ყველაზე თბილად, თითქოს ერთიანად ცდილობდა მომდევნო ორი კვირის ანაზღაურებას, ბოლოჯერ აკოცა და ესკალატორზე ავიდა. აცრემლიანებული თვალები მაგრად დახუჭა და კისერზე შემოხვეულ შვილს აკოცა.

- ხომ ჩამოვა დე?
- ჩამოვა დე, ჩამოვა _ უჩურჩულა პატარას და კიდევ უფრო მიიხუტა.
___________________
თავი 9

ის ღამე საბასთან ჩახუტებულმა გაატარა. თვითონაც გაოგნებულია ისე დაუმძიმდა გული თომას წასვლით. დილითაც აღარ გაუღვიძებია მის კოცნას, სამაგიეროდ საბას თბილი ხელების შეხებამ გამოაფხიზლა. ღიმილით დაუკოცნა ლოყები და მის ქერა კულულებში ახლართა თითები. პატარა რომ გულზე დააწვა და უფროსი ზარანდიას მსგავსად ყელში აკოცა, ჩაეღიმა. უკვე მერამდენეც მიხვდა გულედანი რამდენად ძვირფასია ეს ოქროს-ქოჩრიანი უფლისწული, სიცოცხლის ძირითადი არსია, არ არსებობს დანაკლისი, რომელსაც ის ვერ უვსებს. წევნან ასე ჩახუტებულები და ერთმანეთის თმებით თამაშობენ. ორივეს ეღიმება, ორივე ერთსა და იმავე პიროვნებაზე ფიქრობს.

- დე როდის ჩამოვა?
- ორ კვირაში დე.
- როდის გავა?
- 14 დღეში დე.
- ეგ რომ ბევრია?
- არ იდარდო, უცებ გავა.
- მე უკვე მომენატრა _ სევდიანად ჩაილაპარაკა პატარამ.
- მალე ჩამოვა დე, მანამდე მე და შენ გავერთოთ, ანდრო, ალექსი და ანიც ამოვლენ _ გაუღიმა და ცხვირზე აკოცა _ ადე ახლა, ვისაუზმოთ _ შეუღიტინა, პატარა აკისკისდა და დედას დაუჯერა.

ლოგინიდან ტელეფონს გადაწვდა, ეკრანი გაანათა და მესიჯი რომ დაინახა თვალები გაუბრწყინდა. გახსნა, ზარანდია წერდა რომ მშვიდობით ჩავიდა, საბასთან აბარებდა მოკითხვას და მის მაგივრად კოცნას. რატომღაც მესიჯში დინა ნახსენებიც კი არ იყო. ეწყინა? ძალიან. ღრმად ამოისუნთქა, ყელში გაჩხერილი ბურთი მძიმედ გადაყლაპა და ლოგინიდან ადგა. ხალათმოცმული გავიდა სამზარეულოში, მექანიკურად მოამზადა საბასთვის საუზმე, თვითონ ყავა და ისხა და ორივემ ერთად ისაუზმა.

--------------
დილა ორი საყვარელი არსების გარეშე რთული იყო. გულედანის ნაცვლად ბალიშზე მიხუტებულს გამოეღვიძა. ბევრჯერ გადააკეთა მისაწერი ტექსტი, საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა უბრალო მესიჯით შემოფარგლულიყო, უბრალო და ცივით. ამ ორ კვირაში დინა საკუთარ გრძნობებში უნდა გაერკვეს, მოენატროს, იოცნებოს. თვითონაც სჭირდება რაღაცებში დარწმუნება. ეს „დაშორება“ კი საუკეთესო შესაძლებლობაა ამ ყველაფრისთვის. და მაინც, რამდენად ცარიელია დილა მათ გარეშე, ყავაც უგემური. კიდევ ორი კვირა მოუწევს ამის ატანა. დიდი დროა, მითუმეტეს იმ დამშვიდობების მერე. რტლია ამდენი ხნით მარტო ყოფნა, თუმცა არაუშავს, ჩავა და აუცილებლად აინაზღაურებს.

-------------
იმ დღეს შეკვეთები მიიღო, მაგრამ კერვასაც კი ვერ დაუდო წესიერად გული. ანდრომ რომ დაურეკა სადმე გავიდეთო გაუახრდა, მაგრამ უარი უთხრა, საკერავი ჰქონდა. საბა გაატანა გასართობად, თვითონ კი სამუშაო მაგიდას მიუჯდა. ცდილობდა არაფერზე არ ეფიქრა, უბრალოდ ეკერა. საღამომდე თავაუღებლად იმუშავა, ყველა შეკვეთა ერთ დღეში დაასრულა. ტელეფონი რომ ამღერდა, ძალაგამოცლილი წავიდა ოთახისკენ, ლოგინზე ჩამოჯდა და ისე უპასუხა.

- გამარჯობა _ მამაკაცის ხმის გაგონებისთანავე თბილმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულშ, მაგრამ იქვე დილანდელი წყენაც გაახსენდა და ცივად მიესალმა.
- გაგიმარჯოს.
- როგორ ხართ?
- ვართ თუ საბა როგორაა? _ ენა ვერ გააჩერა. ზარანდიას ჩაეცინა, მიზანში მოარტყა.
- ხართ, როგორ ხართ? _ ისევ გაუმეორა.
- კარგად.
- საბა დამალაპარაკე რა.
- სახლში არ არის, ბავშვებმა წაიყვანეს გასართობად.
- შენ რატომ არ გაყევი?
- სამუშაო მქონდა.
- გასაგებია, კარგი, მოგვიანებით დავრეკავ და საბას დაველაპარაკები. _ ისე მალე გაუთიშა, თითქოს თვითონ არ სურდა მისი ხმის გაგონება.

ერთი თავისთვის, ჩუმად ამოისრუტუნა დინამ და ლოგინზე გადაწვა. ფიქრი სჭირდება, საკმაოდ ბევრი და თან შედეგის მომტანი. მას შემდეგ რაც ეს კაცი გამოჩნდა მის ცხოვრებაში, ყველაფერი აირია. ჯერ იყო და საბას წაყვანა მოინდომა, მერე ჩაუსახლდა. მხოლოდ ჩასახლებას ვინ ჩივის, ოთახის წართმევაც დააპირა ბიჭმა მაგრამ ნურას უკაცრავად. შემდეგ? შემდეგ წაიყვანა მეგობრებთან ერთად სოფელში. ღამით ბედნიერად მიესვენა მის გულზე და თავ-გზა აურია გულედანს. ეგ არაფერი, მეორე დღეს ჯვარი დასწერეს და იმ ღამესაც ასევე მოიქცა, აკოცა კიდეც და სულ გადარია. რომ ჩამოვდინენ იგივე ქმედებები გააგრძელა და უეცრად გამოუცხადა მივდივარო. მივდივარო კიდევ ჰო, დამშვიდობება? ისე დაემშვიდობა სულ აუფეთქა ტვინიც და გულიც. იქ ჩავიდა და რა მოხდა? ჰოი საოცრებავ, სრულიად უცხო კაცი ურეკავს დინას, აღარც ხმას ეტყობა სითბო, აღარც წერილს. კაცის გრძნობებში რომ ჯერ ვერ გაერკვა ფაქტია. ან რა გასაკვირია, თვითონ თომა ვერ გარკვეულა და..
თავისი გრძნობები? ესეც საკმაოდ გაურკვეველი რამაა, ერთი რამ კი ზუსტად იცის. „საშინლად“ რეაგირებს მის შეხებაზე.
მოწონს? საკმაოზე მეტად..
იბნევა? მერედა როგორ..
თავს აკონტროლებს? არამც და არამც..
ახლა? ახლა არაფერი, წევს და სრუტუნებს იმის გამო რომ თომას არ ენატრება..
თვითონ? რა თქმა უნდა ენატრება.. საკმაოდ, ან საკმაოზე მეტად..
ელოდება? ჰმ, მერედა როგორ..

კარებზე კაკუნია, ალბათ მორჩნენ გართობას. ნელი ნაბიჯით წავიდა შემოსასვლელისკენ, გაუღო და გაღიმებულ მეგობრებს მიესალმა, შემოიპატიჟა.

- რძალოო, ნაყინები მოგიტანეთ _ გაუცინა ანდრომ და ნაყინებით სავსე პარკი შეაჩეჩა.
- მადლობა, ყავას გავაკეთებ, ხომ დალევთ?
- არა რძალო, წავალთ ჩვენ, საბა მოგიყვანეთ და მეორედ შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ იცოდე _ თითი დაუქნია და გავიდნენ.

საბა ბედნიერი, კმაყოფილი და დაღლილი ჩანდა. დააწვინა, ზღაპარი წაუკითხა და მასაც უშფოთველად დაეძინა. დღეს შეუძლია მარტო წოლით დატკბეს, ხელს აღარავინ შეუშლის, აღარც შეავიწროებენ. „თორემ არ მოგწონდა რა“ - ჩაისისინა ეგომ. „გაჩუმდი“ - შეუღრინა და გაუაზრებლად ჩაეხუტა თომას ბალიშს. მაგრამ როგორც კი მამაკაცის სუნი იგრძნო, მაშინვე გაიაზრა, მოშორება არც უფიქრია, უფრო გემრიელად ჩარგო ცხვირი და თვალები დახუჭა.

.....................
მარტოობაში გავიდა ერთი კვირა.. ენატრება თავისი კულულა გოგო, მისი ზღვისფერი თვალები და ღვინისფერი ბაგეები, მადისაღმძვრელი სხეული.. ერთი კვირაა ყოველ დღე ფიქრობს რომ მიწეროს მონატრების შესახებ, ან დარეკვისას უთხრას რაიმე, მაგრამ სათქმელი ყოველთვის ყელში ეჩხირება და სააშკარაოზე არასდროს გამოდის..
თვითონაც ვერ ხვდება როგორ ტკენს დინას ამ ვერ ნათქვამი სიტყვებით.. მასაც უნდა უთხრას, მაგრამ არ ეტყვის.. აი ასე! პრინციპულად არ ეტყვის.. და მაინც როგორ ელოდება ამ ერთი კვირის გასვლას? ერთი სული აქვს როდის ჩამოვა, თუმცა უკვე წარმოდგენაც აღარ აქვს რა იქნება დაბრუნების შემდეგ. ერთი რამ იცის.. ზაფხული მოვა.. ივნისი შემოაბიჯებს, მისი საყვარელი ზაფხული...

მეგობრები ყოველდღიურად ანებივრებენ ყურადღებით, სტუმრობენ, ართობენ.. ამ საღამოსაც ჩვეულებისამებრ ეწვივნენ.. ილაპარაკეს, ათასნაირი თემა განიხილეს.. ანი ისევ წუხდა დინას უშფოთველობაზე.. იქით ანდრომ ალექსის თვალი ჩაუკრა და დაიწყო..

- რძალო ამ საღამოს დაგირეკა თომამ?
- არა, საღამოს აღარ დაურეკავს, რა ხდება? _ ინტერესით იკითხა.
- დაგირეკავს, ალბათ ვეღარ მოიცალა. მე ველაპარაკე და მგონი კიდევ უწევს დარჩენა.
- რაა? _ ერთიანად დაიძაბა.
- ჰო რა, ასე ერთ თვემდე უგრძელდება ვიზიტი ალბათ.
- ჩემთვის არ უთქვამს ანდრო, რას მატყუებ?
- არ გატყუებ მართლა, გეტყვის ალბათ რა, შენ არ იდარდო ოღონდ, ჩვენ აქ ვიქნებით.
- ჰოო _ გამტყდარი ხმით ჩაილაპარაკა, სადაც იყო ხმამაღლა ატირდებოდა.
- კაი არ იტირო რა _ გაუცინა ანდრომ.
- არ ვტირი _ ჩუმად ჩიალაპარაკა.
- ძალიან კარგი, ჩვენ გავიქცევით ახლა და ხვალ შემოგივლით.. _ მეგობრები გააცილა. როგორც კი კარები დაკეტა, ალექსიმ ანდროს წამოარტყა თავზე ხელი.
- რა დებილი ხარ ბიჭო, აატირე კინაღამ.
- მოიცა ერთი, ნახონ ახლა ამათმა მონატრება _ გაიცინა ანდრომ.
- რას აპირებ? _ გაიცინა ალექსიმ.
- მოიცა ვერ ვხვდები რას აკეთებთ _ უკმაყოფილო იყო ანი.
- მალე მიხვდები რძალო _ გაუცინია ანდრომ და ალექსის მიუბრუნდა _ შენ ის არ იცი ახლა რას ვაპირებ.
- ანდრო კაი რა სულ ნუ გადარევ _ დასერიოზულდა.
- წამო, წამო _ ანი სახლამდე მიაცილეს და შემდეგ გაუმხილა თავისი გეგმები ალექსის _ ახლა დავურეკავ თომას, და ვეტყვი რომ დინას ვიღაც თაყვანისმცემელი გამოუჩნდა.
- გინდა ფეხით ჩამოიყვანო? _ ჩაიფხუკუნა ალექსიმ.
- თუნდაც, ამათ ერთმანეთის ფასი უნდა ვასწავლოთ _ მეგობარს გაუცინა და ტელეფონი მოიმარჯვა.
- სულ გააგიჟებ შენ.
- მეც ეგ მინდა, ხომ უნდა მიხვდნენ არა, აქეთ ერთი გლოვობს, იქით მეორე და ხმას არ იღებენ ზედმეტად.
- კუპიდონი ხარ რა _ გაუცინა _ ჯერ მე და ანი, ახლა ესენი, შენ თავს როდის უნდა უშველო, შენ თავს.
- ჩემ თავსაც ვუშელი, არ იდარდოთ, დავიშალეთ ხომ?
- ის დაგირეკავს მალე შენც და გკითხავს ყველაფერს _ გაუცინა.
- კარგი, მეც ყველაფერს ისე ვეტყვი როგორც საჭიროა.

გვიან ღამით ამღერდა გულედანის ტელეფონი, ნამძნარევმა ძლივს უპასუხა. თომას ხმის გაგონებისას სწრაფად გამოფხიზლდა. მან უბრალოდ მოიკითხა და გაუთისა. გაკვირვებული მიუბრუნდა ბალიშს. ღამის ორ საათზე რამ გაამწარა ნეტა.. სულ გაგიჟდაო დაასკვნა დინამ და თვალები დახუჭა.

ზარანდიამ კარგად იცის რამაც გააგიჟა. ანდროს სიტყვები რომ მოსიმის დინა ვიღაცას მოწონს და მგონი თვითონაც არ უნდა იყოს გულგრილიო კინაღამ გაგიჟდა. როგორ შეიძლება ვინმე მოწონებოდა, თანაც წამოსვლის დღეს ისე ექცეოდა, თბილად. ასე უცებ რა შეიცვალა.. რა შეიცვალა და თავისი უნიათო ხასიათის გამო ყველაფერი.. ვინ უკავებდა ენას, ხომ შეეძლო ერთი სიტყვის თქმა, მხოლოდ ერთი „მენატრები“ შეცვლიდა ყველაფერს. - ასე ფიქრობდა თვითონ. დიდხანს ყოყმანობდა დაერეკა თუ არა, მაგრამ მაინც დარეკა, კვლავ ჩვეულებრივად მოიკითხა და გაუთიშა. ხომ არაფერი? მაგრამ მაინც გაეღიმა დინას ხმის მოსმენისას, რომ წარმოიდგინა გაბურძგნული თმებით და მობუსხული ტუჩებით.. თუმცა მაშინვე ამოუტივტივდა არც თვითონაა გულგრილიო და თავიდან გაბრაზდა. ჯერ აცადოს, ჯერ ჩავიდეს და მერე ვნახოთ ვინ იქნება გულგრილი და ვინ გულთბილი..
_____________________
თავი 10

ათი დღე გავიდა თომას წასვლიდან, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. დილით საბა ბაღში მიჰყავს, თვითონ კერავს, საღამოობით მეგობრებთან არიან. ანდრო კიდევ უფრო ურევს ტვინს, დაარწმუნა რომ ზარანდია ერთი თვით რჩება რუსეთში და ამ სულელ გოგოს აზრადაც არ მოსვლია მეუღლისთვის ეკითხა. არა, როგორ არ მოსვლია, მაგრამ არ ჰკითხა, არ უნდა აფიქრებინოს რომ ენატრება. აფიქრებინოს თორემ კი არ ენატრება.
მეორე სულელს, რუსეთში მყოფს, ჰგონია რომ დინას თაყვანისმცემელი ჰყავს. მეტიც, თურმე ამ თაყვანისმცემელს ყოველ დღე ყვავილები მიაქვს მისთვის. თურმე არც ანდროს და ალექსის გაფრთხილებამ იმოქმედა. ჰოდა გაბრაზებული ზის სახლში და ელოდება წასვლის დრო როდის მოვა, თუმცა კილასონიას კიდევ ერთი ზარი საკმარისი გახდა იმისთვის რომ უკან დაბრუნება დაეჩქარებინა.

შუაღამისას კარებზე კაკუნმა, არა, ბრახუნმა რომ გამოაღვიძა, შეეშინდა. იფიქრა ბიჭებს დავურეკავო, თუმცა გადაიფიქრა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა კარს და ჭუჭრუტანადან გაიჭყიტა. დენდარტყმულივით მოშორდა კარებს, გულზე ხელი მიიდო და ცდილობდა დარწმუნებულიყო რომ ეღვიძა. კიდევ ერთხელ გაიხედა, ღრმად ჩაისუნთქა და თვალებგაბრწყინებულმა გააღო კარები.

- გამარჯობა _ როგორ მონატრებია, დაუფიქრებლად ჩაეხუტებოდა, მაგრამ მაინც დაფიქრდა და კაცის ქმედებას დაელოდა.
თომას? თომას აღარც კი გახსენებია ის ზღაპრული თაყვანისმცემელი დინას დანახვისას. სახლში შეაბიჯა და თვალებგაბრწყინებულ სუსტ სხეულს ხელები მოჰხვია. ჩვეულებისამებრ აკოცა ყელში საყვარელ ქალს და თმებში ხელი ახლართა. დინა? დინამ, ზარანდიას ყელში ცხვირჩარგულმა, საყვარელი სურნელი შეისუნთქა და გაეღიმა. მალე მოშორდნენ ერთმანეთს.

- აქ რა გინდა? _ გულუბრყვილოდ იკითხა გულედანმა.
- აბა სად უნდა ვიყო? ვინმე სხვას ხომ არ ელოდი? _ ირონიულად ჩაიცინა.
- ამ დროს ვის უნდა ველოდო _ გაუკვირდა _ ანდრომ მითხრა ერთი თვით უწევს დარჩენაო. _ ცოტა ხნით ჩაფიქრდა ზარანდია, მერე უცებ ხმამაღლა გაიცინა და ინტერესით შემყურე დინას სიტუაცია აუხსნა.
- მოგატყუა.
- რატომ?
- შენი რეაქცია აინტერესებდა და იმიტომ. მაგრამ ახლა უფრო სერიოზული საქმე გვაქვს გასარკვევი.
- გისმენ.
- შეგიძლია მითხრა იმ ადამიანის ვინაობა ყვავილებს რომ გიგზავნის?
- რაა?
- ჰო, ვინ არის?
- ანდრომ გითხრა? _ ახლა დინას გაეცინა.
- ჰო..
- მოგატყუა, რეაქცია აინტერესებდა _ ნიშნისმოგებით გაუცინა და ოთახისკენ წავიდა.
- მოიცა _ უკან გაყვა _ ანუ არავინ არ არის?
- არავინ არ არის _ არ მობრუნებულა ისე ჩაილაპარაკა და ოთახში შევიდა. ორი ნაბიჯით დაეწია და ზურგიდან მიეხუტა.
- მომენატრე..
- ნუთუ?
- ძალიან _ ჩაეღიმა.
- გადასარევია, მე ოდნავადაც არა _ მტკიცედ თქვა, ხელები მოაშორებინა და ლოგინში დაწვა. მაშინვე დაიკავა მეორე მხარე ზარანდიამ.
- კარგი რა, არ გინდა ტყუილები _ ჩაიჩურჩულა და კიდევ უფრო ახლოს მიიწია სასურველ სხეულთან.
- მე სიმართლეს ვამბობ, მეძინება ახლა და დამანებე თავი.
- შენ გარეშე ვერ ვიძინებ _ ხელი მოჰხვია, თავი მის ყელში ჩარგო და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია. ჟრუანტელმაც არ დააყოვნა, ორივეს ჩაეღიმა, აღარაფერი უთქვამთ..

დილით კი საბას ყვირილმა გამოაფხიზლა ორივე. ოთახში შესული აღფრთოვანებით უცქერდა თომას.

- მამიკო ჩამოსულა _ გახარებული ხტოდა პატარა. წამიერად ყველაფერი გააქრო გარშემო საბას სიტყვებმა. უფროს ზარანდიას აღარაფერი ესმოდა, ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ პატარის სიტყვები მეორდებოდა გონებაში „მამიკო...მამიკო“ საოცარი შეგრძნება დაეუფლა.. არც კი ეგონა ოდესმე თუ ეს მოხდებოდა და ახლა, ასე მოულოდნელად, ამ წამსვე გულში ჩაიკრავდა საბას, როცა უეცრად გულედანმა გამოაფხიზლა, ციდან მიწაზე დაანარცხა თავისი სიტყვებით.
- ის მამაშენი არ არის _ აშკარად გაბრაზებული იყო. არასდროს უნახავს საბასთვის ასე ხმამაღლა მიემართოს. ღრმად სუნთქავდა დინა, ემოციების კონტროლი უჭირდა _ გაიგე? მამაშენი არ არის! _ დედისგან არასდროს მოუსმენია ასეთი მკცარი ტონი, არც არასდროს უყვირია, აცრემლიანებული თვალები დახარა და ოთახიდან გაიქცა.
- შენ ნორმალური ხარ გოგო? _ ახლა უფროსი ზარანდია აყვირდა. _ ბავშვს რატომ უყვირე?
- შენ არ ხარ მამამისი, არა!
- არც შენ ხარ დედამისი _ სიმწრით გამოსცრა. _ მაგრამ გეძახის, მაშინ რატომ არ ყვირი?
- შენ, შენ არც კი იცი რა გამოვიარე პირველად რომ დედა დამიძახა _ აკანკალებული ხმით ამოთქვა.
- არ მაინტერესებს, მე ახლა საოცარი ბედნიერების გარდა ვერაფერი ვიგრძენი. მითუმეტეს საბამ იცის მისი ნამდვილი მშბლების ვინაობა,, მაგრამ მაინც გადაწყვიტა დაეძახა.. აი შენ კი უბრალოდ ეჭვიანობ, ეგოისტობ, გეშინია იმიტომ რომ საბა მეც შემეჩვია, მეც შემიყვარა _ გულზე ეკლად ხვდებოდა მისი ყოველი სიტყვა გულედანს. ოთახიდან გავიდა უფროსი ზარანდია, კარები მთელი ძალით მიიჯახუნა, დინამ მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა და ასლუკუნდა. თომას თითოეული სიტყვა მართალი იყო, ისე იეჭვიანა, რომ შეძლებოდა მოკლავდა თომას. ვერ აიტანა ასე უცებ რომ მოახერხა საბასთვის თავის შეყვარება. მაინც ჰგონია რომ საბას წაართმევს, ამიტომაც ეშინია ასე ძლიერ. იმასაც კარგად ხვდება რომ პატარასთვის არ უნდა ეყვირა, იმასაც ხვდება რომ ატკინა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა. ახლა კი ტირილით ნანობს თავის საქციელს.

-------

ოთახიდან გამოვარდა და მაშინვე საბას ოთახისკენ წავიდა. შესულმა მომტირალი რომ დაინახა სუნთქვა შეეკრა. მასთან მივიდა, ხელში აიყვანა და ჩაიხუტა. ასლუკუნებული პატარა ვერ წყნარდებოდა. ის ხომ ვერ მიხვდა რატომ გაბრაზდა დედა, მისმა ყვირილმა გული ატკინა. თომა? თომა უკვე ნაპერწკლებს ყრიდა იმდენად გააბრაზა გულედანის საქციელმა. ესმის რომ იეჭვიანა, მაგრამ ასე? სიამოვნებით ასწავლიდა ჭკუას სულელ გოგოს..

- აღარ იტირო საბა, ჩუ _ თავზე ეფერებოდა და შუბლზე კოცნიდა.
- რა-ტომ გა-მიბ-რაზ-და? _ სლუკუნებდა პატარა.
- ნუ მიაქცევ საბა ყურადღებას, ჩუმად პატარა, აღარ იტირო _ არც კი იცოდა როგორ დაემშვიდებინა.
- მა-მი-კო რომ დაგიძახე არ მოე-წო-ნა? _ აგრძელებდა სლუკუნს.
- ჰო ალბათ, მაგრამ ეგ არაფერი.
- შენ?
- მე არ გავბრაზებულვარ ჩემო ვაჟკაცო, დამიძახე მა, დამიძახე _ შუბლზე აკოცა და მიიხუტა.
- დედა რომ გაბრაზდება? _ მიამიტურად ახედა.
- არაუშავს, დედიკო შეეჩვევა _ გაუცინა _ წამო ახლა მე და შენ ვისაუზმოთ და დედიკოს გაბრაზება რომ გადაუვლის თვითონ დაგელაპარაკება, აი ნახავ.
- კარგი _ დაეთანხმა და მამასთან ერთად სამზარეულოში წავიდა. საკუთარი ხელით მოამზადა საბასთვის საუზმე, კარაქიანი პურიც თვითონ გაუკეთა და ასაუზმა. სუფრა რომ აალაგა თომამ, ოთახისკენ გაეშურა, ჩუმად შეიჭყიტა და დინაც პატარა ბავშვივით ასლუკუნებული ნახა. გაბრაზებული იყო, მაგრამ მაინც გაეღიმა. ხვდება როგორ განიცდის ისიც, რომ საბას ასე ელაპარაკა. ხმის ამოუღებლად გამოიხურა კარები. „იტიროს ცოტა ხანი, არაფერი მოუვა“ - გაიფიქრა და საბასთან დაბრუნდა.
- მა მიდი ჩაიცვი და ანდროსთან წავიდეთ _ გაუღიმა პატარას.
- დედა?
- დედა დავტოვოთ მარტო ცოტა ხნით.
- კარგი _ ყოყმანით დაეთანხმა და ოთახში წავიდა მოსამზადებლად. თომაც ოთახში შევიდა, მომზადება დაიწყო და დინამ თავი წამოყო.
- სად მიდიხარ? _ ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით იკითხა.
- ანდროსთან მივდივართ მე და საბა _ უხეშად უპასუხა ისე, რომ მისკენ არც კი მიტრიალებულა.
- საბას უნდა ველაპარაკო.
- ახლა უნდა წავიყვანო და მერე ელაპარაკე. მაშინ, როცა საკუთარი თავის კონტროლს შეძლებ.
- შენ არ შეგეკითხები ჩემს შვილს როდის ველაპარაკო _ გაღიზიანებულმა მიუგო. ლოგინიდან წამოდგა, ხალათი შემოიცვა და საბას ოთახისკენ წავიდა. ლოგინზე ჩამომჯდარი მოწყენილი შვილის დანახვისას კიდევ ერთხელ მოუნდა ტირილი. ახლოს მივიდა, მის გვერდით ჩამოჯდა და თავზე აკოცა.
- დე, საბა, ბოდიში რა, ჩემო ცხოვრება არ უნდა მეყვირა, მაპატიე დე _ ჩუმად ეჩურჩულებოდა და თმებზე ეთამაშებოდა _ დე, საბა, ხომ შემირიგდები? _ საბა ჯიუტად დუმდა, დინამაც უკვე სატირლად მობრიცა ტუჩები _ არ შემირიგდები?
- კი _ ჩაილაპარაკა პატარამ.
- ჩამეხუტე _ დედას თხოვნა შეუსრულა და მთელი ძალით ჩაეხუტა _ ჩემო პატარა.
- მამაც რომ გაბრაზებულია? _ ისევ უეცარ დარტყმად ეჩვენა საბას „მამა“, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და პატარას გაუღიმა.
- მამასაც შევურიგდები, მთავარია შენ შემირიგდე.
- მე შეგირიგდი უკვე _ ღიმილით ჩაილაპარაკა.
- ჩემო სიცოცხლე. წამო გავიდეთ და წადით ანდროსთან.
- შენ არ წამოხვალ?
- არა, არ მცალია. მე დავრჩები, თქვენ წადით. ისაუზმე შენ?
- კი, მამიკოსთან ერთად.
- კარგი, წადით და რომ მოხვალთ ღვეზელებს დაგახვედრებთ.
- რა კარგია _ მისაღებში გავიდნენ, კოცნით დაემშვიდობა საბა დედას. თომას ზედაც არ შეუხედავს ისე გაიხურა კარები. ახლა თომას შემორიგებაზე უნდა იზრუნოს. ხვდება რომ მასაც აწყენინა თავისი ეგოისტური საქციელით. ვერაფერს იტყვის, მართალია თომა, თუ კი მას დედას უძახის, რატომ არ შეიძლება უფროს ზარანდიას მამა დაუძახოს? მაგრამ იეგოისტა.. დროა ღვეზელების ცხობა დაიწყოს.

---------------

მეგობართან მისულმა გული დაიმშვიდა, უფრო სწორად ანდრომ დაამშვიდა. არა, პირდაპირ სასწაულია ეს ბიჭი, მშვიდობის მტრედი, მოსიარულე კუპიდონი. ისე ზუსტად აუხსნა სიტუაციის მდგომარეობა, დინას ემოციები, თვითონ გულედანიც რომ ვერ აღწერდა ასე კარგად. დამშვიდდა, მაგრამ მაინც გაბრაზებულია. რა ქნას, ეწყინა...

- ახლა უკვე მართლა ოჯახი ხართ _ გაუცინა ანდრომ და მხარზე ხელი დაუტყაპუნა. ზარანდიას ჩაეღიმა.

მიზანს მიაღწია, მართლა ოჯახი არიან. საბას თავი შაყვარა, თუმცა სულაც არ აპირებს მის წაყვანას. არადა დღეს სურპრიზი ჰქონდა დინასთვის, თუმცა ისე გააბრაზა აღარც გახსენებია. სურპრიზს მოგვიანებით გაგიმხელთ, აბა ისე რაღა სურპრიზი გამოვა? ბიზნესის საქმე თითქმის მოაგვარა, თითქმის მთლიანად გადმოვიდა საქართველოში. შუადღისთვის წავიდნენ სახლში.

- მა _ დაბალ ხმაზე დაიწყო საბამ.
- გისმენ მა _ თბილი ხმით უპასუხა პატარას.
- საღამოობით სახლში რომ ვბრუნდებოდით, როცა დედა ჩვენთან ერთად არ იყო, ნაყინები მიგვქონდა მისთვის _ მორცხვად ჩაილაპარაკა. თომას გაეღიმა.
- ანუ ნაყინები უნდა ვუყიდოთ? რომ გაგვაბრაზა?
- მე შემირიგდა _ თვალებგაბრწყინებულმა ახარა.
- კარგი, ვუყიდოთ, მაგრამ შენ მიუტანე _ გაიცინა და მანქანა მაღაზიასთან გააჩერა.. ნაყიდი ნაყინები საბას შეაჩეჩა და კიბეებს აუყვნენ.

კარებზე კაკუნის გაგონებისთანავე ბედნიერი წავიდა გასაღებად. ნაყინებიანი საბას დანახვაზე გაეღიმა, თავზე აკოცა და შინ შეუშვა. თომა კვლავ დაბღვერილი შესცქეროდა. დაღონებული სახით შებრუნდა სამზარეულოში და მხოლოდ მას შემდეგ მოეფინა კაცის სახეს ღიმილი. წინსაფრიანი, ფქვილიანი გულედანის დანახვისას ძნელი იყო სიცილის შეკავება.

- საბა, დე, მოდი აბა გამისინჯე ღვეზელები. _ ღიმილით აიღო პატარამ ერთი ცალი და მადიანად ჩაკბიჩა. _ ჭამე დე, მე მამიკოს შემოვირიგებ _ თავზე ხელი გადაუსვა. პატარა აკისკისდა და კმაყოფილმა დაუქნია თავი.

უფროსი ზარანდია ოთახში იყო, ფრთხილად შეაღო დინამ კარები და წამოწოლილ მამაკაცს გვერდით მიუწვა. თომამ მხარი იცვალა და ზურგი შეაქცია. გულედანს ჩაეღიმა, დროა იაქტიუროს.

- თომა _ ჩუმად ჩაილაპარაკა, თბილი სუნთქვა მიელამუნა კისერზე _ თომა _ ჩურჩულით აგრძელებდა.
- რა გინდა? _ შეუღრინა.
- ბოდიში _ ჩაილაპარაკა _ ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი, უბრალოდ ისე მოულოდნელი იყო.. მართალი ხარ, ვიეჭვიანე, მაპატიე.. _ ბუტბუტს აგრძელებდა. _ ბოდიში _ საბოლოოდ ჩაიჩურჩულა და ტუჩები კისერზე მიაწება _ თომასაც კარგად უვლის ჟრუანტელი ქალის შეხებაზე.. ჩაეღიმა მისი ტუჩები რომ იგრძნო. _ კარგი, ნუ შემირიგდები, წამო ღვეზელები გამოგიცხვეთ _ გაიღიმა და წამოდგა _ მალე გამო, თორემ გაცივდება _ კიდევ ერთხელ გაუღიმა ქმარს და ოთახიდან გავიდა.

ოთახიდან გავიდა თუ არა ზარანდიას სახეც ღიმილმა მოიცვა. ხშირად უნდა გაუბრაზდეს, ისეთი ტკბილი იყო კოცნა. შერიგებაზე მოგვიანებით იფიქრებს, ახლა ღვეზელებს გასინჯავს. კმაყოფილი წამოდგა ლოგინიდან და სამზარეულოში გავიდა. ჩუმად აიღო ერთი ღვეზელი და მოკბიჩა. მეორეც მიაყოლა და მესამეც, თუმცა ხმა არ ამოუღია. ჭამა რომ დაასრულა მისაღებში გადაინაცვლა. სიცილით გაყვა დინაც.

- არ იყო საჭირო ამდენი მადლობა, არც ამდენი კომპლიმენტები _ ჩაიფხუკუნა და გვერდით მიუჯდა.
- ჰო, არაუშავდა. _ „რაო? არაუშავდაო?“ - ბრაზისგან კინაღამ გასკდა გულედანი, როგორ გულით გამოაცხო, გაზქურას არ მოშორებია რომ არ დამწვარიყო, ამან კი არაუშავდაო. გაბუტული წამოდგა და ოთახში გავიდა. ახლა მართლა ძალიან გააბრაზა, ბოდიშიც მოუხადა, ღვეზელებიც გამოუცხო, აკოცა კიდეც, მაგრამ რა? არც არაფერი. ღრმად ამოისუნთქა და წამოწვა. ღიმილით შევიდა ზარანდიაც ოთახში. „ნეტავ რა აცინებს“ - უკმაყოფილოდ გაიფიქრა და შუბლი შეჭმუხნა. გვერდით რომ მიუწვა და ხელი მოჰხვია, უხეშად მოაშორებინა. კიდევ ერთხელ მოჰხვია ხელი, ახლოს მიიწია და მხარზე აკოცა.
- შენ გაბრაზებული ხარ _ ჩაიბურტყუნა.
- შენ სულელი ხარ _ კიდევ ერთხელ აკოცა.
- რას ვიზამთ, ყველა ჭკვიანი ვერ იქნება _ ამოისრუტუნა.
- ხომ გეუბნები, სულელი ხარ, აღარ ვარ შენზე გაბრაზებული.
- მართლა? _ მისკენ გადაბრუნდა.
- მართლა _ გაუღიმა და ტუჩებზე „წაეტანა“.
- გავიდეთ.
- ჰო, გავიდეთ, სადღაც უნდა წაგიყვანო.
- სად?
- სურპრიზია.
- საბა?
- საბა ძიძას ჩავაბაროთ, ცოტა ხნით ანდრო მიხედავს.
- არამგონია დარჩეს.
- დარჩება ანდროსთან, წამო. _ მისაღებში საბა ტელევიზორს უყურებდა. _ საბა მა, ანდროსთან ხომ დარჩები ცოტა ხნით?
- რატომ?
- მე და დედა სხვაგან უნდა წავიდეთ და იმიტომ.
- ანდროსთან?
- ჰო ანდროსთან.
- დავრჩები _ კმაყოფილი იყო. ანდროსთან მარტივად მოაგვარა, პატარა მას დაუტოვეს და თვითონ წავიდნენ. ცოტა ხანს იარეს და მანქანა გააჩერა. ღიმილით გადმოვიდა დინა.
- დღეიდან საკუთარი სალონი გექნება _ გაუცინა თომამ.
- არა.. ჩემია? _ ბავშვივით უხაროდა.
- შენია.
- მადლობა, მადლობა, მადლობა _ ბედნიერი ჩაეხუტა.
- არაფრის, ახლა წამო.
- სად?
- რესტორანში, ვახშამი შევუკვეთე. _ დინამ უბრალოდ გაუღიმა და მანქანაში მოკალათდა. ზარანდიას მესიჯი მოუვიდა, ანდრო წერდა რომ საბას ღამითაც დაიტოვებდა, კარგად ერთობოდნენ და პატარაც თანახმა იყო. არა რა, ხომ ვამბობ, ჭკვიანია ეს ბიჭი, იცის როდის როგორ უნდა მოიქცეს. ზარანდიაც გიჟდება კილასონიაზე. თავისთვის ჩაეღიმა და მანქანა დაძრა. რესტორანში სუფრა ორ ადამიანზე იყო გაშლილი, ვერანდაზე, მარტო იყვნენ რომანტიულ გარემოში.

- მომენატრე _ დაბალ ხმაზე დაიწყო თომამ.
- მეც _ უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა დინამ.
- ვერ გავიგე _ ეშმაკურად გაუცინა.
- მეც მომენატრე _ თვითონაც გაუცინა.
- ძალიან კარგი. მგონი სერიოზულად ლაპარაკის დროა _ ქალის დაპანიკებული სახე რომ დაინახა გაეცინა. _ საბას საკითხი არ მიგულისხმია. ჩვენი საკითხი ვიგულისხმე. ვფიქრობ რომ დაშორება საჭირო არაა, მიუხედავად იმისა რომ როგორ ხედავ, საბა უკვე ზედმეტადაც კი შემეჩვია, ჩვენი დაშორების საჭიროებას ვერ ვხედავ. _ შვებისგან ამოისუნთქა გულედანმა.
- გასაგებია.
- ეგ კარგია, ახლა უნდა გკითხო შენ რას ფიქრობ?..
- იცი, გეთანხმები _ გაუღიმა.
- ანუ, ანუ ფიქრობ რომ დროა მართლა ოჯახად ვიქცეთ?
- ოჯახი ვართ ისედაც _ გაუღიმა.

მშვიდად ივახშმეს, ერთმანეთის შესახებ კიდევ უფრო მეტი გაიგეს. ორივე დაიცალა ემოციებისგან, საკუთარი წარსული და ტკივილი გაუზიარეს ერთურთს, გვიან დაბრუნდნენ სახლში, სახლში რომელმაც ფაქტობრივად შეცვალა მათი ცხოვრება. სასიამოვნო საღამოსთვის ერთი ბოთლი შავი ღვინოც აიყოლა ზარანდიამ.
მისაღებში მშვიდად ჩამოსხდნენ, თითო „ბოკალმა“ შავმა ღვინომ ყველანაირი დაძაბულობა მოხსნა. თუმცა ტანში დავლილ ჟრუანტელს არაფერი ეშველა, ისევ იგივე გრძნობა აქვს ზარანდიას შეხებისას. ახლაც, მის ტუჩებს რომ შეეხო ფრთხილად, მთელი სხეული დაეხორკლა. აი რას უკეთებს ღვინო ადამიანს, გულედანიც გათამამდა და თვითანც დაიწყო მეუღლის ტუჩებზე „ნავარდი“. ქალისგან წინააღმდეგობა რომ ვერ იგრძნო, ბუმბულივით აიტაცა ხელში და ოთახისკენ გაეშურა. მაგრამ რომანტიკასაც რომ ბედი უნდა.. კარები დაკეტილი იყო, დაკეტვას ვინ ჩივის, თომამ გაღება ვერ მოახერხა ქალბატონით ხელში. ამიტომაც მოუწია ცოტა ხნით ისევ მიწაზე ჩამოესვა, კარები გააღო, ისევ აიყვანა ხელში და ახლა უკვე ლოგინზე ჩამოასკუპა. რიტმულად ასრიალებდა თითებს მის სხეულზე და წამითაც არ წყდებოდა ტუჩებს. ეძნელებოდა ღვინისფერ, ახლა უკვე ღვინის გემოს მქონე ბაგეებთან გამოთხოვება. მაგრამ მოუწია, არანაკლებ ტკბილი აღმოჩნდა ყელი, მხრები, არც ლავიწები დაუტოვია უყურადღებოდ. თითებით სწავლობდა გულედანის სხეულის ფორმებს და ქალის რეაქციით ტკბებოდა. სხეულიდან მოაშორა ხელისშემშლელი „ფაქტორები“ და მთლიანად გადაეშვა ქალის ალერსში.. არა, უფრო სწორი იქნება რომ ვთქვა, ერთმანეთის ალერსის მორევში ჩაიძირნენ..
______________________

თავი 11

დილა კიდევ უფრო ბედნიერი აღმოჩნდა, ვიდრე იქამდე. თავის მკლავებში მოქცეულ ქალს ღიმილით დასჩერებოდა და დროდადრო ნაზად ეხებოდა მოშიშვლებულ მხარზე. დინას კი კვლავ უშფოთველად ეძინა, მობუსხული ტუჩები, ბალიშზე უწესრიგოდ მიფენილი კულულები ღიმილს გვრიდა სახეზე ზარანდიას. ნაზად დაასრიალებდა თითებს გულედანის სხეულზე და ცდილობდა გაეღვიძებინა, თუმცა ქალი არც კი ირხეოდა. ძილი გაუტკბა, საბოლოოდ კი თომას ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ანდრო იუწყებოდა რომ პატარას ვეღარ აჩერებდა. უკმაყოფილოდ ადგა თომა ლოგინიდან და უკვე გამოფხიზლებულ ქალს გადახედა.

- დილამშვიდობის _ შორიდან გაუღიმა.
- დილამშვიდობის _ ღიმილით ჩაილაპარაკა გულედანმაც.
- ანდრომ დამირეკა საბა აღარ ჩერდებაო, გამოვიყვან და მოვალ.
- კარგი. _ გასვლის წინ კიდევ ერთხელ „დაეკონა“ ტუჩებზე და კარები გაიხურა. ბედნიერმა ჩაიღიმა დინამ და გვერდი იცვალა.

..........................

თითქმის ერთი თვე გავიდა ასეთ იდილიაში.. ერთად დაწყებული დილა მთელი დღის პოზიტივის საწინდარი იყო.. ერთად საუზმობდნენ, საბა ბაღში მიჰყვადათ, დინა თავის სალონს უვლიდა, თომა უკვე ბიზნესის საქმეებზე დაიდოდა, საღამოს ისევ ერთად იკრიბებოდნენ, ხან მარტო, ხანაც მეგობრებთან ერთად. ანიმ და ლევანმა დაქორწინება გადაწყვიტეს, ქორწილის თარიღიც დათქვეს, აგვისტოს ბოლოს დაგეგმეს. ყველა ერთად ემზადებოდა. ანის ოჯახშიც იყვნენ მისი ხელის სათხოვნელად. თანხმობა მარტოებმაც აღნიშნეს ახალგაზრდებმა. ამ ბოლო დროს ანდროც ვერ არის ჩვეულ ფორმაში, თითქოს რაღაც აწუხებს და ხმასაც არ იღებს. ყველა ამჩნევს, თუმცა აღარფერს ეუბნებიან. ერთხელ ჰკითხეს და არ უპასუხა, ამიტომაც ელიან თვითონ როდის გამოიჩენს ინიციატივას. მაგრამ აბა დინა რის დინაა მეგობრის პრობლემა რომ არ გაერკვია?
იმ საღამოს ყველა მათთან იყვნენ. ანდროს ტელეფონი ამღერდა, სახეზე ღიმილი მოედო და აივანზე გავიდა. ეჭვიანი მზერა გააყოლა გულედანმა. ცოტა ხანს დაელოდა და თვითონაც ეშმაკური ღიმილით გავიდა აივანზე. კილასონია მოაჯირს დაყრდნობოდა, სერიოზული, დაძაბული სახით გადაჰყურებდა ეზოს. გვერდით მიუდგა დინა და მხარზე ხელი ჩამოადო.

- ანდრო..
- გისმენ _ გაუღიმა მაშინვე.
- ანდრო რა გჭირს?
- არაფერი რა უნდა მჭირდეს?
- კარგი რა, ვეღარ გცნობ, სულ სხვანაირი ხარ. სად წავიდა ის მხიარული ანდრო მე რომ გავიცანი?
- ისევ აქ არის _ გაუღიმა.
- ხედავ? ასე უბრალო ღიმილით, ჩვეულებრივი წინადადებებით არასდროს გიპასუხია, ჩვენი იუმორისტი ანდრო სად გაქრა ან ვინ გააქრო? _ ეშმაკური ღიმილით ჰკითხა.
- ადამიანი ვერაფერს გამოგაპარებს? _ გატყდა კილასონია.
- მეტყვი?
- გეტყვი..
- იმათაც რომ უთხრა? გაბრაზდებიან მერე _ გაუცინა.
- ჯერ შენ გეტყვი, თან ჩამოვყალიბდები როგორ ავუხსნა.
- კარგი, გისმენ _ გაუღიმა და ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო.
- მოკლედ არის ერთი, რომ შევხედე და გულმა „დამტოკა“ _ გაუცინა.
- საინტერესოა.
- პატარაა რა _ დასერიოზულებულმა ჩაილაპარაკა.
- რამხელაა?
- 18 წლის.
- ანდრო შვიდი წელის არ არის კატასტროფული სხვაობა.
- ჰო მაგრამ ჭკუით ბავშვია, პატარა ბავშვი, ისეთი სუფთაა, ისეთი ნაზი.
- ძაან სერიოზულად ყოფილა შენი საქმე _ გაუცინა დინამ.
- მართლა სერიოზულად რძალო მართლა.
- მერე? ის რას ამბობს?
- მასაც ვუყვარვარ თავისი ბავშური ჭკუით.
- აბა რატომ ხარ ასეთი დაძაბული?
- მშობლები უშლიან ჩემთან ურთიერთობას, ცოტა დიდი რომ იყოს შევთავაზებდი გავიპაროთ-თქო მაგრამ პატარაა, ვერ გავიმეტებ ოჯახის უღელში შებმისთვის.
- შენ ხარ ყველაზე მაგარი ბიჭი _ გაუღიმა დინამ _ მალე მიხვდებიან ამას მისი მშობლებიც.
- მიხვდებიან რომ?
- არ მიხვდებიან და მივახვედროთ ყველამ ერთად. რა ჰქვია?
- ანო.
- ჩვენი ანის მსგავსად?
- ჰო, მაგრამ მას ანო ჰქვია.
- ძალიან კარგი, წამო ახლა სახლში და ერთად შევიმუშაოთ გეგმა როგორ მოვაწონოთ თავი სასიდედრო-სასიმამროს? _ გაუცინა.
- ყველამ ინატროს შენნაირი რძალი _ მხიარულად მოჰხვია ხელი და სახლში შევიდნენ. იქ თავიდან აუხსნა ყველას სიტუაცია, ოვაციებით შეხვდნენ ახალ ამბავს. გამოსავალიც მარტივად მოიფიქრეს, ანდრო პირადად უნდა დალაპარაკებოდა ანოს მშობლებს, ვითარება აეხსნა, სამომავლო გეგმები და იქნებ გაეგოთ.

.................

დღეები ერთმანეთს მიყვებოდა, მალე გულედანის დაბადების დღე იქნებოდა. ზარანდიამ გადაწყვიტა სურპრიზი მოეწყო, უმცროსი ზარანდიაც ჩართო, მთელი სამეგობროც და ყველა ერთად ემზადებოდა ექვსი აგვისტოსთვის. და აი დადგა ეს დღეც.. დილით გამოღვიძებულ დინას თომა ოთახში არ დახვდა. იფიქრა სამსახურში იქნებაო, ცოტა ხანს ინებივრა და საბას ოთახისკენ წავიდა. ოთახში არც ის დახვდა, გაუკვირდა, ალბათ თომამ წაიყვანაო დაიმშვიდა გული. ასე სიმშვიდეში გაატარა ნახევარი დღე, მაგრამ რომ აღარ გამოჩნდნენ შეშფოთდა. უფროსი ზანარდიას ტელეფონი გამორთული იყო. მეგობრებთან დარეკვაც სცადა, მაგრამ რატომღაც არავინ პასუხობდა.
შეშინდა? უფრო დაპანიკდა.. თითქოს მის გულში ღრმად ჩამარხული ეჭვებიც ამას ელოდა რომ ამოძრავებულიყო და ამოეღწია სამარხიდან.. თავიდან უბრალოდ ერთი წამით გაეფიქრა.. მერე გამეორდა, ისევ გამეორდა და საბოლოოდ ამ ვერსიის გარდა თავში აღარაფერი უტრიალებდა. „საბა წაიყვანა და წავიდა.. სულ წაიყვანა..“ - რა ქნას, სხვას ვერაფერს ფიქრობს.. აქამდეც რამდენჯერმე გაჰკრა ეჭვებმა გულში რომ ეს მხოლოდ ზარანდიას ნიღაბი იყო, ნიღაბი ნდობის მოსაპოვებლად..მაგრამ საკუთარ გრძნობებს ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა, უბრალოდ მიენდო და დარწმუნდა კიდეც რომ არ იყო თომა ასეთი..
თუმცა...!
ახლა სულ სხვა რაღაც ხდება. მეათედ დარეკვის შემდეგაც რომ არ უპასუხა არავინ, მართლა პანიკებში ჩავარდა, თავისთავად დაიწყო ცრემლმა დენა.. ჯერ საბას დაკარგვას მოთქვამდა, მერე თავის უჭკუობას რომ ასე ენდო ამ კაცს, თავის სიყვარულს.. ვეღარ წყნარდებოდა, შეუჩერებლად ქვითინებდა და საბას სათამაშოს გულში იკრავდა. ახლა ამ წამს, სძულდა ზარანდია.. მაგრამ მხოლოდ გონებას სძულდა, გული ისევ თავისას იძახდა. საბას ლოგინზე დამხობილი მოთქვამდა თავის უბედურებას. ზუსტად არ იცის რამდენ ხანს იყო ასე, მაგრამ ბავშვის ხმის გაგონებისთანავე ფეხზე წამოხტა, მისაღებში გავარდა ასე აბურდული თმებით, ტირილისგან დასიებული თვალებით საღამურებისამარა.
- საბა, დე _ მაშინვე გულში ჩაიკრა პატარა, თან ტიროდა და თან ეფერებოდა. თომას თვალები გაუფართოვდა ამის დანახვისას. ნელა მიუახლოვდა ორივეს.
- დინა _ კაცის ხმის გაგონებისთანავე ფეხზე წამოიჭრა და უკვე დასევდიანებული, დარცხვენილი მზერა შეანათა. _ დინა რა გჭირს? _ შეშფოთდა.
- არაფერი _ ამოისრუტუნა.
- დინა! საბა მა ოთახში გაიქეცი და ითამაშე _ გაუღიმა პატარას და ისიც უსიტყვოდ დაეთანხმა. _ შენ ჩვენთან წამოდი ოთახში _ შეიყვანა, კარები მიხურა და წინ დაუდგა. _ დინა გისმენ.
- უბრალოდ, დილით სახლში არც ერთი არ იყავით და.. _ ხმა აუკანკალდა და კიდევ ერთი ცრემლი გადმოაგდო.
- არა, არა! ოღონდ ის არ მითხრა რაც გავიფიქრე, გემუდარები არ მითხრა _ სასოწარკვეთა დაეტყო კაცის ხმას.
- მეც მინდა რომ არ გითხრა..
- მაგრამ უნდა მითხრა არა? _ სიმწრით ჩაეცინა _ როგორ, ამიხსენი როგორ გაივლე თავში ეგ!
- არ ვიცი, არ ვიცი _ სლუკუნებდა გულედანი.
- ანუ რა გამოდის? მთელი ამ დროის განმავლობაში ერთხელაც კი არ ყოფილხარ გულწრფელი, არასდროს გჯეროდა ჩემი სიტყვების, ქმედებების.. რატომ? ამიხსენი რატომ? _ ტონს ვეღარ აკონტროლებდა.
- მაპატიე _ სლუკუნებდა.
- რა გაპატიო რა? თურმე ამდენი ხნის მანძლზე არ მენდობოდი, მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც არ მენდობოდი.. ერთხელ მაინც რატომ არ იფიქრე რომ ეს ყველაფერი სინამდვილე იყო..
- მე მართლა გენდობოდი, მართლა დავიჯერე, მაგრამ..
- დაიჯერე არა? ესაა დაჯერება? ესაა ნდობა? სულ ცოტა ხნით გავედი ბავშვთან ერთად და მაშინვე ის იფიქრე რაც ყველაზე მეტად გვატკენდა..
- თომა _ თავისთვის ჩაიჩურჩულა.
- რატომ? მითხარი რატომ? ნუთუ იმდენიც ვერ მოვახერხე რომ შენი ნდობა დამემსახურებინა? _ დაბალ ხმაზე საუბრობდა..
- თომა, გთხოვ..
- რას მთხოვ ამიხსენი რას?
- მაპატიე..
- მაპატიე, თითქოს ასე ადვილია.. შენ არ მენდობი! გესმის?! არ მენდობი! ასე ცხოვრება კი შეუძლებელია, ნდობის გარეშე ვერ იცხოვრებს წყვილი.
- თომა _ სასოწარკვეთა შიშმა შეცვალა.
- აქ დავამთავროთ დინა, გაგრძელება არ ღირს.. _ შებრუნდა და კარებისკენ წავიდა..
- თომა _ კიდევ ერთხელ დაუძახა..
- ჰო, დაბადების დღეს გილოცავ დინა _ ირონიულად ჩაიცინა და გავიდა.
- თომა..თომა _ ბურტყუნებდა თავისთვის..
- დე რა მოხდა? _ ბავშვის შეშინებულმა თვალებმა დააბრუნეს სამყაროში.
- არაფერი დე, შენ არ ინერვიულო, ცოტა ხანს ანდროსთან ხომ გაჩერდები, ან ანისთან..
- კი, შენ რომ ცუდად ხარ?
- ჩემო პატარა _ ჩაიხუტა _ დედიკო კარგად იქნება, უბრალოდ ცოტა ხნით მარტო უნდა იყოს კარგი? სულ ცოტა ხნით..
- კარგი..
- მიდი, მოემზადე. _ საბა რომ ოთახიდან გავიდა ანდროსთან დარეკა. _ ანდრო, თუ შეგიძლია ჩვენთან მოდი რა.
- კი, რა ხდება?
- მოდი, ძალიან გთხოვ.
- დინა ხომ მშვიდობაა?
- არ არის..
- მოვდივარ უკვე, სულ მალე მოვალ.
ანდო მართლა მალე მივიდა, ატირებული დინას დანახვისას სულ გადაირია, დაწვრილებით ეკითხებოდა რა მოხდა, დინა კი უბრალოდ დუმდა.
- ანდრო გეხვეწები და უბრალოდ საბა წაიყვანე, ცოტა ხანს გყავდეს შენთან..
- კი მაგრამ რა მოხდა, ან თომა სადაა?
- ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია, უბრალოდ მინდა რომ საბა შენთან იყოს, მშვიდად, ყველაფერს მოგიყვები მაგრამ ახლა არა.
- კარგი, კარგი _ პატარა წაიყვანა და წავიდა.. გულედანი კი მარტო დარჩა, საკუთარ თავთან და საკუთარი დანაშაულის გამო. ახლა მხოლოდ დროის უკან დაბრუნება უნდოდა..

---------

ზარანდია?
ზარანდია გაყინა დინას სიტყვებმა.. როგორ უნდოდა რომ სხვა პასუხი მოესმინა, ოღონდ ეს არა და ნებისმიერი სხვა.. მაგრამ დინამ ზუსტად იქ დაუმიზნა, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებოდა. უნდობლობა ისაა რასაც ვერ პატიობს ადამიანს.. არადა მთელი გულით უწყობდა სურპრიზს. უნდოდა ხელიც მოეწერათ და უკვე კანონის წინაშეც ცოლ-ქმარი ყოფილიყვნენ. უნდოდა ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო ორივესთვის.. არა, განსაკუთრებული მართლა აღმოჩნდა.. არც კი იცის როგორ უნდა მოიქცეს.. ჯერ ნამდვილად ვერ შეძლებს მასთან ცხოვრებას, ჯერ კი არა, საერთოდ შეძლებს რომ? ამ ყველაფერს საბა ემატება.. მაინც ვერ იმეტებს გულედანს რომ შვილი წაართვას.. იცის ამას ვერ გადაიტანს.. მაგრამ ახლა, ახლა იმდენად იმედგაცრუებულია, მაშინ როცა ბოლოსდაბოლოს ჩამოყალიბდა თავის გრძნობებში.. მაშინ როცა უკვე უნდა ეთქვა ის ერთი სიტყვა, მაშინ როცა ნამდვილად სრულფასოვანი ოჯახი უნდა შეექმნა, ყველაფერი თავზე ჩამოემხო. დილით საბა რომ წაიყვანა, არც კი უფიქრის თუ დინა ასე ინერვიულებდა, ვერც კი წარმოიდგენდა ისევ თუ ჰქონდა ეჭვები მასთან დაკავშირებით..
მაგრამ ფაქტი სახეზეა!
ახლა ისიც დააბრუნებდა დროს უკან.. თუმცა უძლურია.. ვერ ხვდება რა შეიძლება გააკეთოს. გამოსავალს ვერ ხედავს.. ერთადერთი რაზეც ახლა ფიქრობს მეგობრებთან საუბარია, აუცილებლად დაეხმარებიან. ჯერ ალექსთან დარეკა, შემდეგ ანდროსთან. საბა ცოტა ხნით ანის დაუტოვეს და ძმაკაცები ალექსის სახლში შეიკრიბნენ.

- მგონი ხელის მოწერა აღარ შედგება _ ჩაილაპარაკა ალექსიმ.
- აღარაფერი აღარ შედგება საერთოდ.
- რა მოხდა?
- ეგონა საბა წავიყვანე და გავქრი _ სიმწრით ჩაეცინა _ ეგონა ვატყუებდი, არ მენდობა.
- თომა.. _ მშვიდი ტონით დაიწყო ანდრომ.
- თუ უნდა გამართლო, არაფერი არ მითხრა.
- უნდა გავამართლო და უნდა გითხრა, აი შენ მომისმენ.
- როგორ უნდა გაამართლო? ეს ის სიტუაციაა გამართლება რომ არ აქვს.
- ეგ შენ გგონია მასე. მოდი სულ თავიდან დავიწყოთ. გოგომ დაკარგა ბავშვობის მეგობრები, ფაქტობრივად ოჯახი, დარჩა მხოლოდ საბა, რომელიც შვილივით გაზარდა და სიცოცხლეს ურჩევნია. სრულიად მოულოდნელად, სამი წლის შემდეგ ჩნდება ვიღაც, ეუბნება რომ ლევანის ძმაა და ძმის შვილი თავისთან უნდა წაიყვანოს. შემდეგ სთავაზობს ალტერნატივას, ჩაუსახლდება. ეს არ კმარა და ითხოვს იდეალურ პირობებს, იწყებს მასთან ერთად ძილს. შემდეგ აი ასე ნელ-ნელა ურევ ცხოვრებას, გრძნობებს. მერე სრულიად მოულოდნელად იწერთ ჯვარს.
- ვისი იდეა იყო ნეტავ? _ ჩაიფრუტუნა.
- მაცადე, იდეა ჩემი იყო, მაგრამ შენს თვალებში მოთამაშე ჭინკები რომ არ დამენახა, არ ვიტყოდი. დაიწერეთ ჯვარი და ისე გააგრძელეთ ცხოვრება, ჩამოყალიბდით ნამდვილ ოჯახად. მაგრამ გითქვამს ოდესმე რომ გიყვარს? არა.
- ეს ერთი სიტყვა წყვეტს ყველაფერს?
- ხანდახან წყვეტს..ერთ დილით იღვიძებს, არ ხვდება სახლში თომა, არ ხვდება სახლში საბა, ყველა იკარგება. არავინ პასუხობს ტელეფონს და ფაქტობრივად ნახევარი დღე არ ჩანან. რა უნდა იფიქროს?
- უნდა იფიქროს რომ ბავში გასართობად წავიყვანე.
- თომა ვერ იფიქრებს ამას, შენ არ იცი რომ ადამიანი ყოველთვის ცუდზე ფიქრობს?
- არ უნდა ეფიქრა, ანდრო, არა.
- კარგი რა თომა, მისი მხრიდანაც იფიქრე _ ხმა ამოიღო ჩაფიქრებულმა ალექსიმ.
- არ ვიცი, ახლა უკვე აზრი აღარ აქვს. დავამთავრე.
- ნუ გადამრიე რა დაამთავრე _ გაბრაზდა ანდრო.
- ყველაფერი, ვერ ვიქნები ადამიანთან რომელიც არ მენდობა.
- მე წავედი, ალექს მიხედე რა ამას შენ.
- შენ სად მიდიხარ?
- დინას მივუყვან საბას და მოვალ.
- წესით საბაც ჩემთან უნდა მომყავდეს.
- ახლა მოიცა, დაბოღმილი კაცივით ნუ ლაპარაკობ რა, დედას ბავშვი როგორ უნდა წაართვა, ეს თემა აქ ამოვწუროთ. მალე მოვალ.

ანისთან დატოვებული საბა წამოიყვანა. რძალს მარტივად აუხსნა იკამათეს და დანარჩენს დინა თვითონ გეტყვისო და პატარა დედასთან წაიყვანა. კარები უკვე დამშვიდებულმა გულედანმა გაუღო, თუმცა ტირილისგან ჩაწითლებული თვალები ყველაფერზე მეტყველებდა. მთელი ძალით ჩაიკრა საბა გულში, მის კულულებში ათამაშებდა თითებს. შემდეგ ოთახში გაუშვა და სავარძელში მოკალათებულ ანდროს გადახედა.

- შემიძლია ანი გამოვუშვა შენთან, შემიძლია მე მოგისმინო _ მშვიდად გაუღიმა კილასონიამ.
- მოსასმენი არაფერია, ერთი სულელი გოგო ვარ, რომელმაც ვერ დააფასა ის რაც აქვს, ჰქონდა უფრო სწორად _ ღრმად ამოისუნთქა.
- დამშვიდდი კარგი? ყველაფერი მოგვარდება.
- არაფერი აღარ მოგვარდება ანდრო, არაფერი _ ისევ აუვარდა ტირილი.
- ჩუ, დაწყნარდი _ გვერდით მიუჯდა და მიიხუტა. _ მისმინე, აუცილებლად მოაგვარებთ, მე უნდა წავიდე, ანი ამოვა კარგი?
- კარგი _ ჩუმად ჩაილაპარაკა და გააცილა _ თავს გაუფრთხილდეს _ მიაძახა ჩუმად და სახლში შებრუნდა.
ანიც მალე მივიდა მასთან, მეგობრები ოპერატიულად მუშაობენ. მეგობარს ჩაეხუტა, ასე უთქმელად ისხდნენ დივანზე, დინა ქვითინებდა, ანი ამშვიდებდა.
- სულ წავიდა _ სლუკუნს აგრძელებდა და ემოციებისგან იცლებოდა.
- დაბრუნდება _ მშვიდად პასუხობდა ანი.
- აღარ დაბრუნდება, ვაწყენინე, იმედები გავუცრუე..
- დინა, დინა დამშვიდდი, წამოდი დაიძინე, აი ნახავ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, აუცილებლად.
- არ მჯერა.
- წამო, დაიძინე და დარწმუნდები, ხვალ ყველაფერს უკეთესად გაანალიზებ და გზასაც იპოვი. წამოდი ჩემო ლამაზო.

ოთახში შეყვანა, თვითონაც იქვე ჩამოუჯდა, თმებზე ეფერებოდა, ამშვიდებდა. მასაც ტკიოდა გული დინას ასეთ მდგომარეობაში ნახვის გამო, ჯერ სულ ერთი თვეა რაც გაიცნო და უკვე ძალიან შეუყვარდა. ამ წყვილს ცალ-ცალკე უბრალოდ ვერ წარმოიდგენს. მძინარე გულედანს დააფარა და თვითონ მისაღებში მოკალათდა.


ზარანდია...
ზარანდიასაც ეძინა მეგობრის ოთახში.. ჩაეძინა უკვე მთვრალს, სასმლისგან თუ ტკივილისგან მთვრალს, ან ორივესგან. ვერ მოინელა დინას უნდობლობა.. დიდი ხანია ასე აღარაფერს უტკენია მისთვის.. რაღა მაინცდამაინც დღეს მოხდა ყველაფერი, იმ დღეს როცა კიდევ უნდა შეცვლილიყო რაღაც უკეთესობისკენ. უნდა შეცვლილიყო, შეიცვალა კიდეც, მაგრამ უარესობისკენ. გულედანთან ცხოვრებას ვეღარ შეძლებს.. დანარჩენს კი ხვალ გადაწყვეტს აუცილებლად.. ცივ გონებაზე უნდა ჩამოაყალიბოს ყველაფერი და არა ასე გამწარებულზე..
________________
თავი 12


არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ, პირიქით. ორი კვირა გადის რაც ერთმანეთი არ უნახავთ. საბას წასაყვანად ანდროს გზავნის და ანდრო აბრუნებს უკანვე. არც ტელეფონით დაურეკავს, დინაც არ იჩენს ინიციატივას. განა არ უნდა? უბრალოდ ვერ ხვდება რა უთხრას, როგორ აუხსნას. ისევ თავისთვის ჩუმად ტირის ღამ-ღამობით, ისევ თომას ბალიშზე იძინებს. ვერასდროს წარმოიდგენდა მისი მეგობრების სიკვდილის შემდეგ ვინმე თუ ასე მოენატრებოდა. ვერაფერი უვსებს ამ დანაკლისს. წასვლიდან მეორე დღესვე ზარანდიამ მეგობრებს სთხოვა ბარგის წამოღება. მაქსიმალურად ცდილობს ყველანაირი კონტაქტი აიცილოს თავიდან, დინაზე არავინ ელაპარეკება, საბასაც არაფერს ეკითხება. ბიჭებიც და ანიც სულ კითხულობენ, ხშირად სტუმრობენ. კიდევ უფრო დაუახლოვდა ანის, ადამიანი სჭირდებოდა რომელიც გაუგებდა, დაამშვიდებდა, რჩევებს მისცემდა და მეჯვარე სწორედ ასეთი აღმოჩნდა. გულედანი ცდილობს საბასთან არაფერი შეიმჩნიოს, ისევ ისეთი იყოს, მაგრამ რამდენად გამოსდის ეს სხვა საკითხია.

მიუხედავად ყველაფრისა მაინც ცდილობს მეგობარს ქორწილის ორგანიზებაში დაეხმაროს. ისე გულით სთხოვა ანიმ, უარს ვერ იტყოდა, საპატიო სტუმრებს შორისაა და წასვლაზეც ვერ თქვა უარი. ამ საღამოსაც რაღაც დეტალებს განიხილავდნენ ერთად. ადვილად შენიშნა გულედანის უხალისობა.

- დინა რამე მოხდა კიდევ?
- არაფერი _ შეწუხებული სახით უპასუხა.
- აბა რა გჭირს?
- არ ვიცი, რაღაც ვერ ვარ კარგად.
- რატომ? გაცივდი, რამემ მოგწამლა?
- გაციება არამგონია, მგონი მოვიწამლე.
- მერე მისულიყავი ექიმთან.
- რავიცი გადამივლის ალბათ, მაგრამ ეს გულისრევის შეგრძნება ვერ მოვიშორე.
- დინაა.. სხვა რამეზე არ გიფიქრია? _ თვალებმოჭუტული დააკვირდა ანი.
- რა სხვა რამე... არა _ თვალები გაუფართოვდა.
- ჰო და იფიქრე დინა, იფიქრე _ გაუცინა ანიმ.
- არა, არა _ ბუტბუტებდა თავისთვის.
- რა არა, რა არა? წარმოიდგინე რა მაგარი იქნება, ყველაფერს დაალაგებს, ხვალვე მივდივართ ექიმთან.
- მოიცა, ალექსის არაფერი უთხრა, არც ანდროს და არც თომას, ძალიან გთხოვ.
- რატომ?
- არ ვაპირებ თომას ბავშვით შევაცოდო თავი.
- შენ სულ გაგიჟდი?
- არა, კარგად ვარ. ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცით, მაგრამ არავის უთხრა, ძალიან გთხოვ. როცა საჭიროდ ჩავთვლი მე თვითონ ვეტყვი.
- კარგი, კარგი, მაგრამ ხვალვე წავალთ ექიმთან.
- საბა?
- საბას მე მივხედავ, ბიჭებს დავუტოვებ და ეგ იქნება.
- კარგი.
- ძალიან კარგი, მე ახლა ავალ და შენ დაისვენე.

ანი გააცილა და მოთამაშე საბას გადახედა. მიეფერა, ზღაპარი წაუკითხა, დააძინა და თავის ოთახს მიაშურა. გონებიდან არაფრით ამოსდიოდა ანის სიტყვები. მართლა რომ ასე იყოს? სრულიად შესაძლებელია, მაგრამ მერე როგორ მოიქცევა?
ბედნიერება.. უსაზღვრო ბედნიერება იქნება კიდევ ერთი ანგელოზი, მაგრამ ასეთ სიტუაციაში რა შეიძლება ქნას? რაც ზუსტად იცის ისაა, რომ ზარანდიას არ ეტყვის ჯერ. განა იმიტომ რომ უმალავს, არა, უბრალოდ მართლა არ უნდა ბავშვის გამო იძულებით იცხოვროს მასთან, არ უნდა დაავალდებულოს ან თავი შეაცოდოს. თუმცა ჯერ უნდა დარწმუნდეს. არ იცის რატომ მაგრამ გულში ბედნიერების ნაპერწკალი აელვარდა, მოუსვენრად იყო ღამითაც, წრიალებდა, ვერ ისვენებდა.
გათენდა თუ არა, მაშინვე დაურეკა ანიმ. გეგმები შეახსენა.

- გაემზადე და მოვალ მეც.
- საბა?
- მოვაგვარე უკვე, ალექსი წაიყვანს და თან იმასაც ნახავს. _ სახელით არ მოიხსენია.
- კარგი.

ნახევარ საათში ანი უკვე კარებზე აკაკუნებდა. ბავშვთან ერთად გავიდნენ, კარები დაკეტეს. სადარბაზოსთან ალექსი ელოდებოდათ. დინა მოიკითხა, საბა მანქანაში ჩაისვა და წავიდნენ. გოგონებმა საავადმყოფოსკენ გასწიეს. უჩვეულოდ აღელვებული იყო გულედანი, ანი ვერ ისვენებდა, მოსალოდნელ შემთხვევას განიხილავდა. ანალიზები აიღო, პასუხებისთვის საღამოს დაიბარეს. საღამომდე ანის დაჟინებული თხოვნით პარკში გაისეირნეს, ნაყინები ჭამეს. ამ გოგოს გვერდით მართლა ბედნიერია. არასდროს ჰყოლია ნინოს გარდა ასეთი ახლო მეგობარი გოგონა, ახლა კი ანიმ შეძლო მისი გულის მოგება. ამ ორმა კვირამ კიდევ უფრო დაახლოვა. საღამომდე დაატარებდა აქეთ-იქით, საღამოს კი სასწრაფოდ გააქანა პასუხების მისაღებად.
ისედაც აფორიაქებული კიდევ უფრო აღელდა დინა. ათასი აზრი ერეოდა ერთმანეთში. ექიმის ღიმილიანი სახის დანახვამ ყველაფერი დაავიწყა. საზეიმო ტონმა და წარმოთქმული ტექსტის შინაარსმა თვალები აუცრემლიანა, ბედნიერებისგან რა თქმა უნდა. ანიც ყურებამდე გაღიმებული მთელი ძალით უჭერდა მეგობარს ხელს. ფრენით გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან.

- ხომ გეუბნებოდი _ გახარებული იყო ანიც.
- სიტყვებით ვერ აღვწერ ისე ვარ, ალექსის დაურეკე რა საბა მომიყვანოს.
- კარგი ახლავე _ დარეკა _ ნახევარ საათში მოიყვანს.
- კარგი, წამო ჩემთან რა.
- წავიდეთ.

სახლში ასულლი გაღიმებული სახით მოკალათდა სავარძელში და ხელები მუცელზე დაიწყო.

- დინა, თომასთან დაკავშირებით რას აპირებ? _ ანის კითხვამ დაასერიოზულა.
- არ ვიცი, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვეტყვი.
- აბა როდის?
- როცა რაღაცებს დავალაგებთ. ასეთი ურთიერთობის პერიოდში ვერ მივახლი სიხარულით იცი თომა მე ორსულად ვარ-თქო.
- მერე უფრო მძაფრი რეაქცია რომ ჰქონდეს?
- არაუშავს, ყველაფერს ავიტანთ _ მშვიდად ჩაილაპარაკა _ ისეთს არაფერს ჩაიდენს რაც ჩვენ გვავნებს, უბრალოდ ცოტა ხნით დავუმალავთ სიმართლეს.
- ჩემს ქორწილზე?
- კარგი რა, შენი ქორწილისთვის იმდენს ვერ მოვიმატებ რომ შემეტყოს.
- კარგი, აღარ დაგაძალებ, მაგრამ ჯობს დროზე უთხრა.
- აუცილებლად ვეტყვი, მაგრამ ცოტა მოგვიანებით, როცა პირისპირ მშვიდად შევძლებთ დალაპარაკებას. _ კარებზე კაკუნიც გაისმა. _ მე გავაღებ _ გაუღიმა ანის და კარების გასაღებად წავიდა. _ დედიკოს სიხარული მოსულა _ ბედნიერმა ჩაიკრა საბა გულში._ მოდი ალექს _ შემოიპატიჟა.
- ანა აქაა?
- კი ჩემთანაა, შემო რა, ყავას დაგალევინებ _ გაუცინა.
- კარგი.

სწრაფად მოამზადა ყავა და მეგობრებთან მისაღებში დაბრუნდა.
- როგორ ხარ ალექს?
- მე კარგად დინა, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად _ მშვიდად გაუღიმა. _ ეს დღეები ანდროსაც ვერ ველაპარაკე, სიახლე ხომ არაფერია?
- არა, ჯერ ისევ ასე ჩუმად დადიან, კაცმა არ იცის როდისთვის გეგმავს ასვლას.
- ავა. ალექს როგორაა? _ მაინც ვერ დასძლია ცნობისმოყვარეობა. წყვილს ჩაეღიმა.
- არაუშავს დინა, არის რა.
- კარგია.
- ახლა ჩვენ წავალთ _ გაუცინა ანის _ მერე ამოგივლით, ხომ ემზადები ქორწილისთვის?
- ვემზადები ალექს, ვემზადები.
- ძალიან კარგი, აბა წავედით. _ მეგობრებს დაემშვიდობა და ოთახში დაბრუნდა.
- საბა დე, არ გინდა დღეს ჩემთან დაიძინო?
- მინდა _ გახარებული დაეთანხმა.
- მიდი მოემზადე დასაძინებლად და დავწვეთ.

მიხუტებულ პატარას კულულებზე ეთამაშებოდა. მალე მეორე ასეთი ძვირფასი არსება ეყოლება გვერდით. მიუხედავად ამხელა ბედნიერებისა მაინც ღელავს მომავალზე, მოსალოდნელ შეხვედრაზე, ურთიერთობის გაგრძელებაზე.
- დე, შეიძლება რაღაც გითხრა?
- მითხარი ჩემო სიცოცხლე.
- მამაზე უნდა გითხრა.
- მითხარი დე.
- იმ დღეს გავიგონე ანდრო ძიას ეკითხებოდა როგორ არისო _ საიდუმლოდ გაანდო პატარამ. დინას გაეღიმა.
- ჩემო პატარა _ კიდევ უფრო მიიხუტა და თავზე აკოცა _ დავიძინოთ დე.

დილა უჩვეულოდ კარგ განწყობაზე დაიწყო, ენერგიულად. ამ დღეებში უნდა დაასრულოს კაბები, ანის კაბაც და თავისიც.

...................

ორი კვირა მალე გავიდა. დილით ისე ღელავდა, თითქოს პირველად უნდა შეხვედროდა თომას. ანის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად სალონში წასვლაზე უარი თქვა. მაკიაჟს არ იკეთებდა, თმები კი მაინც კულულებად უნდა დაეყარა ზურგზე. დილიდან წინ და უკან დადის. მოკლე, თავისუფალი სტილის კაბა ეცა. მაღლები ჩაიცვა და უკვე მზად იყო. ახლა საბა უნდა გაემზადებინა. ერთად შეარჩიეს ჯინსი და მუქი ლურჯი პერანგი. ფეხზე კედები მოარგო და მისი უფლისწულიც მზად იყო. ჯერ ანისთან უნდა ასულიყვნენ სახლში, მასთან ერთად უნდა შეხვედროდნენ სიძეს. იცის რომ პირველად სწორედ იქ მოუწევს ზარანდიას ნახვა. გული გამალებით უცემდა, თუმცა ჯერ სანერვიულო არაფერი იყო. ნაზად დააკაკუნა ანის კარებზე, დედამისი ბედნიერი სახით გამოეგება და ანის ოთახისკენ მიასწავლა გზა.
- გამარჯობა _ მორიდებით მიესალმა ოთახში მყოფ გოგონებს _ რა ლამაზი ხარ _ აღტაცება ვერ დაფარა.
- დინა, მადლობა, შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები _ ბედნიერი ჩეხუტა.
- მადლობა.
- ახლა რაღაცას გთხოვ და უარი არ მითხრა რა.
- გისმენ.
- დამპირდი ჯერ.
- კარგი, ჰო, გპირდები.
- გოგოები მაკიაჟს გაგიკეთებენ რა, სულ უბრალოდ, ძალიან გთხოვ.
- ანი კარგი რა, არ მინდა.
- ძალიან გთხოვ _ უცებ მოიწყინა ანიმ, იცის როგორ უნდა დაითანხმოს გულედანი.
- კარგი ჰო, ოღონდ სულ ცოტა და მსუბუქი.
- კარგი _ გაუღიმა _ აბა გოგოებო დატრიალდით. ნახევარი საათი დატრიალებდნენ დინას სახეს, ეს მოუხდა, ეს ასე ჯობს. საბოლოოდ კი ისეთი გამოვიდა, დინასაც კი მოეწონა.
- აი ეს მესმის _ კმაყოფილი იყო ანი. _ თომას გააგიჟებ _ უჩურჩულა.
- მეეჭვება, არც ვაპირებ მაგას _ გაუღიმა _ დროს მივყვები, თვითონ დაალაგებს ალბათ დროის სვლა.
- მოვიდნენ _ ანის დედამ შემოიხედა. გულედანმა ღრმად ამოისუნთქა, ანიმ ხელზე ხელი მოუჭირა და გაუღიმა.
- ყველაფერი კარგად იქნება.
- იმედია, კარგი გავიდეთ.

სახეზე აკრული ღიმილით გავიდა მისაღებში. ბიჭები შემოლაგებულები იყვნენ. თომას უკვე ხელში ეკავა საბა. ანდრო ღიმილით მიუახლოვდა და გადაკოცნა.
- რა ლამაზი ხარ რძალო.
- მადლობა ანდრო მაგრამ რძალი აღარ ვარ _ ამოისუნთქა.
- იქნები _ თვალი ჩაუკრა. _ შენ ვინ უნდა გაგცნო იცი?
- ვინ?
- ჩემი ანო.
- ძალიან კარგი, ერთი წამით მივულოცავ ალექსის და მოვალ.
- კარგი.
ღიმილით მიუახლოვდა ალექსს.
- ალექს, გილოცავ _ ჩაეხუტა.
- მადლობა დინა, რა ლამაზი ხარ.
- მადლობა, შენც ძალიან სიმპატიური ხარ მაგრამ გოგო ჯობს _ ენა გამოუყო და გაუცინა.
- მოდი დინა, გაიცანი ეს არის ანო _ გულუბრყვილო მზერით უღიმოდა გოგონა. ანდრო მართალი აღმოჩნდა, ბავშვი იყო.
- მე დინა ვარ, სასიამოვნოა _ გაუღიმა ანოს.
- ჩემთვისაც _ მორცხვად ჩაილაპარაკა.
- უკეთესად გაგიცნობ _ გაუცინა _ ჩემს გვერდით დასვი ანდრო გაფრთხილებ.
- აუცილებლად, გავჩუმდით აბა _ გაიცინა და ყურადღება ანის მამისკენ გადაიტანა.

გულედანის ყურადღება კი მხოლოდ ზარანდიებისკენ იყო მიმართული, მზერაც მხოლოდ მათ ამჩნევდა. ისე უნდოდა ახლა მათ გვერდით მდგარიყო, ისევ ძველებურად მოეხვია თომას ხელი. მაგრამ კაცი არც კი იყურებოდა მისკენ. საბასთან ლაპარაკში იყო გართული. არც კი მისალმებია სახლში რომ შევიდნენ, ცივად შეხედა და მზერა მოაშორა. „აბა რას ელოდი?“ - ჩაისისინა ეგომ. როგორც იქნა მოწყვიტა ბიჭებს თვალი და ნეფე-დედოფალს გადახედა.
ზარანდია?...
სულაც არ დარჩენია უყურადღებოდ „მეუღლე“. შემოსვლისთანავე შეამჩნია მისი ჩაცმულობა, ვარცხნილობა, მაკიაჟი. უბრალოება ისევ შენარჩუნებული ჰქონდა, მაგრამ მსუბუქი მაკიაჟი კიდევ უფრო ალამაზებდა. ტუჩებსაც უფრო მეტად დასტყობოდათ ღვინისფერი. მისი ჩამქრალი თვალებიც შენიშნა, როცა არ შეიმჩნია. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოინელა ის უნდობლობა..
სახლიდან გასვლის დროც მოვიდა. ანდრომ დინას შესთავაზა თავისი მანქანით გაყვანა. დათანხმდა, არც უფიქრია რომ თომაც იმავე მანქანაში იქნებოდა. წინ წყვილი დასვა და თვითონ უკან მოთავსდა. მანქანის კარები რომ გამოაღო უფროსმა ზარანდიამ შიგნიდან დაცხა. როცა მიხვდა რომ ისიც მათთან ერთად მიდიოდა, სულ აწითლდა ემოციებისგან. შუაში საბა ჩასვეს, პერანგის საყელო გაუსწორა პატარას და საზურგეს მიეყრდნო. ამ დროის განმავლობაში პირველად არის ასე „ახლოს“ და გულიც გამალებით უცემს. ბავშვივით მორცხვად აპარებს თვალებს მისკენ და ბოლოს ისევ გზას აშტერდება..
თომა კი თითქოს სულ არ იმჩნევს. მაგრამ როგორ გინდა არ შეიმჩნიო.. ცდილობს დიდხანს არ შეხედოს, მაგრამ თვალები თავისით მირბიან იქით.. ეს ქორწილიც მაინცდამაინც ახლაა..

წყვილის რა მოგახსენოთ და მეგობრებს ნამდვილად ჰგონიათ რომ ეს ქორწილი დაალაგებს მათ ურთიერთობებს. ანდრო ეშმაკური ღიმილით აკვირდება სარკიდან, ანო მორცხვად უღიმის ორივეს, საბა კი გაუჩერებლად ტიტინებს და ტიტინებს...
___________________
თავი 13


ჯვრისწერა დაიწყო, წყვილი ისეთი განათებული თვალებით შესცქეროდა ერთმანეთს, გულედანს ტირილი მოუნდა. თავის ჯვრისწერაზე ხომ არ ყოფილა ამდენი სიყვარულით მომზირალი სახე. საბა ახლა დედას მიკვროდა ფეხებზე. დინას მის თმებში აეხლართა თითები და ცერემონიას შეჰყურებდა. ზარანდია ცოლ-შვილის ყურებაში იყო გართული. ვერაფრით იტანს დინას ჩამქრალ თვალებს, მაგრამ თავსაც ვერაფერს უხერხებს, ვერც კი გამოელაპარაკა.
ჯვრისწერის შემდეგ ტრადიციულად ფოტოები უნდა გადაეღოთ. აქაც ისევ ანიმ იაქტიურა, მიუხედავად გულედანის შეწუხებული სახისა, ორივე გვერდით მოიყენა და ისე გადაიღო. არც ერთს არ მისცა უფლება საერთო ფოტოები გამოეტოვებინათ. ხელიც მოაწერეს და რესტორანში წავიდნენ. თომა დინას პირდაპირ „აღმოჩნდა“. მორცხვად დახარა ქალმა თვალები და ხელები ნერვიულად აათამაშა. კიდევ კარგი გვერდით ანდრო და ანო მიუსხდნენ, ყურადღება მათკენ გადაიტანა. საბა კალთაში ჰყავდა, დროდადრო თავზე კოცნიდა.

- რას საქმიანობ ანო? _ გაუღიმა გოგონას.
- ვსწავლობ, პირველ კურსზე არქიტექტურაზე.
- საინტერესოა, წარმატებებს გისურვებ.
- მადლობა _ ჯერ ისევ მორცხვად იყო.
- როგორ შეაყვარე ამ ანგელოზივით ბავშვს თავი? _ გაუცინა ანდროს.
- რისი თქმა გინდა რომ მე ანგელოზი არ ვარ? _ სიცილით იწყინა.
- ფრთებიღა გაკლია _ გაუცინა.
- რატომ არ ცეკვავთ? _ სიცილით მიუახლოვდა პატარძალი მათ მაგიდას.
- რავიცი აბა, მეწყვილეები არ ჩანან _ გაუცინა ანდრომ.
- მეწყვილეების მეტი რაა, ჩაკიდე ანოს ხელი და იცეკვეთ.
- მე არ ვცეკვავ _ დაიმორცხვა გოგონამ.
- იცეკვებ, კარგი მანამდე მაშინ დინა აცეკვე.
- ანი კარგი რა _ შეუბღვირა დინამ.
- ხმა, დღეს ჩემი დღეა.
რევერანსით გაუწოდა ხელი კილასონიამ, ქალმა ერთი კი გადააქნია თავი უკმაყოფილოდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საბა სკამზე დასვა და საცეკვაო მოედნისკენ გაჰყვა. მუსიკის ჰანგებს აყვნენ, თან საუბრობდნენ.
- რა მაგარი იქნება რომ შერიგდეთ.
- ანდრო გთხოვ რა, არ მინდა..
- რატომ დინა რატომ?
- იმიტომ რომ სულელი ვარ, დრო თვითონ დაალაგებს ყველაფერს ალბათ.
- აუცილებლად დაალაგებს, მაგრამ თუ თქვენც ხელს შეუწყობთ, უფრო სწრაფად მოხდება.
- ჰო.. ვნახოთ რა მოხდება.
- თუ ნებას დამრთავთ _ ალექსი მიუახლოვდა და ახლა მასთან დაიწყო ცეკვა. ანდრო უკვე თავის ანოს ეცეკვებოდა, ანი თომას. საბა კი ღიმილით ადევნებდა თვალს.
- მოგონებები არ გაგიღვიძა დღევანდელმა დღემ? _ ღიმილით ჰკითხა ალექსიმ.
- ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.
- ექნება, დამიჯერე, ექნება.
- იქნებ მეუღლე დამიბრუნოთ _ ღიმილით მიუახლოვდა მეორე წყვილი. არც დინას განწირული მზერისთვის მიუქცევია ყურადღება, თვალი ჩაუკრა და ალექსი დაიბრუნა, გულედანი კი თომას გადაულოცა. პირველი შეხებაც არ უგრძვნია ასე მძაფრად ქალს, მთელ ტანში დაუარა ჟრუანტელმა, ერთიანად დაცხა, ლოყებზე წამოწითლდა. თვითონაც მსუბუქად მოჰხვია კისერზე ხელები. არ შეუხედავს, სადღაც ხან სივრცეს, ხან იატაკს მისჩერებოდა, მაგრამ ზარანდიას არ უყურებდა.
თომას სურვილი წვავდა მისი ღვინისფერი ბაგეები კიდევ ერთხელ დაესაკუთრებინა, მაგრამ ისევ ვერ სძლია წყენას. ნაზად მოეხვია ხელები ქალისთვის და მისთვისვე შეუმჩნევლად ეფერებოდა. იმასაც გრძნობს როგორ თრთის გულედანი. მუსიკა ისე დამთავრდა, ზედმეტად არც კი შეუხედავთ ერთმანეთისთვის. დასრულებისთანავე მოაშორეს ხელები და დინაც სწრაფი ნაბიჯით დაუბრუნდა მაგიდას. აღელვებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, ოღონდ კი წინ მჯდომისთვის არ შეეხედა.
პატარა მალე მოითენთა, გულედანსაც მიზეზი მიეცა წასასვლელად. წყვილს ღიმილით დაემშვიდობა მათი თხოვნის მიუხედავად კიდევ დარჩენილიყო და მის მკლავებში მძინარე საბაზე მიუთითა.

- რითი წახვალთ? _ იქვე მდგომმა ანდრომ ჰკითხა.
- ტაქსით წავალთ ანდრო, არ იდარდო.
- მე გაგიყვანთ _ ზურგიდან მოესმა საყვარელი ხმა. უხმოდ მიტრიალდა, თითქოს თვალებით ეკითხებოდა დარწმუნებული იყო თუ არა. _ წავედით? _ უხმოდ დაუქნია თავი და გასასვლელისკენ წავიდა. მანქანასთან მისულებს, კარები გაუღო ზარანდიამ, დინაც უკან სავარძელზე მოკალათდა. გზა ისევ სიჩუმეში გალიეს, თომა სარკიდან აკვირდებოდა ორ საყვარელ არსებას და შეუმჩნევლად იღიმოდა. სადარბაზოსთან მისულმა კარები ისევ თვითონ გაუღო, საბა გამოართვა, დინაც გადმოვიდა და შეხედა.
- მომიყვანე _ თავისთვის ჩაილაპარაკა და საბაზე ანიშნა.
- მე ამოვიყვან _ ქალიც აღარ შეწინააღმდეგებია, კიბეებზე ავიდა, გასაღები მოძებნა, გააღო და შეატარა.. თომა პირდაპირ პატარას ოთახისკენ წავიდა, დააწვინა და უკან გამობრუნდა. უსიტყვოდ წავიდა სახლიდან. დინასაც ისევ გაეჩხირა ყელში ბურთი, ერთი-ორი ცრემლი ჩამოუგორდა და საბასთან შევიდა. ფრთხილად გახადა რომ არ გაღვიძებოდა და თავის ოთახს მიაშურა. ისევ ჩაეხუტა თომას ბალიშს, დღეს თითქოს თავიდან იგრძნო სიმარტოვე მთელი სიმძაფრით. ერთი სიტყვაც რომ ეთქვა ზარანდიას, სულ ერთი, თუნდაც უბრალოდ დამშვიდობებოდა, პირს მოაღებდა და ყველაფერს იტყოდა. მაგრამ მისგან ვერაფერს გრძნობს. თუმცა რას იგრძნობს როცა თომა შეგნებულად ნიღბავს ამ ყველაფერს. სახლიდან გასვლა მასაც ეძნელებოდა., სიამოვნებით დარჩებოდა. ისევ დაიძინებდა დინაზე მიხუტებული, მის ყელში დაკარგული, მაგრამ ვერ შეძლო.

ქორწილის შემდეგ წყვილი სამოგზაუროდ წავიდა. დინა მხოლოდ ანდროსა და ანოს ხვდებოდა. ანოსაც დაუახლოვდა, ადამიანში ყველაზე მეტად გულწრფელობასა და უბრალოებას აფასებს. ანოც სწორე ასეთია, საოცრად უბრალო, მუდამ ღიმილიანი.
ყოველ დილით ყურადრებით ათვალიერებს საკუთარ სხეულს და ცდილობს რაიმე განსხვავება შეამჩნიოს. ამჩნევს კიდეც, აშკარად მოპუტკუნდა. ღიმილით ისვამს მუცელზე ხელებს და პატარას ესაუბრება. ჯერ საბასთვისაც არ უთქვამს, ცდილობს სწორი დრო შეარჩიოს.
ამ დროის შერჩევაში კიდევ ორი კვირა გავიდა, ალექსი და ანიც დაბრუნდნენ. მეგობრები თავისთან მიიპატიჟეს. დინა ისევ უარზე იყო, თუმცა კვლავ არ გაჭრა ანისთან და ახლა საბასთან ერთად მიდის მათთან. თავისუფალი სარაფანი და დაბლები მოირგო, ღიმილით მისეირნობდნენ დედა-შვილი. ნაზად დააკაკუნა კარებზე, სიცილით შეეგება ანი, თბილად ჩაიხუტა მონატრებული მეგობარი. მისაღებში შესვლისთანავე საბა თომასკენ გაიქცა.

- მამიკოო _ ბედნიერი ჩაეხუტა.
- გამარჯობა _ ჩუმად ჩაილაპარაკა დინამ. ყველა გადაკოცნა თომას გარდა და მისგან მოშორებით დაჯდა. უკვე მესამე თვეში იყო, ანიმ კარებშივე აღნიშნა რომ წონაში მოუმატია. ახლა იმას ფიქრობს თომა როდის შეამჩნევს, არ ეშინია, უბრალოდ ღელავს, მაგრამ თვითონაც იცის რომ მოუწევს ამის თქმა. რთული ორსულობა არ აქვს, არც ტოქსიკოზი კლავს, მაგრამ რაღაცებზე მაინც უჩნდება გართულებები. ახლაც ანიმ ხორცის სალათი რომ მოიტანა სუფრაზე, ზიზღის გრძნობა დაეუფლა. სწრაფად წამოდგა და სააბაზანოსკენ გაიქცა. თან მიჰყვა ექვსი წყვილი თვალი, შემდეგ ანი და თომა.
- თომა მე მივხედავ _ გაუღიმა ანიმ.
- რა დაემართა?
- არ ვიცი, მივხედავ. წადი შენ _ როგორც იქნა გაუშვა მისაღებში _ დინა გამიღე, მარტო მე ვარ. _ სახეგაფითრებულმა გაუღო კარები. _ როგორ ხარ?
- უკეთესად.
- ისევ ცუდად ხდები?
- რავიცი მაინცდამაინც არაფერზე მაქვს გართულება, მაგრამ იმ ხორცის სალათმა გამხადა ცუდად.
- სულ ავიღებ სუფრიდან.
- არა, შეეშვი, ყველა იეჭვებს.
- თომა უკვე იეჭვებდა, აღარ მოგეშვება, სიმართლის თქმაც მოგიწევს.
- ჰო ვიცი, ავუხსნი ყველაფერს.
- ისე არაფერი გინდება ხოლმე?
- ისე რა, დღე როცა მინდება ვყიდულობ, ღამით თუ მომინდა ვცდილობ დავიძინო, მომტანი არავინაა და საბას მარტო ვერ დავტოვებ.
- გავიდეთ, უკეთესად ხარ?
- კი _ გაუღიმა და მისაღებისკენ წავიდნენ.ეჭვის თვალით შეათვალიერა თომამ, თმის წვერიდან ფეხის თითებამდე. თვალს არ აშორებდა და როგორც კი სასურველ ცვლილებებს მიაკვლია, ისევ შეუბღვირა დინას. სუფრაზე არაფერი უჭამია გულედანს, როგორც კი წარმოიდგენდა, ცუდად ხდებოდა. მხოლოდ წვენს სვამდა.
უკვე წასვლის დრო მოვიდა, თომამ რომ ანდროს რაღაც უჩურჩულა. კილასონიამ ჩაიცინა, საბას დაუძახა, ცოტახანს ელაპარაკა და გამოაცხადა მე, ანომ და საბამ ნაყინები უნდა ვჭამოთო. დინა დაეთანხმა და სახლიდან გავიდნენ.

- შენ ჩემთან ერთად წამოხვალ _ ჩურჩულით უთხრა თომამ. გულედანს გააჟრჟოლა, თავი დაუქნია და მანქანაში ჩაჯდა. სახლში მივიდნენ, მშვიდი ნაბიჯებით შეაბიჯეს.
- ყავას დალევ? ან ჩაის? _ ხმა ამოიღო ქალმა.
- არ მინდა. სხვა რაღაც უნდა გავარკვიოთ.
- კარგი, გასაგებია.
- ალბათ ისიც გასაგები უნდა იყოს რისი გარკვევა მინდა.
- ალბათ.
- ჰო და გისმენ.
- იცი... თომა... მე.. _ სათქმელს თავს ვეღარ უყრიდა.
- არ უნდა ამდენი ლაპარაკი, პირდაპირ მიპასუხე კი ან არა, ორსულად ხარ?
- კი _ ამოიკნავლა.
- რამდენის?
- მესამეში.
- და რამდენი ხანია რაც იცი?
- ერთი თვეა.
- აქამდე მიმალავდი? როდის აპირებდი თქმა, რომ გაჩნდებოდა, სკოლაში რომ მიიყვანდი თუ ოჯახს რომ შექმნიდა? _ ირონიულ ტონს არ იშორებდა.
- მე უბრალოდ შესაფერის დროს ვეძებდი.
- რომელ შესაფერის დროს?
- ურთიერთობას რომ გავარკვევდით აი იმ დროს.
- ურთიერთობის გარკვევა კიდევ დიდხანს გაგვიჭირდება, რაც ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის.
- ვიცი.
- ახლა მომისმინე, არ ვაპირებ ჩემი შვილი უმამოდ გაიზარდოს.
- არც მე ვაპირებ, ჩვენ ვერ დავლაგდებით როგორც ჩანს, მაგრამ შვილის ნახვას არ დაგიშლი _ ზარანდიას ჩაეცინა.
- არა, ისევ ვერ ხვდები რისი თქმა მინდა. მინდა ჩემი შვილი ჩემს გვერდით იზრდებოდეს, დაბადებამდეც და დაბადების შემდეგაც. არ ვაპირებ დედის გვარზე იყოს უბრალო ფურცლების გამო, ამიტომ სასწრაფოდ მოვაწერთ ხელს, მე ისევ აქ დავბრუნდები, ან თქვენ გადმოხვალთ ჩემთან, არ გეცოდინება და გეტყვი რომ სახლი ვიყიდე.
- ჩემი სახლი აქაა.
- ჰო და ძალიან კარგი, მაშინ ისევ მე მომიწევს აქ დაბრუნება, მაგრამ ყველაფერი ძველებურად აღარ იქნება. ერთ ოთახში დავიძნებთ, თუმცა არაფერი შეიცვლება, შენი უნდობლობა ისევ მახსოვს. _ თითოეული სიტყვა გულზე ეკლად ესობოდა გულედანს, მაგრამ ხმას რა ამოაღებინებდა. _ ახლა მითხარი ექიმთან როდის იყავი?
- ერთი კვირის წინ _ ჩაიბურტყუნა.
- და როდის უნდა მიხვიდე ისევ?
- ყოველ ერთ თვეში.
- გასაგებია, შემდეგ ვიზიტზე მეც წამოვალ, საბამ იცის?
- არა, ჯერ არ მითქვამს.
- ერთად ვეტყვით, სხვებმა?
- ანიმ.
- სხვებსაც ერთად ვეტყვით. როგორ ხართ? რამე ხომ არ უნდა ჩემს შვილს? _ ბოლო სიტყვები გამოკვეთა.
- ჯერ არაფერი _ ძლივს ამოღერღა და მაშინვე ოთახში შევარდა. ამდენ ხანს ყელში გაჩხერილი ბურთი ცრემლებით გადააგორა, ლოგინზე მოიკუნტა და თავისთვის, ჩუმად აქვითინდა.

თითქოს თომასაც არ უნდოდა ასე მოქცეოდა, მაგრამ არსებულმა წყენამ და ბრაზმა თავისი გაიტანა, ამას ემატება ორსულობის დამალვა. დინას ნდობა უნდა ასწავლოს, მისი ნდობა. ჩუმად შეიხედა ოთახში, ლოგინზე მოკუნტული, მტირალი რომ დაინახა თითქოს ყელში რაღაცამ წაუჭირა. მშვიდად მიუახლოვდა ლოგინს და მისი მხრიდან ჩამოჯდა.

- დამშვიდდი, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, ბავშვს ავნებს _ კიდევ უფრო ატკინა თომას სიტყვებმა, მხოლოდ შვილზე ზრუნავს. აღარ ქვითინებდა, მაგრამ სლუკუნი ვერაფრით შეიჩერა, სლუკუნშივე ჩაეძინა.

დილით გაღვიძებულს თომა გვერდით დახვდა. ლოგინის განაპირა კუთხეში იწვა, მისგან ზურგშექცევით. გაუბედავად წაიღო ხელი მისი ბეჭებისკენ, მაგრამ მაშინვე უკან დააბრუნა. ნელა ადგა ლოგინიდან, ხალათი მოიცვა და საბას ოთახში გავიდა. პატარას უშფოთველად ეძინა. ფრთხილად აკოცა შუბლზე და სამზარეულოში გავიდა. მას შემდეგ რაც ორსულობის შესახებ გაიგო, დილით სულ საუზმობს. დღეს სამი ადამიანისთვის მოამზადა საუზმე, იცის საბა რა დროისთვის იღვიძებს. ზუსტად ათ წუთში პატარა ღიმილით გამოვიდა, თბილად ჩაიხუტა დინამ, მოამზადა და მაგიდასთან დასვა. თომაც გამოვიდა, საბას აკოცა, ქალისთვის ხმა არ გაუცია, მაგიდასთან მოთავსდა.

- საბა მა, მე და დედიკომ რაღაც უნდა გითხრათ _ ინტერესით შეხედა პატარამ _ მა, მალე დაიკო ან ძამიკო გეყოლება.
- მართლა? _ თვალები გაუბრწყინდა.
- მართლა დე _ ღიმილით უპასუხა დინამ.
- რა მაგარია ვეთამაშები _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა _ როდის მეყოლება დე?
- რამდენიმე თვეში დე.
- კარგია _ კმაყოფილმა მოკბიჩა კიდევ ერთი ლუკმა.
- რამე ხომ არ უნდა პატარას? _ დინას გადახედა ზარანდიამ.
- არა _ ჩუმად ჩაილაპარაკა.
- არ მოგერიდოს, მე ჩემს შვილებზე ვზრუნავ მხოლოდ _ კიდევ ერთი ტკივილი მიაყენა.
- ჯერ არაფერი უნდა პატარას _ აკანკალებული ხმით ამოთქვა და ჩაი მოსვა.
- კარგი, დავურეკავ სხვებს და ახალი ამბავი ერთად ვახაროთ.
- ან უფრო ცალ-ცალკე _ ჩაილაპარაკა. სუფრა აალაგა და მისაღებში ჩამოჯდა.
- შუადღისთვის ამოვლენ _ მოშორებით დაჯდა თომა.
- კარგი.
- არ მინდა ასეთი დეპრესიული იყო, ბავშვზე ცუდად იმოქმედებს.
- კარგი _ სიმწრით გაეღიმა და ტელევიზორს მიაჩერდა.

გულწრფელი ღიმილით უყურებდა რაპუნცელს და ხალისობდა მის ცელქობაზე. თომასაც ეცინებოდა, თვითონაც მოწონდა მხიარული დინა. ქალისგან ის სიტყვები რომ მოისმინა, მთელ სხეულში დაუარა ბედნიერების ჟრუანტელმა. თავი ძლივს შეიკავა რომ არ ჩახუტებოდა, ემოციები არ გამოეხატა. მთელი ღამე არ ეძინა, დინას სუნთქვასაც კი აკვირდებოდა. სურვილი კლავდა შეხებოდა, ისევ თავის მკლავებში მოექცია, მაგრამ სურვილი სურვილადვე დარჩა. თვითონაც ვერ იტანს ასეთ ცივ ტონს, იმასაც ხვდება რომ გულედანს გულს ტკენს, თუმცა მაინც ასე იქცევა. თითქოს ცდილობს თავისი საქციელით აჩვენოს რა დაკარგა და როგორ ატკინა უნდობლობით.

- მაღაზიაში ჩავალ, იმათი მოსვლისთვის რაღაცებს ამოვიტან. თქვენ რამე ხომ არ გინდათ? _ მულტფილმის ყურებას მოწყვიტა დინა.
- ნაყინი მინდა _ მორცხვად ჩაილაპარაკა.
- კარგი, საბა მა შენ რა გინდა?
- მეც ნაყინი მინდა, არა ნაყინები ბევრი _ ხელით მოხაზა ბევრი და გაუცინა.
- ანუ ჩემს პატარებს ნაყინები უნდათ..
როგორც კი თომა სახლიდან გავიდა, საბა გულედანს მიუსკუპდა.
- დე მამიკო ხომ აღარ წავა?
- აღარ წავა დე _ მიეფერა პატარას და მიიხუტა.
- კარგია, მენატრებოდა.
- ვიცი დე _ კიდევ უფრო დაამძიმა საბას სიტყვებმა.

თომა მალე დაბრუნდა, ყველაფერი მზა მოუტანია, თან მიზეზიც აუხსნა, ჩემს პატარას გართულება აქვსო. შეგნებულად თუ შეუგნებლად ძალიან ტკენს ქალს, მეუღლეს, შვილების დედას. მეგობრების მოსვლამდე გაშალა სუფრა დინამ და კარებზე კაკუნის გაგონებისთანავე სახე გაუბრწყინდა. თითქოს მათთან ერთად ლაღად გრძნობს თავს, თითქოს კი არა, მართლა ძალიან ლაღია, რასაც თომასთან ნამდვილად ვეღარ ახერხებს. ბედნიერი ჩაეხუტა ყველას და შეიპატიჟა.
- რა ქენი? _ უჩურჩულა ანიმ.
- ყველაფერი რიგზეა _ გაუღიმა და დასხდნენ.
- რაღაც სიახლე უნდა გითხრათ _ გაუღიმა თომამ ბავშვებს.
- ყურადღებით გისმენთ _ გაუცინა ანდრომ.
- მოკლედ, მგონი ხვდებით რომ შევრიგდით. _ „შევრიგდით, როგორ არა“ - უკმაყოფილოდ გაიფიქრა დინამ. _ კიდევ ერთი სიახლე, მალე მეორე პატარა გვეყოლება.
- რა მაგარია, აუ ნათლული მეყოლება _ პატარა ბავშვივით აღტაცებული იყო ანდრო. _ გილოცავთ, რა მაგარია, აუ მეც მინდა.
- შენც გეყოლება _ გაუღიმა დინამ.
- ჰოდა მაშინ ჩემი შემოთავაზებაც მოისმინეთ, სიტუაციასაც მოუხდება. ამ ორსულ ძალს ამ სიცხეში ამ ქალაქში ხომ არ დავწვავთ, წავიდეთ ზღვაზე, ან მთაში, ან ორივეგან და დავისვენოთ.
- კარგი იდეაა _ მოეწონა ალექსის.
- კარგია, მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ მგზავრობის საკითხი. გავარკვევთ და შევთანხმდეთ მერე.
- და მაინც საით უფრო მიგვიწევს გული?
- ორივე კარგი იქნება.
- კიდევ ერთი საკითხია მოსაგვარებელი, ანოს მშობლებს უნდა დაველაპარაკო რომ ანოც ჩვენთან ერთად წამოვიდეს.
- რა პრობლემაა, ყველა ერთად დაველაპარაკოთ _ გადაწყვიტეს თომამ და ალექსიმ.
- ძალიან კარგი, ანუ ხვალ უნდა მოვაგვაროთ ყველაფერი.. ახლა კი თქვენი ოჯახის სადღეგრძელო უნდა შევსვა _ გაიცინა ანდრომ.

მთელი საღამო მართლა ბედნიერი იყო დინა, მეგობრების განათებული თვალები ახარებდა, მაგრამ როგორც კი წავიდნენ ისევ მოიწყინა. კიდევ კარგი გვიანობამდე მაინც დარჩნენ. ახლა ოთახში შევა, დაწვება, დაიძინებს და თომას სახესაც აღარ დაინახავს. საბას ადრე დაეძინა, ზღაპარიც არ აქვს წასაკითხი. გაუფრთხილებლად წავიდა დასაძინებლად. ლოგინის განაპირას დაწვა და ღრმად ჩაისუნთქა. მალე შევიდა ოთახში თომაც. ჩუმად დაწვა თავის მხარეს და ძლივს გასაგონად ჩაიბურდღუნა.
- ღამემშვიდობის. _ ხომ არაფერი? დინას მაინც აუფრთხიალდა გული. ესეც ორსულობას თანდართული ემოციურობა.
- ძილინების _ ბედნიერმა ამოთქვა და თვალები დახუჭა. მოშორებით, ზურგშექცევით მწოლიარე ზარანდიამაც კი იგრძნო ხმაში გაჟღერებული ბედნიერება, გაეღიმა, კმაყოფილმა დახუჭა თვალები და ისევ გულედანის სუნთქვას მიუგდო ყური.
________________

თავი 14

გაიღვიძა თუ არა, თომას გადახედა. როცა დარწმუნდა რომ ეძინა, ჩუმად ადგა ლოგინიდან, სარკის წინ დადგა, საღამურის ზედა მუცელზე აიწია და ღიმილით შეავლო თვალი საკუთარ სხეულს. ერთი სული აქვს როდის გაეზრდება მუცელი, როდის იგრძნობს მის არსებობას.
თომა ჩუმად უყურებდა ღიმილით, ეს მხოლოდ დინას ეგონა რომ ეძინა. აკვირდებოდა როგორ ისვამდა მუცელზე ხელებს და ბედნიერებისგან ეღიმებოდა. მამა გახდება, ამაზე მეტი ბედნიერება რაღა უნდა ინატროს. თვითონაც მთელი გულით ელის როდის დაიბადება მისი პატარა, როდის ჩაიხუტებს. სიტყვებით უჭირს ამ სიხარულის გადმოცემა, ემოციური არასდროს ყოფილა, არც გამოხატვა შეეძლო, მაგრამ ეს ის გრძნობაა, რომელსაც გულში ვეღარ იტევს. უკვე მეორე დღეა ყოველ დილას ამ მოლოდინით იწყებს, სულ რამდენიმე თვეც და ყველაფერი იდეალურად იქნება. არდადეგებიდან რომ დაბრუნდებიან აუცილებლად მოაწერენ ხელს. გულედანი ვერც კი ამჩნევდა რომ ეღვიძა, იმდენად იყო გართული მუცლის შესწავლით.

- დილამშვიდობის _ ღიმილით მიესალმა ზარანდია. სწრაფად ჩამოიწია ზედა.
- გამარჯობა _ მშვიდად უპასუხა.
- შეგიძლია გააგრძელო _ გაუცინა.
- შენი შვილი მაინც არ ჩანს და ჩემი ყურება არაა საჭირო _ ირონიულად გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. ზარანდიას ჩაეცინა, ადგა და უკან მიჰყვა.
- ექიმს უნდა ველაპარაკოთ _ დინა მოულოდნელობისგან შეხტა.
- დავურეკავ დღეს და ვკითხავ.
- ანოსთან წამოხვალ?
- გოგოებიც უნდა წამოვიდეთ?
- კი, ალბათ.
- კარგი წამოვალ. ყავა დაგისხა თუ ჩაი?
- ყავა თუ არ შეწუხდები.
- უფრო სწორად, შენი შვილი თუ არ შეწუხდება არა?
- ჰო _ უკვე ეცინებოდა მის ბავშვურობაზე.
- მიირთვი _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ფინჯანი დაუდგა წინ.
- შენ არ ისაუზმებ?
- ბავშვს არ უნდა ჯერ, საბასთან ერთად ვისაუზმებ.
- კარგი. ექიმს რომ დაურეკავ გამაგებინე რას გეტყვის.
- აუცილებლად _ ჩაიფრუტუნა და სამზარეულოდან გავიდა.

ოთახში შესულმა მიალაგა. კარადა გამოაღო, მოტკეცილი მაისური ჩაიცვა და კმაყოფილი დააჩერდა სულ ოდნავ წამოზრდილ მუცელს. შორტი ამოიცვა და საბასთან გავიდა. პატარას ეღვიძა, ლოგინში თავისთვის თამაშობდა. დედის დანახვაზე გაიღიმა და ხელები გაუშვირა. დინაც მაშინვე ჩაეხუტა, გვერდებზე მოუღიტინა და მათმა კისკისმა აიკლო სახლი.

- წამო დე ვისაუზმოთ და მერე სხვაგან მივდივართ.
- სად დეე?
- სად და ანოსთან, ხომ იცნობ ანოს?
- კი ვიცნობ.
- ჰო და ანოსთან მივალთ.
- მერე?
- მერე ალბათ დასასვენებლად წავალთ დე.
- რა კარგია. სად დე?
- სად და ზღვაზე დე, ან მთაში დე _ გაუცინა და აკოცა. _ მიდი ჩაიცვი და გამო.

მისაღებში ჩამომჯდარი თომასთვის არც კი შეუხედავს, სამზარეულოში გავიდა. ორივესთვის საუზმე მოამზადა. შვილთან ერთად მშვიდად ისაუზმა და ექიმს დაურეკა. თანხმობა მიიღო თუ არა, ქმარს წინ ჩამოუდგა, უკმაყოფილო მზერით შეხედა და „მოახსენა“ წასვლა შეიძლებაო. საღამომდე ბარგი ჩაალაგეს, ბიჭებმა ყველაფერი მოაგვარეს, ახლა მხოლოდ ანოსთან ასვლა და მისი მშობლების დათანხმებაღა დარჩათ. ყველა ერთად რომ შეგროვდნენ, დინამ საზოგადოებას თვალი მოავლო და ხმა ამოიღო.

- ბავშვებო ამდენნი რომ ავიდეთ სირცხვილია, „მაყრიონის“ ხალხივით ვართ _ ჩაიფხუკუნა.
- ასე უფრო დაგვთანხმდებიან _ გადახედა ანდრომ.
- კარგი, მაგრამ ამდენს არამგონია გველოდნენ.
- ეგ არაფერი _ გაუცინა და დაიძვრნენ.

გზაში ბევრი იხალისეს ანდროზე. აქამდე უდარდელი კილასონია შესამჩნევად ნერვიულობდა. მართლა უყვარს ეს გოგო და რა გინდა რომ ქნას? ყველას უხარია მისი ბედნიერება, მათი კუპიდონის ბედნიერება. გაბრწყინებული სახეებით აუყვნენ კიბეებს. ფრთხილად დააკაკუნა ანდრომ, მომღიმარმა ანომ გაუღო, ყველა სათითაოდ გადაკოცნა და შეიპატიჟა. ანოს მშობლები სულაც არ იყვნენ ღიმილით სახეგაბრწყინებულნი. თავაზიანად მიესალმნენ ახალგაზრდებს. დასხდნენ, ანდრომ ჩაახველა და დაიწყო.

- მგონი ჩემს შესახებ იცით, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მე ანდრო ვარ, კილასონია, 25წლის, დასაქმებული _ ღიმილით წარუდგინა საკუთარი თავი.
- დიახ, ვიცით _ მშვიდი იყო ანოს მამა.
- პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ რომ თქვენს ქალიშვილთან დაკავშირებით სერიოზული მიზნები მამოძრავებს, არ ვარ პატარა ბიჭი რომ ვერ ვხვდებოდე თქვენს შიშს. მესმის რომ გარკვეული პრობლემები გაქვთ ჩემს ასაკთან, მაგრამ მგონი ძალიან დიდიც არ ვარ _ გაუღიმა _ ანო მართლა მიყვარს, მინდა რომ დავოჯახდეთ, მინდა ჩემი შვილების დედა იყოს, მაგრამ ისიც მესმის რომ ახლა ეს არ მოხერხდება, ამისთვის ჯერ ძალიან პატარაა. მესმის რომ ჯერ უნდა ისწავლოს, დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბდეს, მესმის და მისაღებია, მაგრამ უნდა გთხოვოთ რომ ურთიერთობის უფლება მოგვცეთ. ამდენი ხალხი მოვიყვანე მოწმედ _ სერიოზული საუბარი ღიმილით დაასრულა. ყველას გაუკრთა ღიმილი სახეზე.
- ვაფასებ თქვენს საქციელს _ კვლავ დინჯი ტონით საუბრობდა მამა. _ ჩემი ნდობა მოპოვებულია _ გაუღიმა.
- მადლობა, ახლა კიდევ ერთი რამ უნდა გთხოვოთ და იმედი მაქვს კადნიერებად არ ჩამითვლით.
- გისმენთ.
- სამეგობრო დასასვენებლად მივდივართ ერთად, რაჭაში, შემდეგ შეიძლება ზღვაზეც, მინდა რომ ანომაც დაისვენოს ჩვენთან ერთად. _ კაცი შეყოყმანდა.
- ჩავერთვები თუ შეიძლება _ ყურადღება მიიპყრო დინამ. _ ამ სამეგობროს რძალი გახლავართ _ გაუღიმა ანოს მშობლებს _ ძალიან გვინდა რომ ანომ ჩვენთან ერთად დაისვენოს, ჩვენი მხრივ, მე და ანი პირობას გაძლევთ რომ თქვენს შვილს ჯანმრთელს და უვნებელს დაგიბრუნებთ ორი კვირის შემდეგ. ძალიან გთხოვთ.
- მგონი არაფერი დაშავდება _ გაიღიმა დედამ.
- კარგი, იყოს უმრავლესობის სურვილისამებრ _ დაეთანხმა მამაც და ყველას გაეღიმა.

ცოტა ხანი კიდევ დაყვეს ანოს ოჯახში და სახლებში დაბრუნდნენ. ყველა კმაყოფილი იყო. ვერასდროს წარმოიდგენდნენ ჭკუამხიარულ კილასონიას ასეთ სერიოზულს, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა. მაღაზიასთან იყვნენ მისულები დინამ რომ ეშმაკური ღიმილით გადახედა ზარანდიას. არ გამორჩენია თომას, გაუღიმა და კითხვისნიშნებიანი მზერა მიაპყრო.

- შენს შვილს შოკოლადი უნდა.
- მარტო ჩემს შვილს? დედას არა? _ გაუცინა.
- დედას რომ უნდოდეს აზრი არ აქვს, ასე რომ შვილს უნდა _ ნიშნისმოგებით გაუღიმა.
- ბავშვივით იქცევი _ გაუცინა და მაღაზიაში შევიდა. უკან შოკოლადებით დატვირთული დაბრუნდა, დინამ და საბამ დაინაწილეს და სახლში ასულებმა გემრიელად მიირთვეს.
- ბარგი მზად გაქვს?
- ჩემი და საბასი მზად მაქვს.
- ჩემი?
- თვითონ ჩაალაგე, ბავშვი შეწუხდებოდა _ საკუთარი თავით კმაყოფილმა გაუღიმა. თომამ თავი გადააქნია და სიცილით შევიდა ოთახში.

დღე მალე გავიდა, დილის მოლოდინით დაწვნენ. გულედანი განსაკუთრებულად ელის დილას, რაჭის ნახვა ყოველთვის უნდოდა, მაგრამ აქამდე არასდროს მისცემია საშუალება. ხვალ კი ოცნებას აისრულებს, საყვარელ კუთხეს ნახავს, მის ღირსშესანიშნაობებს. ღიმილით გადახედა თვალდახუჭულ მეუღლეს. დღეს ისე კარგად იქცეოდა, არ გაუბრაზებია. ასე თუ გააგრძელებს შესანიშნავი იქნება, ახლა თვითონ ეცდება ნერვები მოუშალოს, ნახოს ერთი როგორია. კმაყოფილი მზერით მოეფერა მუცელს და თვითონაც დახუჭა თვალები.

- დინა, დინა _ თომას ხმა ჩაესმა ძილში _ დინა ვაგვიანებთ.
- შენს შვილს არ უყვარს რომ აღვიძებენ _ ჩაიბურტყუნა და მხარი იცვალა.
- დინა აღარ წაგიყვან რაჭაში _ მაშინვე წამოჯდა ლოგინზე.
- ანდრო და ალექსი წამიყვანენ _ დაეჭყანა და ლოგინიდან ადგა.
- თბილი ტანსაცმელი ჩაალაგე?
- კი, ნუ გეშინია შენი შვილი უსაფრთხოდაა. _ სასურველი ტანსაცმელი მოირგო, თმები კოსად აიწია და ოთახიდან გავიდა. ღიმილით მიჰყვა ზარანდიაც.
- საბა გააღვიძე, მე საუზმეს მოვუმზადებ _ დავალება მისცა და სამზარეულოში შევიდა.
- დიახ ბატონო _ სიცილით დაეთანხმა და ოთახისკენ წავიდა.

მშვიდად მოემზადნენ, ამასობაში სხვებიც მოვიდნენ და რაჭისკენ გაეშურნენ. ერთი მანქანით გადაწყვიტეს წასვლა, ცოტა სივიწროვე აწუხებდათ, თუმცა ბიჭები სულაც არ იყვნენ უკმაყოფილო. ბედნიერი სახეებით მიხუტებოდნენ მეორე ნახევრებს. საბა თომას კალთაში მოკალათებულიყო, დინაც მშვიდად სუნთქავდა თომას მხარზე მიყრდნობილი, თან ღიმილით შეუმჩნევლად ეფერებოდა მუცელს. გზადაგზა ისვენებდნენ, ჩერდებოდნენ, სურათებს იღებდნენ. რაჭამდე ისე ჩავიდნენ ენა არ გაუჩერებიათ, ყველა მხიარულობდა. იქ წინასწარ შეგულებულ სახლს ესტუმრნენ, დიასახლისი ღიმილით გამოეგება, დააბინავა. უკვე დანამდვილებით იციან რომ შესანიშნავი ერთი კვირა ელით. ეზოში ჰამაკია, ყველაფერი მწვანეა ირგვლივ, სიცოცხლის ხალისს რომ შეგმატებს ისეთი ბუნება და ამინდია. მაშინვე ჰამაკს მიაშურეს გოგონებმა, ბიჭებს ბალახზე მოუწიათ დაჯდომა. ქალიც ეზოში ფუსფუსებდა.
- ქალბატონო ლილი, გიდი გვჭირდება და ხომ ვერ გვირჩევდით ვინმეს _ მიმართა ალექსიმ.
- კი შვილო, კი. აგერ მეზობელ სახლშია, ვეტყვი და გამოვა.
- ძალიან დაგვეხმარებით, მადლობა.

ცოტა ხანში ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდა. ყველას მიესალმა, თვალი მოავლო, გულედანზე საკმარისზე მეტ ხანს შეაჩერა მზერა და იქვე ჩამოჯდა.

- მე ვარ გიდი.
- სასიამოვნოა, მე თომა, ანდრო, ალექსი, დინა, ანო, ანი და საბა.
- სასიამოვნოა ჩემთვისაც. რაჭაში ბევრია სანახავი, მაგრამ ერთ კვირაში რასაც შევძლებთ ვნახოთ. აუცილებლად უნდა ნახოთ ნიკორწმინდა და ბარაკონი.
- მაშინ დღეს უკვე დაგვიანდა და ხვალ დილიდან დავიწყოთ.
- ძალიან კარგი, დილით ადრე შეგეხმიანებით და წავიდეთ.
- კარგი.

გიდი გააცილეს, ივახშმეს და ოთახებში დანაწილდნენ. დინას და თომას შუაში ეწვინათ მათი პატარა. ქალი თმებზე ეთამაშებოდა, ზარანდია კი ღიმილით ადევნებდა თვალს. საბას მალე ჩაეძინა, დინამ თომას ახედა, კაცმა გაუღიმა. მან შეუბღვირა და უკმაყოფილოდ დამანჭა სახე.

- სქესს როდის გავიგებთ?
- არ ვიცი.
- დინა ცოტა თბილად რომ მიპასუხო არ შეგიძლია?
- სითბო და სიტკბო ახლა მოგინდა? შენი შვილი არ არის სენტიმენტალურ განწყობაზე და დედაც ვერ გამოხატავს ემოციებს.
- ღმერთო ჩემო _ ღრმად ამოისუნთქა _ ძილინების _ სიცილით ჩაილაპარაკა.
- იმედია კოშმარები შეგაწუხებს _ კიდევ ერთხელ დაიგესლა დინა და კმაყოფილმა აქცია ზურგი.

მეორე დილით შეთანხმებისამებრ ნიკორწმინდისკენ გაეშურნენ. გიდი უყვებოდა მის ისტორიას, ტაძარი ბაგრატ მესამის დროს აშენებულა, მისი არქიტექტურის შესახებაც მოუთხრო. სოფლის ყველა წერტილიდან ჩანს ეს დიდებული ადგილი, მაღლობზეა აშენებული. „რაჭის სიამაყე“ - ასე ახასიათებენ მას. ტაძარი მართლაც დიდებულია. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩუქურთმებმა, კარიბჭეებმა, ორნამენტებმა. ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო. უამრავი სურათი გადაიღეს, აღფრთოვანებულები დარჩნენ. იმავე დღეს გადაწყვიტეს ბარაკონის ნახვაც. ეკლესია ორ მდინარეს, რიონსა და ლუხუნს შორის მდებარეობს, მას თურმე პატარა სვეტიცხოველსაც უწოდებენ. მთაში, მწვანეში ჩაფლული ტაძარი გასაოცარი ემოციით ავსებდა მეგობრებს. ბიჭები ღიმილით ადევნებდნენ თვალს სახეგაბრწყინებულ გოგონებს. თომას კისერზე შემოესვა საბა და ისე დაატარებდა. ვარაუდი გამართლდა, დასვენების არაჩვეულებრივი დღე ჰქონდათ. თუმცა საღამოს ზარანდია უკმაყოფილო მზერით უცქერდა გიდს. ანდრომ მხარი გაკრა, არაფერიო ანიშნა და ეზოში შევიდა.

- ხვალ საყინულე ვნახოთ _ გეგმა გააცნო გიდმა და დაემშვიდობა.

ოთახში ასულმა დინას შეუბღვირა.
- ეს გიდი არ მომწონს.
- მე რა ვქნა? არ მოგწონს და ნუ მოგწონს _ მხრები აიჩეჩა დინამ და ლოგინზე მიწვა.
- დაიღალეთ?
- მე კი და შენი შვილი არა, არ ინერვიულო.
- დინა გეყოფა _ გაბრაზდა ზარანდია.
- თომა გეხვეწები შემეშვი რა, მეძინება და საბას მიხედე გთხოვ _ გაუღიმა და თვალები დახუჭა.

ეს გოგო სულ გააგიჟებს. როცა მის გვერდითაა გაბრაზებასაც ვეღარ გრძნობს, არც ის უნდობლობა ახსოვს, ყველაფერი წარსულში რჩება. მის გვერდით მხოლოდ ოჯახი ახსოვს, სითბო და პატარის მოლოდინი. ხვდება რომ ქალბატონი მის გაბრაზებას ცდილობს. კი არ ცდილობს, გამოსდის კიდეც. უკვე ძალიან უშლის ნერვებს ამ „შენი შვილი“-ს ძახილით, მაგრამ თავისი ბრალია და ჩუმადაა. ღიმილით გაიხურა კარები და ეზოში მოცინარ მეგობრებს შეუერთდა. დილა ისევ ოჯახით დაიწყო, ფრთხილად შეაღვიძა ორივე და გააფრთხილა თბილად ჩაეცვათ. იცის რომ საყინულეში ცივა. რჩევას დაუჯერა და უკვე მომზადებული გამოცხადდა ეზოში. გიდი ღიმილით მიესალმა, თვითონაც ღიმილითვე დაუბრუნა პასუხი.

- თქვენ ოჯახები ხართ?
- კი, ოჯახები ვართ.
- სამწუხაროა რომ გათხოვილი ხართ.
- უკაცრავად? _ გაიკვირვა.
- არა ცუდად ნუ მიიღებთ, სიამოვნებით შევქმნიდი ოჯახს თქვენნაირ მანდილოსანთან ერთად.
- მაგრამ ყველაფერი დასწრებაზეა _ მკაცრი იყო ზარანდიას ტონი, დინას გვერდით ამოდგომოდა და ხელი მოეხვია.
- მართალი ხარ _ გაუღიმა გიდმა და მოშორდა.
- დიდი ხანია თვალებს გიჟუჟუნებს?
- შენ სიცხე ხომ არ გაქვს? ადამიანი გუშინ ვნახე პირველად და დღეს დამელაპარაკა, რა თვალებს მიჟუჟუნებს.
- მე გითხარი, აღარც თვალები რომ არ შერჩება და აღარც ძვლები, მერე იგიდოს.
- თომა ძალიან გთხოვ რა, ყველაზე მეტად ეგ მაღიზიანებს, ჩემი გაღიზიანება არ შეიძლება, ბავშვს ავნებს ძვირფასო მამიკო _ უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა და ჰამაკში ჩაჯდა.

ცოტა ხანში საყინულისკენ დაიძვრნენ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა გულედანში ეს ადგილი, მითუმეტეს აღწერილობის შემდეგ. ასეთი ადგილები ძალიან მოწონს. ბნელი, დაღმართიანი და ქვიანი ბილიკი, რომელიც გამოქვაბულის შავად დაღებულ თაღამდე მიდის. მის შიგნით ვრცელი დარბაზია, გამოქვაბულის ფსკერზე კი ტბაა, ყინულივით ცივი წყლით. როგორც კი ბილიკს მიადგნენ, თვალები გაუბრწინდა, თუმცა იმდენად ძნელად სავალი ჩანდა ცოტა შეეშინდა.

- ჩვენ აქ მოგვიწევს დარჩენა _ უჩურჩულა თომამ.
- რა თქვი?
- ჩვენ აქ დავრჩებით, საბასაც გაუჭირდება ამ დაღმართზე და შენც.
- არ გაგვიჭირდება.
- შეიძლება არ გაგიჭირდეს მაგრამ არა, საშიშია, ფეხი რომ დაგიცდეს, რომ წაიქცე?
- არ წავიქცევი.
- დინა რატომ მაბრაზებ?
- თომა ძალიან მინდა _ თვალები აუბრჭყვიალდა.
- არა! _ კატეგორიული იყო თომას ხმა.
- ხმა აღარ გამცე _ იქვე ჩამოჯდა და ასლუკუნდა.
- დინა რა გატირებს, შენთვის გეუბნები ადამიანო.
- დამანებე თავი.
- დინა, ჩემო პატარა _ ისევ თბილი მიდგომა სცადა.
- შენს პატარას სხვა სახელი ერქმევა _ ამოისლუკუნა.
- დინა..
- დამანებე თავი.
- ძალიან კარგი, ჩადი და მერე ვნახოთ. დაიმახსოვრე არ გაპატიებ რამე რომ დაგიშავდეთ.
- შენს შვილს რომ დაუშავდეს რამე, მაგრამ შეგახსენებ რომ ჩემი შვილიცაა და არაფერი მოუვა.
- ნუ ანერვიულებ თომა, საბას ჩვენ მივხედავთ, შენ დინას მიხედე და ნელ-ნელა ჩამოდით _ გაუღიმა ანდრომ და საბა ხელში აიყვანა.
- ხედავ? ყველა შენნაირი ხისთავიანი არაა, დაუჯერე.
- კარგი _ უკმაყოფილოდ დაეთანხმა და ღრმად ამოისუნთქა. _ ხელი მომკიდე _ დინას ხელი საკუთარში მოიქცია და ნელა დაუყვნენ ბილიკს. ყოველ ნაბიჯზე ფრთხილადო გაიძახოდა.
- დავიღალე _ დაიწუწუნა.
- ხომ გითხარი?
- ნერვებს ნუ მიშლი.
- აგიყვანო?
- პატარა ბავშვს მხედავ?
- კი, ჩემს შვილს ავიყვან ხელში _ თვითკმაყოფილმა გაუღიმა. დინასაც გაეცინა.

ასე წვალებით მოიარეს საყინულეც, თუმცა ღირდა. კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ გადაწყვიტეს მომდევნო ორი დღე დაესვენათ, უბრალოდ მშვიდად მსხდარიყვნენ ეზოში და სხვა გასართობი ენახათ. სახლში დაბრუნდნენ თუ არა, დინამ ლოგინს მიაშურა. ძილი ისედაც უყვარდა, ახლა საერთოდ. თან ძალიან დაიღალა. დილით სასიამოვნო სუნმა გამოაღვიძა. დიასახლისი აშკარად რაღაც გემრიელს ამზადებს. ისე მოუნდა, ისე მოშივდა, ჩაიცვა და პირველ სართულზე ჩაირბინა. არ შემცდარა ქალბატონი ლილიც და გოგონებიც იქ იყვნენ, ლობიანებს აცხობდნენ. კმაყოფილებისგან სახე გაუბრწყინდა, უკვე დაჭრილს მიეპარა და ერთი ნაჭერი აიღო.
- დილამშვიდობის _ ღიმილით მიესალმნენ გოგონები.
- გამარჯობა, ძალიან გემრიელია _ კიდევ ერთი მოკბიჩა.
- ჭამე ჭამე, ორის სამყოფი გაქვს საჭმელი _ გაუცინეს.
- ბიჭებს ძინავთ?
- ჩვენებს კი და შენები არ ვიცით.
- ჩემებსაც _ გაუცინა.
- ჩვენც მოვრჩით _ გააუღიმა ქალბატონმა ლილიმ _ რაჭული ლობიანების გარეშე ვერ გაგიშვებდით.
- უგემრიელესია _ კიდევ ერთხელ აღნიშნა გულედანმა.

ცოტა ხანში ბიჭებმაც გაიღვიძეს და ყველამ ერთად გადაინაცვლა ეზოში. ჰამაკში მხოლოდ დინა და საბა ისხდნენ, მალე მიუსკუპდა თომაც. დანარჩენი ორი წყვილი ერთმანეთს მიხუტებულები მოთავსებულიყვნენ ბალახზე.
- ახლა რა ვქნათ? _ კითხვა დასვა ანდრომ.
- დავტკბეთ სიმშვიდით _ გაუცინა დინამ.
- სიმშვიდით სხვა დროს დავტკბეთ, ახლა რამით გავერთოთ.
- დახუჭობანა ვითამაშოთ? _ გაუცინა ანომ.
- ხომ გეუბნები ბავშვი ხარ, რა დახუჭობანა? _ თვითონაც გაუცინა შეყვარებულს და ცხვირზე წაეთამაშა.
- აბა შენ მოიფიქრე მაშინ _ უცებ გაბუსხა ტუჩები.
- ნუ მებუტები _ უჩურჩულა და ყელზე შეეხო, უცებ გახსნა სახე ანომაც.
- მოიფიქრეთ რამე _ გადახედა თომამ.
- შენ რას მიკეთებ? _ უკმაყოფილოდ გაეპასუხა დინა.
- შენს თმებს ვეთამაშები.
- არავის უთხოვია, ბავშვსაც არ სურს დედის თმებს ეთამაშებოდე.
- კარგი რა, არ მოგბეზრდა?
- არა _ ჩაიცინა.
- ვითამაშოთ რა დახუჭობანა _ ითხოვა საბამაც და ყველას გაეცინა.
- შენ და ანომ ითამაშეთ საბა, თქვენ ხართ ტოლები _ გაუცინა ანდრომ. ანო ისევ გაეუბუტა.
- მაინც ვერაფერს ვიფიქრებთ და ვითამაშოთ დახუჭობანა რა მოხდება _ გაუცინა დინამ.
- შეენც რძალო? _ გადახედა ალექსიმ.
- ეგეც და მეც _ ფეხზე წამოხტა ანი. _ აბა დადექით მალე ვითვლიი _ გაიცინა და ყველა წრეზე დააყენა. _ რომელი გავითვალო?
- ბებია ყიდის კევებს _ გაუცინა ანდრომ.
- კარგი აბა, ბებია ყიდის კე-ვებს, ნაირ-ნაირ ფე-რებს, რომელი ფერიც გინდა შენ ამო-ირჩი-ე, დინა თქვი ფერი.
- იასამნისფერი.
- ი ა ს ა მ ნ ი ს ფ ე რ ი, ანდრო გადი, აბა თავიდან.....

საბოლოოდ, დახუჭვა ალექსს მოუწია. ეზოში მიმოიფანტნენ, დაიმალნენ. „დაასტუკეს“, „დაასტუკა“, მერე სხვა დაიხუჭა და ასე გრძელდებოდა რამდენიმე საათი. მოუბეზრებლად თამაშობდნენ, ბავშვობას იხსენებდნენ. საოცარ სილაღეს გრძნობდნენ. დინას მეგობრები გაახსენდა, ზუსტად ასე თამაშობდნენ თავშესაფრის ეზოში, ყველა ერთად, მოუბეზრებლად. თუნდაც მხოლოდ იმიტომაა ზარანდიას მადლობელი რომ ეს ადამიანები გააცნო, მაგრამ სხვა უამრავი მიზეზიც აქვს.

- აღარ შემიძლია, მე დავიღალე _ განაცხადა ხმამაღლა და მწვანე ბალახზე გადაწვა.
- მეც დავიღალე _ მაშინე გამოეხმაურა ზარანდია და გვერდით მიუწვა.
- მყუდროება რომ არ დამირღვიო ისე ვერ ძლებ.
- ხელს არ გიშლი, ხმასაც არ ვიღებ. უბრალოდ შენ ვერ ახერხებ რომ არ შემიმჩნიო.
- კი როგორ არა.
- ზუსტად.
- დამანებე თავი.
- დანებებული მაქვს _ მშვიდად მოჰხვია მუცელზე ხელი.
- დანებებული გაქვს ხომ?
- მე ჩემს შვილს ვეფერები, შენთვის დანებებული მაქვს _ ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი და მის მუცელზე თითების თამაში გააგრძელა. _ ნეტავ გოგო იქნება თუ ბიჭი? _ ცნობისმოყვარედ ჩაილაპარაკა.
- არ ვიცი, მაგრამ ბიჭი მგონია _ მაშინვე უპასუხა.
- ინტუიცია?
- დიახ.
- სახელი?
- მე ვიცი.
- მეც რომ გავიგო?
- თუ ბიჭი იქნება ლევანს დავარქმევ.
- დინა..
- გისმენ.
- დარწმუნებული ხარ? თუ ჩემ გამო..
- თომა, შენ სულ არ გიცნობდი ლევანი რომ იყო ჩემს ცხოვრებაში, ამ სახელს შენ გამო კი არა, ჩემი საუკეთესო მეგობრის, ძმის გამო დავარქმევ.
- მაინც მადლობა.
- არაა საჭირო, მაგრამ არაფრის.
- ჩემი პატარა _ ნელა დაიხარა და დინას მუცელს შეეხო ტუჩებით. გულედანს გააჟრჟოლა, ეცადა არ შეემჩნია, თუმცა დახორკლილმა კანმა შესამჩნევი გახადა. ზარანდიას ჩაეცინა. კიდევ კარგი სხვები თამაშით იყვნენ გართულები და მათთვის არ ეცალათ, თორემ დინა ამის საშუალებას არ მისცემდა. კიდევ ერთხელ შეახლო მუცელს ტუჩები და ქალის რეაქციით ტკბობა დაიწყო.
_______________

თავი 15

რაჭაში გაატარეს არაჩვეულებრივი ერთი კვირა, ემოციებით, სიხარულით, სითბოთი სავსე. თითქოს ყველაფერი დალაგდა დინას და თომას ურთიერთობაშიც, თუ არ ჩავთვლით ხანდახან გაბრაზების მცდელობებს. ყოველ დილას ერთად იწყებდნენ, პირველი ზარანდია იღვიძებდა, ღიმილით დაცქეროდა მძინარე ცოლ-შვილს და თბებოდა. თვითონ ყველანაირად ცდილობდა კარგად მოქცეოდა, ის სიცივე სადღაც მოისროლა და ახლა თბილი, მოსიყვარულე მეუღლე იყო. მაგრამ გულედანს არაფერი ესმოდა, კმაყოფილი ჩაცინებით ხვდებოდა მეუღლის მოფერებას, თვითონ კი მაქსიმალურად ცდილობდა ნერვები მოეშალა. მის საქციელს სიმშვიდით ხვდებოდა თომა, ორსული ქალის ახირებად თვლიდა და უბრალოდ ეცინებოდა.
დღეს ზღვაზე მიდიან, ერთ კვირას იქაც გაატარებენ და შემდეგ დაბრუნდებიან სახლში. დილით ისევ თვითონ მოუწია ცოლ-შვილის გაღვიძება, ფრთხილად შეახო ხელი დინას და ხელზე მიეფერა. ზანტად გაახილა თვალები ქალმა და მომღიმარ მეუღლეს შეეჩეხა.

- დილამშვიდობის _ მიესალმა თომა.
- წასვლის დროა? _ მისალმების გარეშე დაიწყო.
- ასეთი თბილი დილამშვიდობისაც არ იყო საჭირო _ გაუცინა _ კი, წასვლის დროა, მოემზადეთ.
- კარგი, სხვები მზად არიან?
- კი, მზად არიან, გავალ მე და ჩამოდით.
- კაი ჩამოვალთ _ ოთახიდან რომ გავიდა პატარა შეაღვიძა _ საბა დე, გაიღვიძე უნდა წავიდეთ, დედიკოო, ჩემო ცხოვრებაა _ თან კოცნიდა და ისე აღვიძებდა. პატარამ კარგ ხასიათზე გაიღვიძა, კოცნით შეეგება დედას და ლოგინიდან წამოხტა.

თბილად დაემშვიდობნენ დიასახლისს და ბათუმისკენ წავიდნენ. ზარანდია მაინც საოცარი ემოციით მიდიოდა ზღვისკენ, მართალია აფხაზეთი არ არის, მაგრამ ზღვასთან ყოფნისას მაინც სიახლოვეს გრძნობს საკუთარ კუთხესთან. როგორც კი ჰორიზონტზე ზღვა გამოჩნდა, ჰაერი ხარბად შეისუნთქა და გაეღიმა. კიდევ უფრო მიიხუტა დინა და თავზე აკოცა. გაკვირვებულმა ახედა ქალმა, არაფერიო ანიშნა და თვალებით მიეფერა.
აქაც მოგვარებული ჰქონიათ ბიჭებს ყველაფერი, კერძო სასტუმრო დაიქირავეს. მეორე სართული მათ განკარგულებაში იყო, ყველაფრით მოწყობილი და საკმაოდ კომფორტული, დიდი აივნით, ზღვასთან ახლოს.

- ძალიან დავიღალე _ დაიწუწუნა გულედანმა.
- მიდი წამოწექი, დაისვენე, არ შეიძლება გადაღლა.
- ბავშვს არაფერი დაუშავდება, მე დავიღალე _ გაუღიმა და ოთახისკენ წავიდა. პირველივე კარები შეაღო, ნათელი ფერებით განათებული საძინებელი მოეწონა, ლოგინზე მოკალათდა და ცოტა წაუძინა. რომ გამოიღვიძა, უკვე საღამო იყო, აივნიდან ხმაური ისმოდა, გავიდა, ყველა იქ დახვდა. ანდრო და ანო ერთ სავარძელში მოთავსებულიყვნენ, ალექსი და ანი მეორეში, თომას და საბას მთელი დივანი დაეკავებინათ. დინაც მათკენ წავიდა, ადგილი მხოლოდ დივნის თავში, თომას გვერდით იყო, მეორე ბოლოში საბა წამოწოლილა და მამის კალთაში ედო თავი. ღიმილით გადახედეს დინას.
- გაიღვიძეთ რძალო? _ გაუცინა ანდრომ.
- გავიღვიძეთ და...
- რა და? _ გადმოხედა თომამ.
- შენმა შვილმა მანდარინი მინდაო. _ გაკვირვებით შეხედა ზარანდიამ.
- მანდარინი საიდან მოგიტანო?
- შენს შვილს უნდა და რა ვქნა.
- უკვე ძალიან დამღალე ამ „შენი შვილი“-ს ძახილით _ მკაცრად უთხრა ქმარმა.
- შენს შვილს ასე მოწონს _ კმაყოფილმა გაუღიმა და თვალები მიამიტურად ააფახურა.
- მა უთახრი რა დედას ნუ მაბრაზებს _ დინას მუცელთან ჩაილაპარაკა თომამ და ცოლისკენ გადაიწია საკოცნელად. ქალმა მაშინვე თავი აარიდა და შეუბღვირა.
- ზედმეტი მოგდის.. შენს შვილს მანდარინი უნდა. _ გადაჭრით ჩაილაპარაკა.
- დინა სექტემბრის ბოლოა, რა დროს მანდარინია.
- სექტემბრის ბოლოს არც ზღვის დროა მაგრამ აქ ხომ ვართ? _ დაიბუზღუნა.
- ბარხატის სეზონის შესახებ არაფერი გსმენია? _ გაუცინა.
- მართლა ძალიან უნდა მანდარინი.
- დინა რომ ვიცოდე იქნებოდა სადმე, ჩავიდოდი თბილისშიც კი და ჩამოგიტანდი, მაგრამ არ იქნება ადამიანო.
- რა იცი, იყავი თბილისში და არ დაგხვდა? ბათუმში გასვლასაც არ კადრულობ _ ტუჩები მობუსხა. იქით წყვილები ჩუმად ფხუკუნებდნენ.
- კარგი, გავალ, მაგრამ თუ არ იყო ჩემი ბრალი არ იქნება.
- ვინც ეძებს ის პოულობს.
- აუ დინა ძალიან მაბრაზებ.
- ჩვენ ბოდიშ, ხმის ამოღების უფლებაც არ მქონია.
- დინა რატომ ჭირვეულობ პატარა ბავშვივით?
- იმიტომ რომ პატარა მუცელში მყავს და მე კი არა ის ჭირვეულობს _ უცებ გახალისდა გულედანი.
- რა დავაშავე.
- ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდი _ ჩაისისინა კაცის ყურთან და მისი გაღიზიანებული მზერაც დაიმსახურა.
- ბულვარში არ გავიდეთ? _ იკითხა ალექსიმ, მზერა მისკენ გადაიტანეს.
- გავიდეთ _ წამოხტა ანი _ გავემზადები.
- მიდი შენც გაემზადე _ გადახედა ანდრომ ანოს.
- შენ არ გინდა? _ უჩურჩულა თომამ.
- მე თუ პატარას?
- პატარას არ უნდა? _ უკვე გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა.
- პატარას მანდარინი უნდა.
- წავედით, აი ახლა ერთად დავივლით ყველა მაღაზიას მანდარინის მოსაპოვებლად _ უკვე გაბრაზებულმა შეუღრინა და ადგა.
- ნუ მეჩხუბები _ დაიწუწუნა და ოთახისკენ წავიდა.
- რა დღეში ვარ _ იქვე მოხარხარე მეგობრებს გადახედა.
- შენ არ იცი რომ ორსულები ზედმეტად მგრძნობიარეები არიან? _ გაუცინა ალექსიმ.
- მიდი ახლა და ბოდიში მოუხადე _ აჰყვა ანდროც.
- მომისმინეთ, ხელი უნდა მოვაწეროთ.
- შენ არ ხარ კარგად, საიდან სად გადახტი? ჩვენ რას გეუბნებით და შენ რას გვპასუხობ.
- ხელი უნდა მოვაწეროთ და მორჩა, როგორ გავარკვიო ახლა.
- დღესვე?
- დღესვე.
- მართლა?
- მართლა, მართლა.
- პირველზე ჩავალ, პატრონებს ვკითხავ და ეცოდინებათ ან ცხელი ხაზის ნომერი, ან რამე რომ გავარკვიოთ _ წამოდგა ალექსი.
- მიდი რა, აბა შენ იცი. _ დაახლოებით 10-15 წუთში ალექსი უკან დაბრუნდა.
- მოკლედ, ძალიან კარგი ამბებია. დღესვე შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ, საღამოს ათისთვის, ყველაფერს მზად დაგახვედრებენ.
- რა მაგარია, კარგი წავედი, მოვემზადო. _ ღიმილით წავიდა ოთახისკენ, იქ შესულს გაბუსხული დინა დახვდა. _ დინა, კიდე მიბრაზდები? _ გვერდით მიუჯდა.
- დამანებე თავი.
- მიდი ახლა ჩაიცვით და გავიდეთ ბულვარში.
- არ მინდა.
- ძალიან გთხოვ, მხოლოდ ამ ერთხელ მეც რომ შემისრულო თხოვნა რა იქნება, მეც ხომ მამიკო უნდა გავხდე. _ მისმა ტონმა გაამხიარულა დინა.
- კარგი.
- კიდევ ერთი რამ რომ გთხოვო?
- რა გინდა კიდევ _ ჩაიფრუტუნა.
- რასაც გეტყვი ის რომ ჩაიცვა.
- რას აპირებ?
- გთხოვ, ცუდს არაფერს, აი ეს თეთრი სარაფანი რომ ჩაიცვა.
- კარგი, ჰო _ დაეთანხმა, თვითონაც ძალიან მოწონს ეს სარაფანი და უარი აღარ უთქვამს.
- მადლობა , გავალ და მოემზადე _ წამით შეახო ლოყაზე ტუჩები და კმაყოფილი გავიდა ოთახიდან. _ ყველაფერი რიგზეა _ კმაყოფილმა გაუღიმა ბიჭებს.
- რა ხდება? _ ეჭვით იკითხა ანიმ.
- ყველაფერი კარგი მეჯვარევ _ გაუცინა თომამ _ გეტყვით თუ საიდუმლოდ შეინახავთ სულ რამდენიმე საათი.
- ჩუმად ვართ.
- დღეს ხელს მოვაწერთ, თვითონ არაფერი იცის რა თქმა უნდა.
- ზედმეტად ორიგინალური ქორწილები გაქვთ _ გაიცინა ანიმ _ მოულოდნელი, ჯერ ის ჯვრისწერა, ახლა ეს ხელმოწერა, არ ხართ თქვენ ნორმალურები და გამიგიჟებთ იმ გოგოსაც.
- მოვრჩით ლაპარაკს, მოდის. _ თეთრი კაბით, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მეგობრებს და გაუღიმა.
- არ წავედით?
- წავიდეთ.
- საბა დე, ხელი მომკიდე _ პატარას ხელი მოკიდა და კიბეებზე ჩავიდნენ.

უმისამართოდ იხეტიალეს თითქმის ერთი საათი, ხან ზემოთ მიუყვებოდნენ ბულვარს, ხან ქვემოთ. ნაყინებიც ჭამეს, წვენებიც დალიეს, დრო კი მათ ჯიბრზე ნელა გადიოდა. მერე ცოტა ხანს ჩამოსხდნენ, ისე ილაპარაკეს. წამდაუწუმ საათს ამოწმებდა ზარანდია. ბოლო დახედვაზე ათს თხუთმეტი წუთი აკლდა.

- ძლივს _ ემოციები ვეღარ მოთოკა.
- რა ხდება? _ ცნობისმოყვარედ იკითხა დინამ.
- არაფერი, წამოდით ფანტანებთანაც მივიდეთ.
- არ გეზარებათ?
- წამო დინა, არ გვეზარება, სურათებიც გადავიღოთ _ გვერდი მიკრა ანიმ.
- შენ და შენი სურათები _ გაუცინა და წამოდგა. _ წავიდეთ.

მშვიდად მოხვია ზარანდიამ წელზე ხელი და გაუღიმა. დინამაც აღარ შეიმჩნია და აღარც არაფერი უთხრა. ნელა მიაბიჯებდნენ „ფანტანებისკენ“, მართლა მივიდნენ იქამდე, სურათებიც მართლა გადაიღეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდნენ ქორწინების სახლს. იქ რომ გაჩერდნენ გაკვირვებულმა ახედა დინამ. ბიძგით ანიშნა შესულიყო, შევიდნენ, გულედანი კვლავ გაკვირვებული აცეცებდა თვალებს.

- რა ხდება? _ მიამიტურად იკითხა.
- არაფერი დინა, მე და ანომ ხელი უნდა მოვაწეროთ _ გაუღიმა ანდრომ და თომას თვალი ჩაუკრა.
- გადაირიე ხომ? შენ არ იყავი რომ ამბობდი ბავშვიაო?
- ბავშვია მაგრამ მიყვარს დინა და რა ვქნა, დავდგეთ ახლა და დაიწყოს მალე.

თომა და დინა შუაში მოექცნენ, მათ წინ, მაგრამ ოდნავ გვერდით ანო და ანდრო იდგნენ. ანდროს მხარეს იყო თომაც, გულედანს კი გვერდს ნი უმშვენებდა. ეჭვის თვალით უყურებდა დინა ამ ყველაფერს, მაგრამ რაღას იტყოდა. ვრცელი ტექსტის წაკითვის შემდეგ, როგორც იქნა მთავარ კითხვამდეც მივიდა ქალბატონი.

- დინა, თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ თომა ზარანდიას? _ გულედანს თვალები გაუფართოვდა, გაოცებულმა აჰხედა მომღიმარ ზარანდიას, მერე სხვებს გადახედა. მათაც ღიმილი აეკრათ სახეზე, საბას მხიარულად იყო, აი თვითონ კი სულ არ ეცინებოდა, დაბნეულობის შეგრძნება არ ასვენებდა.
- დინა უპასუხე _ გაუცინა ანიმ.
- მოიცა, მე და შენ.. თქვენ.. ჩემი გაგიჟება გინდათ თუ რა ხდება?
- ხელს ვაწერთ დინა _ გაუცინა თომამ. _ უპასუხე კითხვას. _ ძლივს გაიაზრა ყველაფერი, ყურადღება მომღიმარ ქალბატონზე გადაიტანა, თვითონაც გაუღიმა და ისევ თომას მიუბრუნდა.
- ახლა შენმა შვილმა რომ თქვას არაო? _ ეშმაკობის ხასიათზე დადგა.
- ჩემი შვილი მამიკოს ასე არ გაწირავს.
- როგორ არ გაწირავს, შენი შვილი გაბრაზებულია, იმიტომ რომ მამიკომ მანდარინი არ უყიდა.
- დინა ძალიან გთხოვ გულს ნუ მიხეთქავ _ გაუცინა.
- გულს არ გიხეთქავ, ზედმეტად მოულოდნელი იყო, იცი, მგონი ოჯახის შესაქმნელად მზად არ ვარ _ შეწუხებული სახე მიიღო.
- ჩვენ უკვე ოჯახი ვართ დინა ნუ დაივიწყე _ გაიცინა.
- მაგრამ არა კანონიერი, აი იურიდიულად ოჯახის შესაქმნელად რამდენად ვარ მზად ვერ გეტყვი.
- დინა გეყოფა, ცოდოა _ გაუცინა ანიმ.
- კარგი, ამ ქალბატონის ხათრით _ ღიმილით გადახედა ქალს _ თანახმა ვარ, რა გაეწყობა.
- თომა, თანახმა ხართ თუ..
- თანახმა ვარ _ აღარ დაასრულებინა. სახელდახელოდ ნაყიდი ბეჭდები მოარგეს ერთმანეთს, დინასთვის მოულოდნელად მიიზიდა თომამ და ტუჩებზე შეეხო. მოშორდა თუ არა გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. ღიმილით გადააქნია გულედანმა თავი, მილოცვები მშვიდად მიიღეს და ქორწინების სახლი დატოვეს.

სიმართლე რომ ვთქვათ ჯერ ისევ დაბნეული იყო გულედანი. უკვე მეორედ გაუკეთეს ასეთი რამ, ჯერ იყო და ანდრომ ჩააკვეხა უშნოდ თავისი სიტყვები და ჯვარი დაიწერეს, ახლაც ასე მოულოდნელად, მოტყუებით მიიყვანეს ქორწინების სახლში.
ზარანდიას ურთიერთობის დალაგება სურს, ფაქტია. დინაც არ არის წინააღმდეგი, მაგრამ რა მოხდება ცოტა რომ აწვალოს? თუ გაუძლო რასაკვირველია და ემოციებს არ აჰყვა. გრძნობები შეიწირავს ამ გოგოს, თომას შეხებაზე კვლავ უვლის ჟრუანტელი, ასე ახლოს არიან და მაინც ასე შორს. არადა ორივეს ენატრება, არც ერთი არაა ამ სიშორის ბარიერის დანგრევის წინააღმდეგი, მაგრამ ალბათ არც ერთი არ ცდილობენ სათანადოთ. თუმცა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. კმაყოფილი ღიმილით მიჰყვება თომა ახლა უკვე „ყველანაირად ცოლ“ გულედანს, დროდადრო თავზე კოცნის და მის თმებში ახლართულ თითებს ათამაშებს. ქალიც განაბულია, ხანდახან ზღვას გახედავს, მერე ღიმილით მიეფერება საბას თავზე და თავიდან იაზრებს მომხდარს.
სახლში მისულები ღიმილით ჩამოსხდნენ აივანზე. ცოტა ხანში ანდრო წამოდგა.

- საბუნა, წამო შენ ჩემთან და ანოსთან ზღაპრების უნდა მოგიყვეთ _ გაუცინა და წყვილს თვალი ჩაუკრა. დინა წამოწითლდა, თომას გაეცინა.

საბოლოოდ ყველა დანაწილდნენ ოთახებში. კარები მიკეთეს თუ არა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ზარანდია ცლს, თავისკენ მიატრიალა და ფრთხილად შეეხო ტუჩებზე. ისევ ნაცნობმა ჟრუანტელმა დაუარა დინას სხეულში.
- თომა _ რაღაცის თქმას აპირებდა.
- ჩშშ, უბრალოდ გაჩუმდი _ გაუღიმა და კიდევ ერთხელ დაწვდა მის ღვინისფერ ბაგეებს, ასე მონატრებულს და ასე სასურველს. კიდევ ერთხელ შეისწავლა მისი ტუჩები, ყელიც დააგემოვნა, ლავიწებსაც გაუყვ-გამოუყვა... ნაზად დაასრიალებდა თითებს ქალის გლუვ სხეულზე და ჩუმად ეცინებოდა მის დახორკლილ კანზე.....

______________
თავი 16 (დასასრული)


დილა კიდევ უფრო თბილი იყო, ცხვირზე კოცნით გააღვიძა ზარანდიამ დინა და ღიმილით შეეგება. საოცარ ბედნიერებას გრძნობს. ეს კულულა გოგო ისე უეცრად შემოიჭრა მის ცხოვრებაში. უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ, თვითონ შეიჭრა ამ გოგოს ცხოვრებაში. მოკლედ, როგორც იყო, ფაქტია ორივეს აერია ცხოვრება, თავიდან თითქოს არასასურველი ცვლილებებით, მაგრამ საბოლოოდ, უბრალოდ სასურველით კი არა, საკმაოდ სასიამოვნოდაც. ჰოდა, რას ვამბობდი? ჰმ.. შემოიჭრა ეს კულულა გოგო, მისმა ცრემლიანმა თვალებმა აიძულა ხელი აეღო განზრახვაზე, საბა კი არ წაიყვანა, თვითონაც საქართველოში დარჩა. სულაც არ იყო უკმაყოფილო საკუთარი გადაწყვეტილებით, ამის მეშვეობით იპოვა მეორე ნახევარი, ცხოვრების კიდევ ერთი მიზანი და ახლა უკვე მეორე სიცოცხლე.

- დილამშვიდობის _ ღიმილით მიესალმა ქალს და ტუჩებზე ნაზად შეეხო.
- გამარჯობა _ გაუღიმა დინამაც. რამდენი ხანია ასე თბილად აღარ მისალმებია.
- როგორ ხართ?
- კარგად, მაგრამ შენს შვილს ისევ უნდა მანდარინი.
- ისევ მარტო ჩემს შვილს? ჩვენი ვერ გახდა ჯერ? _ გაუცინა.
- კარგი ჰო, იყოს ჩვენი.
- როგორ მოგწონს ჩემი გაბრაზება.
- აუ სნიკერსი მინდა _ უცებ მოიწყინა.
- ეგრე რა, წესიერი რაღაცები ისურვე, მოგიტან, ახლავე გადავალ მაღაზიაში.
- მადლობა _ გაბადრულმა ჩაილაპარაკა და თვალები ააფახურა.

ბათუმში გატარებული ერთი კვირა უბრალოდ საოცრება იყო ყველასთვის. იმდენად დაახლოვა ყველა ერთმანეთთან, დაათბო და კიდევ უფრო მჭიდრო გახადა მათი ურთიერთობა. ყოველ საღამოს ზღვის ნაპირზე სეირნობდნენ, საუბრობდნენ, მერე ისევ ოთახებს უბრუნდებოდნენ. დილაც მხიარულად იწყებოდა, შუადღეს მზეს ემალებოდნენ და სახლში გრილდებოდნენ..
დინა უკვე სამი თვის ორსული იყო, მაქსიმალურად ცდილობდა სულ ოდნავ „გამობზეკილი“ მუცელი კიდევ უფრო გამოეკვეთა, ოღონდ რამე მოენდომებინა და მაშინვე მოჰქონდათ, მანდარინი ვერ უყიდეს მხოლოდ.
ქალაქში დაბრუნების დროც მოვიდა, დაბრუნდნენ, სახლებში დანაწილდნენ. იმავე საღამოს მოენატრა დინას ყველა, იმდენად შეეჩვია ორი კვირა მათ გვერდით ყოფნას, თუმცა ვინ აცადა მონატრება, საღამოს ჩამწკრივებულები აკაკუნებდნენ კარებზე წყვილები.

.....
გულედანი უკვე მეოთხე თვეში იყო, ტოქსიკოზი და უეცარი სირვილები აღარ აწუხებდა, მაგრამ ხანდახან მაინც ისურვებდა ხოლმე რამეს თომას საწვალებლად. მერე დედა-შვილი საყვარლად კისკისებდნენ და ეშმაკობის გამო გაბრაზებულ მამიკოს კოცნით შემოირიგებდნენ. საბოლოოდ ზარანდია ღიმილით ათამაშებდა თითებს მათ კულულებში და დროდადრო თავზე კოცნიდა.
არასდროს დაავიწყდებათ ის სიხარული თავიანთი პატარა რომ დაინახეს ეკრანზე.. ბედნიერებისგან დაფრინავდნენ ორივე, მთელი დღე სახეგაბრწყინებულები დადიოდნენ. ექიმმა რომ უთხრა ყველაფერი რიგზეაო, კიდევ უფრო დამშვიდდნენ. სქესი ვერ გაარკვიეს, პატარამ არ ისურვა და არ აჩვენა. გულედანმა იმავე წამს მიიღო გადაწყვეტილება რომ სქესი აღარ გაეგოთ. თომამ ცოტა იწუწუნა, მაგრამ შემდეგ დათანხმდა.

.....
უკვე მეხუთე თვეში იყო, ანისაც რომ დაეწყო მსგავსი სიმპტომები. ახლა უკვე ორივეს ერთად უხაროდა, ორივეს არა, ექვსივეს. ანოც უკვე მათი დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი იყო, როგორც ყველაზე პატარას ძალიან უფრთხილდებიან, სულ თბილად ესაუბრებიან, მასაც ძალიან უხარია. ახლა უკვე ანის სურვილების დრო დადგა, მას დასტრიალებდნენ თავზე, ისიც ხან რას ინდომებდა ხან რას.
...........
მეექვსე თვეში უკვე დაგორავდა..ყოველ კონსულტაციაზე ექიმი თავიდან ეკითხებოდა სქესს ხომ არ გაიგებდნენ, ეშმაკური ღიმილით გადახედავდა წყვილს და მათი უარის შემდეგ ეცინებოდა.

...........

ლოგინზე მიწოლილი მშვიდად ისვამდა მუცელზე ხელებს და ეღიმებოდა. საბას უკვე ეძინა, თომა ტელევიზორს უყურებდა. სიმართლე რომ ვთქვათ, დინასაც ძალიან აინტერესებდა სქესი, მაგრამ ერთხელ ნათქვამს ხომ აღარ გადათქვამდა. გულში ეჩურჩულებოდა პატარას ნეტავ ვინ ხარო, მაგრამ რატომღაც პასუხს ვეღარ იგებდა. თავიდან ხომ ეგონა ბიჭი ეყოლებოდა, მაგრამ ახლა თითქოს ვეღარ ხვდებოდა.

- რაზე ფიქრობ ქალბატონო? _ ღიმილით უყურებდა ზღურბლიდან ზარანდია.
- არაფერზე _ არაფრის დიდებით არ უმხელდა საფიქრალს.
- არადა ისეთი ჩაფიქრებული იყავი _ გაუცინა.
- ჰო რავი, უბრალოდ... საბას რა უნდა ვაჩუქოთ იმაზე ჩავფიქრდი _ უცებ მოიფიქრა ტყუილი.
- ცუდად რომ ცრუობ არავის უთქვამს? საბას ორ თვეში აქვს დაბადების დღე.
- მერე რა, ადრე უნდა მოვიფიქროთ _ მაინც თავისას გაიძახოდა.
- კარგი, კარგი იფიქრე _ გაეცინა და გვერდით მიუწვა.
- თომა, თომა მომე, ხელი მომე _ მეუღლის გამოწვდილი ხელი იმ ადგილას დაიდო სადაც ბავშვის მოძრაობა იგრძნო. სახეები გაებადრათ ორივეს. ყოველ ასეთ შემთხვევას ბედნიერები ხვდებიან, მაგრამ პირველად სულ სხვა ემოცია იყო. _ მეძინება _ დაამთქნარა გულედანმა და ქმარს ახედა.
- დავიძინოთ ჩემო ძილისგუდებო _ გაუცინა და მის ყელში ჩარგო ცხვირი. ისევ ჟრუანტელი უვლის დინას მეუღლის ცხელ სუნტქვას რომ გრძნობს, ისევ ტკბება თომა მისი რეაქციით და ნაზად ეხება ტუჩებით მის კანს.

........
უკვე მეშვიდე თვეშია, ახალი წლის დღესასწაულიც ერთად გაატარეს, საჩუქრებიც მიიღეს. იანვარია, კვლავ ცივა, ქალაქში ნანატრ თოვლს ელოდებიან, მაგრამ რატომღაც იგვიანებს. არადა როგორ უნდა ახლა თოვლი გულედანს, მაგრამ როგორ მოითხოვოს? საიდან მოუტანს თომა თოვლს? ექიმმა იქნებ გადაადგილებას მოერიდოთ ქალაქგარეთო და ზის სახლში. ხანდახან ჩაფუთნული გარეთაც გადის სასეირნოდ. ერთად სეირნობენ ორსულები და ანო.
დილით საბას კისკისმა და ყვირილმა გააღვიძა, პატარა ოთახში შემოვარდნოდა და ბედნიერი სახით დაჰყურებდა დედას.

- დეე თოვლი მოვიდა, დეე, ჩავალ რა ეზოში _ უცინოდა პატარა.
- მართლა მოვიდა? _ დინასაც ბავშვივით გაუხარდა.
- მართლა დე, ჩავალ რა დე ეზოში, მამიკომ მითხრა დედას ჰკითხეო, ჩავალ რა დე.
- დამელოდე ჩავიცვამ და ერთად ჩავიდეთ ყველა დე.
- კარგი _ გაბადრული დაეთანხმა და მისაღებში გავიდა.

სწრაფად მოწესრიგდა გულედანი, სქელი ყელსახვევი მოიხვია, ხელთათმანები მოირგო და ჩაფუთნული გავიდა. ზარანდიები უკვე მზად დახვდნენ. გაეცინათ ქალის დანახვაზე და რიგ-რიგობით ჩალაგდნენ კიბეებზე. ეზოში დახვდნენ ანდრო და ანო, ალექსი და ანი. ჰაერიც უჩვეულოდ სუფთა ეჩვენა დინას, ღრმად ჩაისუნთქა და გაიღიმა.

- მე და ანის გუნდები არ გვესროლოთ _ გააფრთხილა დინამ სხვები და ხელში მოქცეული გუნდა მეუღლეს ესროლა.
- პრივილეგიებით სარგებლობთ ხომ? _ გაუცინა ანომ.
- შენც ისარგებლებ მალე _ ჩაიცინა ანდრომ და პატარა გუნდა ესროლა ანოს.

მთელი დილა გუნდაობდნენ, დინამ და ანიმ ფოტოგრაფობა აიღეს საკუთარ თავზე, ისინი თამაშბდნენ, ესენი უღებდნენ, ერთადაც გადაიღეს. ყველა რომ დაიღალა და გაიყინნენ, სახლში ავიდნენ. დინამ ყველას ჩამოურიგა ცხელი ჩაი, თვითონაც ფინჯანს ხელი მოჰხვია და ზარანდიას გვერდით მოკალათდა. უმცროსი ზარანდიაც მიუსკუპდა.

- მომავალ წელს გუდაურში წავიდეთ რა _ მაშინვე გამოთქვა სურვილი ანდრომ.
- წავიდეთ _ ერთხმად დაეთანხმა ყველა.

..........................
თებერვალიც დადგა, დინა მერვე თვეშია, სულ მალე საბას დაბადების დღეა. წყვილი და მეგობრები ერთად ფიქრობენ რა სურპრიზი მოუწყონ პატარას. საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს საბას ახირება შეესრულედინათ, რამდენიმე თვეა დაუღალავად სთხოვს თუთიყუშს. ჰო და უყიდიან. დილით ადრე წავიდა უფროსი ზარანდია, პატარას ჯერ ისევ ეძინა. დიდი გალიით დაბრუნდა უკან, რასაკვირველია თუთიყუშიც იქ იყო, ფრთხილად გაუღო დინამ კარები. ღიმილით გამოიყვანა ბარტყი გალიიდან, მოეფერა და ისევ უკან შესვა. ცოლ-ქმარი ფეხაკრეფით მივიდნენ საბას ოთახამდე, კარები შეაღეს, დინა ლოგინს მიუახლოვდა და პატარას შუბლზე აკოცა.

- რა ლამაზი დღეა,
რა ნათელი მზეა,
იმიტომ რომ დღეს საბას,
დაბადების დღეა _ ღიმილით უმღეროდა წყვილი.

ახალგაღვიძებული პატარა სიცილით უსმენდა მშობლებს. მერე სათითაოდ ჩაეხუტა ორივეს. ქალი ეშმაკური ღიმილით გავიდა ოთახიდან და უკან გალიით დაბრუნდა. თვალები გაუფართოვდა საბას, სწრაფად ადგა ლოგინიდან და გალიას მიუახლოვდა. აქეთ-იქიდან უვლიდა, თავისთვის ებურტყუნებოდა ჩიტს, ნელა გააღო და ხელი შეყო, თუმცა ბარტყზე მეტად თვითონ შეეშინდა და სწრაფადვე გამოსწია. წყვილს გაეცინა. ცოტა ხანში კარებზე კაკუნი გაისმა და ოთხი ადამიანი შემოლაგდა ტორტით, ბუშტებით, ფერადი ქუდებით და სიმღერით.

...................
გაზაფხულიც დადგა.. დინა უკვე მეცხრე თვეშია და პატარს მოლოდინიც უფრო აქტიურ რეჟიმშია. მიუხედავად იმისა რომ მარტია და ჯერ ისევ სუსხი, გარეთ მაინც იგრძნობა გაზაფხულის სურნელი. დინა გრძნობს, ამიტომ ყოველ დილა-საღამოს სეირნობენ.
სამ მარტს ჩუმად გაიპარა ორივე ზარანდია სახლიდან, ვითომ ჩუმად, არადა დინამ ყველაფერი გაიგო. ჩაეცინა და დაელოდა ქმარ-შვილს. მალე დაბრუნდნენ, ისევ ისე ჩუმად შემოვიდნენ და „მძინარე“ დინას მიუახლოვდნენ.

- დედიკოო _ დაუძახა საბამ. მაშინვე ჭყიტა ქალმა თვალები და პირველი რაც დაინახა უამრავი იები იყო. საბას ხელები მიმსკენ გაეწია და ღიმილით ჩუქნიდა იებს. _ გილოცავ _ გაბადრული სახით უთხრა.
- ჩემო პატარა _ სიცილით გამოართვა იები და ჩაიხუტა.
- მე შოკოლადები მოვუტანე ჩემი პატარების დედიკოს _ გვერდით ჩამოუჯდა თომაც.
- მადლობა პატარების დედიკოსგან _ გაუცინა ქალმა და ლოყაზე აკოცა.

რვა მარტიც დიდი თაიგულით მიულოცეს დილით. მაგრამ საღამოსაც არანაკლები სურპრიზი იყო მეგობრების სტუმრობა. თომა, ანდრო, ალექსი და საბაც ერთად მივიდნენ სამივე მანდილოსნის ოჯახში, ყველას მიუტანეს ვარდები, იები და სასუსნავები. ბოლოს ტრადიციულად ყველა ერთად შეიკრიბა და მხიარულობაც გაგრძელდა.

.................

მარტის ბოლო რიცხვები იყო, გაზაფხული უფრო მეტად იგრძნობოდა, პატარასაც დღე-დღეზე ელოდნენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით სულაც არ ჩქარობდა. ექიმი ყოველ მისვლაზე საფირმო ეშმაკური ღიმილით ეკითხებოდა სურდათ თუ არა ახალი ინფორმაცია პატარაზე და სულ უარს იღებდა. მაგრამ ბოლო ვიზიტზე ვეღარ მოითმინა.

- მაინც უნდა გითხრათ, სადაცაა იმშობიარებთ და ვფიქრობ წინასწარ უნდა იცოდეთ, აქამდე ყველაფრის უთქმელად გიწერდით საჭირო წამლებს, მადლობა უფალს პრობლემებიც არ გქონიათ.
- კარგი, გისმენთ _ გაუღიმა დინამ.
- ძლივს _ გაუცინა. _ სქესს გეტყვით, გოგონა გეყოლებათ.
- გოგონა _ ღიმილით ჩაილაპარაკა თომამაც.
- და ბიჭუნა _ გააგრძელა ექიმმა.
- როგორ? _ გაოცდა ორივე.
- ზუსტად ამიტომ გეკითხებოდით ასე დაჟინებით _ გაუცინა _ ტყუპებს ელოდებით.
- არ მჯერა _ გაოგნებული იყო დინა.
- კიდევ კარგი ახლა მაინც მომეცით უფლება _ საყვედურივით გამოუვიდა ექიმს.
- რა მაგარია _ ბედნიერი იყო თომა.
- ყველაფერი წესრიგშია, ახლა უკვე ყველაფერი იცით.

ექიმისგან ფრენით წამოვიდნენ, ბედნიერები იყვნენ. კიდევ კარგი ჯერ არაფერი შეუძენიათ, ახლა ყველაფერს ტყუპების მოლოდინში შეიძენენ.
..............................

27 მარტია... ღამით მუცლის ტკივილმა გამოაღვიძა დინა.. მიზეზს მაშინვე მიხვდა რა თქმა უნდა, ფრთხილად შეაღვიძა თომა.
- თომა, თომა მუცელი მტკივა _ ამოისუნთქა. შეშინებული წამოხტა ზარანდია და მაშინვე ტანსაცმელს ეცა. _ თომა ვინმეს დაურეკე რომ საბა დაიტოვოს _ მშვიდი იყო გულედანი.
- ახლავე, ახლავე, ანდროს დავურეკავ _ სასწრაფოდ გადაურეკა. _ ახლა სანამ მოვა?
- სანამ მოვა ჩვენ დაველოდებით, ნუ ნერვიულობ _ აქეთ აწყნარებდა დინა.
- როგორ თუ ნუ ვნერვიულობ?
- დამშვიდდი თომა, დამშვიდდი, ჯერ არ გავაჩენ _ გაუცინა. ნელ-ნელა გადაიცვა სარაფანი, ცოტა მოწესრიგდა და ანდროს დაელოდნენ.

სიმართლე უნდა ვთქვათ, შესაძლებელზე ბევრად სწრაფად მივიდა კილასონია. შეკითხვები მიაყარა წყვილს და როგორც კი პასუხები მიიღო გაეცინა.
- ჩემი ნათლული დაიბადება _ თვალებშ ეშმაკუნები უთამაშებდნენ.
თომას მანქანით წავიდნენ სამშობიაროში, დინა მაშინვე ბლოკში გადაიყვანეს. ანდროს უკვე ყველასთვის შეეტყობინებინა და ალექსი, ანი და ანო თომასთან იყვნენ. კილასონია კი საბას ძილს დარაჯობდა.

დერეფანში ადგილს ვერ პოულობდა თომა, სხვები ღიმილით შეცქეროდნენ მის საქციელს. არ იცის რამდენ ხანს ელოდა, მხოლოდ გამოსული ექიმი ახსოვს, მომღიმარი სახით.

- გილოცავთ, ტყუპების მამა გახდით, ბავშვებიც და დედაც კარგად არიან _ მხარზე ხელი „მოუთათუნა“ და გაუცინა. მაშინვე ბედნიერმა შეძახილებმა აავსო დერეფანი.

დილით გაღვიძებულ საბას ახალი ამბავი რომ დახვდა, მაშინვე დედის ნახვა მოითხოვა. პატარებიც ნახა, მაშინვე შეიყვარა ეს ორი პაწაწუნა არსება, რომელსაც მისი ბიოლოგიური მშობლების სახელები ერქვათ, ლევანი და ნინო.

რამდენიმე დღეში გაწერეს. სახლში მისულს იქაურობა სულ მორთული დახვდა, სუფრა გაწყობილი, ყველაფერი სადღესასწაულო იყო. იმხიარულეს და მალე დაიშალნენ, პატარებს ძილი უნდათო.

........................

რამდენიმე თვე გავიდა და სამეგობროში კიდევ ერთი პატარას შეძენა აღნიშნეს... ისევ ერთად ყოფნაში გადის თვეები. ანდრო ჯერ არ ჩქარობს, ელოდება როდის „გაიზრდება“ ანო რომ ისიც დატკბეს ოჯახით და შვილებით, მანამდე კი მეგობრების შვილებს ართობს. ყველაზე მეტად უყვარს პატარებთან დროის გატარება, როცა არ უნდა თხოვო, უარს არ იტყვის.

წყვილები ძველებურად შესციცინებენ ერთმანეთს თვალებში და სიყვარულს ასხივებენ... მათი ცხოვრებაც ალბათ ასე გაგრძელდება სულ....

____________________
როდემდე გავაგრძელებ ძველი ისტორიების ტვირთავს არ ვიცი.. რომ მომენატრებით ხოლმე, უცებ გამირბის ხელები.. მოკლედ, მიყვარხართ და მენატრებით.. ვინც ჯერ არ იცის, იმედი მაქვს მოეწონება..
ასევე იმედი მაქვს, მალე დაგიბრუნდებით, თუ მელოდებით რასაკვირველია..
თქვენი მარრიამი..



№1 სტუმარი dina

pirveli var tkbili iyo dzalian momewona mafloba mariam mec dina var da gansakutrebit amitom momewona ❤❤❤

 


№2  offline ადმინი ano23

ჩემი დინა და თომა ^_^ როგორ მიყვარს ეს ისტორია.. როგორი თბილო და კარგიც ხარ მარო, ისტორიებიცისეთივე გამოგდის :-*

 


№3  offline წევრი TeddyBear

ძალიან თბილი იყო ❤
მომეწონა თან საშინლად ❤
ანდრიკო ჩემი საყვარელი პერსონაჟია :დდ
მიყვარს შენი მოთხრობები, ყველგან თბილა❤
თუმცა ჩემი ფავორიტი და საყვარელი მოთხრობა მაინც ქალაქელი მასწავლებელია.
ალბათ ათჯერ მაინც მაქ გადაკითხული :დდ ❤

 


№4  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან მომეწონა და მომწონდა,მიყვარს ეს ისტორია ძალიან ,იმდენად რომ მეორედ წავიკითხე ეს ისტორია თან ერთი სიტყვა არ გამომიტოვებია,მიხარია კიდევ ერთხელ რომ დადეე და კიდევ ერთხელ წავიკითხე heart_eyes ძალიან კარგი ისტორიაა heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

Ai dzalian magari iyo ra.tkbili,tbili da siyvarulit savse.gansxvavebuli istoriaa.agfrtovanebuli var.
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი mimimimo

ისე შემიყვარდა მე შენი ისტორიები.
იმდენი ემოციით ვივსები...
ნელ-ნელა შენს ძველ სიახლეებს ვკითხულობ და ამ ქვეყანაზე არ ვარ!

 


№7  offline მოდერი ლილიანა

ეს ისტორია განსაკუთრებულად მიყვარს,იცი შენ რატომაც
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline მოდერი მარრიამი

dina
pirveli var tkbili iyo dzalian momewona mafloba mariam mec dina var da gansakutrebit amitom momewona ❤❤❤

უღრმესი მადლობა <3
ano23
ჩემი დინა და თომა ^_^ როგორ მიყვარს ეს ისტორია.. როგორი თბილო და კარგიც ხარ მარო, ისტორიებიცისეთივე გამოგდის :-*

ჩემი ანო, მადლობა <3
TeddyBear
ძალიან თბილი იყო ❤
მომეწონა თან საშინლად ❤
ანდრიკო ჩემი საყვარელი პერსონაჟია :დდ
მიყვარს შენი მოთხრობები, ყველგან თბილა❤
თუმცა ჩემი ფავორიტი და საყვარელი მოთხრობა მაინც ქალაქელი მასწავლებელია.
ალბათ ათჯერ მაინც მაქ გადაკითხული :დდ ❤

ძალიან დიდი მადლობა <3
qetiqetiA3
ძალიან მომეწონა და მომწონდა,მიყვარს ეს ისტორია ძალიან ,იმდენად რომ მეორედ წავიკითხე ეს ისტორია თან ერთი სიტყვა არ გამომიტოვებია,მიხარია კიდევ ერთხელ რომ დადეე და კიდევ ერთხელ წავიკითხე heart_eyes ძალიან კარგი ისტორიაა heart_eyes

ვაიმე, გავიბადრე <3
La-Na
Ai dzalian magari iyo ra.tkbili,tbili da siyvarulit savse.gansxvavebuli istoriaa.agfrtovanebuli var.

მადლობა <3
mimimimo
ისე შემიყვარდა მე შენი ისტორიები.
იმდენი ემოციით ვივსები...
ნელ-ნელა შენს ძველ სიახლეებს ვკითხულობ და ამ ქვეყანაზე არ ვარ!

ძალიან დიდი მადლობა <3
ლილიანა
ეს ისტორია განსაკუთრებულად მიყვარს,იცი შენ რატომაც

ვიცი ლილი და მადლობა შენ <3

 


№9 სტუმარი Mariam.A

Meored cavikitxe da isev sashinlad momishala nervebi dinam. Ufro unda gaemcarebin toma

 


№10  offline წევრი shakala

სასწაული იყო სასწაული <3 მსგავსი არაფერი წამიკითხავს! რაც მთავარია განსხვავებული და გასაოცარი <3 მიყვარხარ მე შენ

 


№11  offline მოდერი მარრიამი

Mariam.A
Meored cavikitxe da isev sashinlad momishala nervebi dinam. Ufro unda gaemcarebin toma

:D :D მადლობა <3
shakala
სასწაული იყო სასწაული <3 მსგავსი არაფერი წამიკითხავს! რაც მთავარია განსხვავებული და გასაოცარი <3 მიყვარხარ მე შენ

უღრმესი მადლობა <3

 


№12 სტუმარი Guest Maia

ძალიან ვისიამოვნე, დადებითი ემოციები დამიტოვა,გმადლობთ

 


№13  offline მოდერი მარრიამი

Guest Maia
ძალიან ვისიამოვნე, დადებითი ემოციები დამიტოვა,გმადლობთ

მადლობა თქვენ <3

 


№14  offline მოდერი Maiaabuladze

აუ ეს რა ტკბილობა იყო ❤
მარიამ შემიყვარდი ❤
შემიყვარდა დინაც და თომაც ❤ ვაიმე ანდრიკოზე ხომ გავგიჟდი ❤ აუ ყველა უნდა წავიკითხო შენი ისე დავტკბი რომ

 


№15  offline მოდერი მარრიამი

Maiaabuladze
აუ ეს რა ტკბილობა იყო ❤
მარიამ შემიყვარდი ❤
შემიყვარდა დინაც და თომაც ❤ ვაიმე ანდრიკოზე ხომ გავგიჟდი ❤ აუ ყველა უნდა წავიკითხო შენი ისე დავტკბი რომ

მაია, ძალიან დიდი მადლობა საყვარელო <3
თქვენი თითოეული კომენტარი მიყვარს და მეძვირფასება <3 დაველოდები სხვებსაც <3

 


№16 სტუმარი Guest Lia

Zaliabtbili da tkbili istoriaa
Kargi shvili xar.

 


№17  offline მოდერი მარრიამი

Guest Lia
Zaliabtbili da tkbili istoriaa
Kargi shvili xar.

ძალიან დიდი მადლობა <3

 


№18  offline წევრი მალუ

ძალიან ძალიან ძალიან კარგი იყო
კარგი კიარა საოცარი
ძალიან ვისიამოვნე მარიამ
მადლობა ასეთი ტკბილი დილისთვის ♡

 


№19  offline მოდერი მარრიამი

მალუ
ძალიან ძალიან ძალიან კარგი იყო
კარგი კიარა საოცარი
ძალიან ვისიამოვნე მარიამ
მადლობა ასეთი ტკბილი დილისთვის ♡

მადლობა თქვენ, რომ წაიკითხეთ და შემაფასეთ <3 ძალიან მიხარია, რომ მოგეწონათ <3 <3

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

არ ვიც ი მერამდენედ ვითხულობ მაგრამ დიდი სიყვარულით და პირვანდელი ემოციით ეს ვიცი

 


№21  offline წევრი დელირიუმი

მიყვარს ეს ისტორია❤❤

 


№22 სტუმარი სტუმარი ნინი

♥️♥️♥️♥️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent