შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეწყვეტილი ცხოვრება (ნაწილი III)


5-10-2016, 13:03
ავტორი Elli Elli
ნანახია 1 516

აბაზანაში შევედი სარკეში საკუთარ ანარეკლს შევხედე, და დავაკვირდი თუმცა მასში საკუთარი თავის ამოცნობა გამიჭირდა, თითქოს ვიღაც სხვა მიმზერდა ჩასისხლიანებული თვალებით. შხაპი მივიღ ჯინსი და სვიტერი გადავიცვი და სამზარეულოშ გავედი ყავის მოსამზადებლად... შემდეგ კი ბუხართან მოვკალათდი და სიგარეტი ამოვიღე. შეხვეულმა ხელებმა უნებლედ გასულ ღამეებზე ფიქრით გამიტაცა, წარმოდგენა არ მქონდა რამდენხანს ვიყავი უგონოდ ან ვინ იყო ეს ადამიანი, უეცრად კარის ძლიემა მიჯახუნებამ გამომაფხიზლა.
-სახლში არ ვეწევი, გარეთ მოწიე ეგ ნაგავი თუ შეიძ₾ება.
-უკაცავად არ ვიცოდი, ყველაზე არასასურველ სიტუაციაში აღმოვჩნდი მისი ასეთი ქცევა საშინლად მთრგუნავდა. გარეთ გავედი, კოფეინმა ცოტა მომაძ₾იერა და გასეირნება არ მაწყენდა, იქნებ ჩემი მასპინძელიც ხასიათზე მოსულიყო. თოვდა სწრაფად და დიდი ფანტელები ცვიოდა ციდან, ხელი გავიშვირე მათ დასაჭრად თუმცა ჩემს ხელის გულზე დაცემისთანავე გაუჩინარდნენ და წყლად იქცნენ, იქნებ ეს ჩემი დაკარგული ცრემლები იყვნენ, გამეღიმა ამის გაფიქრებაზე, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ჩემი ავტომობილი შევნიშნე ფარეხში ეყენა, როგორც სჩანდა ვიღაც მის შეკეთებას ცდილობდა და სავარაუდოდ ეს ჩემი უგულო, უხეში, მასპინძელი უნდა ყოფილიყო. უეცრად ვიღაც მოხუცის ხმა შემომესმა:
-შვილო დახმარება ხომ არ გჭრდება?
დაახლოვებით 80 წლის ქალბატონი იქნებოდა, დროს მისი სახე არ დაენდო და უამრავი ნაოჭთ დაეფარა, თვალებში სევდა ჩასდგომოდა და ერთიანად აეწყლიანებინა თითქოს სადაცაა უნდა იტიროსო, თუმცა ღიმილი კვლავ ისეთივე სათნო ჰქონდა...
დრო იყო ბინაზე მეფიქრა და არ დავლოდებოდი როდის გამომაგდებდა ჩემი უცნობი სახლიდან..
-დიახ თუ შეგიძლიათ, იქნებ იცოდეთ აქ ახლოს სადმე კოტეჯი ხომ არ ქირავდება?
-მე ვაქირავებ ბებია წამოდი დაათვალიერე და თუ მოგეწონა დარჩი, არ მინდა ფული ისედაც მარტო ვცხოვრობ და დამლაპარაკებელი მაინც მეყოლება.
იქვე ახლოს ხის პატარა სახლი იდგა პატარა სარკმლითადა ჭიშკრით, შიგნით შესულს იმდენად თბილი და მყუდრო გარემო დამხვდა უარის თქმა სისულელე იქნებოდა, ოთახში ძველი თუმცა კარგად შენახული ავეჯი იდგა, ბუხარში წითლად და ლურჯად ელავდა ცეცხლის ალი, წინ სარწეველა სკამი, მის თავზე კი უამრავი წიგნი იყო განთავსებული, შიდა კიბით სხვენის ოთახში ადიოდი აქაც ყველაფერი მოწესრიგებული იყო და თან სიძველის სუნი დაკრავდა, ფანჯრიდან კი ულამაზესი ხედი იშლებოდა, საწოლის თავზე ახალგაზრდა ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებული წყვილის სურათი ეკიდა. ეს ალბათ ჩემი ქალბატონი და მისი მეუღლე იყო. ეს სახლი ზუსტად ისეთი იყო როგორზეც ვოცნებობდი, არც კი მიყოყმანია ისე დავთანხმდი. ბებია გავაფრთხილე რომ დავბრუნდებოდი და სახლში დავბრუნდი.
სახლშ გაყინული შევედი, ერთიანად მაკანკალებდა, ბუხართან დავჯექი თუმცა ცეცხლის ალი ვერ მათბობდა, პლედში გავეხვიე და მივწექი, უცნობი კი არსად ჩანდა, დრო იწელებოდა წამები საუკუნეებად მეჩვენებოდა, ისევ სიბნელე, შუბლზე გრილი ხელის შეხება მესიამოვნა,
-სიცხისგან იწვი, საკუთარი თავის მოვლა არ შეგიძლია?
ისევ მისი უხეში საუბარი, არც კი ცდილობდა იმის დაფარვას რომ ტვირთად ვეწექი, წამლები და ჩაი მომიტანა.
-დალიე გამოგაკეთებს.
-გმადლობ, იქნებ სახელი მაინც მითხრა?! ამდენხანს გავჩერდი და, ეგ მაინც ხომ უნდა ვიცოდე.
-იოანე, კიდევ რა გაინტერესებს? თუ ჩემი ცხოვრების შესახებ გინდა რაიმეს მოსმენა ტყუილად მელოდები, შენნაირ ტუტუც ხალხთან საერთო არაფერი მაქვს და არც მინდა მქონდეს.
-სასიამოვნოა, მე ნიცა ვარ, რაც შეეხეა შენს მონოლოგს არაფერი მიკითხავს სახელის გარდა და ასეთი უხეშობაც არაა საჭრო. სახლი ვიქირავე მეზობლად და ხვალ გადავალ მეტს აღარ შეგაწუხებ.
-ძალიან დამავალებ, მარტო ცხოვრებას მიჩეული ვარ, თუმცა ამ ერთ ღამესაც ავიტან როგორმე.
აღარაფერი მითქვამს მასთან კამათის თავი არ მქონდა, საძინებელი მაჩვენა სადაც დავიძნებდი და შემდეგ გაუჩინარდა. დიდხანს ვწრიალებდი საწოლში, თუმცა ძილი არ გამკარებია, ჩემებისგან ახალი არაფერი ისმოდა, უცნობი ხმას არ მცემდა, თუმცა ახლა ეს ყველაფერი არ მადარდებდა, ვიყავი იქ სადაც თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი, მიუხედავად ყველაფრისა და არ ვაპირებდი ჯერჯერობით უკან დაბრუნებას, ქვემოთ ჩასვლა გადავწყვიტე, იქნებ რაიმე საინტერესო წიგნი მაინც მეპოვნა, კიბეები უხმაუროდ ჩავიარე და სასტუმრო ოთახში შესვლისას ადგილზე გავშეშდი, ეს უხეში, უგულო, ამაყი არსება ტიროდა, გვერდით ვისკის ბოთლი ედგა, მისი თვალებიდან უწყვეტად მოდიოდა ცრემლების ნაკადი და სადღაც უჩინარდებოდა. გამყინავი მზერით გამომხედა...
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-მე, მე, უკაცრავად არ მინდოდა შენი შეწუხება, უბრალოდ ვერ დავიძინე. მოხდა რამე? გინდა დავილაპარაკოთ?
-შენთან სასაუბრო არაფერი მაქვს, მომცილდი თავიდან, ეგოისტო ბავშვო, შენხომ შენი თავის მეტი არაფერი და არავინ გადარდებს, შენ მე რაუნდა გამიგო?! თუმცა გასაგებიც არაფერია, ძალიან კარგად ვარ.
-ჰმ რაღაც არ გეტყობა, როგორც ჩანს ამ ვისკის ბოთლმა გამოავლინა შენი არცისე მტკიცე ხასიათი.
-შენთვის არ უსწავლებით რომ სხვის საქმეში ცხვირი არ უნდა ჩაყო?
საუბრის დროს შევნიშნე რომ რაღაცას მალავდა, რაღაც უბის წიგნაკისმაგვარს, როგორც სჩანს ვცდებოდი როდესაც მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი წარმოვიდგინე და ჩემს თვალწინ სრულიად სხვაგვარი ადამიანი იმყოფებოდა.
-მგონი შენსავით არც ეს უნდა იყოს მთლად დალაგებული, არადა თავიდან მომწონდა, გაიღვიძა ჩემმა შნაგანმა ხმა.
"ახლა შენთან კამათის დრო არმაქვს, წადი შეძველი ისევ შენს კუთხეში, საერთოდ ვინმემ დაგიძახა?" გავიფიქრე და იოანეს მივუბრუნდა
-სხვის ჭკვაზე ნაკლებად დავდივარ.
-ჰმ, ამიტომაც იჭრიდი ვენებს?
-იცი რა?! ერთი ჩვეულებრივი იდიოტი ხარ, რომელსაც ნორმალურად საუბარიც კი არ შეუძლია, კაცთმოძულე, ამპარტავანი, ძლიერის ნიღაბს ამოფარებული, სინამდვილეში კი სული გეხრწნება, შენივე დამპალი ხორცის სუნი შენვე გახრჩობს, და მაინც არ ცდილობ რეალურ მიზეზს თვალი გაუსწორო და ილაპარაკო რათა ვინმემ მოგისმინოს და გაგიგოს ცოტა მაინც მოგეშვას, იქნებ მშვიდად მაინც მოკვდე, მაგრამ არა, ელოდები საბოლოოდ როდის გაიხრწნები და როდის ამოგძვრება ეგ სული.
არაფერი უთქვამს ვისკის ბოთლი აიღო და საძინებელში გავიდა. ვცდილობდი მასზე აღარ მეფიქრა, წიგნებში დავიწყე ქექვა და ჩემს საყვარელ წიგნს "ქარიშხლიან უღელტეხილს" წავაწყდი. ჩემს ოთახში შევედი და საყვარელი ადგილების ამოკითხვა დავიწყე, მაგრამ მისი ბორგვა არ მაძლევდა ყურადღების მოკრების საშუალებას, მესმოდა როგორ ოხრავდა და გმინავდა, თითქოს შიგნიდან წვავს ცეცხლი და მის ჩაქრობას არც კი ცდილობდა, არც მიცდია ისევ დალაპარაკება, წიგნი გვერძე გადავდე და თავი ძილს მივეცი. იმ ღამით საშინელი ქარბუქი იყო, თითქოს ვიღაცას ან რაღაცას ებრძოდა. გამთენიისას კი ყველაფერი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა, ისიც კვლავ თავისი რკინის ნიღბით გამომეცხადა და მომახსენა რომ ჩემი მანქანა მზად იყო, დიდხანს აღარ გავჩერებულვარ, მადლობა გადავუხადე, გადარჩენისთვის, იმის მიუხედავად რომ ეს სულაც არ მსურდა, დავემშვიდობე ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე, საოცარია იცხოვრო ადამიანთან თითქმის ერთი კვირა და მასზე არაფერი იცოდე სახელის გარდა, ჩვეული გულცივი პასუხი მომიგდო და მეც ჩემი კოტეჯისკენ გავეშურე სადაც მოხუცი ბებია მელოდა. ბარგი ჩემს ოთახშ ავიტანე, შხაპი მივიღე და ბუხრის წინ ჩამოვჯექი, სადაც ბებია საქსოვი ჩხირებით რაღაცას ქსოვდა...



№1  offline წევრი Elle025

რა მაგარი გოგო ხარ შენ!!! მომწონს ძალიანნ❤️

 


№2  offline წევრი Elli Elli

ელეე მადლობა დზაან დიდი, ძაან საყვარელი ხარ :* <3 მალე დავამატებ შემდეგ თავსაც იმედია ისიც მოგეწონება :* <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent