შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პლეხანოვიდან ჰორიზონტამდე (მარჯანიშვილზე-ს მეორე ნაწილი) შესავალი


5-10-2016, 20:35
ნანახია 2 045

‘პლეხანოვიდან ჰორიზონტამდე’
(„მარჯანიშვილზე“-ს მეორე ნაწილი)
შესავალი

დღეები დღეებს არ გავდა, დრო ნელ-ნელა მიიზლაზნებოდა, თბილისს მქრთალად დაჰფარვოდა ბურუსი, იმდენად მქრთალად რომ მხოლოდ ის ერთადერთი თუ შეამჩნევდა, დაუკითხავად რომ დატოვა ადამიანთა გულები და პირველს ფრთები დაატეხა. ვიღაცისთვის მომაკვდინებელი 365 დღე გავიდა,ვიღაცისთვის კი ყველაზე ბედნიერი. ასეა მოწყობილი ცხოვრება,როდესაც შენ გიხარია ვიღაცა შენგან სულ ერთი ნაბიჯის მოშორებით ავადმყოფური ტკივილით იტანჯება.
წამსვლელი შეიძლება დააბრუნო,მაგრამ გაუშვა, როცა გასაშვებია. ადამიანები ისე ვართ მოწყობილნი რომ შეცდომებს შეცდომებზე ვუშვებთ შემდეგ კი ტკივილზე ვსწავლობთ, ისეთ ტკივილზე როგორიც სიყვარულია და ახლა, როცა წერტილის ოდენა წვრილმანები ქმნიან სიყვარულს კიდევ უფრო მძაფრად ვრწმუნდებით ჩვენი მეხსიერების შიგნით არსებულ ისტორიებში. ისტორიები,რომლებშიც ბევრი ცრემლი,შხაპუნა წვიმა, მცხუნვარე პლეხანოვი, ბედნიერების ჟრუანტელი და სიყვარულია.

***
ერთი წლის შემდეგ ცხელ პლეხანოვზე მედგრად მიაბიჯებდა მაქსიმე ნაკანი და მონატრებით ათვალიერებდა უცვლელ გარემოს. მერე იგრძნო, როგორ გაკრა წარსულმა გულზე და წამში გაახსენდა იოანას სიტყვები:’ ყოველთვის, ყოველთვის არის გზა, რომელიც რთული გასასვლელი მაგრამ ნამდვილად შენია’, მაშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა თავის შეცდომაში, მიხვდა, რომ ვეღარსდროს იქნებოდა მაქსიმე ნაკანი პლეხანოვივით ცხელი და სიმწრით ჩაეღიმა.
მოულოდნელად დაადგა თავს ოჯახსა და სამეგობროს, ისე რომ მისი გამოჩენით ყველა გააკვირვა და გააბედნიერა. ასე მალე არ ელოდნენ მის დაბრუნებას, მაგრამ სიყვარულმა მოსვენების უნარი დააკარგვინა. მთელი წლის განმავლობაში ცდილობდა იოანაზე არ ეფიქრა, მაგრამ ნაკლებად თუ გამოსდიოდა. ყოველდღე დადიოდა სამსახურში და მამამისის ბიზნესში წინდაწინ მიდიოდა. მამას გახსენება მისთვის ერთი დიდი დაუცხრომელი ტკივილი იყო. მერე, უჩინარი ცრემლი წამოუვიდოდა ხოლმე და ხმამაღლა ამბობდა:’შევძლებ,შევძლებ და შევეგუბი’,მაგრამ ხანდახან სიტყვები არაფერს შველის, განსაკუთრენოთ კი გულს, რომლის გაკონტროლებაც ვიღავისთვის შეუძლებელია. დროც ზუსტად, მაშინ გადის ნელა, როცა შენ გიჭირს და გტკივა იმდენად,რომ გავიწყდება ვინ ხარ და რა გინდა, თითქოს არაფერი და არავინ ხდები და ყოველი დღე უფრო იბურება. ვეღარც მზეს ხედავ და ვეღარც ვასკვლავებს, იქ მაღლა მხოლოდ შავი ღრუბელია უმთვარო,უვარსკვლავო და ბნელი იმდენად ბნელი რომ შენი თავის პოვნა გიჭირს. თითქოს სიყვარული ფერებს კარგავს და შენც უუნარო ხდები. ხვდები როგორ მიექანება ყველაფერი უკან და ნაბიჯებს ვეღარ დგამ. გადის დღეები და ყოველი უკან გადადგმული ნაბიჯის შემდეგ სულიერად ეცემი. გტკივა, შენ ტყუილ ფიქრებში დაკარგული დრო. გტკივა სიყვარული, მონატრება,ჩახუტება და შენი ნათქვამი სიტყვები. ხვდები,რომ არაფერი იქნება ისე როგორც წარსულში,მაგრამ ვალდებული ხარ აიტანო ‘უწარსულობა’, უიმისობა.
**
პირველი ყოველთვის პირველი იყო, ვერაფერი ცვლიდა, ვერაფერი ანგრევდა , ვერაფერი ანადგურებდა, გვარს ყოველთვის ამართლებდა. მასაც ტკიოდა, მასაც ეშინოდა მომავლის, მაგრამ იბრძოდა. ისევ უყვარდა ბაუნტი,მისი ღიმილი და მისი ნათქვამი ‘მიყვარხარ’.
ცხოვრება მათი ერთიანობის გარეშე გრძელდებოდა და ალბათ,არც არავინ ელოდებოდა მათ გამთელებას. ყოველ კვირა მაინც დაუღალავად სეირნობდა პლეხანოვზე, გამვლელებს აკვირდებოდა, თუ წყვილს დაინახავდა მაშინვე ეღიმებოდა, თვალები უბრწყინდებოდა და წარსულის წამებს იხსენებდა.
უკვე საქმიანი გოგო იყო, დღე გამოშვებით მუშაობდა. ისევ დაუღალავად დადიოდა ოთხშაბათსა და შაბათს საქართველოს ნაციონალურ ბალეტის დიდ დარბაზში და ნინო რამიშვილის სურათს ბედნიერი სახით შეჰყურებდა, მისი შემხედვარე კიდევ ერთხელ რწმუნდებოდა, რომ ადამიანები ქმნიან ისტორიას და არა ისტორია ადამიანებს. მერე კი გულში ამბობდა, მთავარია ვიპოვო სიმსუბუქე, ჩემი სულის ჩრდილი თვითონ მიმიყვანს გზის ბოლომდე და ჩემი ისტორიაც დაიწერება
***
დღეები გადიოდა უერთმანეთოთ, სიო უბერავდა უერთმანეთოთ, ისინი დადიოდნენ უერთმანეთოთ და ასე გრძელდებოდა ყოველდღიურად, იყო ორი ‘მე’ და აღარ იყო ‘ჩვენ’ . სამაგიეროდ, სიტყვები იყო ბევრი და უმისამართო, ვიღაცასთან წამოსრორილი, ვიღაცასთან გამიზნულად ნათქვამი.
ცრემლებიც იყო,მისი,იოანასი და კიდევ ჩემი. ცრემლები სიცარიელეს გვიტოვებ, გრძნობებს გვაკარგვინებენ და ცოტას გვაყუჩებენ.
ახლა, როცა ყველაფერი თითქოს დამთავრდა,ყოველდღე რწმუნდები, რომ ხანდახან თვალები გვატყუებენ, ჟრუანტელს გვპარავენ, გრძნობებზე თამაშობენ, ფიქრებს დასცინიან და გულს გტკენენ, ისე რომ მხოლოდ წვიმასთან საუბარი გსვურს...
ვინც იცის იქნებ დასარულს უფრო ძლიერი დასაწყისი მოჰყვეს და ყველაფერი ამოტრიალდეს, აირიოს, შეიცვალოს და ცხოვრება უკიდეგანო ფერებით გადაგვეშალოს.



№1  offline წევრი (((end)))

ორივე ნაწილი წავიკითხე
ღამე გავათენე და წავიკითხე
უმაგრესია აი ძალიან ძალიან
თქვენი ერთგული მკითხველი გავხდიიი
აი არვიცი ეს რაიყო პროსტა ?
სულ ამ საიტზე 2 საუკეთესოზე საუკეთესო მოთხრობები მაქვს ამოჩემებული და სულ ვკითხულობ
მგონი 333 ჯერ რა, ხოდა რისი თქმა მინდა joy მესამე მოთხრობა ეს იქნება heart_eyes ფავორიტებშია უკვე joy heart_eyes მოკლედ რამდენი ვიტლიკინე
ხოო
აუციელბლად გააგრძელეეე kissing_heart
და დიდი თავები !!

 


№2 სტუმარი ketis

ვა რა მაგარია ორივე თავი სულ მოუთქმენლად წავიკიტხე გტხოვრ აა განაგრძე მალე დადებ ახალ თავს?

 


ჩემი ტკივილამდე დიდი სიყვარულია ეს მოთხრობა.ჩვენი შექმნილი გმირები მეამაყება.იოანა და მაქსიმე მეამაყება,ისეთები როგორებიც არიან,ისეთები როგორებიც გვინდოდა რომ ყოფილიყვნენ.ამათ დასასრული არ აქვთ,არც ფურცლებზე და არც მარჯანიშვილზე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent