შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის შვილები 3.


7-10-2016, 22:06
ავტორი tatalia
ნანახია 1 486

დიდი იმედი მაქვს, რომ მოგწონთ ვცდილობ მთელი გრძნობებით დავწერო, მიუხედავად იმისა რომ ნამდვილად არ ვიცი რას ნიშნავს გოგოს, როცა გოგო მოგწონს. ამიტომ გამოუცდელისთვის ძალიან ნუ გამკიცხავთ, უბრალოდ დღეს ეს ისეთი რთული პრობლემაა მინდა ამაზე ვისაუბრო. პირადად ჩემი აზრი ვისაც გაინტერესებთ გეტყვით, რომ მათი წინააღმდეგი არ ვარ, ვისაც როგორ სურს ისე იცხოვროს არ განიკითხო და არ განიკითხები. ხოლო ვისაც მსგავსი რაღაცეები გაღიაზიანებთ უბრალოდ, როგორც მოთხრობას ისე მიუდექით მადლობა

თვალი სწრაფად მოვარიდე ორივეს და დაპროგრამებულივით უნივერსიტეტში შევედი, პირველი დღე და არ მინდოდა გაფანტული ვმჯდარიყავი ლექციაზე, ამიტომ თავი ხელში ავიყვანე და აუდიტორიაში შევედი.
- გამარჯობა ბავშვებო
მოგვესალმე სანდოღიმილიანი ქერა ქალბატონი, უმალ დადებით განვეწყვე ქალბატონის მიმართ და თბილად გავუღიმე. მობილურმა დამირეკა და სასწრაფოდ დავუხშე ხმა.
- ბოდიშით
- ძვირფასო არაუშავს, მაგრამ ბოდიშით არა ბოდიში. ბოდიშია სწორი ფორმა თ საჭირო არ არის
გამიღიმა კვლავ და რაღაცის წერა განაგრძო, მობილური ჩუმად ავიღე და თუკას მესიჯიზე გამეცინა
"როგორ გყავს ბიჭი?"
"მემგონი ერთ ბიჭს მოვეწონე და მემგონი ეგ ბიჭი სანის მეგობარია"
მივწერე ნერვიულად
"არ არსებობს!შeნ უნდა თქვა წელი დამეწყოვო:)"
იმის მაგივრად, რომ დამამშვიდოს...ოხ. პასუხი აღარ მიმიწერია, მობილური გადავდე და ლექტორს დაველოდე, მალევე მორჩა ჩანაწერს რვეულში, თუმცა უკმაყოფილოდ გადმოგვხედა. სასწრაფოდ მობილური აიღო და გაბრაზებულმა ხმამაღლა თქვა.
- ინესა?17 აუდიტორიაში ვარ სასწრაფოდ შემოდი.
შემდეგ სახე დაიწყნარა და ღიმილით გადმოგვხედა
- მაპატიეთ ტკბილებო თქვენთვისაც მოვიცლი, უბრალოდ მ ოკლედ მერე აგიხსნით
ნერვიულად დაატკაცუნა თითები და მასზე ასაკიან თუმცა მეტად სანდო ღიმილიან ქალს ნერვიულად შეხედა, რომელიც ყავით შემოვიდა და გაგვიცინა.
- პინგვინებო როგორხართ?
ჩვენც გაგვეცინა, მაგრამ ჩემს ქერა ლექტორს ნამდვილად არ ეღიმებოდა.
- სად არის?
მოკლედ მოუჭრა ქალმა ინესას.
- არ ვიცი ქეთი აბა რა გითხრ ალევანს გაუგებ ?
- რა უნდა ახლა მაგას?ამ წელსაც დარჩეს საგნები კუდად?
აფორიაქდა და ნერვიულად დაიწყო სიარული
- გავგიჟდები ინესა გავგიჟდები, ეს ბიჭი მე ჭკუიდან შემშლის. როდემდე ვაფარო ხელი, იმიტომ რომ შვილიშვილია ბატონი გურამის. უკვე ყელში ამოვიდა.
სადაც იღო გასკდებოდა ქერა ქალბატონი.
- ქეთევან შენს დღეში, რომ ვარ ხომიცი. ვერ ვუძლებ მაგ ბიჭს არც კი ვიცი რამ შეიძლება უშველოს, ასეთია რავქნათ.
- და ის მეორე?
ყურები დავცქვიტე და გავინაბე სასურველის გაგებისას, თუმცა რავიცოდი ვისზე იყო საუბარი უბრალოდ მომიდნა ის ეხსენებით, ოღონდ ლევან თავართქილაძისგან განსხვავებით დადებითად. გავიტრუნე პასუხის მოლოდინში.
- მეორე...მეორე მთლად გადარეული, გუშინ ღამით უნივერსიტეტში ყოფილან ვიღაც გოგოები ყოლიათ და ლოტკინის მთავარ აღმართზე მანქანა მოუცურდათ, აბა გამოიცანი რულთან ვინ იჯდებოდა
სანამ ქეთევანი პასუხს გასცემდა, თავად უთხრა.
- სანი.
თავი პუტკუნა ქალბატონმა შემოყო და ზიზღნარევი სახით წარმოთქვა.
- იმ ნარკუშაზეა ხომ საუბარი, რატომ არ რიცხავთ საერთოდ მაგას უნივევერსიტეტიდან?
ხელები ნერვიულად დავისრისე და გავირინდე.
- კარგი ახლა ნანა რა საუბარია თან ბავშვებთან
- არა მაინც არ მესმის რა საჭიროა სწავლობდეს ეგეთი პიროვნება ჩვენნაირ სასახელო უნივერსიტეტში?ხომ ხედავთ გადარია ხალხი მათ შორიც ჩვენი ლევანი.
- ნანა ახლა ყველაფერს მაგ ბიჭს ნუ დააბრალებ, ხომ იცი რომ ლევანი მაქამდეც ურევდა. პირიქით სანის ბევრი სიტვაციიდან გამოუყვანია.
- ბიჭს?ბიჭია მაგი?
"მაგი" გამეცინა.
- ბიჭი კი არა ტფუი.
კარები უკმეხად გაიჯახუნა, ინესა ღიმილით შმოგვიბრუნდა
- გაიცანით ის ქალბატონი გახლდათ თქვენი გრამატიკის მასწავლები თქვენს ენაზე, რომ ვთქვათ ქართულს გასწავლით
კიდვ უნდოდა რაღაცის თქმა, თუმცა აღარ დასცალდა. კარები ლევანმა შემოგლიჯდა და უკან სანი მოყვებოდა. ვიგრძენი როგორ ამიჩქრადა გული.
- აუ ქეთი ლექტორო, მეორე ლექციაზე მოვალ რა
თან სიგარეტს უკიდებდა, ღმერთო როგორ მაღიზიანებდა.
- ლევან არ ...
სიტვის თქმა არ დასცალდა ქალს ისე აორთქლდა თავართქილაძე ადგილიდან, სანიც უკან მიყვებოდა, მაგრამ ჩემს სტაფილოსფერ თმებს თვალი მოჰკრა და გაჩერდა, რაღაც გადაიძახა და შემოვიდა აუდიტორიაში, ჩემს წინ ზუსტად ადგილი ნახა და დაჯდა. თვალი თვალში გამიყარა, არც ის მინდოდა თვალი ამერიდებიდა, მაგრამ ვერც მის ცისფერ თვალებს ვუძლებდი დიდხანს, ისევ ინესამ მიშველა.
- როგორ მოხდა?
- გადავწყვიტე გამოვსწორდე
სრული სერიოზულობით განაცხადა, მაგრამ მე მაინც შევამჩნიე ტუჩი როგორ ჩატეხა.
- ოჰ
შეიცხადა ქეთი ლექტორმა
- ნუ გადამრევ ახლა, რატომ გადაწყვიტე?
- დროა პიროვნებად ჩამოვყალიბდე
კვლავ მალავდა მომნუსხველ ღიმილს და ამაზე მთლი ჯგუფი იცინოდა, მე მონუსხული უბრალოდ ვუყურებდი. დავინახე ლექტორის თვალებში აციმციმეული თვალები.
- სანი შენ იცი როგორ მიყვარხარ, ყცველაზე მეტადაც კი მიყვარხარ მთელი უნივერსიტეყის ბავშვებში, ხომ იცი რომ ბევრი ვერ გიტანს, დეკან-ები, ლექტორ-ები, რექტორ-ები.
ებ-ს ხაზს უსვამდა რათა მათი მრავლობითობა გამოეკვეთა და სევდიანი თვალებით უყურებდა.
- ნება მომეცი დაგეხმარო, რომ დაამთავრო ბოლოს და ბოლოს და წახვიდე.
სანის მზერა არ შეცვლია ისევ იღიმოდა ტუჩის პატარა კუთხეში, თუმცა ახლა ქეთის ისე უყურებდა, როგორც მშობელ დედას მადლიერი შვილი.
- მეორე ნახევარი მჭირდება და აუცილებლად მეშველება.
ამოიღო ხმა და ჯგუფის ყველა გოგოს თვალი ხარბად მოავლო ჩემს გარდა, გოგონებმა ხელოვნური სიცილი დაიწყეს ისე "იხეოდნენ" თითქოს საოცრად სასაცილო რამ ეთქვას და წამწამებს უფახუნებდნენ, მხოლოდ ელენემ გადმომხედა და მიჩუღჩულა.
- შენს გარდა ყველას თვალი მოგვავლო
კითხვის ნიშნის მქონე თვალებით შევხედე.
- რას ვერ მიხვდი, ჩართე ქალური ლოგიკა.
აკისკისდა
- რაღა შენ "მოგტეხა" სიიდან, ანუ პირიქით შენ დაგადგა თვალი
კვლავ იცინოდა
- სისულელეა თან მე ლეზბოსელი არ ვარ.
არ ვიცი ეს რატომ ვთქვი, მაგრამ აშკარადა მანაც გაიგონდა, რადგან დავინახე წამში როგორ შეეცვალა სახე, ისედაც გამოკვეთილი ყბები ერთმანეთშ როგორ დააჭირა, თვალი გამისწორა და ღრმად სუნთქვა დაიწყო. ვინანე. ძალიან ვინანე. ელენემ ჩემდა გასაკივირად ძალიან თბილად მითხრა.
- სიყვარულმა ეგეთები არიცის, მეორეც კიდევ ნეტა ეგეთი გოგო იყოს ყველა ბიჭი, როგორიც ის არის ლევანიც არის ბიჭი, მაგრამ სულ სხვების დაცინვაში და აბუჩად აგდებაში თურმა აი ის კი (მისკენ გაიხედა ელენემ) არ გავს მათ.
- ადვილი სათქმელია შენთვის, ჩემს ოჯახში შეიხედე აბა რომ ვთქვა მსგავსი ადამიანი მომწონს თქო.
ვთქვი გაღიზიანებულმა ისე, რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია.
არც კი ვფიქრობდი რას ვიძახდი, რადგან მე ის გოგო ვიყავი, რომელსაც მსგავსი მარწუხების არასდროს ეშინდოდა, უბრალოდ მიზეზს ვეძებდი, რომ მასთან ურთიერთობას მოვრიდებოდი.
- კარგი რაა ნეტა ჩემთვის შემოეხედა და ოჯახის დედაც
ორივეს გაგავეცინა, ამასობაში შევამჩნიე ინესა გასულიყო. ქეთი რაღაცას კვლავ წერდა და სრული სიჩუმე სუფევდა ოთახში, ცოტახანში სიჩუმე დაარღვია და ღიმილით მოგვმართა.
- მოდი უკეთ, რომ გაგიცნოთ სიის მიხედვით გამობრძანდით და მოკლე ინფორმაცია მოყევით თქვენზე.
სია გრძელი არ აღმოჩენილა სულ 20 კაცი ვსწავლობდით ჟურნალისტიკაზე, მე 12 ტე ავღმოვჩნდი. მოკლე კაბა ქვევით დავქაჩე და ვეცადე სანისთვის თვალი ამერიდებინა, თუმცა მის გვერდით მომიწია ჩავლა და მისი სურნელის შესუნთქვისას სუნთქვა უნებლიედ შემეკვრა, ჩაეცინა. ოხ როგორ ვერ ვიტან.
- ნინა მქვია ჩარკვიანი ვარ, სვანური გვარით, მაგრამ არანაირ შეხება მაქვს სვანეთთან ამიტომ აციმციმებული თვალებით ნუ მიყურებთ სოფელიც კი არ მაქვს
გაგვეცინა
- მხოლდო გვარი მაქვს სვანური, მუსიკა მიყვარს მგონია ერთადერთი რამ არის რის დროსაც ყველაფერი ნეგატიური ქრება და ტვინში ცისარტყელა ჩნდება, კითხვა მიყვარს, ძალიან მიყვარს. გამოვარჩევ "ძმებ კარამაზოვებს", ველოსიპედი, სეირნობა და მოგზაურობა მიყვარს კარავი და მთელი ამბები
კვლავ გაგვეცინა სულ ყველას, ვცდილობდი სანისთვის არ შემეხედა, დავიფიცები მთელი ჩემი არსებით ვცდილობდი.
- ცხოველები მიყვარს ასევე და უცნაური სტილის მქონე ადამიანები.
ახლა მართლა გამექცა თვალი მისკენ და დავინახე როგორი ვნებაჩამდგარი თვალებით მიყურებდა, თვალი კვლავ ავარიდე.
- მიყვარს ხატვა და ვხატავ ძალიან ბევრს ოღონდ ჩემთვის, არ ვარ ჩაკეტილი ადამიანი, მაგრამ ნახატებს ვერავის ვანახებ მგონია სულს გავაშიშვლებ ისინი, რომ სხვამ ნახოს. და ბოლოს მიყვარს შემოდგომა, ძალიან მიყვარს ეს ის დროა, როდესაც ყველაფერი ცოცხლდება და ლამაზდება. ეს არის წლის საუკეთესო 3 თვე და არა ზაფხული და გაზაფხული, როგორც ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს. სულ ესაა
მოკრძალებულად გავიღიმე და ჩემს ადგილას ვაპირებდი დაბურუნებას ქეთიმ, რომ შემაჩერა.
- განსხვავებული ადამიანები, რომ გიყვარს შენს თმებსა და წინა ორ კბილზე პირსინგით უკვე შეინიშნება
იცინოდა ჩემი ლექტორი.
- მომწონხარ ნინა, თუმცა უნდა ვაღიარო უკვე, რომარ ვიცნობდე შენნაირს ვაღიარებდი, რომ უნივერსიტეტეში გამორჩეული გოგონა ხარ.
გამორჩეული ვის არუნდა, რომ იყოს. იძულებით არა რათქმაუნდა, რაღაც თავისებურად, ბუნებრივად.მეც მუდამ ასე მეგონა, რომ ვიყავი თუმცა ახლა, რომ მითხრ აარსებობს ჩემნაირი მეორე, რომელიც მგავს ხასიათებით ცოტა მეწყინა და გავიბუსხე. ქეთიმ უჯრიდან ფურცელი ამოიღო და ხმამაღლა წაიკითხა.
- რა უნდა გითხრა ქეთი მას ჩემზე?ისედაც ყველაფერი იცი.ვიცი ახლა გაბრაზდები რას ვერ გადაეჩვიე, რომ არ ვარ ეს მასიო, მაგრამ რავქნა ეს ლექტორი როგორ შევამოკლო ქეთი მას?რა გითხრა?რით გაგახარო?ერთი ჩვეულებრივი მონა ხვთისა ვარ, არაფრით გამორჩეული და ყველაფრით გამორჩეული სხვებისგან, ხატვა მიყვასრ ქეთი მას, ძალიან მიყვარს ხატვა ეს ჩემი ყველაზე ძვირფასი ნიჭია რაც კი ღმერთმა მიბოძა ამ დამპალ სამყაროში, კითხვა მიყვარს ქეთი მას გაგიკვირდებათ და ძალიან მიყვარს კითხვა თუმცა არა უნივერსიტეტის საგნებისა, ჰო ვიცი ახლა იცინით ან ბრაზობთ, რომ რა ნიჭიერი ვარ მაგრამ როგორი ზარმაცი ეს ხომ თქვენი საყვარელი ფრაზაა ჩემს მიმართ. სეირნობა მიყვარს ღამის თბილისში, სოლოლაკზე მაღლა და მაღლა სულ ზევით და ზევით ქეთი მას, შემოდგომა მიყვარს გაგიკვირდათ ხომ?ვიცი. თქვენ ადამიანებს ხომ ზაფხული წელიწადის საუკეთესო დროდ მიგაჩნიათ, მე არა ქალბატონო ქეთევან, მე არა. ზამთარი ყველაზე მშვენიერი წელიწადის დროა, როდესაც მთელი სამყარო თეთრ ძაძებში იმოსება და შემოდგომა წითელი, ყვითელი და მწვანე ქეთი მას.
ამ დროს დაუსრულებლად შემიძლია დავუყვე გზებს და ვიარო და ვიარო მისი დადგომით გახუნებულ ფოთლებში ქეთი მას.
მიყვარს განსხვავებული ხალხი, ბუნებრივად განსხვავებული ხალხი საინტერესოა მათთან ყოფნა და მათი აზრების გაზიარება, მათ ბევრად სხვანაირი შეხედულებეი აქვთ ცხოვრებაზე ვიდრე ჩვეულებრივებს. მიყვარს გიჟები ქეთი მას, თქვენ არც კი იცით მათ რისი დანახვა შეუძლიათ, გენიოსებმა მეც გიჟი დამარქვეს, გიჟებმა გენიოსი, ახლა გავგიჟდი თორემ უწინ ვიყავი მშვიდი.
კითხვა ჩაამთავრა და მივხვდი, რომ ახლა, რომ არ დავმჯდარიყავი ნამდვილად წავიქცეოდი. საოცრებაა გაიგო, რომ სადღაც არსებობს ზუსტად შენნაირი შეხედულების ადამიანი და გქონდეს მისი გაცნობის შანსი. ორიოდე წუთის წინ ამას განვიცდიდი, მაგრამ ახლა ისე მიხაროდა ვინც არუნდა ყოფილიყო ის მინდოა ვცოდნოდი და მცოდნოდა. ის იყო უნდა მეკითხა აქ სწავლობს თქო, რომ თავად ქეთი ლექტორმა წარმოთქვა.
- თქვენ განსხვავებით სამი წლის წინ პირველ კურსელ ბავშვებს ვთხოვე დაეწერათ მათ შესახებ, ვთხოვე ყოფილიყვნენ გურწფელები და დავპირდი მათ, რომ ამას მხოლოდ მე წავიკითხავდი და დავიტოვებდი ჩემთვის, მან ვინც ეს დაწერა სახელი და გვარიც კი არ მიუწერია, რადგან პირველივე დღიდან შემოიჭრა ეს სდუდენტი ჩემთან და დარჩა ჩემში. ახლა კი სამი წლის წინ დადებულ პირობას ვარღვებ, რადგან თქვენ ასე გავხართ ერთმანეთს და უნდა წამეკითხა ეს. სანი ხომ მაპატიებ ამას?
ქალმა ძალიან თბილად გაუღიმა ჩემს სასურვებს, წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და ახლა მართლა ვიგრძენი ფეხებში სიცარიელე. ახლა მართლა ვიგრძენი, რომ ვინც არუნდა იყოს გოგო თუ ბიჭი მე ის მინდა.ჰაერივით მინდა და მჭირდება.




მერე გავამძაფრებ აუცილებლად :დდ



№1  offline წევრი nini_nuca

ძალიან მომწონს აი ძალიან განსხვავებული და დახვეწილიააააააა

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

მეტი რაღა ჩემო კარგო,მეტი რაღა უნდა გაამძაფრო.კარგი იყო,მაგრამ პატარა
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი tatalia

nini_nuca
ძალიან მომწონს აი ძალიან განსხვავებული და დახვეწილიააააააა

დიდი მადლობა <3

La-Na
მეტი რაღა ჩემო კარგო,მეტი რაღა უნდა გაამძაფრო.კარგი იყო,მაგრამ პატარა

მადლობა <3 გავზრდი თავებს ტკბილოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent