სვანური ვერდიქტი (7 თავი)
არც ისე დიდი ხანია აქ ვარ და პირველად წვიმს. წვიმს, რაღაც სხვანაირად, ფანჯარასთან ვიჯექი, ვუყურებდი როგორ მოძრაობდა ღრუბლები მერე კი ცამ ფერი იცვალა, ნელა მოიქუფრა, ცისფერიდან, მუქი ლურჯი ფერი მიიღო, მერე ძალიან ძალიან მუქი ლურჯი, მერე სიშავე შეეპარა, სადღაც გაქრა ის სხივიანი ღრუბელი, ობლად რომ დასრიალებდა ცაზე, ისიც შავმა ღრუბელმა დაფარა, გაიელვა, შემეშინდა და უცებ წამოვიკივლე, სასაცილოა არა? ნამდვილად, ადამიანი რომელსაც თითქმის არაფერი არ აშინებს, უბრალოდ გაელვებამ შეაკრთო და შეაშინა, ვიცი მეც მიკვრს, ვერ ვიტან ჭექა-ქუხილს, სიცივეს. წვიმას კი, ოღონდ წყნარს და მშვიდს, არასდროს მესმოდა ადამიანების რომლებიც ამბობდნენ რომ წვიმაში ცეკვა რომანტიული იყო და სიყვარულს გადმოსცემდა, საერთოდ არ მერომანტიულება ასეთი სიყვარული. არ მჩვევია ვიყო სუსტი, მაგრამ ნახეთ უბრალო გაელვებამ შემაშინა... როგორ შემაკრთო.. ნაინასთან სტუმრობამ მშვენივრად ჩაიარა, რამდენიმე დღე გამყვა მისი პოზიტივი, მას ხომ გადამდები ღიმილი, სითბო, სიხალისე და სიყვარული აქვს, გათბობს, მისი ღიმილით და გავსებს, მასთან სტუმრობის შემდეგ არც ერთი აღარ მინახავს, არც გამოჩენილან. ამ წვიამიან დღეს კი, მე ჩემს წიგნს მივუბრუნდი, იმდენად გადავეშვი ამ სამყაროში რეალობის შეგრძნება დავკარგე, არ ვიცი რამდენი ხნით ვიჯექი კომპიუტერის ეკრანთან, მაგრამ როდესაც რეალობის შეგრძნება დამიბრუნდა თვალი შევავლე ჩემს ნაშრომს და მომეწონა, პირველად... პირველად ვიყავი საკუთარი თავით კმაყოფილი, მაგრამ აკლდა რაღაც, რას მეტ ელფერს შესძენდა და საინტერესოს გახდიდა. თავს უფლება არ მივეცი, იაგოსა და ნაინას ისტორიები ჩამერთო თან, საკმაოდ კარგი გამოვიდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, ეს მხოლოდ რამდენიმე გვერდი იყო. სიმძაფრე აკლდა -ბეშქენი და მირიანი- წამოვიძახე უნებურად. აი რა მინდოდა, სინამდვილე, ნამდვილი სვანური ისტორია და არა გამოგონილი ამბები, სიმართლე, დამალული და შენიღბული, არავინ მაპატიებდა ამ ისტორიის სააშკარაოზე გამოტანას, მათი დის სიკვდილის ისტორიას, მაგრამ მთავარი იყო ჯერ სიმართლე გამეგო, ყველაფერი ნამდვილი და არა ხალხის ჭორი, გამოგონილი და შეთხზული ამბები, აი რა იყო ის რაც ისტორიას სიმანდვილესა და მეტ ეფექტს შესძენდა. -ჩემო გოგო, უკვე გვიანია და შენ კი ისევ მუშაობ- ოთახის კარი ნელი დეიდამ შემოაღო და ჩემი მაგიდისკენ წამოვიდა. -ხო, იმდენად შევყევი ვეღარ გავიგე დროის გასვლა. -როგორ მიდის სამუშაო. -მშვენივრად, ძალიან კარგადაც კი, მაგრამ რაღაცეები მინდა შევასწორო, ეს მხოლოდ მონახაზია. -მიხარია ჩემო გოგო- გამიღიმა- გემრიელი კუბდარები დავაცხვე და წამო დავაგემოვნოთ. -დიდი მადლობა ახლავე მოვალ- ფაილი შევინახე და კომპიუტერს ვრთავდი როდესაც -წამო სტუმრებიც მოვიდნენ როგორც ჩანს- ჭიშკრიდან მშვიდი ძახილი გავიგონე. -სტუმრები?- გამიკვირდა, თუ ვინმე სტუმარს ელოდა ნელი დეიდა აუცილებლად მაფრთხილებდა ხოლმე, მაგრამ ახლა რატომღაც ამ ყველაფრისთვის არსებითი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. -ჰო, ნაინა და იაგო დავპატიჟე, აქ მეგობრებით არ ხარ განებივრებული, მხოლოდ ჩემთან გაქვს ურთიერთობა და რამდენიმე მეზობელთან, რომლებთანაც მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლები. ისინი კარგი ოჯახიდან არიან შვილო მათთან მეგობრობა ბევრს შეგძენს, თან უამრავი საინტერესო ისტორიები იციან შენი წიგინსთვის- მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა. ნელი დეიდამ დამტოვა ოთახში მარტო, აზრებს ვიკრეფდი როდესაც მისაღებ ოთახში მისი ბოხი ხმა გავიგონე, თბილი და ალბათ ღიმილიანიც კი. მე კი ისევ ის სიცივის გრძნობა არ მტოვებდა, ყოველი მისი ხმის გაგონებისას რომ იწვევდა ჩემში. -რა გემრიელი სუნებია ნელი ბიცოლა- ღიმილიანი ხმა ჰქონდა, მე კი ისევ ჩამქრალი კომპიუტერის წინ ვიჯექი და თვალები უაზროდ გამეშტერებინა მისთვის. -მოდი ჩამოჯექი, მარიამიც ახლავე გამოვა, ნაინა სადაა შვილო?- ჩემმა სახელის ხსენებამ, შემდეგ ნაინას გარეშე მისმა აქ მოსვლამ რეალობას დამაბრუნა. -ცოტა შეუძლოდაა, ვერ ეგუება ამ ჰავას მისი სუსტი ფილტვები და როგორც იცით სულ ცივდება ხოლმე, მის გარეშე არ მოვდიოდი მაგრამ არ დამანება, მარიამი მარტოაა და იქნებ ცოტა ხანი დაელაპარაკო, წვიმებია და სახლში მოიწყენსო.- იმდენად თბილი იყო მისი ხმა, თვალი უნებურად სარკისკენ გამეპარა, თმები შევისწორე, ტანსაცმელს თვალი შევავლე, შავი შარვალი, შავი ზედა და ლურჯი თხელი ჟაკეტი მეცვა, არაფერი გამომიცვლია, კარისკენ წავედი, ღრმად ჩავისუნთქე და.. -საღამო მშვიდობისა- მივესალმე ოთახში მყოფნთ. ის მაგიდის პირდაპირ იჯდა, როგორც ყოველთვის მუქ ფერებში იყო, მისი დანახვისას სიხარული ვიგრძენი, მკაცრი სახის მიუხედავად თვალებში მზეს ვხედავდი, სითბოს, სიყვარულსა და პატივისცემას. -ხოჩა ლადელ- მომესალმა ისიც -მაგვარდ ხარიდ?- ვკითხე და გაეღიმა. -მახვმარ- მიპასუხა. -ო, ყოჩაღე მარიამ- ნელი დეიდამ გამომხედა და გამიღიმა. -სწორად გამოთქვამ და უცებ შეგისწავლია- მისი შექება, ღიმილიანი სახით მაბნევდა, ,,რას მიშვება ეს ადამიანი გავიფიქრე“ -მაგიდას მივუსხედით- ნელი დეიდას უვე გაემზადებინა, კუბდარი, ცხელი ჭვიშტარები და ერთი ბოთლი არაყი- წვიმიანი ამინდია, არაყი შეფერის -რა სურნელებია- კუბდარის საკმაზის სუნი, ცხვირში მიღიტინებდა და მაცდურად მიცქერდა. -ნელი ბიცოლა შეუდარებელ კერძებს ამზადებს- თქვა იაგომ და პირველი ნაჭერი გადაიდო , დააგემოვნა- ძალიან გემრიელია, შეუდარებელი. იმდენად უშუალო, თბილი და თავისუფალი იყო, მიკვირდა ნამდვილად ის იყო თუ არა, წამით თვალი გამიშტერდა მასზე, მის სახეს ვიკვლევდი, პირველი მაინც მისი თვალები იპყობდნენ ყურადღებას. შავი და თაფლისფერი, გარდამავალი ფერები, დიდი შავი წამწამები, შავი თმები, წვერი, ვარდისფერი ტუჩები, გამოყვანილი თითქოს კონტურით დახატული, ქართული ცხვირი. ნიკაპი და გრძელი მოვლილი თითები. მისი სახის ცვლილებას მოვკარი თვალი ტუჩის კუთხე ჩაუტყდა, გაიღიმა, და სასწრაფოდ შევცვალე ჩემი სახის გამომეტყველება, მისი სახიდან კუბდარზე გადავიტანე. -ძალიან გემრიელია- კიდევ ერთხელ გაიმეორა. -იაგო, დაგვილოცე ოჯახი- ნელი დეიდამ წინ დაუდო სასმელით სავსე ბოთლი.- ჩემი ქმარი ედიშერი რომ სახლში იყო, ხომ იცი სათანადოდ გაგიწევდა მასპინძლობას, მაგრამ ეს მცირედი გულით მოგართვით შვილო. -მადლობა ნელი ბიცოლა, არ არის ამდენი ბოდიში საჭირო, მე ხომ უბრალოდ გადმოვედი, ვიცი თქვენი ოჯახის მასპინძლობის ამბავი. -სად არის თქვენი ქმარი ნელი დეიდა?- ჩუმად ვკითხე, იმდენად წყნარად რომ საკუთარი ხმაც კი მეუცნაურა. -საზღვარგარეთაა შვილო, წლებია ასე დადის, ჩემი შვილი იქ ცხოვრობს, აქ ზაფხულობით ჩამოდის, მეც მეუბნებიან რომ წავიდე, მაგრამ ფუძეს, კერას ხომ არ გავაციებ? სანამ ცოცხალი ვიქნები, ვიქნები ასე და მერე რამე იქნება შვილო. -არ გიჭირთ მარტოობააა? -მარიამ ხანდახან მართლა ჟურნალისტი მგონიხარ- ღიმილით მითხრა იაგომ- მიირთვი ცხელი უნდა დააგემოვნო ჭვიშტარი და კუბდარი, ცხელს აქვს განსაკუთრებული გემო, ცივი კი კარგავს არომატს. -მადლობა უგემრიელესია- პირველივე ლუკმამ საოცარი გემო და შეგრძნება დამიტოვა- პირველად არ მივირთმევ მაგრამ ეს ყველასგან განსხვავებულია რაც კი ოდესმე დამიგემოვნებია. -სვანური კერძები სვნეთში უნდა გასინჯო, არა მარტო სვანური, ყველა კუთხეს მიტომ აქვს თავისი განსხვავებული და დამახასიათებელი კერძები რომ მას იქ ამზადებენ ყველაზე განსხვავებულად. სადაც, რომელ კუთხეშიც არ უნდა მიხვიდე, აუცილებლად დააგემოვნე კუთხური კერძი, აი ნამდვილ გემოს მაშინ შეიგრძნობ. -ჰო, ნამდვილად ასეა- მე და ის ერთ მაგდასთან ვისხედით და უბრალო ჩვეულებრივი ადამიანებივით ვიქცეოდით, ასეც იყო, მაგრამ მისი სტატუსი მაშინებდა, მისი მკაცრი გამოხედვა, წამის წინანდელ სიმპატიას შლიდა მეხსიერებიდან და ისევ სიცივეს ვგრძნობდი სხეულში, მერე ისევ გაიღიმებდა და ვთბებოდი, დაუსრულებელი ციკლი მიმდინარეობდა ჩემში, მისი ყოველი გამოხედვა ამოუხნელ განტოლებად ჩარჩა ჩემში. მშვენიერი საღამო გამოვიდა, ნელი დეიდამ მალე დაგვტოვა, მეზობელთან გადავიდა, წნევამ შეაწუხა და ნელი დეიდა იყო მისი ექიმი და ექთანი, მე და იაგო კი დიდი ხნის მეგობრებივით ვსაუბრობდით, ყველა თემას განვიხილავდით, საკუთარი თავების გარდა, არ ვეხებოდით სვანეთს, ტრადიციებს, მხოლოდ ერთი საღამო მივეცი თავს უფლბა არ ვყოფილიყავი შებოჭილი, არ მეფიქრა სვანეთზე, მის წეს ჩვეულებებზე და სისხლზე, მეც უბრალოდ თინეიჯერ გოგოდ ვიქეცი, ის კი უბრალო ბიჭად. -თავისუფალი შეხედულებები გაქვს, კიდევ უფრო და მეტად დაარღვიე ქალაქელი გოგოს იმიჯი, სასიამოვნო მოსაუბრე ხარ, ყველა თემაზე შენი შეხედულებები გაქვს, ყველაფერზე შენი დებულება გაქვს. სასიამოვნოა შენთან კამათიც კი. -ქალაქელობა არ ნიშნავს იმას იყო სწერვა და გაპრუწკული, დამიჯერე მხოლოდ ქალაქში არ არიან ასეთები. ყველგან არიან ქალაქშიც და სოფელშიც, ძირითადად სოფლელი გოგონები იქცევიან ან მეტისმეტად გათამამებული იქცევიან ასე, დედიკოსა და მამიკოს ფულიანი გოგოები. -კი მაგრამ მე მინახავს, საშუალო დონის მაგრამ ზედმეტად გადაპრანჭულები. -მეც მინახავს, ზოგიერთი სხვისი მიბაძვით ხდება ისეთი როგორიც არიან, ზოგი იპრანჭება ზედმეტად, ზოგს არ უნდა მაგრამ გამოდის. მათ გამო სხვებსაც ისევე უყურებენ როგორც მათ- თვალებში ვუყურებდი და - აი, მაგალითად შენც ხომ მათნაირი გეგონე? იცი არ გამკვირებია, მაგრამ ცოტა მეწყინა. -ბევრი მინახავს, შენ ხომ პირველივე დღიდან ახალი ამბების ეპიცენტრში მოხვდი? ყველაფერი გაინტერესებდა, ბევრ კითხვას სვამდი, მერე იქ გნახე ქუჩაში, შემეპასუხე და ნერვებიც კი მომიშალე. -შენ ჩემი შეშინება გინდოდა, გინდოდა აქედან წავსულიყავი, ესეთი სუსტიც კი არ ვარ, ვინმეს ხმამაღალმა საუბარმა, ტონმა და სიმკაცრემ აზრები დამიბნიოს, საკმაოდ შეუპოვარი ვარ, დაწყებულს აუცილებლად დავამთავრებ. -ვიცი, ახლა უკვე მივხვდი, წინა დღესაც კი გითხარი რომ სხვებს არ გავხარ, დღეს კიდევ უფრო დავრწმუნდი ამ ყველაფერში, და მინდა გითხრა რომ მოვიხიბლე შენით. ,,მოვიხიბლე შენით“ იმდენად იმოქმედა იმ წამს მისმა სიტყვებმა რომ წამით სუნთქა შემკრა, რეალობის შეგრძნება დავკარგე, როგორ მოსწონს ასე რომ მემართება, მის თვალებში სხივი გაჩნდა, ისე მიყურებდა მის თვალებს ვერ ვწყდებოდი, თვალს ვერ ვაშორებდი, ის კი ჯიუტად დათარეშობდა, მისი მზერა ჩემს სახეზე. -მარიამ ისუნთქე- ღიმილით მითხრა. ახლა მივხვდი რომ სუნთქვა შემკვროდა, უფრო სწორად არ ვსუნთქავდი და მისი თვალების სიშავეში ჩავკარგულიყავი. მხოლოდ მისი ნათქვამი ფრაზა ჩამესმოდა გონებაში რომელიც ექოდ მოდებოდა ყველა უჯრედს. -მთაში როდისმე სალაშქროდ ყოფილხარ?- მკითხა უცებ და თემა შეცვალა -აა, კი- დაბნეული ავლუღლუღდი, შემდეგ კი მხნედ განვაგრძე- საქართველოს ყველა კუთხე მაქვს ნანახი, ამით ვამაყობ კიდეც, მაგრამ მინდა სვანეთის მთები ფეხდაფეხ შემოვიარო, ხომ იცი აი ის ლექსი. ,,ნეტავ წამიყვანა სადმე, სადმე საქართველოს მთებში, ბილიკს დამადევნა კენტად, წვიმის დამაწია თქეში“. ძალიან მინდა, მთლიანად მოვიარო ყველა კუთხე და კუნჭული, მინდა ეს დრო რასაც აქ გავატარებ სრულიად ამ სამყაროს მივუძღვნა, მხოლოდ აქ ვიყო, ვიცი ეს დრო აღარ განმეორდება, ეს პირველი შთაბეჭდილებაა რომელიც აღარ განმეორდება, აქ კიდევ დავბრუნდები მაგრამ ისევ ისეთი აღარ იქნება როგორც ახლა. პირველი შეგრძნება ხომ დაუვიწყარია. მონუსხული მისმენდა, არაფერს ამბობდა და სკამის საზურგეს მიყრდნობოდა. -რამდენიმე დღეში ჩვენთან ნაინას მეგობრები ჩამოდიან- რამდენიმე წამიანი სიჩუმე მისმა თბილმა ხმამ დაარღვია- მათ ლაშქრობა აქვთ დაგეგმილი, ზოგი პირველდ მოდის, ზოგი უკვე ნამყოფები არიან, შემოგვიერთდი. -მართლა?- ბავშვურად გამიხარდა, ეს ლაღი, გულწრფელი სიხარული იყო.- მართლა მეუბნები? -ჰო, მართლა.- მანაც ისევ ისე თავისუფლად და თბილად გამიღიმა. იცით როგორია როდესაც შთაბეჭდილებებით იღლები, ემოციებისგან იცლები და ამავ დროულად ივსები კიდეც? გიგრძვნიათ? მე კი, იაგოს წასვლის შემდეგ ისე უცებ დავალაგე ყველაფერი, საწოლს მივაშურე და წვიმის წვეთების თვლა დავიწყე, რომლებიც ისე ხმაურობნენ მღილდნენ კიდეც, ვერც კი გავიგე. მიხაროდა, კიდევ უფრო მეტად მიხაროდა აქ რომ წამოვედი, მალე კიდევ ჩემს ნატვრა-სურვილს ავიხდენდი, მთას შემოვივლიდი, ,,ღმერთო რა მაგარია“- ღიმილმა დამიფარა სახე და იაგოს სახე დამიდგა თვალწინ, მისმა ღიმილმა უცებ ამრია, ფიქრები ამიშალა და ,,მოვიხიბლე შენით“ ისევ ჩამესმოდა. ------ საღამო მშვიდობისა... ისევ ახალი თავი. მიხარია რომ კითხულობთ, თქვენი კომენტარებით მავსებთ და უფრო უკეთესი თავებისკნ მიბიძგებთ... თქვენი დაღლილი ტერო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.