შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოსულობის უპირატესობა(თავი 2)


10-10-2016, 19:53
ავტორი ninuca16
ნანახია 2 052

სოფელში ყოფნისას ბევრი გავიცანი და ბევრსაც დავუახლოვდი. შემდეგ კი ჩამოვედი თბილისში და დედამ ჩემი საყვარელი ბლინები დამახვედრა.. მამა კი არ დამხვდა სახლში, უკვე შევეჩვიე მშობლების კამათს, მაგრამ მე მაინც დედას ვემხრობი, რადგან მისი განუწყვეტელი სმა მეც მომბეზრდა თანაც, როდესაც სიმთვრალის დროს აუტანელი ხასიათი აქვს და დედას უმიზეზოდ უყვირის ხოლმე..! მელანო(დედა) ძალიან მეცოდება ხოლმე,მაგრამ მისვლასაც ვერ ვბედავ იმ მომენტში, რადგან არვიცი როგორ მოვიქცე ან რა ვუთხრა. ცდილობს ცრემლები დამალოს, მაგრამ მის ცრემლებს არც მე და არც ჩემი ძმა(სანდრო) არ ვიმჩნევთ ხოლმე,გული მიკვდება მისი ცრემლების დანახვისას!! სანდრო ფეხბურთელია,საკმაოდ კარგად გამოსდის ეს სპორტი და იმედია წარმატებას მიაღწევს,თუმცა როგორც ყველა ქართველი ბიჭი ეჭვიანობს ჩემზე,როდესაც ვინმე ბიჭი მომესალმება ან მომწერს,ნუ უფრო სიმკაცრით უდგება ამ ყველაფერს ვიდრე ეჭვიანობს. სანდრო ცხრამეტი წლისაა,შეყვარებულიც ყავს, მაგრამ დიდად არ მომწონს ნინას ხასიათები,ასე ქვია მის შეყვარებულს. რაც შეეხება ზაზას(მამაჩემს)ის საერთოდ არ არის მკაცრი. თუმცა სანდრომაც იცის რომ სწავლისკენ მიდრეკილი ვარ და არ ვაპირებ შეყვარებულის ყოლას ჯერ, იტყვით ალბათ ლევანი ვინღა იყოვო(იცინის), მაგრამ რაც იყო,იყო. დიდი შეცდომა დავუშვი და ბავშვურ გატაცებას მივენდე. ვინახულე ჩემი დაქალები: ანი და რუსკა, კარგადაც დამმოძღვრეს, როგორც ყოველთვის, მომიყვეს თავისი ამბებიც, რუსკა მორიდებული და შეღუშული მეჩვენა და ბოლოს ამოღერღა რაც აწუხებდა და მითხრა.
რუსკა: ლიზა რაღაც მინდა გითხრა, ისიც არ ვიცი ეს როგორ გითხრა და საიდან დავიწყო, ჩემს საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს, მაგრამ უნდა...
ლიზა: რუსკა პირდაპირ მითხარი, რაც არ უნდა იყოს, შორი გზიდან მოვლა ამ ამბის სათქმელად არ არის საჭირო, თანაც რა უნდა იყოს ასეთი.
რუსკა: მე და შენი, არა, შენი ძმა და მე, უფროსწორად..
ლიზა: რა შენ და ჩემი ძმა? რისი თქმა გინდა რუსკა?
რუსკა: მე და შენი ძმა ერთად ვიყავით გუშინ, შენები არ იყვნენ სახლში და სანდრომ დამპატიჟა, ფილმს ვუყურეთ ერთად, შემდეგ..
ლიზა: ჰაა?! ხოო, აღარ არის საჭირო რუსკა! და ნინა?! არ გეცოდებათ ის გოგო?
რუსკა: ვიალაპარაკეთ მე და სანდრომ და გადავწყვიტეთ დავივიწყოთ გუშინ რაც მოხდა, ასე რომ ნინა ვერაფერს გაიგებს. ლიზა მისმინე, ვიცი რომ არ უნდა მომხდარიყო ეს, დამნაშავე ვარ, მაგრამ მაპატიე რაა.
ლიზა: რუსკა, მართალია შენგან ნამდვილად არ მოველოდი ამას, მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და, თან ჩემი ძმა იყო, ნუღარ ნერვიულობ და ახსნითაც ნუღარ იტანჯავ თავს, რაც იყო, იყო.
რუსკა: ანუ მაპატიე?
ლიზა: ხო რუსკა, სხვა რა გზაა.
ანის ხმა არ ამოუღია, გასუსული იჯდა და დიდ შავ თვალებს აბრიალებდა. წასვლისას დაიძახა, ლიიიიზ, მადლობა ჩემო გოგოვ, ჩამეხუტა და წავიდნენ.

ესეც მეორ თავი მადლობა ყველას თბილი კომენტარებისთვის, იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი Guest Niki

Ver getyvi rom agvprtovandi radgan am saitze dzalian kargi istoriebi maqvs wakitxuli da mattan shedarebit es araperia,magram radgan es sheni pirveli istoriaa gepatieba,imedia tandatan daixvewebi,shecdomebsac gamoasworeb da istorias upro met mravalperovnebas shedzen,tore ase dzalian mshrali da uemocioa,imedia rchevas gaitvaliswineb,warmatebebi.

 


№2 სტუმარი Ninuca

anuki15
ძალიან დავინტერესდი, ველოდები ახალ თავს heart_eyes heart_eyes heart_eyes

მადლობაა რომ ადევნებ თვალს ახალ თავებს❤

 


№3  offline წევრი ninuca16

ვეცდები შენიშვნები გავითვალისწინო <3
Guest Niki
Ver getyvi rom agvprtovandi radgan am saitze dzalian kargi istoriebi maqvs wakitxuli da mattan shedarebit es araperia,magram radgan es sheni pirveli istoriaa gepatieba,imedia tandatan daixvewebi,shecdomebsac gamoasworeb da istorias upro met mravalperovnebas shedzen,tore ase dzalian mshrali da uemocioa,imedia rchevas gaitvaliswineb,warmatebebi.

 


№4 სტუმარი Ninuca

Guest Niki
Ver getyvi rom agvprtovandi radgan am saitze dzalian kargi istoriebi maqvs wakitxuli da mattan shedarebit es araperia,magram radgan es sheni pirveli istoriaa gepatieba,imedia tandatan daixvewebi,shecdomebsac gamoasworeb da istorias upro met mravalperovnebas shedzen,tore ase dzalian mshrali da uemocioa,imedia rchevas gaitvaliswineb,warmatebebi.

მადლობა,შევეცდები

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ეს ლიზა რაღაც არ მომწონს fearful

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent