ჰელოუვინის ღამე
იმედია მოგეწონებათ ♥ _______________ პროლოგი: ღამე რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა,ღამე რომელმაც მასწავლა სიყვარული და ერთგულება,ღამე რომელმაც დამანახა სამყარო სხვა თვალით... თავი 1 ლილემ დილით თვალები ზანტად გაახილა და მის ნაცრისფერ და არეულ ოთახს მოავლო თვალი.საშინლად ეძინებოდა რადგან გუშინ მთელი ღამე ხატავდა და არ დაუძინია.უნდა ამდგარიყო რადგან სკოლაში ქონდა წასასვლელი და არ უნდოდა დაეგვიანა რადგან საშინლად არ უყვარს როდესაც სადმე აგვიანებს.ფეხზე წამოდგა და გაიზმორა.კარადასთან მივიდა და ქექვა დაიწყო.შავი შარვალი და ასევე შავი ნირვანას მაიკა გამოიღო და საწოლზე დადო თვითონ კი სააბაზანოში შევიდა.მალევე მოწესრიგდა და ისევ ოთახში დაბრუნდა.გამზადებული ტანსაცმელი მოირგო და ფეხზეც ჩაიცვა.ოთახი მიალაგა და სამზარეულოსაკენ აიღო გეზი.საათს დახედა რვას ათი უკლდა მას ჯერ კიდევ ჰქონდა დრო რადგან გაკვეთილები ათის ნახევარზე ეწყება.ლილე სამზარეულოში შევიდა და წყლით სავსე ჩაიდანი გაზქურაზე დადგა ჩაისთვის.შემდეგ ტოსტერები გაიმზადა ჩაიც დაისხა და ისადილა.თეფში და ჭიქა ნიჟარაში ჩადო და ისევ მის ოთახში გავიდა.ლილე მარტო ცხოვრობს მყუდრო სამოთახიან ბინაში რადგან ოჯახის წევრები ავტოკატასტროფაში დაკარგა რამოდენიმე წლის წინ.ამ კატასტროფას მხოლოდ თვითონ გადაურჩა მაგრამ იმ დღის შემდეგ ყოველთვის ნატრობს თვითონ მომკვდარიყო და მისი ოჯახის წევრები ცოცხლები ყოფილიყვნენ... ლილემ ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაალაგა,ტელეფონი აიღო,თმა დაივარცხნა და ოთახიდან გავიდა.მისაღებში ბინის გასაღები აიღო და კარებში გავიდა.გასაღები კარებს მოარგო საიმედოდ დაკეტა.კიბეები ჩაირბინა და სადარბაზოდან გავიდა. ყურსასმენები მოირგო და ტროტუარს ნელი აუღელვებელი ნაბიჯებით გაუყვა.მომენტებში მუსიკა აიყოლიებდა და რაღაც არა ამქვეყნიურ მოძრაობებს აკეთებდა.მერე შერცხვებოდა ქუჩაში მოსოარულე ხალხის და სირცხვილით გაიყუსებოდა... სკოლა ოდნავ მოშორებით იყო.მაგრამ მას თავზე საყრელი დრო ჰქონდა და არ ღელავდა იმაეზე რომ დააგვიანდებოდა. სკოლის ეზოში შევიდა და მაშინვე თავისი საკლასო ოთახისაკენ წავიდა.კლასში შესულს მერხზე სასიყვარულო წერილი დახვდა.ლილე ლამაზი გოგო იყო ამიტომ მთელი თერთმეტი წლის განმავლობაში სკოლაში თაყვანისმცემლები არ აკლდა.წერილი აიღო და გახსნა. უცნობისგან იყო მაგრამ ძნელი მისახვედრი არიყო წერილის ავტორი რადგან კლასში თვალებ მოჟუჟუნე გიორგის დანახვაზე გაიღიმა და მისკენ წავიდა. წერილი უსიტყვოდ გაუწოდა.გიოს ამ ჟესტზე სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა და მაშინვე მოიღუშა -მაპატიე გიო ხოო იცი რომ არ მიყვარხარ არ მინდა გული კიდევ ბევრჯერ გატკინო ამიტომ გთხოვ ნუ იტანჯავ თავს ლილემ დიდი მოწიწებითა და პატივისცემით მიუგო მას -ხოო ვიცი ჩაიფრუტუნა გიომ და ძალით გაიღიმა.ლილე მიუახლოვდა ლოყაზე ნაზად აკოცა და თავისი ადგილი დაიკავა... გაკვეთილების ბოლოს დირექტორმა მეთერთმეტე კლასელები სააქტო დარბაზში დაიბარა.ლილესაც სხვა რა გზა ჰქონდა იძულებული იყო ბატონი ზურაბის გაუთავებელი ლაპარაკისთვის ესმინა,თან არც იცოდა თუ რატო იბარებდა მათ.ლილე სააქტო დარბაზს მიუახლოვდა როდესაც კარებზე ატუზული მაღალი ბიჭი შენიშნა -უკაცრავად იქნებ შემიშვათ უთხრა ბიჭს.ბიჭმა მაშინვე მზერა ლილეს მიაპყრო რომელიც მას მიშტერებოდა.ბიჭი უსიტყვოდ გაიწია გვერდით გზა დაუთმო და გოგონა დარბაზში შეატარა.ლილეც მაშინვე შევიდა და ადგილი დაიკავა.მერეღა მიხვდა რომ ის ბიჭი მისი პარალელური კლასიდან იყო.დარბაზში დირექტორი და თავისი მოადგილე შემოვიდნენ.ბატონმა ზურამ საუბარი დაიწყო. -მოგესალმებით ბავშვებო.ალბათ გაინტერესებთ აქ რატომ შეგკრიბეთ.ოთხ დღეში ჰელოვინია და მინდა რომ ჩვენმა სკოლამაც მოაწყოს წვეულება ამ დღესთან დაკავშირებით და იმედი მაქვს რომ თქვენ დამეხმარებით ამაში.31 ოქტომბერისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს.ამ წვეულებაზე იქნებით მხოლოდ მეთერთმეტე კლასელები.აუცილებლად უნდა გყავდეთ მეწყვილე და უნდა გქონდეთ სათანადო კოსტიუმი ისე წვეულებაზე არ დაიშვებით!ამ დღესთან დაკავდირებით ყველაფერი სრულყოფილი უნდა იყოს ამიტომ კომისიის წევრები უკვე ავირჩი და მათ ახლავე გამოვაცხადებ ბატონმა ზურამ თავის საბუთებში ქექვა დაიწყო და იქიდან რაღაც ფურცელი ამოიღო -ვის სახელსადა გვარს გამოვაცხადებ ჩემთან მოვიდეს თქვა მან და პირველი სახელი ამოიკითხა -სანდრო დაშნიანი თუ შეიძლება მოდით თქვა ზურაბმა.სანდრო ფეხზე წამოდგა და დირექტორის უკან აეტუზა ბატომნა ზურამ ისევ ფურცელს ჩახედა და შემდეგი სახელი ამოიკითხა. -ლილე ბურდული ამ სახელისა და გვარის გაგონებაზე ლილეს უნდოდა ქარიშხალი ამოვარდნილიყო და ყველაფერი ჩაშლილიყო.ყოყმანითა და სახის ღრეჯვით წამოდგა და დირექტორისკენ წავიდა. სანდროს გვერდით დაუდგა რომელსაც სახეზე უაზრო გამომეტყველება ჰქონდა აკრული -ლილე და სანდრო იქნებიან კომიტეტის თავჯდომარეები რომლებიც ერთად ამ ოთხი დღის განმავლობაში ყველაფერს მოაგვარებენ.ასევე ისინი ერთმანეთის მეწყვილეებიც იქნებიან ამის გაგონებაზე ლილეს პროტესტის გამოთქმა უნდოდა რადგან არ სურდა წვეულებაზე წასვლა განსაკუთრებით უცხო მეწყვილესთან ერთად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.