შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ დამიბრუნდი მაშინ, როდესაც უიმედოდ ვიდექი საკურთხეველთან. (მესამე თავი)


15-10-2016, 01:11
ავტორი D M
ნანახია 2 516

დილით გაღვიძებისთანავე თიკასთან ჩავედი, ყავა დავლიეთ და გუშინდელი ჩემებთან საუბარი მოვუყევი, ჭორაობაში დრო უცებ გავიდა, ავედი სახლში მოვემზადე მალე დედამაც დამირეკა ცოტახანს ვილაპარაკეთ, ვუთხარი ჩემი გააწყვეტილების შესახებ, შევატყე დიდად არ გახარებია, თუმცა წინააღმდეგობა არ გამიწია.
-კაი დეე გავიქეცი, თიკა მელოდება. ჯერ სადგურში მივდივართ ბილეთი უნდა ვიყიდოთ, მაღაზიებშიც შევივლით, გუშინ გარდირობს გადავხედე და მივხვდი რაღაცები მაქვს საყიდელი. შენ და მამიკოს კარგი დროის გატარებას გისურვებთ, აბა თქვენ იცით, ხვალ გზიდან შეგეხმიანებით.
-კარგი ნუცი, მეც სალონში ვარ ჩაწერილი უნდა გავიქცე. ჭკუით იყავი, ახლა შენებურად მთელს მაღაზიებს ნუ წაიღებ სახლში, შეიცოდე ჩემი ქმარი, ეს რათქმაუნდა ხუმრობით. მიდი დეე, თიკა მომიკითხე, როგორც იტყვი ხოლმე schönen Tag noch, Tschuss.
-ჰაჰ, გამაცინე...ჩემი და დიმას ხელში შენც ალაპარაკდი გერმანულად ხო? გადავცემ დედუცი თიკას აუცილებლად. გკოცნი და მიყვარხარ, მამიკო მომიკითხე.
შორტი, თეთრი მაიკა და მაღალ ქუსლიანები ჩავიცვი, ტყავის პატარა ჩანთა ავიღე და ჩავედი, თიკა დაბლა დამხვდა.
-Tik gehen wir erstemal Bahnhof oder einkaufen?
-წამოდი ჯობია ჯერ სადგურში შევიდეთ და მერე ვიშოპინგოთ.
შევედით ვნახეთ მეორე დღის „პლანები“, (პ.ს „პლანს“ პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ, ასე ჰქვია გერმანულად დღის გეგმას).
-Hallo, haben Sie morgen früh zwei Tiket nach München?
-Hallo, einen Moment bitte…..
-ნუც იმედია დილით ადრე იქნება რამე..
-უჰ შანსია რომ არ იყოს.
- erste Zug fährt um 05:30 Uhr und zweite Zug fährt um 07:15 Uhr, welche Zeit möchten Sie?
-თიკ 6-ის ნახევარი ძალიან ადრეა ხო? მოდი იყოს 8-ის 15-წუთი, ასე ჯობია მგონი..
-ჰოო გოგო „იასნა“, ასე ადრე რაა ადგება...
-Also, wir möchten um 07:15 Uhr.
-Ok.
ვიყიდეთ ბილეთები და გავემართეთ საშოპინგოდ...შემოვიარეთ სავაჭრო ცენტრები, H&M C&A და ა.შ. სახლამდე ძლივს მივათრიეთ სავსე პარკები. საღამო იყო, თიკას დავემშვიდობე და ლიფტში შევედი. კარი როგორც გავაღე ესევე ოთახისკენ გავიქეცი და საწოლზე „გავითხლიშე“, შოპინგზე მეტად არაფერი არ მიყვარს, თუმცა ვაღიარებ საშინლად მღლის აქეთ იქეთ წანწალი. დივანზე გადმოვყარე ყველაფერი და სარკის წინ მოსინჯვა დავიწყე. თან ჩემს დაქალ ნინის პ.ს ლევანის ბიძაშვილს Messenger-ში ვუგზავნიდი ფოტოებს, მაინტერესებდა ყველაზე მეტად რომელი კაბა „დაევასებოდა“...ჰო მართლა, ნინიმ არ იცოდა გუგას არსებობის შესახებ, მან მხოლოდ ის იცოდა რომ ვენეციაში ქართველები გავიცანი, ნუ მე რომც არ მეთქვა Face-ში მომთაგეს ფოტოებზე და მაინც მიხვდებოდა.. რაღაცნაირად გუგაზე ვერ ვუყვებოდი, ალბათ იმიტომ რომ მეგონა ლევანის ეტყოდა, ამით კი მისი დაბრუნების ყველანაირ შანსს დავკარგავდი, თუმცა გამოგიტყდებით თავს საშინლად ვგრძნობდი, ძნელია საუკეთესო დაქალს, უფრო სწორად დაიკოს ასეთ რაღაცას უმალავდე, თუმცა ისიც ვიცოდი ახლო მომავალში მაინც მომიწევდა ყველაფრის მოყოლა.
10-საათი ხდებოდა გუგამ ვაიბერში რომ დამირეკა, მკითხა როგორ ჩაიარა დღემ, მეც ყველაფერი მოვუყევი, ვუთხარი როგორ დავტანჯე თიკა მთელი დღე, „ენაგადმოგდებული“ როგორ დამყვებოდა.
-კაი გუგა წავედი ახლა, ტანსაცმელი უნდა მივალაგო...ჯერ არ ვიძინებ და მოგწერ კაი?
-კაი ნუცი, ჰო მართლა ხვალ Bahnhof-ზე მანქანით დაგხვდებით შენ და თიკას, ჩემი რამდენიმე მეგობარიც იქნება ჩემთან, დედაჩემი სულ თავისი ხელით გიმზადებს საჭმელებს, ნეტა იცოდე როგორ ემზადება, დღეს ჩვენს გერმანელ რამდენიმე მეზობელსაც უთხრა ხვალ გუგას Freundin მოდისო.
-ჰაჰ, ნეტა იცოდე როგორ მეუხერხულება. ანუ ასეთ დახვედრას მიწყობთ? ძალიან კარგიი..
-დიდი ვერაფერი, მერე უკეთეს დახვედრას მოგიწყობთ შეყვარებულის სტატუსით რომ ჩამოხვალ.
-ოოჰჰჰ...ეგ რაა იყო რაო? კაიი მოკლედ წავედი მე და მოგწერ.
-კაი პატარა, მიდი და მალე დაიძინე იცოდე.
ხვალისათვის შევარჩიე ტანსაცმელი, წითელი მუხლს ზემოთ კაბა და შავი მაღალი ბასანოჩკი, თმა უნდა გამეშალა, დასწორება არ უნდოდა, ისედაც სწორი ქერა თმა მქონდა. ჩანთაში კიდევ ორი წყვილი გამოსაცვლელი ჩავდე, გავამზადე ყველაფერი, გუგას ძილინებისა ვუსურვე და დავიძინე.
დილით ბუდელნიკის საშინელმა ხმამ გამაღვიძა, 6-საათი იყო, ავდექი აბანოში შევედი, ყავა დავლიე გავემზადე და თიკას ჩავუარე. ჩქარი ნაბიჯით მივდიოდით სადგურისკენ, შევედით და 10-წუთში მატარებელიც მოვიდა. München-ამდე დიდი გზა გვქონდა, გზიდან დედას და მამას ველაპარაკე, გუგასაც ხშირად ვწერდი. საღამოს 6-საათზე ჩავედით München-ის Hauptbahnhof-ში, მატარებლის ფანჯრიდან დავინახე გუგა როგორ გვეძებდა თვალებით, გაიხსნა კარგი დაა... აიი დაგვინახა და გამოემართა ჩვენსკენ. ნაბიჯს ავუჩქარე მეც, მივუახლოვდი და ჩავეხუტე, ეს განგებ არ გამიკეთებია, რაღაცნაირად თავისით მოხდა ასე...ჩავეხუტე და არ მინდოდა ხელი გაეშვა, მაგრამ მალე მოვედი აზრზე და გავუშვი, თიკაც გადაკოცნა და ნელ ნელა გასასვლელისაკენ წავედით.
-გოგოებო როგორ იმგზავრეთ?
-უჰ ნუ იტყვი გუგა, გზაში სულ ნუცას წუწუნს ვისმენდი..აუ დავიღალე, როდის ჩავალთ და ა.შ.
-მართლა ნუცი? ისე დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურები, ისეთი ლამაზი ხარ ჩემები არსად აღარ გაგიშვებენ.
-ოჰჰ იხუმრე ვითომ ხო? ახლა არ დაიწყოთ შენებთან ასეთი რაღაცები და არ გამომაქციოთ იქედან.
-სახლამდე მიგიყვანო და მერე მე ვიცი სად გაიქცევი..
-ეეე თქვენ მემგონი რაღაცას „მიჩალიჩებთ“ ხო? გუგა იცოდე გადავიფიქრებ და ისევ უკან წავალ.
-კაი პატარა ნუ მიბრაზდები, გეხუმრები.
მანქანის კარი გამიხსნა, ჩაჯდა თვითონაც და წავედით. დიდი გზა არ გაგვივლია, ზუსტად 10-წუთში მივედით სახლში. გუგა ორ სართულიან სახლში ცხოვრობდა, მოგეხსენებათ უცხოეთში საკუთარი სახლი რომ აქვს ადამიანს იმაზე მეტყველებს რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახია. ლამაზ დიდი ეზოს აუზი და ორი ლამაზი საქანელა ამშვენებდა.
-მოვედით გოგოებო, Das ist mein Haus.
-ძალიან ლამაზია გუგა, ე.ი ახლო მომავალში ჩემს დაქალს აქ ვესტუმრები ხოლმე ხო?
თიკამ დაიწყო ნამიოკებით საუბარი, რაც ძალიან მაღიზიანებდა და კარგადაც შევუბღვირე.
-გოგოო! მე შენ რა გითხარი დაგავიწყდა?
-Ok gut, Entschuldigung sie bitte.
-კარგი მიპატიებია.
გამეღიმა და გუგას გავყევი.
-ძალიან ლამაზი სახლია, ეზო ძალიან მომეწონა, ტერასაც ულამაზესია.
-მადლობა, ეს დედამ და მამამ აქ ცხოვრების პერიოდში შექმნეს, ნუ შექმნეს რაა...ეს სახლი იყიდეს და მერე თავისი ჭკუით მოაწყეს.
სახლში შევედით, კარებთან შეგვეგებნენ გუგას მშობლები.
-გამარჯობა.
-გამარჯობათ შვილო.
-დეე მამ გაიცანით, ეს ნუცაა, ეს კი ნუცას დაქალი თიკაა. გოგოებო გაიცანით ეს დედაჩემი ნატაა ეს მამაჩემი ალეკოა.
-სასიამოვნოა.
-აჰა, ე.ი შენ ხარ ნუცა ხო? გუგა რაც ვენეციიდან დაბრუნდა სულ შენზე გველაპარაკება, გვაინტერესებდა ვინ იყო ეს ნუცა და ვინ შეძლო ჩემი ბიჭის გულის დაპყრობა და აი გაგიცანით კიდევაც.
გუგას მამის ასეთმა სიტყვებმა ცოტა არ იყოს გამაწითლა...
-გუგა მეც ბევრს მიყვებოდა თქვენზე, აქ ჩამოსვლა მეუხერხულებოდა, მაგრამ გადავწვიტე და მაინც ჩამოვედი.
-არა შვილო რა არის აქ მოსარიდებელი, ძალიან გაგვახარე რომ ჩამოხვედი და გაგიცანით.
ტერასაზე გავედით, ცივი ყავა გააკეთა გუგას დედამ, მალე გუგას მეგობრებიც მოვიდნენ, რამდენიმეს მე და თიკაც ვიცნობდით ვენეციიდან, რამდენიმე კი მაშინ გავიცანით. საღამოს სუფრას მივუსხედით, უჰჰ რაა გემრიელობები ჰქონდა ნატა დეიდას მომზადებული...დალიეს, მე რომ ვსვავ თავში „მეწევა“ და ვცანცარებ ხოლმე, ამიტომ თავი შევიკავე და ორი ჭიქის მეტი არ დამილევია. იმ საღამოს ყურადღების ცენტრში მე და გუგა ვიყავით, ზოგადად ყურადღების ცენტრში ყოფნა ბავშვობიდან მიყვარს, თუმცა დღეისათვის საკმარისზე მეტ ხანს ვიყავი ასე და რაღაცნაირად მომბეზრდა კიდევაც.
კარგ დროს ვატარებდით, მართლა კარგად ვერთობოდით. საოცარი მშობლები ჰყავდა გუგას, იმიტომ იყო თვითონაც ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი.
ღამე გვიანი იყო, გუგას მამამ ალეკომ ბავშვები არსად არ გაუშვა, ჩვენც რათქმაუნდა იქ დავრჩით, სირცხვილიც იყო ამხელა სახლში დარჩენაზე უარი გვეთქვა და სასტუმროში გავქცეულიყავით მე და თიკა.
-გოგოებო წამოდით, თქვენ გუშინვე მოგიმზადეთ ოთახი.
გუგას დედა წინ გაგვიძღვა და მეორე სართულზე ერთ ერთ ლამაზ ოთახში შეგვიყვანა.
-შენ და თიკა აქ დაიძინებთ, აგერ არის სააბაზანო, გარდირობში დევს ყველაფერი. თუ რაიმე დაგჭირდეთ დამიძახეთ, მე ჯერჯერობით არ ვიძინებ და დაბლა ვიქნები.
-კარგით, დიდი მადლობა ნატა დეიდა.
ამ სიტყვებზე ნატამ გადაიხარხარაა, მხარზე ხელი მომადო და მითხრა.
-რაო? დეიდაო? გინდა თავი მომაკვლევინო? რა დეიდა ნუციი....ნატა დამიძახე საყვარელო.
-კარგით, როგორც გინდათ.
ნატა გავიდა ოთახიდან, ჯერ თიკა შევიდა აბანოში, შემდეგ მეე...დავწექით და ჩუმად განვიხილავდით დღევანდელ დღეს. ცოტახანში ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა, თიკამ დამასწრო ტელეფონის აღება.
-გოგო გუგაა, ალბათ ძილინებისა უნდა გისურვოს.
-არ ვიცი, თუ მომცემ ტელეფონს გავიგებ რას მწერს.
-რაო? რა მინდაო?
-მაცალე აბა გავხსნაა...
ნუცი ვიცი ჯერ არ გძინავს, ოთახში რომ შევდიოდი შენი სიცილი გავიგე...გთხოვ თუ შეგიძლია გამოდი და ტერასაზე დავსხდეთ, შენთან საუბარი მინდა, დღეს არ მომეცა საშუალება შენთან მარტო დარჩენის. თუ ვერ შეძლებ და გეძინება გაგიგებ, არ მეწყინება.
-აი რა მომწერა, რა ვუთხრა თიკ?
- რა უნდა უთხრა და უნდა ადგე ჩაიცვა და ჩახვიდე...
-ჰოო? ჩავიდე?
-მაგას კითხვა უნდა? აბა რა უნდა ქნა..მიდი უცებ „მოიხოდე“ მისწერე და ჩადი.
-კაი ჰოო...
-გუგა 5-წუთში ჩამოვალ.
უცებ ჩავიცვი შორტი, მაიკა, მოსაცმელი და ჩავედი დაბლა. გუგა ტერასაზე დამხვდა, გვერდით მივუჯექი თავი მხარზე დავადე, (ეს ჩვევა ლევანისგან მქონდა გამოყოლილი, მასთან მიყვარდა ხოლმე ასე ყოფნა)...თუმცა ეს ლევანი არ იყო, ეს გუგა იყო.
-აბა რა ხდება? ამ ღამეში რა გაქვს ასეთი სალაპარაკო?
-მომენატრე უკე იცი? ისეთი არაფერი, წეღანაც მოგწერე, დღეს შენთან მარტო დარჩენის საშუალება არ მომეცა, იმიტომ მოგწერე თუ შეძლებ ჩამოდი თქო.
-კი ვიცი, მეც ვერ ვიძინებდი და აგერ შენთან ვარ ახლა.
-ჩემო პატარა, იცი ნატა და ალეკო გაგიჟდნენ შენზე, ძალიან მოეწონე ყველას. მამამ „დაჟე“ ისიც მითხრა აღარ გავუშვათ დავტოვოთ აქოო...მამას მეც ვეთანხმები, დიდი სიამოვნებით დაგტოვებდი და არასოდეს აღარ გაგიშვებდი, მაგრამ შენს აზრებს პატივს ვცემ, ვიცი ჯერ არაფერი არ გაქვს გადაწყვეტილი, ამიტომ ვერაფერს გეტყვი.
-იცი შენში რას ვაფასებ? აი ყველაფერი გესმის, ძალიან გაგებული ადამიანი ხარ. მინდა გითხრა რომ გაოგნებული ვარ შენი ოჯახით, ასევე შენი სამეგობრო ძალიან მომეწონა. უსაყვარლესი დედ-მამა გყავს, სამაგალითო ოჯახი გაქვს. მე უბრალოდ მოხიბლული ვარ შენით და შენი ოჯახით, თუმცა შენც კარგად იცი სიყვარულისთვის ეს არ არის საკმარისი. არ დაგიმალავ და გეტყვი რომ ძალიან შეგეჩვიე, ვეღარ წარმომიდგენია ერთი დღე შენი თუნდაც ერთი მესიჯი რომ არ მივიღო, შენი ხმა რომ ვერ გავიგო....ალბათ ეს მოწონებაა, ჯერ ვერ გავერკვიე რას ვგრძნობ. ვაფასებ იმას რომ არ მაჩქარებ.
-გამიხარდა შენგან ასეთი სიტყვების მოსმენა, იცი რაღაც მინდა გითხრა. მაშინ ტბაზე გითხარი რომ მომწონდი, მას შემდეგ დიდი დრო არ გასულა, თუმცა ყოველ წუთას მესიჯობამ და საუბარმა უფრო დაგვაახლოვა, დღეს კი შენმა დანახვამ და შენთან ერთად გატარებულმა დღემ მიმახვედრა რომ მოწონებაზე მეტი ხარ, მე შენ შემიყვარდი ნუცა. მე ჯერჯერობით არ ველი შენგან იგივეს, ჩემთვის ისიც საკარისია წეღან რა სიტყვების მითხარი.
თითქოს გუგას ნათქვამი „მიყვარხარ“ არ გამკვირვებია, მეტიც ამ სიტყვის გაგებას ველოდი კიდევაც. უცებ თვალწინ ლევანის ნათქვამი პირველი „ნანატრი მიყვარხარ“ დამიდგა თვალწინ. ჰმ...ახლა უფრო კარგად ვხვდებოდი მამაჩემის ნათქვამს, ყველაფერს ლევანისთან ვაკავშირებდი და გულში ყოველთვის შედარებებს ვაკეთბდი. ლევანის და გუგას ხასიათები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ლევანი ძალიან ჯიუტი იყო, მასთან ჩემი ვერასოდეს ვერ გამქონდა, მისი ერთი სიტყვა კანონი იყო, ვერც ვბედავდი წინააღმდეგობი გაწევას, ასე ვთქვათ „ხელში ვეჭირე“, სუფრაზე ან სადმე მეგორებთან ერთად რომ ვიყავით, საკმარისი იყო თვალით ენიშნებია რაიმე და უკვე ვხვდებოდი ყველაფერს, ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკიც არ გვინდოდა, თვალებითაც ვხვდებოდით სათქმელს. აი გუგაა კი რადიკალურად განსხვავდებოდა მისგან, არც ეს ჩანდა ის „ტიპი“ ჩემს ჭკუაზე რომ მეტარებინა, თუმცა ამას უფრო რბილი და დამყოლი ხასიათები ჰქონდა.
-გუგა იცი.....
-არაფერი მიპასუხო, ეს უბრალოდ გულში იცოდე რომ მიყვარხარ. დანარჩენს დრო გიჩვენებს დამიჯერე.
-კარგი, უბრალოდ მადლობა ასეთი გაგებისათვის და კიდევ იმისთვის რომ არსებობ და კიდევ მადობა რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩენდი.
დიდხანს ვისაუბრეთ, დაგვათენდა მზის ამოვლასაც ვუყურეთ პირველად ერთად.
-მგონი დროა დავძინოთ ხო?
-კი ნუცი, თენდება უკვე, წამოდი ავიდეთ მაღლა.
კიბეზე რომ ავედით ოთახში უნდა შევსულიყავი და გუგამ დამშვიდობებისას ლოყაზე მაკოცა და ჩამეხუტა, ხელს რომ მიშვებდა მოულოდნელად ტუჩებზე შემეხო, შევკრთი, უცებ დამურძგლა....ჩემთვის ხომ ლევანის მეტს არასოდეს არავის უკოცნია, წარმოუდგენლად მიმაჩნდა ეს ყველაფერი სხვასთან როგორ უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი ლევანისავით სხვას როგორ უნდა ეკოცნა, ან მე როგორ უნდა მეპასუხა იგივეთი. ამდენი წელია ჩემს ტუჩებს ლევანი აღარ შეხებია, ახლა კიი....გუგას არ უკოცნია, უბრალოდ ტუჩზე ტუჩი მომადო, ვერ აგიღწერთ რა ვიგრძენი....ეს იყო მრავალი გრძნობის შერწყმა, სინანული, სიამოვნება, და რაღაც კიდევ ბევრი აუხსნელი რამ..სინანული იმიტომ რომ მეგონა ამით ლევანის ვღალატობდი, მაგრამ ვაღიარებ მისმა შეხებამ საოცარი სიამოვნება მომანიჭა...თუმცა სიამოვნებას არ ავყევი, ხელით მოვიშორე გუგა.
-რას აკეთებ გაგიჟდი?
-მაპატიე ნუცი, ცუდად არ გამიგო, ბოდიში მე უბრალოდ...
-რაა? შენ უბრალოდ რაა? გგონია რადგან შენს სახლში ჩამოვედი და რადგან მითხარი რომ გიყვარვარ უფლება გაქვს მაკოცო?
-რათქმაუნდა არა, ცუდად არ მინდა იფიქრო მართლა.
-კარგი ვსო!
მივტრიალდი და ჩემი ოთახისკენ წავედი, თვითნებურად ტუჩზე მივიდე ხელი და წამით თვალები დავხუჭე, იმ მომენტის გახსენებას ვცდილობდი.
-ნუციიი...
-ჰოო..
-მოიცა..
გავჩერდი, მივბრუნდი, გააზრება ვერ მოვახერხე და გუგას მკლავებში ვყავდი მოქცეული. ხელები ლოყებზე წამავლო და ფრთხილად მაკოცა, ეს აღარ იყო მხოლოდ ტუჩების მკრთალი შეხება, ეს უკვე ნამდვილი კოცნა იყო. გავქვავდი, წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე, დებილივით ვიდექი, თითქოს დავიწყებულიც მქონდა კოცნა, მე ხომ 2-წელი და ცოტა მეტია რაც აღარ მიკოცნია...უცებ ის პირველი კოცნა გამახსენდა აი ლევანიმ მოულოდნელად რომ მაკოცა, მე კი არ ვიცოდი საერთოდ ეს როგორ ხდებოდა, მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი, გამახსენდა ლევანი როგორ დამცინოდა და მეუბნებოდა დებილი ბავშვივით მაკოცე პირველადო. ამ ფიქრებში წასულმა თვალები დავხუჭე და გუგას მაგივრად ლევანი წარმოვიდგინე და მეც ისევე გრძნობით ვუპასუხე როგორც თვითონ მკოცნიდა. კედელთან მიმაყუდა და მკოცნიდა, მისი გახურებული ტუჩები ფრთხილად და ფაქიზად მეხებოდა. უცებ თვალები გავახილე და დავინახე რეალობა, რომ ის ლევანი კი არა გუგა იყო და რომ მე მას ვკოცნიდი. უცებ გავაჩერე, ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე რომ არ სწყენოდა, ძილინებისა ვუსურვე და შევედი ჩემს ოთახში. გამოვიცვალე და ფრთხილად მივუწექი თიკას გვერდით. დაძინებამდე სულ ის კოცნა მედგა თვალწინ, თავს დამნაშავედ არ ვთვლიდი, მარტო იმიტომ რომ იმ წუთას მე ლევანი მედგას თვალწინ, ჩემს წარმოსახვაში მეგონა რომ მას ვკოცნიდი, თუმცა როდესაც გავაანალიზე რაც გავაკეთე საკუთარ თავზე ძალიან გავბრაზდი.
დილით თიკამ გამაღვიძა...
-ნუცი ადექი, დაბლა Frühstück-ზე გველოდებიან.
-აუ შენ ჩადი, მე არ მშია, ძალიან მეძინება თიკ.
-გოგო რადროს ძილია, მიდი ადექი მალე..
თიკამ ბალიში გამომაცალა და ჩემს გამოფხიზლებას შეეცადა..
-კაი ჰოო, ავდგები..მოვწესრიგდები და ჩამოვალ, ჩადი შენ სირცხვილია.
-კაი წავედი და მალე ჩამოდი.
მოვწერსრიგდი და ჩავედი, საუზმე ტერასაზე გაუშლია ნატას, ყველა ღიმილიანი სახით შემხვდა.
-Guten morgen.
-Guten Morgen Nuca, როგორ გეძინა?
-კარგად ნატა, წეღან თიკამ ძლივს გამომაფხიზლა.
-არ მიკვირს, დილით გუგაც ძლივს გავაღვიძე.
ვსაუზმობდით და თან ვლაპარაკობდით.
-ნუცა შვილო დღესაც დარჩით ჩვენთან, გუგა თავის მეგობრეს დაურეკავს და სადმე გაიარეთ.
-სიამოვნებით დავრჩებოდით ალეკო, მაგრამ ხვალ ორშაბათია და დილით ადრე სასწავლებელში ვარ დაბარებული, რაღაც საბუთები მაქვს შესატანი, ამიტომ ვერ მომიხერხდება აქ დარჩენა, არაუშავრს სხვა დროს იყოს, ახლა თქვენი ჯერია, ახლა მე გელოდებით ბელგიაში.
-ეგ ცუდია, გაგვიხარდებოდა ყველას ძალიან დღესაც რომ დარჩენილიყავით. მადლობა ჩემო საყვარელო დაპატიჟებისათვის, აუცილებლად ჩამოვალთ ერთხელ.
საუზმის შემდეგ გარეთ გავიარეთ, ფოტოები გადავიღეთ, შემდეგ სადგურში ბილეთები ვიყიდეთ, მატარებელი საღამოს 6-საათზე გადიოდა, იქამდე 2-საათი კიდევ გვქონდა, ცოტახანს კიდევ ვიბოდიალეთ, შემდეგ სახლში დავბრუნდით, ჩავალაგეთ მე და თიკამ ჩვენი ნივთები და გუგასებს დავემშვიდობეთ.
-ნატა ალეკო, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, მართლა ძალიან ვისიამოვნე ამ ორი დღით, ემოციებით დატვირთული მივდივარ სახლში, უსაყვარლესი და ყველაზე მაგარი ხალხი ხართ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისათვის.
-რა მადლობა ჩემო ლამაზო, ჩვენც ძალიან გაგვიხარდა შენი გაცნობა, ძალიან საყვარელი გოგო ხარ, იმედია მალე გახდები ამ სახლის რძალი. კეთილი მგზავრობა ჩემო საყვარელო.
ნატას და ალეკოს გადავეხვიე დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი. 6-საათი ხდებოდა Bahnhof-ში რომ მივედით, ჩემი მატარებელი 1-Gleis-იდან გადიოდა, ავედით ზემოთ და დაველოდეთ...თიკამ შეგნებულად ცოტახნით მარტოები დაგვტოვა, იქვე სკამზე ჩამოვჯექით მე და გუგა.
-ნუცი იცი როგორ არ მინდა რომ მიდიხარ? ძალიან შეგეჩვიე, ახლა ისევ შორს უნდა მყავდე...მომენატრები ძალიან.
-მეც შეგეჩვიე, მართლა ოღონდ...რაღაცნაირად მეც აღარ მეთმობი, მაგრამ რას ვიზავთ....აწი ორივეს სწავლა გვეწყება, მხოლოდ Wochenende-ზე თუ მოვიცლით, ჩამოდი ხოლმე Brüssel-ში, მეც ჩამოვალ შენთან München-ში და ასე...
-ჰო, სხვა რა გზაა ასე უნდა ვიყოთ ჯერჯერობით მაინც.
აი მატარებელიც გამოჩნდა, თიკამა კიბე ამოირბინა და შემოგვიერთდა.
-ნუცი წავიდეთ ხო?
-კი თიკა წავედით.
გუგა ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა, თიკასაც დაემშვიდობა და მატარებელში ავედით. მოვკალათდით მე და თიკა ორ ადგილიან სკამზე.
-თიკ ნეტა იცოდე რამდენი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი...
-ოჰოო...ახალი ამბებიი, ჰოდა წინ მთელი გზა გვაქვს ქალბატონო, მიდი აბა დაიწყე, გისმენ!
ყველაფერი დეტალურად მოვუყევი, ყველაზე მეტად კოცნის ამბავმა გააკვირვა, ის ვერ მიხვდა რატომ მივეცი უფლება გუგას ჩემთვის ეკოცნა, ის ვერ მიხვდა მე იმ წუთებში ვინ და რა წარმოვიდგინე. გაოგნებული მიყურებდა , ხან ერთ წარბს ამიწევდა ხან მეორეს.
-გისმენ და არ მჯერა, თან ამბობ ისევ ლევანი მიყვარსო, თან გუგას აძლევ კოცნის უფლებას, მგონი უკვე შენც არ იცი რა გინდა ხო?
-მე შენ აგიხსენი რაც მოხდა, მაგრამ რათქმაუნდა შენ მაგას ვერასოდეს ვერ გამიგებ, ამიტომ ვხვდები ამ თემაზე საუბარი ახლა ამ მომენტში ზედმეტია. კაი ვსო შევეშვათ, შენ ის მითხარი როგორ მოგეწონა გუგას ოჯახი.
-ნუ გწყინს, მე უბრალოდ მინდა სწორი არჩევანი გააკეთო და ბოლოს არ ინანო გესმის? რაც შეეხება გუგას ოჯახს, არაჩვეულებრივი ხალხია, უბრალოდ გაოგნებული ვარ მათი ასეთი დახვედრით.
გავუღიმე თიკას, ყურსასმენები გავიკეთე და ფანჯრისკენ მივბრუნდი, უძილო ვიყავი და უცებ ჩამეძინა. სანამ მე მეძინა თიკას ერთი სიმპათიური თურქი ბიჭი სახელად ბარანი გაუცვნია, მას წლები შვეიცარიაში უცხოვრია და გერმანული კარგად იცოდა. Brüssel-ში ისე ჩავედით ვერაფერი გავიგე, გაჩერებამდე რამდენიმე წუთით ადრე თიკას ხმას გამომაფხიზლა.
-ნუციი, ნუციიი...გაიღვიძეე, ჩავდივართ.
-ჰაა? რაა? „მეღადავები“? ამდენ ხანს მეძინა?
ყურსასმენები მოვიძრე უცებ, წამოვდექი და მატარებლის კარგისკენ წავედი, უკან მივიხედე და თიკა ვიღაც „ტიპს“ ემშვიდობებოდა, ცოტა არ იყოს უცნაურად მომეჩვენა მაგრამ არ შევიმჩნიე. სადგურიდან ფეხით 5-წუთის სავალი იყო ჩვენს სახლამდე.
-ნუც წამოდი ჩვენს კაფეში დავსხდეთ, რამე ვჭამოთ.
-წამოდი, მარა მე არ მშია, მე ყავას დავლევ.
თიკამ შეჭამა, მე ყავა დავლიეთ, წავიჭორავეთ იმ ვიღაც „ტიპზე“ გამოვკითხე რაღაცები და მალევე წავედით სახლში. უკვე გვიანი იყო, ღამის 1-საათი იქნებოდა, გუგა მწერდა სანამ დამეძინებოდა ვმესიჯობდით, ისე ჩამეძინა ძილინებისა ვერ ვუსურვე, პ.ს ეს პირველი შემთხვევა იყო.
მეორე დღეს მივედი ჩემს ჰოგსქულის უნივერსიტეტში, მივიტანე რაღაც საბუთები, ვიღაც Frau Heinen-ი გამესაუბრა და მალე დავბრუნდი სახლში.
დღეს 30-აგვისტოა, ჰმ...რა მალე გავიდა ზაფხულის არდადეგები, ზეგ უკვე სწავლა მეწყება. უნივერსიტეტში ჩემი კურსელები ვნახე, რამოდენიმე ქართველი სწავლობდა ჩემთან ერთად, დანარჩენი სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ, თითქმის ყველა ერთან მქონდა შეხება. ბავშვებმა გადავწყვიტეთ გაგვესეირნა და ნაყინები გვეჭამა. კარგი დღე გავატარეთ, სახლში საღამოს დავბრუნდი, ეს დღეები ჩემებს მხოლოს სმს-ებს ვწერდი, დედას კი აინტერესებდა დეტალურად როგორ გავატარე 2-დღე გერმანიაში. Skype-ში დავურეკე, მამაც სახლში იყო და დავიწყე ყველაფრის მოყოლა. ჩემი გადმოცემიდან დიმას და მაკოს მოეწონათ გუგაც და მისი ოჯახიც, დედასთვის არ მითქვამს გუგას ვაკოცე თქო, ვიცოდი ერთ ამბავს ატეხავდა.
-ნუცი მამ რაიმე ხომ არ გადაგიწყვეტავს გუგასთან დაკავშირებით?
-არა დიმ, ჯერ ვერაფერი ვერ გადავწყვიტე.
საუბარში მაკა ჩაერთო.
-არ იჩქარო დე არაფრის გადაწყვეტა დამიჯერე.
-კაი დედუცი, ასე ვიზავ. ჰოო მართლა, ხვალ მე თიკა და მადო ერთად მივდივართ საშოპინგოდ, ზეგ ხომ სწავლა იწყება დაა...მოკლედ დილიდან მიწევს გასვლა და არ ვიცი სახლში რომელ საათზე ვიქნები, არ ინერვიულოთ, დე მოგწერ ხოლმე.
-კაი დედას სიხარულო, მაგრამ რამდენიმე დღის უკან არ იშოპინგეთ შენ და თიკამ?
-ოოჰ...ის რა იყო დეე, 2-დღეში სექტემბერი დგება, ხომ იცი აქეთ როგორ ცივა ხოლმე, ამიტომ ახლა შემოდგომის გარდირობი უნდა განვაახლო.
-ნუცი მამი ეცადე მაგ შენმა გარდირობმა ძალიან არ გამაღარიბოს კარგი?
დიმა თან იცინოდა და თან ლუდს წრუპავდა.
-კარგი მამ, ვეცდები ყველანაირად...
-მეც მალე მიწევს მაქეთ ჩამოსვლა, ალბათ პირველი შემთხვევა ამდენი თვეები რომ არ ვყოფილვარ, აქეთაც ბევრი საქმეები მქონდა ხომ იცი...ჩამოვიდე ერთი დაგხედო.
-როდის მოდიხარ მამ, რა მაგარიააა....
-ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოსთვის.
ძალიან გამიხარდა, მამა უზომოდ მიყვარდა და ყოველი მისი აქ ჩამოსვლა ჩემთვის ბედნიერება იყო. კარგა ხანს ვილაპარაკეთ, მერე დავემშვიდობე ჩემებს და ადრევე დავიძინე, წინ დიდი შოპინგი მელოდა.
დილით ბუდელნიკის ხმამ გამაღვიძა, 7-საათი იყო, ავდექი მოვწესრიგდი და თიკას ჩავუარე, მადოც თიკასთან დამხვდა.
ჩვენი მატარებელი 9-საათზე გადიოდა, ამიტომ ჩქარი ნაბიჯით გავემართეთ Bahnhof-ისკენ, აპარატზე ვიყიდეთ Vienn-ის ბილეთები და ჩავსხედით მატარებელში. რამდენიმე საათში ჩავედით ავსტრიაში Vienna-ში, მთელი დღე ვშოპინგობდით, აი მთელი მაღაზიები დავაცარიელეთ, იმდენი პარკები დაგვიგროვდა ხელში ვეღარ ვიჭერდით, ამიტომ სამივემ დიდი ჩემოდანი ვიყიდეთ და ყველაფერი შიგნით ჩავყარეთ. სახლში გვიან დავბრუნდი, გუგას მთელი დღის მანძილზე რამდენჯერმე მივწერე, ისიც თავისებთან ერთან Berlin-ში იყო საშოპინგოდ, მასაც არ ეცალა. სახლში შესულმა მხოლოდ მეორე დღის ტანსაცმელი გავიმზადე, ახალ ჩანთაში წიგნები ჩავალაგე. აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი და დავწექი, ყურსასმენები გავიკეთე, ცოტახანს სიმღერებს ვუსმენდი, თან გუგას ვწერდი.
-წავედი გუგა უნდა დავიძინო, ხვალ დიდი დღე გვაქვს ორივეს.
-მიდი ნუცი, წარმატებულ და კარგ დღეს გისურვებ, ჭკვიანად იყავი.
-შენც ასევე, წარმატებები ხვალ. Gute Nacht.
-Du auch, gute Nacht.
დავემშვიდობეთ ერთმანეთს და დავიძინე.



№1  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვაიმეეე რა კარგი თავიი იყოო ტკბილიი ძალიაან ♡♡♡და დიდი თავიიი მიხარია ამხელა თავებს რომ დებ♡♡♡კარგი ხარ მომწონს ეს ისტორიაა იმედია მოვლენები კარგად განვითარდებაა ველოდებიიი შემდეგ თავს მთელი გულით ♡♡♡

 


№2 სტუმარი ემი

მიმაჩნია, რომ ბრიუსელი, ბერლინი, ვენა, მიუნხენი - და სხვებიც, ქართულადაც მშვენივრად იწერება, სხვა გერმანულ სიტყვებს ქართული თარგმანიც მშვენიერი აქვთ. არ ვიცი სხვებისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის, როგორც რიგითი მკითხველისთვის, ძალიან გამაღიზიანებელია ეს უცხოენოვანი ჩანართები. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ეს ქართული ენის შეურაცხყოფაა. დიალოგებში კიდე შეიძლება, თუ პერსონაჟს მეტყველების ასეთი სტილი აქვს. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. შენი საქმის შენ იცი.

 


№3  offline წევრი D M

ნიტა♡♡
ვაიმეეე რა კარგი თავიი იყოო ტკბილიი ძალიაან ♡♡♡და დიდი თავიიი მიხარია ამხელა თავებს რომ დებ♡♡♡კარგი ხარ მომწონს ეს ისტორიაა იმედია მოვლენები კარგად განვითარდებაა ველოდებიიი შემდეგ თავს მთელი გულით ♡♡♡

მადლობა დიდი. <3

ემი
მიმაჩნია, რომ ბრიუსელი, ბერლინი, ვენა, მიუნხენი - და სხვებიც, ქართულადაც მშვენივრად იწერება, სხვა გერმანულ სიტყვებს ქართული თარგმანიც მშვენიერი აქვთ. არ ვიცი სხვებისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის, როგორც რიგითი მკითხველისთვის, ძალიან გამაღიზიანებელია ეს უცხოენოვანი ჩანართები. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ეს ქართული ენის შეურაცხყოფაა. დიალოგებში კიდე შეიძლება, თუ პერსონაჟს მეტყველების ასეთი სტილი აქვს. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. შენი საქმის შენ იცი.

ოკ, მიღებულია შენიშვნები.. :)

მე სულ არ მიმაჩნია ეს ყველაფერი ქართული ენის შეურაცხოფად. შენი აზრია ეს რათქმაუნდა, ყველასთვის გამაღიზიანებელი არ იქნება იმედია. :)

 


№4 სტუმარი იმედისფერი

ისტორია შესანიშნავია <3 ძალიან კარგად წერ და დიდ თავებს წერ <3 ( ეს გოგო მაღიზიანებს გაურკვევლობით)

 


№5  offline წევრი D M

იმედისფერი
ისტორია შესანიშნავია <3 ძალიან კარგად წერ და დიდ თავებს წერ <3 ( ეს გოგო მაღიზიანებს გაურკვევლობით)

მადლობბ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent