შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი დროის ტრაგედია (ნაწილი 1)


15-10-2016, 17:45
ავტორი dreamhacker
ნანახია 1 472

ღამე უმთვარო, უკუნეთი. საზიზრარი ღამეა, რაღაც ცუდის მოლოდინით მიძგერს გული, რაღაც დეჟავიუს მსგავსი. გაჩერდი გულო ნუ როშავ რაღაცებს, გგონია წინასწარმეტყველობის ნიჭი გაქვს თუ რა გინდა, რას ფაციფუცობ. წავალ დავიძინებთქო ვიფიქრე იქნებ დაღლილობისგან მაინც ჩამეძინოს, სამი დღეა გადაბმულად ვმუშაობთ, იქნებ ახლა როცა ყველაფერი მოგვარდა მაინც შევძლო დაძინება, თუმცა არა სწორედ ახლა როცა თითქოს ყველაფერი მოგვარდა ახლა დააწვა დიდი სევდა და წუხილი ჩემს გულს. რა სისულელეებზე ვფიქრობ რელობას შეხედე იდიოტო ყველაფერი რიგზეა რატომღა პანიკიორობ. შუქი ჩავაქრე და დაძინება ვცადე. ხან ერთ გვერდზე გადავბრუნდებოდი, ხან მეორეზე, ხანაც საწოლის სიგანეზე გავწვებოდი, აგვისტო იყო ცხელოდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ასე დაეფრთხო სიმშვიდე ჩემთვის. ვერ ვიტყვი რომ ღრმა ძილი ვიცი, ყოველთვის ფხიზლად მძინავს განსაკუთრებით ფხიზლად ამ ღამეს ვიყავი. ძილბურანში ჯერ კიდევ ვერ მივხვდი სიზმარი იყო თუ ცხადი ის ხმები, რომელიც უწყვეტად, შეუსვენებლად მესმოდა, ვერ გამერკვია რა ხდებოდა. უცებ ფანჯარას მივვარდი გამოვაღე და ცხადი იყო რომ არც ისე უსაფუძვლო იყო ჩემი წუხანდელი შიში. ირგვლივ არაფერი ჩანდა, ქალაქი კვამლში გახვეულიყო, ხალხი კივილით გარბოდა, ზოგი დაუძლურებული კი სიკვდილის მოლოდინში ვერსად ახერხებდნენ წასვლას, შეიძლება გაქცევის სურვილიც არ ჰქონდათ, ხალხის ბრბოსგან განცალკევებით ერთი მოხუცი შევნიშნე, რომელიც არ იყო ჩემთვის უცნობი გუშინ დილით შემხვდათქო გავიფიქრე და ჩვენმა დიალოგმაც წამებში გამირბინა თვალწინ:
- ყველაფერი მოგვარდება ბატონო? რას ამბობენ შეთანხმდნენ პრეზიდენტებიო?
- ბაბუ ზუსტად ვერ იტყვის ვერავინ რა მოხდება, პრეზიდენტები შეთანხმდნენ
- ომი დამთავრდება ბატონო?
- დამთავრდებაო ბაბუ
- შვილო ამდენიხნის ომმა დაგვტანჯა, დაგვღალა, ოთხმოც წელს მივატან კაცი და აწი სადღა გამქცევი და დამმალავი ვარ, კიდე თუ ომი იქნება აღარსად აღარ დავიმალები ერთი ტყვია მადლია ჩემთვის აწი
- რას ამბობ ბაბუ აღარ მოგიწევთ გაქცევა
- სადღა გავიქცევი შვილო მე, ისე კი ამ ბერიკაცს ვერ მოატყუებ, ხმაში და თვალებში გეტყობა რომ თვითონაც არ გაქვს ომის დამთავრების იმედი... ასე არ არისთქო როგორ მეთქვა, თავი დავუკარი და ოფისში შევბრუნდი. ახლა კი უკვე იმ მომენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხუცის ყველა იმედი გაქრა. თითქოს ამ ჩემმა ფიქრებმა წამიერად გადამაგდო სხვა სამყაროში და ვერც კი მივხვდი, როდის ჩამოვედი ოთახიდან, ირგვლივ მივიხედ-მოვიხედე მივხვდი, რომ ჭურვები ძირითადად ქუჩებში ჩამოეყარათ და მსხვერპლი დიდი არ იქნებოდა, როცა ეს გავიფიქრე მივხვდი თუ რა ცივსისხლიანი ვარ თავად, მე ხომ ცივსისხლიანებს ვეძახი სხვებს, რომლებიც ჩემ თანამემამულეებს ხოცავენ, მე კიდე ვფიქრობ იმაზე თუ რა კარგია რომ მსხვერპლი ბევრი არ არის, რაც არის ისიც ხომ დიდი ტკივილის მომტანია მათი ოჯახებისათვის, ნებისმიერი მათგანი ჩემი დედა, მამა, ძმა ან მეგობარი რომ ყოფილიყო ხომ მეც განვიცდიდი იმავე ტკივილს, მაგრამ ადამიანი ხომ ყველაზე დიდი და სასტიკი ცხოველია დედამიწაზე, ჩემი არც ერთი ახლობელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო დაღუპულთა შორის ამიტომაც ვინარჩუნებდი ჩვეულ სიმშვიდეს. სასწრაფო დახმარების სირენის ხმები თანდათან სულ უფროდა უფრო გვიახლოვდებოდა, როცა საბოლოოდ ავტომობილები მოვიდნენ ირგვლივ ყველა მხრიდან ისმოდა ხვეწა მუდარა თუ რომელ დაჭრილს გაუწევდნენ პირველად დახმარებას. ადგილზე გაშეშებულმა ძლივს მოვიფიქრე, რომ დაწრილები საკაცეებზე დამეწვინა და როგორმე მანქანაში შეგვესვა, ალბათ 3 საათი იქნებოდა გასული რაც ქუჩაში გავატარე. რადგან ჭურვი ჩვენს სასტუმროს არ დაცემია უსახლკაროდ დარჩენილთა ნაწილი ჩვენთან გადმოიყვანეს. ადმინისტრატორს ვთხოვე კიდევაც, რომ შემეძლო უფრო პატარა აპარტამენტში გადავსულიყავი და ადგილი სხვისთვის დამეთმო, თუმცა საპასუხოდ უარი მივიღე. ოთახში ასულმა საუბედუროდ მისაღებ ოთახში მდგარ უზარმაზარ სარკეს შევეფეთე, სადაც ჩემი სილუეტის დანახვამ დამაფრთხო, სასტუმროს თეთრი ხალათი სულ მთლად სისხლით გაღებილიყო, ეგ კი არა სახეც მთლიანად სისხლით მოთხუპნულა, დაწლჭრილების დახმარებისას მთლიანად დავსვრილვარ გავიფირე, მერე უცებ უაზრო ფიქრები დამიტრიალდა წამით, ისიც კი შემრცხვა როგორ გავედი ხალათით ქუჩაში, მაგრამ გავიფიქრე ომია რა მნიშვნელობა აქვს რითი გახვალთქო, მერე იმ სისხლების წარმომავლობამ და წარმავალობამ გამიტაცა, ვფიქრობდი ზოგი შეიძლება ვერც გადარჩესთქო. ტანსაცმელი გავამზადე და აბაზანაში შევედი, საგულდაგულოდ ვირეცხდი სისხლებს სხეულიდან, ვფიქრობდი ნეტა ყველა დაჭრილი გადარჩეს ნეტა ყველა.


გავაგრძელო?



№1  offline წევრი lucifer :)

საინტერესოა. დამაინტრიგა. თვითონ თემაა ისეთი რომ ტირილი გინდება კითხვისა. გააგრძელე მაგრამ არ დააგვიანო თორემ მერე დამავიწყდება და ვეღარ წავიკითხავ. წარმატებები kissing_heart

 


№2  offline წევრი dreamhacker

მადლობა ვეცდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent