შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრული (თავი 1)


15-10-2016, 19:52
ავტორი სოფა
ნანახია 1 686

თავი 1
***
უნივერსიტეტიდან დაღლილი გამოვიდა და პირდაპირ სახლისკენ გაუყვა გზას. ახლა, მხოლოდ თბილ ლოგინში ყოფნა უნდოდა და სხვა არაფერი.
სადარბაზოში შესვლისას სიგარეტის სუნი იგრძნო. მესამეზე ცხოვრობდა, ამიტომ ფეხით აუყვა კიბეებს და როგორც, კი მეორე სართულზე შეკრებილი ბიჭები დაინახა, მაშინვე ფეხს აუჩქარა.
ცდილობდა ფრთხილად ყოფილიყო და როგორც ასეთ სიტუაციებში ჩვევია, არ წაქცეულიყო ან რამე არ შემთხვეოდა.
მისიას კარგად ასრულებდა, მანამ სანამ ერთ-ერთ ბიჭს შემთხვევით არ დაეჯახა.
-წინ იყურე ფერია. - ბოხი ხმა მოესმა და ფეხს კიდევ უფრო აუჩქარა.
ვერცერთის სახე ვერ დაინახა, რადგან ღამე იყო,
ამიტომ გულაჩქარებულმა დააკაკუნა სახლის კარზე და გაიღო თუ არა, მაშინვე შიგნით შევარდა.
-რა გჭირს, მარიამ? - დედის სიცილნარევი ხმა მოესმა და მაშინვე დაუწყნარდა აჩქარებული გული.
-არაფერი დე... - პირდაპირ ოთახშიშევიდა და სახლის ფორმაში გამოეწყო.
-ნატუკა იყო დღეს მოსული.. - დედამ დაიწყო ლაპარაკი და ლოგინზე ჩამოჯდა. - რატო დამივიწყა ჩემმა ძმიშვილმა-ო, ნაწყენი ვარ ძალიან-ო. მე ვუთხარი, ბევრი სასწავლი აქვს და ფაქტიურად გარეთ გამოსასვლელად დრო აღარ რჩრბა-თქო. - მარიამს მამიდის გახსენებისას გაეღიმა და დედას დაპირდა, ხვალ სასწავლებლიდან იქ ავალ და ღამე მასთან დავრჩებიო.
-მე ქეთისთან ავდივარ ცოტახანს, თუ რამეა დამიძახე. - მარიამმა მხოლოდ თავი დაუქნია და ლოგინზე კომფორტულად წამოწვა.
კიდევ დიდხანს იწვებოდა უდარდელად, გარედან ყვირილის ხმა, რომ არ გაეგო.
აშკარად ის ბიჭები ჩხუბობდნენ ცოტა ხნისწინ სადარბაზოში, რომ შეხვდნენ. ყურადღება აღარ მიუქცევია ამისთვის. სიმღერას ბოლო ხმაზე აუწია და მისაღებში დივანზე ჩამოჯდა. თან კომპიუტერი დაიდო ფეხებზე და სოციალურ ქსელში დაიწყო ძრომიალი.
"-ჩამოისერნე ქვევით რა. - ლიკუნა წერდა. მისი მეზობელი და ამასთან ერთად საუკეთესო დაქალიც.
-ახლა მოვედი, ამოვისუნთქო ცოტა და ჩამოვალ. - ლიკუნა მარიამზე პატარა იყო, ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა,ამიტომ ერთმანეთს სწავლის დაწყების შემდეგ, ხშირად ვეღარ ნახულობდნენ.
-კარგი, გელოდები. ფრთხილად იყავი, ვიღაც ბიჭები არიან მეორეზე." - ლიკუნას მოწერილმზე გაეცინა და ლეპტოპი დახურა. ყავა უცბათ დალია, კრუასანი მიაყოლა, ფეხზე კედები ამოიცვა და კარი გამოიხურა.
ის ტიპები ისევ აქ იდგნენ და ჩუმად ლაპარაკობდნენ. გაუკვირდა კჯდეც მარიამს ეს სიწყნარე, როცა ცოტახნის წინ გაგონილი ყვირილი გაახსენდა.
-მოვკლავ მაგ ა*ვარს. - ერ-ერთმა დაილაპარაკა და მარიამი, როგორც კი დაინახა მაშინვე გაჩუმდა.
გვერდით მშვიდად ჩაუარა ბიჭებს. ვერ იტანდა ასეთ სიტუაცუებს, რადგან ხამი ბიჭების ამბავი იცოდა. მათი ბინძური აზროვნების შესახებაც ბევრი რამ იცოდა, ამიტომ ყოველთვის ფრთხილი იყო.
-ლამაზია. - როგორც კი პირველზე ჩავიდა, მაშინვე მოესმა ერთ-ერთის ხმა, რაზეც გაეღიმა და ლიკუნას სახლის კარი დაუკაკუნებლად შეხსნა.
-მომენატრე, იდიოტო. - ლიკუნა მაშინვე გადაეხვია და ლოგინზე წამოწვნენ.
-მოყევი ახალი ამბები. - ჭორიკანა ქალივით უთხრა დაქალს მარიამმა და ყურები 'დაცქვიტა' ახალი ამბების მოლოდინში.
-კლასში გადმოვიდა ძაან მაგარი ბიჭი..- მთელი გულით დაიწყო ლიკუნამ მოყოლა და მარიამის მთელი ყურადღება მიიბყრო. - მომწონს და მგონი იმასაც მოვწონვარ. არ ვიცი ჯერ, ისე ნინამ მითხრა ძაან რაღაცნაირად გიყურებს გაკვეთილებზე-ო. - გადაიკისკისა და მარიამს ჩამოადო მხარზე თავი.
-ესეიგი, კარგი სასიძო მყავს? - მარიამმაც გაიცინა და ლიკუნას შეხედა, რომელმაც განაბულმა დაუქნია თავი და თითების თვალიერება დაიწყო.
-მომწონს კი არა, მგონი მიყვარს, გოგო. - ორივე დაქალმა გადაიკისკისა, შემდეგ ფეხზე წამოდგნენ და სამზარეულოში გავიდნენ ნამცხვრის დასაგემოვნებლად.
-ძაან კაია , ე. მარინამ გამოაცხო, თუ იყიდა? - ლიკუნამ ყავა დაასხა და სკამზე ჩამოჯდა.
-იყიდა გოგო, ამ დღეებში არ ეცალა ამისთვის. - მხრები აიჩეჩა და მოზრდილი ნაჭერი გაიქანა პირში.
-უკვე დასვენება მინდა რა... - როგორც ყოველთვის მარიამმა დაიწყო წუწუნი და ლიკუნაც მას აყვა.
ცოტახანში მარიამი სახში ავიდა. სადარბაზოში ბიჭები აღარ იყვნენ და თითქოს ეწყინაო, მაგრამ უაზრო აზრები უკუაგდო და სახლში შევიდა.
იმდენად დაღლილი იყო, რომ დედამისს აღარც დალოდებია, პირდაპირ ოთახში წავიდა, საღამურები ჩაიცვა და ლოგინში თბილად შეწვა. ახლა მხოლოდ ეს სჭირდებოდა სრული ბედნიერებისთვის.


-------------------------
არ ვიცი რამდენად კარგია, რადგან ჩემი პირველი მოთხრობაა, რომელიც წელიწად ნახევრის წინ დავწერე.
იმედია ოდნავ მაინც მოგეწონებათ, შემდეგი თავები უკეთესია.

დასასრული (თავი 1)



№1  offline წევრი Bluefloyd

ძალიან მომწონს გააგრძელე

 


№2 სტუმარი Guest Eka

მომწონს და გააგრძელე რა.ოღონდ ცოტა დიდ-დიდი თავები დადე და მალ-მალე :დდ

 


№3  offline წევრი ნათიანინი

ანუ ბიფიქრო რომ დადასრულის დასაწყისია :დდ იმედია მალე დადებ მომდევნო თავს,მომწონს :))

 


№4  offline წევრი სოფა

ნათიანინი
ანუ ბიფიქრო რომ დადასრულის დასაწყისია :დდ იმედია მალე დადებ მომდევნო თავს,მომწონს :))

საღამოს დაიდება, აუცილებლად.❤

Guest Eka
მომწონს და გააგრძელე რა.ოღონდ ცოტა დიდ-დიდი თავები დადე და მალ-მალე :დდ

ყოველდღე დაიდება

 


№5  offline წევრი wandering

Rodis dadeb axal tavs

 


№6  offline წევრი სოფა

wandering
Rodis dadeb axal tavs

დღეს

 


№7 სტუმარი Guest Gigi

ძაან მომწონს,ველოდები ^^

 


№8  offline წევრი Ana Imnadze

გააგრძელე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent