შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ გართობა


16-10-2016, 00:20
ავტორი loveblee
ნანახია 2 158

-დედა? სახლში ხარ? მოვედით._სახლის კარი შემოგლიჯა ევამ და ელვის სისწრაფით შევარდა ოთახში. თავისი და, აიდა წყნარად შემოვიდა სახლში და კარები დახურა. ფეხსაცმელები გაიხადა, ჩანთა ოთახში შეაგდო და სამზარეულოში გავიდა. დედამისი ნუცა ყურსასმენებში მუსიკებს უსმენდა, ღიღინებდა და თან მჭადებს აცხობდა. აიდა დედასთან მივიდა და უეცრად გამოაძრო ყურსასმენები. ნუცამ შიშისგან შეჰკივლა და გიჯივით შემობრუნდა.
-ნორმალური ხარ გოგო?!_გაბრაზებულმა წარბები შეკრა.
-არაა._გაეცინა აიდას და მისაღებში შეიხედა, აინტერესებდა თავის ძმა თუ სახლში იყო.
-აკო არ მოსულა?_იკითხა აიდამ და მაგიდასთან ჩამოჯდა.
-იყო მოსული მაგრამ ძმაკაცებმა დაურეკეს და წავიდა._დედამისმა მჭადის ცხობა გააგრძელა._არ გშია დედი?
-არა დედა._დედას გაუღიმა, ჭიქაში წყალი დაასხა და ერთ ამოსუნთქვაში დალია.
-დილით მამაშენი იყო მოსული!_სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა ნუცამ.
-რაო, რა მინდაო._ურეაქციოდ კითხა დედას აიდამ და მობილურში ჩაძვრა.
-რავიცი, ბავშვები როგორ არიანო. მომენატრა სამივეო...ქალებთან ერთად რო მოგზაურობდა მაშინ რატო არ ენატრებოდით, თვეში ერთხელ რო გნახულობდათ ხოლმე და თვალებში მიყურებდა და მატყუებდა რომ ვუყვარდი, ჩემზე გიჟდებოდა, ამ დროს კი ვიღაც ქალებში დადიოდა. სამსახურის გამო ვერ იცლიდა ბიჭი. საცოდავი ეგ._თანდათან სიბრაზე ეტყობოდა ნუცას ხმაში.
-ჰო რავიცი._არ უნდოდა მამამისზე ლაპარაკი ამიტომ მოკლე პასუხით აარიდა ამ თემას თავი და ოთახში შევიდა. ტანსაცმელი გამოიცვალა, თხელი სარაფანი გადაიცვა, ჩანთიდან წიგნები ამოალაგა და სწავლა დაიწყო. გიჟივით შემოვარდა ევა აიდას ოთახშუ და დის ლოგინზე გადაეშვა.
-გოგო ეგ მაგალითი ვერ გავიგე და მესამეა თუ მეორე?_კითხა ევამ აიდას და მაგალითზე უჩვენა რომელსაც აიდა აკეთებდა.
-მესამეა ევა. ესენი უნდა გაამრავლო ერთმანეთზე.
-გოგო ესენი შეამოწმე ხო სწორად მაქ? თითქოს გავაკეთე სწორად მარა ნახე მაინც._აიდას თავისი მათემატიკის დავალება მიაწოდა. აიდა ცოტახანი უყურებდა და მაგალითებს თითს აყოლებდა.
-სწორად გაქ._ენა გამოუყო დას და წერა გააგრძელა. ორი საათი მეცადინეობდნენ დები. როგორც კი ბოლო დავალებაც დაასრულეს ევა ლოგინზე გაწვა და ხელები გაშალა.
-რაკარგია შაბათ-კვირა რომ მოდის, თან დავალებებიც რო დავწერეთ. დავისვენებ ეს ორი დღე რა.
-ძალიან დავიღალეთ ხო იცი._სიცილით მიუწვა აიდა დას გვერდით.
-აიდა რაღაც უნდა გითხრა._ევა საწოლზე წამოჯდა.
-მშვიდობაა?_აიდას გაეცინა.
-აღარ მომწონს ის ნიკა._გაეკრიწა ევა დას და ხელები გადააჯვარედინა.
-კარგია მერე._თქვა და დას წინ დაუჯდა._და რამოხდა?
-აუ რავიცი._წარბები შეკრა ევამ._გოგო ხო იცი ტიპი ყურადღებას არ მაქცევდა, თან ამაყი ტიპია, ლაიქებს რო აგროვებს... ორას ლაიქს თუ აცდა ტიპი ზედ არავის უყურებს...მოკლედ მართლა აღარ მევასება. დღეს თვალი ჩამიკრა და ზედაც არ შემიხედავს.
-თუ არ შეგიხედავს აბა რა იცი რო თვალი ჩაგიკრა?_გაეცინა აიდას.
-ოო, რა ვიცი და ვგრძნობ._აყვა ევაც სიცილში.
-რა მგრძნობიარე მყავს ნუ.
უეცრად ოთახში აკო შემოვარდა და დებს მიუჯდა.
-ბარო დებო._ლოყებზე მოუჭირა ევას ხელი და წვალება დაუწყო.
-ოჰ ეს ვინ მოვიდა._წარბები აწია აიდამ.
-აუ აკო გამიშვი ხელი._წაიბუზღუნა ევამ და ხელზე დაარტყა.
-გოგო დღეს ხო ამერიკიდან დეაჩკა ჩამოდის?_იკითხა აკომ.
-ჰო მერე?_კითხა აიდამ.
-ჰო და დეას ძმა ხო იცი?
-რავი კარგად არ მახსოვს, პატარები ვიყავით ეგენი რო ამერიკაში წავიდნენ._მხრები აიჩეჩა აიდამ.
-ეგ აღარც ჩამოსულა საქართველოში მგონი ხო?_ევაც ჩაერთო საუბარში.
-არა არ ჩამოსულა და ოთხი თვით ჩამოდიან ზაფხულისთვის და სექტემბრის ბოლოს წავლენ._თქვა აკომ.
-ეხლა რა ეტაკა რო ჩამოდის._ჩაიცინა აიდამ.
-რავი ტო, ალბათ მოენატრა სამშობლო რავიცი. კაი ტიპია.
-რაქვია? ბექა ხო მგონი?_ჰკითხა ძმას.
-ხო ბექა. მოკლედ თქვენთან საჭორაოდ კი არ მოვსულვარ. ჩემი მანქანა გასაკეთებლად წავიყვანე დღეს, რაგაც ქონდა გაფუწებული და დედას რო ვთხოვო უეჭველი არ მათხოვებს და მიდით და უთხარით რო დეა ჩამოდის და გვათხოვეო რა?_ყელზე მოიკიდა აკომ ხელი და მოწყენილი სახე მიიღო.
-აუუ გადი რა? გუშინ გვეჩხუბა რო დამხვდეთ არ ვიცი რას გიზავთო. არ უყვარს დახვედრები._დაიბუზღუნა აიდამ.
-აუ ევა ეს ხო იცი რა დამპალია და შენ თხოვე რა, მარტო მე არ მათხოვებს, მეტყვის მატყუებ რაღაცასო.
-ხო კაი ვთხოვ, არ მაქ შენი ბუზღუნის თავი._ევა ლოგინიდან წამოდგადა დედის ოთახში შევიდა რომელის აბაზანიდან ახალი გამოსული იყო და ხელის კრემს ისმევდა.
-მოდი დედი._ნელა დაადო ნუცამ ლოგინზე ხელი და ანიშნა რომ დამჯდარიყო. ევაც მიუჯდა დედას გვერდით. არ იცოდა როგორ დაეწყო. ნუცამ შეატყო რომ რაგაც უნდოდა და გაეცინა.
-რა გინდა მითხარი.
-დედა დღეს ხო იცი დეა ჩამოდი და მანქანა გვათხოვე რა?
-ევა დეამ ხო გითხრა რო არ უნდოდა დახვედრა.
-აუ დედა სიურპრიზი გვინდა გავუკეთოთ, ძალიან გთხოვ რა? აკოს ვკითხავ და გაგვიყვანს.
-კარგი ხო წაიყვანეთ ოღონდ ფრთხილად იყავით, სწრაფად არ იაროთ._ნუცა წამოდგა და ევას მანქანის გასაღები მიაწოდა. ევა დედას მაგრად ჩაეხუტა და აიდას ოთახში შევარდა.
-იეეს!_დაიყვირა და აკოს გასაღები გადაუგდო.
-აუ ძაან მიყვარხარ! მოკლედ გაემზადეთ, ცოტნეს გავუაროთ და წავალთ აეროპორტში._აკო ევას ჩაეხუტა შემდეგ კი ოთახიდან გავიდა. ევა თავის ოთახში გავარდა. მაღალწელიანი შორტები ამოიცვა, ბრეტელებიან ზედაზე თხელი ჟაკეტი შემოიცვა, ფეხზე კედები ჩაიცვა. თავის ახლად შეღებილი მონაცრისფრო თმა კოსად გაიკეთა და ოთახიდან გავიდა. არც აიდას დასჭირდა დიდი დრო ტანსაცმლის ასარჩევად. მან დახეულ ჯინსებზე ტოპი ჩაიცვა და ფეხზე ადიდასის ბოტასები. აიდა ევას მისაღებში გვერდით მიუჯდა და ისიც დის მზგავსათ ტელეფონში ჩაძვრა. რამდენიმე წუთის შემდეგ აკომ აიდას მიწერა რომ დაბლა ჩასულიყვნენ. გოგოები დედას დაემშვიდობნენ და გარეთ გავიდნენ. აიდამ ცოტნე მანქანის წინა მხრიდან გადმოაგდო რადგან ძალიან უყვარს წინ ჯდომა. ევა კი ცოტნესთან ერთად უკან დაჯდა. აკომ მანქანა ადგილს მოწყვიტა და აეროპორტისკენ გაემართა.
-ცოტნიკო როგორ ხარ?_აიდამ უკან მიიხედა და ცოტნეს დაეჯღანა.
-რავიცი, ხელი რო არ დაგელურჯებინა ისე არ გადმოვიდოდი უკან?_გაიცინა ცოტნემ.
-ცოტნე შეყვარებული დაგშორდა გავიგე._კითხა ევამ და ნელა წამოარტყა თავზე ხელი.
-ნუ შემაჩვიე ხელი შენ თორე გისროლე ფანჯრიდან შენ._წარბები შეკრა ცოტნემ.
-დაგადო ნატუკამ ბიჭო?_ეხლა აიდამ დაუსვა კითხვა.
-ვიგაც გოგოს ვკერავდი და ნახა მესიჯები.
-აუ რა დებილი ხარ. ხო იცი რო ძალიან უყვარხარ მაგ გოგოს._უთხრა ევამ და საჩვენებელი თითი თავთან მიუტანა.
-არ უნდოდა სექსი, ჯერ ადრეაო და ჰორმონები ხო მაქ ტოო? კოცნითაც ძლივს ვკოცნიდი. კი ბაზარი არაა მაგარი გოგოა, მომწონს მარა მარტო ჩახუტება არ მყოფნის ხო იცი._სიცილით თქვა ცოტნემ.
-აკო ეთანხმებით თუ არა თქვენ ძმაკაცს?_ჰკითხა ევამ.
-პირველი, არ ვეთანხმები, მეორე, ვეთანხმები, მესამე, , მეოთხე, არ ვარ აქაური._დაასრულა ევას ჩანაფიქრი და გოგოებს სიცილი აუტყდათ.
-არ ვარ აქაური._სიცილითვე უპასუხა აკომ.
-ორი იდიოტი._თავი გადააქნია აიდამ და ფანჯარას მიადო.
-გოგო, შეყვარებული იმიტო არ მყავს რო როცა მინდამაშინ გავერთო, ვისთანაც მინდა და სადაც მინდა.
-აი ჩემიძმა._ცოტნემ აკოს მხარზე მსუბუქად დაკრა ხელი.
ამასობაში აეროპორტშიც მივიდნენ. ევა და აიდა მონიტორთან მივიდნენ და ნახეს რომელზე უნდა ჩამოფრენილიყო თვითმფრინავი.
-სად წერია სტამბოლი-თბილისი გოგო?_ევა მონიტორს უყურებდა და რეისს ეძებდა.
-აი მარჩხნივ წერია, ნახევარ საათში ჩამოფრინდება.
-აუ წამო მანამდე ბურგერ კინგში შევიდეთ, მომშივდა._ხელზე დაექაჩა ევა აიდას.
-ჰო მეც მომშუვდა, სკოლიდან რო ბოვედი კი არ მიჭამია._მუცელზე მოისვა ხელი და დას უკან გაყვა.

----------
მოკლედ :D მომინდა რამე ისტორია დამეწერა :P ვიცი რომ ვერ ვწერ გადასარევად, არ ვცხოვრობ საქართველოში... მითხარით შეცდომები თუ მაქვს :* ქართული არ მინდა დავივიწყო ამიტომ ყოველთვის ვკითხულობ ქართულად და ვწერ :* თუ მოგეწონათ გავაგრძელებ...



№1  offline წევრი mariam beridze

თავიდან გიწერია ამერიკიდან ჩამოდის დეაო, მერე სტამბოლიდანო, შეგეშალა ალბათ ^^ ჩაასწორე. ისე ძაალიან მაგარია გააგრძელე <3

 


№2  offline წევრი loveblee

mariam beridze
თავიდან გიწერია ამერიკიდან ჩამოდის დეაო, მერე სტამბოლიდანო, შეგეშალა ალბათ ^^ ჩაასწორე. ისე ძაალიან მაგარია გააგრძელე <3

პირდაპირ ამერიკიდან არ არის რეისი საქართველოში :D მადლობა რომ მოგეწონა <3
--------------------
X.o.X.o Loveblee

 


№3  offline წევრი D M

მომეწონაა )) კარგი ხარ, გააგრძელე. )) heart_eyes

 


№4  offline წევრი loveblee

D M
მომეწონაა )) კარგი ხარ, გააგრძელე. )) heart_eyes

მადლობა <3
--------------------
X.o.X.o Loveblee

 


№5  offline წევრი amaru14

კარგია ველი შემდეგ თავს heart_eyes

 


№6 სტუმარი Guest Gigi

ვნახოთ აბა გაგრძელება :3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent