ეიფორია თავი - 1
თითქოს არსაიდან, სრული სიბნელიდან გაჩნდა ის.. უცებ გადავწყვიტე და წავედი გიოს დაბადების დღეზე.. თავიდან ყველაფერი მოსაწყენი იყო, ერთფეროვანი..მერე როგორც ხდება ხოლმე ერთი, ორი ჭიქა შველის ერთფეროვნებას..ყველა ცეკვავდა მე კი ძალიან არ მიყვარს ცეკვა.. მაგრამ ვიღაცის მოდი ვიცეკვოთ საკმარისი აღმოჩნდა რომ ეს არ მიყვარს კუთხეში მიმეკარგა.. წყნარი სიმღერის ფონზე უკვე ბევრ წყვილს შორის გახუნებული დიალოგი გაიმართა.. - ვინ ხარ გიოსი? -მამიდაშვილი.. უი არა ბიძაშვილი ( ეს სულ მერევა, ალბათ იმიტომ რომ ბევრი ასეთი შორეული ნათესავი მყავს ) - ვაა და სახელი? -ნუკი ამდროს ჩემდა სამარცხვინოდ ფეხზე დათვივით დავაბიჯე არვიცოდი სად დავმალულიყავი და ისევ გამოჩნდა მიგდებული ცეკვა არმიყვარს... თითქოს ამით დამთავრდა.. იმდღესვე მეგობრობის თხოვნა დამხვდა ფეისბუქზე.. რათქმაუნდა ვიცანი.. ისიც ვიფიქრე ალბათ ფეხი სტკივა და უნდა დამცინოსთქო.. ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული ლაპარაკი შედგა და ბოლოს ძილმა გვაჯობა.. ასე დღეები სანამ ნომრის გაცვლაზე არ დავთანხმდი.. ზოგადად მორცხვი ვარ საკმაოდ,იქნებ ძველმოდურიც მაგრამ მე ვარ და მომწონს ესეთი ანარეკლი სარკის მიღმა.. დავიწყეთ ღამე ტელეფონზე ლაპარაკი.. ყოველ დღე არა უფროსწორად ღამე გრძელდებოდა საუბრები.. დავახლოვდით, ვიცოდით ყველაფერი ერთმანეთზე როგორ მახსოვს ღამის სამ-ოთხ საათზე წაკითხული ლექსები.. მისი ხმა ოდნავ მკაცრი მაგრამ საოცრად ჟღერადიი..ყველაფერი იმდენად არარეალური იყო ზოგჯერ მეგონა მესიზმრებოდა ყოველ ღამე ერთი და იგივე... სანამ ეს იდილია არ დაგვირღვიეს.. გიოს დის მესიჯმა სადღაც ღრმად დამჭრა.. - ნუკი როგორ ხარ? -კარგად შენ? -მეც.. აუ მაგარი რაღაც უნდა გითხრა მე და საბა ერთად ვართ და ჩემი ცრემლნარევი - ვაა გილოცავთ დავიჯერე რადგან ჩვენ სულ ვამბობდით რომ ჩვენი ურთიერთობისთვის სახელი არ უნდა დაგვერქვა, ვამბობდით რომ რაც იყო უსახელოდ უკეთესი იყო ვიდრე ასოოებში მომწყვდეული გამოვიდოდა.. ვერ მოვითმინე და საბას ვკითხე ამის შესახებ.. ეწყნა გაბრაზდა ალბათ სამართლიანად.. ეწყინა რომ ეჭვი შეემეპარა მასში.. ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. ტყუილი რომელმაც ორივე გაგვწირა უერთმანეთობისთვის.. ამის შემდეგ აგვერია ურთიერთობა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.