შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა (1)


17-10-2016, 00:12
ავტორი aNuGi
ნანახია 9 253

- მოგესალმებით, მინდა წარმოგიდგინოთ დღეს დღეობით საქართველოში ნომერ პირველი ბიზნესმენი, უფრო სწორი იქნება რომ ვთქვა ბიზნესვუმენი ქალბატონი ემილი სიხარულიძე, გთხოვ ტაშით შევეგებოთ მას - მკართალი ღიმილით, წელში გამართულმა გაიარა სცენამდე გზა და ისე ამაყად ავიდა სცენაზე ნამდვილად მთელი სამყარო მისი გეგონებოდათ. ამ პატარა გოგომ, რომელიც სულ რაღაც 25 წლის არის იმდენს მიაღწია რომ მთელ საქართველოში ყველას მისი სახელი და გვარი აკერია პირზე.
მისთვის განკუთვნილი პრიზი ისევ მკრთალი ღიმილით გამოართვა წამყვანს და მოკლე მადლობით შემოიფარგლა.
ყველასთვის სამაგალითო ქალბატონი ერთ-ერთი ყველაზე გულცივ არსებადაც მოიხსენიებოდა ამ ქვეყნად, რადგან ჯერ არავის უნახავს მისგან თბილი გამოხედვა და განსაკუთრებული ყურადღება. ყველაფერი მისი შვილისთვის, შაკო, შალვა სიხარულიძისთვის შექმნა, რომელიც ჯერ მხოლოდ 5 წლის არის და ჯერ კიდევ ვერ იაზრებს თუ როგორი საამაყო დედის შვილია.
მის პირადში არასდროს არავის ჩაუხედავს, რადგან ჯერ მის ბრჭყალებს ვერ გაქცევია ის ვინც სცადა და ოდნავ მაინც შეიჭრა მის ცხოვრებაში, უადგილოდ.
მშვიდად გაიარა დარბაზი და ერთ-ერთ კუთხეში დადგა, იცოდა რომ უამრავი ადამიანი მოაბეზრებდა თავს ათასნაირი კითხვებით, ამიტომ ცდილობდა ჩრდილში ყოფილიყო, მითუმეტეს დღეს, როდესაც საერთოდ არ იყო ხასიათზე ამ უაზრო და ყალბი მასკარადის. სადაც მხოლოდ ვითომ პატივისცემას გამოხატავდნენ, არადა რეალურად ერთი სურვილი ჰქონდათ როდის ჩამოაგდებდნენ “ტახტიდან” და მის ადგილს დაიკავებდნენ.
- ვერც კი დავიჯერე რომ ეს შენ იყავი, სანამ არ გნახე - ყალბი ღიმილით მოუახლოვდა ერთ-ერთი დამწყები ბიზნესმენი და შამპანიურის ჭიქა ჭიქაზე მიუჭახუნა.
- ვერც მე დავიჯერე რომ შენნაირმა აქამდე შეძლო მოღწევა - ირონიული ღიმილითვე უპასუხა და მზერა მოავლო დარბაზს.
- როგორი მკაცრი გამხდარხართ ქალბატონო ემილი, ასეთი არ მახსოვხართ სკოლიდან! - ჩაიცინა ამაზრზენად და წინ დაუდგა - ფულმა შეგცვალათ?
- არა, ფული ისედაც ყოველთვის მქონდა მოგეხსენება, ან იქნებ ეგეც არ იცოდი? თუმცა შენისთანა უგემოვნო და უთავმოყვარეო ადამიანისგან ეგეც არ არის გასაკვირი, მთელი ცხოვრება ისეთებს დასდევდი, რომლებსაც მხოლოდ ფეხქვეშ გასათელად სჭირდებოდი, შენ კიდევ დიდი სიამოვნებით ასრულებდი მათ მიერ მოცემულ დავალებებს - მზერა არ მოუშორებია ისე მოსვა შამპანიური და ცივად დადგა მაგიდაზე - არამგონია, მე და შენ ბევრი გვქონდეს სალაპარაკო - გვერდი აუარა
- ერთი მდაბიო, უშნო და მორცხვი გოგო იყავი, რომელიც ყოველთვის სკოლის ერთ კუთხეში იჯდა და ყველა დასაცინი, ამაზრზენი სიტყვა მისკენ იყო მიმართული. საკუთარი თავის დაცვაც არ შეგეძლო და ახლა? რადგან წამყვანი ბიზნესმენი თუ ხარ თავი დიდი ვინმე გგონია? სასაცილოა! - წინ წასული ემილი ცივად შემოტრიალდა, თვალში წამითაც კი არ გაკრთომია ბრაზი, პირიქით იქაურობა მხოლოდ ირონიას და სიბრალულს მოეცვა მის წინ მდგომი ადამიანის მიმართ.
- თავი დიდი ვინმე მე კი არ მგონია, არამედ ვარ! განსხვავება ჩემსა და შენს შორის ზუსტად ეს არის, მე ვარ, შენ კიდევ ყოველთვის იმაზე მეტი წარმოდგენა გქონდა შენს თავზე ვიდრე იყავი, სწორედ ამიტომ ხართ ახლა თითოეული ვინც აბუჩად მიგდებდით ჩემზე დაბლა და ვერასდროს მიწვდებით იმას რაც მე შევძელი. ვითომ აქ მოხვედი რომ ისევ ისე დაგემცირებინე, მაგრამ მინდა გული გაგიტეხო, რადგან როგორც მაშინ არ გამოგდიოდათ არაფერი, იგივე იქნება ახლაც, რადგან ახლა ბევრად უფრო მეტი ძალაუფლება მაქვს, თუნდაც იმ მხრივ რომ ერთი ხელის მოსმით გაგანადგურებთ თითოეულს. თუმცა საამისოდ მეცოდებით, იმ წუმპედან ხომ ვერასდროს ამოხვალთ მაინც. - მშვიდად, აუღელვებლად წარმოთქვა და სწრაფი ნაბიჯებით გადაინაცვლა თავისი კომპანიის თანამშრომლებისკენ სადაც ოვაციებით შეხვდნენ.
- საუკეთესო ბოსს გაუმარჯოსს! - წარმოთქვა ერთ-ერთმა და დიდი სიყვარულით გაუღიმა
- ნამდვილად, ვამაყობ რომ თქვენი კომპანიის ნაწილი ვარ! - მხარი აუბა მეორე თანამშრომელმა
- რა თქმა უნდა, ასეთი ბოსი რომ გყავს ამაზე უკეთესი რა უნდა ინატრო? - კმაყოფილება აშკარა იყო ყველას სახეზე და ემილიც ძლივს იკავებდა ღიმილს.
- ბოს, გაიგეთ თქვენს კონკურენტს, ზაზა ფილფანს, ახალი გენერალური დირექტორი რომ აუყვანია? უძლიერესი კაციაო ამბობენ! - თითქმის ყურთან დაუჩურჩულა მთავარმა იურისტმა, რომელიც ამავდროულად მისი დაქალიც არის.
- ვინ არის? აქ არ იმყოფება?
- წუთი-წუთზე მოვაო, ყური მოვკარი მათი ფირმის საუბარს, უსიმპატიურესიაო გოგოები ამბობდნენ სხვათაშორის!
- რა მნიშვნელობა აქვს გარეგნობას კარგი რა სოფიო!
- კარგი გოგო, შენ არ ოცნებობ მე მაინც მაცალე - მსუბუქად გაკრა მხარი
- ჩემი დაქალი არ იყო განახებდი რასაც გიზამდი! - თვალები დაუქაჩა - სახელი და გვარიც არ იცი?
- არა, არ ვიცი, ვერაფრით ვერ გავიგე, თუმცა ვაღიარებ კარგი ხო, ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით! დიდად არც მიცდია
- დაველოდოთ მაშინ!

***

ჟურნალისტები ყოველთვის გამალებით ცდილობდნენ მის პირად ცხოვრებაში შეჭრას, მაგრამ არასდროს არაფერი გამოსდიოდათ რადგან საგულდაგულოდ მალავდა მის წარსულს.
ყველასთვის ამოუხსნელი ამოცანა რჩებოდა ვისგან ჰყავდა შაკო, რომელიც მის გვარს ატარებდა და თითქმის არასდროს არ ჩნდებოდა სახალხოდ.
ერთ-ერთი დაგეგმილი “შეჭრის” დროს ერთ-ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც საკმაოდ ძვირფასი აღმოჩნდა ემილისთვის. სწორედ ამიტომ დღემდე ვერ ხვდებიან როგორ მოახერხა ამ ჟურნალისტის დადუმება ისე, რომ მთელი საქართველოს ბიზნესმენებმა ვერ შეძლო ვერანაირი თანხით და მუდარით მისი ალაპარაკება, რა არ მოიმოქმედეს მაგრამ სიტყვაც კი ვერ დაათქმევინეს.
მისი სტატუსიც, იმაზე მეტყველებს რომ საკმაოდ გავლენიანი პიროვნება არის ქვეყანაში მაგრამ რა თქმა უნდა ყველასთვის საინტერესო რჩება ის, რასაც ამდენი წელია მალავს და თანაც არაერთი უშიშარი ჟურნალისტი ჰყავს მედიას.
ამოუხსნელი ქალბატონი ჯერ კიდევ დარბაზში იდგა, ისევ შამპანიურით სავსე ჭიქით ხელში და სულმოუთქმელად ელოდებოდა, როდის მოვიდოდა ახალი გენერალური დირექტორი.
კარების გაღება და ემილის შეკრთობა ერთი იყო, ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა და რომ არ წაქცეულიყო სოფიოს დაეყრდნო. სოფიომაც სიტუაციაში გარკვეულმა წამში შეაშველა ხელი და მძიმედ ამოიოხრა.
- დამშვიდდი - გამამხნევებლად უჩურჩულა და ოდნავ მოუჭირა ხელზე ხელი.
- მემგონი სუნთქვა მიჭირს - ძლივს ამოიხავლა და სევდიანი თვალები მიანათა მეგობარს - ნუთუ ის არის?
- ის არის - დაუდასტურა დაბალ ხმაზე და წყალი მიაწოდა, სულმოუთქმელად ჩაცალა ჭიქა და უფრო გაიმართა წელში.
დაახლოებით 30 წლის კაცი, რომელიც ამაყად, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მოაბიჯებდა დარბაზში და ყოველ შემხვედრს თავს უკრავდა თითოეული მისი გადმოდგმული ნაბიჯი სულს უხუთავდა ემილის. აქეთ არც იყურებოდა, მაგრამ მისი ახლოს ყოფნაც კი აუტანელი იყო მისთვის. წაბლისფერი მოზრდილი თმა უკან ლამაზად ჰქონდა გადავარცხნილი, გვერდებში აპარსული თმა კარგად გამოკვეთდა მის მიმზიდველ სახეს და ლამაზ პროფილს, მწვანე თვალები მკვეთრად უელავდა განსაკუთრებით ღამის განათებაზე და თვალისმომჭრელი ღიმილი გაიძულებდა თვალისმოუშორებლად გეყურებინა მისთვის.
როგორც კი მის უფროსს მიუახლოვდა გადაეხვია და თბილად მოიკითხა, მხოლოდ მერე ინება დარბაზისთვის თვალი მოევლო და სწორედ მაშინ შეეჯახა მათი თვალები ერთმანეთს. თითქოს ელოდაო, არანაირი ემოცია არ დატყობია, მაგრამ თვალებში მაინც გაუკრთა ის სიხარულის სხივი რაც მისი ნახვით იყო გამოწვეული, გაუღიმა და თავი დაუკრა, შამპანიური მაღლა შემართა “გაგიმარჯოს” დაიჩურჩულა და ერთიანად გადაკრა, გაოცებული ემილი რამდენიმე წამი ახამხამებდა თვალებს.

***

გრძნობდა როგორ უოფლიანდებოდა ხელის გულები და პულსი ნელნელა უფრო და უფრო მატულობდა, სისხლის მიმოქცევა ჯერ შეუწყდა, შემდეგ კი ისეთი ძალით აჩხრიალდა რომ მისი ხმა ყურებში უგუგუნებდა, გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, მაგრამ შინაგანად გამოჭმული და გამონგრეული იყო. ტკივილისგან უნდოდა ყველაფერი გაეგლიჯა, ამ წამს ფილფანისთვის ისე წაეჭირა ყელში, ვერავის რომ ვერ გაეშველებინათ.
- როგორ ხარ? - ღიმილით მოუახლოვდა დიმიტრი და გვერდით ამოუდგა - როგორ შეცვლილხარ ემი!
- ემილი - მზერა გაუსწორა
- რა? - დაიბნა დიმიტრი
- ემილი მქვია და არა ემი! - მკრთალად გაუღიმა, მაგრამ ვინ გამოაპარებდა დიმას
- ასეთ ცვლილებასაც არ ველოდებოდი ემილი - ბოლო სიტყვა განსაკუთრებით გამოკვეთა
- არც მე ველოდი შენს გამოჩენას, თუმცა ჩემი მტრის ამპლუაში რომ იქნებოდი მაგაში ეჭვიც არ მეპარებოდა!
- არ მინდოდა, სიმართლე გითხრა შემოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მომაწოდეს შენზე ინფორმაცია, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი!
- არამგონია ზაზას ესიამოვნოს შენი ფლირტი ჩემთან, კარიერაში ახალგადადგმულ ნაბიჯს უკან ნუ დააბრუნებ
- დამიჯერე, იქ ბევრად უკეთესი ვიყავი, მითუმეტეს თუ შენ არ გხედავდი ყოველ წამს
- არც აქ დამინახავ - ირონიულად გაუღიმა და ჭიქა ჭიქაზე მიუჭახუნა - მე და შენ სხვადასხვა პლანეტაზე ვიმყოფებით, ბიზნესში სასწაული თუ მოხდება და ზაზა მისი ინიციატივით ხელშეკრულებას თუ გააფორმებს ჩემთან თორემ დამიჯერე იქეთ შემოთავაზება არასდროს არ მოგივათ!
- ვიცი, მაგაში დარწმუნებულიც ვარ, უბრალოდ მინდა რომ ჩვენმა ფირმებმა საერთო წერტილი იპოვონ
- ტახტის დაკავების სურვილი, აი ეს არის საერთო და თქვენთვის მიუღწეველი სურვილი
- ვისთვის აკეთებ ამ ყველაფერს ემილი? რაში გჭირდება?
- შაკოსთვის! - უემოციოდ ამოილაპარაკა და უცნაური მზერა შეავლო
- შაკო? ქმარიც გყავს?
- აბა შენ ხომ არ დაგელოდებოდი?
- არა, რა თქმა უნდა, არა - დაიბნა უცებ დიმიტრი და ოდნავ შებარბაცდა
- ცუდად ხომ არ ხარ დიმა? - მზრუნველი ტონით ჰკითხა
- არა! - მკაცრად მოუჭრა და გაბრაზებული სახით წავიდა ზაზა ფილფანისკენ, რომელიც ბედნიერებისგან ასხივებდა.

***

ღამით გვიან მოუწია დაბრუნება ამიტომ ფეხაკრეფით შეიპარა სახლში და იმ ოთახისკენ წავიდა აღელვებულმა სადაც თავისი პატარა ეგულებოდა.
ასევე ფრთხილად, თითქმის უხმოდ შეაღო კარები და შაკოს მიესიყვარულა, თავი ვერ შეიკავა და ჩუმი ქვითინი ამოუშვა, არ უნდოდა ბავშვი გაეღვიძებინა, ამიტომ ჩქარი ნაბიჯებით დატოვა სხვადასხვა სათამაშოებით სავსე ოთახი და მისი საძინებლისკენ გაწია.
მოუთმენლად მიმოდიოდა და გამუდმებით დიმიტრისთან შეხვედრაზე ფიქრობდა, აზრები ერეოდა, არ იცოდა რა იქნებოდა მისი შემდეგი ნაბიჯი, აქამდე თუ საათივით ჰქონდა აწყობილი ყველაფერი, ახლა ყველაფერი ჩაეფშვნა, თანაც კარგად ხვდებოდა რომ მის წინაშე ემოციებს ვერ აკონტროლებდა.
დიმიტრი ხომ ერთადერთი პიროვნება იყო, რომელსაც შეეძლო ეს ყინულივით ცივი არსება გაელღვო და თავისუფლად დაპატრონებოდა. ჯერ კიდევ ვერ დავიწყებოდა ის გრძნობები, რომლებსაც ერთად განიცდიდნენ 17-18 წლის ასაკში.
ტკივილმა ერთიანად დაუარა ტანში, ტერფიდან დაიწყო და ტვინამდე მიაღწია ისე რომ თითოეული ნერვი შეუტოკა და მწარედ ჩაეღიმა წარსულის გახსენებაზე. იჯდა და ცრემლები ისე სდიოდა ვერც გრძნობდა. ბოლოს არეული ნაბიჯებით წამოდგა, ახლა უკვე აღარც ფრთხილობდა და აღარაფერი აინტერესებდა, ერთიანად გაფითრებულმა მიუახლოვდა სასურველ ოთახს, შეაბიჯა და მარიამღვთისმშობლის ხატის წინაშე დაეცა.
- რატომ? რატომ მოხდა ასე? ხომ შეგეძლო.. საერთოდ არ შევხვედროდით, ან ცხოვრებაში გამეცნო ისეთი სტატუსით, რომელიც აუცილებელი იყო იქამდეც გვცოდნოდა? რისთვის? არ მესმის, რატომ გაგვიმეტე ასე? ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები, წლებია ვმალავ, იმ კუთხეში ვამწყდევ, რომლიდანაც არც ისე ადვილია თავი დააღწიოს, მაგრამ მე რომ მჭამს და სულიერად მანადგურებს? არაფერი მივარგა.. არც სული, არც გული, ადამიანიც აღარ ვარ მემგონი დავდივარ და ვერ ვგრძნობ ვერაფერს, გარდა ჩემი პატარას შეხებისა და სითბოსა..
რომ არ ვიცი რა იქნება? რა ელის შაკოს? ოდესმე ხომ გაიგებენ სიმართლეს და რომ გამლანძღავენ? რამხელა საიდუმლოს დაიტევს ჩვენი ცხოვრება, როგორ შევინახო ეს ყველაფერი ისე რომ ხალხის ყურამდე არ მივიდეს? როგორ გავძლო?! - ტკივილისგან უკვე სახეს იხოკავდა და წინ და უკან ქანაობდა ნერვიულად - მე რა შევძელი? მხოლოდ ჩემი პატარას გადარჩენა, მეტი ვერაფერი.. ეს სიყვარული თავიდანვე განწირული იყო, თავიდანვე არ ჰქონდა საფუძველი, ეს სისხლი - ხელებზე მოიჭირა სიმწრისგან თითები იქამდე სანამ მთლიანად არ გაულურჯდა - ეს სისხლია არ მინდა აქ რომ მიედინება.. ამომაგლიჯეთ, გამომიცვალეთ, წაიღეთ.. მეზიზღება გესმით? არ მინდა - ხავილში რომ გადაუვიდა სწორედ მაშინ გაიგო კარის შეღების ხმა, იგრძნო როგორ მოუახლოვდა თავისი ერთადერთი სიცოცხლე და მკლავზე ხელი დაადო..
- დედიტო, აქ ლაშ აკეთებ შენ? - სახეზე პატარა თითები ჩამოუსვა და ცრემლიანი მწვანე თვალები შეანათა
- არაფერს დე, რატომ არ გძინავს? - რაც შეეძლო გაუღიმა და ხელები დაუკოცნა
- ჩენ ლა ტილოდი? - წამში დაბრიცა ტუჩები შაკომ როგორც კი გაანალიზა
- არ იტირო, არა არ ვტიროდი, არ იტირო შაკო რა გატირებს? - ცდილობდა ცრემლებად ქცეული ბავშვი დაეწყნარებინა, გამალებით იკრავდა გულში და სახეს უკოცნიდა
- ჩენ ლო გტიბა, მეც მტიბა - ამოისლუკუნა და კისერზე მოხვია დედას ხელები მთელი ძალით - გთქოვ აგალ იტილო კაქი?
ცრემლებმორეულმა ძლივს შესამძნევად დაუქნია თავი და ხელში აიყვანა ატირებული პატარა.
- დაიძინე ახლა - როგორც კი საწოლში ჩააწვინა შუბლზე აკოცა
- დამპილდი ქო?
- გპირდები ჩემო პატარა! - ღიმილით გამოიხურა კარები და როგორც კი საძინებელში შევიდა ეგრევე საწოლზე დაემხო ძალაგამოცლილმა.

***

დილით მაღვიძარას გულისწამღებმა ხმამ გამოაღვიძა და ძლივს წამოიწია საწოლიდან, თავი უსკდებოდა, თან მთელ სხეულში ტეხდა და პირი უშრებოდა. ისე იყო თითქოს გუშინ საოცრად ბევრი დაელია და ახლა საშინელი პახმელია აქვს. სააბაზანოში შევიდა და როგორც კი თავი მოიწესრიგა ეგრევე შაკოს ოთახისკენ წავიდა, ფრთხილად შეანჯღრია პატარა
- გაიღვიძე დე
- აუ ალ მინდა დედიტო მე ბაგსი
- უნდა წახვიდე, დედიკომ უნდა იმუშაოს, გპირდები ამ შაბათ-კვირას საქანელებზე წაგიყვან ჰო? - ლოყაზე მიეფერა და ხელში აიყვანა
- კაქი, მქოლოდ მაგის გამო იჩოდე, პილობა პილობაა - თითი ვითომ გამაფრთხილებლად დაუქნია პატარა ვაჟკაცმა და დედიკოს ნებას დაჰყვა.
- ქალბატონო ემილი, უკაცრავად ხელს რომ გიშლით თქვენმა ბებიამ დარეკა, სერიოზული სალაპარაკო მაქვს და აუცილებლად შემომიაროსო - გაუღიმა ყველაზე უმცროსმა მსახურმა და სამზარეულოს კარი გაიკეტა.
როგორც კი შაკო ბაღში დატოვა, ეგრევე ბებიის სახლისკენ გაემართა გული ვერ მოუთმენდა საღამომდე, ყველა შეხვედრა გადადო და გულის ფანცქალით გაუყვა ნაცნობ ქუჩას.
- ბებია, ხო ყველაფერი რიგზე გაქვს როგორ მანერვიულე - ეგრევე მის ოთახში შევარდა და საწოლზე ჩამოუჯდა
- რა განერვიულებს შვილო, სულ როგორ შეიძლება ფორიაქობდე რამდენი წლის ხარ შენ?
- 25ის ბებია, კარგი რა, რა მოხდა რატომ დამიბარე?
- არც კი ვიცი როგორ გითხრა - უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ტუჩები - მოკლედ, მინდა ლეილაზე დაგელაპარაკო რა ემილი, გთხოვ მომისმინე
- ბებია! ხომ ვილაპარაკეთ უკვე ამაზე არა? რაღატო ართულებ!
- მისმინე შვილო, ვიცი რომ ვილაპარაკეთ მაგრამ იქნებ.. იქნებ - ენა დაება მოხუცს
- რა მოხდა მითხარი
- მისმა ქმარმა სამუშაო დაკარგა არაფერი არ გააჩნიათ ბინის გარდა, შეიძლება წაართვან ყველაფერიო, შეიძლება კი არადა წაართმევენ უეჭველი, იქნებ შეეშველო? პატარა სამსახური უნდა, ამხელა იმპერიის პატრონი ხარ შენ, ვიცი ცუდად მოგექცა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მამიდაშენია
- ბებია! მამიდაჩემი..
- ვიცი, ჩემი შვილია, მე გავზარდე და საერთოდ არ ვიცი ვის ჰგავს, მაგრამ მასაც გაუგე.. ხომ იცი შაკოს დაბადება რამხელა.. - აღარ დაამთავრა და თვალები აუწყლიანდა ბებიას
- ვიცი, კარგი, ვეცდები რამე მოვახერხო - ღრმად ამოისუნთქა და ფეხზე წამოდგა
- შენ საუკეთესო ხარ შვილო საუკეთესო! ემოციებს არ მისცე უფლება გაიყინოს, თორემ მერე ძალიან გაგიჭირდება ცხოვრება, დამიჯერე მე, არ დაკარგო ახლო და სანდო ადამიანები, მამიდაშენი არასდროს არ გიღალატებს ეგ ხომ იცი, უბრალოდ.. ცდილობდა ისეთი რაღაცისგან დაეცავი, რასაც შენ ვერ გააკონტროლებდი ვერასდროს..
- ვიცი ბებია ვიცი, ისე.. ჩემთან რატომ არ მოდიხარ ქალბატონო? - წარბი მაღლა აზიდა და თვალები დაუქაჩა გაბრაზებულმა
- შენ გინდა რომ იქ ვიცხოვრო, მე კიდევ არ მინდა მაქ - ტუჩი აიბზუა ბებიამ და ხელები გადააჯვარედინა
- ვერ ვხვდები აი ამ სახლში რა გაქვს ასეთი, რომ ვერ შორდები
- შენ ვერ გაიგებ მაგას მაგისთვის საჭიროა გული, აბა შენი გული?
- ჩემზე ახალგაზრდა ხარ რა მოკლედ - ღიმილით მოეხვია და ლოყაზე აკოცა საყვარელ ადამიანს - აბა მითხარი რამე ხომ არ გინდა? ეგრევე გაგიჩენ
- შენი ბედნიერება! - მანაც დაუბრუნა კოცნა საყვარელ შვილიშვილს და ღიმილით მიაცილა კარებამდე
- თავს გაუფრთხილდი ბებო, როგორც კი მოვიცლი ეგრევე შემოგივლი, შაკოსაც წამოვიყვან! - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სამსახურის გზას დაადგა.


***

სამსახურში მისულს უამრავი საქმე დახვდა და შუადღემდე ხელშეკრულებებიდან თავი არ ამოუყვია, დაახლოებით 3 საათზე საფეთქელის ზელვით გადაწვა სავარძელზე და ცოტახანი მაინც მოასვენა თვალები.
თავი ისე უგუნებდა, გეგონებათ რაღაც გამუდმებით ურტყამდა უროს და მოსვენებას არ აძლევდა არანაირად.
რამდენიმე წუთში მორიდებით შემოვიდა მდივანი და წინ აეტუზა.
- რა ხდება? - მკაცრი მზერა შეავლო და შემდეგ საბუთებს დაწვდა.
- ის.. მე… იცით…
- გათავისუფლება გინდა? - ძლივს შეიკავა ღიმილი გოგონას დაბნეულობაზე
- არა .. არა! რას ამბობთ ქალბატონო
- აბა? - წარბაწევით გახედა ისევ ისედაც დაფეთებული სულ დააფეთა
- მე მინდოდა მეთქვა რომ ბატონი დიმიტრი მოვიდა და თქვენთან სურს საუბარი - ერთიანად ამოილაპარა და ღრმად ამოისუნთქა
- და მერე ამას რაში სჭირდებოდა ამხელა შემზადება? პირდაპირ ვერ მეტყოდი? - ტუჩები მოკუმა სიცილის შესაკავებლად ზოგჯერ მართლაც საშინლად საყვარელი და სასაცილო იყო ეს გოგო, ისე იქცეოდა გეგონება ახლა მისი უფროსის წინაშე კი არა ცხრათავიანი დევის წინ იდგა და ურჩხული მზად იყო ყოველწამს შეეჭამა
- რავიცი, ვიფიქრე დიდად არ მოგწონდათ ბატონი დიმიტრი და თქვენი რეაქციის შემეშინდა - გაეკრიჭა
- შემოუშვი - ამოიოხრა და მდივანიც ქუსლების კაკუნით გაუჩინარდა კარს მიღმა. ცოტახანში თვითონაც იგრძნო საოცრად დაძაბული და ამავდროულად მსუბუქი ნაბიჯები და წამიც არ იყო გასული დიმიტრიმ რომ შემოიხედა კაბინეტში.
- როგორ ხარ? - ზედმეტად მხიარული ჩანდა
- კარგად, შენ? - ყალბად გაუღიმა და ვითომ გადაკოცნეს ერთმანეთი, თუმცა დენდარტყმულებივით მოშორდნენ და შედარებით შორს დაიჭირეს თავი ერთმანეთისგან.
- კარგად, საქმეზე მოვედი
- აბა ისე რაზე უნდა მოსულიყავი ვერ ვხვდები - ჩაისისინა და საბუთები გადადო
- ეგეც მართალი, ახლობლებთან ისე არასდროს მივდივარ ჩემზე კარგად იცი
- ხო - მოკლედ მოუჭრა და ინტერესიანი თვალები შეანათა
- მინდა რომ ხელშეკრულება დავდოთ კომპანიებმა, ზაზა ამაზე თანახმაა, ისე გაუხარდა ეს რომ შევთავაზე ლამის სიხარულით ცას ეწია, ძალიან მოსწონხარ მაგ ადამიანს ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ ემტერები!
- შენ რაღაც ძალიან ხარ დაინტერესებული რაღაც რაღაცებით, იქნებ შენს საქმეზე მიგეხედა და არ გემარჩიელა იმაზე თუ რატომ ვემტერები ზაზა ფილფანს.
- მე იმ კომპანიის ნაწილი ვარ ემი - ლი - ძლივს ამოთქვა ბრაზშეკავებულმა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო - გეყოფა ჩემთან ასეთი ტონით ლაპარაკი, ის რაც მოხდა არცერთის ბრალი არ იყო და მშვენივრად იცი ეს!
- მე არაფერი ვიცი, იმის გარდა რომ ადამიანად აღარ ვვარგოდი, შენ მშვენივრად ერთობოდი? კარგი იყო მსოფლიოს შემოვლა არა?
- აბა რა მექნა? შენნაირად ვყოფილიყავი ოთხ კედელს შორის გამოკეტილი?
- მე არ ვიყავი ოთხ კედელს შუა გამოკეტილი დიმიტრი! - უცებ წამოენთო ემილი - მე მტკიოდა, შენგან განსხვავებით ყველა ის წამი მტკიოდა რაც არასწორ ადამიანთან გავატარე!
- მე არ ვიყავი არასწორი ნუ აჭარბებ!
- იყავი! - ძლივს შეკავებული ცრემლები ახრჩობდა ყველა მხრიდან, გულს უსერავდა მისი ასე ახლოს ხილვა, ხელის კანკალით ამოიღო სიგარეტი ძლივს მოუკიდა და აივანზე გავარდა.
- როდის მერე ეწევი? - უკან აედევნა დემეტრე
- რაც შაკო გავაჩინე! - მკაცრად მოუჭრა
- გეტყობა რომ გტკიოდა, მაგრად გეტყობა, ეგრევე სხვასთან გაქცეულხარ და შვილი გაგიჩენია, ვისია.. ვინ იცის კიდევ - ამოიოხრა და თვითონაც გაუკიდა სიგარეტს
- მომისმინე - საყელოში წვდა გამწარებულმა - კიდევ ერთხელ ჩემს შვილზე იტყვი ეგრე აგდებულად რამეს და გეფიცები ამ სიგარეტს პირდაპირ შუბშლი ჩაგაფერფლავ და მესამეჯერ რომ იგივე განმეორდება იმ შრამზე რაც იქედან დაგრჩება პირდაპირ ტყვიას დაგახლი შუბლში გაიგეთ ბატონო დიმიტრი? - სიგარეტი ჩააფერფლა და კაბინეტში დაბრუნდა გაავებულმა
- მაპატიე! - ამოილუღლუღა დიმიტრიმ - უბრალოდ გავბრაზდი ძალიან.. მეუბნებოდი მტკიოდაო შენ კიდევ შვილი გყავს
- შენ თუ გააგრძელე ცხოვრება მე რა მექნა? დავმჯდარიყავი და დაგლოდებოდი, თან რისთვის? ვის ველოდო? ახლობელს? - ირონიულად ჩაიცინა
- მე შენი ახლობელი არ ვარ!
- არა, მართალი ხარ, ბიძად მერგები!
- ემილი! - თვალები აენთო დიმიტრის.
- კარგი ჰო, იყავი ძმა მაშინ - ხელი აიქნია - რაზე მოხვედი?
- უკვე არაფერზე - ძლიერად შეკრული მუშტი მთელი ძალით დაარტყა კედელს და თვალისდახამხამებაში გაუჩინარდა კაბინეტიდან.
არც კი ახსოვს სახლში მისვლამდე რას აკეთებდა, რას ფიქრობდა, საერთოდ ვერ აზროვნებდა, გამწარებული მიმოდიოდა ერთ ადგილას ისე რომ ვერც კი ამჩნევდა, ირგვლივ ყველა დაცოფა ვინც კი შევიდა ოთახში, როგორც კი სამუშაო საათები ამოიწურა ეგრევე სახლში გაიქცა. ერთადერთი წამალი ახლა შაკო იყო, მისი თბილი თითები და ჩახუტება სჭირდებოდა არანორმალურად. თავქუდმოგლეჯილმა აირბინა კიბეები და ბავშვის ოთახში შევარდა.
- დეე - ღიმილით წამოვიდა შაკო და მისი თბილი თითები შემოხვია კისერზე, ემილი ეგრევე მოდუნდა და თვალები მილულა. ერთადერთი წამალი იყო მისი ეს პატარა არსება, შაკოს და ბებიას გარდა არც ჰყავდა არავინ, არც სჭირდებოდა. ხალხთან ურთიერთობას ერიდებოდა, ერთადერთი სოფისთან გადიოდა, ყველა ენატრებოდა ვინც კი ჰყავდა ირგვლივ, განსაკუთრებით ბიჭები, რომლებიც ერთი წუთითაც არ ტოვებდნენ დიმიტრის და მას, ყველგან ერთად იყვნენ.
ძლივს იდგა ფეხზე, თვალებზე მოწოლილ ცრემლებს ძლივს იკავებდა, ისიც იმიტომ რომ შაკოს მისცა პირობა აღარ იტირებდა, იცოდა შაკო ცუდად გახდებოდა ისე რომ ვერც დაამშვიდებდა, ამიტომ მთელი ძალით იხუტებდა გულში პატარას.

***

როგორც კი დამშვიდდა ეგრევე თავის ოთახში გავიდა და პატარა ძიძას ჩააბარა, აუცილებლად უნდა მომზადებულიყო და ლეილასთან წასულიყო, ისე ვერაფრით ვერ მიატოვებდა. მიუხედავად იმისა რომ თვლიდა ამ ქვეყანაზე მარტო იყო და არავის სჭირდებოდა, მაინც ვერ ელეოდა საყვარელი ადამიანების, ოჯახის წევრების დარდს და ტკივილს. ამიტომ როგორც შეეძლო ისე ცდილობდა დახმარებას.
წყალი გადაივლო, გრილმა წყალმა გამოაფხიზლა და ენერგია შემატა, იქედან ღიმილით გამოვიდა და გრილი სარაფანი გადაიცვა.
- დე შად მიდიქალ? - უკან აედევნა სათამაშო მანქანით ხელში შაკო
- დედიკოს საქმე აქვს, მალე მოვალ კარგი?
- ბებოსთან ლოდის ცამიკან? - მისი მწვანე თვალები ინტერესს და მონატრებას დაეფარა მთლიანად, გული შეეკუმშა ემილის, ამ ბოლო დროს საერთოდ ვერ იცლიდა პატარასთვის.
- ხვალ დე, გპირდები, აუცილებლად წაგიყვან - შუბლზე აკოცა და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა სახლი გულამოვარდნილმა.

***

- გამარჯობა - მორიდებით მიესალმა ლეილა კარის ზღურბლზე მდგომ ემილის და უკან დაიხია გზა რომ გაენთავისუფლებინა.
- გამარჯობა - მკრთალად გაუღიმა და ჩვეული სახით შევიდა ბინაში, სადაც თითქმის აღარაფერი იყო შერჩენილი, აშკარად ბევრი გამოეპარა ახალ მოვლენებზე გადართულ ემილის და საერთოდ დაავიწყდა მის ირგვლივ მყოფი ადამიანები.
- როგორ ხართ? - სანამ მისაღებ ოთახში შევიდოდა დატვირთული პარკები ხელში შეაჩეჩა
- რატო შეწუხდი ემა..
- უბრალოდ, ამდენი ხანია არ მოვსულვარ და - იქვე სავარძელში დაიკავა ადგილი და გამომცდელად შეხედა. ლეილა წამით შეკრთა, როდესაც ყოველდღიური საჭირო საკვები დაინახა და ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე მოწოლილი ცრემლები რომ დაეფარა. თუმცა ემილი საკმაოდ კარგად იცნობდა გამზრდელ მამიდას, რომელსაც ეგრევე ეტყობოდა თუ რამე აწუხებდა ან ტკიოდა.
- მადლობა - გაუღიმა და მის მოპირდაპირედ დაიკავა ადგილი - როგორ მიდის საქმეები?
- მშვენივრად, თქვენკენ რა ხდება? სად არის ოთარი?
- რავიცი, სამსახურშია - თვალი აარიდა და იქვე მდგარ ვაზას დაუწყო ყურება
- სამსახურში? - უცნაურად ჩაეღიმა ემილის - სად?
- აი იმ ფირმაში.. რომ მუშაობდა… - ალუღლუღდა ლეილა
- ბავშვი სად არის?
- ოთარის დედასთან, გვთხოვა ცოტახანი დაგვიტოვეო
- მაგის გამო? - ჩაეცინა ემილის, კარგად იცოდა დედამთილთან როგორი ცუდი ურთიერთობაც ჰქონდა და მითუმეტეს ბავშვს უმიზეზოდ არ დაუტოვებდა.
- ხო… - ამოიხავლა ამდენი ტყუილებით დამძიმებულმა მზერასაც ვერ უსწორებდა დისშვილს.
- კარგი
- შაკო როგორ არის?
- არ მეგონა თუ დაინტერესდებოდი ამ ამბით.
- იცი რა, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ აუცილებლად უნდა ვნახო და გავიცნო, მისი ბრალი არაფერი არ არის, ამის გამო მას ვერ დავსჯი, არ ვიქნები მართალი - თავი ჩაღუნა და ძლივს გასაგონად ამოთქვა.
- მიხარია ამას რომ მიხვდი ლეილა - ისევ მკრთალად გაუღიმა და ფეხზე წამოდგა - ეს - ჩანთიდან კონვერტი ამოიღო - შენ
- ეს რა არის? - თვალები გაუფართოვდა და ფეხზე წამოხტა
- საცხოვრებელი ამ თვისთვის, შიგნით მისამართი წერია გასაუბრებაზე სად უნდა მივიდეს და მაქსიმალურად გამოიჩინოს თავი უთხარი - დერეფანში მიდიოდა და თან ელაპარაკებოდა მკაცრად - და ხო სულ დამავიწყდა მეთქვა
- რა?
- ბანკის სესხი დაფარულია - კარები გამოიხურა და ჩქარი ნაბიჯებით შევიდა ლიფტში უნდოდა რაც შეეძლო სწრაფად გაცლოდა იქაურობას, ლეილას უამრავი მადლობით რომ არ შეეწუხებინა გული, თანაც თვლიდა რომ ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო. ბოლოს და ბოლოს მთელი ახალგაზრდობა ლეილამ მის გაზრდაში გაატარა, არაფერი არ უნდა მოკლებოდა, სულ გვერდით დაჰყავდა და ყოველ სურვილს უსურვებდა.
თვალცრემლიანმა სწრაფად ჩაჯდა მანქანაში ცოტახანი გაშტერებული უყურებდა საჭეს, ოდნავ მაინც უნდა დამშვიდებულიყო ასე ვერ მივიდოდა სახლში.
როგორც კი ოდნავ მაინც ამოისუნთქა, ნელა დაქოქა მანქანა და სახლის გზას დაადგა. თვალები ლამის გადმოსცვივდა სახლთან დიმიტრის მანქანა რომ დაინახა.


-------
დავბრუნდი... არც კი ვიცი რა გამომივიდა, იმედი მაქვს ძალიან ცუდი არ არის, თუ მოგწონთ გავაგრძელებ აუცილებლად <3
ველოდები კომენტარებს და დიდი მადლობა შეფასებისთვის <3



№1  offline აქტიური მკითხველი select

ვაიმეე მალე დდადე რაა აუ ძაან მაგარი იყოო მართლაა არ დაიგვიანო რაა heart_eyes

 


№2 სტუმარი dreamer

ძალიან საინტერესოა, ❤ ყოჩაღ, ლაკონურად და გამართულად წერ. უბრალოდ სასვენი ნიშნები გაკლია და ეგაა.

 


№3  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი
მადლობა <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4  offline წევრი Keti Bregvadze

Dalian dzalian magaria...shemdeg tavs rodis dadeb ?

 


№5  offline წევრი aNuGi

Keti Bregvadze
Dalian dzalian magaria...shemdeg tavs rodis dadeb ?

sagamos rogorc ki saiti sashualebas momcems <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№6 სტუმარი ketis

ვაიმნე შენ ისორიებზე ვგიჟდები მიყვარსსსს.. ყოჩაღ და მალედადეეე ძაან საინტერესოა

 


№7  offline წევრი aNuGi

მალე დავდებ გპირდებით, ძალიან დიდი მადლობა ვისაც მოგწონთ <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№8  offline წევრი anamaria56

მალე დადე რა. ძალიან მომეწონა. ნიჭიერი გოგო ხარ <3

 


№9  offline წევრი aNuGi

აუცილებლად <3 მადლობა!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№10 სტუმარი Guest kiko

თუდაიწყებ გააგძელე ან ნუ იწყებტ რაა

 


№11  offline წევრი aNuGi

Guest kiko
თუდაიწყებ გააგძელე ან ნუ იწყებტ რაა

ისტორია დასრულებულია, შეგიძლია ჩემს სიახლეებში ნახო.
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№12  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ანუკი როგორ ვგიჯდები მე შენზე სასწაულად წერ ეს მორიგი ისტორიაც ისეთი მაგარია რომ არ ვიცი

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

იმას მივხვდი დიმიტრი შაკოს მამა რომააა.. მაგრამ დანარჩენი რა მოხდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent