შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ დამიბრუნდი მაშინ, როდესაც უიმედოდ ვიდექი საკურთხეველთან. (მეექვსე თავი)


18-10-2016, 00:04
ავტორი D M
ნანახია 1 973

დღეს 30-აგვისტოა, დილიდან მზადებაში ვიყავით. თიკა 1-კვირის ჩამოსული იყო, ის და სალი იყვნენ ჩემი მეჯვარეები. კაბის ჩაცმაში ჩემი გოგოები დამეხმარნენ, დედას არ ეცალა, გადარბენაზე იყო. ლამაზ, დეკოლტე თვლებით მორთულ კაბას გრძელი შლეიფი ამშვენებდა.
ნუცის ისე მოუხდა კაბა, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარძალი იყო.
-რა ლამაზი ხარ ნუციი, გუგა გადაირევა რომ დაგინახავს.
-მადლობ თიკა, გუგას კაბის ნახვა უნდოდა, მარა არ ვანახე.
-მაგას აქვს „მუღამი“, აი ახლა რომ დაგინახავს თავიდან შეუყვარდები. შენ რას იტყვი ნინი?
გამეღიმა და დავეთანხმე თიკას.
-კი, ნამდვილად ასე იქნება.
თიკა აზრზე არ იყო ლევანის ამბის, არ იცოდა დღეს რომ ჩამოდიოდა....ვაპირებდი თქმას, თუმცა ვერ ვუთხარი. მალე გოგოები გარეთ გავიდნენ, როგორც იქნა ნუცისთან მარტო დავრჩი.
-ჩემო ფერია იცი რა ლამაზი ხარ? ყველაზე ლამაზი დედოფალი ხარ.
-ნინი დიდი მადლობა ჩემო სიხარულო.
-სახეზე გეტყობა ვერ ხარ ბოლომდე ბედნიერი, ხომ იცი შეგიძლია ყველაფერი მითრხა.
-შენ ყოველთვის მამჩნევ ყველაფერს, კი ასეა....დღეს დილამდე ველოდი ლევანის თუნდაც ერთ მესიჯს, სულ მეგონა რომ გამოჩნდებოდა, დავიჯერო ვერ გაიგო ჩემი ქორწილის ამბავი? „შანსია პროსტა“, თქვენ თუ არ გითქვამთ ფბ-დან მაინც გაიგებდა, მარა არ შემეხმიანა. დღეს ნამდვილად მივხვდი რომ მისთვის სულ ერთი ვარ და აღარ ვაინტერესებ.
-ჰოო მარა აღიარე არც შენ გიაქტიურია....ეს არჩევანი ხომ შენ გააკეთე? გახსოვს რამდენი გელაპარაკე არ გინდა თქო, მარა...
-კი, მართალი ხარ, ჩემით გავაკეთე არჩევანი და არ მაქვს უფლება რომ ვინანო. უბრალოდ ძალიან მომაწვა და ამოვიღე გულიდან ყველაფერი. დღეიდან მეკრძალება მასზე ფიქრი და საუბარი.
-ნუცი დღეს რომ ლევანი დაბრუნდეს გადაიფიქრებ გათხოვებას?
ნუცის უეცრად თვალები გაუბრწყინდა, აიი ამ წლების მანძილზე პირველად ვნახე მისი თვალები ასე განათებული, უცებ ის ნუცი დავინახე, ბავშვობაში რომ ვიცნობდი, აი ისეთი, ლევანის გვერდით რომ იყო...მაგრამ მალე ჩაუქრა ის სინათლე, რომელიც მისი ცისფერი თვალებიდან ასხივებდა.
-იცი სიგიჟეა, მარა ალბათ გადავიფიქრებდი და მასთან ერთად გავიქცეოდი შორს.....იქ სადაც ვერავინ ვერ მოგვაგნებდა..მარა ეს ხომ ოცნებაა, ეს რეალობა ვერასოდეს იქნება. ასე რომ არ მინდა ოცნებეს ავყვე.
ცოტახანში მაკა დეიდა შემოვიდა ქოთქოთით.
-ნუცი ჩაიცვი ხო? უიი რა ლამაზიი ხარ დედას ცხოვრება, ჰო მართლა ვიზაჟისტი მოვიდა.
ნუცი მაკიაჟს იკეთებდა, ჩემმა ძმამ გიომ დამირეკა, აივანზე გავედი და გავაგონე.
-ჰო გიო, ახალი ხომ არ არის რამე?
-ნუცის ჯვრისწერა 2-საათზე სამებაშია ხო?
-კი, 2-ზე უკვე ტაძარში ვიქნებით. ის რა შვრება რომელზე ჩამოვა?
-ლევანი 1-ის ნახევარზე ჩამოდის, ნუ სანამ რეგისტრაციას გაივლის და ა.შ 1-საათიც გახდება. ყველა „პონტში“ უნდა მოვასწროთ სამებაში ამოსვლა. ეხლა ვიყავით მე და დათო ახალი „ზმანები გავუჩითეთ“ მაგასაც და ნუცისაც, ლევანის Lexus NX „მოვხოდეთ, კაროჩე“ ყველაფერი მზად გვაქვს რაა.. ახლა მთავარია ნუცი გადაიფიქროს.
-ვაიმე გიო რაც ახლოვდება ეგ დრო უფრო მეტად მეშინია, არ ვიცით იქ რა მოხდება ხომ ხვდებიი....
-ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია ერთმანეთი უყვართ. ჰოო მართლა, ბილეთები მზად არის და დღესვე 10-დღით ანტალიაში წავლენ.
-ვაიმეე ღმერთო რაა მაგარიაა...იმედია ყველაფერი კარგად იქნება, კაი ახლა გავიქეცი, მეძახიან.
-კაი და ტელეფონთან ყურადღებით იყავი.
გავთიშე და ნუცასთან შევედი.
გუგას დედ მამამ ვიზაჟისტი და სტილისტი სახლში მოუყვანეს. ოთახში შესულს გადამღები დამხვდა. მაკიაჟის და თმის გაკეთების პროცესს იღებდა. ნუციმ შემომხედა გამიღიმა და გააგრძელა ბედნიერის როლის თამაში.
12-საათი იყო გამზადებას რომ მორჩა, ის ისეთი ლამაზი იყო, მეც კი შემიყვარდებოდა ბიჭი რომ ვყოფილიყავი, უცებ თვალწინ დამიდგა ლევანის სახე ასეთ სილამაზეს რომ დაინახავდა. ნუცის გუგას დედ მამა ზედ ევლებოდა, ნატა სულ კუდში დასდევდა, ალეკოც აქეთ იქეთ დადიოდა. ნუციმ გვთხოვა მარტო დაგვეტოვებინა თავის ოთახში, ოთახიდან ბოლო მაკა გამოვიდა.
-ნუცი დე ხომ კარგად ხარ?
-კი დე, უბრალოდ ცოტახანს მარტო დარჩენა მინდა.
მარტო დავრჩი ჩემს ოთახში, კოპიუტერის მაგიდის დაკეტილი უჯრა გამოვაღე, იქ მქონდა ჩემი და ლევანის სურათები, ამოვიღე ჩემი ერთ ერთი საყვარელი ფოტო და ვუყურებდი, ვცდილობდი ცრემლი შემეკავებინა, მინდოდა მასთან გამოთხოვება. კარი გადავკეტე და ჩურჩულით ფოტოს დავუწყე საუბარი.
-სადამდე მივედით ლევანი ხედავ? შენ რომ მითხარი პირველად სიტყვა „მიყვარხარ“ რამნდენიმე დღის შემდეგ ერთად წავედით ტაძარში, ხატის წინ დავიფიცე რომ შენ იქნებოდი ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული, ახლა კი ისევ ტაძარში უფლის წინაშე უნდა წარვსდგე მაგრამ შენი კი არა, გუგას გვერდით. უსამართლობაა! შენ მე უსამართლოდ მომექეცი, შენ მე ყველაზე მეტად მატკინე გული, მშვიდობით ჩემო პირველო სიყვარულო, იმედია სადაც ხარ, როგორც ხარ და ვისთან ერთადაც ხარ ბედნიერი იქნები.
ამ სიტყვების დასრულების შემდეგ გულში რაღაც საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ფოტო ხელიდან გამივარდა და ჩარჩო გაიბზარა, ხმაურზე მამაჩემმა მომიკაკუნა.
-ნუცი მშვიდობაა?
-კი მამ, გამოვდივარ.
ფოტო ავიღე, ისევ უჯრაში ჩავდე და დავკეტე.
რომ გავედი ნინი ტელეფონზე ლაპარაკით აივანზე გარბოდა, ვკითხე რახდება თქო და ერთი სიტყვით არაფერიო მომაძახა და გავიდა.
-ჰოო გიო, რახდება აბა ჩამოვიდა ლევანი?
-ლევანი ვარ გოგო, კი ჩამოვედი, მანდ რახდება სახლში ხართ ისევ ხო?
-კი, ისევ სახლში ვართ. გიომ ყველაფერი იცის რა დროს რა ხდება, ეგ გეტყვის ყველაფერს. წავედი ახლა მე გუგა მოვიდა.
სასწრაფოდ გავთიშე ტელეფონი, მისაღებში გავედი და დანარჩენებს შევუერთდი.
-ნუცი გუგა მოვიდა.
-ვაიჰჰ...უკვე?
კარი გაიხსნა და გუგა შემოვიდა, ის ისეთი სიმპათიური იყო....ნებისმიერი გოგო ინატრებდა მის გვერდით ყოფნას. ორი გადამღები გვყავდა, მოიმარჯვეს კამერები და გადაღება დაიწყეს. გუგამ წითელი ვარდების თაიგული მომართვა, მეჯვარე ბიჭებმა ჩემს გოგოებს მიართვეს ვარდები.
ნუ როგორც წესი დაგვლოცეს და გავედით სახლიდან, სიგნალებით, გონკებით და დიდი ხმაურით მივდიოდით, ბავშვები შამპანიურებით ხელში ფანჯრებიდან იყვნენ გადმოყუდებულები, ყველასათვის სანატრელი ქორწილი გვქონდა. ვერ ვიტყვი უბედური ვიყავი თქო, არა პირიქით, მიხაროდა გვერდით ასეთი კარგი მეუღლე რომ მეყოლებოდა. უბრალოდ ამ წლების მანძილზე მე ისევ ძველ სიყვარულზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი, საქართველოში ჩამოსვლამ და ნაცნობმა ადგილებმა უფრო მეტად გამახსენა მისი თავი და ჩვენი სიყვარული. სამებაში 2-ის ნახევარზე ვიყავით, ნახევარი საათი გვქონდა ჯვრისწერამდე და ფოტოებს ვიღებდით. ვატყობდი ნინის სულ ტელეფონზე ეკიდა, გამიკვირდა, ქმარი გვერდით ჰყავდა და ვის ელაპარაკება ამდენს თქო, ისე მაინტერესებდა თავი ვეღარ შევიკავე და შევეკითხე.
-გოგო შენ დღეს რა გჭირს? ტელეფონს არ უშვებ ხელიდან, თოკო გვერდით გყავს და ვის სწერ?
-ჩემს ძმას ველაპარაკები ნუც, ბიძაჩემს გაჰყვა და მინდა მალე მოვიდეს, აიი კიდევ ის მირეკავს, მოიც გავაგონებ და მოვალ.
-ჰოო გიო, ნუ გადამრიეთ სად ხართ აქამდე? 15-წუთში ტაძარში შევდივართ.
-ვიცი კი, აქვე ვართ და ზუსტად 2-ზე ამოვალთ.
-გაგიჟდით? მაგ დროს ხომ უკვე ტაძარში ვიქნებით.
-ვიცი, „პროსტა“ ლევანის უნდა მაგ დროს შემოსვლა.
-გაგიჟდა ეგ ბიჭი გეფიცები რაა! კაი ჰო რავიცი, ისე არ ქნათ რომ დააგვიანოთ და ყველაფერი წყალში ჩაყაროთ.
-„ღადაობ“? ამდენი „ვიჩალიჩეთ“, ყველაფერი კარგად იქნება. მიდი ახლა წადი და მოვალთ ჩვენც მალე.
მეც ბავშვებს შევუერთდი და სელფების გადაღბა დავიწყე.
-ნუციი ნელ ნელა შევიდეთ ხო?
-კი გუგა, წამოდი.
გუგამ ხელი ჩამკიდა და ტაძრისაკენ გავემართეთ, ნერვიულობამ ამიტანა, ნიკაპი მიკანკალებდა, ვიყურებოდი და იმდენ ხალხში მინდოდა ნაცნობი სახე აღმომეჩინა, მინდოდა საიდანღაც უცებ ლევანი გამოჩენილიყო, აქამდე არასოდეს მდომებია ასე ძალიან მისი დანახვა, ახლა კი რას არ გავაკეთებდი ოღონდაც აქედან წავეყვანე...მაგრამ არა, ის არსად ჩანდა.
შევედით ტაძარში, ყველამ ჩვენ ჩვენი ადგილები დავიკავეთ, სულ მალე მამაოც გამოვიდა. ნინის თვალი მოვკარი ისევ ტელეფონი ეჭირა ხელში, მესიჯი მოუვიდა ალბათ, უცებ პასუხი მისწერა ვიღაცას, ნუ მისი თქმით თავის ძმას და მალევე ტელეფონი ჩანთაში ჩადო.
მამაომ დაიწყო ცერემონიალი თუ არა, ნაცნობი სახეები გამოჩნდნენ, გიო და დათო, რამოდენიმე წამში ლევანის მოვკარი თვალი. თავიდან მეგონა მეჩვენებოდა, მეორე მხარეს გავიხედე და წამებში ისევ შემოვბრუნდი, მივხვდი რომ არ მეჩვენებოდა, მივხვდი რომ ეს რეალობა იყო, მივხვდი რომ უფალმა არ გამწირა და ოცნება ამისრულდა. უეცრად თვალთ დამიბნელდა და მეტი აღარ მახსოვს.......
წამით შევშინდი ნუცას ასეთ რეაქციაზე, ის უეცრად ძირს დაეცა, ზოგი ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ზოგიც ლევანის დაინახავამ მიახვედრა ყველაფერს, ატყდა ალიაქოთი, ნუცას წყალს ასხავდნენ, გუგამ აშკარად ლევანი ვერ დაინახა, ნუცას მივარდა და მოსულიერება დაუწყო. ლევანიმ ხალხი ხელებით გასწია, გუგა ფეხზე ააყენა, ნუცა ხელში აიყვანა და გასასვლელისკენ წავიდა. გუგა მაშინღა მიხვდა რაც ხდებოდა, გამწარებული გაეკიდა ლევანის. დიმა ძიამ მამაოს ბოდიში მოუხადა, -მაპატიეთ, თუ შეიძლება ცოტახნით დაგველოდეთ.
ყველა მიხვდა ნუცას გულის წასვლის მიზეზსს, ვინც ლევანის არსებობის შესახებ იცოდა. ლევანიმ კიბეებზე ჩაიყვანა გულწასული ნუცა, მას ამდენი ხალხი თან მივდევდით, ჩემს ძმას დავეწიე და ვუთხარი ლევანის გვერდიდან არ მოშორდე ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ბიჭების თანადგომა თქო. ბოლოს ლევანი ბოლო საფეხურთან გაჩერდა, დაჯდა და ნახევრად გონზე მოსულ ნუცას ჩაეხუტა.
-ნუციი, ნუცც გესმის ჩემი?
-არ მჯერა! ნუთუ ეს მართლა შენ ხარ? არა! შენ ვერ იქნები, ეს სიზმარია..
-მე დავბრუნდი ნუცი, შენს გამო დავბრუნდი!
-ლევანი ეს წარმოუდგენელია, დღეს ჩემი ქორწილია, შენ არ გაქვს უფლება....
გუგამ სიტყვა გამაწყვეტინა, ხელი ჩამავლო და წამომაყენა, ლევანიც წამოდგა, ხმას ვერავინ იღებდა, ყველა გაოგნებული იყურებოდა. გუგას ჩავხედე თვალებში და მის მიმართ წარმოუდგენელი გრძნობა დამეუფლა, შიშის, ხათრის და არ ვიცი კიდევ რა....თეთრი კაბით ტაძრის ქვემოთ ვიდექი და ვკანკალებდი, ვუყურებდი ლევანის და თავი სიზმარში მეგონა, მე ის 6-წელი არ მყავდა ნანახი, 6-წელი გესმით? ღმერთო რომ მეგონა აღარ ვუყვარდი თურმე როგორ ვყვარებივარ, ის ხომ აქ ჩემს გამო ჩამოვიდა, მას ხომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა აქვს გადასაახი, მას რაა...ჩვენ ორივეს ერთად! ვუყურებდი და თვალებიდან სიხარულს, ბედიერებას და გაოცებას ვასხივებდი. გულში ის ადგილი შემევსო რაც აქამდე ცარიელი მქონდა, რაც ყველაზე მეტად მტკიოდა. ლევანიმ ძველებურად ყველაფრის მეტყველი მზერით შემომხედა და საუბარი დაიწყო.
-ახლა ყველამ მომისმინეთ, ვიცი ზოგმა იცის ჩემი არსებობის შესახებ, ზოგმა არა. ვინც არ იცით, გეტყვით რომ მე ნუცას ბავშვობის შეყვარებული ვარ, რაღაც მიზეზების გამო ბელგიაში წასვლის შემდეგ დაშორება მოგვიწია, ვაღიარებ ჩემი ბრალი იყო, მე გავუშვი ჩემი ნებით და იმ იმედით რომ მას ვერასდროს დავინახავდი სხვის გვერდით, თუმცა შევცდი, არასდროს არ უნდა თქვა არასდროს. როდესაც გავიგე ნუცას თხოვდებაო გარკვეული მიზეზების გამო ციხეში ვიყავი, რაღაც პერიოდი დამჭირდა საბუთების მოსაწესრიგებლად, ადვოკატები და ვინ აღარ ჩარიეს საქართველოდან ჩემმა მეგობრებმა რომ მე ნუცას ქორწილისთვის მომესწრო. მე გუშინ საღამოს გამოვედი ციხიდან, ჩემმა ქართველმა ძმაკაცებმა ჩემი ნივთები და ბილეთი მზად დამახვედრეს. დღეს 1-საათზე საქართველოში ვიყავი, ყველაფერი გავთვალე და აი ახლა აქ ვარ ყველას წინაშე. გუგა თუ გინდა დამარტყი, მაგინე, შეურაცხოფა მომაყენე, მაგრამ იცოდე, რომ მოვკვდე ნუცას ვერც შენი და ვერც ვერავის გვერდით დანახვას ვერ ავიტან. არ მაინტერესებს ის აზრი რომ ქორწილისთვის ამდენი ხარჯები გაიღეთ, თანხა უკლებლივ დაიდება ხვალვე თქვენს ანგარიშზე, ამას მე გპირდები. ჩამოვედი ჩემი კუთვნილების წასაყვანად, იმის იმის წასაყვანად, ვინც ბავშვობიდან მე მეკუთვნის, ვიცი არ მაქვს უფლება, ვიცი ნუცასგან ვიმსახურებ ჩხუბს და კიდევ მრავალ რამეს, მაგრამ მე მას არ გავუშვებ, საკმაოდ დიდხანს მოგვიწია უერთმანეთოდ ყოფნა, მე გპირდებით რომ ჩვენ ვერასოდეს ვერავინ ვეღარ დაგვაშორებს. ახლა კი ვინმეს რაიმე კითხვა ან პრეტენზია თუ გაქვთ გისმენთ.
ლევანის ვუყურებდი და გაცანცული ვუსმენდი, ის ისევ ისეთი „მაგარი ტიპის“ სტატუსით „მოძრაობდა“, ადრეც ასეთი „მომყუმარებელი“ იყო. სწორად ეს მომწონდა მასში რომ შეწინააღმდეგებას ვერც მე და ვერც ვერავინ ბედავდა ხოლმე. ყველა ხმაამოუღებლად უსმენდა და უყურებდა. დედაჩემი და მამაჩემიც კი ვერ იღებდნენ ხმას, მათთვის ეს წარმოუდგენელი და მოულოდნელი „შოკი“ იყო. ბოლოს რამდენიმე წუთიანი სიჩუმე ისევ მე დავარღვიე.
-ლევანი გთხოვ წადი! შენ არ გაქვს უფლება ეს დღე ჩაგვაშხამო მე და გუგას, მე მასთან ვარ, შენ რომ ჩემთან ყოფნა გდომებოდა არ მიმატოვებდი. გუგა ისეთ დროს დამიდგა გვერდით როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა...6-წლის შემდეგ გამოჩნდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს გამომეცხადე და მეუბნები რომ ისევ გიყვარვარ და რომ შენ უნდა დაგიბრუნდე. შენ საერთოდ ნორმალური ხარ?
ლევანი მომიახლოვნა, ხელზე ხელი მაგრად ჩამჭიდა და თვალებში შემომხედა....
-გამიშვი ხელი, მტკენ.
ოდნავ მოადუნა ხელი და ისევ განაგრძო საუბარი.
-ნუცა აქედან ან მე წავალ მკვდარი ან რაღაც ისეთს „ავწევ“ ცხოვრებაში არ დაგავიწყდება ეს დღე არც შენ და არც აქ მყოფ ნებისმიერ ადამიანს. შენ ვერასოდეს გახდები სხვისი ცოლი, შენ ჩემი ხარ. შემომხედე, თვალებში მიყურე და ისე მითხარი! აღარ გიყვარვარ? მე ისევ ისე ბავშვურად და მთელი გულით მიყვარხარ გესმის?
ხელი გავაშვებინე ლევანის, კიბეზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე. გვერდით გუგა მომიჯდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობა. ლევანი ისევ ბობოქრობდა, ისევ იგივე კითხვა გამიმეორა.
-მე შენ ერთხელ შეგეკითხე უკვე, აღარ გიყვარვარ თქო? მითხარი და გპირდები შეგეშვები, სამუდამოდ შეგეშვები, მაგრამ იცოდე და კარგად დაიმახსოვრე, ჩემი არსებობა, ჩემი ჩრდილი სადაც არ უნდა იყო ყველგან თან გამოგყვება. შენ ვერ შეძლებ დიდხანს სხვის გვერდით ყოფნას, ან თუ იქნები ყოველ დღე მე გაგახსენდები და გაუბედურდები, მე კი არ მინდა ცხოვრება გაიმწარო, ზუსტად ამიტომ ჩამოვედი, ზუსტად ამიტომ ვდგავარ შენს და ამდენი ბრბოს წინ.
ცრემლები მოვიწმინდა, უცებ კიბის საფეხურიდან წამოვხტი, -მომხსენით ეს წყეული ფატა! თავიდან ფატა მოვიცილე და და ლევანისკენ გავემართე.
-საერთოდ რა გინდა ჩემგან? შენ რა ადამიანი ხარ, ჯერ მიმატოვე, ძლივს გადავიტანე ის პერიოდი, მერე გუგა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ადამიანი რომელიც ყველანაირი გაგებით გვერდში დამიდგა, გაგებით მოეკიდა ჩემი ძველი სიყვარულის ამბავს. დღეს კი მოდიხარ ასე უნამუსოდ, ქორწილს მიშლი და თან საშინელ კითხვებს მისვავ. რა გინდა? ჩემი ცხოვრების გასამწარებლად ხარ გაჩენილი? ვერ გიტან, მეზიზღები, თუმცა კიი....ყველას თვალწინ ვაღიარებ რომ ყველგან შენი აჩრდილი დამყვება, დღეის შემდეგ უფრო არ მომასვენებს შენი არსებობა.
შემდეგ გუგას მივუბრუნდი.
-გუგა მაპატიე, მაპატიე იმედები რომ გაგიცრუე. მე ყველანაირად ვეცადე.....ამ ყველაფრის შემდეგ, მისი დანახვის შემდეგ მე ვერ შევძლებ შენს ცოლობას, ვერ შევძლებ გესმის? თუ გინდა აქვე მომკალი, რაც გინდა ის მითხარი, შენგან ვიმსახურებ ყველაფერს, ოღონდ ნუ შენს ცოლობას ნუ დამაძალებ. მე მისმა დანახვამ ის ტკივილი განმიახლა, რომელსაც ამდენი ხანი ვიშუშებდი.
გუგა მომიახლოვდა, წელზე ხელი შემომხვია.
-ნუცი მოდი უბრალოდ გადავდოთ ქორწილი, ხვალ, ზეგ დაწყნარდები და მიიღებ გადაწყვეტილებას, გაიხსენე მე შენ არასოდეს არაფერს არ გაძალებდი...ჩვენ ხომ რამდენიმე წუთის უკან ბედნიერები ვიყავით, გთხოვ ნუ მიმატოვებ.
გუგას ხელი ფრთხილად გავაშვებინე და გვერდით გავიწიე.
-არ შემიძლია გუგა, ლევანის დანახვის შემდეგ მე ვეღარ შევძლებ შენს გვერდით ყოფნას, მისმა დანახვამ და მისმა ასეთმა სიტყვებმა მიმახვედრა რომ ისევ მიყვარს, მე ის ისევ მთელი გულით მიყვარს, მაპატიე ძალიან გთხოვ მაპატიე.
გუგას თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა, ადვილი ხომ არ არის საცოლემ საკურთხევლის წინ მიგატოვოს, თან რა მიზეზით....ყოფილი შეყვარებულის გამო! კიბეზე ჩამოჯდა, თავი ჩახარა და გაქვავებული იჯდა. მე ისევ ლევანის ლანძღვა გავაგრძელე, იმის მაგივრად რომ ჩუმად ესმინა შეტევაზე გადმოვიდა, მას ეს ჩვევა ბავშვობიდან ჰქონდა, რაც არ უნდა მტყუანი ყოფილიყო არასოდეს არ თმობდა, ახლაც ანალოგიურად იქცეოდა. მერე უცებ ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა, ისე მაგრად ჩამეხუტა ხელებს ვეღარ ვაშვებინებდი. მისი უხეში შეხების შემდეგ თვალწინ დამიდგა ძველი დრო, ჩვენი დრო და მეც ხელები მოვხვიე.
-მაპატიე ჩემო პატარა, მაპატიე რომ მიგატოვე, მაგრამ მადლობა უფალს დღეს მოგისწარი და ავირიდეთ მეც და შენც უბედურება. მიყვარხარ ნუცი, მთელი არსებით მიყვარხარ!
თვალებიდან ცრემლი მოვიწმინდე და ყურში ჩავჩურჩულე.
-მე მეზიზღები, თუმცა მზად ვარ ახლა ამ წუთას აქედანვე და ამავე ფორმით შენთან ერთად ნებისმიერგან გავიქცე. იცოდე არასოდეს გაპატიებ ჩემს მეორედ მიტოვებას გესმის?
მანაც ყურში ჩამჩურჩულა.
-დაე გეზიზღებოდე, არაუშავრს, ახლიდან შეგაყვარებ თავს. მთავარია ჩემს გვერდით იყო, მე შენ არასოდეს აღარ მიგატოვებ. წავიდეთ?
-კი წავიდეთ.
ჩემებთან მივედი, დედას ჩავეხუტე.
-დედა მამა მაპატიეთ.
გუგა ისევ კიბეზე იჯდა გაქვავებული, ხმას არ იღებდა.
-იმედი არ მაქვს ოდესმე რომ გამიგებ, მაგრამ ბოდიში გუგა, მაპატიე გთხოვ.
ხმა არ გაუცია, ჩემი შეჩერება არც უცდია....
დედაჩემს ჩანთა გამოვართვი.
-ნუცა სად მიდიხართ? ის მაინც მითხარი სად გეძებოთ.
ლევანიმ ხელი ჩამკიდა და ჩემებს ჩემს მაგივრად მან გასცა პასუხი.
-მე თქვენს შვილს საიმედო ადგილას წავიყვან, 10-დღით დავტოვებთ საქართველოს. ყველამ გაიგოს რომ დღეს ნუცი ჩემი მეუღლე გახდა და ამაში ვერავინ ხელს ვერ შემიშლის.
მამაჩემი გაოგნებული უსმენდა.
-ლევანი მე არ მაქვს უფლება ხელი შეგიშალოთ, მართალია ნუცას მამა ვარ, მაგრამ ჩემი შვილის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, რადგან თვითონ მოგდევს ე.ი ვერ დაგივიწყა და ისევ უყვარხარ.
-დიმა გაიხარე, დღეიდან თქვენს შვილს მე ვიბარებ და გპირდებით მის სახეზე მხოლოდ ღიმილს დაინახავთ. ახლა ვერაფერს აგიხსნით, აგერ ჩემმა ბიძაშვილებმა ნინიმ და გიომ იციან ყველაფერი და ისინი გეტყვიან სადაც მივდივართ.
ლევანიმ ხელი უფრო მაგრად ჩამჭიდა და მანქანისკენ წამიყვანა, თან ცალი ხელით კაბის შლეიფს მივათრევდი.... კარი გამიღო, შლეიფის აკეცვაში დამეხმარა, ღვედი შემიკრა, თვითონაც ჩაჯდა და წავედით. ვუყურებდი ლევანის და თავი სიზმარში მეგონა.
-ლევანი სად მივდივართ?
-ჯერ ნინისთან, ახალი „ზმანები“ გიყიდეს გიომ და დათომ, გამოიცვლი და შემდეგ აეროპორტში „დავგაზავთ“.
-მართლა? და სად უნდა წავიდეთ?
-ანტალიის ბილეთები მაქვს ნაყიდი, 10-დღე იქ გავჩერდებით, მერე შენ სადაც მეტყვი იქ წაგიყვან ჩემო ერთადერთო.
ნინისთან ავედით, მეზობლები „დაშტერებულები“ მიყურებდნენ, ასე თეთრი კაბით რომ „ავაჭერი“.. გამოვიცვალე და აეროპორტისკენ გავემართეთ. რომ მივედით რეგისტრაცია იყო დაწყებული, მალე ჩასხდომა დაიწყო და წავედით.



№1 სტუმარი Guest Niki

Ise avirie agar vici ra vtqva,imedia levanistan iqneba sul.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვაიმეეე გულ აჩქარებეულიი ვკითხულობდი ამ თაავს რა კარგი იყოო როგორ გამახარეე♡♡მაგრამ გუგა ძალიან შემეცოდაა :(((

 


№3  offline წევრი nini :)

yvela ertad wavikitxeee vitire kidec kargi iyoo dzalian

 


№4  offline წევრი D M

ნიტა♡♡
ვაიმეეე გულ აჩქარებეულიი ვკითხულობდი ამ თაავს რა კარგი იყოო როგორ გამახარეე♡♡მაგრამ გუგა ძალიან შემეცოდაა :(((

ნიტაა <3 <3 <3

მადლობა ყველას :))) <3 kissing_heart heart_eyes

 


№5  offline წევრი D M

Maria Smith
Kargad wer da sheni weris stili momwons. Istorias rac sheexeba es tavi bolomde agarc wamikitxavs, zedmetad uaryofiti grdznoba dameufla nucas mimart utavmoyvareo da unamusoa... Levani xo saertod :/ cxovreba isedac chagravs karg adamianebs da nawarmoebshi mindoda guga bednieri yofiliyo. ((

მადლობა :) გუგა ცოდოა, თუმცა რეალურად რთულია სხვა ჰყვარებოდა და სხვას გაჰყოლოდა. :))

 


№6  offline წევრი D M

Maria Smith
Getanxmebi srulebit, magram vtvli rom roca sxva uyvarda sxvastan saqme ar unda daechira, qorwinebaze mainc ar unda wasuliyo. Zedmetad tavis tavis adamiania nuca, levani ar mividoda guga "shercheboda".

ნუცა იმედგადაწურული იყო, ეგონა ლევანის აღარ უყვარდა, ვთვლი რომ შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გადადგას ის ნაბიჯი რაც ნუცამ, თუმცა ძველი სიყვარულის გამოჩენამ "თან ასეთმა გამოჩენამ" შეაცვლევინა აზრი. კი გუგაც ცოდო იყო, მაგრამ უფრო ცოდო იქნებოდა მთელი ცხოვრება ისეთი ქალის გვერდით ყოფილიყო, რომელსაც სხვა ეყვარებოდა. ნუ ეს ჩემი აზრია, მე ასე ვთვლი. :) :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent