შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა (2)


18-10-2016, 00:14
ავტორი aNuGi
ნანახია 5 830

ისეთი სწრაფი ნაბიჯებით შეირბინა ლამის ფეხები დაიტეხა, სიმწრისგან აღარც მაღლები ახსოვდა და აღარც მოკლე კაბა.
ეგრევე მისაღებში შევარდა სადაც რამდენიმე წამი დაბნეული აფახულებდა თვალებს, მის წინ ისეთი სურათი იყო გადაშლილი რომელსაც ვერასდროს ვერ ინატრებდა..
დიმიტრი სპეციალურ საბავშვო ნოხზე იჯდა, შაკოსთან ერთად მის სათამაშოების კუთხეში და მანქანებს თამაშობდნენ.
გაოცებისგან ჯერ ყბა ჩამოუვარდა მერე სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მათკენ.
- დიმიტრი? - გაოცებულმა წამოიძახა და ორივემ უმალ ერთნაირად შემოანათა მწვანე თვალები.
- ემილი, მოხვედი? - გაუღიმა და ფეხზე წამოდგა - რა საყვარელია შაკუნა
- დედიტოო, მოქვედი ლოგოლც იქნა კაჩო, ეშ ბიძია ვინ ალის ჰა? მე მითქლა ლომ სენი მეგობალია და ლომ ვუკალვალ
- დედას სიცოცხლე - გულაჩუყებულმა ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა - დიმიტრი, რამე მოხდა?
- შეიძლება დავილაპარაკოთ?
- რა თქმა უნდა - გაუღიმა და შაკო ისევ თავის სათამაშოებში ჩასვა - დე მალე მოვალთ მე და დიმიტრი ბიძია ჰო? - თავზე ხელი გადაუსვა
- მალე დაბლუნდით იჩოდეთ სენ და დიმა - გაუცინა და წამით ორივე შეკრთა ამ მოფერებით სახელზე, მაგრამ არაფერი შეიმჩნიეს და კაბინეტისკენ ჯერ ემილი წავიდა მტკიცე ნაბიჯებით, რამდენიმე წამში უკან მიჰყვა დასჯილი ბავშვივით დიმიტრიც.

***

- აბა გისმენ - ზურგით იდგა მისკენ და ფანჯრიდან ხედს გაჰყურებდა
- მინდოდა ბოდიში მომეხადა დღევანდელი ჩემი საქციელისთვის, ცუდად გამომივიდა ვიცი
- ზაზამ დაგარიგა? - უცნაურად ჩაიცინა ემილიმ - რაო რა გითხრა? მიდი ბოდიში მოუხადეო?
- ზაზას ასეთ რაღაცებს არ ვეკითხები
- დიდი მიღწევაა - ცხვირი აიბზუა და იქვე სავარძელში ჩაეშვა
- კარგი, არ გვინდა ასეთი ურთიერთობა ძალიან გთხოვ - დამნაშავეს თვალებით გადახედა
- დიმიტრი შენ ხვდები მაინც რას მთხოვ? ის რაც ჩვენ გავაკეთეთ ეს იმაზე მეტად შეგვიშლის მეგობრობაში, პარტნიორობაში, მტრობაში და ნებისმიერ რამეში ხელს, ვიდრე წარმოგვიდგენია. რატომ ვერ ხვდები?
- ვხვდები, მაგრამ ხომ შეიძლება რომ რაღაც მაინც ვცადოთ? რაღაც ნაბიჯი გადავდგათ.
- ერთადერთი ნაბიჯი რაც გადავდგით ჩვენი დაშორება იყო და ეს შენი ძვირფასი მეგობრობის დამსახურებით - ტონს ოდნავ აუწია თვალებანთებულმა ემილიმ
- კატო არაფერ შუაში არ იყო!
- როგორ არა, როგორ არ იყო! კიდევ მეგობრობთ არა? იმიტომ იცავ ასე თავგამოდებით მაგ კუდიანს!
- არ ვმეგობრობთ, საერთოდ არ მინახია წლებია სიმართლე გითხრა, უბრალოდ არ მინდა ასე მოიხსენიო - ამოიოხრა
- კარგი, შევეცადოთ. - იმდენად მოულოდნელმა წარმოთქვა ეს სიტყვები რომ დიმიტრი რამდენიმე წამი გაოცებული უმზერდა
- მართლა? - ნელნელა გაოცებისგან სიხარულში გადაუვიდა გამომეტყველება.
- მართლა - თავი დაუქნია და სავარძლიდან მძიმედ წამოდგა - დარჩები ყავაზე?
- ხო კარგად ხარ? - თვალებმოჭუტულმა გადახედა
- კარგად ვარ - გაუღიმა და წინ გაუძღვა გულაჩქარებულმა, თვალებში ცრემლები ჰქონდა ჩამდგარი ერთი სული ჰქონდა მარტო დარჩენილიყო და გული ამოეღო, მაგრამ არაფრით არ შეიმჩნევდა ამას დიმიტრისთან.
- რას დალევ?
- რავიცი, შენ აარჩიე
- მაშინ იყოს კაპუჩინო
- იყოს - თავი დაუქნია
- დიდი ხანია რაც ჩამოხვედი გერმანიიდან?
- რამდენიმე თვე იქნება, ცოტა ძალებს ვიკრებდი რომ საზოგადოებაში გამოვჩენილიყავი
- არ მითხრა რომ გაგიჭირდა მაგის გაკეთება - თან ელაპარაკებოდა, თან ყავას ამზადებდა დიდი მონდომებით.
- ეგ არ გამჭირვებია, შენც კარგად იცი 3 წელია არსად არ გამოვჩენილვარ თითქმის, მანამდე ცოტა მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ხელშეკრულებებში, მაგრამ მერე ერთიანად გავქრი საქართველოდან.
- ჰო ვიცი, სწორედ რამდენიმე თვის მერე წამოვედი მე წინ, ალბათ რომ დარჩენილიყავი ერთმანეთს პირისპირ შევხვდებოდით.
- ხო, თანაც ბიზნესი რომ დავიწყე მაშინ უკვე მეორე კურსზე იყავი და საკმაოდ წარმატებულიც ვიყავი ჩემი ასაკისთვის - ნერვიულად გაიცინა დიმამ
- მიხარია რომ ისევ დაუთმე დრო კარიერას - ყავა წინ დაუდო - როგორც შენ გიყვარს
- გახსოვს? - სევდიანი მზერა გაუსწორა და თვალებმილულმა მოსვა - ძალიან გემრიელია
- მადლობა - მკრთალად გაუღიმა ისევ და თვითონაც მოსვა - რა ხდება პირადში, როგორ მიდის საქმეები?
- არის ერთი პიროვნება
- მერე არ მოგყავს? - ტკივილი იგრძნობოდა ემილის ხმაში გრძნობდა როგორ ტეხდა და გლეჯდა შიგნიდან რაღაც, მაგრამ მაქსიმალურად არ იმჩნევდა ისედაც მიჩვეული იყო დიმიტრიზე ასეთ სიახლეებს.
- ჯერ არ ვფიქრობ, ვნახოთ რა - გაიცინა
- კარგია - უჩვეულო სიჩუმე ჩამოწვა მათ შორის, უხმოდ რამდენჯერმე გადააწყდნენ თვალებით ერთმანეთს და ხან ერთმა აარიდა თვალი ხან მეორემ, ორივეს ტკიოდა წარსული და დამსხვრეული ოცნებები, მაგრამ ვერცერთი ვერ ბედავდა ამ ამბავზე ლაპარაკის წამოწყებას, ეს საშინელი დუმილი კი თითოეულს უფრო მწარე ნაკვალევს უტოვებდა სულში და აიძულებდათ ცრემლებისგან დაცლილიყვნენ.
- წავალ მე - ფეხზე წამოდგა დიმა
- კარგი - მკრთალი ღიმილით დააჯილდოვა ისევ და ისევ და კარებამდე მიაცილა.
კიდევ ერთხელ შეხედეს თვალებში ერთმანეთს, დიმამ დაიხარა და მასზე ერთი თავით დაბალ სხეულს ლოყაზე მთელი გრძნობით მიაკრო ტუჩები და თვალის დახამხამებაში გაჩნდა მანქანასთან. კიდევ ერთხელ მოიხედა სანამ ჩაჯდებოდა, სევდიანი ღიმილით გაუღიმა საყვარელ არსებას და დიდი სიჩქარით მოწყვიტა მანქანა ადგილს.

***

ზოგჯერ ადამიანებს იმდენად ანგრევს ტკივილი რომ შეუძლებელია ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ ემილიმ შეძლო რადგან ჰყავდა, მისი ერთადერთი სიყვარულის და ბედნიერების ნაყოფი, პატარა შაკო.
როგორც კი დიმიტრის მანქანა თვალს მიეფარა, თვალებჩაწითლებულმა აირბინა კიბეები და საძინებელ ოთახში შევარდა.
სახეზე ხელები აიფარა და კედელთან ჩაიკეცა, ტიროდა ისე რომ მთელი გული შეიძლება ამოეღო, მთელი ბოღმა, ტკივილი რაც დაგროვილი იყო მოდიოდა უწყვეტად ცრემლების სახით, მაგრამ ეს არ იყო გრძნობების დასასრული, როგორც კი იცლებოდა, ეგრევე თავიდან ივსებოდა და უარესად უნადგურებდა სულს, საშინელება იყო ყოველი წამი, ყოველი მისი სიტყვა და სხვაზე შეხება, საშინელება იყო ის ტკივილი რასაც განიცდიდა, როდესაც გაზეთებში, ინტერნეტში ნახავდა მის სურათს სხვადასხვა ქალებთან ერთად. გულს უკლავდა ის სიტყვები რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ნათქვამი იყო და ამ ყველაფერს ის ამძაფრებდა რომ ვერასდროს შეძლებდა ამის თქმას.
გამწარებული თავს აქეთ იქეთ აქნევდა, თვალები ჩასიებული, ჩაწითლებული ჰქონდა. არ აძლევდა მოგონებები საშუალებას რომ თავი დაეღწია იმ კოშმარისთვის, რომელიც ერთ დროს მისთვის უბედნიერესი დღეები იყო.
რა მოხდებოდა სიმართლე არ გაეგო? რა მოხდებოდა ეღალატა დიმას ნუთუ არ შეიძლებოდა? იმდენად მწარე იყო რეალობა რომ ყველაფერს ღალატი ერჩივნა. ჯობდა ვინმე სხვასთან წაესწრო ვიდრე ასეთი საშინელების წინაშე დამდგარიყო.
მიდიოდა დრო, მაგრამ არაფერი არ ცხრებოდა მის გულში, სისულელეა, ადამიანი ვერ ეგუება ტკივილს. შეუძლებელია ამ დონეზე გტკიოდეს და მერე შეეგუო, ყოველთვის იმად რჩება რაც იყო, უბრალოდ თავს ვარწმუნებთ რომ განსხვავებულად ვართ, ირგვლივ მყოფებს ვარწმუნებთ რომ ბედნიერები ვართ, მეტი დამაჯერებლობისთვის კი გამუდმებით ვიღიმით ან ვკისკისებთ. კარგად რომ გაიგონონ ჩვენი ხმა და დარწმუნდნენ ჩვენს ბედნიერებაში. არადა რამდენჯერაც ვიცინით, იმდენჯერ გვეგლიჯება გული.
უეცრად შაკოსთვის მიცემული პირობა გაახსენდა, ცრემლები მუჭებით შეიმშრალა, ფეხზე წამოხტა, დავბრუ დაეხვა და იქვე ტუმბოს დაეყრდნო. როგორც კი ფეხზე მყარად დადგა ეგრევე სააბაზანოში შევარდა გაგიჟებულმა.
- ასე არ უნდა მნახოს შაკომ - ბუტბუტებდა თავისთვის და თან ცდილობდა თავისით წამოსული ცრემლები როგორმე შეეჩერებინა, თუმცა ვერაფერს უხერხებდა. დაგროვებული ემოციები მასზე ბევრად ძლიერი იყო.
რამდენიმე წუთი იჯდა, გაშტერებული ჰქონდა თვალები ერთ წერტილზე და ელოდებოდა როდის დაუწყნარდებოდა მთელი სხეული.
როგორც კი დამშვიდდა, ეგრევე ცივი წყალი შეისხა რამდენჯერმე აწითლებულ სახეზე და გარეთ გამოვიდა.
- დედიტო სენ იტილე? - თბილი ხელები ჩამოუსვა სახეზე შაკომ
- არა დე, არ მიტირია რას ამბობ მე ხომ შეგპირდი? - ხელის გულზე აკოცა და გულში ჩაიკრა
- მატუებ - ტუჩები დაბრიცა
- არ გატყუებ დე, ხომ გეუბნები არ მიტირია მე შენ შეგპირდი და პირობას არ დაგირღვევ, უბრალოდ მაზი წავისვი და ალერგია მომცა, ხომ გჯერა ჩემი?
- მძელა, კაქი ქო, იჩოდე თუ გავიგებ ლო იტირეეე..
- არა დე, წამოდი დაიძინე, ხვალ ბებიასთან უნდა წავიდეთ ხომ არ დაგავიწყდა?
- საღამოს, რა მაგარიაა - აკისკისდა დედის მკლავებში
- კი დედიკო, დაიძინე ახლა ჩემო პატარა ანგელოზო - შუბლზე აკოცა და ღიმილით დატოვა ოთახი.

***

აივანზე გავიდა, საქანელა სკამში ჩაჯდა და თვალები დახუჭა. ყველაფერი აგონდებოდა, დეტალურად, ყველა წვრილმანი და ეღიმებოდა, განა რა იყო? ამ ემოციებით, გრძნობებით და მოგონებებით ცხოვრობდა 4 წელიწადი.
გრძნობდა როგორ ეჩხირებოდა უზარმაზარი ბურთი ყელში და განძრევის საშუალებას არ აძლევდა.
მისდაუნებურად გადავარდა იმ მოგონებაში სადაც პირველად ნახა დიმიტრი.


- მზად ხარ?
- 5 წუთი მაცადე სოფიო რა გთხოვ!
- რას აკეთებ გოგო ამდენ ხანს?
- ბარგს ვალაგებ! რას ვიზამ მეტს?
- 1 კვირით მიმყავხარ, რას დებ ამდენს?
- იქედან რაჭაში მივდივარ
- შენებთან? - ამოიზმუვლა სოფიომ
- ჰო, ჩამოდი აუცილებლადო.
- კარგი, მალე ქენი
- ჩამოვდივარ!

***

- პრივეტები - გაიცინა ემილიმ და მანქანაში სოფიოს გვერდით ჩახტა - როგორ ხართ?
- პრივეტ ემილიკო, ჩვენ კარგად შენ? - თავისი ცისფერი თვალები შემოანათა ვაჩემ
- კარგად, ერთი სული მაქვს როდის ჩავალთ ქობულეთში
- ძალიან მალე! - სარკიდან გაუცინა გეგამ და თვალი ჩაუკრა
- მეხუთე ვინ იქნება? - ინტერესიანი მზერა შეავლო წინ მჯდომებს
- დიმიტრი
- ვაიმე ჩვენი დიმა? - შეიცხადა ემილიმ
- რა? საიდან იცნობ? - გაოცებული მზერით გადმოხედეს.
- ისე მითხარი დიმიტრიო, ეჭვი შემეპარა და ხო არ გაგიტეხავდით - ენა გამოუყო ორივეს
- უჰ - ამოისუნთქა ვაჩემ
- რაიყოთ ხალხო ძებნაშია?
- არა რა ძებნაში
- აბა რას ანერვიულდით?
- ისე რა - ნერვიულად გაიცინა გეგამ
- კარგით ხო, მე უნდა დავიძინო - ხელი ჩაიქნია და გემრიელად მოკალათდა სავარძელზე.

***

ნელნელა ფხიზლდებოდა თუ სასიამოვნო სურნელი, რომელიც ცხვირს უწვავდა, ეგ აღვიძებდა ვერ ხვდებოდა, აშკარა იყო რომ რეალობაში ბრუნდებოდა, ვერც კი იფიქრებდა თუ ასეთ საშინელ პოზაში აღმოჩნდებოდა გაღვიძების შემდეგ.
რასაც ჰქვია ზედ იყო "შემჯდარი" უცხო სხეულს, თანაც ცხვირი კისერში ჰქონდა და მის სურნელს მთელი ძალით ისუნთქავდა. თვალების გახელას ვერ ბედავდა, თუმცა ფეხის გადმოწევას ცდილობდა, რომელიც საკმაოდ კომფორტულად შემოედო მეზობელზე და თანაც მთელი სხეულით მის ცალ მხარს ეყრდნობოდა, საწყალს ალბათ საერთოდ გაუბჟუა გვერდი.
ძლივს ვაი ვაგლახით გასწორდა სავარძელზე, თუმცა თავმა მხრიდან პირდაპირ გულზე გადაინაცვლა და ახლა ზურგით იყო აკრული, ნერვები დაგლეჯაზე ჰქონდა, მაშინ საერთოდ გადაირია უცხო სხეულმა რომ გასწორდა და ზედმეტად კომფორტულად მოაწყო მის გულმკერდზე. იმდენად დიდ ნეტარებაში გადავარდა რომ საერთოდ დაავიწყდა სად იმყოფებოდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ ამხელა კომფორტის შემქნა შეიძლებოდა მანქანაში.
თვალებმილულული, გაღიმებული უსმენდა მისი გულის ბაგაბუგს და ჯერ კიდევ უცნობს გულში ათას მადლობას უხდიდა ამხელა სიამოვნებისთვის. თავში ისეთი განგაშის სიგნალი იყო ჩართული რომ ბოლოს ვეღარ მოითმინა, დაინტერესებულმა ჭყიტა თვალები და უცხოსკენ მთელი ტანით შებრუნდა.
მის მწვანე თვალებს რომ გადააწყდა ლამის ენა ჩაუვარდა, იმდენად თბილი და ღრმა თვალები ჰქონდა რომ ძალაუნებურად სურვილს გიჩენდა მთელი დღეები გეცქირა.
მხოლოდ მაშინ გამოერკვა, თვალებიდან ტუჩებზე რომ გადაიტანა მზერა და დამცინავი სახე აღიქვა.
- ვა შენ? აქ საიდან ე? - არ დაიბნა და რაც შეეძლო მტკიცე ხმით შემოსძახა, დიმიტრის დამცინავი მზერიდან დაბნეულ მზერაში გადაუვიდა გამომეტყველება და თვალების აქეთ იქეთ უმწეოდ ცეცებას მოჰყვა, ვერ მიხვდა მოესმა თუ მართლა ეს სიტყვები უთხრა ემილიმ.
- ბატონო? - ძლივს ამოილუღლუღა
- სად დაიკარგე მეთქი? - მსუბუქად წაარტყა მხარი და გადაიკისკისა საკუთარი თავით კმაყოფილმა.
- მეე? - მიმოიხედა გაოცებულმა
- არა მე, ჩემთავს ვეუბნებოდი დიმიტრი მქვია მე, სასიამოვნოა შენი გაცნობა - ხელი გაუწოდა
- ჩემთვისაც - ხელი ჩამოართვა
- შენი სახელი ბიჭი?
- დიმიტრი - მკრთალად გაუღიმა
- ვა მოსახელეები ვყოფილვართ აბა დიმა - მხარზე ხელი დაარტყა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია რომ არ გასცინებოდა
ჰოო - გაუღიმა და ფანჯარაში გაიხედა დაბნეულმა.

***

სიცივის შეგრძნებამ აიძულა რომ თვალები გაეხილა, მაჯაზე საათს დახედა, 2ის წუთები იყო, ერთი ამოიზმუვლა და სკამიდან ფეხები ჩამოაწყო. ღრმად შეისუნთქა სუფთა ჰაერი, წამოდგა და საძინებლისკენ გაუყვა გზას.
ვერც კი გაიაზრა ისე გადაეშვა სიზმრების სამყაროში, ბედნიერი, განსაკუთრებული გრძნობით იყო გაჟღენთილი და უცნაურ სითბოს გრძნობდა გულში ამ მოგონებების გახსენების შემდეგ.
ხომ იყო რაღაც რითაც ცხოვრება შეეძლო, ის წლები არც ისე ცოტა იყო რომ მოგონებები შეეგროვებინა და მისთვის შემოენახა.
დილით მზის სხივებმა გააღვიძა, სწრაფად წამოდგა და პატარა შაკოს შეუვარდა ოთახში
- დედიკო, გაიღვიძეე!
- დამაძინე ლაა
- არა, ბებიასთან უნდა წავიდეთ აუცილებლად!
- ბებიკოსთან მივდივალთ - წამოხტა უცებ და თვალისდახამხამებაში შევარდა სააბაზანოში.
ემილი აკისკისდა და თან უკან მიჰყვა.

***

- ბებიკო როგორ ხარ? - კალთაში ჩაუხტა და მთელი ძალით მოეხვია.
- კარგად შე გიჟუა, შენ როგორ ხარ?
- კარგად ვალ მე - გაიჯგიმა პატარა
- იცი რა გამოგიცხვე?
- ჩოკოლადის ტოლტი ქოო? ვიჩოდი მეე - ტაში შემოკრა და ბებიას კალთიდან ჩამოხტა, გახარებულმა ეგრევე სამზარეულოსკენ დაიძრა შეძახილებით.
- ზოგჯერ ვფიქრობ შაკო რომ არ მყავდეს რა მეშველებოდა? ან მამიდასთვის რომ დამეჯერებინა მერე?
- დამირეკა ლეილამ - სახეზე ხელი მოუთათუნა და ნაღვლიანად გაუღიმა - მიხარია, რომ მიუხედავად თქვენი დაძაბული ურთიერთობისა, დაეხმარე და რაც მთავარია შენ ადამიანობა არ დაკარგე
- შენ მასწავლე რომ ასე უნდა იყოს ბებო, ერთადერთი ხარ ვინც ყოველთვის მასწავლიდა როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ვინც იცოდა რა მჭირდებოდა ნებისმიერ სიტუაციაში და რაც მთავარია არასდროს არ მტოვებდი მარტო, მაშინაც კი ჩემს გვერდით იყავი ყველამ რომ მიმატოვა და ზურგი მაქცია! - კალთაში ჩაუდო თავი და გაინაბა როგორც კი საყვარელი ადამიანის თითები იგრძნო თმაში. ნელა და რიტმულად ეფერებოდა ქალი დატანჯულ შვილიშვილს, ყოველი მისი ცრემლი ისრებივით ერჭობოდა გულში და ერთიანად ტეხდა სხეულში, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. უნდოდა მისთვის ძლიერი საყრდენი ყოფილიყო ბოლო ამოსუნთქვამდე ისე მდგარიყო რომ არასდროს მოეჩვენებინა თავი მის შვილიშვილს ბედნიერად. შავ თვალებში ცრემლი ჩაუდგა მოხუცს და სახე ერთიანად უფრო სევდიანი გაუხდა ვიდრე იქამდე.
- მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ ჩემო პატარა გოგო, შენ ყველაზე ძლიერი ხარ იცოდე, ყველაზე გავლენიანი ხარ დღეს დღეობით, შენი ოცნება ხომ აისრულე არა? ნუ ნერვიულობ, დროთა განმავლობაში შენს ცხოვრებაში გამოჩნდება ვინმე
- ეგ აღარ თქვა ბებო გთხოვ - ტუჩებზე ააფარა ხელი - ჩემს ცხოვრებაში ვეღარავინ გამოჩნდება აწი, მითუმეტეს დიმიტრის ადგილს ვერავინ ვერ დაიკავებს. ან რომც გამოჩნდეს ჩემს სიმართლეს ვინ მიიღებს? გამრიყავს, ამომშლის და ჩემკენ არ გამოიხედავს აღარასდროს. შეუძლებელია, ეგეთი ადამიანები არ არსებობენ რომ გამიგონ, დამეხმარონ, გამომიყვანონ ამ მდგომარეობიდან! ერთადერთი სოფიოა, რომელსაც ყოველთვის შემიძლია ველაპარაკო
- ყველაფერი კარგად იქნება, მიჰყევი დინებას და აი ნახავ ნელნელა უკეთესობისკენ წახვალ, პირად ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდება აუცილებლად!
- იმედი მაქვს ბებიკო, იმედი მაქვს! - ამოიოხრა და იმ წამს შემოსულ დათხუპნულ შაკოს გაუცინა.
- ბევრი ჭამე? მოგეწონა? - გაუღიმა მოხუცმაც
- დალიან! - გაიკრიჭა და საწოლზე აბობღდა - ბებიკოო, წამიკითქავ ზგაპლებს? გთქოვ ლა
- აბა რას ვიზამ! - უჯრიდან სქელყდიანი წიგნი ამოიღო მოხუცმა და სასურველ ზღაპარზე გადაშალა.
ემილი ღიმილით წამოდგა და ოთახიდან გავიდა, უნდოდა მარტო დაეტოვებინა ბებია და შვილიშვილი, დიდი სურვილი ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა ჩამოყალიბებოდათ, ეშინოდა, მაინც ყველანაირად ეშინოდა რომ პატარას გარიყავდნენ, ამიტომ ცდილობდა მაქსიმალურად დაეცვა ყველანაირი ჭორებისგან და არავისზე მიეცა უფლება რომ მის ცხოვრებაში ცხვირი ჩაეყოთ.
ღიმილით მიუახლოვდა ნაცნობ საძინებელ ოთახს და კარები ფრთხილად შეაღო. მის ერთ დროს საყვარელ ლოგინზე ჩამოჯდა და იგრძნო როგორ ერთიანად მოაწვა ემოციები.

***

ძლივს გადმოიტანა ჩემოდანი მანქანიდან და კიბეებზე აჰქონდა დიმა რომ წამოეწია, ხელიდან გამოგლიჯა რასაც ჰქვია თვითკმაყოფილი გამომეტყველებით და მის ოთახში დაალაგა ყველაფერი.
- მადლობა - გაუღიმა ემილიმ და თვალი გააყოლა კიბეებზე ჩამავალს.
ტანსაცმელებს ალაგებდა მონდომებით კარები რომ გაიღო და ისევ დიმა გამოჩნდა, ამჯერად ჩემოდნებით ხელში. მშვიდად შემოიტანა ყველა ჩემოდანი ერთად და ერთ ადგილზე დააწყო.
- შენ რა - ენა დაება ემილის
- მე რა? - ცალი წარბი გაოცების ნიშნად აწია მაღლა
- აქ რას აკეთებ?
- აქ ვიძინებ
- რა? ჩემს ლოგინში?
- არა, ცისფერები არ მხიბლავს, მე გოგოები მომწონს - ნიშნისმოგებით გაუცინა და ტანსაცმელების ამოწყობა დაიწყო - ცნობისთვის, აი აქ ვიძინებ მე და ძალიან გთხოვ უცნაურ ქცევებს ნუ გამოიწვევ, ძალიან მაღიზიანებს ქალაჩუნა ბიჭები შეიძლება ერთი ორი მოგდო კიდეც - ჩაიცინა
- თავხედი - ჩაიდუდღუნა და ოთახს თვალი მოავლო მთელი გულისყურით, ახლაღა შეამჩნია კუთხეში კიდევ ერთი საწოლი იდგა და საერთოდ ზედმეტად გაძვალტყავებული იყო ეს ოთახი, აქა იქ ჩამოხეული იყო შპალერიც, რამდენიმე კარადა იდგა მიყოლებით და სულ ორი საწოლი. ერთი ორსაწოლიანი, მეორე ერთსაწოლიანი. გასასვლელ კარებთან ერთი პატარა სარკე ეკიდა და პატარა თაროსავით ჰქონდა ქვემოთ მიმაგრებული.
- არ მოგწონს აქაურობა?
- რა შუაშია?
- სახეზე დაგეტყო
- უბრალოდ გამიკვირდა, როდის იყო ასეთ სასტუმროებში დადიოდნენ ბიჭები?
- ოხ, არ გვეკადრება?
- მე ბიჭების მხრიდან გამიკვირდა დიმა, არ ველოდი და მაგიტომ თორემ დამიჯერე მე პირადად ასეთი ოთახების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს! - გაგულისდა ემილი
- ხო გეტყობა - ცხვირი აიბზუა დიმამ
- აუ გადი რა - ხელი აიქნია და სწრაფად გამოვიდა ოთახიდან.

***

- არ წახვედი ზღვაზე? - გაოცდა დიმა ტელევიზორის წინ მოკალათებული რომ დაინახა.
- არა - მოკლედ მოუჭრა და ისევ რაღაც უცხოურ შოუს მიაჩერდა ინტერესიანი მზერით.
- რატომ?
- აი რაში გაინტერესებს?
- უბრალოდ ვიკითხე, რა მოხდა მერე?
- არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ შენი საქმე არ არის!
- სად იზრდებით ეს აგრესიული ხალხი?
- ოჯახში
- რა გეტყობა - თავისთვის ჩაიბურტყუნა უფრო
- რა თქვი?
- რაც ვთქვი, საერთოდ როგორ გიძლებენ მიკვირს რა
- მშვენივრად მიძლებს ჩემი ცოლი სხვათაშორის - ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა
- შენ ვინ გამოგყვებოდა - ხელი მისკენ გაიშვირა და თვალები მოჭუტა - პროსტა რაა! - ხელი აიქნია
- თუ გინდა განახებ ჩემს ცოლს
- კი როგორ არა, სად გყავს ცოლი თორე მანახე ჰა
- რაიცი რომ არ მყავს ერთი? - თვალი თვალში გაუყარა და ფეხზე წამოდგა
- მე, რავიცი უბრალოდ ვთქვი, ავღნიშნე რომ არ მჯერა ვინმეს რომ შეეძლოს შენი ცოლობა, უფრო სწორედ, შენი გაძლება - ტუჩები დაპრუწა
- შენ რაიცი? - უფრო ახლოს მივიდა ემილიმ ინსტიქტურად დაიხია უკან
- მე .. მეე … - თვალების ცეცებას მოჰყვა - მე საიდან უნდა ვიცოდე ერთი? რაებს ბურტყუნებ თვითონ თუ იცი? ხომ გყავს ცოლი, ხოდა მიხედე მაგას! - აბუზღუნდა და უცებ იგრძნო დიმას საჩვენებელი თითი როგორ შეეხო მის ტუჩებს. ინსტიქტურად გაჩუმდა და გაფართოებული თვალებით მიაშტერდა.
- გაჩუმდი რა - გაიღიმა, დაიხარა და შუბლზე ფრთხილად შეახო, მთელი გრძნობით, ტუჩები.
- დი მა
- ჩშშ - კიდევ ერთხელ გააჩუმა და შუბლიდან ლოყაზე გადაინაცვლა
- რას აკეთებ? - ძლივს ამოიხავლა ღონემიხდილმა
- მაინც ვერ აჩერებ ენას ხო? ესეიგი სხვანაირად უნდა გაგაჩუმო მაინც და მაინც .. - ჩაიცინა და ძალით ფრთხილად შეეხო ბაგეებზე. ემილიმ ინსტიქტურად კრა ხელი გულმკერდზე და რამდენიმე ნაბიჯით დახია უკან.
- შენ თავი ვინ გგონია დიმიტრი? - მოქნეულმა ხელმა მარცხენა ლოყა აუწვა. - გეკითხები ვინ გგონია? - მეორეს მოქნევასაც აპირებდა მაგრამ ჰაერში გაუშეშდა ისევ მამაკაცის ტკბილი ტუჩები რომ იგრძნო. ხელი რომ ვერ გააშვებინა ვერაფრით, ნელა მოეშვა და მამაკაცის მკლავებს მიენდო.
- ასე არ ჯობია ემი?
- ემილი მქვია - გაგულისდა როგორც კი მამაკაცს დაუსხლტა მკლავებიდან
- ჩემი საქციელის შემდეგ იდეალური კომენტარი იყო, აშკარად მოგეწონა - ენის წვერი ტუჩებზე გადაისვა თვალებში ჭინკებათამაშებულმა.
- უტაქტო ხარ, აი რობოტი ხარ სუფთა!
- რატომ ვარ რობოტი? - კოპები შეკრა დიმამ
- იმიტომ, შეხედე შენს სიარულს, ნახე აი - მივბაძე და სიცილი ამიტყდა ჩემი თავი რომ წარმოვიდგინე - ზუსტად ასე დადიხარ, ჰა არა?
- როდის შემისწავლე ერთი ასე კარგად პატარავ?
- მე - რაღაცის თქმას აპირებდა ემილი მაგრამ დიმამ ისევ შეაჩერა
- ვიცი, ვიცი რომ დიდი ხანია მოგწონვარ და ჩემზე ინფორმაციას აგროვებდი - მოწყვეტით აკოცა ჯერ ნიკაპზე და შემდეგ ცხვირზე. გაოგნებული დატოვა ოთახში და კარებში გაუჩინარდა.

***

ტელეფონის ზარმა გონს მოიყვანა აიძულა რომ მოგონებებიდან გადმოვარდნილიყო, მწარე რეალობას მთელი ძალით შეასკდა და ერთიანად უსიამოვნოდ გასცრა ტანში არ მოეწონა იმ სამყაროში დაბრუნება, სადაც მხოლოდ ტკივილი იყო შერჩენილი, ტუჩები სატირლად დაებრიცა, მაგრამ ეგრევე გონს მოვიდა რადგან ვიბრაცია უკვე ყველანაირ საზღვრებს გასცდა, რაღაც ძალიან აუცილებელი იყო თორემ ასე არავინ არ შეაწუხებდა.
ტელეფონი როგორც კი აიღო ხელში და ეკრანს დახედა ჩაეღიმა, ეგრევე მიხვდა დაფარული ნომრით ვის შეიძლება დაერეკა და სწრაფად უპასუხა.
- სად ხარ ამდენი ხანი ემილი? - შეშფოთება და შიში იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში ამ ყველაფერს მისი გახშირებული სუნთქვაც ადასტურებდა.
- მაპატიე, ბებიასთან ვარ
- არ მნახავ?
- შეიძლება ახლა?
- რატომაც არა?
- კარგი, სად გნახო?
- სად შეძლებ მოსვლას?
- არ ვიცი, ბებიასთან ვარ საბურთალოზე ბინაში ახლა, სადაც მეტყვი იქ მოვალ მე, როდის იყო გადაადგილება მიჭირდა, თუ საშიშია არ არის მართლა.. - ხმა საგრძნობლად აუკანკალდა
- არ არის საშიში! როდის იყო ეჭვის ქვეშ ვაყენებდი რაიმეს? არ გრცხვენია?
- უბრალოდ ამ ბოლო დროს ძალიან მეშინია..
- დიმიტრი რომ დაბრუნდა
- ხო.. არ ველოდებოდი
- ვიცი, მაგრამ საჭირო იყო, ხომ იცი ეგ ყველაზე კარგი ვარიანტია ჩვენთვის
- ხო ვხვდები, მომწერე სად მოვიდე
- კარგი - ტელეფონს თიშავს და დაახლოებით 10 წუთში მოსდის შეტყობინება. ღიმილით ატყობინებს ბებიას რომ სახლიდან გადის და ცოტახანი შაკოს დაუტოვებს. ისიც უპრობლემოდ თანხმდება და ჩქარი ნაბიჯებით ტოვებს ემილი სახლს.



№1  offline წევრი მეDina

გთხოვ თ, მალე დადე ახალი და დიდი თავი ♡
--------------------
☆NaT☆

 


№2 სტუმარი ketis

მომწონს მაგრა მაგრა

 


№3  offline წევრი anamaria56

კარგი ხარ . ველოდები გაგრძელებას kissing_heart

 


№4  offline წევრი TeddyBear

ვიცი რომ ესეც არაჩვეულებრივი იქნება, როგორც კი დაასრულებ იმ დღესვე წავიკითხავ ყველა თავს ერთად heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი tatalia

შაკო რომ დიმას შვილია უკვე მივხვდი :დ
ძალიან მაგარია, ინტრიგანი გოგო ხარ შენ უფფფ როგორ მაინტერესრბს რახდება ;((( ცოტა გაგვიდიდე თავები გიჟებს ვგავართ . ძალიან მომწონს ♥

 


№6  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი თბილი კომენტარებისთვის, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიხარია <3 როგორც კი საიტი მომცემს საშუალებას ეგრევე დავდებ შემდეგ თავს <3 heart_eyes
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

მომეწონაა ეს ისტორიაა კარგიააა♡♡

 


№8  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

გაოცებული ვარ შენი წერის სტილით

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

დიმაზე და შაკოზე მართალი ვიყავი ახლა ეს კაცი ვინ არის უნდა გავარკვიო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent