წამიერი პაემნები (ბლოგერი)
სულ კრემისფერი ზედა ეცვა. ტანზე გამოყვანილი. მიკვირდა ხოლმე... სულ ეგ ფერი. აი ვარდისფერი რომ ყოფილიყო,ან ხასხასა რამე,იტყოდი პოზიტიური ტიპია, გასაარშიყებლად იდეალური,მომცინარი. მუქი ფერის რომ ჩაეცვა რამე, რაღაც მოქუფრულის შთაბეჭდილებას დატოვებდა და ცოტა გაერიდებოდი.მაგრამ აი, კრემისფერი ეცვა სულ. რაღაც შეყვარებული იყო მაგ ფერზე... ტუჩი აიპრიხა, თითქოს უნდოდა საკუთარი სიტყვები, თავადვე გადაემოწმებინა. - შენ არ იცნობ ალბათ საკმარისად- გვერდით მჯომმა შეაჩერა, სევდიანი გამომეტყველებით- არ იცნობ და რა იცი, სულ რა ფერი ეცვა. ლიჟბი ილაპარაკო,თუ რა გინდა?! - და შენ იცნობდი?... სასაცილოა აი, ვიღაც გუშინ გამოჩენილმა, ქერათმიანმა ჰიპსტერმა მასწავლოს ჩემი მეგობრის თავისებურებები. ვამბობ რომ სულ ეგ ფერი ეცვა, მე სხვა ფერის ზედით არ მინახავს... - მე მინახავს... შინდისფერი, მოშვებული მაისური ეცვა. ძალიან სადა და ლამაზი... კისერზე ,,ლომის ზოდიაქო“ ჰქონდა ჩამოკიდებული, მუქი ფერის თოკზე. ცოტა ხნის მერე (ძალიან გამიკვირდა ,რომ მანამდე არა) შევნიშნე რომ ლიფი არ ეცვა. - ოჰო, საკმაოდ დაკვირვებული ყოფილხარ. - აშკარად ჩანდა. არც თმით ცდილობდა დაფარვას, პირიქით, საკმაოდ ამაყად მიდიოდა. საშუალო ზომის მკერდით, ეს მაინცდამაინც პრობლემატური არ არის. ცოტა მერე... მკაფიოდ რომ შენიშნავ, მერე ნამდვილად იქცევა პრობლემად. - გაცხელდი ხო?- ზიზღით შეაჩერა მეგის მეგობარმა და ამოიოხრა- ყოველთვის ეცვა ლიფი. მუდამ დაფარული იყო,არაგამომწვევი,ჩაფიქრებული. გვინდოდა ფსიქოლოგთან მისულიყო. მერე უკვე მისი ხასიათები იმდენად გამოკვეთილად დაინერგა, აზრი აღარ ჰქონდა და უფლებასაც ვერ მივცემდით ჩვენს თავებს, გვეთქვა, ,,აი ადექი,მიდი,ასეთი არ მოგვწონხარ“. თავისებურია,მაგრამ მაინც ყველას გვიყვარს... - ,,მაინც ყველას უყვარს“- ლაშამ ზიზღით გამოაჯავრა- გესმით? არა,თქვენც გესმით? - რა ვთქვი ისეთი?- მეგობარმა წარბი აზიდა- მსგავს პირობებში არავინ გაჩერდებოდა მის გვერდით. ალმაცერად გვიყურებს ხოლმე, სულ ზემოდან. გვეუბნებოდა რომ, რაღაც აკრობატებს ვგავართ, წვრილ თოკზე რომ ცდილობს გავლას და თან არანაირი გამოცდილება არ აქვს. როგორი მოსასმენია? აკრობატს რომ გადარებენ… - მე სხვა რამეს უფრო შეგადარებდი... მეგობარმა მისკენ გაიწია,უნდოდა ხელი სახელოში ჩაევლო და მაგრად შეენჯღრია. უბრალოდ შეაჩერეს. - მგონია სულ სხვაზე ლაპარაკობენ. რამდენიმე საათი ვიყავით ერთად და მისნაირი არავინ მინახავს. მსახიობი ვარ,ათასნაირ ხალხთან მიწევს ურთიერთობა. ქასთინგებზე ყველა ყალყზე დგება, რამით რომ გამოვარჩიოთ. მისი ყოველი მზერა და დალაგებული მოძრაობები კი, უბრალოდ ენით აღუწერი იყო. ყველაზე ბუნებრივი და ამავდროულად ყველაზე ხელოვნური რაც მინახავს ! ხელოვნურიც იმიტომ რომ,ვერ წარმოგიდგენია,სხვანაირად როგორ შეიძლება ასე გაგაბრუოს.მივეჩვიეთ რომ სრულყოფა, თამაშით მიიღწევა. მეგის მეგობარს გულიანად გაეცინა და გამომძიებელს გადაულაპარაკა - ჩაიწერეთ ეს თარიღი გევედრებით, ჩვენ თვით კაფკა გვესაუბრება. - ჰო აი, ვერასოდეს დაინახავს ადამიანი თქვენში იმას,რაც მე მეგის პიროვნებაში დავინახე. არაა საჭირო სამწლიანი სტაჟი გვქონოდა ურთიერთობის, ან კლუბში გვევლო ყოველ კვირა დღეს. ეს არანაირად არ არის საჭირო, იმაში დასარწმუნებულად რომ ადამიანს იცნობ. უცნობი ადამიანი,ისეთი ნაცნობი ხდება ზოგჯერ და თან ამ ყველაფერს წამებში ატევს. მეც სადღაც აქეთ წავედი, ყველაფერი იმდენად შემთხვევითი ჩანდა და უჩვეულო... თუმცა რეალური ცხოვრება სასწაულებს არ გამორიცხავს. ასე არ არის?...მე ვფიქრობ რომ ასეა. ისე შევეჩვიე სადილის შემდეგ საუზმეს, თითქოს ამ სახელებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ. - დარწმუნებული ხართ რომ მე და ეს, ერთი და იგივე მეგის განვიხილავთ? მეგის მეგობარმა პოლიციელს შეხედა და საყელოს კალთა ჩამოიწია. - დიახ,დარწმუნებული ვარ... - კალამი ხელში მოიქცია და წვალება დაუწყო-ფოტოზე ორივემ არ ამოიცანით? - ჰო მაგრამ...-მეგის მეგობარი ნელნელა დაეჭვდა რომ მეგი ნამდვილად მეგი იყო-რა ფერის ზედა ეცვა? აღარ მახსოვს. - კრემისფერი- ლაშას გამომეტყველება შეეცვალა.- მაგრამ ეს რას გვარგებს, ნებისმიერ წამს შეიძლება ადამიანმა სამოსი გამოიცვალოს. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. არც ერთს აღარ უნდოდა კამათის გაგრძელება. - რაც არ უნდა იყოს,საშინელებაა-ლაშამ თავი ჩაქინდრა და მაისურის სახელოს თითებით აკეცვა დაიწყო-საშინელებაა,როცა ადამიანი გუშინ ბედნიერი გახსოვს და დღეს დაკარგულად მოიხსენიებ. - ასე ვერაფერი ვერ გაირკვევა... ორივე ურთიერთსაპირისპირო რაღაცებს ამბობთ, ძალიან მაბნევთ. - დივნიდან წამოდგა, სამკერდე ნიშანი შეისწორა მკერდთან და როგორც პოლიციელებს სჩვევიათ ამაყად გაასწორა მხრები- ამიტომ ეს საუბარი არაფერს მარგებს... მე დაგტოვებთ. თუმცა ის ფაქტი რომ ეს პიროვნება, ერთი თვეა, მიწიდან აორთქლდა,უდაოა. ჩვენი მიზანი ამ გადაწყვეტილების ფესვის პოვნაა და არა ვინმეს გამოჭერა... ასე რომ, თუ გსურთ ითანამშრომლოთ, ნუ დაიძაბებით იმის გამო,რომ ვინმე ბრალს დაგდებთ. - თქვენ პოლიციელები, ისეთი მოსაწყენები ხართ...-მსახიობი დივანზე გადაწვა და თავით მის ზედა ნაწილს მიეყრდნო- მოსაწყენები და ძალიან დელიკატურები... და შემდეგ გიკვირთ,რატომ არ სურთ გესაუბრონ. - რამეს გვირჩევთ ბატონო ლაშა?...- დამცინავმა მზერამ გადაურბინა სახეზე და დაბნეულად ამოძრავდა ერთ ადგილას - გირჩევთ. პირველ რიგში ეგ ,,ბატონო“ ამოიღეთ სამართლებრივი ლექსიკონიდან. თქვენი მთავარი მისწრაფება, არამარტო გარემოებების დადგენა არამედ თვითმხილველებთან უშუალო და მეგობრული დამოკიდებულების გაჩენა უნდა იყოს. ეს ნამდვილად ყველაზე მოსახერხებელია, ის რომ ამოღერღონ,რაც გინდათ. - კარგი, მისმინე პატარა... გეტყობა ვინც ხარ და როგორიც ხარ. ფულს სცენაში დგომაში ვისაც უხდიან,იმათ ვერანაირი ღრმადმორწმუნე პოლიციელი ვერ დააყენებს თავის სწორად. ასე რომ მოეშვი მორალის კითხვას და ცხვირის წინა ნაწილს ნუ ყოფ იქ,სადაც ჩემი უკანალი დევს... პოლიციელმა თავი დაუკრა, ზედა ჩამოიფერთხა და კარისკენ წავიდა. როცა ოდნავი ჭრიალი გაიგო, მეგის მეგობარი წამოენთო და ხმამაღლა მიაყარა წინადადებები - მეგის ბლოგი აქვს. - პოლიციელი შეყოვნდა და გვერდულად შეხედა ორივეს- ერთხელ მითხრა. ზუსტად არ ვიცი რას წერდა, არ დავინტერესებულვარ. როცა ლოგინში ვიწექით,მაშინ მიხსენა ლაითად... მაგრამ წერდა ხოლმე. რაღაც სისულელეებს დარწმუნებული ვარ. ისეთი ნიჭი არ ჰქონია არასოდეს ,შესამჩნევი ... წერდა როცა მეძინა ან ლუდს ვსვამდი... ან ვეწეოდი გარეთ. რომ ვბრუნდებოდი მალევე ხურავდა ლეპტოპს და მიღიმოდა. არ მქონია სურვილი ამომექექა, თუმცა შემეძლო რა თქმა უნდა. ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს, მცირე დეტალებს რომ უზიარებ. უფრო ფიზიკურად ვართ ახლოს და არც მიკვირდა რომ არაფერს მაკითხებდა. სიმართლე გითხრათ, ამაზე ამ წამს დავფიქრდი... - მასთან იწექი და ისიც არ იცი, როგორ წერდა?- ლაშა აენთო - მგონი გარკვევით ვთქვი, მშვიდობის მტრედო... ჩვენ ფიზიკურად გვიზიდავს ერთმანეთი,მისი პირადი კი, მისი პირადია. არ ვჭამ შოკოლადის ზედა ნაწილს მაშინ,როცა ქვედაც მაკმაყოფილებს. კი ნამდვილად, ორგაზმი ადამიანს ბოროტს ხდის და ამავდროულად ათავისუფლებს. - მეგი საკმაოდ ტემპერამენტიანია... - ლაშამ პასუხის დაუბრუნებლად,გააგრძელა საუბარი- შეხვედრიდან დაახლოებით ნახევარ საათში, უკვე ჩემთან იყო... და ჩვენ, შოკოლადის ზედა და ქვედა ნაწილებიც შევჭამეთ... - როგორ კი მაგრამ?!- მეგობარი აღფრთოვანებული მისჩერებოდა - ესე უცებ როგორ ქენი? არც პაემანი,ან რამე? ყავა, ლუდი, ბილიარდი. ვაფშე არაფერი? - აი ასეთი მწირი აზროვნებით,ეგ როგორ უნდა გადაამუშავო არ ვიცი. საკმაოდ მარტივი ადამიანები,ასევე მარტივად ურთიერთობენ. როცა სიმპათია და ქიმია პირველივე შეხებიდან ჩანს, მზის ჩასვლას და ამოსვლას აღარ უცდიან,როგორც თქვენ შვებით... - და ჩვენ რას ვშვებით, დონ ჟუანო? - თქვენ უბრალოდ ამ ყველაფერს წელავთ, დღეებს,თვეებს ამატებთ... როცა საკმარისია მოწესრიგებული ლოჯისტიკა და მომხიბლავობის აფიშირება. რთული გადასახარშია ეგ თქვენთვის,რადგან ამ ყველაფერს მთამსვლელივით უყურებთ... ლაშქრავთ, ოფლს ღვრით, ფულს ფანტავთ და ბოლოს კენწეროში დროშას არჭობთ. - ეგ ურთიერთობა, მხოლოდ სექსია და მეტი არაფერი- კმაყოფილმა თავისი პასუხით, ლუდი მოსვა-ნუ შენთვის, ან შესაძლოა მისთვისაც... ხელსაყრელი... - ამას მეუბნება ადამიანი,რომელიც წლებია მეგის იცნობს და ისიც არ იცის,რომ ბლოგზე სიტყვა მხოლოდ იმიტომ ჩამოაგდო,რომ ამით დაინტერესებულიყავი. ერთხელ მაინც შესულიყავი და წაგეკითხა.. აი ამდენს რომ ვერ წვავ და სხვას განსჯი... თითქოს თვითონ არ გორაობდი რა,ჩემამდე, - რა ერქვა ბლოგს, გახსოვს?- პოლიციელმა უბის წიგნაკი აიღო და პულივერში სათვალე მოძებნა. - არ მახსოვს... ძალიან ბუნდოვნად. მემგონი რაღაც ,,წამიერი“-თ იწყებოდა. ლინკი არ მაქვს, მაგრამ ინტერნეტშო ვიპოვით. მისი ლეპტოპი დაიმახსოვრებდა,ისტორია თუ არ წაუშლია. სასწრაფოდ შევიდნენ მეგის ოთახში. -თქვენი აზრით, შესაძლოა რამე უბედურება დამართნოდა?- ლაშამ ოთახი მიმოათვალიერა. - კი, ყველაფერი შესაძლებელია... უცებ მეგის მეგობრის წინ, საშინელი სურათი გაჩნდა. თითქოს მათ გვერდი აუარეს თეთრი, თხელი ნაჭრით დაფარულ გვამს,რომელიც უსიცოცხლოდ აკვირდებოდა არარსებულ წერტილს და უკვე,რამდენიმე საათია, თავის წილ ჰაერს ტუჩებმოკუმული თმობდა სამყაროსთვის. გადასაფარებლიდან,რომელიც უდიერად გადაეფარებინათ, ისე, ნაკეცები ყველა ნაწილში რომ აქვს დარჩენილი, მისი მარცხენა ხელი მოჩანდა სადაც წვრილ და ლამაზ თითებზე, ოქროს საათი ეკეთა, უბრალო, სადა, მარგალიტის თვლებით. ბალიშთან, სადაც მიცვალებულს ედო თავი, თმის რამდენიმე კულული ჩანდა,რომელიც სიგრძის გამო გადმოვარდნილიყო შეფუთული სივრციდან და ხის საწოლს,გვერდიდან ესვენა. წამიერად გაიფიქრა რომ რამდენიმე საათის წინ,ამ კულულების სურნელს გრძნობდა და თავი ჩახარა. ფანტაზიიდან რომ გამოერკვა და გაიაზრა რომ საწოლზე არავინ იწვა, მითუმეტეს გარდაცვლილი, შვებით ამოისუნთქა. აი ესაა - პოლიციელი ლეპტოპს მიუახლოვდა და ჩართო. თხელი, ,,ასუსის“ ფირმის, ნორმალური მონაცემებით- ისე შეაფასა თითქოს ეს დაკითხვის ნაწილი იყო- მაგრამ სერიოზული რამეებისთვის, არ გამოდგება. ბლოგერისთვის კი,მისწრებაა. ყველას გასაკვირად ლეპტოპს პაროლი არ ედო და ყველა მონაცემი ადგილზე დახვდათ. - მე მეგონა რაღაც ისე იქნებოდა რა, აი ფილმებში როა, მთელი სიმბოლოებით და დამაკავშირებელი ძაფებით რომ ცდილობ გაშიფრო რა იქნება პაროლი, მოკლედ ბევრს წვალობ, კონკრეტულ კონდიციამდე მიდიხარ, რაღაცას კრეფ მაგრამ ჩემი ფეხები.. არაფერი გამოდის. და აი, არსებობს ის გარდამავალი წამი,როცა შენს ტვინში რაღაც იფეთქებს და გახსენდება რომ,რამდენიმე წლის წინ,როცა შენი მეგობარი მის ძაღლს აჭმევდა, ამ ძაღლმა უცნაური ბგერები წარმოთქვა,რომელმაც მასზე საკვირველი გავლენა მოახდინა... ეს გავლენა იმხელა იყო, ის მაშინვე მიუახლოვდა ლეპტოპს (შენს დაუფარავად) და რაღაც აკრიფა... ეს იყო ,,აუ“ და შენ ამას კრეფ და ჰოი საოცრებავ, მთელი სამყარო შენს წინაა, თავისი ბინძური და გახრწნილი ჩახვევებით... - შენ ბიჭო, კარგად ხარ?- ლაშა გაცოფებული მიაშტერდა მეგობარს,რომელიც აშკარად მიხვდა რომ ეს ყველაფერი,საკმაოდ უადგილო იყო. - მთელი ჩემი არსებობის პრობლემა ის არის, რომ ძალიან გულწრფელი ვარ. ლაშას არაფერი უპასუხია. თავი გააქნია და ლეპტოპის ეკრანს შეხედა. Desktop-ზე რამდენი პაპკა ეგდო. საკმაოდ გამოსაჩენ ადგილას, მაშინვე თვალში მოგხვდებოდა,თითქოს სპეციალურად დატოვა იქ. სულ ორი იყო. ერთზე ,,ბლოგი“ ეწერა, ხოლო მეორეზე ,,last try”. ბიჭების ყურადღება ბლოგმა მიიპყრო. სწრაფად გახსნეს. შიგნით ერთი ვორდის დოკუმენტი,რომელშიც ბლოგის ლინკი ეწერა. რამდენიმე წამში ისინი მეგის ბლოგში იყვნენ.ძირითადად ქავერად, ერთ ფოტოს ირჩევენ ხოლმე. აქ კი ყველაფერი,ერთმანეთში იყო აზელილი. ძალიან ბევრი ფოტო იყო შეერთებული,თვალები აგიჭრლდებოდა და მაშინვე გამოსვლას მოინდომებდი. ყველა ფოტო,გარკვეული შინაარსის იყო. თითქოს ყოველი დღის ემოცია, ერთ კონად შეკრეს. წამიერად შეგეძლო მისი განწყობა გეგრძნო. ქაოტური, ემოციური,რომანტიული... იმ მომენტში,როცა პირველად შეეჩეხნენ მის მთავარ გვერდს, სამივეს უსიამოვნო განცდა დაეუფლათ. ეს ჰგავდა შეჭრას იქ,სადაც ქურდობის გარეშე,ვერასოდეს შეაღწევდნენ. - ცოტა შემეშინდა - ლაშა სკამზე ჩამოჯდა და შორიდან ცდილობდა რაღაცები გაერჩია. - აშკარად მოსწონს სიჭრელე,მაგრამ ეს არ გვაინტერესებს. - პოლიციელმა რამდენიმე თარიღი შენიშნა,რომელიც დაფარული და დაარქივებული იყო. ყველაზე ადრეული პირველი ოქტომბრით თარიღდებოდა. გახსნისას პრობლემა არ შექმნიათ, ყველაფერი ხელმისაწვდომი და საკვირველად მარტივი იყო. - ახლა იწყება ყველაზე საინტერესო არა?!- მეგის მეგობარი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მოუთმენლობის გამო იმდენად ახლოს მიიწია ეკრანთან,მისი უკან გაწევა მოუხდათ. იმ მომენტში სამივეს დაავიწყდა,რომ ოთახში, უნებართვოდ იხსდნენ. და რომ ადამიანს უფლება აქვს,გადაიკარგოს. ნაწერები გამოჩნდა, მუქი ფონტით, დახრილი, საშუალო ზომის. არც ისე გრძელი და წაუკითხავი. არც დიდი სიტყვებით გადატვირთული. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მინაწერი იყო,რომელსაც სამსახურში ან ლანჩის დროს,სადმე პარკში მიაჯღაბნიან ხოლმე. ოღონდ ეს ყველაფერი ჰაერის სიჩქარესავით აორთქლდა,როცა წინადადებების კითხვა დაიწყეს. როგორც აღმოჩნდა მეგის, ძალიან მოსწონდა,სიტყვებით თამაში. ნაწერზე მხოლოდ თარიღი ეწერა, მხოლოდ წერტილები.არანაირი სათაური და რამე მსგავსი. …. არ ვიცი როგორ დავიწყო,პირველი სიტყვები კალკულუსს გავს, ვერ ამოგიხსნია და ვერაფერში ერკვევი, მაგრამ იცი, უსწავლელობა დაავადებაა და ეს ციფრებიც,შენში განვითარების ძაფებს ხლართავენ. ვერასოდეს ვიტანდი ალგორითმებს,მაგრამ როცა მათი ამოხსნა ვისწავლე, ვგიჟდებოდი ისე მენატრებოდა,როცა არ ვწერდი. მერე პარალელი გავავლე ჩვენთან, ადამიანებთან და მემგონი არის მსგავსება, თუ მწირ მეტაფორებს გამოვიყენებთ. გვერდიდან ექო ჩამძახის ,,შენ უკვე დაიწყე,მიდი, მიაწექი“ სიხარულისა და დიდი ბიძგების ნაზავი ვარ. ამაზე უკეთესს ვერაფერს ვუწოდებ საკუთარ თავს. არა,არ დავიბნევი,წერას გავაგრძელებ. ნაზავი ანუ, შერწყმული ილუზირებულ რეალობასა და ამ დამპალ, ძალით შეკოწიწებულ სამყაროს. მე ვიცი, ამაზე ბევრი ფიქრობს. არ არსებობს ადამიანი ვისაც მოწყენილობა არ უგრძვნია და არ აუკრეფია თავისი ბარგი, გაქცევის იდეით. მეც ბევრჯერ ვქენი. აი უბრალოდ ვდგებოდი, ყველაზე საყვარელ ტანსაცმელს ვალაგებდი ჩანთაში, მერე დიდი წვალებით ვტენიდი დღიურს და წიგნებს... ფაქტობრივად ჩემი სამოსი ერთი მეოთხედიც არ იყო იმის,რასაც ეს ფურცლის გროვები იკავებდნენ. ჰოდა ასე წამოვკრეფდი ყველაფერს, თავი კაფკა მეგონა, მურაკამის მოთხრობიდან.ძალიან იმედიანად ვუყურებდი მის პერსონას. კარებს ვაღებდი სახლისას და მერე საღამოს ისევ ვხურავდი. მე არსად გადავკარგულვარ და არც პლიაჟი არსებობდა ჩემს წინ. არც ორმაცდაათი წლის მოხუცი და არც დიდი ბიბლიოთეკა. მე დავეხეტებოდი ქუჩებში სადაც ხალხი მუდამ იწევდა ყელში წასაჭერად. ჩემი ოთახი სავანე იყო, უშფოთველობისა და განწმენდის. სულ მგონია ხოლმე რომ არაა საჭირო იცოდნენ,როგორი ვარ. ამას ნაწერებით ისედაც შეიტყობენ, სირცხვილის დერეფანიც გაიღება და სხვა ბევრი რამ, რაც ალბათ აგრესიასაც გამოიწვევს... სურვილი არ მაქვს, წარმომიდგინონ ხატოვნად, სრულყოფილად. ამას მირჩევნია ანონიმური ფიზიკური სხეული მომარგონ და მის მიმართ იყვნენ კრიტიკული... ეს ალბათ ლაჩრობაა მაგრამ არასოდეს მითქვამს რომ ძლიერი ადამიანი ვარ,ასე რომ, ყველა აღვირახსნილი სიტყვა,შეუძლიათ მომარგონ. ამას რომ თავი დავანებოთ, სულ არ მაქვს ისეთი გარეგნობა,დასაწერად რომ ღირდეს. - ყველა ლამაზ გოგოს, აქვს გარეგნობის კომპლექსი. ეს რაღაც ანომალიაა- ლაშა კითხვის დროს ჩაეჩარა პოლიციელს და თვალები გაკვირვებით აევსო- ამას კითხულობთ და მგონია, ის გოგო არ შემხვედრია, ვინც გავიცანი. ძალიან დაბნეული ვარ. - რას გულისხმობ?-პოლიციელმა დროებით თვალები და ენა შეასვენა და წყალი მოსვა - არანაირად არ იყო მეგი, იმ ბნელ სივრცეში,აქ რომ ჩანს. პირველად რომ შევხედე, ყველაზე ბედნიერი ადამიანი მეგონა ამქვეყნად. მას კი თურმე გაქცევა სდომებია.რაღაც ძალიან ბევრი რამ ხდებოდა,ამ ერთ ადამიანში. ან უბრალოდ საკმაოდ კარგი მსახიობია... - იყო... შეიძლება იყო.- მეგობარმა ფეხი მუხლზე ჩამოდო,რომელიც ჯერ ისევ ვერ გამორკვეულიყო საზარელი ფანტაზიებიდან. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. კითხვა განაგრძეს. მეორე ჩანაწერი, სამი ოქტომბრით თარიღდებოდა და დაახლოებით ერთი კვირის მერე იყო ატვირთული. ............... დღეს დათოს დაბადების დღეა. ჩემი საყვარელი მეგობრისა და იდეაში საყვარლის. ჯერ თორმეტი არ დამდგარა, ანუ ჯერ ისევ მის დაბადებას ვზეიმობთ. უბრალოდ მე ცოტა გათიშული ვარ, ხელში მალბორო მიჭირავს და მოწევასთან ერთად, ყავასაც მივირთმევ. მეცინება, ისე შეიცვალა ყველაფერი. მე და დათოს სექსუალური ურთიერთობა გვაქვს,მაგრამ შემიძლია დავიფიცო, ისიც კი არ იცის,როდის მაქვს დაბადების დღე. - ოცდაშვიდ იანვარს...- დათოს უნებურად წამოცდა და მაშინვე მიყუჩდა. ხორციელი,ბინძური,მანიპულირებადი... ნეტავ რას ფიქროთ ჩემზე? იცით,როცა ადამიანი მხოლოდ გაქცევაზე ფიქრობს და ეს არ გამოსდის, უმოქმედობა ლომკაში აგდებს. ამიტომაც გადავსხვაფერდი,ყოველ შემთხვევაში ძალიან ვეცადე. თვრამეტ წლამდე სულ არ ვიცოდი რა იყო ფიზიკული ლტოლვა. ხომ გითხარით, წიგნებითა და ფანტაზიებით ვცხოვრობდი, ჩემში ყველაფერი გადაკეტილი და უმოძრაო იყო, ქანდაკებასავით ერთ ადგილას ჩასმული, ზემოდან ბეტონდასხმული და მომცინარი. ძალიან საცოდავი მოკლედ. მაგრამ აი, ცოტა ხნის მერე, როცა არაფერი გამომდიოდა და აუხსნელ გემოს ვგრძნობდი პირში, ადამიანებზე დაკვირვება დავიწყე. მათი ქცევები და მახასიათებლები დავაკოპირე, ეს თითქოს ნორმალურობის განცდას მიჩენდა, მე კი ეს, ყველაზე მეტად მჭირდებოდა იმ პერიოდში. ეს იყო, ჩემი მომავალი ,,გაძლებითი“ ცხოვრების გარანტი. გოგოები ბევრს მელაპარაკობდნენ ორგაზმსა და სექსზე. პირველად საკუთარი თითებით, ცხრამეტი წლის ასაკში დავკმაყოფილდი.არ შემიძლია იმ განცდის აღწერა, მაშინ რომ შემიპყრო. თითქოს რაღაც ახალს და ჭუჭყიანს ვეზიარე. თითქოს აღსარების თქმის უფლება ჩამომართვეს. ვიცი, ეს ძალიან ინტიმურია და წესით არც უნდა ვწერდე. მაგრამ თქვენ ხომ არ იცით ფიზიკურად როგორი ვარ ( აი სად გამომადგა თავშეკავება),ასე რომ ვერც შეურაცხმყოფთ რადგან ვერ წარმომიდგენთ... მერე ეს ხდებოდა გამუდმებით, თითქმის ყოველდღიურად. შემდეგ რაღაც ახალ ტალღაზე გადავედი. უბრალოდ ლამაზ, ეროტიულ ფილმებს ვუყურებდი. თითქოს უკვე არსებული ვერ მაკმაყოფილებდა და ამიტომაც შევასუსტე. კვირაში მხოლოდ ერთხელ მახსენდებოდა... ეს ცოტა უჩვეული იყო,რადგან ის პირველი განცდა ახლაც მკაფიოდ მახსოვს... მინდოდა კიდევ, კიდევ, დავმსგავსებოდი ყოველდღიურ ადამიანებს. ამაში დათო დამეხმარა... და ეს მოხდა... ჰო, სწორედ ამ დღეს... ძალიან ბევრი დავლიე. კრემისფერი, ამოღებული ზედა მეცვა, ეუცხოვათ. შემათვალიერეს. შავი, გამოყვანილი მოკლე შარვალი,მუქ კოლგოტზე და მაღალყელიანი,შინდისფერი ჩექმა. მართლა ლამაზად ვიყავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. იმ დღეს, ალბათ, მე რომ ისევ იმ ტემპში მევლო და ისევ მხოლოდ იმაზე მეფიქრა როგორ დამეღწია თავი ამ სულისშემძვრელი სიტუაციიდან, ოთახში გამოვიკეტებოდი, პიცას შევუკვეთავდი და თავბედს ვიწყევლიდი. მაგრამ არა... მე კლუბში ვიყავი, მეცვა საოცრად გამომწვევად და მუსიკას ტანს ვაყოლებდი. აი ამ დროს ვიგრძენი დათოს ხელები, წელზე...“ - ვეღარ ვცნობდი- მეგის მეგობარი უნებურად ჩაერთო კითხვის პროცესში- გამაგიჟა იმდენად ლამაზი იყო. - აი დაახლოებით ასეთი მეგი გავიცანი...- ლაშა უფრო და უფრო შედიოდა აზარტში. ,, მე მინდოდა შუქი ჩაგვექრო და ისე ყოფილიყო. მან კი ამოიხვნეშა ,,აუ რა გოიმობააო“,ამიტომ აღარ ვიგოიმეთ. მრცხვენოდა თავიდან სანამ გავიხდიდი. რთულია დამშეულ ადამიანს გრძნობდე და მაინც მისკენ ილტვოდე. მე კი უნდა განმეცადა, ყველაფერი ჰარმონიულ ყუთში ჩამეტენა... მას სამოსი არც გაუხდია, ყველაფერი ჩემით გავაკეთე. არ მქონდა არც პრელუდია და არც საკმარისად სველი ვიყავი. ეს იყო ყველაზე დიდი სიმშრალე,რაც ცხოვრებისგან მიგრძვნია. აი მანდ მივხვდი, უშინაარსო სექსზე მოსაწყენი არაფერია. აქტის ბოლოს, მხოლოდ ერთი გრძნობა ჩამრჩა-ზიზღი“ - შე ძუკნა !- მეგის მეგობარმა მთელი ხმით დაიღრიალა და მისი ერთი სათამაშო კედელს მიახეთქა - არ ყოფილა სველი თურმე.დაემთავრებინა მაშინ იქვე, რაღას იმიტირებდა. რეებს იხსენებს... კიდევ რას მოჩმახავს,რა საინტერესოა. გამაუპატიურაო, ჯერ არ დაუწერია? მაგის მერე რაღა იყო ნეტა? საინტერესოა ერთი, რა ჯანდაბა უნდოდა ჩემგან თუ ვერ ვაკმაყოფილებდი?... ბიჭებმა არ შეაწყვეტინეს,ეს იგივეა, სასიყვარულო დრამა შეაჩერო,რომელსაც მომტირალი გოგონა ყვება... ,, ყველაფერი საიდანღაციდან იწყება ხომ ასეა. არაფერს არ აქვს დანართი, არც ინსტრუქციები გამოიყენება. რა ვიცოდი, ეჭვიანობას ამდენი რამ თუ შეეძლო?! რამე სხვასაც დავარქმევდი, საშინლად ვერ ვიტან ამ სტაბილურ სიტყვებს... ამის მოყოლა იქნებ მაგალითად გამოადგეს ვინმეს, მართლა ჰაერზე კი არ ვწერ... არასოდეს არავინ უნდა დაიჯეროს, რომ აღმოჩნდება ის უნიკალური, ვისაც ურთიერთობაში გაუმართლებს და სხვას არ გააბახებენ გვერდით ოთახში, როცა შენ შემოსასვლელში, დივანზე წევხარ... არ გეყო იმ დღეს ერთი ერექცია, ბატონო დავით? ხომ შეგეძლო, იმ წამს მაინც დაფიქრებულიყავი, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. რა გავაკეთე, რა ,,კარი გავხსენი“, რა ვიგრძენი. ეს პირველი იყო, ამისთვის მაინც ხომ მეკუთვნოდა ერთდღიანი თავშეკავება. სულ არ მინდოდა ბაბუაწვერებით გადაჭედილ მდელოზე, ბეთჰოვენის ,,ერცჰერცოგის“ არიის მოსმენის ქვეშ დავკავებულიყავით ამით, მაგრამ შამპანიური და რამდენიმე თბილი შეხება მაინც არ იმსახურებდა იმას რომ იმ წამს, იმ კონკრეტულ წამს მაინც ყოფილიყავი ჩემი ერთგული? გეგონა რომ გათიშულს მეძინა, მაგრამ ყველაფერი გავიგე. რთულიც იყო არ გამეგო, ის გოგო მარტის კატასავით კვნესოდა. მაგრამ დამიჯერე, გულწრფელად გეუბნები,როგორც შენი მეგობარი და მესაიდუმლე... ყველაფერი სულ არ იყო ისეთი,როგორც შენ გგონია... ის გოგო ალბათ... ალბათ უბრალოდ ძალიან დათვრა და ყვირილი მოუნდა. არა?!“ დათო გაწითლებული და შეურაცხყოფილი იდგა ერთ ადგილას და თავს უშინაარსოდ აქნევდა. ბიჭები ცდილობნენ არ შეემჩნიათ,მაგრამ მაინც გამოსჭვიოდა მათი თვალებიდან, კონკრეტული ზიზღი... - იქნებ მაგ ყველაფერს გადავახტეთ? აუცილებელია ყველაფრის წაკითხვა? - ნებისმიერ წინადადებაში შეიძლება რამე მნიშვნელოვანი ვიპოვოთ- პოლიციელმა მხრები აიჩეჩა- ასე რომ კი, აუცილებელია. ,, შენს დაბადების დღეზე მეტი არაფერი მეთქმის. შენი სახლიდან გამოვვარდი, თვალები ცრემლით და იმედგაცრუებით მქონდა სავსე, გეგონება მნიშვნელოვანი გვქონოდა რამე. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი სიცხადესა და იმ წამს აღქმულ, სახეში შემოყრილ ტალახს. იმ ყველაფრის მერე, კიდევ რამდენჯერმე ვიწექით ერთად მაგრამ დამიჯერე... ეს სულ არ იყო ისეთი,როგორც ის გოგო აშარჟებდა... იმ აზრთან შეგუება რომ... ,,აი მოდი მეგი, სხვებს დავემსგავსოთ“ ძალიან უხეშად განხორციელდა. ყველაფერი მქონდა, ყოველი სიბილწე და მიწიერება შემოვუშვი ჩემში მას შემდეგ... გავსინჯე ექსტაზი, მოვწიე პლანი, დავდიოდი გასართობ ივენთებზე. ვცდილობდი, ჩემი მარტოსული სამყაროს სიკვდილს... ძალიან ცოტას ვიცნობ, ვისაც ასე უნდოდა საკუთარი თავისგან-თავის დაღწევა. შენ არაფერს გაბრალებ, საერთოდ არავის ბრალი არ არის. ისიც არ მწყინს, შენგან მოსაწვევი რომ ვერ მივიღე. დარწმუნებული ვარ, მანდ ჩემთვის ადგილი არ არის... არც დივანზე და მითუმეტეს არც საძინელებში... ეს დღე ძალიან ჰგავს, მოუცლელ სიმშვიდეს. მთვარე ნახევრად ანათებს და ხეები არ ირხევიან, ნიავიც არ იძვრის. მოდი მე მოვწევ და დავიძინებ. გილოცავ საყვარელო.“ პოლიციელი სკამზე გადაწვა, ანერვიულებული და ჩაფიქრებული იყო. სამივე დუმდნენ. შემდეგ წინ წამოიწია და ქვემოთ დასქროლა. კიდევ რამდენიმე მინაწერი იყო. .... ,,მშვიდი დღეა. შუაღამის ოთხი საათია, სადღაც... ზედმეტად იდეალურადაა ყველაფერი იმისთვის,რომ შევიშალო. რამე სხვა დრო მჭირდება რა. მანამდე შთაგონების წყაროს ვეძებ და devendra benhart- saved-ს ვუსმენ. იმის განცდა გქონიათ, რომ ყველაზე მსუბუქი ბუმბული ხარ ამ ქვეყნად,რომელიც ყველაზე მახინჯ თოლიას მოსძვრა? რა გინდა გააკეთო,როცა ამის გააზრებას ცდილობ და შენს სანიშნეს არგებ? ეგოზე ალბათ გსმენიათ. ეს არის ყველაზე სურეალისტური და მატერიალური ჩემთვის,რომელიც ქვემოდან ამომძახის როცა თითქმის მკვდარი, საწოლზე ვწევარ. საკუთარი თავის დახარისხებას ვაგრძელებ ,,შენ, ყველა ადამიანში სიმშვიდეს ეძებ.ცდილობ მათში განვლილი წამები შეიყვარო.ცდილობ სიყვარული და სინდისის ქეჯნა,ერთმანეთს შეერწყას. შენ ცდილობ ფეთქებადი წრე მოხაზო და მის შიგნით ჩადგე.არ არსებობს სიხარულის ილუზია,ეს რეალურია. კი, ეს არის რეალობა,რომელსაც ვერასოდეს ეღირსები. ძალიან გიჭირს შეიგრძნო ყველაფერი,რაც სუნთქავს და რაც გასუნთქებს.“ - აი ამ რევიუს მერე, თავის მშვიდებას ვიწყებ. ეს საფეხურებრივია. ,, მწვავე კაპილარი მხოლოდ დროებით მიედინება მტკივნეულად. მალე სიცხე შეწყდება,სიმშვიდე დაისადგურებს,ვნებები დაცხრება.შენ ეძებ გამართლებას და გამართლება გპოულობს შენ... ღამის ნისლი უმუხტოდ მიედინება და სხეულს გითბობს, მკერდზე გკოცნის,კერტებს ეხება. (იმას აკეთებს,რაც დათოს არასოდეს შეეძლო) მელანქოლია სისუსტა როცა დედამიწას ჩაბნელებული ჩრდილი ედება. შენ ეწევი და ბოლში ახვევ უხერხულობის განცდას. იპოვე ის,რაც არის. იპოვე შენი სხეულის მხურვალება,იპოვე გამართლება ყოველი წამის. შენ არ ხარ ის,რაც არიან. რაც უნდა იყო. აიწიე თმა და ეცადე გაიაზრო, რა ლამაზი ხარ. „ შემდეგი ნაბიჯი, ზღვარს გასული ჭმუნვაა. საწოლზე ვწევარ, მუხლებს ვატყუპებ და ისე ახლოს მიმაქვს ჩემთან, ტუჩებით ვეხები. ,, მე ყველა მხრიდან იზოლირებული ვარ. ზოგჯერ ამის გამო უსუსრობას ვგრძნობ,ვიხუთები. ვიცი,ყველაფერი წარმავალია და ყველაზე უარესიც კი, თავის ისტორიას უკან ტოვებს. კი, ისიც მომისმენია რომ ფსიქოლოგია საჭირო,რადგან ასოციალური ტიპი ვარ,განდეგილი. ეს ტოვებს განცდას,რომ ყველა მძულს. ზოგჯერ მეც კი, ბევრი რამ მეჩვენება კონტექსტიდან ამოვარდნილად. როგორ შემიძლია დავწვე,საძულველ პიროვნებასთან?მაშინვე გული ამერეოდა. საწოლში ყველაფერი ნორმალურადაა,იმის იქეთ კაცმა არ იცის. შენდა გასაკვირად, ისინი დაგდებენ ბრალს სიუცხოვეში, ვისაც ყველაფერი მიეცი,რაც შეგეძლო. ყელში მინდა ხელი წავიჭირო და ყველა ბანალური ბგერა ამოვუშვა.ყველაფერი გვერდიდან უმარტივესად ჩანს. როგორი უმადურია მეგი,მისი მეგობრები ისე ცდილობენ... ის კი დიდი ძუკნა ვინმეა. ატომური ბომბი რომ მქონდეს, ჩემი ყველა სურვილი წამებში გასცდებოდა ჰორიზონტს. ძალიან მიხარია რომ არ მაქვს.“ დაძაბულობა,დაძაბულობა,დაძაბულობა. მხოლოდ ამის სუნი იდგა ოთახში. ........... ,,დღეს ათი ნოემბერია, შუაღამე. საათი ზუსტად არ ვიცი, მეზარება შევხედო. დეჟავუ მაქვს. მიოცნებია ჩვეულებრივი ვყოფილიყავი, მეჭამა კრუასანი დილით, ყავასთან ერთად, მომეყოლა სასიყვარულო ისტორიები და ანთებული თვალებით მივხტომოდი ყველა ჩემს უდიერ სურვილს, უყოყმანოდ... არა იმიტომ რომ სხვებს დავმსგავსებოდი, უბრალოდ ყოფილიყო წადილი რომელიც მისკენ მექაჩება და სიხარულის განცდას მიჩენს. მაგრამ არა. - არა ! მე სულ უნდა ვიქექო თავი. სულ უნდა ვიჭყლიტო ტვინი იმაზე, აქ როგორ გავძლო. ეს სულ იქნება. ლაშა...“ თავისი სახელის გაგონებისას, მსახიობი საწოლიდან წამოხტა და ლეპტოპისკენ წავიდა. მღელვარებას მოეცვა მთლიანად. ,, ჩემო პირველო წამიერო სიყვარულო. როგორ გინდა რომ თქვა,ან როგორ გინდა რომ დაიჯერონ. ფაქტი ფაქტად რჩება, როცა დაგინახე გადავწყვიტე რომ მიყვარდი. ეს იყო მარტოსული ადამიანის გმინვა, ცარიელ ოთახში,რომელიც თუთიყუშს ელაპარაკება და ტირის. მე სხვა არავინ მყავდა იმ წამს, მაგრამ შენ იგრძენი ბევრი ხალხი ჩემს ირგვლივ. და ეს მოხდა იმიტომ (!), რომ მე უკვე პროფესიონალი ვიყავი. პროფესიონალი გადაკეთებასა და მორგებაზე... ის საუბარი, ის ღამე და ყველაფერი რაც იყო. მადლობ. როცა ჩემკენ წამოხვედი და ხელი გამომიწოდე ვიფიქრე, დამცინის, რა უნდა?! ისედაც ასე ვარ. ასე უსუსურად. კიდევ რა არის საჭირო? შენ იყავი საჭირო. შენი წამიერი შეხვედრა იყო საჭირო. ჩემი ბედნიერ ადამიანად ქცევა იყო საჭირო. მერე რა რომ ეს საათები გაგრძელდა და მერე ისე აორთქლდა,როგორც ცხელი წყალი, რომელიც მადუღარაში ჩარჩათ? მე არასოდეს მავიწყდებოდა გაზის გამორთვა, რადგან თავადაც ჩავრჩი ამ საშინელ ადგილას და ვიცი ეს რა გრძნობაცაა. ამის განცდას უსულო და უგრძნობი ნივთიც არ იმსახურებს. შენ ჩემი ინსპირაციის წყარო იყავი, ჩემი მიმართულება. ჩემი მფარველი ანგელოზი. გახსოვს თეატრი? რა სულელური სპექტაკლი იყო. ყველაზე ფუჭი ორი საათი. თუმცა ანტრაქტზე, სახე ჩემკენ მოწიე, შენი ტუჩები ვიგრძენი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლი იყო და მე ჩავთვალე რომ, ეს იყო გადარჩენის სურნელი. ორ სამყაროს შორის გაჭედილი ადამიანის, ბოლო ამოსუნთქვა. თუ შენ ვერ იგრძენი, თუ ამხელა მნიშვნელობას ვერ მიანიჭებდი შენს თავს, მარტივად გეტყვი, არც იყო საჭირო. ორმხრივი გრძნობა არავისთვის მითხოვია,რაღა შენ გთხოვდი?... ,,ჩამიყარე ბედნიერების მარცვლები და აორთქლდი“-ეს იყო ჩემი პირველი ჭეშმარიტი ასოციაცია,შენს მიმართ. იცი,ღიმილი არ მოგშორებია სახიდან. მინდოდა მეთქვა,გამეფრთხილებინე ყველაფრის შესახებ. შემეხსენებინა რომ დედამიწა ყველაზე ბოროტი ადგილია ამქვეყნად.რომ ჩემი პათოლოგია შეიძლება შენც გადმოგედოს. რომ უსამართლობა არ უნდა გაგვიკვირდეს,რადგან თავად ვართ ის,რაც გვძაგს.აქ მთავარი პრობლემა ჩემი შიზოფრენიკობა არ არის, ეს დეჟავუა,ყოველი წამი განმეორებადია. ვიცი ოდესმე მეც გამიგებენ. ჩემს არეულობას და ქაოსურ ატომებს გაუგებენ. მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერს იტყვის. ყველაფერი დოგმაა. რადგან, ყველაფერი დოგმაა. დღის ბოლოს, როცა შენი სახლიდან ჩანთააკიდებული, დაღლილი სახით გამოვდიოდი, შემაჩერე და ხმადაბლა მითხარი:,, კიდევ რომ არ გნახო,შევიშლები“. მე კი გითხარი- ,,არა,პირიქით. ეგ რომ მნახო, მაშინ მოხდება.“ ყველაზე სასაცილო და ალბათ დასამახსოვრებელიც ის არის,რომ დრო გავა, ფოთლები ისევ ქამელეონივით შეიცვლიან ფერებს,სუსხიც მაშინვე გათოშავს ვარდისფერ ხელის გულს. მაგრამ შენი მელანქოლია გაივლის, მალევე გამაყოლებ მწვანე, აბრაჩამოხეულ ნავს და წამიერადაც არ მოგაგონდება ჩემი სახე. სახე კოცნისა და მოფერების მომენტში. ტირილისა და ზღვარგადასული ემოციის დროს.ყველაფერს რაც ახლა (შესაძლოა) გყინავს,ობი მოედება,თაფლივით ჩაიღვენთება და ინდიფერენტულობას გაგიმძაფრებს.აი მე კი, იგივე დავრჩები. ჩვეული ტკივილითა და მოგუდული ამოსუნთქვით.და არასოდეს არ იქნება ჩემი ფიქრები გაფილტრული,ნაკლებად სარისკო.ისინი სულ იარსებებენ.ბოლომდე მიაწვებიან,არ დამინდობენ.ამას ვგრძნობ,მაგრამ შიში არ მიპყრობს. ეს უფრო ბუმერანგია.ყველაფერი უკან მიბრუნდება,რაც გავეცი.“ ლაშას თითები თვალებთან მიეტანა და არწამოსულ ცრემლებს იშორებდა თვალებიდან. ცოტაღა იყო საჭირო, პატარა ბავშვივით მისულიყო სადმე კუთხეში, თავი შპალერზე მიედო და ხმამაღლა მოერთო ტირილი, მაგრამ ამ წამს, როცა მკაფიო ფაქტი მის ყველა ფიზიკურ და სულიერ ზონას მისწვდა, არ დაუკარგა თავშეკავების განცდა. ............. ,, დღის მეორე ნაწილი. გუშინ ვეწეოდი და ვფიქრობდი, ყველა ნაგვიდან თაიგული როგორ შემეკრა. არა ხო, სწორად გესმის, ლაშა შენ ყველაზე დიდი ნაბი*ვარი ხარ ამქვეყნად. - შენ ჩემ ქმართან წევხარ? - არა, თქვენი ქმარი, წევს ჩემთან.“ გავუთიშე. და შემრცხვა. სრულიდან შიშველს. ვიდექი ოთახის ცენტრში,შენ კი სააბაზანოში,რაღაცას ღიღინებდი. შვილიც გყოლია,ვნახე სურათები. ლამაზი ბავშვია. უბრალოდ არ მესმის, აპირებდი კიდევ რამეს? შენ ჩემთან *იმაობ,როცა შენი შვილი ფიგურებით სახლებს აწყობს და ცოლი საჭმელს გიმზადებს. ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და ამ დროს შენც გამოხვედი. ხელები წელზე შემომხვიე, ყელზე მაკოცე და მე ვიგრძენი,რომ სითბო სისასტიკეა,რომ ამ სისასტიკეს შეუძლია სისტემა შექმნას,რომელიც ყველა ეულად მოსიარულეს დაიმონებს, ისე შეიბამს ყელზე,როგორც ძაღლს აბამენ სახელურს. მე ვიყავი ყველაზე პატარა რგოლი და ყველაზე დიდი სიცარიელე. ვერაფერი ვეღარ გითხარი. მერე წავედი და... აღარ დაგირეკავს. მადლობ. რადგან აღარ მინდოდა წარმომედგინა შენი შვილის სახე, როცა ზურგზე გადაბრუნებული ,,მიხმარდი“...“ მეგობარი შეცბუნებული სახით იდგა, მზერა ერთი კონკრეტული ადგილისთვის მიემართა და ვერ ესმოდა ვერაფერი, გარდა ლაშას ღრმა სუნთქვის. იმ პატარა ოთახში, დანაშაულის განცდა, ლავასავით ამომსკდარიყო და ყველა ამოეწვა. პოლიციელმა უკვე აღარ იცოდა,როგორ შეჩერებულიყო. ეს ისეთი სიტუაციაა, დასასრულის შემდეგაც რომ უნდა ჩაუყვე ბლოგის ნაწერებს. ხვდებოდა რომ ხმამაღალი გამოაშკარავებით, ორივეს სტკენდა, მაგრამ ეს საზღაური იყო. ეს დამსახურებული იყო. ჩაახველა და კითხვა განაგრძნო. ............. ,, ბავშვობის უაზრობა მხოლოდ გარემოებებიდან არ იყო გამოწვეული.ეს რაღაც ბედისწერას გავდა.დოგმებად იყო დაკანონებული,რომელიც დროსთან ერთად ხორციელდებოდა.აი მაგალითად, პირველად სამი წლის ასაკში მცემეს.ყველაფერი შავად მახსოვს,მაგრამ ხმაც საკმარისია,რომ გამახსენდეს.ბევრი ვიტირე,ძალიან ბევრი. დედაჩემი კი კარტოფილს თლიდა სამზარეულოში.აი ამ დღეს ვეზიარე ჭეშმარიტ სილურჯეს. შემდეგ, წლების შემდეგ რა თქმა უნდა,სკოლაში ყველაზე ჩუმის და მორიდებულის სახელი სულ არ ყოფილა ხელსაყრელი.თავადაც იცით, პატარა,ბოროტი ბავშვები,ამას როგორ იყენებენ.აღარ განვავრცობ.მაშინ ეს ტრაგედია იყო,ახლა კი დაძველებული შარფია სარდაფში. არა,ეს არავის ბრალი არ არის. მითუმეტეს ჩემი მეგობრების,რა სისულელეა.წარსულში ყველას რომ გაუმართლოს,მომავალი აღარ იარსებებდა,იქნებოდა მხოლოდ აწმყო და წარსული.აღარავინ იფიქრებდა ,,რა მოხდება“,ეს იქნებოდა უაზრო სიტყვები. მე როცა ბედნიერი ვიყავი, მომავალზე სულ არ ვფიქრობდი,არც მახსოვდა თუ არსებობდა.აი დეპრესიის დროს, როცა ჩემი რომელიმე ნაცნობი, ბო*ად და გიჟად მომიხსენიებდა,მაშინ კი ნამდვილად ვფიქრობდი,როდემდე გაგრძელდებოდა ეს გულისრევა.დაღლილობა მიმთოშავდა და არაფერზე ვფიქრობდი, გარდა მომავლისა“. ეს ბოლოა- პოლიციელმა მორიდებულად დაარღვია სიჩუმე- იმედია, ეს მაინც მოგვცემს რამეს. მაგრამ... თავი გააქნია და ორივეს მალულად შეაპარა თვალი - მაგრამ იქნებ ამანაც, ბევრი რამ მოგვცა?... მე არა. ჩემთვის რა უნდა ყოფილიყო. აი თქვენ... თქვენ მემგონი ბევრი რამ მიიღეთ. - თუ დანაშაულის გრძნობას უმიზნებ, კი, ჩვენ მისი ცხოვრება ცუდ ეტაპებად დავყავით, მაგრამ ეს არ აძლევდა უფლებას,ასე საჯაროდ მოეთხოვა პასუხი. ჩვენთან საუბარიც საკმარისი იყო. - და მოვუსმენდით ხო?- მეგის მეგობარმა, აღტკინებულს, საუბარი შეაწყვეტინა- არა,არ მოვუსმენდით. ამ დამპალ სამყაროში თვითგადარჩენის განცდა არსებობს. ეს გვამართლებს მარტო. ის გვამართლებს რომ გამორჩეულები არ ვართ. რამდენიმე წამიანი პაუზა. შემდეგ საუბრის გაგრძელება. და აი, პირველი სათაურიც. ,,ბოლო ნაბიჯი“( ავტორიც,რეჟისორიც,მთხრობელიც, სცენარის ავტორიც-თავად) ,, ეს ჩემი ბოლო პოსტია. არა, თავს არ ვიკლავ. რა მოსაწყენები ხართ. უბრალოდ მინდა ერთხელ მაინც განვიცადო, საკუთარი თავი. ერთი ადგილი მოვნახე. ქალაქგარეთ. მისამართს დავტოვებ, თუ გინდათ,თუ გამოგადგებათ. შერლოკ ჰოლმსობა ვისაც მოსწონს, ლუდს დავალევინებ, იქ საკმაოდ დიდი დრო მექნება, ბევრი რამის დასაწყობად. ალბათ,როცა ამ ნაწერებს წააწყდებიან, მე ჰამაკში ვნებივრობ და ჰემანგუეის ვფურცლავ. რა მაგარია. შემოდგომის სიცივე ფილტვებში მილამუნებს და უკნიდან მეხუტება. ბუნება ყველაფერია, რასაც ვთელავთ და გვერდს ვუქცევთ-ისაა ყველაფერი. გარკვეული პერიოდი ვიქნები აქ. მერე ალბათ ჩამოვალ. ალბათ არა-ჩამოვალ. და ვიცი, შეცდომები აღარ იქნება,შეცდომებმა თავიანთი თავი ამოწურეს. სულ რომ არაფერი, არსებობს კიდევ რამე შეცდომა,რომელიც არ დამიშვია? თქვენ ყველამ, უნდა გააკეთოთ ეს. შეცდომები დაუშვათ. ამის მერე უფრო იოლია, შენი *ირობა გაიაზრო და შეიმეცნო. მე მივდივარ ჩემი თავის შესასწავლად. ჩემს ბო*ობასთან შესაგუებლად. ჩემი სიგიჟის გასათავისებლად. მოსაწევად. ბუხრის წინ, დიდი სავარძელია, რომელზეც ძველი, მოქსოვილი ნაჭერი აფენია. მე ვისკის ვსვამ და გულიანად ვიცინი. თქვენ შერცხვით, თქვენ ყველა შერცხვით (!). მერე რა რომ, იმ მისამართს რომელსაც დავტოვებ, ყველა უგულებელყოფს. მერე რა რომ, მხოლოდ ამ დღეს გექნებათ სინდისის არსებობის განცდა. მერე რა რომ, არ გამიმართლა. სიბოროტის განცდა არ იღვრება, სიბოროტე არ მიქერცლავს გულს. ესაა მთავარი. ანგელოზი აღარ ვარ,მაგრამ არც ის მინდა უბედურება ვუსურვო ვინმეს. ჩემი ვაგინა გლოცავთ. შენი ცოლი მომიკითხე,ლაშა. ჩვენი წამიერი პაემანი, ყველა შოკოლადზე ტკბილი იყო“. << მისამართზე,რომელიც პოსტის ბოლოს ეწერა, არავინ მისულა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.