შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მოკვდები (თავი 14)


18-10-2016, 20:03
ავტორი სატი
ნანახია 1 607

საშინლად დაღლილები დაბრუნდნენ თბილისში,მშობლებისგან ჩხუბი, მასწავლებლებისგან... ზოგს ფულს აღარ აძლევდნენ დასჯის მიზნით, ზოგიც სახლში გამოკეტეს და მანქანა ჩამოართვეს. სკოლიდან ტონა სამეცადინო მისცეს და 1კვირა დაუმატეს სწავლის. ანისაც არა ნაკლებად მოხვდა ძმებისგან. როცა გამოიძინა, ანდრომ, ლაშამ და ნიკამ თერაპიაზე წაიყვანეს. სპორტზალში როგორც ყოველთვის დიტო დახვდა ის ტელეფონზე ლაპარაკობდა. ანის დანახვაზე გათიშა მივიდა და აკოცა.
-ეჰემ!(ლაშა)
-გამარჯობა-დიტომ ანის ხელი გადახვია-აბა რაო სანდრომ
-ჯერ არაფერი ეხა უნდა მოვიდეს
კაი მე გავალ ისედაც გამაგდებს მერე გნახავ
დიტომ აკოცა და გავიდა. სანდროც შემოვიდა და მიესალმა ოთხივეს.
-ესე იგი გამოკვლევები ისეთი იყო როგორსაც ველოდი, მდგომარეობა გართულებულია ნერვები უფრო დაზიანებულია. დატვირთვა არ შეილება და ცუდი არ იქნება თუ ცოტახანი ისევ ეტლით იმოძრავებს გარკვეული დრო.
-ჰააა? ეტლით? არ არსებობს ძლივს დავდივარ და ისევ ეტლით ვიარო? არა მორჩა მე არ ვარ თანახმა
-გაჩუმდი ორი წუთით. ესე სერიოზულად არის საქმე? მაგრამ როგორ გართულდა რამე არასწორად გავაკეთეთ?(ლაშა)
-ბათუმში წასვლის ბრალია?(ნიკა)
-ნახევრად მაგისიც მარა ანიმ არ მომისმინა როცა ვუთხარი რო გამოწერის მერე კიდე 2კვირა უნდა დარჩენილიყო საწოლში და ნელ ნელა ამ გადაღლამ სიარულმა და ალბათ ემოციური სტრესის ბრალიცაა ყველაფერი მალე შეიცვალა, მაგიტო დავუნიშნე ფსიქოლოგი. უკეთესი იქნება თუ ამჯერად ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის რომ ანი გამოჯანმრთელდეს რათქმაუნდა შეილება ერთი ორი ნაბიჯის გადადგმა კიბეებზე ასვლისას სკოლაში მარა მერე ისევ ეტლში.
-ეს რა ხუმრობაა?(ანი)
-ანი გაჩუმდი. წამლები?(ანდრო)
-გააგრძელეთ, ფსიქოლოგი დამამშვიდებელს და ანტიდეპრესანტებს გამოუწერს. კვება ჯანსაღი რათქმაუნდა ეხლა დაგვტოვეთ ცოტა თერაპიას გავავლევინებ და გავუშვებ.
-კაი. რამდენ ხანში მოვიდეთ(ლაშა)
-არა არა ცოტა ხანი გვინდა ძაან გარეთ დაელოდეთ(სანდრო)
ყველა გარეთ გავიდა.
-აბა დაჯექი და ვნახოთ. რეფლექსებს შევამოწმებ-თან ელაპარაკებოდა-როგორ გრძნობ თავს ამ ბოლო დროს? თავბრუსხვევები? მალე იღლები?
-არც ისე ხშირად მაქ თავბრუსხვევები, დაღლით სიარულზე არ ვიღლები მალე. უკეთესად ვარ
-ანი არ მომატყუო
-არ გატყუებ
-კაია.
-მე არ გატყუებთ ეხლა თქვენც მითხარით დიტოს რამდენი დარჩა
-1-2წელი სიგარეტით, 7-8სიგარეტის გარეშე და მკურნალობით ალბათ 10.
-სიგარეტს ანებებს თავს?
-იწყებს. გუშინ მითხრა
-კაია. ანუ კიდე დიდიხანი იცოცხლებს
-თუ რამე გართულება არ იქნება რათქმაუნდა
-მანდ მტკივა
-ხო. ფსიქოლოგი დაგელაპარაკება რაღაც კითხვებს დაგისვამს
-მან მელაპარაკოს მე არ დაველაპარაკები
-რატო
-არ მჭირდება ფსიხი არ ვარ და არც ემოციურად აშლილი
-ეგ ვინ თქვა უბრალოდ ოპერაციის მერე ყოველთვის მიყავთ ხოლმე ფსიქოლოგთან ისეთი როგორიც შენ გადაიტანე. ვინმესთან ლაპარაკი გჭირდება
-და ვინ თქვა რომ ჩემ ძმებს ვერ დაველაპარაკები
-ანი ჩვენ შენი დახმარება გვინდა შენ კიდე ჯიუტობ. მოდი ერთხელ დაგვიჯერე
-...
დიტო შემოვიდა.
-რა ჯიუტი შეყვარებული მყავს. მაინცდამაინც მე უნდა მოვიდე რომ რამე გააკეთო?-გაეცინა დიტოს
-ვაჰაჰაა სიგარეტს თავი დაანებე გირჩევნია
-მე სიგარეტს დავანებებ თავს და შენ ეტლით ივლი და ფსიქოლოგთან წახვალ
-და თან იმკურნალებ
-და თან ვიმკურნალებ. შენ დაუჯერე სანდროს
-და შენც
-მაწყობს
-მეც.
-თქვენ რა ერთად ხართ დიტო?(სანდრო)
-კი. როგორაა
-როგორ უნდა იყოს არ კვდება. არც არაფერი მოუვა თუ დამიჯერებს. ეხლავე მოვიტან ეტლს.
სანდრო ორი წუთით გავიდა.
-დამპირდი რომ მართლა იმკურნალებ(ანი)
-გპირდები ეხა შენც
-მე ვერ დაგპირდები იმედს გაგიცრუებ.
-რატო არ გინდა ვინმეს დაუჯერო იქნებ რამე კარგს ამბობენ
-ჯანდაბას.
-დღეს რა გეგმები გაქ?
-ფსიქოლოგი, მერე ანდროს, ლაშას და ნიკას ლექციები, მერე ეტლით აქეთ-იქით ძლივს სიარული და ბლა ბლა ბლააა
-გინდა გავიქცეთ? ნუ ფსიქოლოგის მერე
-რო კიდე მომკლან?
-არ მოგკლავენ პროსტა სახლში არ მიხვალ და მიწერ რო ჩემთან ერთად სეირნობ
-მაგას გაქცევა აღარ ქვია
-ქვია. წყნეთში მაგარი სახლი მაქ ტბასთან არის ზუსტად. ღამით დავრჩეთ იქ
-ანდრო მეტყვის უარს
-შენ კიდე დაელაპარაკე
-ვეცდები.
(ანდროსთან ლაპარაკი)
-არ არსებობს ეს არ განიხილება(ანდრო)
-რატო?
-იმიტომ იმას იქ რო რამე მოუვიდეს შენ მიხედავ? თან არ ვიცი იქ რას იზამ იქნებ ვაფშე დაიტვირთო იქ და რამე მოგივიდეს ის მოგხედავს? ორივე არ ხართ იმ მდგომარეობაში რომ ერთმანეთს მიხედოთ ისიც მკურნალობს და იმას უფრო სერიოზული დაავადება აქვს ანი.
-დიტო მკურნალობს და ისე ცუდად არაა.
-სიმსიმნე აქ ძალიან მიშვებული სტადია.
-გეხვეწები ხო იცი რო მაინც გავიქცევი თუ არ გამიშვებ
-არა თქო. გაიქცევი მიიღებ
-გთხოოოოოოოვ. მაგრა მიყვარს გევედრები
-ანი იქ თქვენ ერთ ოთახში იქნებით ეგ ზუსტად ვიცი და ჩვენ არ გვილაპარაკია იმ თემაზე და შენთვის ამაზე ლაპარაკიც კი ადრეა.
-ფუ ანდრო კაი რა. ვიცი რაც ხდება ბიოლოგია ნასწავლი მაქ და არაფერს არ ვაკეთებთ ვახ. უბრალოდ ერთ საწოლში ვიქნები
-აა!!! არ გამაგონო ეგეც კი. მოკეტე. ანი მაგით კიდე უფრო ვრწმუნდები რო არა
ანი ეტლიდან წამოდგა და უკნიდან მოეხვია ძმას.
-გევედრები რა ძაან გთხოვ გეფიცები არ დავიტვირთები და ყველა წამალს დავლევ. გთხოვ
-ანი, ავად ხარ სხვა რამე ვიგულისხმე. ვერ გაგიშვებ 24საათი გჭირდება მეთვალყურეობა. არ ხარ ადვილად მოსავლელი. 1-2წელი და რო გამოჯანმრთელდები სადაც გინდა იქ იარე.
-მერე ისედაც ვივლი შენ მეურვეობის ქვეშ აღარ ვიქნები
-იქნები პროსტა რასაც გინდა იმას გააკეთებ. და 1-2წლის მერე 19ის იქნები ბოთე.
-ანდრო გთხოოვ
-კარგი. ერთი დღე, როგორც კი რამე მოგივა ან შენ ან დიტოს ბრუნდებით და მირეკავთ მე. არ გეყო ბათუმში გულაობა?
-წყნეთი ახლოსაა მადლობააა!!!
-თბილად ჩაიცვი!! და ეტლში დროზე(ანდრო)
ანი ეტლში ჩაჯდა და გავიდა ოთახში. ლაშა და ნიკა შემოვიდნენ.
-რა უნდოდა
-დიტოსთან ერთად წყნეთში ასვლა(ნდრო)
-ანდრო მემგონი ზედმეტ თავისუფლებას აძლევ მემგონი ანის(ლაშა)
-ვეთანხმები მალე რაღაც არ ჩაიდინოს(ნიკა)
-არ ვაძლევ ზედმეტს. შეზღუდვით ვერაფერს მივაღწევ. მართლა ბუა ხო არ ვარ. მისმინე ნუ ნერვიულობთ არაფერი მოუვა. იცის რომ რამე არასწორი გააკეთოს მაგრა დავსჯი.
-რა ვიცი აბა(ლაშა)
-ვაიმე თუ არ გინდათ რო წავიდეს აი კარი და მიდი და ჩაკეტეთ თქვენც მაგის ძმები ხართ და ამოიღეთ ხმა. ლიკა! გამო რა ორი წუთი ხვალ ექიმთან რომელზე ჩაგწერე?
-2ზე!მეზარება (ლიკა)
-კაი მე შემოვდივარ.
***
დიტომ ანი წყნეთში აიყვანა. ანის ცოტა ტანსაცმელი ჰქონდა წამოღებული და არც ისეთი თბილები. სახლის კართან რო მივიდნენ დიტომ ხელში აიყვანა და ისე შეიყვანა შიგნით.
-რას აკეთებ დიტო შენი ცოლი ხო არ ვარ
-ვინ თქვა რო არ ხარ
-საიდან მოიტანე რო ვარ
-აი მე მინდა და ხარ
-დებილი ხარ
-შშ! ცოლო მიდი ეხა შენ დაეგდე სადმე და მე მოვამზადებ რამეს
-კაი ოღონდ დამსვი
-ოო ჩემო შტერუკა ეტლი დამრჩა გარეთ-დიტომ ეტლი შემოაგორა და ანი ჩასვა.
-რა კაი სახლი გაქ
სახლი ერთ სართულიანი იყო, რო გამოდიოდი ოდნავ ამაღლებული ადგილი იყო და ხის იატაკი იყო, აივნისნაირი რამ იყო ოღონდ პირველ სართულზე. გრძელი დიდი საქანელა იდგა 3-4კაცისთვის. ოდნავ მოშორებით მართლაც ულამაზესი ტბა იყო რათქმაუნდა დიდი არა მარა მაინც ტბა. სახლი სუ ხის იყო და ოდნავ ძველი რაც ანის მოსწონდა. სიწყნარე იყო, ცა მოღრუბლული იყო და წვიმას აპირებდა.
-ზუსტად ისეთი ამინდია მე რო მიყვარს მოღრუბლული წვიმას აპირებს(ანი)
-შენი ხასიათისნაირი-გაიცინა დიტომ
-ვეჰეე, შენი ხასიათისნაირი ცისარტ....აა?
-ანი აღარ იხუმრო. სუპს შეჭამ?
-ხო. აუ ყავა მომიდუღე რა
-კაი. გარეთ გინდა თუ სახლში?
-გარეთ ვჭამოთ რა.
-კაი. პატარა მაგიდას და პლედს გამოვიტან
-პატარა დამიძახე?
-პატარა მაგიდას მოვიტან თქო ბოთე. ისე პატარა კი ხარ-დიტომ ყველაფერი მოიტანა, ანი საქანელაზე გადაჯდა. დიტო გვერდით მიუჯდა. ორივემ ყავის სმა და ჭამა დაიწყეს.
-აუ მეზარება აღარ მინდა მეტი(დიტო)
-ჰა? ნწ ნწ ნწ მე მაძლევ მაგალითს რო არ ვჭამო? გააღე პირი ააა-ანიმ შემთხვევით საროჩკაზე შეაზილა სუპი. დიტომ მკვლელი სახით შეხედა
-მემგონი შენც მაგრა გშია-დიტომ ამოგანგლა სუპში. ანი წამოდგა და გაიქცა თან იცინოდა-და ვერ დაგეწევი ვითომ? ვაი შენს პატრონს რო დაგიჭირო!-დიტო გაეკიდა ანი დაეცა.
-ძაან გეტკინა?
-ვერ ვდგები
-მოდი დაგეხმარო
დიტომ ხელი გაუწოდა და ანიმ ისიც დააგდო მერე ისევ გაიქცა.
-მაინც დაგიჭერ!!-ისევ გაეკიდა და ამჯერად მოასწრო და ხელში აიყვანა-აჰაა ეხა ჩემი ხარ. რას კისრულობ რო გაგიშვა?
-აღარ ვირბენ მაგრა დავიღალე
-ისედაც არ ირბენ. წამო ეტლში ჩაგსვა-დიტომ სახლთან მიიყვანა და ეტლში ჩასვა. მერე პლედი მოახურა.
-ანი მაგრა მიყვარხარ
-ხო
-რა ხო შენ?
-მეც
-შენც რა
-მიყვარხარ
-არ მესმის
-მიყვარხარ!!
-არ მესმის თქო!!!
-დიტო მიყვარხააააააააააარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
-რა გაყვირებს დავყრუვდი-გაეცინა დიტოს
-დებილი ხარ და ქვა
-ეგ კიდე არ დაგავიწყდა?
-არა. აუ გავიყინე
-მოიცა.
დიტო შევიდა სახლში და მისი შავი სვიტრი გამოიტანა.
-ეს შენია დიტო
-ვიცი. ბათუმში გეცვა ჩაიცვი ეხაც
ანიმ გადაიცვა ზემოდან.
-აუ რა თბილია
-შენი იყოს
-აუ რა კაი სვიტრია აღარ დაგიბრუნებ
-არაუშავს. გიხდება ვაბშე.
-წამო ბუხარი დავანთოთ.
-მე შეშას მოვიტან შედი სახლში და მოვალ
ანი წამოდგა ეტლი სახლში შეიტანა და სავარძელზე დაჯდა ბუხრის წინ ტელეფონი აიღო და სკაიპში დაურეკა ანდროს თავისი მობილური ინტერნეტით.
-როგორ ხარ?
-კარგად ვარ. ძაან კაია აქ ეხა დიტო შეშას ჩეხავს და ბუხარს დაანთებს. აუ წვიმა წამოვიდა თან მაგარი მოიცა კარს დავხურავ-ანიმ კარი მიხურა. ისევ დაჯდა-როგორაა ლიკა
-ხვალ ექიმთან მიმყავს
-აუ ჩემ გარეშე არა რაა
-ხო არა. ვიცი. ორამდე ჩამო და შენც წამოდი
-აა მაგ დროს მემგონი თერაპია მაქ
-მაგას ვერ გააცდენ
-აუ... კაი ხო. მარა სქესს პირველი მე მეუბნებით
-აბა რა
-კაი წავედი რაღაც დიტო არ ჩანს დიდიხანი
-თუ ცუდადაა დარეკე მერე
-კაი.
-ეცადე ბევრი არ იმოძრაო
-კაი
ანიმ გათიშა, ეტლიდან წამოდგა და გარეთ გავიდა. დიტო უკან შეშას ჩეხავდა სდა სუ გალუმპულიყო.
-რას აკეთებ ანი შედი სახლში
-სუ დასველდი შემო შენც
-მოვრჩი შემოვდივარ ხო დროზე გადი გაცივდები
ანი შებრუნდა შიგნით დიტოც შევიდა შეშასთან ერთად ძალიან ბევრი ჰქონდა დაჩეხილი.
-ჯერ გამოიცვალე მერე დაანთე დიტო
-ავანთებ და გამოვიცვლი. ჩემი გოგო არ უნდა გაცივდეს.
დიტომ აანთო ბუხარი მერე გაიხადა ტანზე.
-კაი რა დიტო სხვა ოთახში გაიხადე
-რაა ჩემი ტანი გაწითლებს?
-დიტოო
-კაი ხო-დიტომ გამოიცვალა მაიკა. მერე შარვალი სხვა ოთახში და გამოვიდა ანისთან დაჯდა სავარძელში და მანაც პლედი გადაიფარა და ტელევიზორი ჩართეს. ფილმის ყურება დაიწყეს თან ლაპარაკობდნენ.
-ორი წუთი გარეთ გავალ
-კაი ეტლით რა
-აუ კაი ორი წუთი კიო ექიმმა
-ექიმი მამაჩემია და ვიცი რა თქვა
-დიტო.
-კაი
ანიმ დუხი და პლედი აიღო და გავიდა სახლის უკან. სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა მერე მოწევა დაიწყო. რო დაამთავრა დუხი შეისხა და გაბრუნდა შიგნით. ისევ ჩამოჯდა.
-მომიყევი რა წესიერად არ მჯერა რო მარტო ორი შეყვარებული მყავდა
-ნუ 1-2კვირიანები მყავდა მარტო ყველაზე დიდიხანი ვინც მყავდა 2იყვნენ. შენ ალექსი, რატი და ლაზარე როდის მოასწარი
-რატი მეცხრეში, 10ში ლაზარე, მეთერთმეტეში კი ალექსი. აუ რომელი საათია
-არ ვიცი-დიტოს დაახველა და სახეზე სუ გაწითლდა ოფლი ჩამოსდიოდა სახეზე
-გაცივდი?-ანიმ შუბლზე დაადო ხელი-სიცხე გაქ
-ოო მოიცა რა
-გაგიჟდი? მოიცა თერმომეტრს ავიღებ
-თერმომეტრით დადიხარ ყველგან?(დიტო)
-სამედიცინო ჩანთას მატანს ყველგან ანდრო ტვინი მიაქ. თერმომეტრით და მილიონი წამლის ჩათვლით-ანიმ თერმომეტერი ჩაუდო დიტოს
-აუ ანი მომაშორე რეებს აკეთებ ტო!
-ნუ იქცევი ბავშვივით. კაია ხო მე რო ნერვებს მიშლიდი? ეხა ჩემი ჯერია. დაეგდე. სიცხე გაქ-ამოიღო-37,8. მოიცა გავიხსენო რა ჯანდაბა უნდა დაგალევინო
-არაფერიც არ უნდა დამალევინო-დიტომ ხელი მოხვია ანის და სავარძელზე დააგდო-არ გაგიშვებ
-კაი რა დიტო ეხა მეც გადამდებ
-არ წახვიდე
-დიტოო
ანიმ ადგომა სცადა მარა დიტომ მოუღუტუნა და ისევ სავარძელზე დაბრუნდა.
-კაი დიტო გთხოოვ თორე მამაშენს დავურეკავ და ვეტყვი რო წამლებს არ სვამ
დიტომ ტელეფონი აიღო.
-ეხა ვეღარ
ანიმ ძლივს მოიშორა დიტო და ჩანთიდან წამალი ამოიღო და დაალევინა.
-მორჩა. ძლივს. ეხა დამასვენე.(ანი)
-ესე გღლი ჩემო ცხოვრება?(დიტო)
-ნწ.
-ჩემი ხარ(დიტო)
-არა
-კი ჩემი საკუთრება ხარ და არავისი.
-არა თქო
-აი ჩემი ცოლი რო გახდები ხელს მოგაწერინებ კონტრაქტზე რო ხარ ჩემი საკუთრება და ვსო.
-და მე რო არ მოვაწერო?
-მოაწერ
-საიდან იცი
-ვიცი.
-კაი გეყო. ნამცხვარს მოგიტან და ჩაის
-მე უნდა ვზრუნავდე ეხა წესით შენზე. ანი არაფერი არ მინდა-დიტო წამოდგა და ანის ხელი კრა ისე რო დაწვა-მე კარგად ვარ
-დიტო ნუ ჯიუტობ... იქნებ რაღაც კარგს გეუბნები-გაეღიმა ანის
-აი ესე არ გინდა ჩემო ანი. კარგად ვარ.
-არ ხარ
დიტო ისევ სავარძელზე დაჯდა, ანიმ ნამცხვარი და ჩაი მიუტანა მერე კი დაღლილს ჩაეძინა სავარძელზე. დიტომ აიყვანა ხელში და ოთახში დააწვინა. თვითონ სავარძელში დაიძინა. დილას ანის უკვე მანქანაში გაეღვიძა დიტოს თბილისში მიყავდა. უკვე სახლთან ახლოს იყვნენ.
-რატო არ გამაღვიძე
-ვცადე. დამამშვიდებლის მერე ისე ღრმად გძინავს რო ვერ გაღვიძებ-გაეცინა დიტოს
-გუშინ არ დამილევია
-დალიე. მე დაგალევინე რო არ დაგვიწყებოდა.
-სიცხე გაქ?
-არა
-დიტო. იცოდე თერაპიაზე როგორც კი მივალთ სანდროს ვეტყვი ყველაფერს
-მეც ვეტყვი რო დადიოდი
-კარგი არ ვიტყვი
-არც მე. თერაპიაზე თუ სახლში
-რომელი საათია
-1.
-აა ჯერ სახლში
-ისა.. ჩემებმა წაიღეს ტვინი... ანი მოიყვანე... ვახშამზეო, მამამისიანად და ძმებიანადო. მე ვუთხარი ვერ დაეტევიან იმდენი არიან თქო მარა წამოიყვანეო ტვინი წაიღეს. მოხვალ? თუ არა პრობლემა არაა
-რათქმაუნდა. რამე კაბა უნდა მეცვას თუ?
-როგორც გინდა ისე ჩაიცვი. სუ , მთავარია ბ***ვით არ იყო და. მოვედით. მიდი მიყვარხარ
-მეც
ანიმ აკოცა და გადავიდა. დიტომ ეტლი და ბარგი აატანინა ანის. მერე წავიდა. შევიდა სამზარეულოში. იქ ლაშა და ნიკა დახვდა.
-ანდრო და ლიკა?
-კარგი პოლიციელები არ არიან დღეს. ექიმთან მიდიან და მერე მშობლებთან წყნეთში ლიკასი.(ნიკა)
-ჯანდაბა(ანი)
-აჰა.(ლაშა)
-მე ოთახში ვიქნები(ანი)
-კაი დრო გაატარე?(ლაშა)
-და ეხა რას გულისხმობ(ანი)
-ლაშა გაჩუმდი(ნიკა)
-გაერთე?(ლაშა)
-ლაშა ენა ხო არ გაქ ძირში მოსაჭრელი.(ანი)
-შენ? ამდენი ხანია გაკვირდები და ანდროს შენ ჭკუაზე ატარებ. მაგრა გაგივიდა შენ თავს ხო იცი. რა შეყვარებული აგიტყდა 17წლის ასაკში? ანი მაგრა გამიცრუე იმედები პროსტა. შენზე ვფიქრობდი კაკრას რო მეთქი ეს ოჯახში ყველაზე კაი ტიპი დადგა რომელსაც ცხოვრება არ ენგრევა თქო
-მე არ მენგრევა ცხოვრება? იცი ბანალურ ტექსტებს არ დავიწყებ მარა დაფიქრდი აბა. შეყვარებული რომელსაც კიბო აქ, 2წელია ეტლში ვზივარ, ეხლა აღმოვაჩინე რო მამამ მყავს ვაბშე და ძმა, და კიდე რო დედაჩემს ფეხზე ვკიდივარ ვაფშე. ძმა კი ნარკომანობას მაბრალებს და მეუბნება რომ იმედი გაუცრუვდა ჩემზე რა ჯანდაბა გინდა მართლა მონაზონი ხო არ გავხდები?!
-ვაუ. ტექსტები მაგარი გაქვთ ორივეს. ბანალურებოო. არ გინდათ რა ეს ჩხუბი(ნიკა)
-დედა შ**** მაინც არაფერი არ გესმის!-ლაშა გაბრაზებული გავიდა ოთახში იმხელაზე მიაჯახუნა კარი რო ანდროც კი ვერ იზამდა ამას
-ანი მიდი დაელაპარაკე
-რა დაველაპარაკო ნიკა გაბრაზებულია ჩემზე სასტიკად
-მეც ვარ
-აუ კაი რა ნიკაა. ნიკ ხო იცი არა რო არც ნარკომანკა არა ვარ და არც რამე ეგეთი.
-ვიცი. მიდი დაელაპარაკე და იქნებ რამე მოახერხო.
-რა ვუთხრა
-რო ბოდიშს უხდი
-კაი
ანი გავიდა ლაშას ოთახში. ის აივანზე იდგა და ეწეოდა. ანი ადგა ეტლიდან და ლაშასთან მივიდა.
-რას აკეთებ ტო. დაჯექი
-ლაშ. ლაშაა მაპატიე რა-ანი უკნიდან შემოეხვია ძმას
-ეხა ძალიან გთხოვ არ გინდა რაა-ისევ ისეთივე ცივი ხმით უპასუხა დას
-ლაშაა, კაი რა მიდი რა მაპატიე. ლაშააა
-ანი გაცივდები
-აუ ხო იცი რო სიმართლე არაფერი არაა. ეხა შენ ეჭვიანობ ანდროზე? რო ძაან დავახლოვდით? პროსტა იმიტო რო გამიგო. შენ ადრე ისეთ ყურადღებას არ მაქცევდი და თან ისე ახლოსაც არ ვიყავით.
-კაი. გაპატიე-ლაშაც შემობრუნდა და ჩაეხუტა.
-მართლა?
-ხო. რაღაც ჩვენი ბრალიცაა ეტყობა რამე მოგაკელით სუ წამლებზე ვლაპარაკობდით და გამოჯანმრთელებაზზე ეტყობა სხვა თემებზეც უნდა გვესაუბრა.
-ხო. დღეს დიტოს მშობლები ვახშამზე გვპატიჟებენ
-რა პონტში
-ჩვენ ხო ერთად ვართ თქვენი ახლოს გაცნობა უნდა დიტოს დედას
-რა დროს გაცნობაა ჯერ
-პირველი გოგო ვარ ვინც დიტოს შეუყვარდა სანდროს ხო ისედაც იცნობთ.
-კაი ხო. ბაზარი არაა, რამე ისეთი ჩავიცვათ?
-არა კაცო. პროსტა ძაან ბომჟურად არ ჩაიცვათ
-როდის ჩამიცვია ანუშკი ბომჟურად ერთი-გაეცინა ლაშას
-კაი გავედი მე-ანი გავიდა
-ეტლი!
ეტლში ჩაჯდა და ოთახში გავიდა. მერე გამოიცვალა ეტლიდან ადგა და პირდაპირ თერაპიაზე წავიდა. სპორტზალში არ დახვდა ამჯერად დიტო. სანდროც ცოტახანში შემოვიდა.
-სად არის ეტლი ანი?
-დამრჩა
-რათქმაუნდა. დავიწყოთ?
-აჰამ.
-დიტომ გითხრა რო დღეს მოხვიდე
-კი
-პრობლემა ხო არაა?
-არა არანაირად.
-კარგია, დიტოს დიდად არ სცემს პატივს დედამისს არ
-აარაა საჭირო რაიმე ამიხსნა სანდრო არაუშავს.-გაიღიმა ანიმ
-ნინო კაი ქალია
-ეჭვი არ მეპარება
თერაპიიდან ანიმ საღამოს სახლში ასვლისთანავე გამოიცვალა და მოემზადა. ნიკოლოზისთვის დარეკილი ჰქონდათ უკვე. დათი სამწუხაროდ ვერ ჩამოვიდა ჯერ კიდე ბათუმში იყო. ლიკაც მიყვებოდა მათ.
-ანდრიუშაა! ბავშვის სქესი???
-რა გოგოო?!!(ანდრო)
-ბავშვის სქესი თქო!! გამო რა ამ ოთახში!!!
ანდრო შემოვიდა.
-რა გინდა
-ბავშვი
-გააფრინე?
-აუ ბავშვის სქესი თქო
-ა შენი აზრით?-გამომწვევად გაიღიმა
-არ ვიცი.
-ბოთე მყავხარ. ერთის მაგივრად ორიო. ხოდა ერთი ბიჭი ერთი გოგო.
-ეეეე რა მაგარიააა
-და ეს ყველაფერი არაა, სამსახურში დამაწინაურეს თვეში 4000ლარი მექნება ხელფასი
-ეეეე ეგეც რა მაგარია გილოცავ
-ხო. მადლობა ან. მზად ვართ წავედით?
-ხო.
-რა ლამაზი ხარ?
-შეილება ეტლით არ წამოვიდე?
-კაი ჯანდაბას
ანი ადგა ეტლიდან და წავიდნენ დიტოსთან. ანის კაბა ეცვა მუხლებამდე მოშვებული, ცისფერი. ზემოდან შავი ტყავის კურტკა და კეტები. უცნაურად გამოიყურებოდა ცოტათი მაკიაჟით მაგრამ მაინც ლამაზად. დიტო გამოწყობილი იყო შარვალ-კოსტუმში. ანის სიცილი აუვარდა მის დანახვაზე. მერე ჩამოჯდნენ სანდრო და ნიკოლოზი ორი საათი ღვინოზე შამპანურზე და ესეთ რაღაცეებზე ლაპარაკობდნენ. დიტო ანდროსთან და ლაშასთან ლაპარაკობდა. ნიკა და ანი კი გაიპარნენ სახლიდან და ეზოში მოსაწევად გავიდნენ. ორივემ მოუკიდა და მოწევა დაიწყეს.
-დუხი ხო აქ გაქ მერე არ მიგიხვდეს ანდრო
-აქ მაქ. მადლობა ნიკუშ.
-ნიკუშო როდიდან მეძახი ნიკუშას
-ანდროც ეგრე გეძახდა ხოლმე
-კი ან 11ის რო ვიყავი
-ოო მოიცა რა
-კაი ტიპი კია ეს დიტო მარა რატო გვაცნობენ დედამისს ცოლად მოყავხარ?
-საიდან მოიტანე რა დროს ჩემი ცოლობაა.
-რავი აბა დიდი იმედი მაქ არაა
-ხო. შენ რას შვები იმ შენ ნინოზე
-რავი მევასება კაი გოგოა მარა ჯერ არ ვარ იმ ასაკში რო ცოლად მოვიყვანო. 19წლის ღლაპი ვარ. მეყვარება 23 ან 22წლამდე და მოვიყვან და თუ არადა ჯანდაბაშიც წასული 3-4წელი თუ ვერ მოიცდის ჩემ გამო
-ვაუ ყოჩაღ. მე კიდე სუ მაინტერესებდა რომელი მოიყვანა პირველი ცოლს. მე და ანდრო შენზე ვდებდით ფსონს და ლიკა ლაშაზე.
-დაჟე? ლაშა მოიყვანს რათქმაუნდა ჩემზე დიდია
-ალბათ.
ამ დროს ნიკას ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა.
,,ბავშვებო მე ჩამოვედი, დამხვდებით სახლში?’’
ნიკა გაქვავდა და ანის გახედა.
-რა?... ნიკა დროზე ამოღერღე
-დედა შ**** ჩამოდის. დედა ჩამოდის



№1  offline მოდერი სატი

შემეშალა მეთხუთმეტე თავია ეს ბოდიშს გიხდით შეცდომისთვის :(
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent