გრძნობების მელოდია (სრულად)
ალისფრად აღუებული ფოთლებით მოფენილ პარკში დასეირნობდა და ოდნავ სუსხსშეპარულ საღამოს ჰაერს ხარბად ისუნქავდა. ბავშვობიდან ყველა სეზონი ერთნაირად უყვარს , წელიწადის ყველა დროს თავისებური აღტაცებით ელოდება ხოლმე. ახლაც უკვე მერამდენედ თვალებაკიაფებული ათვარიელებს ცეცხლისფერ არემარეს, სხეულში დავლილ, საყვარელი მელოდიის მოსმენით გამოწვეულ სიამოვნების მეტასტაზებს მთელი არსებით შეიგრძნობს და მხოლოდ თავისთვის შექმნილ ზღაპრულ სამყაროში დაეხეტება. მოულოდნელად მთელ მყუდროებას ჯიბეში აჟრიალებული ტელეფონის ურღვევს, ფრუტუნით იხსნის ყურსასმენებს და ნაცნობი ნომრის დანახვისას ზარს ღიმილით პასუხობს. -გისმენ ლიდა. -ესმა.....-ესმის საცოდავი ხმით გაწელილად წარმოთქმული თავისი სახელი. -ახლა რაღა გჭირს ადამიანო?-მისი ხმის გაგონებაზე შეიცხადა შეშინებულმა. -ლუკა დამიტოვა ჩემმა დამ , ბატუტზე ვხტუნავდით და გადმოვვარდი-ამოიკრუსუნა ლიდამ. -ვაიმე...-წამოიძახა შეშინებულმა ესმამ-სერიოზულად დაშავდი? რამე ხომ არ მოიტეხე? -არა ესმუ,უბრალოდ მუხლები მაქვს სულ გადაყვლეფილი და დღეს ........ -კარგი, კარგი ..ოღონდ შენ იყავი კარგად და ნუ მოხვალ კლუბში..ისე ასეთი ხიფათა როგორ ხარ ადამიანო, ნუ გამაგიჟე, ამხელა გოგოს ან ბატუტზე რა გინდოდა ,ან როგორ გადმოვარდი?-უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები. -ხომ იცი რა ჯიუტია ლუკა, აიჩემა ერთად ვითამაშოთო და ....-თავი იმართლა ლიდამ. -დააბრალა ახლა იმ თითისტოლა ბავშვს თავისი დაბდურობა-გულიანად გაეცინა მეგობრის ნათქვამზე ესმას-კარგი, შინ იყავი, კლუბში შენს საქმეს მე შევითავსებ დღეს , იქედან რომ წამოვალ გამოგივლი-მიაყარა უცებ ,ტელეფონი გაუთიშა და თავისი კორპუსისკენ აიღო გეზი. ლიდა ანტონოვას უკვე ცხრა წელია იცნობს, მეათე კლასში იყო,ახალი მოსწავლე,ნახევრად რუსი გოგონა, რომ მოუსვეს მერხზე გვერდით და მას შემდეგ მეგობრობენ. ერთი წლის წინ ლიდა სხვისი დანაშაულის გამო გამოუშვეს სამსახურიდან და ესმემ გადაწყვიტა მეგობარი დროებით თავის კლუბში დაესაქმებინა. ისე მოეწონა ქალბატონს პერსონალის ზედამხედველის თანამდებობა,რომ სხვა სამსახურის ძებნაც აღარ დაუწყია და ასე შემორჩა იქ. ესმამ კლუბის კარი რომ შეაღო, უკვე ცხრა საათი სრულდებოდა .ჯერ ბევრი ხალხი არ იყო მოსული. სწრაფად აირბინა კაბინეტში,ჩანთა იქ დატოვა და დარბაზში მოფუსფუსე თანამშრომლებს შეუერთდა. -ლევან აბა რა ხდება? რაიმე ხომ არ გჭირდებათ? -ღიმილით ჰკითხა ბარმენს. -არაფერი ბოსს, ლიდა არ იქნება დღეს? -მაშინვე ანტონოვა მოიკითხა ბიჭმა. -ვაიმე ლევან, მაგ გოგო ჭკუიდან გადამიყვანს, ბატუტიდან ჩამოვარდა და მუხლები აქვს ნატკენი. -ბატუტზე რა უნდოდა? - სიცილი ვერ შეიკავა ლევანმა,თუმცა მის ხმაშინ აშკარად შეინიშნებოდა დაუფარავი მღელვარება. -დიშვილს ეთამაშებოდა- კისკისით აიჩეჩა მხრები ესმამ და ბარის მაგიდაზე ფრჩხილები ააკაკუნა. -ესმა...სერიოზულად ხომ არ დაშავდა? - მაინც ვერ მოითმინა და იკითხა ბიჭმა ესმეს უნებლიედ გაეღიმა. -არა ლეო, რამე სერიოზული რომ იყოს ახლა მე აქ ვიქნებოდი და ასე მშვიდად მოგიყვებოდი მისი მარცხის შესახებ?- ეცადა დაემშვიდებინა . მთელი საღამო გადარბენაზე იყო, ყველაფერს ისიც დაემატა,რომ სწორედ იმ საღამოს მეორე ბარმენიც ვერ მოვიდა და თავად მოუწია , ლევანის გვერდით ამოდგომოდა. მისი მითითებებით უვსებდა კლიენტებს ჭიქებს და მომხიბლავად უღიმოდა. -გოგონა მარგალიტის საყურით ....-მუსიკის ხმაურში ყური მოჰკრა ვიღაცის ხმამაღლა ნათქვამ სიტყვებს,თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. ორ წუთში კი ბარის მეორე მხრიდან ვიღაც მაღალი ,ახალგაზრდა მამაკაცი მოკალათდა მაღალ სკამზე. -რას შეუკვეთავთ? -ღიმილით ჰკითხა ესმამ. -გოგონას მარგალიტის საყურით- ისეთმა საყვარელმა სიცილმა გაანათა ოდნავ ნაცნობი სახე, რომ თავადაც გაეღიმა. -მსგავსი კოქტეილი მენიუში არ გვაქვს, ჯერ-ჯერობით მაინც- მხრები აიჩეჩა და მიმტანს სასმლით სავსე ჭიქები დაუწყო სინზე. -არა,არასწორად გაიგე, გოგონა მარგალიტის საყურით შენ ხარ და მე შენი გაცნობა მინდა.. ახალი ხარ აქ?-ჰკითხა ჭინკებათამაშებული თვალებით. ესმამ სიცილით მოისვა ყურზე ხელი და ახლაღა გაახსენდა,რომ წამოსვლისას დედის ნაჩუქარი მარგალისტის თვლიანი ვერცხლის საყურე გაიკეთა. -არ ვარ ახალი, მხოლოდ დღეს ვარ აქ ,ბარმენის დამხმარედ-დააკმაყოფილა მისი ცნობისმოყვარეობა. -ცუდი ძალიან...ვიფიქრე ისევ ვნახავთქო... - მე აქ ახალი არ ვარ და ბართან არ ვდგავარ ,თორემ ისე აქ ვმუშაობ-უთხრა და ტეკილა და ლიმონის ნაჭერი დაუდო წინ. ბიჭმა გაოცებული მზერით გადახედა მომღიმარ ესმას-ახლა არ მითხრა,რომ ამის შეკვეთას არ აპირებდი... კლუბი გპატიჯებს დღეს სასმელზე- უთხრა და ახლადგამზადებული მომდევნო შეკვეთა მიაწოდა მიმტანს. -საიდან იცი რას ვსვამ ხოლმე?- გაოცებას ვერ მალავდა ახალგაზრდა. -გითხარი აქ ვმუშაობთქო, დიდი ხანია თან და შემჩნეული მაქვს ხოლმე რას უკვეთავთ შენ და შენი მეგობრები. -ანუ მაკვირდებოდი აქამდე?- ეშმაკურად ჩაიცინა. - თქვენ ბარის დიდი ხნის კლიენტები ხართ ,ჩემდა უნებურად მამახსოვრდება ხოლმე ვინ რას უკვეთავს ასეთ შემთხვევაში-კოვზი ნაცარში ჩაუგდო ესმამ. -და შენ რა გევალება აქ?-თემა სწრაფად შეცვალა ბიჭმა. -მე....მე სამზარეულოს ვაკონტროლებ, პროდუქტების ვარგისიანობას, სანიტარიულ წესებს და ა.შ.-გახუმრება გადაწყვიტა გოგონამ. -ძალიან კარგი... ისე საიდუმლოდ გკითხავ რაღაცას , შეიძლება?- მოულოდნელად მისკენ ოდნავ გადაიხარა და დაბალ ხმაზე ჩაეკითხა. -გისმენ აბა... - ამ ბარის მფლობელი ქალია ხომ? -უფრო გოგო ეთქმის, 24 წლისაა სულ - სიცილით უპასუხა ესმამ. -გავიგე საშინლად წუნკალი და ანჩხლი ვიღაც ყოფილა და როგორც უფროსი როგორია? -ესმას თვალები საცრისოდენა გაუხდა , საიდან მოიტანა ამ ბიჭმა ,რომ ჯანხოთელების ერთადერთი ქალიშვილი წუნკალია და ანჩხლი?! -ეგ საიდან მოიტანე? სულაც არაა ანჩხლი-უცებ დაიცვა საკუთარი თავი. -ესეიგი ჩემი მეგობარ ნერსეს გაუცვნია, მოსწონებია და ჰოპ ერთი ხელის მოსმით ,,დაუკერია“ ეგ თქვენი უფროსი.. ცოტა ხანს იყვნენ ერთად , ლამაზი კი ყოფილა,მაგრამ ისეთი საშინელი ხასიათი აღმოაჩნდა თურმე ამ გოგოს, მალევე მიუტოვებია ჩემს მეგობარს- ჩამოუკაკლა უცებ. -რაო??- სულ მთლად დააღებინა პირი მოსმენილმა ჯანხოთელს. -ჰოდა მოკლედ მაგიტომ გკითხე,თანამშრომლებთანაც ასეთი აუტანელიათქო? -არ არის აუტანელი რა სისულელეა-წამოიძახა იმ ფაქტით გაცოფებულმა,რომ ვიღაც ნერსე რაღაც უაზრო ჭორებს უვრცელებდა,მაშინ როცა შეყვარებული არასოდეს ყოლია,პაემანზეც კი არასდროს ყოფილა,სულ სწავლაზე ,ოჯახზე და მეგობრებზე იყო გადაყოლილი - ჩვენ....ჩვენ ვმეგობრობთ , ძალიან კარგი გოგოა- მიახალა ნერვებმოშლილმა- ალბათ მაგ შენი მეგობარი იყო თვითონ აუტანელი და მაგიტომ არ აეწყოთ ურთიერთობა-ნიშნისმოგებით აწკიპა წარბები. -ვინ ტო..ჩვენი ნერსე? ყველაზე ჯიგარი ხასიათი აქვს,მიუხედავად იმისა,რომ სვანია- ბოლო სიტყვებზრ თავადვე გაეცინა-ჰო მართლა მე მათე ლაბაძე ვარ, შენ რა გქვია? - ლაპარაკში გართულს ახლაღა გაახსენდა,რომ ერთმანეთის სახელები არ იცოდნენ. -მე.. ესმა ჯანხოთელი-უპასუხა და მის გამოწვდილ ხელში მოაქცია თავისი ნატიფი თითები. -რაღაცნაირად გრაციოზულად ჟღერს-გაეღიმა მათეს-პირველად ვნახე ადამიანს ასე უხდებოდეს თავისი სახელი და გვარი. -მადლობა. სხვათაშორის სახელი მათე ბავშვობიდან მომწონს. -ძალიან კარგი , ახლა წავალ აღარ მოგაცდენ, მადლობა სასმლისთვის, გადამეხადოს-სწრაფად წამოდგა სკამიდან. -კარგი მათე, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. -ჩემთვისას ესმა, იმედი მაქვს დავმეგობრდებით. -მეც...ისე მერე ის მეგობარი გამაცანი ,ჩემი უფროსი რომ დაიწუნა-უთხრა სიცილით. -აუცილებლად-უპასუხა ლაბაძემ და მეგობრების მაგიდისკენ დაიძრა. -ანჩხლიო და წუნკალიო ხომ? -გაბრაზებულმა მოკუმა ტუჩები. უკვე ორი სრულდებოდა,ლევანს ბარის გასაღები რომ დაუტოვა და თვითონ სახლში წავიდა. კი დაპირდა ლიდას მოგაკითხავო, მაგრამ უკვე გვიანი იყო, თვითონაც ძალიან დაიღალა და ამიტომ ყველაფერს თავისი კომფორტული საწოლი ამჯობინა. მეორე დღეს დილიდან ლიდასთან იყო, ანტონოვას მუხლებიც აღარ ეწვოდა გუშინდელივით, ამიტომ საღამოს სამსახურში წასვლა გადაწყვიტა,მანამდე კი ესმამ მოასწრო და წინა საღამოს ამბავი მოუყვა.. ბარში ერთად შევიდნენ. ლევანს ანტონოვას დანახვაზე უცნაური სხივი გაუკრთა თვალებში, მერე მისი გადახვეული ხელ-ფეხის დანახვაზე თავი უკმაყოფილოდ გააქნია და დახლთან მოსულ გოგონებს ხელის აწევით მიესალმა. -ხიფათას სალამი- გაუცინა ლიდას. -მიგიხიფათებ ახლა მაგ სიფათს -ტრადიციულად შეუღრინა ლიდამ. -გოგო წესიერად შენ! სულ ნუ გაგივიდა თავს !-ხმას აუწია გაბრაზებულმა. -კარგი..კარგი გეყოთ ახლა, ლიდა წამოდი ჩემთან კაბინეტში-სულ ჯუჯღუნით წაიყვანა ლიდამ მეგობარი, როცა ბარმენის გაბრაზებულ სახეს შეხედა. -რას ერჩი ლიდა მაგ ბიჭს?- უსაყვედურა ოთახში შესვლისთანავე ჯანხოთელმა. -არ მოვწონვარ და იმას!-ცხვირი აიბზუა ანტონოვამ. -ვერ გავიგე.....-წარბაწევით დახედა სკამზე მოკალათებულ მეგობარს. -კარგი რა ესმ.. გადასარევად გაიგე... -მოიცა ლეო მოგწონს?- გაეცინა ესმას-არ არსებობს. -ვაი რომ არსებობს-საყვარლად მოჭყანა სახე რუს-ქართველა ლამაზმანმა. -იქნებ და იმასაც მოწონხარ.. -ოოო ესმა კარგი რა, მასეთ შტერს ვგავარ ,რომვერ მივხვდე ბიჭს მოვწონვარ თუ არა? იცოდე აღარ ვახსენოთ ეგ თემა, აქ მორჩეს გაიგე? -კარგი ჰო,კარგი -თავადაც სავარძელში მოკალათდა და სანამ ბარი კლიენტებით არ გაივსო , კაბინეტიდან არცერთი არ გასულა. -ლიდა აი მათე მოვიდა მეგობრებთან ერთად-მიუთითა კარში იმწუთას შემოსულ ახალგაზრდებზე. -ვაიმე ამდენმა სიმპაწიაგა ბიჭმა ერთ სამეგობროში როგორ მოიყარა თავი?- შეიცხადა ლიდამ-ისე ნეტა შენი ყოფილი სატრფო რომელია?-სიცილით ჰკითხა ესმას. -არ ვიცი,მაგრამ მათე დამპირდა გაგაცნობო. -ჰოდა აი მოდის შენი მათე. -გეშლება ლიდუს, ჩემი ნერსე ყოფილა- აკისკისდა ესმა და მათკენ წამოსულ ლაბაძეს ღიმილით შეეგება. -გოგონავ მარგალიტის საყურით ,როგორ ხარ? - მხიარულად მოიკითხა ბიჭმა. -კარგად, შენ ? -მეც კარგად, ამ ლამაზ გოგოს არ გამაცნობ?-ლიდას გადახედა ლაბაძემ. -ლიდა ანტონოვა- გაცნობის ინიციატივა თავად გოგონამ აიღო საკუთარ თავზე და ხელი გაუწოდა. -თქვენი მონა-მორჩილი მათე ლაბაძე- ხელის ჩამორთმევის მაგივრად ნაზად ეამბორა ხელზე. იმ საღამოს შემდეგაც ხშირად ნახულობდა მათეს, ერთხელაც ბიჭმა თავიანთ მაგიდასთან მიიპატიჟა და მეგობრებიც გააცნო. ყურადღებით ისმენდა ყველას სახელს, თუმცა ნერსე მარგველანი მის ახალ ნაცნობებში არ აღმოჩნდა. ბოლოს ვერ მოითმინა და მათეს ჩუმად ჰკითხა, ჩემი ანჩხლი უფროსის ყოფილი გულის სწორი არ არის აქო? ლაბაძემ რათქმაუნდა ამაზე გულიანი სიცილი ატეხა. -არა ნერსე ბათუმშია საქმეზე-უპასუხა ბოლოს. სულ რამოდენიმე დღეში ისე კარგად გაუგო და შეიყვარა ახალი სამეგობრო,რომ ეგონა უკვე საუკუნის წინანდელი მეგობრობა აკავშირებდათ. ხშირად უერთდებოდა მათ საზოგადოებას და არაჩვეულებრივ საღამოებს ატარებდა. სულ შვიდნი იყვნენ -მათე, რომლის წყალობითაც მათი გაცნობის პატივი ხვდა წილად, მათეს ბიძაშვილი ელენე ,რომელიც მათ შორის ყველაზე ხალისიანი და უშუალო აღმოჩნდა ,კიდევ მარიამი , ლადო ,სოფიო და თამარი, რომელიც ,როგორც შემდეგ დაადგინა თავისი ,,სატრფოს“ და იყო და ჰყავდა არაჩვეულებრივი ქმარი დემეტრე. ერთ საღამოს ბარში მისვლა ვერ მოახერხა, საშინლად იყო გაციებული და მთელი დღის მანძილზე იწვა. ძილ-ბურანიდან მობილურის ხმამ გამოიყვანა. ზლაზვნით გადასწვდა ამღერებულ აპარატს და არც დაუხედავს,ისე უპასუხა. -გისმენთ. -ჰეი, გოგონავ მარგალიტის საყურით, რა ხმა გაქვს? -გაისმა ლაბაძის მხიარული ხმა -გავცივდი მათე- ამოიხრიალა ხმაწასულმა ღიმილით. -ამ სიცივეში რომ ერთი თხელი ქურთუკის ამარა დადიხარ, მაგის ბრალია ეგ...ეჰ.. არადა ვიფიქრე ნერსეა ჩამოსული და გავაცნობთქო, შენი ბოსსის ორი მსხვერპლი კარგად გაუგებდით ერთმანეთს. -ჩემი უფროსი ძალიან კარგი გოგოა და არც არავინაა მისი მსხვერპლი- დააღჭიალა კბილები გაბრაზებულმა და მაშინვე იგრძნო ,როგორ დაუარა თავში მწვავე ტკივილმა. -კარგი ჰო კარგი. გამჯანმრთელებას გისურვებ და მალე დაგვირუნდი- ღიმილნარევი ხმით უთხრა მათემ. -მადლობა მათულკო. -რა დამიძახე?- გადაიხარხარა ლაბაძემ. -მათულიკო. რა იყო? -არაფერი ,რაღაც კარგად ჟღერს. კარგი მიდი დაისვენე.-დაემშვიდობა სიცილით და გაუთიშა. დილით გაცილებით უკეთესად იყო, მაგრამ საღამოს მაინც დაეზარა ბარში წასვლა და დივანზე მოკალათებულმა უკვე მერამდენედ, გულისფანცქალით დაიწყო ,,ცხოვრება მშვენიერია’’-ს ყურება. თავიდან როგორ ყოველთვის იცინოდა,მაგრამ ფილმის ბოლოსკენ ითმინა, ითმინა და ამჯერადაც ვერ დაიტია თვალებმა ემოციებისგან მოწოლილი ცრემლების ნაკადი. -მაზოხისტი ვარ ,აბა რა ვარ ახლა მე? ხომ ვიცი რა დღეშიც მაგდებს ეს ფილმი და ვერც ვეშვები- სლუკუნით დადიოდა ოთახიდან ოთახში უაზროდ. ბოლოს როგორც იქნა მოიფიქრა და დასაძინებლად დაწვა. მეორე დღეს შუადღიდან ბარში იყო. საღამოს ათი სრულდებოდა მათემ რომ დაურეკა. -გისმენ მათულიკო. -ესმე რით ვერ გამოკეთდი აა?- წუწუნით დაიწყო საუბარი ლაბაძემ. -მე შესანიშნავად ვგრძნობ თავს ჩემო კარგო. -აბა სამსახურში რატომ არ ხარ? -ჰო....ისა..ვარ ,როგორ არა. უბრალოდ უფროსმა დამიძახა და მის კაბინეტში ავედი....მოხვედით უკვე თქვენ? -აჰ, ეგეც აქაა? რა რომანტიკულია, იქნებ ნერსესთან შევახვედროთ- ჩაიხითხითა მათემ. ჯანხოთელი უცებ დაიბნა. -მათე იცი?!.....წავიდა უკვე, საქმე ჰქონდა, აი მეც ჩამოვალ ამწუთას, დამელოდე- მიაყარა უცებ და ტელეფონი გაუთიშა. -საღამო მშვიდობისა- ღიმილით მიუახლოვდა ნაცნობ სახეებს . -ოჰ ესმეც მოსულა, როგორ ხარ?- მხიარუალდ შეეგება ლადო. -რამ გაგაცია ასე, ამდენხანს რო ვერ გამოკეთდი?- ჰკითხა თამარმა. -გუშინ უბრალოდ მოსვლა დამეზარა და.... არ გამამხილოთ ოღონდ- ჩუმად ჩაიჩურჩულა მხოლოდ მათ გასაგონად. -აქ ყველა თანამშრომელი ასეთი ზარმაცი ჰყავთ? - ესმას სმენის რეცეპტორებმა მაშინვე დააფიქსირა სრულიად უცნობი,მაგრამ იმდენად სასიამოვნო და მჟღერი ბარიტონი,რომ თავისდა უნებურად ჩაეღიმა. ხმის ავტორს გახედა და უკუნეთივით შავ თვალებს გადააწყდა, რომელიც ზოგჯერ ბარს ფერად განათებას ირეკლავდა. მაშინვე მიხვდა,რომ სწორე ეს იყო მისი ,,ყოფილი სატრფო’’-ნერსე. -სიზარმაცე რა შუაშია? უბრალოდ უფროსი გვყავს მომთხოვნთან ერთად ძალიან საყვარელი და ლმობიერი და ასეთ რაღაცეებს გვპატიობს ხოლმე- ნიშნისმოგებით გამოკვეთა თითოეული სიტყვა და ცოტაღა აკლდა საკუთარი თავის ასე მონდომებით ქებაზე გულიანად რომ არ გადაეხარხარა. -ნერსეს სულ სხვა შთაბეჭდილება აქვს მაგ თქვენს ლმობიერ და საყვარელ უფროსზე- გაეცინა ლადოს და ესმას არ გასჭირვებია იმის შემჩნევა,თუ როგორ გადაუარა სახეზე ფერებმა მარგველანს. -ჰო...-გაწელილად ამოილუღლუღა და სასმელი მოსვა. -ეტყობა თქვენ ვერ გაუგეთ, თორემ აქ ყველას ძალიან უყვარს- უკვე მართლა ეცინებოდა თავის საქციელზე ესმას. -და თქვენ კარგად უგებთ?- მოულოდნელად გადმოხედა ნერსემ. -შესანიშნავად, ვმეგობრობთ კიდეც. ეს იყო და ეს, მას შემდეგ თემა შეცვალეს და ,,ესმას უფროსსა’’ და ,,ნერსეს ყოფილ შეყვარებულზე’’ აღარავის ულაპარაკია. იმ საღამოს ხალხის რაოდენობამ რომ მოიკლო ბარში, ჯანხოთელმა ,,უფროსისგან’’ ნებართვა აიღო და ახალ მეგობრებთან ერთად მათეს სახლში წავიდა. იმ დღის შემდეგ ხშირად ხვდებოდა ნერსეს, აშკარად ამჩნევდა, თუ როგორი სასიამოვნო , განათლებული და თავაზიანი ადამიანი იყო მარგველანი, თუმცა ცოცხალი თავით არ აძლევდა საკუთარ თავს იმის უფლებას,რომ მასზე კარგი შთაბეჭდილება შექმნოდა. მის გონებაში ის ისევ უნამუსო მატყუარა, მეტიჩარა და თავკერძა ადამიანი იყო ,რომელმაც მთელი სამეგობრო მოატყუა და თავი ესმეს ყოფილ შეყვარებულად გაასაღა. -ესმე ახალი წლის შესახვედრად ყველანი ერთად სვანეთში მივიდვართ და ხომ წამოხვალ? -ჰკითხა თამარმა დეკემბრის მიწურულს -არ ვიცი თამო, ხვალ გეტყვით პასუხს- უთხრა უცებ და ნერსეს დაჟინებული მზერა დააიგნორა, თან ლევანისკენ წავიდა,რომელიც ბარის დახლიდან რაღაცას ანიშნებდა. საღამოს მშობლებს დაელაპარაკა, ბევრი კი ეწუწუნა დედამ , ახალ გაცნობილ ხალხთან სად მიდიხარ, ჯერაც არ იცნობ კარგადო,მაგრამ ბოლოს დათხნმა და 30 დეკემბრამდე დარჩენილი მთელი სამი დღე ბარგის ლაგებას მოუნდა . დილის 5 საათზე ტელეფონის ზარმა გააღვიძა. გაახსენდა,დღეს რომ მიდიოდნენ სვანეთში და ნახევრად თვალებ დახუჭული წამოხტა ფეხზე. ექვს საათზე უკვე მზად იყო და მათეს ელოდებოდა. -ესმა ნერსე გელოდება ქვემოთ მანქანით და ჩადი-დაურეკა ლაბაძემ. -აბა მე გამოგივლიო?- დაიწუწუნა ახალი ამბით უკმყოფილომ. -ჰო , მაგრამ ჩემი მანქანა არაა მთლად წესრიგში და მე ლადოსთან ერთად მივდივარ. -კარგი ჰო-ჩაიფრუტუნა ... სამგზავრო ჩანთებს დასწვდა და კარი გამოაღო. მოულედნელობისგან დაბალ ხმაზე შეჰყვირა. -ვაიმე დედიკო..რა გინდა აქ?- ჰკითხა სადარბაზოში აყუდებულ მარგველანს და გულზე ხელი მიიდო. -ვიფიქრე ჩანთების ჩამოტანაში მივეხმარებითქო- მხრები აიჩეჩა ნერსემ და ორივე ჩემოდანი ჩამოართვა. -მადლობა-ჩაიდუდღუნა უფრო თავისთვის, ხელჩანთა მხარზე გადაიკიდა და კარი გადაკეტა. სანამ ნერსე ჩანთებს საბარგულში ჩააწყობდა ,თვითონ სწრაფად მოკალათდა უკანა სავარძელზე. -რა გინდა მანდ? წინ გადმოდი- გაოცებულმა გადახედა მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ მამაკაცმა. -არ მინდა , აქ მირჩევნია, თან უფრო კომფორტულად დავიძინებ. -ნება შენია-მხრები აიჩეჩა ნერსემ და მანქანა დაძრა. ესმას მალევე ჩაეძინა და მთელი სამი საათი თვალიც არ გაუხელია. მარგველანი უკანა ხედვის სარკიდან გახედავდა ხოლმე თავის უკან მოკალათებულ გოგონას და უცნაურად იღიმოდა. ჯანხოთელი უსიამოვნოდ შეიშმუშნა ძილში, გრძნობდა თავქვეშ ამოდებულ ჩანთაში ტელეფონი გაუჩერებლად რომ ზუზუნებდა და მთელი თავიც გაუჟრუვდა. ბოლოს ზანტად გაახილა თვალები და მთქნარებით უპასუხა ტელეფონს. -ჰო ლიდა- მისი ხმის მიულოდნელად გაგონებაზე ნერსე შეკრთა და ნამძინარევ გოგონას გახედა. -აუ გეძინა?- უცებ მიხვდა,რომ გააღვიძა. -ჰო... - არ წასულხართ სვანეთში?-გაიოცა ანტონოვამ. -მერე მანქანაში ძილი აკრძალულია?- დაიზმუვლა საცოდავი ხმით, ერთი სული ჰქონდა ,ისევ როდის მილულავდა თვალებს. -ვაიმე ესმე ,რა ძილისგუდა ხარ-გადაიკისკისა ლიდამ- კარგი, მიდი დაიძინე, თორემ დამწვა შენმა საცოდაობამ- სიცილით გაუთიშა ტელეფონი. -მალე ჩავალთ?- ხმადაბლა ჰკითხა საჭეზე ჩაფრენილ მარგველანს და გემრიელად დაამთქნარა. -კიდევ ორი საათი მაინც გვინდა. -აუ .... -რა გაწუწუნებს? შენ გეძინა მაინც და მე მკითხე რა დღეში ვარ. -ცოტა შევფხიზლდები და შეგენაცვლები საჭესთან, გინდა?-შესთავაზა დამორცხვილმა ესმამ. -არა მადლობა, ან გადამჩეხავ სადმე, ან დამკარგავ- მისკენ არც მიუხედია, ისე უარყო გოგონას შეთავაზება. -ანუ რისი თქმა გინდა, რომ მანქანის ტარება არ ვიცი? -არა, მე არ ვიცი როგორ ატარებ, თან ამას წინათ არ თქვი სვანეთში არ ვყოფილვარო? გზები საიდან გეცოდინება. -არ გინდა და ნუ გინდა, დავიძინებ მე ისევ- უთხრა ნიშნისმოგებით და ისევ ჩანთაზე დადო თავი. კარგა ხანს ეცადა,მაგრამ ვეღარ დაიძინა,ამიტომ ახლა დამჯდარმა სცადა მოკალათება. მთელი ნახევარი საათი ისე იარეს,ხმა არცერთს არ ამოუღია, ბოლოს მოულოდნელად ჰკითხა ესმამ: -მათემ მითხრა ,რომ ჩემს უფროსთან გქონდა მცირე ხნიანი რომანი. -ჰო რაგაც მაგდაგვარი- ზერელედ გასცა პასუხი ნერსემ. -მერე რატომ დაშორდით? ისიც კარგი გოგოა და არც შენ ჩანხარ ცუდი ადამიანი. -ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. -ისე მოგწონს?- არ ჩერდებოდა ჯანხოთელი. -შეიძლება-ისევ სიტყვაძუნწობდა ნერსე. -მოდი დავნაძლევდეთ, ვერ მოაწონე თავი და მაგიტომ არ აგეწყოთ უერთიერთობა- გაიჯგიმა ესმა. გონებას გამალებით შთააგონებდა,რომ მარგველანის მსგავსი კაცები არ მოსწონდა , არადა გულის სიღრმეში გაცნობის დღიდანვე გრძნობდა მის მიმართ ფარულ მიზიდულობას. ამ ფაქტს კი ცოცხალი თავით არ აღიარებდა. -უფრო პირიქით- ნაგლურად გაუღიმა სარკიდან ნერსემ. ესმამ ტუჩები სიბრაზისგან მოკუმა და თვალები დაიწვრილა. -არაფერიც... თუ მაგარი ხარ აბა თავიდან ეცადე უერთიერთობის გაბმას მასთან და თავის შეყვარებას- უკვე ხვდებოდა ,რომ შარზე იყო ,მაგრამ არაფრით ჩერდებოდა ჯანხოთელი. -ესმე რა გინდა? გეძინა მშვენივრად და დაიძინე ისევ- მთელი ნაცნობობის მანძილზე მარგველანმა პირველად მიმართა სახელით. თვითონაც ვერ მიხვდა გოგონა, რატომ ესიამოვნა ეს ფაქტი ასე ,ან ეს უდროოდ ტანზე დაყრილი ეკლები რას ნიშნავდა. -აღარ მეძინება- ორ წუთში ისევ თავისი გააგრძელა- მოდი დავნაძლევდეთ, შენ ჩემს უფროსს ასი წელი ვერ მოაწონებ თავს, შეყვარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. -პატარა ბავშვივით რომ იქცევი თუ ხვდები?- ჩაეღიმა მამაკაცს . -რატომ ვიქცევი ბავშვივით? ფაქტს ავღნიშნავ უბრალოდ. -არ ვარ პატარა ბიჭუკელა, მსგავსი თამაში რომ წამოვიწყო. არ შეშვენის უბრალოდ ზრდასრულ მამაკაცს მსგავსი საქციელი.. -გეკადრებაა?! როგორ შეშვენის?-ჩუმად ჩაიდუდღუნა,რომ მას არ გაეგო. -რამე მითხარი?- ჩაეკითხა მამაკაცი. -ჰო... არ შეშვენის კი არა, იწვნიე უკვე მარცხი და მეორედ მცდელობას ვეღარ ბედავ, არ ხარ ის კაცი, ჩემი უფროსისნაირ ქალს რომ შეძლო და თავბრუ დაახვიო- ისევ არ აჩერებდა ენას. -არაფერში მჭირდება ,თორემ ქალის სიყვარულის ქსელში გახლართვას რაღა უნდა? -ოჰ, რა თავდაჯერებულობაა- დემონსტრაციულად აზიდა წარბები მაღლა ჯანხოთელმა და ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა. -თავდაჯერებულობა კი არა ფაქტია ეს, სულ იოლად შეუძლია მამაკაცს, ქალის ფიქრების მუდმივი თანმდევი გახდეს, ერთი უბრალოდ ფრაზით, თუნდაც საქციელით. -რატომღაც ეგ შენ ვერ მოახერხე- გაუღიმა გამომწვევად- და ვერც მოახერხებ. -არ მეგონა ამდენი ლაპარაკი თუ გიყვარდა შენ- ამოისუნთქა ნერსემ და მკვეთრად მოუხვია მოსახვევში. -არ მეძინება და რა გავაკეთო აბა? ნერსე აღარ გამოპასუხებია, აღარც ესმას ამოუღია ხმა კარგა ხანს,ბოლოს კი ისევ ძილმა დარია ხელი და ისევ ჩათვლიმა. -ესმა..ესმა....- ძილ-ბურანში ჩესმა ლაბაძის ხმა- ესმა გაიღვიძე- ფრთხილად შეანჯღრია ბიჭმა, მაგრამ მგზავრობისგან დაღლილმა თავი ვერაფრით აიძულა,რომ თვალები გაეხილა და ისევ ღრმა ძილს მისცა თავი. -გამოიწიე- ხელით გასწია განზე მეგობარი მარგველანმა, ფრთხილად დაიხარა და მანქანაში შეჭრილი სიცივისგან მობუზული გოგონა ხელში აიყვანა. ნელი ნაბიჯით შევიდა სახლში და ხის კიბეს აუყვა, შიგადაშიგ თავის მკერდზე მისვენებულ ესმესაც დახედავდა უცნაურ, სულისშემხუთველ ჟრუანტელს გრძნობდა მთელ სხეულში, ეს კაფანდარა გოგო ასე რომ ჰყავდა მკლავებში მოქცეული. ფრთხილად აიარა საფეხურები და ერთ-ერთ საძინებელში შეიყვანა, თავად კი ქვემოთ ჩავიდა სხვების მოსახმარებლად. თბილ ,ფუმფულა საწოლში გემრიელად გაიზმორა და თვალები ზანტად გაახილა. უცებ გარემო ეუცხოვა და დაფეთებული წამოჯდა ლოგინში, კიდევ ერთხელ მოავლო ოთახს თვალი, მერე ფანჯრიდან ერთიანად თეთრად გადაპენტილ მთებს რომ შეხედა ,ახლაღა გაახდენდა ,სადაც იყო . გახარებულმა აათამაშა საბნის ქვეშ ჩამთბარი ფეხები და ბალიშებზე გადაწვა. -გაიღვიძე ესმა? - მოესმა გვერდით საწოლიდან სოფიოს ძილისგან ოდნავ დაბოხებული ხმა-დილამშვიდობის. -დილამშვიდობის- გაბადრულმა დაუბრუნა პასუხი- ვაიჰ... გუშინ ყველაფერი თქვენ დაალაგეთ? -უცებ წამოყო ჯანხოთლმა თავი და უხერხულად შეიშმუშნა- რა სირცხვილია, მე აქ გემრიელად მეძინა , თქვენ კი ალბათ როგორ დაიღალეთ. -არავინაც არ დაღლილა, ნუ ღელავ- მაშინვე დააწყნარა სოფიომ- გვერდით სოფლიდან მარგველანების ბიცოლა იყო წინა დღეს გადმოსული და დაწკრიალებული დაგვხვდა ყველაფერი. -უი მართლა? - ჰო და ჩვენ შენს გზას გავუდექით დაღლილები - გადაიკისკისა გოგონამ. -კარგი , ავდგეთ ახლა.. ამ დღეების ერთი წამის გაცდენაც არ მინდა- უკვე შეფხიზლებული ესმა მკვირცხლად წამოხტა საწოლიდან, ტანზე გამოიცვალა,მოწესრიგდა, საწოლიც გაასწორა და ნელა ჩაუყვა კიბეებს. -მდააჰ.... ნეტა აქ სამზარეულო საითაა?-ინტერესით მოავლო თავისთვის ჯერ კიდევ სრულიად უცხო სახლს თვალი ერთადერთი დერეფნისკენ წავიდა, სამზარეულოს კარიც იქვე იყო . -დილამშვიდობის ესმა- იქ შესულს ღიმილით მიესალმა თამარი -დილამშვიდობისა ტოროლავ... ამ დილა უთენია რამ წამოგაგდო ფეხზე?-ჰკითხა სიცილით. -მე ზოგადად ადრე მეღვიძება ხოლმე. -მაგას რა ჯობია, აბა ყველა მე ხომ არ მემგვანება, ცხოვრებაში ყველაზე მეტად ჩემი ბალიში რომ მიყვარს- გულიანად გადაიკისკისა ჯანხოთელმა და იმწამს კარში შემოსულ მათეს ხელის აწევით მიესალმა. - მშვიდობიანი დილა ჩვენს ულამაზეს ქალბატონებს-ომახიანად შესძახა ლაბაძემ. -მშვიდობა ნუ მოგიშალოს ღმერთმა მათულიკო-უპასუხა ესმამ. -საქალბატონე სოფიოს ალბათ არც კი გაუღვიძია ჯერ- მოიკითხა გოგონას ოთახის მეზობელი მათემ. -ადამიანო ამდენი ვართ აქ და მაინცდამაინც მაგ გოგოს რატომ ეტაკე ახლა? - შეუბღვირა ესმამ. -შეეშვი, ესენი ასე არიან ბავშვობიდან..ერთმანეთის ნერვების ხარჯზე ცხოვრობენ-სიცილით უპასუხა თამარმა და ათქვეფილი კვერცხი აშუშხუნებულ ტაფაზე დაასხა. -მოდი დაგეხმარები რამეში ,რომ ვზივარ აქ -უცებ წამოხტა სკამიდან ესმაც და საუზმის გამზადებაში თანამონაწილეობა იკისრა. თერთმეტი საათისთვის უკვე ყველას ეღვიძა და მოუთმენლად ელოდნენ თამარს და ესმას,რომლებიც საუზმისთვის სუფრას აწყობდნენ. ის იყო ჯანხოთელმა ბოლო კერძი- თავისი გაკეთებული სალათი დადო მაგიდაზე,რომ ყველა ერთად შემოუსხდა სუფრას და წინა დღის დაღლილები და მშივრები გემრიელად შუდგნენ საუზმობას. -ნუ რა და მყავს, ოლადებიც დამიცხო- გაეცინა ნერსეს და სამი ცალი გადმოიღო ერთად თეფშზე. -ესმემ გააკეთა ეგ- უპასუხა დამ. -ვა, მერე იჭმება ვითომ? - ეშმაკური ღიმილით გადახედა პირგამოტენილ გოგონას. ჯანხოთელმა ნელა გადაყლაპა ლუკმა და ნაზი ღიმილით მიაბრუნა თავი მისკენ. -მე მასეთ რეპლიკებზე არ ,,ვვარდები“ , გშია ?! მიირთვი ,თუ გაგიმართლა და გადარჩი ხომ კარგი- ნიშნისმოგებით აწკიპა წარბები და ჭამა გააგრძელა. - აი ადამიანი, ამათ კი არ ჰგავს , ესმას ადგილას თქვენ ერთ ამბვს ატეხდით და სულ ააგდებდით ნერსეს სუფრიდან- სიცილით გადახედა ლადომ დანარჩენ გოგონებს. - მე არ ვარ ეგრე, აშკარად ასეთი სიტყვებით ცდილობენ გაგაღიზიანონ და შენ ამის საშუალებას აძლევ?! არა ბატონო, ნერვიც კი არ უნდა შეგიტოკდეს ამ დროს- გაეცინა ესმესაც. -გოგო რომ იქნება ნაკითხი, დამთავრებულია მერე იქ საკითხი- გადაიხარხარა ლაბაძემ და მეგობრის მსგავსად ოლადებიან თეფშს დასწვდა. ნერსეს კი ჯანხოთელის ნერვებზე მოშლის გეგმა წყალში ჩაუვარდა. იმ დღეს დიდი თოვლის მიუხედავად მაინც გავიდნენ გარეთ , რამოდენიმე კოშკი დაათვარიელეს, იგუნდავეს კიდეც და შებინდებისას სასიამოვნო ემოციებით დამუხტულები დაუბრუნდნენ სახლს. მთელი დღის სიარულის მიუხედავად ესმა საერთოდ არ იყო დაღლილი და ვახშმის გამზადება თვითონ ითავა. სწრაფად გაიძრო თბილი ბუგები და დუტის ქურთუკი, ხელები დაიბანა და სამზარეულოს მიაშურა. ყველიანი მაკარონი და სპაგეტი გაამზადა ,დილით გაკეთებული სალათიც გამოიღო მაცივრიდან,მჭადებიც დააცხო და სულ მალე დაუძახა დაღლილობისგან ოთახის სხვადასხვა კუთხეში მიწოლილ მეგობრებს სავახშმოდ. -ოქროს ხელები აქვს ამ გოგოს- ყოველ ორ წუთში იძახდა პირდგგამოტენილი ლადო და მათეც კვერს უკრავდა. -კი ყველაფერი გემრიელია,მაგრამ დილით ნაჭამი ოლადები რაღაც ცუდად მადგას გულზე- მარგველანისგან მაინც ვერ დაიმსახურა შექება ესმემ. - ერთი და იგივეს გამეორება არ მიყვარს, ასე რომ თავად გაიხსენე ,დილით რაც გითხარი-უდარდელად გაუცინა მისი სიტყვების ადრესატმა და ჭამა განაგრძო. მაგიდას რომ ალაგდებნენ ესმას ცემინება დააწყებინა. -ვაიჰ..გავცივდი მგონი - ამოისრუტუნა და სამზარეულოსკენ წასულ ელენეს გაჰყვა უკან. ღამით გაურკვეველმა უსიამოვნო შეგრძნებამ გაღვიძა, ვერ გაიგო რა სჭირდა, ერთიანად ხურდა, თავიც დამძიმებოდა, მთელი ზურგი სტკიოდა, მერე ღებინების შეგრძნებაც დაემატა .. ამ ყველაფერთან ერთად საბნის ქვეშ აცემინებდა,რომ სოფიო არ გაეღვიძებინა. ბოლოს ვერაფრით რომ ვერ მოისვენა, ძლივს წამოდგა საწოლიდან, იქვე დადებულ ფუმფულა წითელ ხალათში გაეხვა და ოთახიდან გავიდა. ნელა დაუყვა ხის საფეხურებს, თან მოაჯირს ეყრდნობოდა და ერთიანად აკანკალებდა. ძლივს ჩაიარა კიბე და გამომშრალი პირის გასასველებლად სამზარეულოსკენ წავიდა, შიშისგან ადგილზე შეხტა , მთვარის შუქზე იქედან მოულოდნელად გამოსული ნერსე რონ დაინახა და წამოყვირების ნაცვლად საცოდავად ამოიხავლა. ახლაღა იგრძნო, როგორ ჩახეხვოდა მთელი ყელი. -შემაშინე- გაეცინა ნერსეს- რამ აგაყენა ამ შუაღამისაას?-პასუხის გაცემა უნდოდა,მაგრამ ისევ ხავილის მსგავსი ხმები გამოსცეს იოგებმა და ტკივილისგან სახე მომანჭა. ნერსე მიხვდა ,რაც სჭირდა გოგონას და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. -წესიერი ქურთუკით რომ ყოფილიყავი გუშინ წამოსული ,ახლა ასეთ დღეში ხომ არ იქნებოდი?- პატარა ბავშვივით დატუქსა და ბუხრიანი ოთახისკენ წაიყვანა- ცეცხლს დავანთებ და ჩაისაც გაგიკეთებ მერე, ცოდო ხარ ასე- ფრთხილად ჩამოსვა დივანზე და ოთახში შუქი აანთო. -აუ ლოყებიც გვარიანად გაქვს აღაჟღაჟებული, სიცხეც უნდა გაიზომო- სწრაფად გავიდა ოთახიდან და ორ წუთში სააფთიაქო ყუთით ხელდამშვენებული დაბრუნდა უკან. თერმომეტრი ამოიღო და თვალებმიბნედილ ესმას მიაწოდა. გაშლილი ხელისგული მიადო შუბლზე და ეცადა შეხებისგან გამოწვეული საოცრად სასიამოვნო იმპულსები დაეიგნორებინა. დაბნეული, ბრიალა, სიცხისგან ჩაწითლებული თაფსისფერი თვალებით რომ ამოხედა ჯანხოთელმა,მერეღა მოაშორა სწრაფი მოძრაობით ხელი ახურებული შუბლიდან და სწრაფად ჩაიყო მოსანცმლის ჯიბეში. -ძალიან ცხელი ხარ- წამოიძახა უკმაყოფილო ტონით და ბუხრისკენ წავიდა. სულ მალე ოთახში სასიამოვნოდ თბილი ტემპერატურა დადგა ,მაგრამ ესმას მაინც საშინლად სციოდა და ერთიანად აკანკალებდა. -ღმერთო ჩემო, თითქმის ორმოცი გაქვს სიცხე- თვალები შუბლზე აუვიდა ნერსეს,როცა თერმომეტრს დახედა. იმწამსვე ამოძებნა ყუთში სიცხის დამწევი და გოგონას დაალევინა- აი რისი ღირსი ხარ , ასეთ დღეში რომ ჩაიგდე თავი რა - ისევ უსაყვედურა ჯანხოთელს და იმწუთას თავისი ოთახიდან ჩამოტანილი საბანი დააფარა. -მცივა- ამოიკნავლა ესმამ. -ჯანდაბა ...რა გიყო ახლა?რით გიშველო?- თმაში ნერვიულად შეიცურა თითები-მოიცა, ცხელ ლიმნიან ჩაის გაგიკეთებ და თუ არ გიშველა, თამარს გავაღვიძებ მერე- სწრაფად გავარდა სამზარეულოში და ათ წუთში დიდი ფინჯნით დაბრუნდა უკან. -აი..სანამ ცხელია დალიე და გიშველის - უთხრა და დივანს მიუახლოვდა. ჩაძინებული ესმას დანახვაზე გაეღიმა. სიცხისგან ტუჩები წითლად აღუებოდა, ლოყებიც საკაოდ ჰქონდა აფაკლული და პატარა ბავშვივით უდრდელად ეძინა. ახლა მარგველანის წინ ზრდასრული ოცდაოთხი წლის გოგო კი არა ,პატარა ბავშვი იწვა, რომელიც ნერსეს მოვლას და მზრუნველობას საჭიროებდა. მის შემხედვარე მამაკაცის მთელმა შინაგანმა მემ იგრძნო,რომ მზად იყო თუნდაც მთელი ცხოვრების მანძილზე ეზრუნა ამ ჭირვეულ გოგოზე, რომელსაც დილით ვერაფერით ჩააცვეს სვანეთის ჰავის შესაფერი თბილი ქურთუკი და თავისი ჯიუტობის შედეგად ,ასე სასტიკად გაიცივა თავი. დივნის პირდაპირ სავარძელში ჩაჯდა ნერსე, ცოტა ხანს უყურა მძინარე გოგონას,მერე კი დაღლილობამ დარია ხელი ,ქუთუთოები ნელ-ნელა დაუმძიმდა და თვითონაც ჩაეძინა. დილით თავისი დის ხმამ გაააღვიძა. -ნერსე რა გინდათ აქ?- თავზე წამოდგომოდა უმცროსი მარგველანი. -ესმას ჰქონდა სიცხე და აქ დავაწვინე, ბუხარიც დავუნთე. -ოჰ.. რა ჯიუტი გოგოა, რომ იყო იმ ქაცქაცა დუტით წამოსული,გაცივდა ალბათ- ფრთხილად მივიდა ესმასთან და შუბლზე დაადო ხელი-ცხელი არაა, დაუწია ეტყობა სიცხემ. -დამწევი დავალევინე წუხელ, ორმოცამდე ჰქონდა. -რატომ არ გამაღვიძე მერე? ასე მარტო გაწვალდებოდი. -არ გავწვალებულვარ, რისი გაკეთებაც მე შემეძლო,იმისთვის შენ როგორ დაგიფრხობდი ძილს?- სიცილით,თუმცა მაინც სითბოთი სავსე ხმით მიაძახა სამზარეულოსკენ წასულ დას, მერე მშვიდად მძინარე ესმას გადახედა ღიმილით და სააბაზანოსკენ აიღო გეზი თვალები ზანტად გაახილა ესმამ და ცარიელი ოთახი მოათვარიელა. იგრძო როგორ ქაჩავდა თავში რაღაც და სუნთვაც უჭირდა. -მძინარე მზეთუნახავს გაუღვიძია -სამზარეულოდან გამოსულმა ლაბაძემ ყველას ამცნო ესმას გაღვიძების ამბავი. -როგორ ხარ ლამაზო?- მალევე ჩამოუჯდა დივანზე სოფიო და მზრუნველი ხმით ჰკითხა-თუ ცუდად იყავი, არ უნდა გაგეღვიძებინე?- უსაყვედურა მერე. -არავის შეწუხება არ მინდოდა ,მაგრამ ნერსე საჭიროზე მეტადაც შევაწუხე და ძილიც დავუფრთხე- დამნაშავესავით ჩახარა თავი. -ახლა მაბრაზებ ესმა! - ვითომ იწყინა მარგველანმა მისი ნათქვამი- შენ უკვე ჩვენს მეგობრად ითვლები და მეგობრები ვალდებულნი ვართ,ერთმანეთზე ვიზრუნოთ - ღიმილით დაჰკრა აწითლებულ ცხვირზე ხელი. შუადღისას კიდევ ორი კოშკის ნახვა დაგეგმეს წინა დღით, მაგრამ ესმას ავადმყოფობის გამო გადაფიქრებას აპირებდნენ,თუმცა გოგონამ ცოცხალი თავით არ გააჩერა სახლში, თუ არ გინდათ თავი უფრო უხერხულად ვიგრძნო, რომ ჩემს გამო სახლში გამოიკეტეთ, წადით და კოშკი დაათვარიელეთო. იმდენი უძახა , ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და ნერსეს გარდა ყველა გაისტუმრა სახლიდან. მარგველანმა განაცხადა, უამრავჯერ ვარ ნამყოფი მანდ და ჯობია ესმასთან დავრჩე ,იქნებ რამე დასჭირდესო. -წუხანდელს აქეთ ჩემს გამო საკმაოდ დაიჩაგრე შენ, ჯერ იყო და ძილი დაგიფრთხე , შუაღამისას შენი მოსავლელი გავხდი, ახლა კიდევ სახლში მოგიწია დარჩენა-უთხრა გოგონამ,როდესაც მარტონი დარჩნენ. -თქვენს კომპანიაში ყოფნა იმდენად სასიამოვმოა მის, რომ მე ამას დაჩაგვრას არამც და არამც არ დავარქმევდი- გაუცინა ნერსემ. - დიდად გმადლობთ სერ- ხუმრობაში აჰყვა ჯანხოთელიც. -მის შემიძლია ცხელი ჩაი შემოგთავაზოთ ,რაც თქვენს ჯანმრთელობას დიდად წაადგება- ღიმილით აწკიპა წარბები ნერსემ. -თუ ძალიან არ შეწუხდებით სერ.... ცხელი ლიმნიანი ჩაი მართლაც რომ მეამება ახლა-მორცხვი ღიმილი შეაგება გოგონამ და დივნიდან წამოდგომა დააპირა. -რას აკეთებ?- დახედა წარბაწეულმა ნერსემ. -პლეიერი და ყურსასმენები მაქვს ოთახში და..... -მერე ვერ მეტყვი? მითხარი სადაა და ჩამოგიტან. -ძალიან გაწუხებ ნერსე- მართლა შეწუხდა ესმა,მაგრამ როგორც კი მამაკაცის შეყრილ წარბებს შეხედა,მაშინვე სიცილით დაამატა- ტუმბოზე დევს, სანათის გვერდით. სულ რამოდენიმე წუთში ესმა საყვარელი ჰანგებით გარემოცული იწვა თბილ ოთახში და ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლის ალებს აკვირდებოდა, მარგველანი კი მონდომებით დაფუსფუსებდა სამზარეულოში ,რომ მისთვის ჩაი გაემზადებინა. სახლში კი უჩვეულო, აქამდე ორივესთვის უცხო და ამასთანავე მყუდრო ატმოსფერო გამეფებულიყო. -აი თქვენი ჩაიც მის- ფრთხილად დაუდგა ოხშივარამავალი ფინჯანი დივნის გვერდით დადებულ დაბალ მაგიდაზე და თავად სავარძელში მოკალათდა-რას უსმენ?- ჩაეკითხა ინტერესით ,როცა ნეტარედ მომღიმარ ,განაბულ ჯანხოთელს შეხედა. -შოპენის ,,გაზაფხულის ვალს“-ს . -ო... გემოვნებას უდაოდ არ უჩივი. მეც მიყვარს ეგ მუსიკა. - მიყვარს ძალიან მსუბუქი ნათქვამია, თითქოს ჩემი სულის ნაწილია, მთელ არსებას მივსებს- უპასუხა კმაყოფილი ღიმილით გაბადრულმა. - შენც ჩემსავით უგონოდ ყოფილხარ მუსიკაზე შეყვარებული-გაეღიმა ნერსეს. -ანუ შენც? -თანხმობის ნიშნად უხმოდ დაუქნია მარგველანმა თავი- იცი?! მე ყველა ემოციას და გრძნობას თავის მუსიკას ვუსადაგებ ხოლმე- თავის ნათქვამზე თავადაც ჩაეღიმა. - მართლა? რა საინტერესო გოგო ხარ. აი მაგალითად სევდიან განწყობაზე როდესაც ხარ , რას უსმენ? - ყანჩელის ,,როცა აყვავდა ნუში“ . -გემოვნებას მპარავთ მის-გაეცინა ნერსეს -იგივეს თქმა შემიძლია მეც! -კარგი, როცა ბედნიერი ხარ? - როცა თავს კარგად ვგრძნობ ,მაშინ რამოდენიმე შემიძლია მოვისმინო,მაგრან ნებისმიერ სასიამოვნო განცდაზე ,,გაზაფხულის ვალსი“ გადის - გაუცინა ესმამ. - ანუ როცა შეყვარებული იქნები ,, გაზაფხულის ვალსს“ მოუსმენ?- თვითონაც ვერ მიხვდა ნერსე , რატომ ჰკითხა ეს. -გარემოებას გააჩნია, თუ ეს სიყვარული გამაბედნიერებს კი, თუ არადა ისევ ყანჩელის შემოქმედებას ვეზიარები. - სიყვარული თავადაა ბედნიერება , არ შეიძლება ადამიანი უბედური გახადოს. -არც მთლად მასეა , სიყვარული კი ნამდვილად ბედნიერებაა, ნიჭია , ,,სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე“, მაგრამ ზოგჯერ ადამიანების სიამაყის და უაზრო შეცდომების გამო მუდმივ სატანჯველად იქცეს. -ჰო მაგაში გეთანხმები, თან ისედ სატანჯველადაც კი ,რომ სიცოცხლეზე გათქმევინოს უარი. -არა! თვითმკვლელობა სიყვარულის კი არა ადამიანის პიროვნული სისუსტის ბრალი იქნება მასეთ შემთხვევაში!- უმალ შეეწინააღმდეგა გოგონა ნერსეს აზრს. -მე პირიქით მგონია, ადამიანი ზედმეტად ძლიერი უნდა იყო , რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგა და საკუთარი სიცოცხლის მოსპობა შეძლო. - არა , პირიქით ნერსე. თითმკვლელობა ადამიანური სისუსტის ყველაზე დიდი გამოვლინებაა. ანუ რა გამოდის? ის ვერ უძლებს შექმნილ რთულ სიტუაციას, იმდენად სუსტია,რომ არ შეუძლია იბრძოლოს პრობლემის გადასალახად და სიტუაციიდან დაძრომის ხერხად სიკვდილს ირჩევს. -ამ საკითხზე მაგ კუთხით არასდროს მიფიქრია- მართლა ჩააფიქრა მისმა სიტყვებმა მამაკაცი-კარგი არ გვინდა უსიამოვნო საკითხებზე საუბარი- უცებ გადაუხვია თემას- ანუ შენ ყველა გრძნობისთვის შესაფერისი მელოდია გაქვს შერჩეული? -ჰო ყველა გრძნობა თავისებურად ,,ჟღერს“ -გრძნობების მელოდია ანუ. -აჰამ.... -მართლა საინტერესო გოგო ყოფილხართ თქვენ მის-გონის დაკარგვამდე მომხიბლავად გაუღიმა მარგველანმა და უცებ ესმამ იგრძნო რა უცნაურად ,,მოუხდა“ ცალ ყურში გაჩრილი ყურსასმენიდან სასიამოვნოდ დაღვრილი ,,გაზაფხულის ვალსის“ ჰანგები ნერსეს ღიმილს. დანარჩენების მოსვლამდე გვერდიდან არ მოსცილებია ნერსე, მერეც აქცევდა ყურადღებას. საღამოს უკვე გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს,მაგრამ ადგომის უფლება არაფრით მისცეს, დივანთან გაუშალეს პატარა სუფრა და იქ ივახშმა, დასაძინებლადაც იქვე დატოვეს იმ ღამით, მაგრამ ამჯერად სოფიო დაუტოვეს მომვლელად. ნერსე ამ ღამითაც დიდი სიამოვნებით იქნებოდა მის გვერდით , მის ყურებაში ჩაეძინებოდა თვითონაც ,მაგრამ იცოდა დარჩენაზე ინიციატივა რომ გამოეჩინა, მისი ეს საქციელი ყველაში ეჭვებს აღძრავდა, ამიტომ ცეცხლს შეუკეთა,მერე ძილინებისა უსურვა გოგონებს და კიბეებს აუყვა. მეორე დღეს მართალია ესმა უკეთ გრძნობდა თავს,მაგრამ სამაგიეროდ გარეთ ისეთი თოვა და ქარი იყო,რომ სახლიდან ცხვირიც ვერ გაყო ვერცერთმა.ამას ისიც დაემატა,რომ უამინდობის გამო რაღაც დაზიანდა და შუქიც წავიდა,ამიტომ სახლში ირთობდნენ სხვადადხვა გზით თავს. ნასადილევს ჯანხოთელმა თავის ოთახს მიაშურა, ჯერ ლიდას და მშობლებს ელაპარაკა, მერე ყურსასმენები მოიმარჯვა და ისევ აივსო მთელი სხეული სასიამოვნო და საყვარელი ჰანგებით. თვალებდახუჭული ვარსკვლავის ფორმაზე გაშოტილიყო თავის საწოლზე და ზღაპრულ სამყროში მოგზაურობდა. თვალები შეცბუნებულმა დაჭყიტა, როცა მოულოდნელად ვიღაც ჩამოუჯდა საწოლზე . -ახლა რას უსმენ?- შეეკითხა მომღიმარი ნერსე და თავად მოირგო ყურზე ყურსასმენი- ennio morricone - ,,le vent le cri’’? გეუბნები გემოვნებას მპარავთქო რა. -გინდა ვიცეკვოთ?- წამოიძახა უცებ ესმამ. -მოდი- სწრაფად წამოაყენა საწოლიდან ნერსემ, ფრთხილად შეუცურა წელზე ცალი ხელი, მეორე მისი მარჯვენა მტევნის თითებში ახლართა და ნელა ააყოლეს ტანი მუსიკის ჰანგებს. ასე ახლოს პირველად ჰყავდა ნერსეს ,ამიტომ ცდილობდა მისი სურნელი ხარბად ჩაესუნთქა , მჭიდროდ ჰყავდა გულზე მიკრული, თითოეულ წამს მკაფიოდ იბეჭდავდა გონებაში და გრძნობდა ,რომ ამ კაფანდარა გოგოს გამოჩენით რაღაც ახალი....ახალი და საოცრად კარგი იწყებოდა მის ცხოვრებაში. ესმა ნებიერად გატრუნულიყო ნერსეს მკლავებში და ტანს ნაზად არხევდა .. დაფიცება შეეძლო,რომ ასეთი კომფორტის შეგრძნება თავისი არსებობის მთელი ოცდაოთხი წლის მანძილზე არ ჰქონია.მარგველანის და საყვარელი მელოდიის საშუალებით სულ სხვა განზომილებაში ამოჰყო თავი, რომელიც რეალობაზე უფრო რეალურად და მიმზიდველადაც კი მოეჩვენა. იმდენად იყო საკუთარ შეგრძნებებზე დაკვირვებით გარე სამყაროს მოწყვეტილი,რომ მუსიკის დამთავრებაც კი ვერ გაიგო. ნერსემაც არ დაარღვია, არც თავისი და არც გოგონას მყუდროება ,,მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?!“ .... ქვედა სართულიდან მოულოდნელად მოისმა დანარჩენების ყიჟინა და წყვილი მათმა ახმაურებამ აიძულა იმწამს ნამდვილ რეალობას დაბრუნებოდნენ. ქვემოთ ჩასვლაც არ დასცალდად, ხმაური ისე მიწყდა და ყველა ისევ თავის ადგილას მოკალათებული დახვდათ. -რა მოხდა?- იკითხა ინტერესით ნერსემ. - შუქი მოვიდა, ის იყო ტელეფონები დასატენად შევაერთეთ,რომ ისევ წავიდა...- უპასუხა დამ და უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები. -აუ მშია...არადა საჭმლის გაკეთების მოტივაცია სულ არ მაქვს- დაიწუწუნა სოფიომ. -მეც ზუსტად ეგრე ვარ- მხარი აუბა თამარმაც. -არ ვიცი მე თქვენი მოტივაცია..მშია!-განაცხადა ხმამაღლა ლაბაძემ. -სულ გაზარმაცდით თქვენ!-სიცილით მოავლო თვალი მეგობრებს ესმამ და ნარნარით წავიდა სამზარეულოსკენ. -რას გაგვიკეთებ ესმიკო?- კითხვა დააწია წარბებათამაშებულმა მათემ. -რაც გზადაგზა მომაფიქრდება მათულიკო-უკვე სამზარეულოდან გამოსძახა-აუ როგორ ბნელა აქ, ვინმემ სანთელი ან ლამპა გამომიტანეთ რა-დაიძახა ხმამაღლა. ერთ-ერთმა სწრაფად დაავლო ხელი ოთახში ანთებულ ლამპას ხელი და სამზარეულოსკენ წავიდა... ვინ იქნებოდა ეს ,თუ არა ნერსე?! -აქ დადგი-მაგიდისკენ მიუთითა ესმემ. -გინდა დაგეხმარო? -რავიცი , თუკი არ გეზარება.... -არ მეზარება. აბა რა გავაკეთო? -აი ეს ყველი დამიჭერი კუბიკებად. -როგორც მეტყვით მის-სიცილით ააცალა ხელიდან ყველიანი თეფში და მის დაჭრას შეუდგა-ისე რას ვაკეთებთ ?-ჰკითხა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ. - გუშინ დილით რომ სალათი გავაკეთეთ ,იმას. -აჰამ... გემრიელი იყო სხვათაშორის. -მადლობა. -რა გემრიელი ყველია-როგორც ჩანს დაჭრისას მისი დაგემოვნებაც მოესწრო მარგველანს. -აბა გამასინჯე-მისკენ წავიდა ესმე. -აჰა მიირთვით-ღიმილით გაუწოდა ჩანგალზე წამოცმული ყველის პატარა კუბიკი. ესმემ უცებ ცოტა წაეშმაკება გადაწყვიტა, სრულიად მოულოდნელად ოდნავ გაღებული პირი ჩანგალს ააცილა და მარგველანის მაჯას ჩაასო კბილები. -ეი.. რას აკეთებ?-წამოიყვირა ნერსემ სიცილით , ჩანგალი თეფზე დადო და აკისკისებული გოგოსკენ წავიდა. -ვიხუმრე უბრალოდ-სიცილს არ წყვეტდა ჯანხოთელი. -კი არ იხუმრე ,შეჭმას მიპირებდი და ახლა მე შეგჭამ შენ!-სწრაფად მიუახლოვდა,რომ დაეჭირა,მაგრამ ესმე მოხერხებულად დაუსხლტა და გვერდზე გახტა-მოდი აქ, ისევ მისკენ წავიდა ნერსე. -ვიხუმრეთქო..რა იყო ვაა....-გულიანად კისკისებდა გოგონა და ფართე ოთახაში კუთხიდან კუთხეში დარბოდა, ბოლოს მაინც აჯობა მარგველანმა სისხარტით და დაიჭირა. -ახლა მე შემომეჭმები-უთხრა ოდნავ დასერიოზულებული ხმით თავადაც დაბნეულ გოგონას და ხელები მჭიდოდ შემოაჭდო წელზე. ესმას ეგონა,მათ მაგივრად ცეცხლოვანი მარწუხები უჭერდა, დაძაბულმა , თვალებგაფართოებულმა და მარგველანის სიახლოვით ჟრუანტელდავლილმა ახედა მის კუპრივით შავ თვალებს, რომლებიც ღამეს კიდევ უფრო ჩაემუქებინა და მეტად მომხიბლავიც გაეხადა. არც ნერსე აშორებდა მზერას , ცოტაც და ეს დამფრთხალი შველივით მომზირალი ქალბატონი მართლა შემოეჭმებოდა ხელში ,ოღონდ კოცნით და მოფერებით....... -ჰეი... მალე გამოგვკვებავთ?- მოულოდნელად გაისმა მათეს მჭექარე ხმა და ორივე ერთდროულად მოეგო გონს. ნერსემ ღიმილით გადაქნია თავი, გოგონა ხელები სწრაფად შეუშვა და უხმოდ,მაგრამ ერთმანეთზე უფრო არეულებმა განაგრძეს საქმის კეთება. მოშიებულებმა ისე ივახშმეს, ხმაც კი არვის ამოუღია,ბოლოს ძალები რომ აღიდგინეს,ისევ და ისევ მათემ გამოთქვა რაიმეს თამაშის იდეა, უშუქობით შეწუხებულები უპრობლემოდ დაეთანხმნენ და ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ ,, ბრისლი-მიაუს“ ვარიანტზე შეჩერდნენ. -სკოლის მერე არ მითამაშია-სიცილით კვდებოდა დემეტრე. -არც ჩვენ ,მაგრამ გავიხსენებთ- უპასუხა მეუღლემ. -კარგით რა , რა ბავშვობაა.. რამე სხვა მოგეფიქრებინათ-უკმაყოფილო იყო ნერსე. -აუ ამას უეჭველი ის გაახსენდა , სკოლის პერიოდში სულ შავ ფერს რომ ვირჩევდი მე და ყველას ჩალურჯებული გქონდათ ლოყები-ლამის ჩაბჟირდა ლაბაძე და სიცილში დანარჩენებიც აიყოლია. -ვსიო, ხმა არ გავიგო ახლა! ამას ვთამაშობთ და მორჩა! ვისაც არ უნდა , ადგეს და დასაძინებლად მიბრძანდეს-განაცხადა სოფიომ და ასე გაჩაღდა თამაშიც. -შავი -ტრადიციას არ ღალატობდა მათე და ბიჭებზე თუ მიდგებოდა ჯერი, არც ძალას იშურებდა დასარტყმელად. -აუ დამალილავა ტო...-ბუზღუნებდა ცოტა ხნის შემდეგ ლადო. -ცანცარა ბავშვებივით რომ ავყევით, ვითმინოთ ახლა-უკვე თამაშის აზარტში შესულიყო ნერსე. -მაინც რა ძალა აქვს ამ ხელებში რა- გაეცინა დემეტრეს. -ნერსე კატა ცხოვრებაში არ გინახავს? - ცოტა ხანში დაუღრინა გაუთავებელი ,,ბრის“-ის მოსმენით მობეზრებულმა დამ მარგველანს. -კარგი ჰო..მიაუ.-უცებ გაახილა თვალები . -რა ფერი? -მოდი იყოს წითელი- წარბები აათამაშა უცებ. -ოჰ შავ ფერს ღალატობ? ესმეს აკოცე....-უთხრა სოფიომ. -ესმეს ანუ....- შეუმჩნეველი ღიმილი შეეპარა მარგველანის ბაგეებს, ნელა წამოდგა დივნიდან და სავარძელში მჯდომ ჯანხოთელს მიუახლოვდა, ძალიან ნელა დაიხარა მომღიმარი გოგონასკენ და ოთახის კუთხეში მდგარი პატარა ლამპის შუქზე ვერც ვერავინ შეამჩნია,როგორ აცდა მისი ტუჩები ესმეს ლოყას და მის ტუჩის მარცხენა კუთხეს მიეკრო. ესმა ადგილზე გაშრა, თვალები საცრისოდენა გაუხდა , ეგონა მთელ სხეულში ავარვარებული ლავა დაუდიოდა სისხლის მაგივრად. ნერსე კი ვითომც აქ არაფერიო,ისე გასწორდა წელში, თავის ადგილს დაუბრუნდა და უდარდელი ღიმილით გადმოხედა ენაჩავარდნილ დ გაშტერებულ ჯანხოთელს. ამ სამყაროსგან მთლიანად გამოთიშული იჯდა ესმა და ნერსესკენ თვალის გაპარებასაც ვერ ბედავდა, ვერც იმ დაუოკებელ ემოციებს უპოვნა ახსნა, მარგველანის საქციელმა რომ გამოიწვია მასში. გაცნობის პირველივე დღეებიდანვე ხომ იგრძნო,რომ რაღაც განსხვავებულ მიზიდულობას გრძნობდა ამ ადამიანის მიმართ ,მაგრამ ამის აღიარებას საკუთარ თავთანაც არ აპირებდა. ნერსე მისთვის მხოლოდ ერთი მეტიჩარა მატყუარა ტიპი იყო ,რომლისთვისაც ჭკუის სწავლება გადაწყვიტა, თუმცა აშკარაა ,რომ მარგველანი აშკარად ახალ ,თან საოცრად სასიამოვნო ემოციებს იწვევს მასში, ამ საქციელით კი სულ არია და დააბნია. საკუთარ ფიქრებში ჩაძირული ,არც კი უსმენდა დანარაცენებს, ბოლოს ყველას ძილი მოერია და დასაძინებლად წავიდნენ , ესმაც აბდა-უბდა ნაბიჯებით აუყვა კიბეს. ტუჩის მარცხენა კუთხე კი ისევ შანთივით უხურდა და იმ წამს შეგრძნობილ უსასიამოვნეს იმპულსებს ახლაც ვერ იშორებდა. მთელი ღამე ვერ მოხუჭა თვალი, თვალებდაჭყეტილი იწვა საბნის ქვეშ და გონებაში უკვე მერამდენედ იმეორებდა იმ მომენტს. ბოლოს უძილობისგან და ემოციებისგან გადაღლილს გამთენიისას მიელულა თვალები და ძლივს ჩაეძინა. გაღვიძებულმა კი მობილურის ეკრანზე გამოსახულ საათს რომ შეხედა თვალები გაუფართოვდა. -პირველ საათამდე რამ მაძინა? -შეიცხადა და სწრაფად წამოხტა თბილი საწოლიდან-უფ..როგორ ცივა-გააკანკალა და კბილებაკაწკაწებულმა გადაიცვა თბილი სვიტერი. ქვემოთ ჩასულს სახლში არავინ დახვდა. -ალბათ სადმე გავიდნენ და ჩემი გაღვიძება მოერიდათ-ივარაუდა თავისთვის. ლაღად განარნარდა სამზარეულოში ,მაგარი ყავა მოიდუღა და აივანზე გავიდა. ნეტარედ უშვებდა ყელში ცხელი სითხის თითოეულ ყლუპს და აღფრთოვანებული უყურებდა ცამდე აზიდულ ,თეთრად გადაპენტილ მთებს. გაბადრულმა დაუხვედრა ხელი ციდან წამოსულ მსხვილ ფანტელს და დააკვირდა თბილის შეხებაზე,როგორ იქცა წყლად. -,,თოვლის ფანტელებო, თოვლის ფანტელებო ,თეთრად რომ დაფარეთ მთები. სუყველგან რომ რჩებით , ჩემს ხელის გულებზე ,ასე მალე რატომ დნებით“-წაიღიღინა თავისთვის და უკან მობრუნებულმა ჭიშკარში შემომავალი ნერსე რომ დაინახა , შეცბა.... -დილამშვიდობის -მიესალმა მარგველანი ,როცა აივანზე ავიდა. -დილამშვიდობის-ამოულუღლუღა და დაბნეულობის გასაფანტად ისევ მთებს გახედა. -გვიან გაგეღვიძა დღეს- ღიმილით ამოუდგა გვერდით ნერსე ,თან ისე ელაპარაკებოდა, თითქოს გუშინდელი მისი ქცევა მხოლოდ ესმას სიზმარი იყო და სინამდვილეში არც მომხდარა.მისი ნათქვამი უპასუხოდ დატოვა გოგონამ -ლამაზია არა?- ახლა მამაკაცმაც გადახედა ცამდე აზიდულ თეთრ საბან გადაფარებულ მთებს-ლამაზია თან ძალიან.....შენსავით... ესმა შეცბა დაუფიქრებლად მობრუნდა მისკენ და თვალებგაფართოებული მიაჩერდა.. -რა იყო, რა გაგიკვირდა? არ იცი ლამაზი რომ ხარ? -მის რეაქციაზე უნებურად გაეღიმა ნერსეს. ორიოდე ნაბიჯში დაფარა ჯანხოთელსა და თავის თავს შორის არსებული ისედაც მცირე დისტანცია და მოაჯირს ხელები ისე დააწყო,რომ ესმა მათ შორის აღმოჩნდა მოქცეული. უკვე ნერსესაც კი ესმოდა გოგონას აჩქარებული გულისცემა. უყურებდა მის გაფართოებულ, ისედაც ბრიალა თვალებს, ერთინადა აფაკლულ ღაწვებს და ამჩენვდა როგორ უთრთობა სხეულის ყველა კუნთი. -ახლა რა მელოდიას გრძნობ?- ჩასჩურჩულა ყურში თავადაც სუნთქვააჩქარებულმა და ცხვირის წვერი გაუხახუნა ლოყაზე. ჯანხოთელს უარესად დაეჭიმა მთელი სხეული, სახის კანს შანთივით უწვავდა ნერსეს სუნთქვა ,მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა,რომ თავი დაეხსნა ამ სიტუაციიდან. ამღვრეული თვალებით უყურებდა მამაკაცის შავ ,უცნაურად მოელვარე თვალებს და უფრო და უფრო ეკვროდა მოაჯირს. მარგველანი რომ მიხვდა ,გოგონა უკვე მის ხელში იყო და ვეღარსად გაექცეოდა ,დიდხანს აღარ უყოყმანია , სწრაფად დაიხარა მისკენ და ახურებული ტუჩები მიაკრო მღელვარებისგან სულ გაყინულ ბაგეებზე. მეგობრისგან გაუგონია ჯანხოთელს ამ დროს რაღაც პეპლებიო ,თუ ირმების ჯოგი დარბის მუცელშიო..... რა პეპლებზე და ირმებზე იყო საუბარი?! რომელი მათგანი გაჭაჭანდებოდა იქ ,სადაც აგიზგიზებული ლავა დდიოდა მთელს სხეულში და შიგნიდან ის წვავდა ,გარედან კი მარწუხებივით შემოხვეული ნერსეს ხელები და მისი ლავაზე არანაკლებ მდუღარე ტუჩები. -შენ რა ტკბილ-გემრიელი ყოფილხარ ჯანხოთელის ქალო- გაუცინა ნერსემ,როცა კეთილი ინება და ადგილზე გახევებულ გოგონას მოშორდა, თან მისი გაშტერებული , გაყინულ სახის შემხედვარეს ეღიმებოდა. -ბარის მფლობელიდან მის ხელქვეითებზე გადახვედი?-სრულიად მოულოდნელად ამოისისინა ძლივს გამოფხიზლებულმა ესმამ. -რა თქვი?- სიბრაზისგან სათითაოდ ყველა ძარღვი დაეჭიმა ნერსეს, ყველაფრის მოსმენას ელოდა ახლა მისგან, ამის გარდა. -ბარის პატრონთან არაფერი გაგივიდა და ხელქვეითებზე გადხვედითქო!- გაუმეორა გოგონამ-არა, არა..... მივხვდი, მანქანაში რომ მეუბნებოდი იმ დღეს , ქალს სულ უბრალო ქცევით და სიტყვებითაც კი შეაყვარებ თავსო... ცდილობ მე გამაბა შენს მახეში და ასე დამიმტკიცო შენი ნათქვამის ჭეშმარიტება არა? -ესმე რას ამბობ?- ცოტაც და სიბრაზისგან ბოლი აუვიდოდა ნერსეს. -რასაც ვფიქრობ იმას,მეტს არაფერს. -შენ თუ მართლა ეგ გგონია, რომ ჩემი საქციელები მაგას ნიშნავდა და მეტს არაფერს, სალაპარაკოც აღარაფერი ყოფილა!-გამწარებულმა დაარტყა მუშტი რკინის მოაჯირს და სწრაფად გაეცალა ჯანხოთელს. -საზიზღარი ...საძაგელი...ეს....ეს აფერისტი და მეტიჩარა,თავხედი, როგორ გაბედა? - ბუტბუტებდა თავისთვის. მთელი ეს დღეები სულ აღარ ახსოვდ ნერსეს მიმართ გაჩენილი ანტიპათია, ეგ კი არადა მიხვდა,რომ რაღაც განსხვავებულს გრძნობდა კიდეც მის მიმართ,მაგრამ მარგველლანის ვირულმა საქციელმა ყველაფერი გააფუჭა. მთელი ორი დღე ერთმანეთს ახლოს არ გაკარებიან, დალაპარკებაზე საუბარიც ზედეტი იყო. ცალკე ესმე იბღვირებოდა, ცალკე მარგველანი ,რომელიც მართლა ძალიან გააბრაზა გოგონას სიტყვებმა. 31-ში მთელი დღე სამზადისში იყვნენ ჩართულები და ერთმანეთისთვის აღარც ეცალათ. ახალ წელს საოცარი განწყობით შეხვდნენ, ცალკე ფეიერვერკების ხმით ამცნეს ყველას პირველი იანვრის დადგომა, მერე კარგად მოილხინეს ,ბოლოს საგუნდაოდაც კი გავიდნენ ეზოში. ჯანხოთელიც მთელი სულით და გულით იყო ჩართული მხიარულებაში,მაგრამ კოცნის გამო ნერსესთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი არა და არ ასვენებდა. ლააბაძეს არ გამოჰპარვია ნერსეს მუდამ დაჟინებული და ესმეს მარგველანისთვის არიდებული მზერა, იეჭვა რომ ამ ორს შორის რაღაც სხვა ხდებოდა ,რაც უკვე კარგა შორს გაცდენილიყო მეგობრობის ფარგლებს, ამიტომ წამოსვლის წინა საღამოს როგორც კი ნერსე მარტო მოიხელთა, შეპარვით დაუწყო საუბარი. -ნერსე ძმაო, უნდა მიშველო-მრავლისმეტყველი მზერა მიაპყრო მეგობარს. -რა ხდება მათე?-ჰკითხა ფიქრებიდან გამორკვეულმა მარგველანმა. -როგორ გითხრა..... მოკლედ ესმე მომწონს და არ ვიცი გრძნობებში როგორ გამოვუტყდე- დანაღვლიანებულმა ჩახარა თავი, როცა თავის პირდაპირ მჯდომის ჩამქრალ თვალებს გადააწყდა. ნერსე ადგილზე გაიყინა ,ენა ჩაუვარდა . მეხის გავარდნასავით იყო ამწუთას მისთვის მათეს სიტყვები-არაფერს მეტყვი? - წარბებს ქვემოდა ამოხედა ბიჭმა. - რა უნდა გითხრა....-წართმეული , გაპარული ხმით შეუბრუნა კითხვა და უცებ გაოცებულმა გახედა ახარხარებულ ლაბაძეს. -შენ ძმობას ვფიცავარ ,ნეტა შეგეხედა რა სახე გქონდა-ოთხად მოკეცილიყო მათე და მთელი ხმით იცინოდა, გაურკვევლობაში მყოფი ნერსე კი ისევ გაოგნებული მისჩერებოდა. -რა გაცინებს? - რა მაცინებს კი არა , ნეტა გენახა რა სახე გქონდა ,რომ გითხარი ესმე მომწონსთქო-არა და არ წყვეტდა სიცილს. -ბიჭო შენ.....-დაიღრინა გამწარებულმა მარგველანმა, მთელი ძალით დასცხო მუშტი იქვე მდგარ მაგიდას და გიჟივით გავარდა გარეთ. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მთელი კვირა არ უნახავს ახლადშეძენილი მეგობრები ესმეს, ერიდებოდა მათთან ერთად სადმე წასვლას ,რადგან იცოდა ,რომ ნერსეს ნახვაც მოუწევდა. ჯიუტად არ უნდოდა ამის აღიარება,მაგრამ უკვე სულის შეხუთვამდე ენატრებოდა ეს თავდაჯერებული , აფერისტი კაცი. თვალები გონების უკითხავად ათვარიელებდა ბარში შემოსულ ხალხს ,იქნებ ნაცნობ სილუეტს გადაჰყროდა სადმე,მაგრამ მარგველანი უკვე მერვე დღე იყო ,რაც არ გამოჩენილა. ძველით ახალი წლისთვის ბარში მუდმივი მომხმარებლებისთვის წვეულების მოწყობა გადაწყვიტა . ადმინიტრაციის სახელით რათქმაუნდა მთელ სამეგობროს გაუგზავნა მოსაწვევი. იმ საღამოს ,როგორც არასდროს ,ისე მოინდომა,რომ საოცრად ლამაზი ყოფილიყო და გამოუვიდა კიდეც ,როცა შავი მუდამ ატალღული თმა დაისწორა , საღამოს მაკიაჟიც გაიკეთა და შავი მოკლე, ზურგზე წელამდე ამოღებული კაბა მოიხდინა ტანზე. შენობაში შესვლისთანავე შეამჩნია უკვე იქ მყოფმა მარგველანმა და სუნთქვა შეეკრა ,იმდენად ლამაზი,ქალური და ამადროულად ფერიასავით ნაზი იყო გოგონა. ახლა მის გარეგნობას საოცრად მოუხდებოდა ახლა ,,Miss Guitar''... ამის გაფიქრებაზე გაეღიმა,რადგან მიხვდა,რომ უკვე თავადაც მასავით აზროვნებდა ..გაუჭირდა ,თუმცა მალევე მოარიდა მზერა და სასმელი მოსვა. -ეს რა კრასავიცა გოგო მოსულა-ესმეს შემხედვარე ,იმხელა ხმაზე წამოიძახა მათემ,რომ ლამის მუსიკის ხმაც კი გადაფარა-რა ლამაზი ხარ ჯანხოთელის ასულო. -შოკისმომგვრელად გამოიყურები ნამდვილად-მხარი აუბა თამარმაც. -დიდი მადლობა , უბრალოდ ვიფიქრე ვარცხნილობის შეცვლა არ მაწყენდათქო და.. -გაწყენდა კი არა ,მაგრად მოგიხდა - გაუღიმა ლადომ. -ჰო , სულ შეგცვალა და უფრო გაგალამაზა-აჰყვა სოფიოც დანარჩენებს. -მადლობა.. მადლობა.. მადლობა- სიცილით უთხრა ესმამ და უცებ აჩოჩქოლებული ხალხისკენ გაიხედა -რა ხდება?-იკითხა შუბლდეკრულმა და იქეთ წავიდა ,საიდანაც კამათის ხმა მოდიოდა-რა ხდება აქ?-იკითხა მკაცრი ტონით. -ნუ ჩაერევით გოგონა, ჩვენი საქმეა ეს!-არც გამოუხედავს მისკენ, ისე უთხრა ერთ-ერთმა -თუ შეიძლება თქვენი საქმე გარეთ არკვიეთ და აქ არეულობა ნუ შემოგაქვთ! -ხომ გითხრეს ნუ ერევი სხვის საქმეშიო-ახლა მეორე მოუბრუნდა. -სხვათაშორის ჩემი საქმეცაა ,რადგან ჩემს დაწესებულებაში მოაწყვეთ მთელი ეს ცირკი- უთხრა მკაცრად. -რა? -რაც გაიგეთ. მე ამ ბარის მეპატრონე , ესმე ჯანხოთელი ვარ და მოვითხოვ დაუყონებლივ დატოვოთ აქაურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში , ამაში დაცვა დაგეხმარებათ-ხმამაღალი, შეუვალი ტონით გამოუცხადა ბუნტისთავებს და უცებ ვერც კი განსაზღვრა,რომ ამასობაში თავისი ტყუილიც გამოააშკარავა. ეს მხოლოდ მაშინ გააანალიზა,როცა მარგველანის გაცეცხლებულ და დანარჩენების გაოცებულ მზერებს გადააწყდა. მძიმედ გადააგორა ნერწყვი სასულეში და დაძაბულმა ქვედა ტუჩი კბილებ შორის მოიქცია. ის ვერც კი გაიგო,როდის დატოვეს მოჩხუბრებმა ბარი. -რაო? ვინ ვარო?- ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით ჰკითხა იმწამს მიახლოებულმა ნერსემ. -მე......მომისმინეთ , მე უბრალოდ....-სინანულით სავსე მზერით გადახედა მარგველანის უკან მდგომ დანარჩენ მეგობრებს და მერე თვალები იატაკს გაუშტერა. ამ დროს ნერსემ უხეშად წაავლო მკლავზე ხელი და გასასვლელისკენ გაიყვანა. -სხვთაშორის ყინავს გარეთ- ძლივს გაბედა სიტყვის თქმა,როცა კართან მივიდნენ. მარგველანი მისკენ მობრუნდა , ერთი ცინიკურად აათვარიელ-ჩაათვარიელა და არაფერი უთქვამს- ჩემს კაბინეტში ვილაპარაკოთ-კიბისკენ ანიშნა ესმემ. -იქნებ ამიხსნა რა ცირკი მოგვიწყვე ყველას?- საშინლად ცივი ხმით ჰკითხა კაბინეტში შესვლისთანავე ნერსემ. -აჰ ! კიდევ მე მოვაწყვე ცირკი არა? შენზე რაღას მეტყვი, რაღაც უაზრო ზღაპრები რომ მოუყევი მთელ სამეგობროს, თითქოს შენი მომხიბლაობით თავბრუ დამახვიე და მერე მიმატოვე?! -ეგ არაა შენი საქმე , მე ვის რა მოვუყევი. მე იმას გეკითხები ,რატომ გვამასხარავებდი მთელი ეს დრო ყველას.. კარგად ერთობოდი არა?!- ჩაიცინა ირონიულად მარგველანმა . -ჩემი თუ არა , აბა ვისი საქმეა? ჩემზე თხზავდი მთელ ამ ჭორებს , თუმცა ერთ რამეში კი ნამდვილად მართალი იყავი , მე და შენ ვერასდროს შევეწყობოდით ერთმანეთს, მე არაფერი მესაქმება შენნაირ მატყუარა და მლიქვნელ კაცთან , რომელიც თავის უახლოეს ადამიანებსაც კი ატყუებს! -სწორია ! არც მე მექნება არასდროს არაფერი საერთო , შენნაირ მატყუარა , ამპარტავან და გაუზრდელ გოგოსთან ! -წესიერად მელაპარაკე! - დაისხივლა შეურაწყოფილმა ჯანხოთელმა,თუმცა ნერსეს თითქოს არც გაუგინიაო ,ისე განაგრძო საუბარი. -რაც შეეხება ჩემების მოტყუებას, სულ მათეს ბრალია ყველაფერი, წინა დღით ნაძლევი წავაგე და პირობა ასეთი იყო, რომ ,თუ მის პირობას არ შევასრულებდი , თავი უნდა გადამეხოტრა, იმასაც მაინცდამაინც მაგ აზრი მოუვიდა თავში. ნამდვილად არ ვაპირებდი ვიღაც გოგოს შებმას , მხოლოდ უაზრო ნაძლევის გამო. უაზრობად მივიჩნიე , თან არ ვარ ის ადამიანი ,სხვის გრძნობებზე და ემოციებზე რომ ვითამაშო, მაგრამ მათეს ამას გააგებინებდი?! მე კიდევ ორ დღეში ახალი პროექტის პრეზენტაცია მქონდა დ გადახოტრილი თავით ნმადვილად ვერ გამოვჭენდებოდი იქ. ჰოდა ეს პატარა და უწყინარი ტყუილი მოვიფიქრე ლაბაძის დასაწყნარებლად. -ჰო სულ პატარა ტყუილი ! და საერთოდ, ეგ სულაც არ გამართლებს!-მაინც ნერსე გამოჰყავდა დამნაშავედ ესმას. -სულ არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ, ამ დღიდან შენ ჩემთვის აღარავინ ხარ და სხვათაშორის , შენგან განსხვავებით ჩემ ტყუილს არავინ დაუზარალებია , შენ კი ყველას ძალიან ატკინე გული დამიჯერე. - შენმა ტყუილმა ჩემი თავმოყვარეობა შელახა! -თავმოყვარეობა კი არა შენი ამპარტავნება! -თავხედი ხარ! -უკვე გითხარი, არ მაინტერესებს რას ფიქრობ , კარგად შეინახე ეგ შენი ვითომ შელახული თავმოყვარეობა და სულ კარგად გვეყოლე- ტრადიციული , საშინლად ირონიული ღიმილით ჩაუკრა თვალი და კაბინეტის კარი გაიხურა, შიგნით კი ტირილამდე მისული ჯანხოთელი დატოვა, რომლის გულში სინანულს და დანაშაულის გრძნობას დაედო ბინა. -იდიოტი ხარ ესმე! ნამდვილი იდიოტი, მომინდომა გოგომ თამაში და ნერსესთვის ჭკუის სწავლება..-წამოიძახა ხმის კანკალით და თბილი , მლაშე სითხით დაენამა ლოყები. მთელი კვირა არ გამოჩენილა არცერთი მის ბარში. ვერც რომელიმესთან დარეკვას ბედავდა. საშინლად დასევდიანდა ამ შვიდი დღის მანძილზე , ვეღარავინ ცნობდა იმ მხიარულ ესმას , სულ რამოდენიმე დღის წინ რომ იყო მათ გვერდით. ბარშიც ცხვირჩამოშვებული იჯდა, როგორც კი იქ ხალხი შეთხელდებოდა ,სახლს მიაშურებდა და თავის ოთახში შეკეტილი ყანჩელის ,, როცა აყვავდა ნუშ“-ს მგონი უკვე მეათასედ უსმენდა. ყოველ ჯერზე კი თავისი და ნერსეს დიალოგი და სვანეთში გატარებული დღეები ახსენსებოდა. უბედურება ის იყო,რომ მოგონებეში ყველაზე დიდი ადგილი მაინც მარგველანს ეჭირა. კვირა დღე იყო. ამჯერადაც ადრე წამოვიდა ბარიდან და ზამთრის სუსხიან საღამოს ტროტუარს დაუყვა. ჩუმად მიაბიჯებდა თითქმის ცარიელ ქუჩაში და ჰაერივით გაყინულ გულს ნაცნობი მელოდიით ,,ითბობდა“ . უცებ მოლიპულ ქვაფებილზე ფეხი აუცდა და საკმაოდ მტკივნეულადაც დაეცა. ისედაც ტირილამდე მისულმა თავი ძლივს შეიკავა , შუა ქუჩაში რომ არ აქვითინებულიყო. -გოგონა კარგად ხართ?- ცალ ყურში გაჩრილი ყურსასმენიდან გადმოღვრილ ნოტებს საოცრად ნაცნობი და უკვე ასე ახლობელი ხმა შეერია. ლამპიონით ოდნავ განათებულ ქუჩაში აშკარად ვერ იცნო ნერსემ. სწრაფად მივიდა მასთან და წამოდგომაში დაეხმარა . -მადლობა- ამოილუღლუღა გაპარული ხმით და სახეზე მოატარა მზერა. სუნთქვაც კი შეეკრა იმის გააზრებისას ,თუ რა საშინლად მონატრებოდა ამ ერთი კვირის მანძილზე მარგველანი. - ოჰ ეს თქვენ ხართ?- საშინელ ირონიას იტევდა იმწუთას ნერსეს ხმა, მისი გაგონებისას ჯანხოთელს გული მოეწურა. -ნერსე არ მოდიხარ? -ამჯერად მათეს ხმა გაისმა ქუჩის მეორე მხრიდან. -გტკივა რამე-აშკარად გამოსჭვიოდა ნერსეს ტონიდან ვერ დამლული სითბოს და მზრუნველობის ნოტები. -არა , წადი. -გზის გაგრძელება გადაწყვიტა ,როცა უცებ მათეს ხმა მოესმა ზურგს უკან. -ოჰ , გოგონავ მარგალიტის საყურით?!- ესმეს უნებურად გაეღიმა-ასე უნდა დაგვივიწყო ხომ? თუ შენ ბარს შემოსავალს არ ვმატებთ , სულ აღარ უნდა გაგვიხსენო?- პატარა ბავივით გაიბუსხა ლაბაძე. -მათე.... -არ უნდა მაგას მათე!- ამასობაში დანარაჩენებიც მიუახლოვდნენ და ჯანხოთელმა იგრძნო , რომ სადაც იყო უხერხულობისგან ცეცხლი წაეკიდებოდა. -უკაცრავად უნდა წავიდე- წამოიძახა უცებ და ყველას ზურგი აქცია წასასვლელად ,თუმცა ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო. მიხვდა ,რომ ამაზე უკეთესი შანსი ბოდიშის მოსახდელად აღარ მიეცემოდა. უცებ მობრუნდა უკან და მათ წინ თავდახრილი გაჩერდა. ყველა ხვდებოდა , რომ ლაპარაკი უნდოდა ,მაგრამ რამის თქმას ვერ ბედავდა. -ბოდიში- ძლივს ამოღერღა ეს ერთი სიტყვა. -ბოდიში მოსახდელი აღარ გექნებოდა, იმ სპექტაკლის დადგმამდე ცოტა რომ დაფიქრებულიყავი!- შეუღრინა მარგველანმა. -ნერსე , ჩვენ ხომ ვისაუბრეთ ამაზე არა?-საყვედურნარევი ტონით უთხრა დამ. -მე არა , ეს თქვენ ისაუბრეთ, მე კიდევ ამასთან ლაპარაკს იმ დღეს მოვრჩი!-განაცხადა ესმეს გასაგონად და ყველას გაეცალა. -კარგი , არ მიაქციო ყურადღება-დაუყვავა ამჯერად მართლა ტირილამდე მისულს თამარმა- რაც შეეხება ბოდიშს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ ,თუ ძველებურად ვიმეგობრებთ. -მართლა? - ამოიკნავლა ესმამ. -მართლა, მართლა-სიცილით აუჩეჩა თმა მათემ. -ღმერთო ჩემო რა კარგები ხართ , მე კიდევ რა ცუდად მოგექეცით- გადახედა სათითაოდ ყველას. -მთავარია მიხვდი და ნანობ ,თანაც მასეთი საშინელებაც არ ჩაგიდენია, რომ სულ ამოგირეცხოთ გულიდან, ყველამ კარგად ვიცით ,რომ მაგ ტყუილის გარდა , ყველაფერი მართალი იყო, შენი შესანიშნავი პიროვნებაც და ჩვენი თბილი ურთიერთობაც-მაგრად მოეხვია სოფო. -ერთი ის სვანი დაგვრჩა რქებმოსატეხი და ეგ შენზე მოგვინდია- ლაბაძე აჯერადაც თავის ამპლუაში იყო. მთელი თვე გავიდა მას შემდეგ,რაც მათთან მეგობრობა გააგრძელა..ყველასთან მარგველანის გარდა..ნერსე ან ოფიციალურად არ იმჩნევდა მის არსებობას , ანდაც გემრიელად უბღვერდა და ამ დროს თავის კუპრივით შავ თვალებს ,უფრო საშიშს და ჩამთრევს ხდიდა. ბოლოს ნერვებმა უმტყუნა ესმეს , ბოლოს და ბოლოს რა გახდა ასეთი უპატიებელი? ერთი პატარა ტყუილი, რით ვერ მოუნელებია მარგველანსო იფიქრა და გადაწყვიტა რაიმე ხრიკებით გამოეყვანა კონტაქტზე, თუმცა ვერაფრით მოიფიქრა ,რა უნდა გაეკეთებინა ,რომ ამ რკინის ნერვების მქონე კაცის ნებისყოფაც გაეტეხა. ერთ საღამოს გოგონები მარგველანებთან იყვნენ მისულები და ტორტს აცხობდნენ. საღამოს ბიჭებიც აპირებდნენ ამოსვლას. სანამ დანარჩენები სუფრას აწყობდნენ, ესმე არეულ სამზარეულოს ალაგებდა. ის იყო ფქვილით სავსე თასი აიღო ხელში შესანახად, ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა, წამებში მოუვიდა თავში ერთი იდეა და არც კი შეუხედავს ვინ იყო, ისე მოიქნია თეთრი ფქვილით სავსე ჭურჭელი კარისკენ და იმწამს სამზარეულოში შემოსული პიროვნება ბამბის ქულასავით გაალამაზა . -ვაიმე....-შეჰკივლა მოულოდნელობისგან,როცა სულ გადათეთრებული სახის ფონზე სიბრაზისგან აალებულ შავ თვალებს შეხედა სიცილიც სახეზე მიეყინა. -რა ჯანდაბას აკეთებ?- იმხელა ხმაზე იღრიალა მარგველანმა,რომ წამში ყველა სამზარეულოში გაჩნდა და გაოგნებულები უყურებდნენ ,ხან ერთიანად აკანკალებულ და გადაფითრებულ ესმეს ,ხანაც თოვლის ბაბუას დამსაგვსებულ ნერსეს. ბოლოს მიხვდნენ რაც მოხდა და ყველამ ერთად ატეხა ხარხარი. -ვახ ჩემი.. ცუდად ვარ , დამინიავეთ რამე- ლამის სიცილით წუხდებოდა მათე,რამდენჯერაც ნერსეს გახედავდა. -ცანცარა და ქარაფშუტა ხარ ამხელა გოგო!- დაუღრინა ბოლოს მარგველანმა ესმეს და თავის ოთახში გავარდა, ჯანხოთელს კი მისი რეაქციიდან გამომდინარე, კიდევ ერთი გენიალური იდეა მოუვიდა თავში. ბავშვური ხრიკები! აი რით შეიძლებოდა ნერსეს ჭკუიდან გადაყვანა, თანაც რა იოლი ყოფილა.... ესმეს ბედად აღდგომის შეხვედრა სვანეთში გადაწყვიტეს. პროდუქტები მოიმარაგეს და აღდგომის წინ სამი დღით ადრე უკვე იქ იყვნენ. დილით ზანტად გაახილა თვალები და გემრიელად გაიზმორა. გაზაფხულის მიუხედავად ღია ფანჯრიდან მაინც შემოდიოდა ცივი, სუსხიანი ჰაერი.. ნელა, მთქნარებით წამოდგა საწოლიდან , თბილ პიჟამაზე ფუმფულა წითელი ხალათი მოიცვა და პირველ სართულზე ჩავიდა. -გაიღვიძეთ ..მზე ამოვედი-შესძახა სიცილით და ბოლო სამ საფეხურს პატარა ბავშვივით გადაახტა. -ჩაინგრა იატაკი!-უკმაყოფილო ტონით ამოიზმუვლა მარგველანმა. -ოოო.....მადლობა ღმერთო, მისტერ სიუჟმურემ შემიმჩნია-მაღლა აიხედა ესმემ. -ზედმეტად კარგ ხასიათზე ხარ შენ რაღაც და ფრთხილად იყავი ,რამე არ გეწყინოს-ისევ იღრინებოდა ნერსე. -რა უნდა მეწყინოს? - ესმეს გულუბრყვილო კითხვაზე ყველას გაეცინა. -კარგი ბიჭო რა გჭირს, რას შხამავ დილიდან ამ ანგელოზივით ბავშვს?-გამოესარჩლა მეგობარს მათე. -არ დაგეკარგოს არსად ეგ ანგელოზივით ბავშვი-ისევ ირონიად იღვრებოდა მარგველანი. გოგონას აღარაფერი უპასუხია, უბრალო დ ცხვირი აიბზუა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.,სადაც თამარი დახვდა. - დილამშვიდობის თამრი-გაუღიმა უმცროს მარგველანს-რით შემიძლია დაგეხმარო? -დილამშვიდობის ესმე.. უკვე ყველაფერი გავამზადეთ , უბრალოდ ეს ყავის ფინჯნებიანი ლანგარი გაიტანე და დანარჩენს მე წამოვიღებ. -კარგი ბატონო-ფრთხილად აიღო ლანგარი ხელში და კარისკენ დაიძრა, თუმცა უცებ შეჩერდა და თამარს ჰკითხა-თამჩო ეს დიდი , საყვარელი, წითელი ფინჯანი ვინმესი თუ არაა მე ავიღებ,კარგი? -ნერსეს საყვარელი ფინჯანია ეგ, სახლშიც მასეთი აქვს ზუსტად -ვაიმე, კარგი ჰო.. არ მინდა შარი-გადაიკისკისა ესმემ და ნელი ნაბიჯით გავიდა სამზარეულოდან. -აბა ყავა...ცხელი, გემრიელი , არომატული ყავა....- ომახიანად შესძახა და სათითაოდ ყველას ჩამოურიგა კუთვნილი ფინჯანი, ნერსეს გარდა. კულტურულად აუარა გვერდი მარგველანს. ლანგარი ,რომელზეც სამი ფინჯანიღა დარჩენილიყო მაგიდაზე დადგა და უბოდშოდ დასწვდა ნერსეს ყავას. -სხვათაშორის ჩემი ფინჯანია ეგ- წარბები მრავალმნიშვნელოვნად აწკიპა მამაკაცმა. -უი მართლა? ბოდიში, არ ვიცოდი- მხრები აიჩეჩა ესმემ -აჰა აიღე, პირიც არ დამიკარებია ჯერ-ალალი მზერით ახედა ნერსეს და ორი ნაბიჯი გადადგა მისკენ-ვაიმე-შეჰკივლა უცებ ჯანხოთელმა ცივი ხმით , ყავით სავსე ფინჯანი წამში მსხვილ ნატეხებად დაიფანტა მაგარ იატაკზე და მეტლახი სულ ყავისფერი ცხელი სითხით მოისვარა. -რა გააკეთე?-თვალები სიბრაზისგან უელავდა ნერსეს. -დამივარდა- დამნაშავე სახით აიწურა მხრები-ახლავე ავასუფთავებ -წამში აორთქლდა მარგველანის თვალთახედვიდან და როცა საკუჭნაოში მარტოდ დაიგულა თავი ,გულიანად აკისკისდა. ამას მოჰყვა საღამოს ,,სრულიად შემთხვევით“ ნერსეს საყვარელი მაისურის და ქურთუკის დაწვა , ისევ გაცეცხლებული მამაკაცი და ოთახიდან გამქრალი ესმე. იმავე საღამოს ასევე ,,შემთხვევით ‘’ ნერსეს ჩაიში სოდა ჩაყარა და როგორც კი კუთვნილი ფინჯანი წინ დაუდგა მამაკაცს, მაშინვე სახლიდან გასასვლელ კართან დაიკავა ადგილი და ,,ჰაერის უკმარისობის გამო“ გამოაღო. როგორც კი გაცეცხლებულმა მარგველანმა არადამიანური ხმით დაიგმინა და მისკენ ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა, ჯანხოთელი იმწამსვე აორთქლდა სახლიდან და ეზოში გავარდა. თავისდა გასაოცრად ,ძალიან მალე დაეწია საკმაოდ დაწინაურებულს და მკლავში ხელი უხეშად წაავლო. -გეფიცები შემთხვევით მომივიდა-დაიყვირა სასოწარკვეთილმა,როცა მიხვდა,რომ უკვე აღარაფერი უშველიდა . -მეც ზუსტად მასე შემთხვევით ჩამეხრჩობი აი იმ დიდ გუბეში - თავით ანიშნა ეზოში წვიმისგან დაგუბებულ ტალახიან წყალზე და იქეთ წააბუნძულა. -ნერსე გეხვეწები...არა ნერსე... ნერსე არ გინდა რა.. -სანამ წყობიდან არ გამომიყვანე , არა და არ მომეშვი ,ახლა საკუთარ თავს დააბრალე -გაძალიანებული გოგონა ხელში აიტაცა,უფრო იოლად რომ ჩაესვა გუბეში ,მაგრამ მოულოდნელად ჯანხოთელმა მთელი ძალით შემოაჭდო სუსტი მკლავები კისერზე და თავი მის ყელში ჩარგო. ნერსეს უცებ დაააბნია მისმა ამ საქციელმა, უნებურად მოუჭირა წელზე მოხვეული ხელები და ორი ნაბიჯით დაიხია უკან. ჯანხოთლმა ნელა გაახილა თვალები და სიტუაცია დაზვერა, ხელებს კი არაფრის დიდებით არ აშორებდა კისრიდან, ვაითუ მოულოდნელად მომისროლოს გუბეშიო,თუმცა ნერსე იმდენად იყო მისი სიახლოვისგან არეული და მთელი სხეულით დაჭიმული,რომ არც გოგონას ხრიკები ახსოვდა და არც ის ,თავად რას უპირებდა ორი წუთის წინ. -არ ჩამაგდო რა , მართლა აღარ ვიზამ მეტს- საცოდავი ხმით ამოიკნავლა ესმემ და მარგველანს შესამჩნევად გაეღიმა, სწრაფად შეუშვა ხელები წელზე და ესმეც იმწამსვე მოშორდა. სახე ერთინად აფაკვლოდა და დაბნეული აცეცებდა თვალებს. -გადი ახლა ,აღარ დამენახო,თორემ გადავიფიქრებ და .....-დაუღრინა თავისებურად და ის იყო გოგონამ წასვლა დააპირა,რომ მოულოდნელად წაავლო მკლავზე ხელი და შეაჩერა-ანდაც არა.... რამით მაინც ხომ უნდა აგანაზღაუებინო ზარალი?!-უთხრა ცინიკური ღიმილით და ხმის ამოღბაც არ დააცდა, ისე წაეტანა ტუჩებზე. ჯანხოთელს გააკანკალა, წამში შეწყვიტა სუნთქვა და ადგილზეც ვერ გატოკდა, როცა ნერსე ისევე მოულოდნელად ,მოშორდა , როგორც აკოცა. -გაიგუდები ესმე.....ისუნთქე-ჩახშული, ოდნავ ირონია ნარევი ხმით დაუჩურჩულა და თმაზე წაეთამაშა. -საზიზღარი ხარ! -გამწარებულმა დაუყვირა და ადგილს მოსწყდა. სახლში დაფეთებული შევარდა ,იქ კი სიცილით ჩაბჟირებული მეგობრები დახვდა. -ტომი და ჯერი- სიცილით კვდებოდა ლაბაძე. -რომელი ,რომელია ეგაა საქმე-გადაიკისკისა სოფიომ. -რა მნიშვნელობა აქვს? ეგენი ხომ არიან და... -რა გაცინებთ ერთი?-შეუბღვირა ჯანხოთელმა და კიბეებზე აირბინა. აღდგომასაც იქ შეხვდნენ,ტაძარში ,როგორც დაგეგმილი ჰქონდათ და კიდევ ცოტა ხანს გადაწყვიტეს დარჩენა. რამოდენიმე დღე ნერსე სიახლოვესაც არ გაჰკარებია. ამჯერად ჯანხოთელი ხვდებოდა ღრენით მის თითოეულ ირონიულ გაღიმებას, რითაც უფრო ამხიარულებდა მამაკაცს. წამოსვლის წინა დღეს საკმაოდ გვიან გაეღვიძა ესმეს. თვალები დაჭყიტა და ტელეფონს დაწვდა . 23აპილი იყო, მისი დაბადების დღე. -რა ლამაზი დღეა..რა ნათელი მზეა, იმიტომ,რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა....-წაიმღერა და საწოლიდან გაბადრული წამოფრინდა. ქვემოთ ჩასულს უჩვეულო სიწყნარე რომ დახვდა, გაოცებულმა მოათვარიელა სახლი და მხოლოდ ნერსეს სილუეტს გადააწყდა,რომელიც იქვე დივანზე გაშოტილიყო. -სად არიან დანარჩენები?-ჰკითხა მარგველანს. -ბიძაჩემთან გადავიდნენ გვერდით სოფელში, ბიცოლამ ხომ დაგვპატიჟა ამას წინათ ?! -მაინცდამაინც დღეს?- ყურები ჩამოყარა ესმემ. -ჰო... რა იყო, რა ხდება დღეს? -არა... არაფერი ისეთი- ჩაილაპარაკა გულდაწყვეტილმა, რატომღაც ეგონა ,რომ მათეს მაინც არ დაავიწყდებოდა, იმდენჯერ ჰკითხა როდის გაქვს დაბადების დღეო-შენ რატომ ხარ აქ? -შენ გელოდებოდი, უნდა წამეყვანე,მაგრამ თქვენმა უდიდებულესობამ შუადღემდე გაღვიძება არ იკადრა , ასე რომ ხვალ წავალთ ჩვენც იმათთან. -რას მელოდებოდი მერე? მიბრძანებულიყავი, თან ხვალ სახლში მივდივართ. -გადავდეთ და ზეგ წავალთ. საღამომდე უყურებდა ნერსე ,როგორ დაალაჯებდა სახლში მოჟამული იუბილარი და წამით შეეცოდა კიდეც გოგონა. არადა რა დაუბარეს დანარჩენებმა წასვლისას, როგორც კი გაიღვიძებს იქ წამოიყვანე და ტორტს ჩვენ დავახვედრებთო, თვითონ კი ბოროტად გახუმრება გადაწყვიტა, როგორც კი მის რეაქციას შეხედა, ახლა კი უკვე მართლა შეებრალა , ასე ყურებჩამოყრილი რომ დადიოდა. მოულოდნელად სამზარეულოდან ესმეს ყვირილის ხმა შემოესმა და იმწამსვე იქეთ წავიდა. -რა ხდება?-თვალი მოავლო ოთახს. -ხელი გავიჭერი-საცოდავი ხმით ამოიკნავლა ჯანხოთელმა. -სხვის საქმეში რომ ჰყოფ ხვირს ,იმის ბრალია ეგ-შეუღრინა უფრო თავის თავზე გაბრაზებულმა ნერსემ, დროზე რომ წაეყვანა გოგონა ბიძამისის სახლში, სამზარეულოში ბოდიალს არ დაიწყებდა და არც ხელი გაეჭრებოდა-ვინ დაგავალა საჭმელი გამიკეთეო? -მერედა შენ ვინ რას გიკეთებდა? მე მშიოდა და ომლეტს ვიკეთებდი! -ხუთი კვერცხით არა?-წამში გამოიჭირა ტყუილში ,მაგიდაზე გამზადებულ კვერცხს რომ მოჰკრა თვალი. -დიახ! მშიერი ვარ მთელი დღეა და შევჭამდი!-იხტიბარი არ გაიტეხა ესმემ. -ჩიტივით იკიკნება და თურმე ხუთკვერცხიან ომლეტს შეჭამდა-დამცინავად ჩაილაპარაკა და მის ხელს დააკვირდა-ადამიანო ასე როგორ გაიჭერი? -შეიცხადა უცებ -ჩქარა ვჭრიდი და ხელიც მივაყოლე-ამოიკნავლა ისევ საცოდავი ხმით.. -აფთიაქის ყუთს მოვიტან და დაგიმუშავებ ... როცა არაფერი გეხერხება,მზარრულობასსც უნდა მოეშვა. -არ მჭირდება შენი დახმარება! -გაბრაზებულმა დაუბრიალა თვალები და სამზარეულოდან გავარდა. ნერსეც უკან მიჰყვა. -ნუ ჯიუტობ და ხელი მაჩვენე!-კარადიდან საჭირო ნივთები გამოიღო და დივანზე მობუზული ესმეს წინ ჩაიმუხლა. -არ მჭირდებათქო შენი დახმარება! -ნერვებს ნუ მიშლი ესმე, მაჩვენე ხელი! სულ ძალით , ჩხუბით და ბღვერით დაუმუშავა ჭრილობა და ზემოთ ავიდა. უკან დაბრუნებულს ჯანხოთელი ბუხრის წინ მოკალათებული დახვდა და ცეცხლზე მიშტერებული რაღაცაზე მთელი მონდომებით იყო ჩაფიქრებული. ნერსეს უცნაურად გაეღიმა, ჯიბიდან ტელეფონს ამოიღო და playlist- ში სასურველ მელოდიას დაუწყო ძებნა. რამოდენიმე წამში ოთახში ,მართალია დაბალ ხმაზე ,მაგრამ მაინც დაიღვარა ,,გაზაფხულის ვალსი“-ის ჰანგები,თუმცა ესმეს მოჟამულ განწყობას არც ამან უშველა, ნერსე მის ურეაქციობას გაოცებული შეხვდა და ნელა მიუახლოვდა. -უნივერსალური ,,გრძნობების მელოდია“- გვერდით უჯდება და მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობს. -ახლა ყანჩელის შემოქმედება უფრო შეესაბამება ჩემს განწყობას-მხრები აიჩეჩა ჯანხოთელმა.ნერსეს იმწუთას არაფერი უპასუხია, ცოტა ხანს ღიმილიანი სახით უყურა,მერე კი ნელა წამოდგა სკამიდან და მის წინ ჩაიმუხლა. რამოდენიმე წამს სუნთქვაშეკრული აკვირდებოდა ესმეს დაბნეულ თვალებში არეკლილ ცეცხლის ენებს . -დაბადების დღეს გილოცავ ესმე-ღიმილნარევი ხმით დაიჩურჩულა მის გასაგონად და იმ წამს ჯიბიდან ამოღებული პატარა ვარდისფერი ყუთი გაუწოდა. დაბნეული და გულაჩქროლებული ჯანხოთელი გაფართოებული თვალებით მიაჩერდა- ეს კიდევ საჩუქარზე ბონუსად-ოდნავ წამოიწია ნერსე და რაღაცის სათქმელად ოდნავ გახსნილ ბაგეებზე მიაწება წამით ტუჩები. -მე...მე მეგონა... არცერთს არ გახსოვდათ- როგორც იქნა ხმის ამოღება შეძლო ესმემ. -ყველას ახსოვდა ,უბრალოდ სიუპრიზის მოწყობა გვინდოდა-ღიმილით ჩაუკრა თვალი- კი უნდა წამეყვანე დღეს იმათთან ,ტორტით და ამბებით რომ დაგხვედროდნენ,მაგრამ გადავიფიქრე. -რატომ ნერსე? -მინდოდა დღეს მარტოებს აგვეღნიშნა, მხოლოდ მე და შენ ვყოფილიყავით და კიდევ გაზაფხულის ვალსი-სიცილით შეთამაშა ხელში ამღერებული ტელეფონი-საჩუქარს უნახავად მიწუნებ ,თუ რატომ არ მართმევ -გაახსენდა უცებ. -როგორ გეკადრება,აბა ვნახოთ...- ფრთხილად ახადა ყუთს თავი -ნერსე... რა ლამაზია- გახარებულმა ამოიღო ოქროს სამაჯური, რომლის შუაშიც ერთმანეთში გადახლართული ნოტი და გული იყო გამოსახული. -ჰო რავიცი.... გრძნობების მელოდიაო და..... ეს მომაფიქრდა. -ძალიან კარგია, აი ძალიან..უღრმესი მადლობა-მიანათა სიხარულით გაბრწყინებული თვალები,საიდაც სულ ცოტა ხნის წინ დაბუდებული სევდა უკვალოდ გამქრალიყო. -მიხარია თუ მოგეწონა, მოდი გაგიკეთებ- ხელიდან აართვა სამკაული. ნელა შეუკრა მაჯაზე და ოდნავ გაშლილ ხელის გულზე თითები გადაუსვა. -კიდევ ერთხელ გილოცავ ესმერალდა-გაუცინა და წელში გასწორდა. -მე თუ ესმერალდა ვარ, შენ კვაზიმონდო გამოდიხარ და გხიბლავს ვითომ ეგ ვარიანტი?-გადაიკისკისა ესმემ. -მე კვაზიმონდო რატომ გამოვდივარ?-ეშმაკურად ჩაეღიმა მარგველანს და გოგონა ახლაღა მიხვდა,რაც თქვა. -ვიხუმრე უბრალოდ....-ამოილუღლუღა სულ ერთიანად აჭარხალებულმა. -ჰო,მაგრამ რაღა მაინც და მაინც კვაზიმონდო? -არ მოეშვა ნერსე. -ოოო..ნერსე.. ესმერალდასთან პირველი რაც ასოცირდა გონებაში, ის გითხარი. -ვითომ მარტო მაგიტომ? -ნერსე! -რაო ესმე?-გაუცინა მარგველანმა. -იუბილარი ვარ და ნერვებს ნუ მიშლი -გაეჯგიმა ჯანხოთელი-ისიც კმარა მთელი დღე აქ რომ დამტოვე ყურებჩამოყრილი. -მაგის საკომპენსაციოდ საჩუქარი და ზედ ბონუსიც მიიღო მერე ესმერალდამ კვაზიმონდოსგან-ისევ აგრძელებდა მის წვალებას. -მორჩითქო ნერსე! წამომცდა უბრალოდ.. ხუმრობა იყო. -არა, რატომ ხუმრობა? მე გეთანხმები კვაზიმონდო ვარ, ესმერალდაზე შეყვარებული კვაზიმონდო....ოღონდ სიმპათიური-სიცილით დაამატა ბოლოს და ჯანხოთელს დღეს უკვე მერანდენედ შეუფრთხიალდა პატარა ბეღურასავით გული. სუნთქვაშეკრულმა ახედა მომღიმარ მამაკაცს , ზუსტად ვე გაიგო ნერსემ ორი წამის წინ მართლა უთხრა ის სიტყვები ,თუ ისევ ხუმრობას აგრძელებდა-და კიდევ განსხვავება ისაა,რომ მე ვიცი, ვგრძნობ , ჩემი ესმერალდაც არაა გულგრილი-ისევ მარგველანის ხმა შეერია მუსიკას.ნელა შეუცურა წელზე ორივე ხელი და გულზე მჭიდროდ მიიხუტა. -ნერსე....-სიტყვა შუაზე გააწყვეტინეს მარგველანის ტუჩებმა, თუმცა ამის გაპროტესტების არც სურვილი ჰქონდა და არც თავი. სუნთქვაშეკრული, გულაჩქარებული და ფიქრებაარეული აჰყვა კოცნაში. -იცი რა? მგონი ეგ ვითომ სიმპათიური კვაზიმონდო ზედმეტად თავდაჯერებულია და მასაც იგივე ბედი ეწევა ,რაც ნამდვილ, კუზიან კვაზიმონდოს-როგორც კი ნერსე მოშორდა ,მაშინვე გაილექსა ჯანხოთელი. -ჰო არა?!- მის სიტყვებს გულიანად დასცინა მარგველანმა და ესმეს პასუხის გაცემას ისევ კოცნით შეუშალა ხელი. -,,რა ლამაზი დღეა......“- სიტყვა შუაზე გაუწყდათ მოულოდნელად სახლში შემოჭრილ მეგობრებს და პირდაღებულები მიაჩერდნენ წყვილს. ესმე დენდარტმულივით მოშორდა მამაკაცს და მის უკან დამორცხვილი აიტუზა. -აქ რა გინდათ?-სიცილით იკითხა ნერსემ. -შენ არ იცი?! თუ მთები ა რ მიდიან მუჰამედებთან, მუჰამედები მიდიან მთებან-მრავლობითში გააჟღერა ცნობილო ფრაზა ლაბაძემ-შენ კიდე ადამიანო ,რას გვემალები? შეყვარებულები პირველად კი არ გვინახავს, აგერ თამარჩიკმა და დემემაც ასე მოულოდნელად გაგვახარეს ორი წლის წინ- ამჯერად ესმესკენ წავიდა მათე. -არ ვარ მე ამის შეყვარებული!-წამში გააპროტესტა ბიჭის სიტყვები ჯანხოთელმა. -არა, გეკადრება?- სიცილით ჩაუკრა თვალი ნერსემ და მისი დაბღვერილი სახე დააიგნორა. -ნუ მიბრაზებთ ამ იუბილარ რძალს- გამოესარჩლა თამარი-მოდით და ბოლომდე მივიყვანოთ მისალოცი სიმღერა. -,, რა მხიარული საღამოა , რა მხიარული დღეა, იმოტომ ,რომ დღეს ესმიკოს, დაბადების დღეა“-თავისებური ინტერპრეტაციით აყროყინდა მათე. -ვაიმე ,ამის საშველი არ იქნება-გაეცინა სოფიოს-გილოცავ ჩემო ლამაზო და ეს ჩვენგან- ღიმილით გადასცა საჩუქარი და მოეხვია იუბილარს. ის იყო ესმეს მათ მოტანილ ტორტზე სანთლები უნდა ჩაექრო,რომ კარში აქოთქოთებული ანტონოვა შემოვარდა. -სიუპრიზის გარეთ გაყინვა არ მინახავს მე, რა წესია ეს?- წამოიძახა და აკანკალებულმა მიხურა კარი. ჯანხოთელის გაოგნებული სახე არც კი შეუმჩნევია, ისე მიეჭრა და მთელი ძალით ჩაეხუტა. -ლიდა.... რა გინდა აქ?- ჰკითხა ყურებამდე გაბადრულმა ესმემ მეგობარს. -დაბადებიs დღის სიურპრიზი ვარ გენაცვალე,რომელიც გარეთ გაყინეს. -ამათმა აქეთ დაგვახვედრეს სიუპრიზი- გაეცინა მათეს. -ჰოდა მაგ სიუპრიზი მე რომ არ ვიცოდი, მარრტო იმიტომ გაპატიებ,რომ მეც გიმალავდი ლევანმა რომ მაკოცა-ნიშნისმოგებით გადaუჩურჩულა ესმას ანტონოვამ და ჭინკებახტუნებული თვალებით გადახედა. ზუსტად ერთი წელი უშრობდა ჯანხოთელი ნერსეს სისხლს, ქმრის კი არა შეყვარბულის და საქმროს სტატუსსაც ვერ ეღირსა, მიუხედავად იმისა,რომ უკვე ყველამ იცოდა, მათივე ოჯახების ჩათვლით ,რომ ერთმანეთზე გიჟდებოდნენ. ბოლოს მარგველანსაც ამოუვიდა ყელში მისი ჭირვეულობა და მაიმუნობა, ჰოდა ესმეს მომევნო დაბადების დღეზე რესტორნიდან რომ მოჰყავდა, მოულოდნელად გადაუხვია მისი სახლის გზიდან, ჯანხოთელმა ეს რომ შეამჩნია , შეცბუნებულმა გადახედა ნერსეს. -ნერსე სად მივდივართ? -ჰკითხა ძლივს შენარჩუნებუო სიმშვიდით. -ჩემთან! -რატომ? -ცოლად უნდა მოგიყვანო. -რატომ? -შვილები ომ გამიჩინო , შენნაირი ენაჭარტალები. -მე არაფერს მეკითხები? -არა! -რატომ? -იმიტომ! -რატომ იმიტომ? -უკვე ნერვებს მიშლი ესმე!-შეუღრინა წყობიდან გამოსულმა მამაკაცმა. -რატომ? -მარგველანს აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ მანქანა გადაიყვანა სავალი გზიდან , იქვე გააჩერა და გოგონას მიუბრუნდა. -აი ამიტომ!- ძლიერად წაავლო კისერზე ხელი, თავისკენ მისწია და მოუთმენლად დასწვდა ტუჩებზე. ჯანხოთელი ტრადიციულად მიატოვა პულსმაც და სუნთქვის უნარმაც, აღარც კითხვა ,,რატომ"-ის დასმის თავი ჰქონდა, უბრალოდ ბედნიერება ,ნერსეს სურნელი და ,,გაზაფხული ვალსის" ჰანგები ერთდროულად ეღვრებოდა სხეულში. ესეც ახალი ისტორია ტკბილებო.უცებ, სპონტანურად მომიივიდა იდეა და მეც დავწერე, არ ვიცი როგორი გამოვიდა... იმედია მოგეწონებათ, ველი თქვენს შეფასებას შოკოლადებო.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.